ნაკრების 10 ბომბარდირი
დღეს და ხვალ დარჩენილი სანაკრებო შეხვედრებიც ჩატარდება და შაბათ-კვირას ისევ საკლუბოს დავუბრუნდებით. ამოცანა უცვლელია - ფეხბურთელები ტრავმებს უნდა გადაურჩნენ.
ახლა კი კარგი იქნება თუ გადავხედავთ "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო გოლეადორებს, ოღონდ თავიანთ ნაკრებებში. და სანამ სიას ჩამოვწერდეთ კონტექსტზეც უნდა ითქვას, სანაკრებო რეკორდების მთავარი კონტექსტი კი ის არის, რომ გასულ საუკუნეში ამდენ მატჩს არ ატარებდნენ, და თუ მაინც ატარებდნენ ამდენ სუსტ გუნდსაც ვერ შეხვდებოდნენ რამდენიც ახლა შეიძლება ვინმეს ქვეჯგუფში შეხვდეს. ამიტომაც, თავიანთ ნაკრებებში 10 საუკეთესო ბომბარდირიდან 9 ჩვენი დროის ფეხბურთელია, ერთი კი უფრო 20-ე საუკუნის მიწურულს ეკუთვნის და მხოლოდ იმის ხარჯზე ინარჩუნებს ლიდერობას, რომ მის დაქცეულ ქვეყანაში უკეთესი ვერავინ გამოჩნდა.
მე-20 საუკუნის კონტრასტზეც უნდა ითქვას. გერდ მიულერის მონაგარი - 62 სანაკრებო შეხვედრაში გატანილი 68 გოლი წარმოუდგენლად დიდი მიღწევაა. ახლა წარმოიდგინეთ, მიულერს რომ ისეთ ნაკრებებთან ეთამაშა როგორიც ლუქსემბურგი, სან მარინო, მოლდოვა, მალტა, ან გიბლარტარი არიან, რა შედეგებზე გავიდოდა.
ამიტომაც, არაფრით არ შეიძლება ფეხბურთის აღქმა მხოლოდ სტატისტიკამდე დავიდეს, აუცილებელია სტატისტიკის მიღმა კონტექსტის გააზრება.
მეორე რაც აუცილებლად უნდა ითქვას არის ის რომ სამხრეთ ამერიკაში გაცილებით რთულია მაგალითად 100 გოლიან ნიშნულს გასცდე. იქ ყველა ერთად თამაშობს კვალიფიკაციას და ყველაზე სუსტ ბოლივიასთანაც კი ურთულესია თამაში. შესაბამისად, სამხრეთ ამერიკელებს ნაკლები გოლი ექნებათ ევროპელებთან შედარებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპელები რამით მაინც აღემატებიან.
აი, მესი გამონაკლისია და არანაერ ლოგიკას არ ექვემდებარება.
საუკეთესო მეგოლეების სია კი ასეთია:
ლიონელ მესი (არგენტინა) - 187 მატჩი, 109 გოლი.
ლევანდოვსკი (პოლონეთი) - 154 მატჩი - 84 გოლი.
ნეიმარი (ბრაზილია) - 128 მატჩი - 79 გოლი.
ლუის სუარესი (ურუგვაი) - 143 მატჩი - 69 გოლი.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) - 122 მატჩი, 62 გოლი.
დავიდ ვილია (ესპანეთი) - 98 მატჩი - 59 გოლი.
სამუელ ეტო'ო (კამერუნი) - 113 მატჩი, 56 გოლი.
ალექსის სანჩესი (ჩილე) - 166 მატჩი, 51 გოლი.
გეორგი ჰაჯი (რუმინეთი) - 135 მატჩი, 35 გოლი. (იყოფს პირველ ადგილს ადრიან მუტუსთან)
პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი) - 73 მატჩი, 32 გოლი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]