The Athletic - როგორ მოაგვარებს ფლიკი საყრდენი ნახევარმცველის პრობლემას

The Athletic - როგორ მოაგვარებს ფლიკი საყრდენი ნახევარმცველის პრობლემას

ფლიკის დებიუტს მსოფლიო პრესა გამადიდებელი შუშით აკვირდება და რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ სტატიაც მიუძღვნა. მაგალითად, The Athletc-მა აქცენტი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გააკეთა. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

   ფლიკის სადებიუტო შეხვედრაში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა, განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს მარკ კასადომ და მარკ ბერნალმა. შეხვედრა 2:2 დასრულდა, "ბარსამ" პენალტების სერიაში მოიგო. ლა მასიას აღზრდილების შემხედვარე ქომაგებს კითხვა გაუჩნდათ - საჭიროა თუ არა ახალი საყრდენი ნახევარმცველის შეძენა? 

მაგალითად, ჩავი ერნანდესის გუნდი მეტწილად სწორედ ამიტომ დაზარალდა, ვერაფრით გამოინახა ბუსკეტსის შემცვლელი. მისი ძიება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა სერხიო კლუბში ირიცხებოდა. ბუსკეტსმა "ბარსაში" 15 სეზონი გაატარა, 722 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ძალიან გავლენიან ფეხბურთელად ითვლებოდა. თავდაპირველად ჩავიმ ფრენკი დე იონგი და ერიკ გარსია მოსინჯა, მაგრამ ვერ მიიღო ის, რაც სურდა. საბოლოოდ, ბუსკეტსს დე იონგი შეუწყვილა და ამან იმუშავა, "ბარსამ" ლა ლიგა მოიგო. 

მომდევნო სეზონში ჩავი უკვე ფაქტის წინაშე დადგა, ბუსკეტსი მესისთან წავიდა მაიამიში, მისი შემცვლელი კი ისევ არ ჩანდა. დააბრუნეს კიდევ ერთი ლამასიელი, ორიელ რომეუ, ერნანდესს სუბიმენდის დამატებაც სურდა, მაგრამ ეს სურვილი ვერ შეუსრულეს, სეზონის წინ რომეუს კარგი შეხვედრები ჰქონდა და მწვრთნელები იმედიანად იყვნენ. ფორმულა არ შეცვლილა, რომეუსთან ახლოს მოქმედებდა ფრენკი დე იონგი, მაგრამ როდესაც ნიდერლანდელმა ტრავმა მიიღო რომეუმ უმარტივესი დავალებების შესრულებაც ვეღარ შეძლო. 

ჩავი წავიდა, პრობლემა კი უცვლელია. ამჯერად ახალი მწვრთნელი ეძებს სწორ კანდიდატურას. თუმცა, სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის პრიორიტეტი შემტევების დამატებაა - ნიკო უილიამსისა და დანი ოლმოს სახით. ასე რომ, ლა მასია ისევ ძალიან აქტუალურია. კლუბს ისევ მილიარდიანი ვალი აქვს, ჰანსი ფლიკმა დიდი დრო გაატარა აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად და მათი შესაძლებლობებით მოხიბლულია, და როგორც კლუბის შიდა წყარო იტყობინება მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მარკ კასადომ. 

გასულ სეზონში 20 წლის ნახევარმცველი "ბარსას" სარეზერვო გუნდს კაპიტნობდა, გუნდის მწვრთნელი ლეგენდარული მექსიკელი რაფა მარკესია, რომელიც მთავარი გუნდის მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატიც იყო. კასადოს რამდენჯერმე პოზიციის შეცვლა მოუწია მას შემდეგ რაც ექტორ ფორტი ჩავიმ დააწინაურა. უფრო მეტად შემტევი გახდა, უფრო მეტად ორიენტირებული მეტოქის კარზე, საბოლოოდ, მარკესი მისი გარჯით კმაყოფილი დარჩა. 

ივნისში კასადომ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა და პირობაც მიიღო რომ ფლიკის გუნდის წევრი იქნება. აკადემიაში მას ახასიათებენ როგორც მოედნის კარგი ხედვის მქონე ფეხბურთელს, რომელიც ტაქტიკურად განსწავლულია და თამაშს კარგად კითხულობს. მთავარ გუნდში მისი დებიუტი უკვე შედგა, ჩავი ერნანდესმა 2022 წლის ნოემბერში ათამაშა, კასადოსთვის ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა, მატჩის ბოლოს აღნიშნა, რომ ჩავი მისთვის ყოველთვის მისაბაძი ფეხბურთელი იყო. 

კასადო დიდი ენთუზიაზმით ხვდება ახალ სეზონს, მაგრამ ის არ არის ერთადერთი, რომელმაც ფლიკზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

კიდევ ერთი დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი მარკ ბერნალია, ჯერ კიდევ 17 წლის ფეხბურთელი, რომელის სიმაღლეც 191 სანტიმეტრია. 10 წელია ლა მასიას აკადემიაშია, აღნაგობით და სტილით ძალიან ჰგავს სერხიო ბუსკეტსს. იმ პირობებში, როცა შეუძლებელია "სიტიდან" როდრის გადმოყვანა, მისი მსგავსი ფეხბურთელის აკადემიაში ძებნა სწორი გამოსავალია, ბერნალი როდრის მსგავსად ძლიერია ფიზიკურად და ასაკის მატებასთან ერთად ეს უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. 

შესაძლოა, ამ მომენტისთვის კასადოს მეტი შანსი ჰქონდეს ძირითად გუნდში, მაგრამ, ბერნალის პოტენციალი გაცილებით დიდია. აკადემიაში ამბობენ, რომ ბერნალს შემოთავაზებები აქვს ინგლისიდან, გერმანიიდან და ლა ლიგის სხვა კლუბებისგან, მაგრამ მისი მთავარი მიზანი "ბარსას" ძირითად გუნდში მოხვედრაა. 

ფლიკმა "სიტის" წინააღმდეგ მოედნის საყრდენ ზონაში სწორედ მათი დუეტი გამოიყენა. ბერნალი შედარებით სიღრმიდან თამაშობდა, კასადოს კი მეტი სივრცე ჰქონდა შეტევაში წასასვლელად და პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა. თუ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსამ" საყრდენი ნახევარმცველი არ დაიმატა, ხშირად მოგვიწევს კასადოსა და დე იონგის წყვილის ხილვა, ამას გარდა, აუცილებლად შედგება ძირითად გუნდში მარკ ბერნალის დებიუტი. 

ბუსკეტსის შეცვლამდე ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ როგორც მინიმუმ კანდიდატები გამოჩდნენ. 



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 3 აგვისტო 2024 00:26
    0
    კასადო უფრო ძირითადისთვის იბრძოლებს

    ბერნალი როტაციისთვის იქნება
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    წევრი [?]
    #8 1 აგვისტო 2024 22:49
    2
    ციტატა: andres888
    მე პირადად დავიღალე რა ყველა გუნდი რო გვეკაიფება და ფეხბურთელი რომლიც 30-40 ღირს გვტენიან 100 და 80 მილიონებად ყველა ჩვენ გვაშტერებს და გადაგვიარეს როგორც კი ფეხი წამოვიკარით ამიტო დავეყრდნოთ ახალგაზრდებს დავდგებით ფეხზე და დედა ეტირება ევროპას ცოტა ხანში ისეთი ახალგაზრდები გვყავს უბრალოდ ცოტა მოთმინება და ნდობააა საჭირო

    100%
    გულშემატკივარი [?]
    #7 1 აგვისტო 2024 21:47
    6
    მე პირადად დავიღალე რა ყველა გუნდი რო გვეკაიფება და ფეხბურთელი რომლიც 30-40 ღირს გვტენიან 100 და 80 მილიონებად ყველა ჩვენ გვაშტერებს და გადაგვიარეს როგორც კი ფეხი წამოვიკარით ამიტო დავეყრდნოთ ახალგაზრდებს დავდგებით ფეხზე და დედა ეტირება ევროპას ცოტა ხანში ისეთი ახალგაზრდები გვყავს უბრალოდ ცოტა მოთმინება და ნდობააა საჭირო
    Culé [?]
    #6 1 აგვისტო 2024 20:50
    6
    რახანია მე ამ ორზე ვწერ.
    ბერნალი სუფთა ბუსკეცია, კასადო - კიმიხი.
    რაში გვჭირდება საყრდენი როცა ეს 2 უპერსპექტიულესი ახალგაზრდა გვყავს?

    ყველას გირჩევთ ამათ ჰაილაითებს გადახედოთ და ნახავთ რამხელა პერსპექტივაც აქვთ.
    მე პირადად მირჩევნია ეს გაზულუქებული ბებერები საერთოდ გავყიდოთ და ამ ბავშვებს მივცეთ შანსი.

    სიტისთანაც იგრძნობოდა რომ ვინც კი აკადემიიდან იყო, ყველა შრომოდა, იბრძოდა, არ ჩერდებოდა, ნაკლებ შეცდომებსაც უშვებდნენ, აი ლევანა, ლენგლე და რომეუ რას აწვებოდნენ ვერ გეტყვით, სრული მარაზმი..

    პ.ს. ახლა დაიწერა რომ ჩავის კასადო არასდროს მოსწონდა და იანვარში მის გაყიდვასაც განიხილავდა, მაგრამ დეკუმ ბავშვებზე გააკეთა აქცენტი და მაგიტო დარჩაო. ასევე გუშინ დაიწერა რომ ჩავის ლევანას გაყიდვა უნდოდაო მარა ფლიკის მოსვლამ ყველაფერი შეცვალაო...

    მე თუ მკითხავთ ლევანა უეჭველი უნდა გაიყიდოს, 35 წლისაა და 32 მილიონს იღებს გაღატაკებული გუნდისგან, ეს ნორმალურია? თან აშკარად დაბერდა და სწრაფადაც ვეღარ აზროვენებს ხოლო მოქმედებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია.
    ასევე სასწრაფოდ უნდა გაიყიდოს დე იონგი, რადგან როგორც დაიწერა თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა რომ მოტყდესო, მის სპორტულ და სახელფასო მხარეზე არც ვისაუბრებ.
    უნდა გაიყიდნონ: ლენგლე, რომეუ, ტორესი, გიუნდო, როკე და ინიგო. ხოლო მათ ადგილას ამოვლენ: ფაი, ბერნალი, კასადო, ტორე და პაუ ვიქტორი, მითუმეტეს რაღაც თანხაც შემოვა.
    უნდა მოიყვანონ უილიამსი და თუ ვერ მოიყვანეს უნდა გადაერთონ სხვა მარცხენა ვინგერზე და არა ოლმოზე, რადგან ოლმო მარცხენა ვინგერი არაა. 10იანისთვის შეიძლება თუმცა მაგით ლოპესს ძალიან შეუმცირდება დრო და პლუს ლამასიას ტალანტების ამოწევა უფრო გაჭირდება, არადა გილე და ჟუნიანტე უნდა ამოწიონ თანდათან.
    ასევე ყველაზე სწორი პერიოდია ალვარესის მოსაყვანად, წელს თუ არსად წავიდა მაშინ მომავალ წელს უეჭველი უნდა გაიწიონ.
    სისტემატიურად იწერება რომ მომავალ წელს მუსიალა/ვირციდან ერთერთის მოყვანას გეგმავენო და იმედია ასეც მოხდება, თუმცა ეს კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს ოლმოს დამატებას.
    ოლმოს მოსვლასთან დიდი პრეტენზიები არ მაქვს თუმცა 60ის გადახდა მეზედმეტება იმ ფეხბურთელში, რომლის პოზიციის გაძლიერებაც ყველაზე ნაკლებად გვჭირდება სხვა პრობლემების ფონზე, ასე რომ იმედია ერთხელ მაინც მოიქცევიან სწორად და სხვა თუ არაფერი ნაგავს მაინც გაყრიან, დალშე ლამასია გვიჯიგრებს.
    Culé [?]
    #5 1 აგვისტო 2024 19:59
    0
    მე მგონია რომ უფრო 6 ნომერია კასადო სუფთა საყრდენი არცერთი არა ორივე ნიჭიერია
    [?]
    #4 1 აგვისტო 2024 18:39
    5
    ხავიმ მანდ მიქარა. უნდა გამოეყენებინა ორივე. გასაგებია წნეხი ქონდა დიდი და ვერ გარისკავდა მარა მაინც. 17 წელი აღარაა ის ასაკი პირველ გუნდში რო ვერ ათამაშო. კასადო გავის სტილია, დაბალი, პირველ ბურთს საჰაეროს ვერ მოიგებს მარა ბერნალს ყველაფერი აქვს. ეგ ორი, პაუ ვიქტორიც და ტორეც უნდა დარჩნენ. ისარგებლონ ტრავმებით. 3 ნახევარმცველი გვყავს დამტვრეული და კიდე გიუნდოგანს უშვებენ. ალბათ ხელფასის გამო. ახლა რო კიდე ვინმე ვიყიდოთ ეგ ბიჭები წავლენ. ამიტო დავიკიდოთ გვიდოც, რომეუც და ისევ აკადემიაში ვეძებოთ ხსნა. ოლმო ვიყიდოთ და ეგაა. დადგება მარცხენა ვინგერად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 აგვისტო 2024 16:34
    0
    ქომაგებს კითხვა გაუჩნდათ - საჭიროა თუ არა ახალი საყრდენი ნახევარმცველის შეძენა?
    ჩვენ ისე ვართ ბუსკეტს შეჩვეულები და მადლიერები, ვინც არ უნდა მოიყვანონ მაინც არ მოგვეწონება, ისევე როგორც მესის მსგავსი აღარასოდეს იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 აგვისტო 2024 15:41
    1
    ყველა ვარიანტში კასადო იქნება საყრდენზე იანვრამდე. მაგარი შედეგი თუ დადო იანვარში საყრდენის აუცილებლობაც აღარ იქნება. ბერნალი ჯერ პატარაა,მაგრამ დრო მასაც მიეცემა უეჭველი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 1 აგვისტო 2024 14:57
    0
    ხოდა მიენდოს ლამასიას ორივე კაია და ფლიკის ხელში უფრო კაები გახდებიან მარაა ნახევარდაცვაში მოგვარებული პრობლემები რომ არის წინაა მთავარი წინ თორე იმდენი ნახ.მცველია ყველას თამაში მოუწევს ვატყობ ერთიანად მოედანზე...
    აბა წინ ლევანას და იამალის გარდა მარტო რაფინიაზე თუ იტყვი გამოსადეგიაო და ეგეთებით რეალს ვარ გაუქაჩავენ იანალს სასწავი აქვს ჯერ კიდე ბევრი და მოედანზე ცოტა თავისთავზე ამღები უნდა იყოს ხშირად... ფორვარდი ლევანა და ფერანია აი ის ფლანგია იმენა მურვანის ეკალივით ნიკო თუ არ მოვიდა ოლმო დიდად პროდუქტული ვერ იქნება ეგ უფრო შემტევი ნახევარმცველია ვიდრე ვინგერი შეძლებით შეუძლია არ ნიშნავს მესივით იყოს