მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფლიკის პირველი მოგება

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფლიკის პირველი მოგება

"ბარსამ" ამერიკული ტურნე 80 წუთის დაგვიანებით გახსნა, ორლანდოში ამინდი გაუარესდა. იყო ელვა, ჭექა-ქუხილი და ქარიშხლის საშიშროება, საბოლოოდ კი ძლიერი წვიმა შეგვრჩა ხელში. პეპ გვარდიოლას სიტიმ უკვე მესამე მატჩი ჩაატარა ტურნეში, პრემიერ ლიგა ტრადიციულად ადრე იწყება და კალენდარიც ასეა მიწყობილი. "ბასასთვის" კი პირველი მატჩი იყო, შედგა ამხანაგურად ფლიკის დებიუტი და წარმატებულიც გამოდგა. 

გუნდებმა, რა თქმა უნდა, გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, თუმცა, დიდი ვარსკვლავიც ვიხილეთ, "სიტის" ძირითადში ჰყავდა ერლინგ ჰოლანდი, რომელსაც ევროზე არ უთამაშია, დაახლოებით რაიან გიგზის გზას მიუყვება, შესაძლოა ყველაზე დიდი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ვერასდროს ითამაშებს დიდ სანაკრებო ტურნირზე, თუმცა, ყველაფერი წინ აქვს. ერლინგმა გოლიც შეაგდო, აშკარად გადაკვეთა ბურთმა კარის ხაზი, მაგრამ არ ჩაითვალა. 

"ბარსას" შემადგენლობაში მეორე ტაიმში გამოჩნდა რობერტ ლევანდოვსკი. 

პოლონელს თუ არ ჩავთვლით, მთავარი ვარსკვლავები ისვენებენ, მათგან რამდენიმემ ევრო მოიგო, ტრიუმფატორი ნაკრებიდან ერთი-ორი გადასარევი ფეხბურთელის დამატებაც იგეგმება. იწელება ეს პროცესი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, აქცენტი კი სწორია, გაახარებს ყველას უილიამსისა და ოლმოს ტრანსფერები. 

ვინ არის ეს ხალხი? 

უკვე მივეჩვიეთ, ყველა სეზონში ლა მასიადან დიდი შევსება მოდის, თავდაპირველად უცნობ გვარს მოვკრავთ თვალს, არავის ეცნობა, არაფერი ვიცით, მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ვარსკვლავი გვყავს ხელში. ფლიკმა საკმარისი დრო გაატარა ლამასიელებთან, ქებაც არ დაიშურა, წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვთო, ასე თქვა, თავისი ფავორიტებიც ეყოლება და უეჭველად დააწინაურებს რამდენიმეს. 

გუშინ 11 ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი, აქედან 1-2 თუ გააძლიერებს ძირითად გუნდს ეგეც საქმეა. 

თამაში გახურდა და 22 წლის პაუ ვიქტორმა ანგარიში გახსნა, ძალიან კარგი კომბინაციის შედეგად მეკარესთან პირისპირ დარჩა და ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი. "სიტის" მხრიდან 19 წლის ნიკო ო'რაილიმ გაათანაბრა. ფაქტობრივად აკადემიების შეხვედრა იყო, ნორვეგიელ მხეცს თუ არ ჩავთვლით, თან როგორ გინდა არ ჩათვალო, მხოლოდ ბურთს რომ უყურო მაინც თვალში გაგეჩხირება. 

ამის მერე უკვე 21 წლის პაბლო ტორემ გაიყვანა "ბარსა" წინ, ესეც ძალიან კარგი გოლი გამოდგა, კომბინაციაც მშვენიერი იყო და დამაგვირგვინებელი დარტყმაც. პაბლო ტორემ "ბარსას" მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. მოაწონა თავი ჰანსი ფლიკს, ახლა უნდა იცოდეს, რომ არ აქვს უფლება მოუკლოს, თორემ ფლიკმა პატიება არ იცის, შანსს თუ მოგცემს ვალდებული ხარ გამოიყენო, თუ არადა, მოგიწევს მომდევნო სეზონს დაელოდო. 

კიდევ ერთმა "დიდმა ბიჭმა" ანგარიში გაათანაბრა. ჯეკ გრილიში ევროს მიღმა დარჩა და ჯანზეა, მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:2 გახდა. ამას მოჰყვა თერთმეტმეტრიანები სადაც ასტრალაგამ იყოჩაღა და ფლიკმაც მოიგო თავისი პირველი შეხვედრა. 

ისევ უღიმღამო როკე

შემადგენლობიდან მეტწილად მისი გვარი იყო ცნობილი, მისგან ელოდა "სიტი" საფრთხეს, აი "ბარსას" ქომაგი ალბათ არც არაფერს ელოდა, იმიტომ, რომ ამ კაცის უღიმღამო თამაშს უკვე მივეჩვიეთ. უჰ, ბევრი ყოფილა "ბარსაში" არაფრის მაქნისი ბრაზილიელი, ჰოდა, როკეც ასეთ გზაზე დგას. არის საუბარი რომ წავა, ყოველ შემთხვევაში, კლუბს სურს მისი გაშვება, მსურველის პოვნა კი ძალიან გაჭირდება. 

გუნდს რაც შეეხება, ფლიკის "ბარსა" ცდილობს სწრაფად ითამაშოს, გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩავის "ბარსა" თამაშობდა, ბურთის დაკარგვის მერე კი ელვისებური პრესინგი იწყება, რაც ფლიკის ერთ-ერთი გამორჩეული იარაღია. ჯერ მხოლოდ მონახაზი ვნახეთ, მაგრამ წარმოდგენის შესაქმნელად ესეც საკმარისია. 

შემდეგი მატჩი კი ელ კლასიკოა. ამხანაგური კლასიკო. ბოლო წლებში ესეც გვინახავს და დავრწმუნებულვართ, რომ ამხანაგური ელ კლასიკო არ არსებობს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 1 აგვისტო 2024 15:19
    0
    სიმართლე გითხრათ არ მიყურებია თამაშისთვის და კარგი შთაბეჭდილება შემექმნა მატჩზე, კლასიკოს ვნახავ აუცილებლად და იმედია მოვიგებთ.
    ფანი [?]
    #10 1 აგვისტო 2024 11:25
    1
    ფეოლააა ველქამ ბეეექ <3 ბევრი გამარჯვების ბლოგები მომავალში მეგობრებო <3 <3
    გულშემატკივარი [?]
    #9 1 აგვისტო 2024 01:12
    1
    Barca for life, ხო არა ფონტი ძაან მომწონდა წინა სეზონში რამდენიც ითამაშა და მეთქვი თუ ეგ არისთქო ცოტა არ იყოს გამიტყდა როგორ გაბსნძებულათქო
    Culé [?]
    #8 1 აგვისტო 2024 00:26
    2
    სანახაობრივი თამაშით თან
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 ივლისი 2024 17:30
    0
    ბედი უნდა ყველაფერს, გადაიდო ეწერა ევროსპორტზე და მეგონა მთელი დღით გადადესთქო.
    Culé [?]
    #6 31 ივლისი 2024 15:45
    2
    ფეოლა რაის აკადემიების დაპირისპირება, ლამის 6 კავი ეყენათ ძირითადის. ედერსონი,გვარდიოლი,ფილიპს,კოვაჩიჩი,გრილიში,ჰალანდი.
    Culé [?]
    #5 31 ივლისი 2024 15:32
    2
    როკეს ჰაილაითი არ ქონდა იუთუბზე კაცს რო მოგწონებოდა და ბარსელონაში რატო ელოდნენ მისგან რონალდინიოს დღემდე არ მესმის რა.. ვიღაცა სირაპუჭებმა რახან ნორჩ ტავარში პატარა ფული გააკეთეს, სულაც არ ნიშნავს რო ეს ბიჭი საჭიროა. ან იმედია კიდე ითამაშებს პრესეზონზე მინ 2 მატჩს და დაამტკიცებს ბოლოსდაბოლოს რაუნდა
    გულშემატკივარი [?]
    #4 31 ივლისი 2024 15:19
    0
    მეორე ტაიკის დასაწყისში გრილიშმა რომ კრაიზე ფეხბურთელი გვითრია ეგ ფონტი იყო ?
    ფანი [?]
    #3 31 ივლისი 2024 12:03
    10
    გუშინ კარგად გამოჩნდა რომ ლევანა არაა ბარსას შესაფერისი.
    იმედი მაქვს მაგის გამო პაუს დრო არ მოაკლდება და სწორად განვავითარებთ მაგ ბიჭს.
    ახლა რასაც ვუყურებ, თუ სწორად მოვეპყარით ალვარესი საჭიროც აღარ იქნება, სტილით შეგვეფერება, მოძრავია, ჭკვიანია, მშვენიერი ფინიშინგი აქვს და პლუს დიდი განვითარების პერსპექტივა და 35 წლის ლევანას გამო ეს უნდა იჯდეს სკამზე? აგერ გამოჩნდება შემდეგ მატჩებშიც რა კაი ტიპია.
    წინა წელს საუკეთესო გამტანი იყო ც დივიზიონში და დაამყარა რეკორდი 20 გოლით.
    ახლაც გამოჩნდა როგორი ალღო აქვს თუმცა კიდევ უნდა მოუმატოს და დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება.

    ასევე გამოჩნდა რომ ტორე დასატოვებელია, აზრზე მოსულა ეგ ბიჭი და აშკარად სხვაობის შექმნა შეუძლია, გუშინ როგორც კი გავიდა ტემპი და ბურთი დავკარგეთ. ამიტო ოლმოს მოყვანას მაგ ბიჭს მიეცეს შანსი ჯობია. ჩავის დროსაც კაი გამტანი იყო და ახლაც მეორე თამაშია გააქვს (ოლოტთან თამაშსაც ვგულისხმობ)

    კარგად შემოვიდა ტონი ფერნანდესი, თან საკმაოდ უჩვეულო პოზიციაზე, მარჯვენა ვინგზე იდგა (როცა ცენტრფორვარდია) და ხშირად ფულბექიც ხდებოდა, ასევე ეხმარებიდა ნახ დაცვასაც და შეტევაშიც ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა. მშვენიერი პასი მისცა პაუს და 100იანი მომენტი შეუქმნა, ასევე ძალიან კარგი იყო ბილდაფშიც, მოკლედ 15 წლისთვის ზედმეტად კარგია.

    გაცილებით მეტს ველოდი გილესგან და ამ დროს ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ იმას ვაბრალებ რომ ძალიან გვიან შემოიყვანეს, მაშინ როცა ბურთი ჩვენ არ გვეჭირა და შემტევს დაცვის თამაში უწევდა, საკაიფოდ კი დარბის, პრესინგიც არ ეზარება, ცოტა მორიდებული იყო, ეტყობოდა რომ პირველად თამაშობდა ამ დონეზე და იმედია შემდეგზე გამოცოცხლდება, გააცილებით უკეთ შეუძლია თამაში!

    ბერნალზე და კასადოზე რა ვთქვა, ძალიან მაგრები არიან, ბერნალი ახალი ბუსკეცია, კასადო ახალი კიმიხი.
    პენია და ასტრალაგა ძალჯან კარგები იყვნენ.

    ბალდე ტორნადოსავით შევიდა, აშკარად მომატებული აქვს, პროსტა ახლა კაცის მოტყუება და სწორი აზროვნება უნდა დახვეწოს.
    ფორტი იდეალური იყო, მაგრად აზროვნებს და მაგარი მშრომელია. ძალიან მომწონს ეგ ბიჭი თავისი დინჯი, ჭკვიანი და მშრომელი ხასიათით. უეჭველი უნდა მიეცეს დრო.

    ხ. არაუხოც კარგი იყო, ლენგლე სტაბილურად საზიზღრობა, ვალიე კიდე ძალიან არ მომეწონა, არადა ბევრი იწერება მაგ ბიჭის ტალანტზე, მაგრამ ყველამ ათრია ვისაც არ დაეზარა, მეორე გოლის მომენტში ხო საერთოდ ისე მისდევდა გრილიშს რომ აშკარად ხელი ქონდა ჩაქნეული, ასეთები კიდე ყველაზე მეტად დაუშვებელია.
    როკე - ვითომ მშრომელი, ამ დროს არაფრის მაქნისი, პაუსა და ტონის ფონზე უფრო გასაყიდია.
    დარვიხისგან მეტს ველოდი, აშკარად ნაკლებს აპრესინგებდა და ტემპს ვკარგავდით, ძალიან მოსამატებელი აქვს.
    ჟუნიანტე ცუდი არ იყო, არ დაუყვინია და საქმეს აკეთებდა, მაგრამ პატარაა და ფიზიკურად იჩაგრება თითქოს. მოკლედ მაგას, გილესა და დარვიხს მოსამატებელი აქვთ.

    ფლიკი - ძალიან მაგრად მუშაობს.
    ყველაზე მეტად რაც მომეწონა დაუღალავი შრომა და სირბილია, მაგარი პრესინგი, შეტევაში მაგრად გადასვლა, ბარსას შესაფერისი მოკლე პასებით ამოსვლა, უმეტესად ცენტრიდან შეტევა.

    აშკარად ჯიგრულად მუშაობს და იმედია ასე გააგრძელებს.
    მოკლედ ღირდა ამ თამაშისთვის გათენება. ვაბშე ყველას გირჩევთ რომ გუშინ ვინც ითამაშა მაგ ბიჭების ვიდეოებს გადახედოთ, უმეტესად ყველას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ჩემი აზრით მართლებიც არიან.

    წელს ვინც უეჭველი ამოვა: პაუ, ტონი, ბერნალი, კასადო, ფორტი, ფაი,
    შეიძლება ამოვიდნენ: დარვიხი, გილე

    მოკლედ ბარსა კარგ ხელშია!
    ფანი [?]
    #2 31 ივლისი 2024 11:35
    0
    რასაც ვუყურე როკე ფლანგზე თამაშობდა თან პაუმ პასი არ გაუკეთა ერთ ორ მომენტში არადა გაიტანდა თავისუფლად
    გულშემატკივარი [?]
    #1 31 ივლისი 2024 11:02
    7
    ამ გუნდის მთავარი პრობლემა არის ხელმძღვანელობის სისუსტე და რწმენის დაკარგვა
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო