საუკეთესოები ევროზე - N4: სერხიო ბუსკეტსი / და ოცნება პირლოზე

საუკეთესოები ევროზე - N4: სერხიო ბუსკეტსი / და ოცნება პირლოზე

მხოლოდ ბუსკეტსი არა, ზოგადად, იშვიათია რომ საყრდენ ნახევარმცველს კუთვნილი დიდება და პატივი მიაგონ. ეს არის სათამაშო პოზიცია, რომელსაც ყველაზე მეტად აკლია აღიარება. უფრო მეტად, ვიდრე მეკარეს. გაცილებით მეტად, ვიდრე მცველებს. თავად განსაჯეთ, როცა ყველა დროის საუკეთესო სიმბოლურ ნაკრებს ადგენენ, აუცილებლად მოიძებნება ცენტრალური მცველისა და განაპირა მცველების ადგილი, მეკარის გარეშე საერთოდ შეუძლებელია, აი, საყრდენზე როცა მიდგება საქმე, რომელიმე გენიალურ ათიანს დაწევენ უკან და ასე გამოძვრებიან. 

აბა, როგორ დავაყენოთ ერთად ზიდანი, კრუიფი და მარდონა? დაწიე რომელიმე საყრდენზე და მორჩა, ეგ არის. 

ასეა ყველგან, ასეა ყოველთვის. წარმოდგენაც არ მინდა რა მწარეა, რადგან, როგორც წესი, ამ პოზიციის მოთამაშე ფეხბირთელები ყველაზე მეტს მუშაობენ მოედანზე, უბრალოდ, ამ სივრცეების დახურვაში და რაც შეიძლება ნაკლები შეხებით თამაშში არ არის ის, რაც მაყუერებელს ამახსოვრდება. 

ბოსკეს ათასჯერ ციტირებადი სიტყვებიც აქიდან მოდის. ბოსკემ იცის რაშია საქმე და სხვათა შორის, მესიმაც იცოდა რაში იყო საქმე, რადგან ვარჯიშებზე სანამ ორ კარში გააგორებდნენ, მანამდე მესი ყოველთვის ბუსკეტსს ირჩევდა. გვარდიოლამ გაიხსენა ეს ამბავი ცოტა ხნის წინ, ოღონდ გაიხსენა არა მესის, არამედ ბუსკეტსის შესაქებად - მესიმ იცოდა რა იყო საჭირო მოგებისთვის. ბუსკეტსი იყო საჭირო. 

ჩავიდა ამერიკაში და ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს მოითხოვა - სერხიო მომიყვანეთო. მიჰგვარეს და აგორებს ახლა გემრიელად, როგორც ვარჯიშზე აგორავებდა. 

ევრო 2012 - მოკალი პირლო

"ბარსას" სამკუთხედს არაფრით ჩამორჩებოდა ესპანური სამკუთხედი. ბუსკეტსისა და ალონსოს დახმარებით ჩავიმ მეტი სივრცე მიიღო ცენტრში, ფლანგებზე კი ანდრეს ინიესტა და დავიდ სილვა მოქმედებდნენ. მართლა საუკეთესო ესპანეთი იყო. სრულყოფილთან მიახლოებული ნაკრები. 

ყველა შეხვედრა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბუსკეტსის შეცვლა არ შეიძლება. ესეც ცოტა პარადოქსია, ზუსტად იმ პოზიციებს ვერ შეეხები, რომელიც ყველაზე დაუფასებელია ხოლმე. მაგალითად, თავში თუ არ მოხვდა რამე ფეხბურთელს, მეკარეს და საყრდენ ნახევარმცველს არ უნდა მიეკარო. ტყუილად კი არ ჰქვია საყრდენი? მოაძრობ და გუნდიც ჩამოიშლება. 

ისე კი ჩუმი კაცია ბუსკეტსი. ამის ბევრი ლაპარაკი მე არ გამიგია. არასდროს. თუმცა, ხმაურით გამოჩნდა, პეპის ხელში დაწინაურდა, მის გამო იაიაც კი გაუშვეს გუნდიდან, მის გამო მასკერანო ცენტრალურ მცველად აქციეს. მის გამო ანდრეა პირლოს არც გამოუხედავს "ბარსელონასკენ", არადა, გვარდიოლა ეხვეწებოდა. "ჩემი ოცნება იყო პირლოს, ჩავის და ინიესტას ერთად ეთამაშათო" - ესეც აქვს ნათვქმი. არ ვიცი ბუსკეტსმა როგორ მიიღო ეს სიტყვები, მაგრამ ახლა მგონია, რომ ამ სამეულს არაფერი აკლდა. 

პირლო უფრო გამთამაშებელი იყო, ვიდრე ჩამშლელი. ყოველთვის სჭირდებოდა გვერდით გატუზო, ან ზეედორფი, რომლებიც მის ნაცვლად ირბენდნენ. პეპის ოცნება უფრო დიდი რომანტიკის ნაწილი იყო, ვიდრე რაციონალური გათვლა. 

რა ვიცი, შეიძლება გაბრაზდა კიდეც ამ სიტყვების მერე. გემახსოვრებათ, ევრო 2012 ესპანეთი - იტალიის მატჩით გაიხსნა და ამავე მატჩით დასრულდა. პირველ შეხვედრაში პირლო შეუდარებელი იყო, ბოლო შეხვედრაში გაქრა. სერხიომ გააქრო. ანდრეას ბურთიც დაუმალეს და როცა თავად იღებდა ბევრს ვერაფერს უხერხებდა ამ მაღალ, ძალიან გამხდარ და საოცრად სხარტი გონების მქონე ადამიანს. 

გაჩემპიონდა ესპანეთი და გამოარჩიეს ვარსკვლავებიც, მაგრამ მერამდენე იქნებოდა სერხიო ამ ჩამონათვალში? შეიძლება მეთერთმეტეც ყოფილიყო. ჩვენ კი ცოტა სხვა ხალხი ვართ, სხვა რაღაცებსაც ვხედავთ, ამიტომ, ამ სიაში ბუსკეტსი მეოთხეა. 

დაბრუნდა ბუსკეტსი 

ევრო 2016 მთელმა ესპანეთმა ჩააგდო. ინიესტას გარდა, ინი მანდაც მხეცი იყო. 

აი, ევრო 2020, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, კარგი გასახსენებელია, ბევრი რამ მოხვდება ადმიანს თვალში. დავიწყოთ იმით, რომ მწვრთნელი უკვე ლუის ენრიკეა, რომელმაც იცის როგორ გამოიყენოს "ბარსელონელები". ესპანეთი აღარ არის ისეთი ძლიერი როგორიც ადრე, მაგრამ მაინც ჰყავს ვარსკვლავები. 

სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი შეეყარა და საწყისი ორი მატჩი გამოტოვა: 

ესპანეთი - შვედეთი 0:0 
ესპანეთი - პოლონეთი 1:1 

კატასტროფული დასაწყისია. ორ თამაშში ორი ქულა. თუმცა, ერთი მოგება ყველაფერს ცვლის და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ეს მართლა საყრდენი კაციც დაბრუნდა, თანაც კაპიტნის სამკლავურით. დიდ ტურნირზე პირველად გაუძღვა ნაკრებს. ისე კი, პირველად პორტუგალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში უკაპიტნა გუნდს, ოფიციალურ დონეზე კი პირველად საქართველოს ნაკრებთან ეკეთა სამკლავური. ესპანეთმა სლოვაკეთი 5:0 გაანადგურა. გაიტანა თუ არა გუნდმა მეხუთე გოლი, ახალდაბრუნებული ბუსკეტსი თამაშიდან მოხსნეს, გუნდი პლეიოფში გავიდა, გამოცდილებმა უნდა დაისვენონ. 

შემდეგ იყო თრილერი ხორვატებთან, ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, დამატებით დროში ესპანეთმა კიდევ ორი გოლი შეაგდო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. დაუქნია ხელი მადრიდელებს - მოდრიჩსა და კოვაჩიჩს. არადა, ეგონათ რომ ესპანეთის დრო წავიდა. ადრეა, ადრეა ძმებო.. 

შემდეგ იყო შვეიცარიასთან მეოთხედფინალი - 1:1 და თერთმეტმეტრიანები. პირველის დარტყმა ყოველთვის ყველაზე რთულია. ვინც პირველი ურტყამს ყველაზე დიდი კოხონესიც იმას აქვსო - ესპანეთში ასე ამბობენ. ბუსკეტსის პენალტი სად გაგონილა?! არსად. მაგრამ კაპიტანი იყო და მივიდა პირველი. ჰოდა, გააფუჭა. მეკარე მოატყუა, მაგრამ ძელს გაარტყა. 

თუმცა, ესპანეთმა მაინც მოიგო და ძალიან მოულოდნელი ნახევარფინალისტი შეიქნა. 

ეგ კი არა, ერთი ნაბიჯი დააკლდათ ფინალამდე, იტალიასთან 1:1 ის მერე, პენალტებში წააგეს, თორემ, ვინ იცის, ვინ იცის.. გაეჩხირებოდათ ყელში ეს ესპანეთი, თავის ლუის ენრიკეთი, ბუსკეტსით და პატარა პედრით, რომელმაც გადააბა ითამაშა ითამაშა და იმის მერე მკურნალობს. 

ასეთი კაცია სერხიო. დიდი კაცია, თუმცა, ჩვენ როგორც არ უნდა დავაფასოთ, საყოველთაო აღიარებას, საკმარისს, მაინც ვერ ეღირსება. ასეთი ბედი აქვთ ამ საყრდენებს და ჰა


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ივნისი 2024 17:06
    0
    ბუსკეტსი ეხლაც რო დაბრუნდეს ამ ბარსაში კიდევ საუკეთესო იქნება.
    Culé [?]
    #3 11 ივნისი 2024 02:02
    0
    პირლო ძალიან მაგარი იყო პასი დარტყმა ჯარიმები მაგრამ ბუსიკა განუმეორებელი იყო და ვერც ვერავინ გაიმეორებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ივნისი 2024 01:12
    1
    Sergio Busquets N1 ულაპარაკოდ
    ფანი [?]
    #1 11 ივნისი 2024 00:54
    2
    დე იონგი ტოვებსო ევროს ბოლომდე ტრამვის გამო და ფეოლას ბრავო კაი სტატიაა და ბუსკეტსს რაც შეეხება უდავოდ ყველა დროის საუკეთესოა თავის პოზიციაზე