საუკეთესოები ევროზე - N9: ლუიშ ფიგუ / და პორტუგალიური ბუმერანგი

საუკეთესოები ევროზე - N9: ლუიშ ფიგუ / და პორტუგალიური ბუმერანგი

ევრო 2004, ფინალი ლისაბონში. პორტუგალია ფავორიტია, საკუთარ კედლებში ბერძნებს ხვდებიან. მაგიური წრე შეიკრა, მასპინძლებმა საბერძნეთით დაიწყეს და საბერძნეთით ამთავრებდნენ. გახსნითი მატჩი 1:2 წააგეს. ის ერთიც ბოლო წუთზე კრიშტიანუმ შეაგდო, ფიგუს პასი შეირგო და პრესტიჟის გოლიღა გაატანა ბერძნებს. 

 დამძიმდა პორტუგალიის მდგომარეობა, იმიტომ, რომ ჯგუფში ესპანეთიც ჰყავდა, პირველი მატჩის წაგება კი საქმეს მაგრად ართულებდა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა მეზობლებს მაინც მოუგეს და გავიდნენ პლეიოფში. ხდება ხოლმე ასე პირველ შეხვედრაში, ხშირია სენსაციები, შემთხვევითობასაც მიაწერენ, აი, ფინალი კი სულ სხვა ამბავია. მოემზადა მთელი პორტუგალია ისტორიაში პირველი სანაკრებო ტიტულის მოსაგებად. მათი ერთადერთი მიღწევა 1966 წელს მესამე ადგილი იყო მუნდიალზე, მათ ისტორიაში ჯერ კიდევ საუკეთესო ფეხბურთელის, ეუსებიოს დამსახურებით შეწვდნენ ბრინჯაოს. 2004-ში კი ორი მთავარი ვარსკვლავი ჰყავდათ ერთად გუნდში - ფიგუ და რონალდუ. 

წესით, დრო იყო, წესით, უნდა მოეგოთ, მაგრამ, ამ პერიოდში კიდევ ერთი პორტუგალიელი გამოჩნდა მსოფლიო ფეხბურთში, გამოჩნდა გაცილებით აგრესიულად, ხმაურიანად, ხანდახან სკანდალებით, ხანდახან თავხედობით, და ანტი-ფეხბურთით. 

"განსაკუთრებული" პორტუგალიის წინააღმდეგ 

შემთხვევითი არ არის რომ ევრო ძალიან ჰგავს ხოლმე იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგას. ის რაც მთელი სეზონის მანძილზე ინერგება თანამედროვე ფეხბურთში, ის რასაც ყოველ კვირა ვხედავთ ხოლმე ჩემპიონთა ლიგაზე, ავტომატურად რეალიზდება ევროპის ჩემპონატზე. რაც გაამართლებს, იმას იყენებენ. 

2004 წელს ჟოზე მოურინიუს "პორტუმ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მონაკო" დაამარცხა. ძალიან ხშირია, როცა ლიგის ფინალში ერთი აუთსაიდერი გადის, მაგრამ თითქმის წარმოუდგენელია, რომ ორი ასეთი გუნდი შეხვდეს ერთმანეთს. ჰოდა, შეხვდა. მსგავსი ჩემპიონთა ლიგა ისტორიას არ ახსოვს. 

მთელი მსოფლიო ელოდა "გალაქტიკოსისა" და "ხელშეუხებლების" შეხვედრას. უკვე ფსონებიც კი იდებოდა, თუ მადრიდის "რეალი" "მონაკოს" დაამარცხებდა, (რისი შანსიც ძალიან დიდი იყო) და ლონდონის "არსენალი" ლონდონის "ჩელსის" (რომელიც უკვე სამჯერ ჰყავდა დამარცხებული პრემიერლიგასა და ინგლისის თასზე) მაშინ ეს ორი გუნდი შეხვდებოდა ერთმანეთს და ეს იქნებოდა ფეხბურთის ზეიმი, რადგან იმ დროს "რეალი" ბრწყინავდა, ლამაზ ფეხბურთთან ერთად შედეგიც ჰქონდა, მათი პრობლემები სწორედ "მონაკოსთან" მარცხით დაიწყო. "არსენალმა" კი მთელი პრემიერლიგა წაუგებლად განვლო, ეს ვენგერის "არსენალის" პიკი იყო! 

ჰოდა, ორივე გავარდა. ლიგამ ორი მთავარი ფავორიტი დაკარგა. 

დარჩა კიდევ ორი დიდი ძალა - ანჩელოტის "მილანი" და ფერგის "მანჩესტერი". 

"მილანი" წარმოდუგენლად ძლიერი იყო, გაცილებით ძლიერი ვიდრე წინა წელს, როცა ჩემპიონი გახდა. რივალდო ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისი წასვლით და კაკას მოსვლით "მილანი" უფრო მეტად გაძლიერდა. რივალდოს პიკმა ჩაიარა, კაკამ კი დიდებულად დაიწყო. გადაურბინეს კიდეც "დეპორტივოს" - 4:1 "სან სიროზე". ულამაზესი გოლებიც შეყარეს. ერთმანეთზე უკეთესი. 

და მერე რა მოხდა? განმეორებით შეხვედრაში "დეპორტივომ" 4:0 დაამარცხა "მილანი". ეს დიდებული "მილანი". 

"მანჩესტერი" კი ჟოზემ იმსხვერპლა. "ოლდ ტრაფორდზე" გადამწყვეტი გოლის მერე გავარდა მოედანზე და ფერგის წინ მუხელბზე გასრიალდა. იმან ალბათ სულ შოტლანდიური აქცენტით ლანძღა, მაგრამ არაფერი ამას აღარ ეშველა. "პორტუ" გავიდა შემდეგ ეტაპზე. ვნახეთ ჯოჯოხეთური მატჩი "პორტუსა" და "დეპორტივოს" შორის - ასეთი უსახური ფეხბურთი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კი არა, საერთოდ, პლეიოფებში მე არ მახსოვს. 

ორი მატჩის ჯამში 1:0 მოიგო "პორტუმ". გავიდა ფინალში და ლუდოვიკ ჟიულის გარეშე დარჩენილ "მონაკოს" 3:0 მოუგო. ხო, იქით ჟიული იყო, აქით დეკუ. მოგვიანებით ორივე "ბარსელონელი" გახდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს. ამ სეზონის გამოცდილება ორივეს მაგრად წაადგა. 

მოკლედ, ლიგაზე "სვარკამ" იზეიმა. პორტუგალიელებმა "პორტუს" მოგება კარგ ნიშნად მიიჩნიეს ევროს წინ, მაგრამ პორტუგალიის ნაკრები საერთოდ არ თამაშობდა იმ ფეხბურთს, რასაც "პორტუ", სამაგიეროდ. ოტო რეჰაგელმა დააკოპირა ჟოზეს ტაქტიკა და სწორედ მისი საბერძნეთი გახდა ევროპის ჩემპიონატზე "პორტუს" გზის გამგრძელებელი. 

ოპა, პარადოქსი! 

Jump!

მახსოვს თუ არა ანგელოს ხარისტიასის გოლი ფინალში? არაა, თავით შეაგდო მგონი, არ მახსოვს. სამაგიეროდ, მახსოვს ჯიმი ჯამპი! უეცრად წითელქუდიანი კაცი გამოვარდა მოედანზე და ისედაც დათრგუნულ კაპიტანს "ბარსას" დროშა გაუქანა სახეში! მაშინ, არ მალავდნენ ამ კადრებს, მოგვიანებით შემოიღეს წესი, რომ მოედანზე შემოვარდნილები აღარ აჩვენონ, შემოვარდნის მოტივაცია რომ დაუკარგონ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სმარტფონების ერაში შევაბიჯეთ, ამ აკრძალვამაც ძალა დაკარგა. არ აჩვენებ? არა უშავს, 80'000 კაცი გადაიღებს ტელეფონით და იმწამსვე გავრცელდება ინტერნეტში. 

რას გრძნობდა ამ დროს ფიგუ.. თავდახრილი იდგა, დამარცხებული. თან ფინალს აგებდა, თან ის ამბავი შეახსენეს, რომელსაც ყოველ დღე ივიწყებდა და მაინც არ ანებებდა თავს. აგებდა და შეახსენეს ყველაზე დიდი ღალატი, ყველაზე დიდი ჭრილობა, თითქოს უთხრეს - ამის გამო ისჯები ჯიგარო, ისე დაასრულებ კარიერას სანაკრებო ტიტულს ვერასდროს შეწვდებიო. 

სჯერათ პორტუგალიელებს ასეთების. გუტმანისაც სჯერათ. სასჯელისაც სჯერათ. 

წუთი არ იყო ამ ინციდენტიდან გასული, თამაში განახლდა თუ არა ფიგუმ ბურთი მოითხოვა, თითქოს აქამდე დაუხარჯავი ენერგია იპოვა, დრიბლინგით დაიძრა, მიყარ-მოყარა ბერძნები, კარშიც დაარტყა და.. სულ მცირე, სულ ცოტა დააკლდა. ამ დროს გავბრაზდი კიდეც ჯიმი ჯამპზე, მისი დამსახურებით გამოცოცხლდა ლუიშ ფიგუ, მაგრამ სასჯელი ვერ აიცილა, ვერ გაიტანა, დამარცხდა. 

სადღაც იქვე კრიშტიანუ ცხარე ცრემლით ტიროდა. ფიგუ არ ტიროდა, ფიგუ ფიქრობდა. 

ევრო 2000 - ზე 

აი ეს სულ სხვა ამბავია. ერვო 2000 ზე ყველაზე მეტად ფიგუს ვქომაგობდი, როგორც "ბარსას" სულსა და გულს. სანამ ნიდერლანდების მოედნებზე დაქროდა, მანამდე იქსოვებოდა მისი ბედ-იღბალიც, თუმცა, არა მგონია გადაწყვეტილი ჰქონოდა "მადრიდში" გადასვლა. მისი ფასი კი დღითიდღე იზრდებოდა, რადგან ყოველი მომდევნო თამაში წინაზე უკეთესი ჰქონდა. 

რთულია ახლა ამის მკითხველამდე მიტანა, განსაკუთრებით კი ახალ თაობებამდე, რომელთაც ეს ყველაფერი არ უნახავთ. სტატისტიკოსებს ფეხბურთის დიდად არაფერი ესმით, ითვლიან ამ გოლებსა და პასებს და ჰგონიათ რომ ეგ არის, რაც არის, 90-იანებისა და 2000-იანების დასაწყისის ფეხბურთი ყველაზე მეტად იყო აცდენილი სტატისტიკას, ყველაზე ნაკლებად ამოიკითხავდი ამ სტატისტიკაში კლასსა და დონეს. ეს მერე შეიცვალა ყველაფერი, რადგან მესი და რონალდუ დარჩნენ რიცხვებში, მანამდე კი სხვაგვარად იყო საქმე. 

პორტუგალიამ ინგლისით გახსნა. უჰ, მაშინაც გადასარევი იყო ინგლისი - კარში სიმენი, ფლანგებზე მანჩესტერელი ნევილები, ცენტრში ლონდონელი ადამსი და კემბელი. საყრდენ ზონაში ინსი და სქოულზი, ფრთებზე ბექემი და მაკმანამანი, თავდასხმაში შირერი და ოუენი - ღმერთო ჩემო, რა დაეწუნება?! 

არაფრით ჩამორჩებოდა 2004 წლის ნაკრებს, რომელიც ასევე პორტუგალიამ გააგდო. 

მეთვრამეტე წუთისთვის ინგლისი უკვე 2:0-ს იგებდა, ბექემის ორი გადასარევი პასის მერე ჯერ რიჟამ შეაგდო, მერე მაკმანამანმა. თითქოს გატეხეს კიდეც მეტოქე, მაგრამ აიღო ბურთი ფიგუმ ცენტრში, აწია თავი და მარტოა, მარტოა, მაგრამ მაინც გაიწია, აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი და გაუშვა ასე 30 მეტრიდან! გაუშვა პორტუგალიურად. რიკოშეტიც იყო, რამაც საერთოდ შეუძლებელი გახადა ამ ბურთის აღება, მაგრამ ამ გოლში განზრახვაც ჩანდა, მუქარა ჩანდა, გაფრთხილება, რომ თამაში არ მორჩენილა, ყველაფერი წინ არის. 

ცხრიანში შევარდა ტყვიასავით. სიმენის კარში ბევრი ლამაზი გოლი გასულა, მაგრამ რეაქციას ყოველთვის ასწრებდა ის დალოცვილი, ამჯერად კი გაიყინა კარში. 

პირველივე ტაიმში ჟოაუ პინტუმ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი ნუნუ გომეშმა მესამე შეაგდო და წერტილი დასვა. ასე დაიწყო პორტუგალიამ და მიხაროდა, იმიტომ, რომ მაშინ ჯერ კიდევ ფიგუს დიდი ქომაგი ვიყავი. 

მეორე შეხვედრა რუმინეთს პორტუგალიამ ფიგუს საგოლე პასით მოუგო, 94-ე წუთზე კოშტინიამ შეაგდო და პორტუგალიის ჯგუფიდან გასვლა გადაწყვიტა.  

მესამე შეხვედრაში ფიგუმ დაისვენა. მის გარეშე დაამარცხეს გერმანია 3:0. ოლივერ კანის კარში სამივე კონსეისაუმ შეაგდო. 

ფიგუ თურქეთთან დაბრუნდა მეოთხედფინალში და კიდევ ორი საგოლე პასი მიითვალა, ეს ის შემთხვევაა, როცა პასი უფრო ფასობს. ყველაფერი პასმა გააკეთა. გატანით კი როგორც ბედკრულში იტყვიან - ბებიაჩემიც გაიტანდა. პორტუგალიამ 2:0 მოიგო. ნახევარფინალში კი საფრანგეთის ნაკრებს შეხვდა. უკვე მსოფლიო ჩემპიონებს. 

არ იყო ცუდი ფიგუ, მაგრამ ზიდანი იყო გენიალური. პორტუგალიამ დამატებით დროში წააგო. გული დამწყდა ფიგუს გამო. მოგვიანებით ამ ჩავლილი სეზონისთვის ოქროს ბურთიც მიაჩეჩეს. ჩემი აზრით, ზიდანი უფრო იმსახურებდა, მაგრამ ფიგუს მისცეს, და როცა მისცეს, ფიგუ უკვე "ბერნაბეუზე" დარბოდა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 3 ივნისი 2024 20:33
    0
    რეალის რაც წელს იყო ისეი ედეგ სეოზნში რომ ვერ იქნება ახვილად მისახვედრია თუ კროოსის როლს ვინმე იდეალურად არ შეასრულება კრროის როლის შესრულება კი დღევანდელ ფეხბურთში არავის შეუძლია ჰა-ჰა ენცო რეალი ასე მარტივად ვერ გაივლის ამ წლებს ნუ ღელავთ მაგრამ ჩავარნდა როდის დაიწყება ეგაა საქმე კარლოს ან მოდრიჩის წასვლის მერე მგონია მე პირადად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 ივნისი 2024 19:27
    1
    აბაა ეს ახვარი როგორ მიგვატოვა მაშინ ბედკრული კატალონიელები
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 ივნისი 2024 18:38
    2
    ციტატა: nika 54
    ევრო 2004, ფინალი ლისაბონში. პორტუგალია ფავორიტია, საკუთარ კედლებში ბერძნებს ხვდებიან. მაგიური წრე შეიკრა, მასპინძლებმა საბერძნეთით დაიწყეს და საბერძნეთით ამთავრებდნენ.
    გუშინდელივით მახსოვს, რუსულ ნტვ+ საფეხბურთო არხი ახალი გახსნილია. ეხლახანს გარდაცვლილი უტკინი და ჩერდანცევი წამყვანები არიან ევროს ფინალისწინა მიმოხილვაზე: ყველა ამტკიცებს, რომ ფინალს პორტუგალია მოიგებს რადგან ყველა კომპონენტით მაღლა დგას ბერძნებზე. ისტორიით თუ შემსრულებლებით და ერთი ნამეტნავად გაბედულათ მოქმედი ფეხბურთელი ამბობს: პორტუგალია ბერძნებს 10 დან მინიმუმ 9-ს მოუგებს და ჩათვალეთ ის ერთი უკვე ნათამაშევი აქვთ, პირველ ტურში-ო. ეს სიტყვები მაგრად ჩამეჭედა თავში და ფინალის შემდეგ მტირალ რონალდუს რო ვუყურებდი, ფეოლასგან განსხვავებით ბედნიერი ვიყავი. მესი იყო ახალი გამოსული დიდ ფეხბურთში და ძალიან არ მინდოდა იმ ნარცისის თავიდანვე დაწინაურება ტიტულებით ბრძოლაში. ვინაიდან მესის და რონალდუს ეპოქალური დაპირისპირება რო იყო დაწყებული არავის აღარ ეეჭვებოდა. ჰორიზონტზე კი მათი თაობიდან ახლოსაც არავინ იდგა მათ გარშემო.

    რეალი მბაპეს უფასოდ იმატებსო და ეხლახანს წავიკითხე:
    "გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბისგან კონტრაქტის გაფორმების ბონუსად 100 მილიონ ევროს მიიღებს - შეგახსენებთ, რომ მბაპე რეალში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის".
    მაგარი უფასო გამოდის რა.

    ძაან დიდი იმედი მაქვს რო მბაპე აურევს რეალს დაწყობილ საქმეს, ამას ვეჭვობ, თუმცა ეჭვზე უფრო სურვილი მაქვს რო ასე მოხდეს.ნუ ჯერ ერთი რო რეალია და იმდენად დიდი კონცენტრაციაა მანდ ვარსკვლავების რო ძაან ნერვები მეშლება რო ვუყურებ და პარალელურად ჩვენ დესტი-გარსია-რომეუ-ლენგლე ჯერ კიდე ოფიციალურად გვყავს და მოშორებას ვჩალიჩობთ, თან ვერცერთ ვარსკვლავს ვერ ვიმატებთ, მეორე კიდე თვითონ მბაპეს გამო, ტიპს რო უთხრან დღეს კარიერა დაასრულე და ყოველ წელს ტყუილად მოგცემთ 50 მილიონსო, დიდი ეჭვი მაქვს რო დათანხმდება, ტიპს ფეხბურთზე მეტად ფული უყვარს რასაც ვაკვირდები, კაი პესეჟეს ფული ქონდა და მოწველა რაც შეძლო, რეალში თავისი ოცნების გუნდში მოდის და ამათ კონტრაქტზე ხელის მოწერაში 100 მილიონს თხოვს? რით ვერ გაძღა ტიპი, რო ვუყურებ და მესი-რონალდუს მერე მემკვიდრეობა ამას რჩებბა კლასიკოებში და ზოგადად მთავარი ვარსკვლავის სტატუსი რომ აქვს ფეხბურთში ძაან გული მერევა.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #4 3 ივნისი 2024 18:08
    1
    ღორისთავაა ფუფ
    წევრი [?]
    #3 3 ივნისი 2024 17:22
    0
    nika 54, ბონუსის 100 მილიონი 5 წლის მანძილზე აქვს მისაცემი თან ეგ ბონუსის თანხა ტრანსფერების თანხად არ ითვლება შესაბამისად სხვა ტრანსფერები,რომ დასჭირდეთ დანახარჯი 0 იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 ივნისი 2024 16:52
    3
    ევრო 2004, ფინალი ლისაბონში. პორტუგალია ფავორიტია, საკუთარ კედლებში ბერძნებს ხვდებიან. მაგიური წრე შეიკრა, მასპინძლებმა საბერძნეთით დაიწყეს და საბერძნეთით ამთავრებდნენ.
    გუშინდელივით მახსოვს, რუსულ ნტვ+ საფეხბურთო არხი ახალი გახსნილია. ეხლახანს გარდაცვლილი უტკინი და ჩერდანცევი წამყვანები არიან ევროს ფინალისწინა მიმოხილვაზე: ყველა ამტკიცებს, რომ ფინალს პორტუგალია მოიგებს რადგან ყველა კომპონენტით მაღლა დგას ბერძნებზე. ისტორიით თუ შემსრულებლებით და ერთი ნამეტნავად გაბედულათ მოქმედი ფეხბურთელი ამბობს: პორტუგალია ბერძნებს 10 დან მინიმუმ 9-ს მოუგებს და ჩათვალეთ ის ერთი უკვე ნათამაშევი აქვთ, პირველ ტურში-ო. ეს სიტყვები მაგრად ჩამეჭედა თავში და ფინალის შემდეგ მტირალ რონალდუს რო ვუყურებდი, ფეოლასგან განსხვავებით ბედნიერი ვიყავი. მესი იყო ახალი გამოსული დიდ ფეხბურთში და ძალიან არ მინდოდა იმ ნარცისის თავიდანვე დაწინაურება ტიტულებით ბრძოლაში. ვინაიდან მესის და რონალდუს ეპოქალური დაპირისპირება რო იყო დაწყებული არავის აღარ ეეჭვებოდა. ჰორიზონტზე კი მათი თაობიდან ახლოსაც არავინ იდგა მათ გარშემო.

    რეალი მბაპეს უფასოდ იმატებსო და ეხლახანს წავიკითხე:
    "გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბისგან კონტრაქტის გაფორმების ბონუსად 100 მილიონ ევროს მიიღებს - შეგახსენებთ, რომ მბაპე რეალში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის".
    მაგარი უფასო გამოდის რა.
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 ივნისი 2024 15:32
    4
    კარგი ხარ ავტორო. ერთი მაინტერესებს საიტის ძველი მწერლები: pep_guardiola, writer, THIERRY-HENRY14 და ჯერემი რენერი თუ ისევ არიან აქ
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო