მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფიქრით სულ სხვაგან

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფიქრით სულ სხვაგან

წავიდა მსაჯი მონიტორთან და ყველა ასეთი წასვლა გამახსენდა მთელი სეზონის განმავლობაში, ახლა რას დაინახავდა, ან რას ჩასძახებდნენ ყურში უკვე უმნიშვნელო გახდა, მცირე ინტრიგა შემორჩენილია, მაგრამ მთავარ მიზანს ვერც "ბარსა" მიაღწევს და ვეღარც "სოდიედადი". დიდი ხანია უკვე "ბარსელონამ" ჩემპიონობა დაკარგა, შესაძლოა, უფრო დიდი ხანია "სოსიედადი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაემშვიდობა. 

პენალტიაო - გაიშვირა ხელი ნიშნულისკენ. უკვე ბოლო წუთები კვდებოდა ტაბლოზე. ასეთი მატჩები რთული საყურებელია ხოლმე. ფეხბურთელებს მომდევნო მატჩზე მეტად დასვენება აინტერესებთ, ვიღაც კი უკვე ევრო 2024-ის, ან კოპას განაცხადზე ფიქრობს. აი, რაფინია აღმოჩნდა რომ Rio Grande de Sul-ზე ფიქრობდა. ასეთი შტატია ბრაზილიაში, სადაც დიდი წყალდიდობა მოხდა, ხალხი დაიღუპა და დაზარალდა. რაფინიამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მის მაისურზეც ამოვიკითხეთ - Pray for RS. 

2:0 გახდა ანგარიში. რაფინიას კი ეკუთვნოდა ეს გოლი. მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო და კარგი მომენტებიც შექმნა. განსაკუთრებით შორეული დარტყმებია გამოსაყოფი. ძელიც იყო, მეკარის კარგი თამაშიც, მცირე უზუსტობაც, სულ რაღაც აკლდებოდა, ჰოდა, ბოლოს როგორც იქნა შეაგდო. 

"ბარსა" ისევ მეორე ადგილზეა, ძირითადი შემადგენლობით ითამაშა, წინ სამი თამაშია და ჩავი სამივეს მოგებას აპირებს. მთავარი კითხვა სულ მცირე ხნის წინ გახდა აქტუალური - ვინ დარჩება გუნდში? 

წამსვლელ-მომსვლელები

ამბობენ ბევრი წავაო. ამას ყოველ წელს ამბობენ, ხანდახან მართლა ბევრი მიდის, მერე ბევრიც მოდის, იმ ბევრიდან კიდე ერთი-ორი თუ გამოგვადგება ისე როგორც გვინდა. ფრენკი დე იონგს ისევ ტრანსფერზე აყენებენო - ესეც ითქვა. ყველაზე დიდი სახელი წამსვლელებში ის არის, მომსვლელებში კი ორი დიდი გვარი ფიგურირებს - ბერნარდუ და კვარაცხელია. 

სანამ "ბარსა" კაპიკებს აგროვებს ეგერ "მადრიდმა" კილიან მბაპე დაიმატა. ჯერ არ გაოფიციალურებულა, მაგრამ დღეების ამბავია. ისედაც ყველაფერს იგებენ და ახლა მბაპეც დაიმატეს. ისღა დაგვრჩენია დისბალანსის იმედზე ვიყოთ, ეს უფრო პირველი ვადით არჩეული ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებას მოაგონებს ადამიანს, გალაქტიკოსის შემქმნელის, მთავარია მოიყვანოს საუკეთესო ფეხბურთელი და დიდად არ ფიქრობს იმაზე გუნდს როგორ შეეწყობა, ვინისიუსზე როგორი გავლენა ექნება და ა.შ, ეგ მწვრთნელმა გადაწყვიტოსო - ასე ამბობდა ძველი ფლორენტინო. ასე ამბობს ალბათ ახლაც. 

ჩვენ კი კვარაცხელიას ველით. კაცი რომ დაფიქრდე, რას უნდა გადაეწონა მბაპეს ტრანსფერი "ბარსას" ქართველი ქომაგისთვის, მხოლოდ ერთი ვარიანტი იქნებოდა, მხოლოდ კვარაცხელია. მერე აღარაფერი გაინტერესებს, ვინ ვის ჯობია და რამდენად, მთავარია რომ ჩვენი ვარსკვლავი "ბარსას" უახლოვდება. სულ რაღაც 150 მილიონში დგას. 

ასეთი ფასი დაადო ლაურენტისმა. 

რვა წელი დიდი დროა. რვა წლის წინ დემბელეში გაისროლეს თითქმის იდენტური თანხა. წესით, არ უნდა გაჭირდეს ამ კაპიკების აგროვება. როცა საჭიროა შეაგროვებ, ეგერ, ერთი ბედკრული ქვეყნის ხალხი ორ მიალიარდს აგროვებს რომ ფაშას გადაუხადოს და თავისივე სიცოცხლე გამოისყიდოს, 150 მილიონის შოვნას რაღა უნდა?! 

თან, როცა შენი ვალიც მილიარდს სცდება მერე დიდად გულიც აღარ გისკდება - წაამატეთ ძმებო ერთი 150 მილიონი. 

ლამინე, ლამინე.. 

ახალგაზრდების ყურება სეზონის მიწურულსაც საინტერესოა. მათ მოტივაცია ბოლო თამაშამდე აქვთ, უყვართ კიდეც ამ დროს თამაში, რადგან მეტოქისგან განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ვერ გრძნობს. ჰოდა, აგროვებენ გოლებს, სეზონის ბოლოს მთელი ქვეყანა დაუთვლის და იტყვის - აი, რა მაგარი სეზონი გამოგივიდა, ღირსი ხარ ევროზე წაგიყვანოს მწვრთნელმაო. 

ლამინემ ლა ლიგაში მეხუთე გოლი შეაგდო. მეექვსე გოლი "ფანტომია", რომელსაც ჩვენ ვუთვლით, ტებასი - არა. თასზე და სუპერ თასზეც შეაგდო თითო-თითო. თუმცა, მისი თამაშის შეფასება სტატისტიკის მიხედვით მაინც არ ღირს, საერთოდ, არავის შეფასება არ ღირს მხოლოდ სტატისტიკით. ლამინეს დიდი პროგრესი აქვს, მასზე იმედებს ამყარებენ, "ბარსა" მზად არის ყველა გარემარბი გაუშვას ოღონდ იამალი არა. "ბარსა" მზად არის ფორვარდიც გაუშვას და სულ თავიდან დააკომპლექტოს შემტევი ხაზი, ოღონდ იამალთან ერთად. 

სწორია ალბათ, ასეც უნდა იყოს.

ლამინემ კი პირველი გოლი შეაგდო ამ შეხვედრაში. ილქაის პასი შეირგო და ანგარიში გახსნა. კარგი დარტყმა იყო, გამოზომილი, კარგი ფინიშერივით შეასრულა. 

მომდევნო მატჩი "ალმერისთან" შედგება. 

მერე "რაიო", მერე "სევილია" და დასრულდება კიდეც ეს სეზონი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #15 14 მაისი 2024 20:00
    0
    ზამორაზე რა ხდება?
    წევრი [?]
    #14 14 მაისი 2024 18:41
    1
    ციტატა: me da barca
    რა მაინტერესებს, ვინმემ თუ იცით, ეს ბებერი პერესი, რომ 15 წელია პრეზიდენტი, ან ვადა არ გაუვიდა პრეზიდენტობის, ან არჩევნები არ იყო?! თუ პუტინივით სიკვდილამდეა არჩეული ეს დედა მო****. მეტრანახევარია ნახტომში და რა დონის მაფიოზია ეს შობელძაღლი, თანაც არც მიქელას, რომ არ უნდა.

    ჩრდილოეთ კორეასავით არის მადრიდი. სულ მაგას ირჩევენ ჩვეულებრივი კიმ ჩენ ინია laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 14 მაისი 2024 18:36
    0
    ციტატა: rivaldo80
    რაფინია რატო უნდა გაუშვა კაცმა არც სკამზე ჯდომას თაკილობს არც პოზიციას რომ უცლვლიან და ვირივით დარბის არ იღლება 90 აპრესინგებს.აქ ხალს გონია რაფინიას გრანდები არ იყიდიან რიგი დაუდგება ყველას მწვერთნელს უნდა ეგეთი ფეხბურთელი გუნდში.

    ხოდა 80+ მილიონი თუ გადაიხადეს უნდა გაუშვან აბა რა უნდა ქნან.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #12 14 მაისი 2024 16:39
    2
    რაფინია რატო უნდა გაუშვა კაცმა არც სკამზე ჯდომას თაკილობს არც პოზიციას რომ უცლვლიან და ვირივით დარბის არ იღლება 90 აპრესინგებს.აქ ხალს გონია რაფინიას გრანდები არ იყიდიან რიგი დაუდგება ყველას მწვერთნელს უნდა ეგეთი ფეხბურთელი გუნდში.
    Culé [?]
    #11 14 მაისი 2024 16:35
    3
    📋 Raphinha in his last 8 starts with Barça:

    🅰️ vs Napoli
    🅰️ vs Atlético Madrid
    ⚽️ vs Las Palmas
    ⚽️⚽️ vs PSG
    ⚽️ vs PSG
    🅰️ vs Real Madrid
    🅰️ vs Valencia
    ⚽️ vs Real Sociedad

    რავი მართლა ძაან მენანება უკვე ამის გაყიდვა, ასეთი მშრომელი და მონდომებული ამ მომენტისთვის არავინ არ გვყავს გუნდში. 100 მილიონი მართლა თუ გადაიხადა ვინმემ მაშინ უნდა გაუშვან. მაგრამ მერე შემცვლელად სლე ოლმო ან ვინმე მსგავსი თუ მოათრიეს ჩავის და დეკუს გემოვნებით ხო უნდა ამოუტრიალო ამათ ყელაფერი
    --------------------
    #infinit8iniesta
    ფანი [?]
    #10 14 მაისი 2024 16:06
    2
    რაფინიამ ძალიან მოუმატა კარში მაინც ახვედრებს ბურთს და ურტყავს დისტანციიდან, რაც გუნდის ფეხბურთელების 80 პროცენტს არ შეუძლია. თუნდაც დე იონგს , დე იონგის დისტანციიდან დარტყმული ბურთი აღარც მახსოვს თუ როდის იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 მაისი 2024 15:57
    1
    რა მაინტერესებს, ვინმემ თუ იცით, ეს ბებერი პერესი, რომ 15 წელია პრეზიდენტი, ან ვადა არ გაუვიდა პრეზიდენტობის, ან არჩევნები არ იყო?! თუ პუტინივით სიკვდილამდეა არჩეული ეს დედა მო****. მეტრანახევარია ნახტომში და რა დონის მაფიოზია ეს შობელძაღლი, თანაც არც მიქელას, რომ არ უნდა.
    გულშემატკივარი [?]
    #8 14 მაისი 2024 15:48
    0
    ციტატა: riva
    კრისტენსენისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვინ გიჟი გაგვიცვლის ისაკში

    დაიწერა რო გაცვლიანო
    Culé [?]
    #7 14 მაისი 2024 15:46
    1
    ციტატა: Rick Sanchez
    რაფინია მგონი ამტკიცებს რომ გასაშვები კაცი არ არის, იამალზე უნდა აეწყოს გუნდი და ლევანდოვსკი ძირითადიდან უნდა ამოაგდონ როგორც მინიმუმ.

    გასაყდი კაცი აეიას მარა ისეთი ცუდი ფეხბურთელიც არ არის როგორიც გვეგინა მშრომელია ესეც და ფერანიც მაგრამ არცერთი შეეფერება ბარსას რაფინია ბუნდესლიგაში ან პრემიერ ლიგაში უნდა იყოს ფერანი კიდე ატლეტიკოზე მაღალი დონის გუნდში არა რაფინიას შეუძკია კლუბი ნორმალური ფეხბურთელის სახეკით დატივოს და ისეთი დასაცინი არ გაიხადოს გავი როგორც დემბელემ+ დაეხმაროს კლუბს დიდი ფულით აი 16 წლსი ფეხბურთელზე კიდე გუნდი არ უნდა ააწყო რადგან ბევრი აქვთ სასწავლი იამალსაც და კუბარსსაც
    გულშემატკივარი [?]
    #6 14 მაისი 2024 15:02
    0
    კვარა დიდი ალბათობით პსჟ-ში წავა. და თუ ჩვენ ვამბობთ მოდი იამალზე ავაწყოთ გუნდი და ლოგიკურიცაა რომ ასე უნდა იყოს მაშინ უნდა მოვუყვანოთ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანს მიგმაც გაუგებენ ეგეთები გუნდში მრავლად ყავას ნახევარი გუნდი ფაქტობრივად ერთადაა გაზედილი (ლა მასიას ბავშვებს ვამბობ) მაგრამ შეტევაში მხოლოდ ფელიქსთან აქვს ქიმია კი რაფინიას და ლევანდოვსკის არ უგებს ცუდად მაგრამ მაინც ლევანდოვსკის ვერ უბედავა მასზე წინ წასვლას და სულ ეძებს ამიტომ ეგ სტრესი უნდა მოიხსნას. გვინდა ახალგაზრდა ტალანტი ბიჭები, როგორიცაა ნიკო, ჯამალი და მსგავსები არანაირი გადაღძუებული ვეტერანები, რომლებიც მოტივაცია მოკლებულები არიან.
    ფანი [?]
    #5 14 მაისი 2024 13:37
    0
    კრისტენსენისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვინ გიჟი გაგვიცვლის ისაკში
    გულშემატკივარი [?]
    #4 14 მაისი 2024 13:13
    0
    ჩავი გასაასვებია პირველ რიკში და მერე მთლიანი შეტევა გასაყიდია იამალის გარდა თავიდანაა ასაწყობი თან კრისტენსენს თუ გავუცვლით ისაკში კაი იქნება და მბაპეს საპასუხოდ კვარას თუ მოიყვანდნენ მთლად უკეთესი და ეს ყველაფრრი ამ ზაფხულს თუ იქნა შეიძლება რამეს გამოჰკრან ხელი და ჰანდაბას იყოს ერთი წელი ჩავი კიდე და მერე იმედი მაქვა ლაპორტა კლოპს დაკერავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 მაისი 2024 12:59
    0
    თავიდან არ ვიყავი მომხრე,მაგრამ ეხლა უკცე მეც ვფიქრობ რო უნეტესობა გასაშვებია და ახლიდანაა საკომპლქტებელი გუნდუ. შეტევის ხაზში ნაღდად ეგრეა. რაფინიაში თუ ვინმე 80 მილიონს იხდის უნდა გაუშვან აუცილებლად, როკეს უშვებენ,ფერანიც გასაყიდია 30 ად მაინც. ლევანდოვსკიმ ან ხელფასი უნდა დაიკლოს ან აუდოს მაგანაც. ნახ.დაცვაში რომეუ მიდის, ფრენკის გაშვება ძაან არ მინდა,მაგრამ 100+ მლნს თუ ვინმე გადაიხდის ეგეც უნდა გაუშვა. დაცვაში კრისტენსენს გაყიდიან დიდი ალბათიბით, კანსელუს გამოსყიდვა არ ღირს,დაცვაში 0, ინიგოსაც ალბათ გაყიდიან. პენია გასაგდებია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #2 14 მაისი 2024 12:29
    3
    თამაშისთვის არ მიყურებია და ხალხი მართლა სკანდირებდა ჩავის სახელს?😀 აი ყველაფრის ღირსები არიან ტიპები ვსო ამ გუნდზე ხელი ჩავიქნიე
    Culé [?]
    #1 14 მაისი 2024 12:14
    1
    რაფინია მგონი ამტკიცებს რომ გასაშვები კაცი არ არის, იამალზე უნდა აეწყოს გუნდი და ლევანდოვსკი ძირითადიდან უნდა ამოაგდონ როგორც მინიმუმ.