მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბოლო მოსაწყენი გვერდები

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბოლო მოსაწყენი გვერდები

ქრისტე აღდგა! 

ქრსიტე აღსდგა! 

მომილოცავს ეს დიდებული დღესასწაული. ახალი იმედებისა და უკვდავების დღესასწაული. 

აღდგომაზე დიდი არც არაფერი არსებობს. იმხელა სიმშვიდე მოაქვს ვერაფერი წყობიდან ვერ გამოგიყვანს, მათ შორის, ვერც საყვარელი გუნდის მარცხი. არა უშავს, გოლები ხომ მაინც გავიტანეთ. ეგ არაფერი, იამალი მაინც ხომ გვყავს. 

ოთხი ტურია დარჩენილი, "მადრიდი" გაჩემპიონდა, "ჟირონა" მეორეზე დაწინაურდა, კარგია ლა ლიგისთვის, ოთხი ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავთ უკვე, მესის წასვლის მერე მაქსიმალურად იკლო ლა ლიგის მაყურებელთა რაოდენობამ, ახლა მხოლოდ მსაჯების სანახავად თუ მოვა ვინმე, თუ მოიწყენს ადამიანი გასართობად ლა ლიგას ეწვევა. როგორც მინიმუმ, ერთხელ მაინც იკისრებს მსაჯი რამე ისეთს რომ გაგამხიარულოს. 

წინ ოთხი ნაძალადევი ტურია დარჩენილი, ამ დროს, ისტორიულად, "ბარსა" ახალგაზრდებს აძლევდა ხოლმე შანსს, მაგრამ ახლა ეგეც აღარ გამოვა, ბოლო რამდენიმე წელია, "ბარსას" ისედაც ბავშვები გამოჰყავს მოედანზე. მეორე ადგილისთვის ბრძოლა "ჟირონასთვის" იქნება მოტივაცია, ჩავისთვის არა. უკვე ყველაფერი გარკვეულია. ჩავი დარჩება, ტრანსფერები აუცილებლად იქნება, ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება, მანამდე კი ევროპის ჩემპიონატით გავერთობით, სადაც "ბარსელონას" ფეხბურთელებთან საქართველოს ნაკრებიც გადაიკვეთება. 

მარკო იქა, მარკო აქა 

ეგრე დაიწყო თამაში, იამალის პასი იყო მშვენიერი და კრისტენსენმა მარკო ვან ბასტენივით შეასრულა. მკერდით მიიღო ნახევარბრუნში და დაუშვებლად შეაგდო დაბალ კუთხეში. შესძლებია. ეს იყო პირველი გოლი ამ შეხვედრაში და ბოლო გოლზეც მარკო ვან ბასტენი გამახსენდა, ამჯერად "ჟირონამ" შეაგდო და წერტილიც დასვა - 4:2 მათ სასარგებლოდ. პორტუმ გაიტანა ეს ლამაზი გოლი. 

ვერ იყო "ბარსას" დაცვა მოწოდების სიმაღლეზე. კიდევ ოთხი შეხვედრის ჩატარება მაგრად ეზარებათ, ალბათ. ვინც ევროზეა უკვე მაგაზე ფიქრობს და ფრთხილობს, მაგის გარდა, კოპაც ტარდება წელს და ეგ ხალხიც მოიძებნება გუნდში. ვინც არც ევროზე თამაშობს და არც კოპაზე, სადღაც განსწამენდელში ექნება ადგილი - პლაჟზე! მზე, ზღვა, დასვენება. ბურთის გარეშე. გაშლილი სმარტფონი და ამოკითხული ტრანსფერები. 

კრისტენსენის გოლის მერე ერთ წუთში გაათანაბრეს ანგარიში. დოვბიკმა შეაგდო და საწყის ოთხ წუთში უკვე ორი გოლი იყო გასული. ამ გოლმა "ჟირონას" თავდაჯერება შემატა, რომელიც ისედაც არ აკლიათ, მთელი სეზონია თავს აჯერებენ, რომ შეუძლიათ და აგერ სეზონის ბოლოს შეძლეს. 

სხვათა შორის, კარგ ფეხბურთს თამაშობენ, რთული სათქმელია ახლა ერთი სეზონი გაიბრწყინეს თუ მყარი ფუნდამენტი ექნებათ. დაზღვევით მულტიკლუბური სისტემა აზღვევს, არ მოაკლდებათ არც კარგი ფეხბურთელი და არც ფინანსები. არც პეპ გვარდიოლას გაკვეთილები, არც ძლიერი აკადემია. 

დრო გვაჩვენებს. 

დრო იამალსაც გვაჩვენებს. მიმდინარე სეზონში საოცარი პროგრესი აქვს. ყოველ წელს ასე თუ განაგრძო, მეგა-ვარსკვლავი გვეყოლება გუნდში. ნელ-ნელა შედეგიანობასაც მოუმატებს, ფეხზეც უფრო მყარად დადგება, სისწრაფე და ტექნიკა აქიდანვე არ აკლია. 

მეორე გოლიც მისი დამსახურებაა, კარგი დრიბლინგი ჰქონდა, თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა. ლევანდოვსკი შეხტა თავისებურად და ზუსტად დაარტყა. ტაიმის ბოლოს იყო ეს ამბავი, "ბარსა" დაწინაურდა, მეორე ტაიმი კი 0:3 წააგო. 

რა გვაკლია 

ბევრი რამ აკლია ამ გუნდს. ძალიან დიდი ხანია იწერება ბერნარდუ სილვას ტრანსფერზე, ყოველ წელს უფრო ახლოს მოდის და ახლა ალბათ დანამდვილებით მოვა. პიკი გადავლილი აქვს, კლასი შერჩენილი. რამდენიმე პოზიციაზე შეიძლება მისი გამოყენება და ნაღდად წაადგება გუნდს. გაიხსნება თუ არა ფანჯარა, ისევ დაიწყება ამაზე საუბარი. 

მთავარი ამბავი კი ქართველის გარშემო იქნება ატეხილი, "მადრიდი" მბაპეს გაიფორმებს, ისედაც იდეალურად დაკომპლექტებული გუნდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს დაიმატებს. "ბარსამ" რა უნდა ქნას? ასევე ვარსკვლავი უნდა მოიყვანოს, ფული ცოტაა, მაგრამ ეს ვარსკვლავი თუ ქართველია, არც ისე ძვირი დაჯდება. ბრაზილიელი რომ იყოს ეღირებოდა ასე 180 მილიონი. 

ქართველი "ბარსელონაში".. 

აბა წარმოიდგინეთ. 

დიდი ამბები გველის ზაფხულში. მე ფორვარდზეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ თუ კვარაცხელიას გაწვდებიან, ჯანდაბას, კიდევ ერთი სეზონი ვუყურებ ხანშიშესულ ლევანდოვსკის.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 6 მაისი 2024 16:52
    0
    ციტატა: ChuxrELia
    რავი რა, ხვიჩა ბარსაში არ მინდა. არ არის არც ეხლანდელი ბარსა ხვიჩასთვის კარგი, თავისი მწვრთნელიდან დაწყებული, ბორიდთ დამთავრებული და არც ხვიჩა არის ამ ბარსას შესაფერისი. ჯერ ერთი ენის ბარიერი არ დაგავიწყდეთ, აქ მარტო ერთი კინკილა ინგლისურით გაუჭირდება, როგორც იტალიაში უჭირს. ორი სეზონია იქაა და ორ სიტყვას ვერ აბამს იტალიურად, როცა საზონოვი 6 თვეში ინტერვიუს იძლეოდა. ეგეც ბევრ რამეზე მიუთითებს, რომ პრიორიტეტები არ აქვს სწორედ გადანაწილებული. როცა ლიდერის პოზიცია გაქ კლუბში, ან პრეტენზია მაინც ლიდერობაზე, იმ ენაზე უნდა საუბრობდე, ფანებთან მაინც, გატეხილი ენით მაგრამ მათი ენით. მე ესე ვფიქრობ ამ ეტაპზე და ვნახოთ რა იქნება მომავალში. ყველაფრის გათვალისწინებით ეხლა ხვიჩას ნიკო მირჩევნია.

    100% სამწუხაროდ ასეა.
    Culé [?]
    #7 6 მაისი 2024 14:29
    0
    ხვიჩაზე მეტად მგონია, რომ ნიკო გაამართლებს.
    გულშემატკივარი [?]
    #6 6 მაისი 2024 09:39
    1
    რავი რა, ხვიჩა ბარსაში არ მინდა. არ არის არც ეხლანდელი ბარსა ხვიჩასთვის კარგი, თავისი მწვრთნელიდან დაწყებული, ბორიდთ დამთავრებული და არც ხვიჩა არის ამ ბარსას შესაფერისი. ჯერ ერთი ენის ბარიერი არ დაგავიწყდეთ, აქ მარტო ერთი კინკილა ინგლისურით გაუჭირდება, როგორც იტალიაში უჭირს. ორი სეზონია იქაა და ორ სიტყვას ვერ აბამს იტალიურად, როცა საზონოვი 6 თვეში ინტერვიუს იძლეოდა. ეგეც ბევრ რამეზე მიუთითებს, რომ პრიორიტეტები არ აქვს სწორედ გადანაწილებული. როცა ლიდერის პოზიცია გაქ კლუბში, ან პრეტენზია მაინც ლიდერობაზე, იმ ენაზე უნდა საუბრობდე, ფანებთან მაინც, გატეხილი ენით მაგრამ მათი ენით. მე ესე ვფიქრობ ამ ეტაპზე და ვნახოთ რა იქნება მომავალში. ყველაფრის გათვალისწინებით ეხლა ხვიჩას ნიკო მირჩევნია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 5 მაისი 2024 19:08
    1
    ვინმე კარგი ნახევარმცველი გვჭირდება იაფად და თან ახალგაზრდა. რატომღაც მგონია თუ ამის ვარიანტი იქნება ქოჩორა გამოგვადგება ...
    ფანი [?]
    #4 5 მაისი 2024 12:57
    1
    Mec magrad gamiswordeboda qartveli barcashi mara ar mgonia es transferi arc chventvis kai da arc xvichastvis. Ravici ligaze gind chventan gin realtan veraferi qna. Wels seria a-shic mteli welia ver tamashobs. Rashi unda gadavixadot 100+ milioni...arc bernandos moyvanas vemxrobi,class ki aq mara 2-3 wlis igrokia sul,tu molle vadashi patara warmateba gvinda ok.marcxena wineri,sayrdeni da sufta shemtevi naxmcveli gvinda,eger musialas wasvla undao,virtsac vevasebit da magatgan erts davitrevdi...
    ფანი [?]
    #3 5 მაისი 2024 12:52
    4
    არ მოიყვანენ კვარას რადგან უკვე დაიწერა რომ დელაურენტისს 120 მილიონი უნდაო, ხოლო მეორე მხარეს ნიკო ვილიამსის გამოსასყიდი 50 მილიონია და ბარსას ეგ უფრო მოსწონსო.
    მერე სტატებსაც გადავხედე და ვილიამსი დაქცეული ბილბაოთი კვარას სტატებშიც ჯობნის. ნუ იმას არანაკლებ დაქცეული ნაპოლი ყავს მარა სად კვარას გუნდელები და სად იმის..
    აგერ ჩვენც კი გვათრია კოპაზე და ბილბაო გააჩემპიონა, კვარა კიდე სად იყო ჩვენ რომ ვათრიეთ?!
    ყველაფერთან ერთად მადრიდისტაცაა და ისიც იწერება რომ ნაპოლიში დარჩენა უნდაო ხოდა ერთი მაგისიც, დაეტიოს სადაცაა და კაისაც დაიჭერს.
    ბარსა კიდე კიმიხს 40ად, ვილიამსს 50ად და ბერნარდუს 58ად დაეჩალიჩება. ასევე შეიძლება ფორვარდზე და ფულბექზეც გაიწიონო, მარა ჯერ ესენი მოიყვანონ..ნუ მე მუსიალა მინდა ყველაზე მეტად, მარა არ აწვებიან და რავიცი.. ასე მგონია ზუსტად იგივე შეცდომას იმეორებენ რასაც 2 წლის წინ, ლევანა რომ დავითრიეთ 45ად მაშინ როცა შეიძლებოდა მაგაზე რაფინიას ფულიც დაგვემატებინდა და 90-100ად კეინი დაგვეთრია.. ასევე 17ად ალვარესი გავუშვით ხელიდან, მერე ენცო..ახლა მესინიოზე იწერება რომ ძლივს დაინტერესდნენო და ეგეც არ დაკარგუნ ამ *ლეებმა.
    მოკლედ ცოტა უნდა გამოიღვიძონ თორე ასე არ შეიძლება..

    ამ ზაფხულში თანახმა ვარ:
    დე იონგი, ტორესი, გაიჯარებულები და შეიძლება არაუხოც რომ გაუშვან. მაგრამ აუცილებლად იმ შემთვევაში თუკი დეიონგის ნაცვლად ონანას, არაუხოს ნაცვლად მუსიალას და სხვების ნაცვლად ვილიამსს პლუს კარგ ფულბექს მოიყვანენ.
    გულშემატკივარი [?]
    #2 5 მაისი 2024 12:44
    1
    ციტატა: JustBarcaLover
    ხვიჩა კი არა პირველრიგში საყრდენია მოსაყვანი წინ სულ რო მესი და რონალდო გვყავდეს ნორმალური გუნდი გაგვანგრევს უმარტივესად უსაყრდენოდ

    საყრდენიც მოსაყვანია და ხვიჩაც მაგრამ ნიკო უილიამსზეც იწერება და არვიცი
    ფანი [?]
    #1 5 მაისი 2024 12:12
    4
    ხვიჩა კი არა პირველრიგში საყრდენია მოსაყვანი წინ სულ რო მესი და რონალდო გვყავდეს ნორმალური გუნდი გაგვანგრევს უმარტივესად უსაყრდენოდ
    --------------------
    Quality without results is pointless.
    Results without quality is boring.
    -Johan Cruyff