მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შიგნით ათასი, გარეთ ატლასი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შიგნით ათასი, გარეთ ატლასი

ლა ლიგას ისეთი კაცი ხელმძღვანელობს კიდე კარგ დღეშია ესპანური ფეხბურთი. მთელი მსოფლიო ესპანელ მსაჯებზე ერთობა, ტებასი კიდე ამ საცოდავებს საქმეს ურთულებს, ჯიუტად უარს ამბობს ტექნილოგიაზე, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს გადაკვეთა თუ არა ბურთმა ხაზი. 

ძვირიაო - ასე თქვა, თავის დროზე. 

შესაძლოა, ურჩევნია ადამიანს მიანდოს გოლის ბედი და არა ტექნოლოგიას. VAR-ზე არ უთქვამს უარი, რადგან იმ კაბინაშიც ხალხი ზის და როგორც ჩავლილი სეზონებიდან ვიცით, იმ ხალხს შეუძლია შავზე თქვას თეთრიაო, ან პირიქით. 

მოკლედ, კაცთმოყვარეა ტებასი. კაცობრიობა მანქანებთან ბრძოლას იწყებს, ტებასი კი საძირკველშივე აპირებს ამ უწმინდური ომის ჩაკვლას! 

გაიგე ახლა იყო თუ არა გოლი.. "ბერნაბეუზე" კამერა არ მოიძებნა, რომელიც ზუსტი რაკურსით, გასწვრივ გვაჩვენებდა ამ მომენტს, გაჭირდებოდა, მაგრამ გაიგებდა რამეს კაცი, ახლა კი მაგრად გაჭირდა, თუმცა, წარმოდგენას მაინც გვიქმნის. 

თავად ტებასიც გამოეხმაურა ამ ამბავს, უცბად მოჩხრიკა ფოტოები ისეთი მატჩებიდან სადაც ბოროტის მანქანებას რაღაც შეეშალა, რამდენიმე ასეთი ფოტო გააზიარა და ბევრისმთქმელი კომანტარიც დააყოლა - "კომენტარის გარეშე". 

არადა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის უმაგრესი გოლი გაუქმდა. ამაზე უფრო დამწყდა გული, ვიდრე საბოლოო შედეგზე. მატჩის შედეგი ბევრს ვერაფერს შეცვლიდა, "ბარსამ" ეს რთული სეზონი თავიდან ბოლომდე ჩააგდო. იყო რაღაც გამონათებები, მაგრამ საკმარისი მხოლოდ იმისთვის გამოდგა, რომ მეორე ადგილზე იყვნენ ჩემპიონატში. 

ეგ არის და ეგ. 

აი, ლამინე იამალი კი მომავალია. ჩვენს თვალწინ გახდება ვარსკვლავი და დიდ ისტორიას დაუდებს სათავეს. ხანდახან არ მჯერა რომ 16 წლის არის. 

ჩვეული ელ კლასიკო 

კარგად დაიწყო - კრისტენსენი ახტა, კროოსს გადააფრინდა, ლუნინი გამოსვლაზე შეცდა და ერთით ნული. უკეთესს ვერ ინატრებ. გოლის გატანა ისე გართულდა ამ სეზონში, "ბარსას" მთავარ იარაღად სტანდარტული მდგომარეობები იქცა. "მადრიდმა" მალევე შექმნა მომენტები, ბოლოს კი პენალტიც მიიღო. 

ჩემი აზრით ეს იყო თერთმეტმეტრიანი. ვასკესმა ფეხი დატოვა, პენალტზე ითამაშა, მაგრამ სრულ სურათს არ ცვლის, ეგეც ფეხბურთის ნაწილია, მაგასაც ჭკუა სჭირდება. ითამაშა ისე, როგორც ნეიმარმა პსჟ-სთან, პირველი ეგ გამახსენდა, ნეიმარი უფრო ვირტუოზული იყო, უფრო კარგადაც გააფორმა, მაგრამ აზრი ეგ არის - საჭირო დროს, საჭირო ადგილზე. 

პირველ რიგში, კანსელუა სახსენებელი, მცველია, მაგრამ მცველი არ არის. ადრე ასეთი გამოცანები იყო ხოლმე, დამაბნეველი. ახლა კანსელუს ერგება კარგად. არის, მაგრამ არ არის. 

ცოტა დააკლდა შტეგენს ასაღებად, თავიდან მომეჩვენა რომ ნახტომი დააგვიანა, ზედა კადრიდან კი გამოჩნდა, რომ კი არ დააგვიანა, უბრალოდ ვინისიუსის პაუზის დროს შეყოვნდა, მოძრაობას აჰყვა, მოტყუვდა. არ ეშლება ბრაზილიელს ეგეთები. 

მერე ორი სტანდარტი იყო, ორი კუთხური, "ბარსას" მძლავრი იარაღი! ერთი მცირედით აცდა, მეორე კი არ აცდა. გავიდა, მაგრამ აქ მეორე გამოცანა გაგვეჩითა - გოლია, მაგრამ გოლი არ არის - რა არის? ტებასი! 

"მონჟუიკზე" არ ვიცი, მაგრამ "კამპ ნოუზე" ჩათვლიდნენ. ჩემსას ვერა, მაგრამ ლუკას ვასკესის თავს დავდებ, ჩათვლიდნენ! 

მეორე ტაიმი

ფერმინ ლოპესს თავი ლიონელ მესი ეგონა. წამიერად მაინც. არის ხოლმე ალბათ ერთი-ორი ღვთაებრივი წამი, "მადრიდს" რომ "ბერნაბეუზე" გაუტან თავი ყველაზე დიდი გგონია ყველა დიადს შორის. ჰოდა, შეხტა ფერმინიც თეთრების ტრიბუნაზე და სწრაფადვე მობრუნდა უკან, მართლა მესი კი არ არის ცივი მზერა მიეპყრო ტრიბუნისკენ და სადღაც გონების კუნჭულში ეთქვა - Madrid cabron, saluda el campeon!  

სხვა დროა ახლა. სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული. ჩემპიონობისგან ისე შორს არ ვართ, როგორც ფერმინი მესისგან, მაგრამ არც ღირს მაგაზე ლაპარაკი. 

მანამდე, კიდევ ერთხელ გაწვალებული და ნათრევი კამავინგა ვნახეთ. უფრო სწრაფია და უფრო ძლიერი, მაგრამ მაინც ეგრე მოხდა, სულ უკან იყო, სულ მისდევდა და ვერ ეწეოდა. 

ეს დასაწყისია. ბიჭი 16 წლის არის. 

"ბარსა" დაწინაურდა, მაგრამ ალბათ თქვენც ხვდებოდით, რომ ანგარიშს ვერ შეინარჩუნებდნენ. ახლა არა. ამ სეზონში ვერა. მერე შეიძლება. 

კანსელუს ისე ჩამოეძინა, როგორც პარიზელებთან. მერე ხელები გაასავსავა, მაგრამ არაუხომ უთხრა ჩამოიღე ეგ ხელები თორემ მოგამტვრიე ძირშიო - რაღაც ასეთი უთხრა, ურუგვაული აქცენტით. ჰოდა, ჩამოიღო. 

გადამწყვეტი გოლი ბელინგემს გაუტანია, თურმე.  ეგ აღარ მინახავს. "ბარსასთვის" ფრე უკვე მარცხის ტოლფასი იყო. "მადრიდი" კი იდეალური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. სანამ პერესი ეტაპობრივად განაგრძობდა შენებას, რათა ლეგენდები ვარსკვლავებით ჩაენაცვლებინა, მანამდე ბართომეუმ მესის კისერზე გაიარა და გუნდს ძირი გამოუთხარა. 

ახლა კი წვალობენ "ახლები", რაღაცები გამოსდით, რაღაცები არა. ჩვენ კი ბარტყების იმედი გვაქვს. მოდიან და მოდიან. წესით კი უნდა გამოვიდეს რამე. 

მოთმინება გვმართებს. 

მოდი და ნუ იფიქრებ გათეთრებულ მბაპეზე, დუელში გამოწვევას ჰგავს, და როგორც წესი, "ბარსა" ყოველთვის პასუხობდა ამ გამოწვევას, გინდ მოედანზე, გინდ სატრანსფერო ბაზარზე. 

წავედით ბანკში, მორიგი კრედიტია ასაღები!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #11 23 აპრილი 2024 10:51
    0
    me da barca, მე სხვა რაკურსითაც ვნახე ვიდეო სადაც ჩანს რომ გოლია , მარა რატომღაც ვარმა ვერ ნახა . ეხლა გამოვა რომელიმე და ბოდიშს მოიხდის უი ვერ ვნახეთო და გოლი ყოფილაო . რაფინიას გოლის მსგავსად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 22 აპრილი 2024 19:46
    0
    წავედით ბანკში, მორიგი კრედიტია ასაღები!
    ბარსა კი აიღებს კრედიტს, მაგრამ ტებასი დახარჯვის უფლებას არ მოგცემს და რათ გინდა.

    ციტატა: LAMINE10
    თან ტიპებმა იმ რაკურსით ამეორეს საიდზანაც არ ჩანს არადა მილიონი კამერა აყენია . იამალი შემეცოდა თორე წაგებით კი ვიცით რომ უსამართლოდ წავაგეთ

    ა, ბატონო თუ არ იყო. იპოვეს ერთი ასეთი კამერა სადაც გამოჩნდა :
    https://sportall.ge/fekhburthi/uckhouri-fekhburthi/skhvadaskhva/170798-unda-chathvliliyo-thu-ara-iamalis-goli-video-romelic-yvelafers-nathels-khdis-video.html
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 22 აპრილი 2024 15:39
    2
    ვულოცავ ესპანეთის მსაჯთა ბრიგადას ვარიან-შმარიანად რეალის გამარჯვებას. აქვე ვულოცავ პერეს-ტებასის დუეტს ,,ღირსეულ" გამარჯვებას და ორივეს ჯიში და ჯილაგი მო***! თქვენს ოჯახებში ირბინა ბალოტელი-უმტიტის დუეტმა ხმალ ამოღებულმა.
    წევრი [?]
    #8 22 აპრილი 2024 12:04
    0
    თან ტიპებმა იმ რაკურსით ამეორეს საიდზანაც არ ჩანს არადა მილიონი კამერა აყენია . იამალი შემეცოდა თორე წაგებით კი ვიცით რომ უსამართლოდ წავაგეთ
    ფანი [?]
    #7 22 აპრილი 2024 11:53
    8
    1. პენალტი არანაირად არ იყო. ათასჯერ ვუყურე მაგ ეპიზოდს სტოპკადრებით და ფაქტია რომ კუბარსი ვასკესის ფეხზე არ წასულა, ის ფეხი რომელსაც ვასკესი მიეჯახა უბრალოდ გვერდზე გადიოდა და არანაირი მიზანი არ ჰქონია რომ განზრახ ეთამაშა, ვასკესი კიდე თავად მიეჯახა.

    2. გოლიც უფრო მეტად იყო ვიდრე არ იყო, ერთ ვიდეოში კარგად ჩანს რომ ლუნინის მარჯვენა მუხლი ზუსტად შიდა ხაზის გასწვრივაა, ხოლო ბურთი კვეთს მაგ ხაზს და ძალიან სწრაფად უკან გამოდის.
    100% მართლა ვერავინ იტყვის რა იყო, მაგრამ ეგ იმ ფაქტს არ ცვლის რომ აქაც რეალმა იხეირა და ბარსა დაიჩაგრა.

    3. სადაც ვასკესზე დადეს ის პენალტი მაშინ იამალზეც უნდა დაედოთ, კამავინგამ როცა წააქცია.
    (რეალურად არცერთი არ იყო დასადები, უბრალოდ ერთნაირი ეპიზოდებია და აქაც დაზარალებული რა თქმა უნდა ბარსა გამოვიდა)

    4. ანალოგიურად რუდიგერმა ფერმინი რომ წააქცია არც მანდ დაიდო, არადა ეგ უფრო დასადები იყო ვიდრე ვასკესის.

    5. მომდევნო ეპიზოდი უკვე ის იყო იამალი რომ ერთიერთზე გარბოდა და კამავინგამ კიდესთან რომ წააქცია, ზუსტად ისეთივე ეპიზოდი იყო როგორც არაუხო-ბარკოლას მომენტი. ანუ კამავინგას გვერდით კი მიყვებოდნენ ვიღაცეები მაგრამ რა ვიცით დაეწეოდნენ თუ არა.
    არაუხოც აპროტესტებდა რომ კუბარსი იყო იქვე მარა მაინც გააგდეს, ხოდა ანალოგიურად კამავინგაც გასაგდები იყო.

    6. მოდრიჩი ტრილიონჯერ დაინდეს ყვითელზე და 100 წლის მერე გააყვითლეს, არადა ეგეც გასაძევებელი იყო.

    7. ვინისიუსი კუნდეზე რომ დაჯარიმდა, კიდე აქეთ მიაძახა რაღაცა და კუნდემაც უპასუხა, მაგრამ ამ დროს მხოლოდ კუნდე გააყვითლეს.

    შეჯამება:

    ყველა ამ მომენტში გამარჯვებული რეალი როგორ გამოვიდა?
    აი სულ რომ 100%ით დარწმუნებული არ იყო არცერთ ზემოაღნიშნულზე, ცალსახად ფაქტია რომ ყველაფერი რეალის სასარგებლოდ გადაწყდა და მერე კიდე იძახიან რომ მსაჯებს არაფერი დაუშავებიათო.

    კაი რა მართლა, კაი რაა.. როდემდე უნდა გაგრძელდეს???

    ფეხბურთში ასეთი უსამართლობის შეგრძნება დიდი ხანია არ მქონია.
    ცალსახად დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერს გააკეთებდნენ რეალის გასამარჯვებლად ვინაიდან მაინც ბერნაბეუზე იყო თამაში, თან მგონი ახალმა ბერნაბეუმ პირველად უმასპინძლა კლასიკოს და აბა რა იქნებოდა?
    უბრალოდ ის მიტყდება რომ ყველა ჩვეულებრივად ატარებს ამ უსამართლობის ზეიმს და ისე იქცევიან ვითომც არაფერი მომხდარა. თან მერე გეტყვიან რომ ყველას სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უშვებენ შეცდომებსო..

    აი მაგრად მკიდია წაგება პროსტა ასეთი უსამართლობები რომ მძაგს ისე არაფერი.
    წევრი [?]
    #6 22 აპრილი 2024 11:52
    2
    თან ისეთ გადამწყვეთ მომენტში ხდებიან ეს მსაჯები დემბელეები რომ არ ვიცი კიდევ კარგი ნერვები შერჩათ ხავის და ფეხბურთელებს . მე იარაღს ვესროდი ისეთ რაღაცეებს აკეთებენ . ფეხბურთის სამყაროა ბარსას წინააღმდეგ .
    ალბათ უნდა შეეგუონ იმას რომ მსაჯები მეტოქის გუნდისკენ არიან და მაგ შემართებით უნდა გამოვიდნენ მოედანზე .
    Culé [?]
    #5 22 აპრილი 2024 11:33
    2
    ტრაკში ტყ**ით ემუქრებიან ამ მსაჯებს თუ რატომ არიან ასეთი სუბიექტურები?
    წევრი [?]
    #4 22 აპრილი 2024 10:22
    2
    ისეთი პენალი დადეს რომ გოლსაც ვიცოდი რომ არ ჩათვლიდნენ .

    ძალიან აფუჭებენ თამაშს მსაჯები , არ ვიცი ლა ლიგა ბოლოს ერედდივიზიონს დაემსგავსება საყურებლად .

    რაც შეეხება ჩავის ჩემი აზრია რომ 1 წელი კიდე უნდა ვაცადოთ , ვერც ერთი მწვრთნელი რომელიც შემცვლელად ახსენეს ვერ გაუძლებს წნეხს . ერთადერთი შემცვლელი ვინც შეიძლება იყოს ნორმალური ეს კლ;ოპია . დანარჩენი დროის კარგვაა .
    წევრი [?]
    #3 22 აპრილი 2024 09:11
    1
    La Pulga10, ნუ იქნება ბარსას კალიბრის. იყოს კვარაცხელია და ონანა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 აპრილი 2024 07:41
    0
    რითი უნდა ვუპასუხოთ თორე ჰა? მბაპეს კალიბრის ვინ უნდა მოიყვანო. საყრდენია ჯერ მოსაყვანი მაღალი დონის და მწვრთნელი😂
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 22 აპრილი 2024 05:31
    1
    რაც ყოველთვის გამოდიოდა რეალს ის გაიმეორა .. ფეხბურთის გარდა ... ბრძოლა წესების გარეშე.