მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მორიგი შედევრი გალერეაში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მორიგი შედევრი გალერეაში

ორი მომენტის თამაში გამოდგა. დიდი სანახაობის მოლოდინი არავის ჰქონია, მაგრამ ამ ორი მომენტის ნახვა მაინც ღირდა. ერთი ჟოაუ ფელიქსის გოლია. ერთადერთი გოლი, სამი ქულის მომტანი, "ბარსა" ისევ "მადრიდის" მდევარია. "მაკრატელა" შეაგდო, რთული დარტყმა შეასრულა, ჰაერში იპოვა ის პოზიცია საიდანაც ბურთს კარგად მისწვდებდა, დარტყმაც ზუსტი გამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო "მაკრატელა", მაგრამ იმ დიდებულ სიას მაინც შეგვიძლია მივამატოთ. 

თავში ბრაზილიელები არიან, მერე ურუგვაელი, მერე ერთი ესპანელი და მერე ჟოაუს ჯერიც მოვა. 

მეორე მომენტი ასევე ძალიან რთული, ლამაზი და სამი ქულის მომტანი იყო. ასეთ თამაშში, თანაც გასვლაზე, მეტოქე ერთ კარგ მომენტს ყოველთვის შეგიქმნის. ამჯერადაც ასე მოხდა, სადღაც 79-ე წუთისთვის, "კადისმა" ის ერთადერთი შანსი ვერ გამოიყენა, იმიტომ, რომ ტერ შტეგენი ოლივერ კანივით გაიშალა და ულამაზეს ნახტომში მოიგერია ბურთი. 

არადა, დარტყმის დროს უკვე გოლი მეგონა. ამ სეზონში უკვე მესამედ მაქვს ასეთი შეგრძნება, გოლი მგონია და შტეგენი იგერიებს. დიდი კაცია, დიდი მეკარეა და მეტ ტიტულსაც იმსახურებს. 

გადავხალისდით 

თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა შეიცვალა. ერთი შტეგენი ვახსენეთ და მეორე თილისმაც ძირითადში იყო. ალბათ იმიტომ, რომ მასთან ერთად "ბარსა" არ აგებს. პაუ კუბარსი თამაშიდან თამაშამდე იზრდება, ლამინ იამალის არ იყოს. ამ თაობაზე ჯერ კიდევ წლების წინ ვწერდით, როცა ანსუ გამოჩნდა, მერე წამოვიდნენ და წამოვიდნენ, სიმონსის დიდი იმედიც გვქონდა, მერე მორიბა იყო, მაგრამ ყველაფერი არ ხდება ისე, როგორც გვსურს. სამაგიეროდ, ამ ბრილიანტებმა პირველივე ნაბიჯები მყარად გადადგეს, უარი თქვეს იმაზე რასაც სიმონსი და მორიბა დათანხმდნენ - ამ ხალხისთვის "ბარსა" უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ფული. 

იამალსა და კუბარსის ეს საცდური ჯერ კიდევ წინ აქვთ. თუნდაც, ამ სეზონის ბოლოს, მაგრამ ასე მგონია, გავის, პედრისა და არაუხოს გზას აირჩევენ - უყვართ "ბარსა", კლუბმა აღზარდა, ასეთ ასაკში შანსი მისცა, და დიდი სიხარულითაც თამაშობენ. 

კუბარსის გარდა დაცვის ხაზში ვნახეთ - კრისტენსენი, მარკოს ალონსო და 17 წლის ფორტი. უნივერსალია, ჩავი ორივე ფლანგზე იყენებს ხოლმე. მისი ასაკი გასაკვირი აღარ არის. "ბარსას" ამ სეზონში, და ალბათ ზოგადადაც, სულ სხვა სტანდარტები აქვს. 

დაისვენეს პედრიმ, ილქაიმ და დე იონგმა. პედრის მეორე ტაიმში დრო მისცეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბურთი იგრძნოს, ფიზიკურად დაიტვირთოს, წინ სენ ჟერმენთან მატჩია. არ არის გამორიცხული ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ. 

ნახევარდაცვის ხაზი ასეთი იყო - რომეუ, რობერტო, ფერმინი. 

სწორედ ეს ხალხი იყო ახლოს მეორე გოლთან, ტაიმის ბოლოს, რობერტოს ძალიან ჭკვიანური პასით ფერმინი ვალდებული იყო გოლი შეეგდო, მაგრამ მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. 

თავდასხმის ხაზში დაისვენეს რაფინიამ, იამალმა და ლევანდოვსკიმ. ეს უკანასკნელი განაცხადში არ ყოფილა, ლამინე და რაფინია კი მეორე ტაიმში გამოვიდნენ მოედანზე. იამალს სიხარული მოაქვს, შემოდის თუ არა, თამაში საინტერესო და სანახაობრივი ხდება. 

ძირითადში ვნახეთ - ჟოაუ, ფერან ტორესი და ვიქტორ როკე. მათგან თავი მხოლოდ ჟოაუმ გამოიჩინა, არა მხოლოდ გატანილი გოლით, ზოგადად, სათამაშო ხარისხი მას უფრო მაღალი ჰქონდა, სენ ჟერმენთან თუ ვინმე გამოვა შეცვლაზე შეტევის ხაზში, ეს პირველ რიგში ჟოაუ იქნება. 

ჩავიმ კუნდე და 20 წლის კასადოც გამოიყვანა მოედანზე. 

გუნდი მზად არის 

აბსოლუტურად სხვა სურათი გვაქვს. ისევ ისე მინიმალური სხვაობით იგებს "ბარსა", მაგრამ ახლა დამაჯერებლობა ეტყობა. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებამ კიდევ უფრო განამტკიცა გუნდის თვითრწმენა და ურთიერთნდობა. როცა მეგონა ყველაფერი ჩამოიშლებოდა, ზუსტად მაშინ შეიტანეს გარდატეხა თამაშში. 

ასე ნათელი არასდროს ყოფილა ლიგის მატჩის წინ ძირითადი შემადგენლობა. უკვე ვიცით ვინ დაიწყებს, ვიცით ვისი იმედი აქვს ჩავის. შესაძლოა, ისეთი ამბავი დაიწეროს, როგორიც "ბარსას" ისტორიაში ჯერ არ დაწერილა - მოგეხსენებათ, ეს კლუბი წარმატებას მხოლოდ მაშინ აღწევს თუ კარგი სეზონი აქვს, ჩავარდნილი სეზონი და დიდი ტიტულის მოგება ყოველთვის "მადრიდის" უპირატესობა იყო. ახლა კი, ვინ იცის.. 

წუთების ათვლა შეგვიძლია დავიწყოთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 აპრილი 2024 01:43
    1
    ადრე ასეთ შეხვედრებში ძირითადი შემადგენლობითაც გვიჭირდა, ცოტა ადრე რომ მოსულიყო გუნდი აზრზე ლა ლიგის შანსი გვექნებოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 აპრილი 2024 19:15
    1
    იამალმა ცოტა უნდა მოუმატოს, კარგი დრიბლინგი აქვს, დემბელეს აღარ ჩამორჩება. მაგრამ საგოლეები ჯერ არ გამოსდის, ვერც კარში ურტყავს ზუსტად. მაგრამ სადაც დემბელეს ველოდეთ 7 წელი ამასაც დაველოდებით ერთი 7 თვე, ეს უფრო ჭკვიანია და იმდენს არ გვაცდევინებს. ეს ყველაფერი ესპანეთიდან მომიყვნენ სადაც პსჟ-ბარსას შემდეგ დიდი საფეხბურთო გარჩევები ყოფილა და ამაზეც დიდ პროფესიონალებს ულაპარაკიათ. და გუშინ იამალს შემოსვლის შემდეგ სპეციალურად დავაკვირდი. მართლაც ძალიან ბევრ დროს კარგავს ბურთის ტარებაში როცა ჩაწოდებაც შეიძლება და კარში დარტყმაც, ძალიან არ უყვარს ბურთთან "განშორება". იქნებ მართალიც იყო ლევანდოვსკი? ბოლო ბოლო შვილათ ეკუთვნის და ხანდახან კი უნდა მოუსმინოს გამოცდილ კოლეგას. მე კი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ, პსჟ-თან როგორც შეგვპირდა 1-0 მოვიგებთ და გოლს ეგ გაიტანს.

    ციტატა: Jorkaeff
    სხვათა შორის არც კასადო იყო ცუდი, არ იყო დაბნეული, კარნახი მომეწონა ძალიან მისი, ბევრს კარნახობდა ბიჭებს და ბევრგან პოზიციურად სწორად იდგა. დაჟე ძირითადიდან რო დაეწყო რომეუს მაგიერ არ ვიქნებოდით 1 კაცით ნაკლები. ეს რომეუ სუფთა პიტალო ვინმეა.

    ისე მგონია ბურთით რო მოძრაობს ან მეტოქეს უპასებს ან უკნიდან წამოეპარებიან და ბურთს მოპარავენ. მიმაჩვია და რა ვქნა დაძაბული ვუყურებ სულ.
    ფანი [?]
    #3 14 აპრილი 2024 16:16
    4
    ♠️Spookyfy♠️,

    რომეუს თამაში გუშინ გამოჩდა რო თვითონ ხავისაც კი არ მოწონს, ერთი ორ მომენტში როცა შეტევის წამოწყება გააფუჭა და იქეთ შეგვიტიენ ორივეჯერ ხავის ლოჟა აჩვენებს და სულ დედას აგინებდა მგონი ისე შლიდა ხელებს და ღრიალებდა) მაგრამ, მაინც რატო შეილაგა ვერ ვხდები მაგას.
    როკე ჯერ ერთი რაცაა რო მომწონს არ იმალება და ბურთს კარგად ითხოვს, კარგად იხსნება და არ ზარმაცობს. ფერანმა რო ჟოაოზე პასი გააკეთა პირველ ტაიმში შორეულ ძელთან, აი მაგ მომენტში თუ დააკვირდები ძალიან მაგრად გაეხსნა, ისე რო სულ მარტოდ დარჩა მცველებისგან ახლო ძელთან და არ მიცა პასი როკეს, თორე იმენა შემგდები იყო. პედრი, ფრენკი და გონდოსთან ერთად რო დაიწყოს სასტავში უამრავი მომენტს შექმნის დარწმუნებული ვარ როკე. კი ბევრი რამ დასახვეწი აქვს მაგრამ მართლა მშრომელი ბიჭია.
    Culé [?]
    #2 14 აპრილი 2024 14:55
    1
    ციტატა: Jorkaeff
    სხვათა შორის არც კასადო იყო ცუდი, არ იყო დაბნეული, კარნახი მომეწონა ძალიან მისი, ბევრს კარნახობდა ბიჭებს და ბევრგან პოზიციურად სწორად იდგა. დაჟე ძირითადიდან რო დაეწყო რომეუს მაგიერ არ ვიქნებოდით 1 კაცით ნაკლები. ეს რომეუ სუფთა პიტალო ვინმეა.

    Genacvale,zustad magas vakvirdebodi rogorc ki shemovida. 2 dzalian magari momenti hqonda,pirvelive momentshi metoqes daswrebaze umagresad etamasha. Modzraobac momewona da karnaxic rogorc agnishne. Mag bichs shansi ekutvnis da am sirmanjo romeus tyuilad vadzlevt bavshvebis dros. Kubarsi cxoveli gvyavs,fortic nichieri bichia. Ai roqueze shemtkiva guli. Jer vafshe verafers shveba,verc ortabrdzolebshi,technikuradac burtis migebaa,dribling,pasi bevri wuni aqvs. Gmerrtit ise iyos rogorc neymar sawyis tveebshi an suaresi. Mere rac qnes yvelam vicit. Yovel shemtxvevashi,es dro adaptaciistvis gamoadgeba,zafxulshi presezoni da im wels daiwyos unda tmaashi ra. Tu ara da zamenidan ragacas ifartxalebs,iq levanac ert wels icodvilebs da mere viyidit vinmes...
    ფანი [?]
    #1 14 აპრილი 2024 12:45
    18
    სხვათა შორის არც კასადო იყო ცუდი, არ იყო დაბნეული, კარნახი მომეწონა ძალიან მისი, ბევრს კარნახობდა ბიჭებს და ბევრგან პოზიციურად სწორად იდგა. დაჟე ძირითადიდან რო დაეწყო რომეუს მაგიერ არ ვიქნებოდით 1 კაცით ნაკლები. ეს რომეუ სუფთა პიტალო ვინმეა.