მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პაპენის და გიგზის ანარეკლი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პაპენის და გიგზის ანარეკლი

"ბარსა" მეოთხედფინალშია. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო კოპე დელ რეიზე ორმატჩიანი შეხვედრების გაუქმება, ამით ფეხბურთელებიც მეტს ისვენებენ და თასის თამაშებიც ისეთი მოსაბეზრებელი აღარ არის. მეოთხედფინალში კარგი გუნდები დარჩნენ, "მადრიდი" თანაქალაქელმა გააგდო, გრიზმანს შეხედავ და სულ სხვა კაცია, როგორც ჩანს ისევ გაიღვიძა მისტერ ჰაიდიმ, ჩვენ კი დოქტორი ჯეკილი გვერგო. 

ასეთი "ბარსას" დამარცხება ბევრს შეუძლია, მაგრამ ჩვენ ჯიუტად იმედიანი ხალხი ვართ და გვჯერა რომ ამ ტურნირის მოგება შესაძლებელია. არაფერი შეუძლებელი ამაში არ არის. შეუძლებელი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ ჯიუტად იმედიანებს იქაც გვჯერა რომ მაგალითად "ნაპოლის" ბარიერი გადაილახება. არა იმიტომ, რომ "ბარსას" ეს შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ "ნაპოლი" საშინელ დღეშია. 

რა თქვა ჩავიმ 

რა თქვა და იმ დღესვე წავალ, როცა ვნახავ რომ ფეხბურთელები აღარ გამომყვებიანო. რატომ თქვა ეს? იმიტომ რომ კითხვა დაიბადა, ეჭვი გაჩნდა და ეს ეჭვი მე პირადად მიმძაფრდება. გუნდი უკმაყოფილოა. ალბათ იმიტომ, რომ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ძირითად თერთმეტეულზე, არ აძლევს ეს ხალხი ამის საშუალებას, მეტად არასტაბილური ტიპები არიან, ერთგულება კიდე აქიდან მოდის, თუ ძირითადში ხარ ერთგული ხარ, თუ ხშირად იცვლები, მაშინ პრეტენზიები ჩნდება, ჰოდა, ჩავის მიმართ ყველა პრეტენზიულია, განსაკუთრებით შემტევები. 

არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა, თითქოს იდეები გამოელია. როცა მოვიდა ბევრ რამეს ცვლიდა, თითქოს ძიების პროცესში იყო, მერე იპოვა რაღაც, შეისვენა, გაჩერდა, ახლა ის რაღაც აღარ მუშაობს, მაგრამ ცვლილებებსაც ვეღარ ვხედავთ. ან დანებდა ჩვენი ძმა, ან აღარ იცის რა ქნას. 

საშინელი პირველი ტაიმი 

"ბარსა" ძირითადი შემადგენლობით გავიდა. კი, იყო რამდენიმე ცვლილება, მაგრამ ძირითადი ჰქვია ამას. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში "უნიონისტასი" უკეთესი იყო, უფრო კარგი მომენტები შექმნეს და ალბათ მოგებასაც იმსახურებდნენ. გოლები კი ფანტასტიური გავიდა. მაგალითად, პირველ გოლზე ჟან-პიერ პაპენი გამახსენდა, ალვარო გომესმა ზღაპრული გოლი შეგვიგდო. 

ბრავო ალვარო! 

ერთი პაპენს აქვს ასეთი შეგდებული და მეორე დენი მინს, - პატიმრების გუნდის კაპიტანს. 

თუმცა, "ბარსამ" მოახერხა და ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა. გაუხეთქა გული შეკრებილ ქომაგს, პატარა გუნდების ამბავი ხომ იცით? დაიწყებენ ახლა - "ბოლო წუთებზე რომ არ გაგვეშვა..." "სულ ასე გვემართება" და ა.შ, მათი თავი ასე მუშაობს, ბოლომდე დაიჯერებენ რომ ყველაფერი შეეძლოთ, უბრალოდ იღბალმა ზურგი აქცია. 

უკეთესი მეორე 

რა გასაკვირია?! ჩავის გუნდს მეორე ტაიმი უკეთესი ჰქონდა. პირველი ყოველთვის საშინელია. განსაკუთრებით პირველის პირველი წუთები, შეიძლება წამებიც. არ არის შემთხვევითი რომ თამაშის დაწყებისთანავე იქმნება მომენტები ჩვენს კართან, თითქოს ძინავთ "ბარსას" მცველებს, ვერ ფხიზლდებიან, სადღაც მიწურულს იწყებენ გამოფხიზლებას. 

ჩავის ადგილზე ბევრს ვიფიქრებდი ამ ფენომენზე, არ ვიცი გასახდელში რას ეუბნება ფეხბურთელებს, მაგრამ ფაქტია რომ მისი სიტყვები ისე მოქმედებს, როგორც დამაძინებელი. იმის მაგივრად რომ მაგრად შეახუროს ეს არაფრის მაქნისები. მოკლედ, დიდი მოტივატორი ჩავი ვერ ჩანს, იდეებზე კიდე უკვე ითქვა. 

მეორე ტაიმში მცველების გოლებით მოვიგეთ. ორივე ძალიან კარგი გოლი იყო, არ დავმალავ, ველოდი რომ შორი მანძილიდან არაუხო უფრო სწრაფად გაიტანდა, ვიდრე კუნდე. ურუგვაელი ხშირად ურტყამს და სულ ცოტა აკლდება ხოლმე, კუნდე კიდე იშვიათად აკეთებს ამას, მაგრამ აი.. შეაგდო. 

გამტანი ცენტრები კიდე ბოლო დროს დიდად არ გვყოლია. ყველაზე მეტი პიკეს გაჰქონდა. მანამდე კი ძალიან დიდი კაცი გვყავდა, რომელსაც დღემდე ეკუთვნის ყველაზე გამტანი მცველის სტატუსი, მაგრამ ეგ იქით იყოს, ძალიან შორს არის. 

მეორე გოლიც მშვენიერი გამოვიდა, ბალდემ დაადო თავი რაიან გიგზივით და დარტყმითაც ისე დაარტყა როგორც გიგზმა "არსენალთან", მხოლოდ ერთი განსხვავება იყო, ბალდეს მაისური არ გაუხდია და თმიანი გულმკერდით ხალხი შოკში არ ჩაუგდია. 

გავიდა "ბარსა". მეოთხედფინალში ვართ. 

ვინც გინდა ის შეგვხვდეს. იქამდე ფორმაშიც შევალთ. 

ასეთი სპორტია ფეხბურთი, ეს დაბეჩავებული "ბარსა", შეიძლება იმაზე შორს გავიდეს, ვიდრე ბევრად კარგი ფორმაციის "ბარსა" გასულა. 

მოკლედ, დაველოდოთ წილისყრას. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 19 იანვარი 2024 21:25
    0
    რეალი გავარდა ახლა ატლეტიკო გავარდეს და გვექნება შანსი თასის აღმართვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 იანვარი 2024 16:44
    0
    ციტატა: nika 54
    ერთში ასიანი ხარ ფეოლა, მატჩის დასაწყისში ფეხბურთელებს თითქოს ძინავთ ეს რა უბედურებაა ფეხბურთელებმა არ იციან რა ქნან, ერთმანეთში აგორებენ ბურთს და მერე ყველაზე "გაბედული" მეკარეს უბრუნებს.
    ეგება მოედანზე გასვლის წინ ხვევნა-კოცნის მაგივრად(რაც გუშინაც გამოჩნდა გასახდელიდან გამოსვლისას) ჩავიმ ნიშადური აყნოსოს სათითაოდ რო გონზე მოიყვანოს, ეს ხუმრობით მაგრამ ფაქტიურად რაღაცაა გასაკეთებელი. და არ ეტყობა რო მწვრთნელი ამაზე ფიქრობდეს. გუშინ 5 ათასიან სტადიონზე დიქტორის თქმით 6 ათასი კაცი იჯდა, მაგრამ მხარდაჭერა ისეთი იყო გავსებულ 100 ათასიან კამპ ნოუზეც რო იშვიათად მოისმენ. და ფეხბურთელებიც სწორედ ამ მხარდაჭერით იმუხტებოდნენ, წინ მიდიოდნენ და გოლიც ულამაზესი გაგვიტანეს. კი, ვეღარ გაუძლეს ტემპს, რომელიც თავად შემოგვთავაზეს და გატყდნენ ბოლოსკენ. და როგორც წინა სათასოზე აქაც ინდივიდუალური ტექნიკის ხარჯზე დავჩაგრეთ.
    მაგრამ ხო იქნებოდა უფრო ადვილი ჩვენებს დაეწყოთ ასე, გაეტანათ 1-2 და მერე დაესვენათ და არც ჩვენთვის დაეწყვიტათ ნერვები. ახლა ასეთი მიდგომის იმედი ატლეტიკოსგან ნუ გვექნება, ისინი ასე უცებ არ იღლებიან და რაც უქნეს რეალს 120 წუთში კი ვნახეთ.

    ნიშადურს, რომ აყნოსებს მერე ჩაის ჭიქით თვითონ უნდა დალიოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 იანვარი 2024 15:48
    1

    Culé [?]
    #5 19 იანვარი 2024 14:43
    7
    ბფვრჯერ ვთქვი და კიდევ ვიმდორებ, ამ გუნდს ვერავინ ამოქაჩავს. რამდენიც არვუნდა უსწოროთ კუდები რეალურად ბარსას ფონის ნახევარდაცვაში დე იონგია მხოლოდ. პედრიც და გავიც ზამენის ხალხის ჯერ. თავდასხმა როკეს და იამალის გარდა გასაშვრბია სრულად და ფლანგებიც გვინდა. გვარდიოლა კი არა ამ გუნდს ვერავინ ვერ აათამაშებს
    Culé [?]
    #4 19 იანვარი 2024 12:58
    3
    ციტატა: C.PC5
    გაჭედილია ჩავი, დაპაუზებულ ფილმს გავს, ისეთ დროს დააპაუზეს მთავარი გმირები ცუდ ამბებს რომ გადაიტანენ და კარგის დაწყებას რომ ელოდები, დაპაუზდა და ცუდზე უარესი ხდება მგონი. რეალთან განადგურების შემდეგ, შენზე ათჯერ სუსტ მეტოქეს ხვდები, იცი რო ასეთ მეტოქესთან ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გადაწყვიტო თამაშის ბედი, ფანებიც უმეტესწილად შენი გუნდის სანახავად მივიდნენ მოედნაზე, ყველა ელოდება რომ გაბრაზებული ითამაშებს გუნდი და ბევრი გოლის გატანას შეეცდება, ამ დროს ჩავიც ძირითადის ხალხს აყენებს და რა? პირველ ტაიმში უსახურ თამაშს აჩვენებენ, მეორე ტაიმშიც არ ცვლიან არაფერს და მცველების გოლებით იგებენ თამაშს🙂 ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ჩავი აღარ ცდილობს მაქსიმუმის გაკეთებას, შეარჩევს თერთმეტეულს, შეუშვებს მოედანზე და აბა რაც გინდათ ის ქენითო ეტყვის, არ ფიქრობს ან ვერ ფიქრობს რა ურჩიოს ფეხბურთელებს თამაშის დროს, შესვენებაზე რას აკეთებს კიდე არ ვიცი ოდნავ მეტი მონდომებით გამოდიან და წვალობენ რაღაცას, ოღონდ მწვრთნელის დარიგება მაინდაც არ ეტყობათ, ისევ ინდივიდუალური თამაშით თუ გამოუვათ რამე. შედეგებს რომ თავი დავანებოთ, სულ შევეშვათ უფულობაზე წუწუნსაც, თვითონ თამაშში არ ჩანს არანაირი იმედი არც ჩავისგან და არც ფეხბურთელებისგან, აი ამას შევცვლით და ვსო კარგად ითამაშებენო ვერ იტყვი, ყველაფერი შესაცვლელი თითქმის და ერთადერთ იმედად როკე რჩება, რომ გაიტანს მალე და ჩაანაცვლებს ლევანდოვსკის, დანარჩენებსაც აიყოლებს და ჩავისაც გამოაფხიზლებს, მე რამე სხვა იმეიდი და მოლოდინი არ მაქვს😕

    არა შუაში მიტოვებულ სერიალს გავს აი მთავარ გმირებს რომ ენძრევათ და შენ ყურებას ვეღარ აგრძელებ აი მაგალითად ვოლქინგ დედის მე7 სეზონზე მიტოვება

    სანჩო დორტმუნდში იჯარითაა ხომ? ეგებ გაუცვალონ მანჩესტერს ვინმეში თუ სეზონის ბოლომდე ასეთ ფორმაში იქნება
    ფანი [?]
    #3 19 იანვარი 2024 12:26
    4
    ეხლა მთავარი ისაა, როდის მიხვდება ხელმძღვანელობა რო ხავია შესაცვლელი და თუნდაც თვითონ ხავი როდის მიხვდება რო წასასვლელია
    Culé [?]
    #2 19 იანვარი 2024 12:25
    8
    ნათლისღებვას გილოცავთ!!!
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა

    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......

    kule samudamod

    alenya the talent, puig isn't the talent.

    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 იანვარი 2024 12:19
    3
    გაჭედილია ჩავი, დაპაუზებულ ფილმს გავს, ისეთ დროს დააპაუზეს მთავარი გმირები ცუდ ამბებს რომ გადაიტანენ და კარგის დაწყებას რომ ელოდები, დაპაუზდა და ცუდზე უარესი ხდება მგონი. რეალთან განადგურების შემდეგ, შენზე ათჯერ სუსტ მეტოქეს ხვდები, იცი რო ასეთ მეტოქესთან ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გადაწყვიტო თამაშის ბედი, ფანებიც უმეტესწილად შენი გუნდის სანახავად მივიდნენ მოედნაზე, ყველა ელოდება რომ გაბრაზებული ითამაშებს გუნდი და ბევრი გოლის გატანას შეეცდება, ამ დროს ჩავიც ძირითადის ხალხს აყენებს და რა? პირველ ტაიმში უსახურ თამაშს აჩვენებენ, მეორე ტაიმშიც არ ცვლიან არაფერს და მცველების გოლებით იგებენ თამაშს🙂 ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ჩავი აღარ ცდილობს მაქსიმუმის გაკეთებას, შეარჩევს თერთმეტეულს, შეუშვებს მოედანზე და აბა რაც გინდათ ის ქენითო ეტყვის, არ ფიქრობს ან ვერ ფიქრობს რა ურჩიოს ფეხბურთელებს თამაშის დროს, შესვენებაზე რას აკეთებს კიდე არ ვიცი ოდნავ მეტი მონდომებით გამოდიან და წვალობენ რაღაცას, ოღონდ მწვრთნელის დარიგება მაინდაც არ ეტყობათ, ისევ ინდივიდუალური თამაშით თუ გამოუვათ რამე. შედეგებს რომ თავი დავანებოთ, სულ შევეშვათ უფულობაზე წუწუნსაც, თვითონ თამაშში არ ჩანს არანაირი იმედი არც ჩავისგან და არც ფეხბურთელებისგან, აი ამას შევცვლით და ვსო კარგად ითამაშებენო ვერ იტყვი, ყველაფერი შესაცვლელი თითქმის და ერთადერთ იმედად როკე რჩება, რომ გაიტანს მალე და ჩაანაცვლებს ლევანდოვსკის, დანარჩენებსაც აიყოლებს და ჩავისაც გამოაფხიზლებს, მე რამე სხვა იმეიდი და მოლოდინი არ მაქვს😕
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"