მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჟოაუ მესის სტილში - სიმეონე ისევ აგებს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჟოაუ მესის სტილში - სიმეონე ისევ აგებს

"ატლეტიკოს" ბოლო წუთებზე გაახსენდა რომ ფეხბურთის სათამაშოდ იყო ჩამოსული, სიმეონეს ამ დროს ახსენდება ხოლმე, თან მესი აღარ არის "ბარსაში" და თითქოს აღარ ეშინია, მაგრამ სისხლში აქვს უკვე ეს ყველაფერი და სხვაგვარად არ შეუძლია. ჰოდა, ისევ წააგო. ამჯერად ინიაკი პენიას გმირობას მიადევნა თვალყური და ჟოაუს გოლს, იმ კაცის გოლს, რომელიც თავად ვერაფრით შეირგო. ვერ შეირგო ზუსტად იმიტომ რომ ავიწყდება ხოლმე ფეხბურთის თამაში. 

"ბარსას' ტოტალური უპირატესობა ჰქონდა, ბოლოს კი მაინც დაიძაბა თამაში, რატომ? იმიტომ, რომ ერთზე მეტი ვერც ამჯერად გაიტანეს, ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ხელის გულზე დევს, "ბარსას" გამტანი ფორვარდი სჭირდება, თანაც ისეთი, რომელიც წვეთოვანზე ჯერ არ არის შეერთებული. 

მეტოქემ ყველაზე რეალური მომენტი სტანდარტულიდან შექმნა. ამჯერად "ბარსას" გაშვებულმა კაცმა შემოგვიტია, მაგრამ პენიამ ჩილავერტი გამახსენა. დიახ, უკვე ბებერმა ღმერთმა გაუშვა ბურთი პირდაპირ ცხრიანში! აუღებელი იყო, მაგრამ აიღო. თავად დიეგომ დაუკრა ტაში, გამახსენდა როცა ტერ შტეგენი გვაჩვენეს, დაუფასა შემცვლელს სეივი და ამაყიც იყო ალბათ ცოტათი. 

აი, ჰგავდა ეს ორი სეივი რაღაცით. 

სასტარტო 

დაცვა კარგად იდგა. პენიას მსგავსად. ჩავის კანსელუ ძალიან მოეწონა მარცხენა ფლანგზე და ბალდეს მოუწია სკამზე გადაჯდომა. ასე უფრო ხშირად ურტყამს ხოლმე კარში, ჰოდა, გუნდი რომელსაც ერთი გოლიც ძლივს გააქვს, ეს მოცემულობაც გამოსაყენებელია. 

მარჯვნივ კუნდე ვნახეთ, რამდენჯერმე კარგად ჩაერთო, რაც მთავარია, მძიმე შეცდომები არ დაუშვია, რაც სჩვევია ხოლმე. ცენტრში კი კრისტენსენი და კაპიტანი. მაგრად დადგნენ. მათი დამსახურებაა, რომ "ატლეტიკომ" მთავარი საფრთხე მხოლოდ საჯარიმო დარტყმიდან შექმნა. 

თუმცა, ტოტალური კონტროლი მაინც ნახევარდაცვის სამეულის დამსახურებაა. კარგი სამეულია - ილქაი, ფრენკი და პედრი. საყრდენი არცერთი არ არის, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის, მაგრამ ილქაი და დე იონგი კარგად აზღვევდნენ ერთმანეთს. სხვაგვარად არ გამოვა, რომეუს ვეღარ ვენდობით. 

იქნებ დარჩნენ ჯანმრთელად და შეთამაშდნენ, ეს არის ახლა მთავარი საზრუნავი. 

საწყისი წუთები 

გვითქვამს ბევრჯერ, ჩავი ცენტრალურ მატჩებში უკეთ ამზადებს გუნდს. ამჯერადაც ასე იყო, თავიდანვე მაგრად დაიწყეს და ბოლომდე ფლობდნენ უპირატესობას, უბრალოდ, მომენტები ვერ გამოიყენეს, ეს კი საერთოდ არ არის უბრალო ამბავი. ფეხბურთში მთავარი მაინც გოლია. ვერ გაიტან - გაგიტანენ. თუ ვერ გაგიტანენ, მინიმუმ მაგრად განერვიულებენ, ჩვენ კიდე ძალიან დიდი ხანია უკვე ვნერვიულობთ. 

ჯერ რაფინიამ გაუშვა კარგი შანსი, მცველი მოტეხა და სადღაც აუტისკენ დაარტყა, მერე ლევანდოვსკის ჯერი მოვიდა, მარჯვენა ფლანგზე დაყენებული კუნდეს პასი სადღაც პოლონეთის საზღვართან გადააგდო. არადა, ჩვენ ვაფასებთ რობერტის სიზუსტეს. მეორე ტაიმში მცველი ისე მოატყუა როგორც უმაღლესი კლასის ფორვარდს ეკადრება, დარტყმა კი კატასტროფული იყო. ამ დროს სუარესი ყოველთვის ფეხის გარეთა ნაწილით ურტყამდა, ურთულესია, მაგრამ სუარესი ახერხებდა გადაწყობას, ლევანდოვსკის არსენალში ეს იარაღი არ მოიძებნება. პირიქით მოიქცა, შიდა ნაწილით აუჭრა და ბურთიც აცდა, რა თქმა უნდა. 

მეორე ტაიმის დასაწყისში რაფინიას ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ ძელმა იხსნა "ატლეტიკო" და ბოლოს როგორღაც მოახერხეს და სასწაული კონტრშეტევები ჩააფლავეს. იამალს გამოცდილება და სიმშვიდე არ ეყო. ორივე ეპიზოდში ძალიან იჩქარა. იმის ნაცვლად რომ მცველი ორი-ერთზე გამოეჭირა პასი გააკეთა ნაადრევად, თითქოს შეეშინდა, ვაიდა ჩავიმ შენიშვნა არ მომცესო და ნაადრევად ჩავარდა, თანაც, ცუდი პასი იყო. 

ჟოაუმ აღნიშნა 

გოლი იყო მშვენიერი! ლიონელ მესის სტილში. მარცხენა ფეხით გადაავლო ობლაკს და გაახვია ბადეში. შეხტა მერე ბანერზე და ღრიალი არ დაუწყია გამოიღეთ მთელმა მადრიდმაო, მაგრამ საქციელით ეგ იგულისხმა. პირველ რიგში, იგულისხმა სიმეონე, პასუხი გასცა, შური იძია. როგორ განვითარდება მისი კარიერა კაცმა არ იცის, მაგრამ ეს პატარა პასუხი დაამახსოვრდება. 

"პორტუსთან", "ატლეტიკოსთან".. როგორც იქნა გაიღვიძა. ახლა ლევანდოვსკის გამოღვიძებას შეგვიძლია დაველოდოთ. 

შემდეგი მატჩი "ჟირონასთან" გვაქვს. ლიდერთან. მეზობელთან. მადრიდში მშვიდად მიადევნებენ თვალს, ჩვენ კი მათთან მიახლოების კარგი შანსი გვექნება, ჩამოგდებით ჯერ ვერ ჩამოვაგდებთ, სხვაობა ოთხი ქულაა, მაგრამ მათი ლიდერობა მაინც დროებითი მგონია. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #28 5 დეკემბერი 2023 03:05
    0
    MESSI 2017, ეგ ნამდვილად არ დამინახია, რომ ბარძაყს იტკივებდა… კიდევ ვნახავ აუცილებლად და თუ მასე იყო, რა თქმა უნდა შეეცვლა იყო საჭირო….
    საიტის ლეგენდა  [?]
    #27 5 დეკემბერი 2023 02:26
    1
    თამაშების 90% არის უსახური, სვარკა და თუ 2 წლის მერე ჩავის გააკრიტიკებ ესეიგი შენ ბარსას მტერი ხარ. როცა მწვრთნელის აშკარა შეცდომებზეა საუბარი და არა ლევანდოვსკის ან რაფინიას უსახურ თამაშზე. თუ ფეხბურთელი თამაშობს ცუდად ამას მწვრთნელს არავინ აბრალებს, მაგრამ როცა ჩავი აშკარად არაა მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ მისი გაკრიტიკება არ მოსულა. ვალვერდე შეიძლება გააკრიტიკო, სეტიენიც, კუმანიც კი, თუმცა ისიც ლეგენდა იყო ბარსასი, მაგრამ ბევრი აქ არ მოსწრებია ან პატარა იყო და შეიძლება არც ახსოვთ, მაგრამ ჩავი ახსოვთ და მისი კრიტიკა აქ ზოგისთვის არაა მიღებული. როგორც იქნა 1 თამაში გამოძერწა ჩავიმ და აი ჩავი რა მაგარია, ყველაფერი ფეხბურთელების ბრალია. არანაკლებ ლეგენდები იყვნენ თავიანთი გუნდების ლამპარდი, ჯერარდი და პირლოც, მაგრამ სამივე გაუშვეს. დღესაც იმავე აზრზე ვარ, ჩავი არაა ბარსას დონის მწვრთნელი, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა არ გვივარგა. რაც ფეხბურთელი იყო იმის ნახევარიც არაა მწვრთნელი. ჩავის ლეგენდობას არ უნდა გადაყვეს გუნდი. მარადონა გენიოსი იყო, მაგრამ მწვრთნელი ნული. ჯანსაღი კრიტიკა ყველას ჭირდება ჩავი კი არა თუნდაც მესი იყოს. თუ ლამაზ, შემტევ ფეხბურთს ათამაშებს, სწორი ტაქტიკით, სწორი შეცვლებით, მაშინ პირველი მე შევაქებ. ჯანდაბას ვერ მოიგოს, მაგრამ მონდომება შემართება, ჟილკა გვანახოს. ფეხბურთის ყურებისგან მინდა ვისიამოვნო და არა ვიფურთხებოდე და ვიგინებოდე. 5 წელია ამას ვაკეთებ და არა და არ დამთავრდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #26 4 დეკემბერი 2023 17:25
    0
    როგორც იქნა "სვაროჩნი აპარატი" დატოვეს გასახდელში და ფეხბურთი ითამაშეს. ოღონდ ერთ საათზე მეტს ჯერ ვერ ქაჩავენ. ალბათ ბედმა გაგვიღიმა რო ბოლო წუთებზე გოლი არ გავუშვით. არადა ფრეზეც თანახმა ვიყავი თამაშის დაწყებამდე.
    ფანი [?]
    #25 4 დეკემბერი 2023 14:35
    0
    ციტატა: Barca for life
    Chico,
    ჩავის მინუსი ზოგადად შეცვლები რომ არის, ეგ ისედაც ყოველთვის ჩანს, მაგრამ გუშინ ფელიქსის ცვლილებისას ალბათ გამოგეპარა ეპიზოდი, სადაც ბარძაყს იტკიებდა და მოჟამული სახით მაგიტომაც გავიდა, თან რომ გაიგო რომ გაყავდათ, თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.
    ისედაც იმდენი ურტყეს, მარტო კოჭში 2ჯერ მოხვდა უსერიოზულესად და მაგის თვეებით დაკარგვას, ისევ გაყვანა ჯობდა, ბარძაყის პრობლემაც რომ არ ყოფილიყო.

    რავი ჩეკი აზრით ფერმინი უფრო ადრე უნდა შემოეყვანა და რაფინიას იამალით შეცვლის ვალდებულებაც საერთოდ არ იყო

    რავი მგონი დროა რო ფელიში კაკას პოზიციაზე ან ცრუ ცხრიანზე გამოიცადოს ლევანდოვკის მაგივრად
    ფანი [?]
    #24 4 დეკემბერი 2023 14:28
    6
    Chico,
    ჩავის მინუსი ზოგადად შეცვლები რომ არის, ეგ ისედაც ყოველთვის ჩანს, მაგრამ გუშინ ფელიქსის ცვლილებისას ალბათ გამოგეპარა ეპიზოდი, სადაც ბარძაყს იტკიებდა და მოჟამული სახით მაგიტომაც გავიდა, თან რომ გაიგო რომ გაყავდათ, თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.
    ისედაც იმდენი ურტყეს, მარტო კოჭში 2ჯერ მოხვდა უსერიოზულესად და მაგის თვეებით დაკარგვას, ისევ გაყვანა ჯობდა, ბარძაყის პრობლემაც რომ არ ყოფილიყო.
    გულშემატკივარი [?]
    #23 4 დეკემბერი 2023 14:27
    3
    ამ დროისთვის ბარსას ყველაზე დიდი პრობლება ოთხი ადამიანის პირველ რიგში ჩავი შემდეგ კიდევ yლევანდოვსლი yლერნანი და yლეფინია ეს ოთხი ადამიანი გაუშვით და გუნდს ნამდვილად ეშეველება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 4 დეკემბერი 2023 14:16
    3
    ჟოაუს გოლს რაც შეეხება, ვერ წარმომედგინა, რომ პორტუგალიელისგან არგენტინელის გამწარება თუ ოდესმე გამიხარდებოდა smile smile smile
    ფანი [?]
    #21 4 დეკემბერი 2023 13:23
    8
    გუნდმა როგორც იქნა თამაში აჩვენა და ძალიან ძვირფასი სამი ქულა აიღო. რატომ არ შეიძლება ყველა მატჩის ასე თამაში? გუნდის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამი პრობლემა მინდა ავღნიშნო : 1. კატასროფიულად სუსტი რეალიზაცია !!! - როგორ შეიძლება ერთ მატჩში გქონდეს 15 აბსოლუტურად რეალური საგოლე მომენტი და გაიტანო მხოლოდ ერთი????! ძალიან დაბალი დონეა ბოლო დარტყმის შესრულებისას. ადრე თუ ფერანი იყო მთავარი ამცილებელი, ეხლა რაფინია და ლევანდოვსკიც კი არაფერში ჩამოუვარდებიან… ხუთი მეტრიდან ტრიბუნაზე უშვებენ ბურთს.. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა!!!!!.. 2. საერთო ფახიკური მომზადება!!! - გუნდის ფიზიკური მომზადება არადამაკმაყოფილებელია!!!! 60 წუთზე მეტს ვერ თამაშობენ მატჩებს. გავიხსენოთ რეალთან მატჩი და გუშინდელი. 65-ე წუთისათვის გუნდი კარგავს აქტიურობას და იფუშება, აძლევს მეტოქეს უპირატესობას და გამარჯვების საშუალებას. და ჩავიმ ეს იცის, იმიტომაც ძირითადად ბარსას პირველი ტაიმები უღიმღამოა და მერე უმატებენ, ხოლო სადაც საჭიროა პირველი წუთიდან ბრძოლა, 60 წუთის გასვლის შემდეგ გუნდი ძლივს მოძრაობს. ესეც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა!!!!! 3. ცვლილებები მატჩის მსვლელობისას!!!! -ზოგიერთი მწვრთნელები (ანჩელოტი, გვარდიოლა, ტუხელი….) მატჩებს დროული და სწორი შეცვლების ხარჯზე იგებენ. ჩავის ამ კუთხით პრობლემები გააჩნია…. ან ცვლილებებს აკეთებს გვიან, 75-80 წუთზე (რა სასწაული უნდა მოახდინოს ფეხბურთელმა 10 წუთში?) ან კიდევ აკეთებს არასწორ ცვლილებებს. მაგალითად, რატომ გაიყვანა გუშინ ფელიქსი? ასე მოტივირებული იყო, მონდომებული და ენერგიული. ერთად ერთი ვინც ძლიერად უტევდა…. იმისათვის რომ წუთები მისცეს ტორესს? არ არის ეგ სწორი… ან ფელიქსი დაიღალა ? არ დაღლილა, პირიქით კიდევ უნდოდა გატანა და უკმაყოფილო სახითთ გავიდა…. აღარ დავიწყებ კონკრეტიზაციას, ყველამ ვიცით რომ შეცვლები, ჩავის დიდი პრობლემაა….. ხოდა სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს სამი პრობლემაც საკმარისია წაგებისათვის. ძალიან ბევრი შრომა მართებთ ამ მიმართულებით და თუ შეძლებენ გამოსწორებას, რეალთან და ატლეტიკოსთან მატჩების შემდეგ, დავინახეთ, რომ გუნდს შეუძლია თამაში და მოგება……
    [?]
    #20 4 დეკემბერი 2023 12:26
    2
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: Ferran7
    ციტატა: CHEPE
    თუ კარგად არკვირდებით პედრი დეიონგი გიუნდოგანი როგორი სტაბილურია ცენტრში იმენა ბურთს სამივე იჭერს და ანაწილებს ფრენკი და გიუნდო მცველებამდე იწევენ და ამოაქვთ ბურთი..
    აქ კიდე პედრის არაფრად აგდებენ რა ფეცბურთელი ეგააო გეგონება ყველას ბელინგემივით უნდა გაჰქონდეს გოლები როცა გუნდში 3 შემტევია ძირითადში და 1 გამოქლიავდა მთავარი 9 იანი
    ამათ გარეშე ცენტრი რას გავდა და ჯერ კიდე ვერარიან ფორმაში ვერც პედრი ვერც ფრენკი და გიუნდოგანი კიდე აგონიაშია მაგრამ გუშინ ატლეტიკოს ბურთი არ დაანახეს 70 წუთი

    ვაფშე სხვადასხვა სტილი არიან პედრი და ბელინგემი ერთი ბურთის გამაკონტროლებერია მეორე იმენა შემტევი და გოლის გამტანი თან ბელინგემი არც თამაშობს თავის პოზიციაზე ცხრუ ცხრიანად თამაშობს და მიტო გააქვს ამდენი გოლიც და უკეთებენ პასს და უღეჭავენ რასაც ქვია ვფიქრობ რეალი ბეტისთან დაკარგავს ქულას და რაც ჩვენ შანს გვაძლევს რო ჟირონას მოვუგოთ და 1 ქულამდე შევამციროთ სხვაობა

    კი ძმა მაგას ვამბობ მეც რამდენი ხანია პედრისნაირი მომავალი რომ გეყოლება თუ ტრამვებმა არ გატანჯა არანაკლები გზა ექნება ინიესტაზე.. შემტევი ლოპესი გვყავს და თან რა ტექნიკურია გუშინ რაები აკეთა საჯარიმოში თავგზა აუბნია ატლეტიკოს მცველებს.. ასევე გავია მაგისთვის რომ შეუტიოს და აქეთ აპრესინგოს კიდეც პედრი სულ სხვაა როგორ ანაწილებდა და შლიდა გუშინ თამაშს პედრის პასი იყო თუ არ ვცდები რაფინიაზე ცენტრში და გოლი მოყვა მერე ფელიქსის
    რაც შეეხება მაგ თამაშს ბეტისი სახლის გუნდია და რეალს არასდროს უწვება თუ რამე არ მოხდა ბელინგემური გადარჩენები მანდ უნდა გატყდეს რეალი ერთი ეგეთი გატეხვა უნდა და ის პერიოდია რეგრესი რომ ეწყება რეალს თებერვლამდე უნდა ვისარგებლოთ როგორმე ფორმაში უნდა შევიდნენ გუშინ კაი იგრა ითამაშეს პროსტა ნერვები დამაწყვიტა უგოლოდ დარჩენილმა მომენტებმა

    პედრის არ აქვს ცუდი დარტყმა, გოლებსაც გაიტანს ცოტა რო გარისკოს. კრეატივში მაინც გვიჭირს, ახლოდან ინიესტა პასებს ვერ დებს და დაარტყას ხანდახან, გუშინ 100% დასარტყმელი 2 მომენტიდან ორივეჯერ უაზრო პასი ჩააგდო საჯარიმოში. თავის თავს დააბრალოს ბელინგემზე უფრო მეტს რო ლაპსრაკობენ

    გუშინ პრესინგი იყო სასწაული, რეალთანაც და აქაც. მარტო დიდ თამაშებში ვთამაშობთ პრესინგს მგონი, შეტევას კიდე იქნებ როკემ უშველოს. ძაან სუსტი თავდასხმა გვყავს, ლიგაზე ვინ უნდა გავაგდოთ ლევანდოვსკით არ ვიცი
    Culé [?]
    #19 4 დეკემბერი 2023 12:19
    6
    გიუი რას შვრება? ჟირონასთან ძირითადში დავაყენებდი მე პირადად
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    ფანი [?]
    #18 4 დეკემბერი 2023 12:17
    4
    ციტატა: tato777
    Barcafan-ი სადაა, რომ წერდა ჯერ ატლეტიკო გადაგვივლის მერე ჟირონაო და სულ ცოტა ხანში 6-7 ადგილამდე ჩამოვალთო და მერე საერთოდ გავვარდებით ლიგიდანო?! 😂😂 არ გამოჩნდება ალბათ ბარსას მორიგ წარუმატებლობამდე.

    გუშინ პირველი ტაიმი იყო ძალიან მაგარი და რომ არა რობერტას მაზილობა მინინუმ 2 ბურთით უნდა მოგვგო და მეორე ტაიმი წყნარად უნდა დაგვემთავრებინა. ყველაზე მაგრად მაინც ნახევარდაცვამ იმუშავა , ძუკნა ძაღლებივით დასდევდნენ ატლეს ნაჯახა ფეხბურთელები.

    მოიცა ახლა ხავიმ კიდე წააგოს და ეგრევე გამჩნდებიან მარტო ეგ კიარა კიდე ეგეთი უამრავი :დდ ეგრევე ხავიწვიდესო დაიწყებენ
    Culé [?]
    #17 4 დეკემბერი 2023 11:35
    9
    Barcafan-ი სადაა, რომ წერდა ჯერ ატლეტიკო გადაგვივლის მერე ჟირონაო და სულ ცოტა ხანში 6-7 ადგილამდე ჩამოვალთო და მერე საერთოდ გავვარდებით ლიგიდანო?! 😂😂 არ გამოჩნდება ალბათ ბარსას მორიგ წარუმატებლობამდე.

    გუშინ პირველი ტაიმი იყო ძალიან მაგარი და რომ არა რობერტას მაზილობა მინინუმ 2 ბურთით უნდა მოგვგო და მეორე ტაიმი წყნარად უნდა დაგვემთავრებინა. ყველაზე მაგრად მაინც ნახევარდაცვამ იმუშავა , ძუკნა ძაღლებივით დასდევდნენ ატლეს ნაჯახა ფეხბურთელები.
    ფანი [?]
    #16 4 დეკემბერი 2023 11:19
    6
    გუშინ იყო ნახევარდაცვის ბენეფისი

    ესე ნახევარდაცვის კარგი თამაში დიდი ხანია არ მინახია
    Culé [?]
    #15 4 დეკემბერი 2023 11:12
    11
    ჩავიი , შენ იყო ლუიშ ფიგუ , თუ დარჩენილი შეხვედრების 80 % მასეთი მოტივაციითა და ენერგიით არ ათამაშო გუნდიი !!! შეტევა ისევ დიდი თავისტკივილია , ძნელია უყურო ეტოოს , ვილიას , ანრის , პედრის , ნეიმარის , რონალდინიოს , სანჩესის , სუარესისა და მესის მერე , რასაც ცოდვილობს რაფინიაც, ტორესიც და ლევანაც კიი . ბოლო 20 წლის განმავლობაში , ალბათ ყველაზე სუსტი შეტევის ხაზი გვყავს . სულზე მოგვისწრო ფელიქსმაც , კანსელომაც და გიუნდოგანმაც . 3-4 თამაში კიდევ ესეთი და ბოლომდე მოიწამლება სამივე და მერე კიდევ უფრო მაგრა ათამაშდებიან. მე ვფიქრობ ზამთრის შესვენების შემდეგ გიუნდოგანის ბენეფისი იქნება , ბოლო ორი თამაშია იწყებს იმ ავანსების გაცემას, რის გამოც ბარსელონაშია. ფელიქსზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკია, სახლშია და მგონი დარჩება კიდევაც დიდი ხნით. რაც შეეხება როკეს , მგონია რომ ეგრევე დაიწყებს გოლების გატანას , ესენი ისეთებს მაზავენ.
    Culé [?]
    #14 4 დეკემბერი 2023 10:53
    3
    ციტატა: Ferran7
    ციტატა: CHEPE
    თუ კარგად არკვირდებით პედრი დეიონგი გიუნდოგანი როგორი სტაბილურია ცენტრში იმენა ბურთს სამივე იჭერს და ანაწილებს ფრენკი და გიუნდო მცველებამდე იწევენ და ამოაქვთ ბურთი..
    აქ კიდე პედრის არაფრად აგდებენ რა ფეცბურთელი ეგააო გეგონება ყველას ბელინგემივით უნდა გაჰქონდეს გოლები როცა გუნდში 3 შემტევია ძირითადში და 1 გამოქლიავდა მთავარი 9 იანი
    ამათ გარეშე ცენტრი რას გავდა და ჯერ კიდე ვერარიან ფორმაში ვერც პედრი ვერც ფრენკი და გიუნდოგანი კიდე აგონიაშია მაგრამ გუშინ ატლეტიკოს ბურთი არ დაანახეს 70 წუთი

    ვაფშე სხვადასხვა სტილი არიან პედრი და ბელინგემი ერთი ბურთის გამაკონტროლებერია მეორე იმენა შემტევი და გოლის გამტანი თან ბელინგემი არც თამაშობს თავის პოზიციაზე ცხრუ ცხრიანად თამაშობს და მიტო გააქვს ამდენი გოლიც და უკეთებენ პასს და უღეჭავენ რასაც ქვია ვფიქრობ რეალი ბეტისთან დაკარგავს ქულას და რაც ჩვენ შანს გვაძლევს რო ჟირონას მოვუგოთ და 1 ქულამდე შევამციროთ სხვაობა

    კი ძმა მაგას ვამბობ მეც რამდენი ხანია პედრისნაირი მომავალი რომ გეყოლება თუ ტრამვებმა არ გატანჯა არანაკლები გზა ექნება ინიესტაზე.. შემტევი ლოპესი გვყავს და თან რა ტექნიკურია გუშინ რაები აკეთა საჯარიმოში თავგზა აუბნია ატლეტიკოს მცველებს.. ასევე გავია მაგისთვის რომ შეუტიოს და აქეთ აპრესინგოს კიდეც პედრი სულ სხვაა როგორ ანაწილებდა და შლიდა გუშინ თამაშს პედრის პასი იყო თუ არ ვცდები რაფინიაზე ცენტრში და გოლი მოყვა მერე ფელიქსის
    რაც შეეხება მაგ თამაშს ბეტისი სახლის გუნდია და რეალს არასდროს უწვება თუ რამე არ მოხდა ბელინგემური გადარჩენები მანდ უნდა გატყდეს რეალი ერთი ეგეთი გატეხვა უნდა და ის პერიოდია რეგრესი რომ ეწყება რეალს თებერვლამდე უნდა ვისარგებლოთ როგორმე ფორმაში უნდა შევიდნენ გუშინ კაი იგრა ითამაშეს პროსტა ნერვები დამაწყვიტა უგოლოდ დარჩენილმა მომენტებმა
    წევრი [?]
    #13 4 დეკემბერი 2023 10:36
    2
    ციტატა: CHEPE
    თუ კარგად არკვირდებით პედრი დეიონგი გიუნდოგანი როგორი სტაბილურია ცენტრში იმენა ბურთს სამივე იჭერს და ანაწილებს ფრენკი და გიუნდო მცველებამდე იწევენ და ამოაქვთ ბურთი..
    აქ კიდე პედრის არაფრად აგდებენ რა ფეცბურთელი ეგააო გეგონება ყველას ბელინგემივით უნდა გაჰქონდეს გოლები როცა გუნდში 3 შემტევია ძირითადში და 1 გამოქლიავდა მთავარი 9 იანი
    ამათ გარეშე ცენტრი რას გავდა და ჯერ კიდე ვერარიან ფორმაში ვერც პედრი ვერც ფრენკი და გიუნდოგანი კიდე აგონიაშია მაგრამ გუშინ ატლეტიკოს ბურთი არ დაანახეს 70 წუთი

    ვაფშე სხვადასხვა სტილი არიან პედრი და ბელინგემი ერთი ბურთის გამაკონტროლებერია მეორე იმენა შემტევი და გოლის გამტანი თან ბელინგემი არც თამაშობს თავის პოზიციაზე ცხრუ ცხრიანად თამაშობს და მიტო გააქვს ამდენი გოლიც და უკეთებენ პასს და უღეჭავენ რასაც ქვია ვფიქრობ რეალი ბეტისთან დაკარგავს ქულას და რაც ჩვენ შანს გვაძლევს რო ჟირონას მოვუგოთ და 1 ქულამდე შევამციროთ სხვაობა
    Culé [?]
    #12 4 დეკემბერი 2023 10:33
    6
    ციტატა: Iniesta_8
    ლევანდოვსკი ძაან დამძორდა. ამდენი მომენტია გაფუჭება რაარი ლუკაკუ ხომარაა.

    არადა ჯეკას ვეძახდით მძორი გახდაო და იმას გაჰქონდა მაინც გოლები თუ საჯარიმოს აქეთ არ მოდიოდა დასახმარებლად წინ მომენტებს არანიავებდა 90% მაინც
    Culé [?]
    #11 4 დეკემბერი 2023 10:26
    3
    ლევანდოვსკი ძაან დამძორდა. ამდენი მომენტის გაფუჭება რაარი ლუკაკუ ხომარაა.
    Culé [?]
    #10 4 დეკემბერი 2023 10:25
    3
    თუ კარგად არკვირდებით პედრი დეიონგი გიუნდოგანი როგორი სტაბილურია ცენტრში იმენა ბურთს სამივე იჭერს და ანაწილებს ფრენკი და გიუნდო მცველებამდე იწევენ და ამოაქვთ ბურთი..
    აქ კიდე პედრის არაფრად აგდებენ რა ფეცბურთელი ეგააო გეგონება ყველას ბელინგემივით უნდა გაჰქონდეს გოლები როცა გუნდში 3 შემტევია ძირითადში და 1 გამოქლიავდა მთავარი 9 იანი
    ამათ გარეშე ცენტრი რას გავდა და ჯერ კიდე ვერარიან ფორმაში ვერც პედრი ვერც ფრენკი და გიუნდოგანი კიდე აგონიაშია მაგრამ გუშინ ატლეტიკოს ბურთი არ დაანახეს 70 წუთი
    წევრი [?]
    #9 4 დეკემბერი 2023 10:15
    5
    კარგი თამაში იყო იდეალურობამდე გოლები დაგვაკლდა 2-3 გოლი მაინც უნდა გაგვეტანა ნყ ლევანდოვსკიმ იმდენი შანსი ვერ გამოიყენა რავიცი არაბეთში გასაშვებია უკვე, ფელიქსი შესანიშნავი იყო, უეჭველი უნდა დავიტოვოთ ეგ ბიჭი,