მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კარლეს ნავალის Face palm

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კარლეს ნავალის Face palm

ხომ იცით ვინ არის კარლეს ნავალი? ჭაღარა, პუტკუნა კაცი, მუდმივად სათადარიგოთა სკამის სიახლოვეს რომ დგას, ან ზის. მოედანზე შესულებს რომ ამხნევებს და გამოსულებს რომ ამშვიდებს. ეგ კაცი კლუბშია 1972 წლიდან. ნახა კრუიფი, მარადონა, გიჟი ბრაზილიელები, მესი მის ხელშია გაზრდილი. რაც კი "ბარსას" თავს ხდება ყველაფრის ნაწილია და არაფერი მსგავსი არ მინახავს რაც გუშინ ვნახე - ერთ-ერთი პასის მერე, რომელიც აუტში გადავარდა, კარლეს ნავალმა სახეში შემოირტყა ხელი. ჩემთვის იდეალური სურათი გამოდგა. რა აღარ უნახავს ამ კაცს და ასეთი პასი.. ალბათ არასდროს. 

"ბარსა" კრიზისშია. ცუდ დროს მოუწევს "პორტუსთან" თამაში. თუმცა, მიმდინარე სეზონში კარგი დროც არ მახსენდება, იყო ერთი-ორი მაგარი თამაში და როცა ვიფიქრე რომ გუნდი ფორმაში შესვლას იწყებდა, სწორედ მაშინ აირია ყველაფერი. ჯერ ისევ მინიმალური სხვაობით მოგება დაიწყეს, მერე ხარისხი დაეცა, ბოლო დროს მოგებაც აღარ გამოდის. 

ქომაგი ნერვიულობს, ლაპორტაც ნერვიულობს და ალბათ ფიქრობს კიდეც ჩავის შემცვლელზე. დიდი მოთმინება აქვს, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჩავის გაშვება არ ემუქრება, თუ ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც არ მიგონა და საქმე არ გაირთულა. საკმარისად დიდი დრო გავიდა უკვე და ფაქტია, რომ ჩავი სიტუაციის გამოსწორებას ვერ ახერხებს. 

დანაკლისი

რამდენჯერაც სანაკრებო პაუზაზე გადის გუნდი, იმდენჯერ ცუდი ამბებით ბრუნდება. გავიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო, სეზონი მისთვის დასრულებულია. მე ჯერ არ მინახავს ფეხბურთელი, რომელიც ჯვარედინი იოგების ტრავმის მერე იმავე დონეს უბრუნდება. ეს ტრავმა მძიმე კვალს ყოველთვის ტოვებს, გარკვეულწილად შიშს აჩენს და მერე თამაში ძალიან რთულდება. ვნახოთ გავი რას იზამს, ჯერ ისევ პატარა ბიჭია, დიდი გულით, მის ორგანიზმს შეუძლია რომ მძიმე ტრავმას მოერიოს. 

გავის გარდა კაპიტანიც დაგვაკლდა. ტერ შტეგენი არ იყო და შტეგენი რა ძალაა "ბარსასთვის" ამის შეხსენება არც არის საჭირო, ბოლო წლებში ასეა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მიმაჩნია, რომ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ფაქტობრივად ნახევარი გუნდია. 

კარში პენია ვნახეთ, სკამზე იაკობაშვილი. პენიამ ისეთი ბურთი გაუშვა, რომელიც არ უნდა გაეშვა. ჩავიმ კი გაამხნევა მატჩის მერე, მაგრამ "ბარსას" საუკეთესო მეორე ნომერი ნამდვილად ვერ იქნება. ახლოსაც ვერ მივა, მაგალითად ბრავოსთან, პინტუსთან, რუშტუსთან, ან პეპე რეინასთან. ამ ჩამოთვლილებს დიდი როლი ჰქონდათ და რაღაც დროის მანძილზე პირველ ნომრადაც იდგნენ, პენია კიდე სხვა მოცემულობაშია, ნომერი მეორეც აღარ ჰქვია იმას, რა როლიც აქვს "ბარსელონაში". 

დაგვიბრუნდნენ 

თითქოს სულზე მოგვისწრო ფრენკი დე იონგმა, გავის ტრავმის მერე დე იონის დაბრუნება საუკეთესო ამბავია, მასზე ადრე დაბრუნდა პედრი, თითქოს უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა, მაგრამ პედრიმ მძიმედ დაიწყო, დე იონგი კი ძალიან შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ტრავმამდე იყო. გასაგებია, ლოგიკურია, ასეც უნდა იყოს. ფრენკის დრო სჭირდება ფორმაში შესასვლელად. მოვიცადოთ, დაველოდოთ და იქნებ რამეს დავემსგავსოთ, თორემ, ორიელ რომეუ ალბათ გაგვაგიჟებს. 

კიდევ ერთხელ გვანახა "ბარსას" საყრდენმა რომ ზედმეტია. დაახლოებით ისე როგორც პენია. ოღონდ პენიამ იცის რომ ძალიან იშვიათად მოუწევს გამოსვლა, რომეუ კიდე ბუსკეტსის შემცვლელად მოიყვანეს. ჩავი უკვე ფიქრობს ახალ საყრდენზე, აშკარად გვჭირდება ნორმალური საყრდენი, კარგზე და დიდებულზე საუბარიც არ არის. 

მანამდე კი დე იონგი აკეთებს ორი კაცის საქმეს, ოღონდ, ისე ცუდ ფორმაშია, რომ ერთი კაცის საქმეც არ გამოუვიდა. 

არაფერს არ ჰგავს 

ჩავისთვის რომ "რაიო" უხერხული მეტოქეს მაგას თავი დავანებოთ. გუნდი პაუზაზე გავიდა, ვიფიქრე ჩავი რამეს მოიფიქრებდა, რამეს მაინც გააუმჯობესებდა, საკმარისი დრო ჰქონდა საფიქრელად, რაღაცის შესაცვლელად, მაგრამ ფაქტია რომ ვერაფერი გააწყო. 

"ბარსას" თამაშის ყურება კბილის ექიმთან წასვლას დაემსგავსა. უკვე ძალდატანებით ხდება ყველაფერი. იცი რომ აუცილებელია, მაგრამ არ გინდა. 

ვიღაცები დაასვენა კიდეც "პორტუსთვის". როცა არაუხო არ არის მოედანზე "ბარსას" ყოველთვის აკლია აგრესია. მით უმეტეს, გავის არყოფნაში. წავაგეთ, მაგრამ ინიგოს თამაში მაინც მომეწონა. ძალიან რთულია ამ შეხვედრაში ვინმე მაინც მოგწონდებოდა, მაგრამ ინიგო კარგი იყო. არ ვიცი ითამაშებს თუ არა "პორტუსთან", ბოლო დროს ბევრად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე კუნდე. 

შემტევები კი ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. მომენტებს ქმნიან და ამ მომენტებზე რაღაც ილუზიებს ვაწყობთ. მაგალითად, იამალმა და რაფინიამ ორი კარგი მომენტი მაინც შექმნეს, ფერანისა და ჟოაუსგან ეგეც არ მახსოვს. ლევანდოვსკი ასეთ თამაშში აბსოლუტურად გამოუსადეგარია, რობერტი მაშინ მოიტანს სარგებელს, როცა "ბარსა" ისევ შეძლებს მეტოქის კარის სიახლოვეს ბურთის დაჭერას, აბა რომელი სივრცეში გამქცევი ლევანდოვსკია?! დაბერდა კაცი. 

ვნახოთ რა იქნება "პორტუსთან". ჩავი ცენტრალურ მატჩებს გაცილებით კარგად თამაშობს. ყველაფერი ორგანიზებული აქვს ხოლმე. შედეგს ყველა შემთხვევაში ვერ დებს, მაგრამ ორგანიზება ყოველთვის ეტყობა. "პორტუსთან" თამაშზე კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. საერთოდ, ორი წლის მერე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა დიდი ამოსუნთქვა იქნება ყველასთვის. შესაძლოა, ეს სტრესიც მოქმედებს ყველაზე. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #27 27 ნოემბერი 2023 08:38
    1
    ბეტისთან და ანტვერპენთან თამაშის გარდა ყველა მატჩი საზიზღრობა იყო, ქამბექები და ბოლო წუთზე გოლები ფარავდნენ 80 წუთიან სვარკებს. მწვრთნელის თუ არა აბა ეს ვისი ბრალია?
    ფანი [?]
    #26 27 ნოემბერი 2023 04:05
    1
    არ მგონია ამ გუნდს რომელიმე მწვრთნელმა უშველოს უბრალოდ დაფიქრდით გუნდი ფიზიკურად ძან სუსტია მოედანზე სისწრაფე და გააზრებული კომბინაციები არ კეთდება პასის კულტურა არ არის რითიც ბარსა ყოველთვის გამოირჩეოდა არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა უარი ბარსას სტილზე და შემტევ ფეხბურთზე მარცხენა ფლანგის დაცვა საერთოდ 0 ჟორდი ალბა გაუშვეს და ალონსო და ბალდე დატოვეს სრული კატასტროფაა გუნდში და ყველაზე ცუდი ის არის რო ელოდები თამაშს და თამაშის მაგივრად უყურებ ანტიფეხურთს სვარკას ვერ წარმოვიდგენდი ხავი ბარსას ასეთ უსახურ ფეხბურთს ათამაშებდა
    ფანი [?]
    #25 27 ნოემბერი 2023 01:23
    3
    ციტატა: akaki
    გამოსავალი ერთია რაც შეიძლება ხავიმ მალე უნდა გაასხას ბარსადან.თან გაიყოლოს თავისი მოწონებული ვითომ ფეხბურთელები.ტორესი.რაფინია.რომეო. და არის კიდევ ნაყარ ნუყარები. გვარდიოლას დაბრუნება თუ შეიძლება ყველა შანსი გამოიყენონ.ანდა ვინმე გამოცდილი ტრეინერი მოიყვანონ.გუნდი დაემსგავსა ქუჩის მოყვარულთა ფეხბურთს. ვინმეს თუ კი კიდევ აქვს ხავის იმედი?რომ ბარსას რამე ტიტულს მოაგებინებს.?
    ფანი [?]
    #24 26 ნოემბერი 2023 22:41
    1
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: walker599
    შეხედეთ ტოტენჰემს, შეხედეთ პირველი თამაშიაქ მარსელინიოს ვილიარეალში, მოკლედ წელს ხავის ალბათ არავინ გაუშვებს თუ ძაან არ გაიჩალიჩა მარა ეხლავე სიამოვმებით ვნახავდი სოსიედადის მწვრთნელს, არავინ არ ითხოვს რო ლიგა მოიგოს მარა ამ გუნდით მინიმუმ რაიოს უნდა უგებდე, შახტარს ბურთს არ უნდა ანახებდე და ალავესებს და სელტებს ბოლო წამზე არ უგებდე ძლივს

    წელს ბევრჯერ გადარჩა ბარსა მასე და აგერ უწია რაიოსთან სულ კოკა წყალს არ მოგიტანს იმდენი იძახეს ბალერინის ფანებმა რა იღბალა გუნდია წაგებულს სულ იგებსო აჰაა ახდა მათი ოცნებაც ვეღარ მოიგო გამართლებით ბარსამ

    გაგვიმართლა რომ ქულა წამოვიღეთ😀
    წევრი [?]
    #23 26 ნოემბერი 2023 21:52
    1
    ბარსა კრიზისში კი არა უკაცრავად და ტრაკშია.ჩავი იდი <<ცენზურის დარღვევა>>.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 26 ნოემბერი 2023 21:21
    1
    მწვრთნელის ბრალი უნდა იყოს ალბათ, მაგრამ დავიჯერო მოედანზე გასვლისას თვითონ ეუბნება ფეხბურთელებს არ ირბინოთ არ აპრესინგოთო და ბურთს რო საჯარიმოში მიიღებთ პარტნიორი არ ეძებოთო პასის გასაკეთებლად, ან კარში ძლიერად არ დაარტყათო? ის რო გუნდური თამაშის ნიშანწყალი აღარ აქვს გუნდს ფაქტია. ყველაზე მეტად ის მაკვირვებს მე-80 წუთზე რო აჩქარდებიან ხოლმე და მანამდე უაზროთ რო აგორებენ ბურთს.
    გულშემატკივარი [?]
    #21 26 ნოემბერი 2023 20:08
    0
    ციტატა: marco reus 11
    ბარსელონას ოფიციალური ფეისბუქი დებს ამას , რო რაფინია არის ჯადოქარი
    My Webpage
    ხოდა მემგონი არარი მარტო მწვრთნელშიც საქმე და დაბალი დონის ფეცბურთელებით გავისო გუნდი , არ ვიცი :დ

    მაგ ჯადოქარს 16 წლის ბავშვი არ ახედებს სკამიდან და რავიცი აბა, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო
    ფანი [?]
    #20 26 ნოემბერი 2023 19:48
    1
    მარკეს ჰამოდი იქნებ შენ მაინც გვიშველო მარტო ლამაზი ფეხბურთი რო ათამაშო გუნდს მაგაზეც მადლობას გეტყვი
    Culé [?]
    #19 26 ნოემბერი 2023 19:10
    1
    ციტატა: walker599
    შეხედეთ ტოტენჰემს, შეხედეთ პირველი თამაშიაქ მარსელინიოს ვილიარეალში, მოკლედ წელს ხავის ალბათ არავინ გაუშვებს თუ ძაან არ გაიჩალიჩა მარა ეხლავე სიამოვმებით ვნახავდი სოსიედადის მწვრთნელს, არავინ არ ითხოვს რო ლიგა მოიგოს მარა ამ გუნდით მინიმუმ რაიოს უნდა უგებდე, შახტარს ბურთს არ უნდა ანახებდე და ალავესებს და სელტებს ბოლო წამზე არ უგებდე ძლივს

    წელს ბევრჯერ გადარჩა ბარსა მასე და აგერ უწია რაიოსთან სულ კოკა წყალს არ მოგიტანს იმდენი იძახეს ბალერინის ფანებმა რა იღბალა გუნდია წაგებულს სულ იგებსო აჰაა ახდა მათი ოცნებაც ვეღარ მოიგო გამართლებით ბარსამ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 26 ნოემბერი 2023 18:59
    0
    ბარსელონას ოფიციალური ფეისბუქი დებს ამას , რო რაფინია არის ჯადოქარი
    My Webpage
    ხოდა მემგონი არარი მარტო მწვრთნელშიც საქმე და დაბალი დონის ფეცბურთელებით გავისო გუნდი , არ ვიცი :დ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გულშემატკივარი [?]
    #17 26 ნოემბერი 2023 18:53
    1
    შეხედეთ ტოტენჰემს, შეხედეთ პირველი თამაშიაქ მარსელინიოს ვილიარეალში, მოკლედ წელს ხავის ალბათ არავინ გაუშვებს თუ ძაან არ გაიჩალიჩა მარა ეხლავე სიამოვმებით ვნახავდი სოსიედადის მწვრთნელს, არავინ არ ითხოვს რო ლიგა მოიგოს მარა ამ გუნდით მინიმუმ რაიოს უნდა უგებდე, შახტარს ბურთს არ უნდა ანახებდე და ალავესებს და სელტებს ბოლო წამზე არ უგებდე ძლივს
    წევრი [?]
    #16 26 ნოემბერი 2023 17:42
    2
    ციტატა: akaki
    გამოსავალი ერთია რაც შეიძლება ხავიმ მალე უნდა გაასხას ბარსადან.თან გაიყოლოს თავისი მოწობებული ვითომ ფეხბურთელები.ტორესი.რაფინია.რომეო. და არის კიდევ ნაყარ ნუყარები. გვარდიოლას დაბრუნება თუ შეიძლება ყველა შანსი გამოიყენონ.ანდა ვინმე გამოცდილი ტრეინერი მოიყვანონ.გუნდი დაემსგავსა ქუჩის მოყვარულთა ფეხბურთს. ვინმეს თუ კი კიდევ აქვს ხავის იმედი?რომ ბარსას რამე ტიტულს მოაგებინებს.?

    სადღაც წავიკითხე ბარსა ახალ მწვრთნელს ეძებსო და ძლივს მიხვდნენ რო ასე ვე წავლენ წინ
    ფანი [?]
    #15 26 ნოემბერი 2023 17:30
    1
    გამოსავალი ერთია რაც შეიძლება ხავიმ მალე უნდა გაასხას ბარსადან.თან გაიყოლოს თავისი მოწობებული ვითომ ფეხბურთელები.ტორესი.რაფინია.რომეო. და არის კიდევ ნაყარ ნუყარები. გვარდიოლას დაბრუნება თუ შეიძლება ყველა შანსი გამოიყენონ.ანდა ვინმე გამოცდილი ტრეინერი მოიყვანონ.გუნდი დაემსგავსა ქუჩის მოყვარულთა ფეხბურთს. ვინმეს თუ კი კიდევ აქვს ხავის იმედი?რომ ბარსას რამე ტიტულს მოაგებინებს.?
    ფანი [?]
    #14 26 ნოემბერი 2023 17:11
    1
    ციტატა: CuleTillIDie
    ❗️| FC Barcelona fear that the match against FC Porto will be an Eintracht 2.0, in terms of visiting fans.

    [Via: Carrusel Deportivo]

    :D :D :D

    სწორედ მაგის ღირსები არიან ახლა აინტრახტთან უეჭველი მოგებუკი ეგონათ და სოციოებმა ინიტო გაყიდეს ბილეთები მარა ახლა ჩავის თამაში ამოუვიდათ ყელში და სოწრსაც იზამენ გამოაფხიზლებენ ლაპორტას
    Culé [?]
    #13 26 ნოემბერი 2023 16:53
    1
    ამათმა პრესინგი თუ არ ისწავლეს ესე ნეჟნი გაურყეველი თამაშით და 80 წუთის მერე გოლის გატანებით შორს ვერ წავლენ ვერც ახალგაზრდები განვითარდებიან და რეგრესი იმატებს მაგრად თან ბალდე, ფერანი, რაფინია, ჯერ პედრი და დეიონგი ხოდზე ვერ არიან და გავიდა პირველი წრე ასე
    გულშემატკივარი [?]
    #12 26 ნოემბერი 2023 16:29
    0
    ციტატა: rivaldo80
    კაი ჩვენ ცუდ ფორმაში ვართ ეს ტრავმების ეპიდემია გასაგებია მაგრამ აი ამ ლალიგის გუნდების მარაზმი როდის უნდა დამთავრდეს ესეიგი გოლს გაიტანენ და ჩაჯდებიან დაცვაში არ ამოდიან ყველაზე დიდი ღადაობა ისა რომ გაუთანაბრებ და მაინც უკან რჩებიან არ ამოდიან იმიტომ რომ ფრეც აწყობს 😂😂😂😂😂 აქ ბევრს გონია ადვილია ლალიგის თამაშები მაგრად ცდებით ურთულესია მსგავსი ტაკტიკის გუნდებთან გამუდმებით თამაში.მაგიტომაც ბევრი ფეხბურთელო სხვაგან დაფრინავს ლალიგაში ვერა.ნუ სამარცხვინო მსაჯობაზე საუბარიც აღარ ღირს


    მერე ხავიმ არ იცის რო ანალოგიური ტაკტიკით გვეთამაშება ყველა საშუალო დონის გუნდი ლალიგაში? უნდა დააყენოს შემადგენლობა სოლიდური, უნდა შეუტიოს თავიდანვე. ეს კიდე 2 საყრდენით ეთამაშება საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებს... პრესინგი ამათ არ აქვთ, ბურთს ვერ ვიჭერთ საერთოდ გააზრებულ სამსვლიან გათამაშებასაც კი ვერ ვაკეთებთ.
    [?]
    #11 26 ნოემბერი 2023 16:24
    2
    ციტატა: BarcaFan❤💙
    მეორე მეკარეებში რომ სილესენია რ იყო ნახსენები გატეხა ტიპი ყველაზე ძლიერი მეორე მეკარე იყო ბარსას ისტორიაში ალბათ და ვისში გაცვალეს ნეტოში😀
    და პროტუსთან თამშზე მე პირადად მირჩევნია წავაგოთ და ჩავი ეგრევე გააგდონ და მე2 ადგილით გავიდეთ ჯგუფიდან ვიდრე მოვიგოთ და მერე 1/8 ფინალში გადაგვკუზონ თან ისეთი ბედი გვაქ ნაპოლი,მილანი,პსჟ,გალა,დორტმუნდი,ნიუკასლი ამათდაგნ რომელიმე შეგვხვდება

    მთელი უბედურება ისაა რო რომც წავაგოთ მაინც არ გაუშვებენ ხავის, სიქიმაა ლაპორტა, ჯერ საერთოდ არ მოყავდა, ახლა მოიყვანა და დაელოდება განუსაზღვრელი ვადით, თან არც შემცვლელი ყავს შერჩეული და არც ფინანსურად არის გუნდი მზად მაგის გასაშვებად, მეც ვამბობ ხოლმე ნეტა წავაგოთ და გაუშვან ეს თავკომბალა თქო მარა ყოველი წაგება გვიუარესებს ფიანსურ მდგომარეობას და პლიუს შანსს რო ხავის იქნებ და გაშვების მერე რამე დავქაჩოთ, თუნდაც ლა ლიგა. მე მაინც დავიტოვებ იმედს რო სეზონის მეორე ნახევარს უკეთ ჩავატარებთ, მწვრთნელის არა, უშუალო ფეხბურთელების ხაჯზე. თუ შევიდა ფორმაში ფრენკი, გადაედება ყველას, მერე პედრიც შევა და ასე შემდეგ. თორე ხავის იმედი ყველაზე ბოლოს მაქვს. და თუ ესე მოხდა და გუნდს გაეხსნა ასე თუ ისე და ავთამაშდით, ჯობს ლიგაზე ლანსი გვყავდეს და არა ბაიერნი რომელსაც ფორმაში ყოფნისასაც ვერ მოვუგებთ. მოკლედ რავიცი რისი იმედი უნდა გვქონდეს, მანჩესტერივით ვწურავთ 1-0 ებს და კატასტროფა გუნდი ვართ, მარა მანჩეს ფული აქვს, წავა იყიდის ვისაც უნდა ჩვენ ისევ რომეუს დონეებს და თავისუფალ აგენტებს უნდა ვდიოთ
    Culé [?]
    #10 26 ნოემბერი 2023 16:05
    0
    ❗️| FC Barcelona fear that the match against FC Porto will be an Eintracht 2.0, in terms of visiting fans.

    [Via: Carrusel Deportivo]

    :D :D :D
    --------------------
    #infinit8iniesta
    გულშემატკივარი [?]
    #9 26 ნოემბერი 2023 15:46
    3
    ხალხო, არცერთ ფეხბურთელს არ ესმის ერთმამეთის, არცერთ ფეხბურთელს არ აქვს პროგრესი და რეგრესიაქვს, როგორც ფატის ისე ფერანს ისე ბალდეს ისე რაფინიას და ა.შ ეს უშუალოდ მწვრთნელის ბრალია მწვრთნელის !
    ფანი [?]
    #8 26 ნოემბერი 2023 14:26
    3
    #ჩავიწადი