მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იფელი სამუს დევნაში

დრო და დრო იყო ხოლმე იფეში წყლის პრობლემა. უფრო სწორად, ყოველთვის იყო და ხანდახან რაღაცას მოახერხებდნენ. წყალი განძია იფეში, ამიტომ ოდითგანვე ნადირობდნენ და ძლიერი ისაკუთრებდა. ამ ძლიერებს კიდევ ოჯახები ჰყავდათ და დაესაკუთრნენ იფეს წყლებს. ბავშვები კიდევ წყლის მცველებად გაზარდეს, განძს ხომ დაცვა სჭირდება. იცავდნენ სხვა ტომელებისგან და ხანდახან იმ ცხოველებისგანაც რომელთაც შიგ ჩახტომა და ნებივრობა უყვარდათ. იცავდნენ სიცოცხლის ფასადაც, იმიტომ, რომ წყალი თავისთავად ნიშნავდა სიცოცხლეს. 

იფელები ასე შიშველი ხელებით დაეტაკებოდნენ ხოლმე ყველას, თუ გაიქცეოდა მისდევდნენ და ვაი მათი ტყავის ბრალი თუ ხელში მოიგდებდნენ. ამ წყლის მცველებმა კიდევ ბევრი იარეს, რაღაც იშოვეს, რაღაც გაყიდეს და სხვადასხვა მხარეს მოედნენ. მათ შორის, ესპანეთსაც. მაგრამ, გენები ხომ იცით, ყოველთვის თავისას შვება. შეიძლება შარვალ-კოსტუმში გამოეწყო, მაგრამ ვიღაც საეჭვო თუ გაიქცევა გაეკიდები. 

ჰოდა, დაიწყო თამაში და ეს გენეტიკურად იფელი გაიქცა და გაიქცა.. მითი კუნდეს კარგ მცველობაზე თავზე გადაახია "მონჟუიკის" ბინადრებს. სამუელ ომოროდიონი კი ამბობს ესპანელი ვარ, აქ დავიბადეო, მაგრამ გენეტიკა ძმებო, გენეტიკა, მაგის დიდი ბაბუა ლომებს დასდევდა ლაგატკით. 

ვის აღარ დაუსხლტა, მიეჯახა და გადააგდო. ჩოუარა ქორივით. ისე დაჩაგრა ყველა, ჩავიმ პირველ ტაიმშივე თხოვა არაუხოს, შენი ჭირიმე, კუნდეს ადგილი გაუცვალე და ხელფასს დღესვე მოგიმატებთო. 

გაუცვალა. 

არაუხო კიდე "გარა ჩარუას" შვილია. ურუგვაული ფეხბურთის ფილოსოფია ინდიელი ტომების დანატოვარით სულდგმულობს. არ ჰგავს კრუიფის ფილოსოფიას, გონებას არ მიჰყვება, უფრო გულთან აქვს საქმე - რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო მაგრად შემიძლია თამაში. რაღაც ასე ლაგდება მაგათი ლეგენდა. იმიტომ, რომ ინდიელები საზღვართან ძალიან ცოტანი იყვნენ და არც ურუგვაელები არიან ბევრნი, მუდმივად ბრძოლა უწევდათ გადარჩენისთვის, არაუხო "გარა ჩარუას" ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. 

დაუდგა და დაუკარგა გაქცევის სურვილი. 

რა მაგრად მოიფიქრეთ! 

ნახეთ როგორ დაიწყეს თამაში? სპალეტის "ნაპოლივით" დადგნენ და გვაფიქრებინეს პირველივე წამებიდან თავს უნდა დაესხან მეტოქესო, ჰოდა, პირველივე წუთზე მივიღეთ გოლი. დასაწყისიც ასეთი უნდა. თან პირველი შემთხვევა ხომ არ არის? გუნდი იწყებს თამაშს და უკვე შარშია. 

ფაქტია, რომ ჩავიმ დაკვეთა ვერ შეასრულა. მოთხოვნა იყო ლამაზ თამაშზე, დამაჯერებელ მოგებაზე, "ბარსამ" კი ვერცერთი აჩვენა მაყურებელს. ეს მაყურებელიც მაგარი შეთხელებული იყო, არ გაუვსია სტადიონი და მაგაზე მერე დავწერთ რატომ არ დადიან მრავლად "მონჟუიკზე". 

სამუს შეეძლო თამაში პირველივე ტაიმში მოეკლა. ოთხი გოლის გატანა შეეძლო თავისუფლად, მაგრამ მეტად უკლასო ვინმე ჩანს, ჯანზეა, სწრაფია და ბურთი კომბოსტო ჰგონია. აბა, ეგრე როგორ უნდა დაარტყას ფეხბურთელმა?! თავის ღმერთებს გაუწყრა, ეს სად დამარტყმევინეთო?! გეგონება სხვისი ფეხი იყოს. 

ვერ მოკლეს თამაში და "ბარსასთან" სახიფათოა ეს ამბავი, რადგან ჩავის თუ რამე გამოსდის თამაშის დაქამბექებაა. შეუძლია, ამის უნარს ვერ წავართმევთ. უკვე მერამდენე პირველი ტაიმი ჩააფლავა სათვალავი ამერია. ძალიან იშვიათია ჩავის ხელში კარგი ლამაზი პირველი ტაიმი. მაგრამ, იმედი ყოველთვის ბოლომდე შემომრჩება ხოლმე. 

რაღაც ექსპერიმენტული

ბუსკეტსის წასვლა რომ დიდი პრობლემა იქნებოდა ეს ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, როცა იაია ტურე წავიდა. რაღაც სხვა მოიტანა სერხიომ საყრდენ ზონაში და ამის შევსება აღარ გამოვა. მერე ვნახეთ სულ სხვა სტილის დე იონგი, რომელსაც თავად სჭირდება ხოლმე დამზღვევი ექვსიანი, მაგრამ გაჭირვების ჟამს გამოდგება ამ პოზიციაზე. ილქაიც ვნახეთ რამდენჯერმე საქმეში. რომეუ კი როგორც ვივარაუდეთ სუსტი გამოდგა. ახლა დაიწყო ახალი საყრდენის ძიება, მაგრამ ურთულესი საქმეა ასე სწრაფად ვინმე იპოვო, მით უმეტეს, ასეთი ფინანსური პრობლემებით. 

ილქაი შეცდა და "ბარსამ" გოლი მიიღო. ეგეთი პოზიციაა. ერთი შეცდომის ფასი ძალიან ძვირია. 

ისევ ფრენკის მიუსჯიან ამ პოზიციას. თანაც, დაბრუნებიდან ძალიან მალე. 

პედრი შორს არის სასურველი ფორმისგან, გასაგები და ნორმალურია. აი, ყველაზე მეტად რაც ცუდად მხვდება თვალში, ჟოაუს ამოვარდნაა. გოლებით დაიწყო, მერე კარის კარკასზე გადავიდა, ახლა კი ახლოსაც არ არის გატანასთან. ნელ-ნელა დასცილდა სასურველ მოცემულობას, იმის საპირისპირო გზით წავიდა, რასაც ველოდით. თანაც, გრძელდება ეს ყველაფერი უკვე ზედმეტად დიდხანს. 

ვეღარც ფერმინი ბრწყინავს ისე, როგორც მიგვაჩვია. ლამინე კი თამაშში ერთი-ორ მომენტს ყოველთვის შექმნის. დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ არის ჯერ პროდუქტიული, პრაქტიკასთან ერთად ეგეც გამოსწორდება. მთავარი პრობლემა კი ისევ წარსულში გვაბრუნებს, ამას მაშინ ვწერდით, როცა ჩავიმ პირველი სეზონი დაიწყო - შემტევებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან. 

ლევანდოვსკის დუბლი 

კარგი გოლი იყო. ძალიან კარგი. ასეთები საუკეთესო ფორმაში რომ იყო მაშინ გაჰქონდა. კუნდემ კი რაღაც მხრივ სახე შეინარჩუნა, კიდევ კარგი სამუს მაინცდამაინც არ უყვარს გოლების შეგდება თორემ კუნდეს 3-4 საგოლე პასი დასჭირდებოდა აზრზე მოსასვლელად. 

ლევანდოვსკის გოლამდეც ჰქონდა ერთი კარგი მომენტი. გიუნდოგანმა ძალიან კარგი პასი გაუკეთა, ამანაც მაგრად ჩამოიღო, მაგრამ მომეჩვენა რომ ისევ სისწრაფე დააკლდა, იმხელა პაუზა აიღო მეკარემ სივრცე შეამცირა და რთული გახდა გატანა. სანამ თამაშობს ლევანდოვსკისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ, ბევრი ნამდვილად არ დარჩენია. 

ჩაიწერა ჩავიმ ისევ ნაწვალები სამი ქულა და გავედით კიდევ ერთ სანაკრებო პაუზაზე. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომ გუნდი კარგად იყენებს პაუზებს, პირიქით, სულ უკან მიდის ყველაფერი. ახლა ჩავი ალბათ უკვე ლოცულობს რომ ყველა ჯანმრთელი დაბრუნდეს, მერე კიდე დაიწყება გადამწყვეტი ეტაპი, ორწლიანი საჩემპიონთალიგო გვალვის დასასრულებლად. ამის პარალელურად კი "ატლეტიკოსთან" და "ჟირონასთან" მატჩებიც ახლოვდება. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #18 15 ნოემბერი 2023 02:45
    0
    ოთიკო, გეთანხმები.ამოვიდა ყელში.ამდენი უაზრო პასები.უაზრო ჩაწოდებები.და რა უბედურებაა ჩქარ პასს ვერ აკეთებენ წუთი უნდებიან ბურთის მიღება დამუშავებას და სწორ პასს.და ერთს ვიტყვი კიდო.ეგ ჩემი აზრია.სანამ ბარსას ტორესი.რაფინია.რომეო.ეყოლება გუნდი ასეთ დღეში იქნება.ის ბავშვი დაკარგა მთლად ამ ჩემისამ.გუო თუ გოუა ...მიცეს კიდო შანსი.მარა ჩემი აზრით ხავი გასაშვებია ბარსადან.
    ფანი [?]
    #17 14 ნოემბერი 2023 19:24
    0
    ციტატა: BarcaFan❤💙
    ციტატა: Frenkie de Jong_
    იამალი იმენა ღორია,ლევანდოვსკიმ სწორად გაუჭედა, ნუ ხელი უნდა ჩამოერთვა ბავშვია ჯერ , მარა ზედმეტად თვითდაჯერებულია და ეგეთი ფეხბურთელები რას იგებენ ყველამ კარგად ვიცით.

    ხეკი არა ის უნდა ჩამოერთვა კიდე მადლობა თქვას იქვე რო არ წამოარტყა თავში პირველი შემთხვევა არაა რომ 16 წლის ლაწირაკი ცდილობ თამაშის თავის თავზე აღებას ეგ ამ ეგოთი ვერსად ვერ წავა შორს ახლა დააფასებთ ფატის ხასიათს ტიპი ამის ასკაში ინტერს ტოვებდა ლიგაზე და მაინც ისევ ისეთი წყნარი იყო და ამან რა გააკეთა საამისო რომ ასე იქცევა?😀 ვაღიაროთ რომ ერთი უბრალო უნიტელექტო ფლანგია ცხენი იქნება მომავალში და მეტი არაფერი სანამ კარგი პრესა აქვს ჯობია რომ გამოიყენონ და ვინმე წესიერ და ნამდვილ ტალანტში გაცვალონ მაგალითად ლეაოში

    ლეაოს 1 კიკინას მოგვცემენ იამალის სანაცვლოდ დაჟე ბუკეტისთვის ფატი დავამატოთ 😂😂😂
    Culé [?]
    #16 13 ნოემბერი 2023 21:21
    1
    ციტატა: me da barca
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: Gaucho24
    სანამ ფრენკი არ დაბრუნდება და ფორმას არ აკრეფს , როგორც ვივარაუდე მისი გამოკლებისთანავე , ასეთი მატჩები გვექნება , რაც შეეხება ლევანდოვსკის ვინმემ ტრაკი უნდა დააყენებინოს და ის ვიდეო ჩაურთოს ერთი ერთზე გასულმა ცარიელ კართან რაფინიას პასი რომ არ მისცა და მიუნხენში დაარტყა თითქმის ცენტრიდან..

    როდის ვიძახდით ჩვენ რომ წინ ბევრი მსგავსი თამაში გველოდება და რატომ აქვს ამ ხალხს ილუზია რომ გუნდი ტიკიტაკათი ულამაზეს სპეკტაკლებს დადებს დღემდე ვერ ამოვხსენი😂😂😂 ესეიგი ლივეს ჩელსის მანჩეს იუვეს კრიზისი კრიზისია და ბარაასი არა ხავია მარტო დამნაშავე თორე ფლიკი რომ იყოს იფრენდნენ😂😂😂😂 ლევანა ძააან ნერვებზე იყო გუშინ და იმედია ამ გოლებით დამშვიდება

    არა გუნდი ნამდვილად ვერ იფრენს ვერავის ხელში , ზუსტად ვიცი ეს , გუარდიც რომ დაბრუნდეს დრო დაჭირდება , ხავის ხელში სტილი დაკარგა გუნდმაო , მაგრამ ხავის კი არა ვალვერდეს ხელში დაკარგა და იქიდან მოყოლებული მხოლოდ ცუდი მოხდა , ხავისაც ბევრი შეცდომა აქვს მაგრამ ბევრი კარგიც ჩანს სხვა ყოფილი მწვრთნელებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ გუნდი კრიზისშია , ამას დაემატა უსაყრდენობა , გიუნდოგანი საყრდენზე მინუს 2 კაცს უდრის რადგან საყრდენზე არ ვარგა და მისი პოზიციაც ცარიელი რჩება , ფერმინი არაა მაგ დონის ცენტრი მარტომ აკონტროლოს რადგან პედრი ჯერ ფორმაში არაა , დღევანდელ ფეხბურთში ცენტრი თუ არ გყავს ვერ იგებ , თუ მესი არ გყავს , უბრალოდ ხავის მე პირადად ყველაზე მთავარ დანაშაულად იმას ვხედავ რომ ფრენკის არ ყოფნაში ისევ ჯიუტად 4 მცველიან ტაქტიკას იყენებს არადა 3 მცველიანი ტაქტიკა უკან სივრცეების ამოვსების საშუალებას მაინც მოგვცემდა , და წინ რაც შეეხება სრული კატასტროფაა , მანდაც კი გვეტყობა ფრენკის არ ყოფნა , ლევანა ფორმისგან ძაან შორსაა , რაფინია და ტორესი მოედანზე რომ არიან მეტოქე მცველეს უხარიათ , იამალი 16 წლისაა ჯერ , 16 წლის , 16 ! და ფელიქსს უწევს უკან ცენტრში დახევა რომ ბურთი მიიღოს და შეტევა დაიწყოს , რაც ხშირად არ გამოსდის , მარტო ფელიქსი ვერც გაამწვავებს , ერთი მეურვე და ერთი დამზღვევი ყოფნის რომ ჩაიკეტოს და 60 წუთზე უკვე დაღლილია , არავინ გვყავს ვინც თავის თავზე აიღებს თამაშს , გაამწვავებს და სივრცეებს გახსნის , როცა ფრენკი დაბრუნდება ბევრი რამე მოგვარდება , მაგრამ აუცილებლად მოსაყვანია ლიდერი , ვარსკვლავი , რომელიც თავის ტკივილს გაუჩენს მეტოქეს , და მოკლავს , აღარც ეშინიათ ან სივრცის დატოვების , ან შეცდომის დაშვების , ან უყურადღებობის , რადგან არავინ არის ისეთი ვინც ამით ისარგებლებს , კრეატივი არავის აქვს და მაგიტო ვუყურებთ ჩაწოდებებს , ცენტრში ბურთის გორაობას , რაც შეეხება კომბინაციურ შეტევას , სადაც მეტობას შევქმნით და გოლის შანსი გაგვიჩნდება მაგას ფრენკი ჭირდება , განა იმიტომ რომ ფრენკი იზამს მაგას ( მიუხედავად იმისა რომ შვრებოდა და შვრება ) არა იმიტომ რომ სწრაფი კონტრშეტევის საფრთხე შემცირდება , დააზღვევს , ბურთს ამოიტანს , მეტობას შექმნის , ხელფეხს გაუხსნის პედრის გიუნდოგანს და ფელიქსს , და საერთოდაც რაფინია ტორესის და 16 წლის იამალის თამაშს , ფრენკისთან ერთად თუ მის გარეშე , ჯობს 3 ცენტრალური მცველით ითამაშოს და კანსელუს უფეო მეტი თავისუფლება მიეცეს და ეგ დადგეს ლატერალად , ნუ ვნახოთ იმედია ახლა არავინ დაგვემტვრევა და სანაკრებოს შემდეგ სრული შემადგენლობით ვნახოთ რა იქნება , უბრალოდ ხავის გაშვებას არ ვემხრობი რადგან გასაგდები ჯერ არაფერი უქნია , ბევრი კარგიც ქნა და თან უკეთესს ვერც მოვიყვანთ.. უბრალოდ ბევრ რამეზე აქვს სამუშაო და ბევრი რამეა შესაცვლელი ...

    ლიდერი კი არა ზე ვარსკვლავი, რომ მოუყვანონ ჩავის იმასაც გამოალენჩებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ყველა უკეთ თამაშობდა ყოფილ გუნდებში და ნუთუ ყველა გამოშტერდა? ჩავი რომ თავის დონეზე არ დგას იმიტომ კინკლაობენ ფეხბურთელებიც ერთმანეთში. ფრენკის არ ყოფნა გვეტყობა, კი ბატონო, მაგრამ სახლში ალავესის და გრანადას დონის გუნდებს 9 კაცითაც უნდა უგებდეს ბარსა. ამ დროს კი ნებისმიერი სუსტი გუნდი პრობლემას გვიქმნის, გინდა სახლში, გინდა სტუმრად.

    სრულიად შესაძლებელია , კი , შეიძლება ხავის ბრალიც არის ბევრი რამე , მაგრამ ბევრი არც ხავის ბრალია , ვნახოთ ეს სეზონი როგორ დამთავრდება , ყველა რომ გვეყოლება როგორი ტაქტიკა გვექნება და ა.შ , მაგრამ ახლა ამ მომენტში მე უბრალოდ სხვა უკეთეს ვარიანტს ვერ ვხედავ ხავის შემცვლელად , დიდი ალბათობით შემდეგ წელსაც ხავი გვეყოლება , თუ რამე სასწაული არ მოხდა , ან ჯგუფში არ ჩავრჩოთ , ან გადაბმულად არ წავაგეთ მატჩები , ან ვინმემ საჯაროდ არ დაიწყო კრიტიკა , ან არ გავნადგურდით , ხავი დარჩება , ვნახოთ სანაკრებოს შემდეგ ფრენკი რომ დაბრუნდება რას შემოგვთავაზებს მაესტრო , ფეხბურთელობაზე ხმას არ ვიღებ , მაგრამ როგორც მწვრთნელი როგორც ცუდი ასევე კარგიც მახსოვს და ვხედავ , გუნდი რომ კრიზისში არ ყოფილიყო მის მოსვლამდე და ახლაც რომ არ იყოს , და წინა მწვრთნელები კიკე კუმანი ვალვერდე რომ არ იყვნენ , ალბათ მეც ვისურვებდი ხავის გაგდებას , მაგრამ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით , ძალიან ბევრის , და იმის რომ წინა წელს დუბლი შეასრულა , და სავარაუდოდ წელსაც გამოკრავს ხელს , არ ვიცი , ასე პირდაპირ ვერ გავაგდებდი და მთლად არასწორიც არ მგონია , რადგან ბარსელონას რისკის არც დრო აქვს და არც საშუალება , მოდი ვნახოთ ის როგორი ტრენერი იქნება ამას ვერ იზამენ , ასე რომ მოთმინება და იმედია რაც დაგვრჩა და სხვა გზა უბრალოდ ჯერ არ გვაქვს..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 13 ნოემბერი 2023 20:19
    2
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: Gaucho24
    სანამ ფრენკი არ დაბრუნდება და ფორმას არ აკრეფს , როგორც ვივარაუდე მისი გამოკლებისთანავე , ასეთი მატჩები გვექნება , რაც შეეხება ლევანდოვსკის ვინმემ ტრაკი უნდა დააყენებინოს და ის ვიდეო ჩაურთოს ერთი ერთზე გასულმა ცარიელ კართან რაფინიას პასი რომ არ მისცა და მიუნხენში დაარტყა თითქმის ცენტრიდან..

    როდის ვიძახდით ჩვენ რომ წინ ბევრი მსგავსი თამაში გველოდება და რატომ აქვს ამ ხალხს ილუზია რომ გუნდი ტიკიტაკათი ულამაზეს სპეკტაკლებს დადებს დღემდე ვერ ამოვხსენი😂😂😂 ესეიგი ლივეს ჩელსის მანჩეს იუვეს კრიზისი კრიზისია და ბარაასი არა ხავია მარტო დამნაშავე თორე ფლიკი რომ იყოს იფრენდნენ😂😂😂😂 ლევანა ძააან ნერვებზე იყო გუშინ და იმედია ამ გოლებით დამშვიდება

    არა გუნდი ნამდვილად ვერ იფრენს ვერავის ხელში , ზუსტად ვიცი ეს , გუარდიც რომ დაბრუნდეს დრო დაჭირდება , ხავის ხელში სტილი დაკარგა გუნდმაო , მაგრამ ხავის კი არა ვალვერდეს ხელში დაკარგა და იქიდან მოყოლებული მხოლოდ ცუდი მოხდა , ხავისაც ბევრი შეცდომა აქვს მაგრამ ბევრი კარგიც ჩანს სხვა ყოფილი მწვრთნელებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ გუნდი კრიზისშია , ამას დაემატა უსაყრდენობა , გიუნდოგანი საყრდენზე მინუს 2 კაცს უდრის რადგან საყრდენზე არ ვარგა და მისი პოზიციაც ცარიელი რჩება , ფერმინი არაა მაგ დონის ცენტრი მარტომ აკონტროლოს რადგან პედრი ჯერ ფორმაში არაა , დღევანდელ ფეხბურთში ცენტრი თუ არ გყავს ვერ იგებ , თუ მესი არ გყავს , უბრალოდ ხავის მე პირადად ყველაზე მთავარ დანაშაულად იმას ვხედავ რომ ფრენკის არ ყოფნაში ისევ ჯიუტად 4 მცველიან ტაქტიკას იყენებს არადა 3 მცველიანი ტაქტიკა უკან სივრცეების ამოვსების საშუალებას მაინც მოგვცემდა , და წინ რაც შეეხება სრული კატასტროფაა , მანდაც კი გვეტყობა ფრენკის არ ყოფნა , ლევანა ფორმისგან ძაან შორსაა , რაფინია და ტორესი მოედანზე რომ არიან მეტოქე მცველეს უხარიათ , იამალი 16 წლისაა ჯერ , 16 წლის , 16 ! და ფელიქსს უწევს უკან ცენტრში დახევა რომ ბურთი მიიღოს და შეტევა დაიწყოს , რაც ხშირად არ გამოსდის , მარტო ფელიქსი ვერც გაამწვავებს , ერთი მეურვე და ერთი დამზღვევი ყოფნის რომ ჩაიკეტოს და 60 წუთზე უკვე დაღლილია , არავინ გვყავს ვინც თავის თავზე აიღებს თამაშს , გაამწვავებს და სივრცეებს გახსნის , როცა ფრენკი დაბრუნდება ბევრი რამე მოგვარდება , მაგრამ აუცილებლად მოსაყვანია ლიდერი , ვარსკვლავი , რომელიც თავის ტკივილს გაუჩენს მეტოქეს , და მოკლავს , აღარც ეშინიათ ან სივრცის დატოვების , ან შეცდომის დაშვების , ან უყურადღებობის , რადგან არავინ არის ისეთი ვინც ამით ისარგებლებს , კრეატივი არავის აქვს და მაგიტო ვუყურებთ ჩაწოდებებს , ცენტრში ბურთის გორაობას , რაც შეეხება კომბინაციურ შეტევას , სადაც მეტობას შევქმნით და გოლის შანსი გაგვიჩნდება მაგას ფრენკი ჭირდება , განა იმიტომ რომ ფრენკი იზამს მაგას ( მიუხედავად იმისა რომ შვრებოდა და შვრება ) არა იმიტომ რომ სწრაფი კონტრშეტევის საფრთხე შემცირდება , დააზღვევს , ბურთს ამოიტანს , მეტობას შექმნის , ხელფეხს გაუხსნის პედრის გიუნდოგანს და ფელიქსს , და საერთოდაც რაფინია ტორესის და 16 წლის იამალის თამაშს , ფრენკისთან ერთად თუ მის გარეშე , ჯობს 3 ცენტრალური მცველით ითამაშოს და კანსელუს უფეო მეტი თავისუფლება მიეცეს და ეგ დადგეს ლატერალად , ნუ ვნახოთ იმედია ახლა არავინ დაგვემტვრევა და სანაკრებოს შემდეგ სრული შემადგენლობით ვნახოთ რა იქნება , უბრალოდ ხავის გაშვებას არ ვემხრობი რადგან გასაგდები ჯერ არაფერი უქნია , ბევრი კარგიც ქნა და თან უკეთესს ვერც მოვიყვანთ.. უბრალოდ ბევრ რამეზე აქვს სამუშაო და ბევრი რამეა შესაცვლელი ...

    ლიდერი კი არა ზე ვარსკვლავი, რომ მოუყვანონ ჩავის იმასაც გამოალენჩებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ყველა უკეთ თამაშობდა ყოფილ გუნდებში და ნუთუ ყველა გამოშტერდა? ჩავი რომ თავის დონეზე არ დგას იმიტომ კინკლაობენ ფეხბურთელებიც ერთმანეთში. ფრენკის არ ყოფნა გვეტყობა, კი ბატონო, მაგრამ სახლში ალავესის და გრანადას დონის გუნდებს 9 კაცითაც უნდა უგებდეს ბარსა. ამ დროს კი ნებისმიერი სუსტი გუნდი პრობლემას გვიქმნის, გინდა სახლში, გინდა სტუმრად.
    Culé [?]
    #14 13 ნოემბერი 2023 15:00
    0
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: Gaucho24
    სანამ ფრენკი არ დაბრუნდება და ფორმას არ აკრეფს , როგორც ვივარაუდე მისი გამოკლებისთანავე , ასეთი მატჩები გვექნება , რაც შეეხება ლევანდოვსკის ვინმემ ტრაკი უნდა დააყენებინოს და ის ვიდეო ჩაურთოს ერთი ერთზე გასულმა ცარიელ კართან რაფინიას პასი რომ არ მისცა და მიუნხენში დაარტყა თითქმის ცენტრიდან..

    როდის ვიძახდით ჩვენ რომ წინ ბევრი მსგავსი თამაში გველოდება და რატომ აქვს ამ ხალხს ილუზია რომ გუნდი ტიკიტაკათი ულამაზეს სპეკტაკლებს დადებს დღემდე ვერ ამოვხსენი😂😂😂 ესეიგი ლივეს ჩელსის მანჩეს იუვეს კრიზისი კრიზისია და ბარაასი არა ხავია მარტო დამნაშავე თორე ფლიკი რომ იყოს იფრენდნენ😂😂😂😂 ლევანა ძააან ნერვებზე იყო გუშინ და იმედია ამ გოლებით დამშვიდება

    არა გუნდი ნამდვილად ვერ იფრენს ვერავის ხელში , ზუსტად ვიცი ეს , გუარდიც რომ დაბრუნდეს დრო დაჭირდება , ხავის ხელში სტილი დაკარგა გუნდმაო , მაგრამ ხავის კი არა ვალვერდეს ხელში დაკარგა და იქიდან მოყოლებული მხოლოდ ცუდი მოხდა , ხავისაც ბევრი შეცდომა აქვს მაგრამ ბევრი კარგიც ჩანს სხვა ყოფილი მწვრთნელებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ გუნდი კრიზისშია , ამას დაემატა უსაყრდენობა , გიუნდოგანი საყრდენზე მინუს 2 კაცს უდრის რადგან საყრდენზე არ ვარგა და მისი პოზიციაც ცარიელი რჩება , ფერმინი არაა მაგ დონის ცენტრი მარტომ აკონტროლოს რადგან პედრი ჯერ ფორმაში არაა , დღევანდელ ფეხბურთში ცენტრი თუ არ გყავს ვერ იგებ , თუ მესი არ გყავს , უბრალოდ ხავის მე პირადად ყველაზე მთავარ დანაშაულად იმას ვხედავ რომ ფრენკის არ ყოფნაში ისევ ჯიუტად 4 მცველიან ტაქტიკას იყენებს არადა 3 მცველიანი ტაქტიკა უკან სივრცეების ამოვსების საშუალებას მაინც მოგვცემდა , და წინ რაც შეეხება სრული კატასტროფაა , მანდაც კი გვეტყობა ფრენკის არ ყოფნა , ლევანა ფორმისგან ძაან შორსაა , რაფინია და ტორესი მოედანზე რომ არიან მეტოქე მცველეს უხარიათ , იამალი 16 წლისაა ჯერ , 16 წლის , 16 ! და ფელიქსს უწევს უკან ცენტრში დახევა რომ ბურთი მიიღოს და შეტევა დაიწყოს , რაც ხშირად არ გამოსდის , მარტო ფელიქსი ვერც გაამწვავებს , ერთი მეურვე და ერთი დამზღვევი ყოფნის რომ ჩაიკეტოს და 60 წუთზე უკვე დაღლილია , არავინ გვყავს ვინც თავის თავზე აიღებს თამაშს , გაამწვავებს და სივრცეებს გახსნის , როცა ფრენკი დაბრუნდება ბევრი რამე მოგვარდება , მაგრამ აუცილებლად მოსაყვანია ლიდერი , ვარსკვლავი , რომელიც თავის ტკივილს გაუჩენს მეტოქეს , და მოკლავს , აღარც ეშინიათ ან სივრცის დატოვების , ან შეცდომის დაშვების , ან უყურადღებობის , რადგან არავინ არის ისეთი ვინც ამით ისარგებლებს , კრეატივი არავის აქვს და მაგიტო ვუყურებთ ჩაწოდებებს , ცენტრში ბურთის გორაობას , რაც შეეხება კომბინაციურ შეტევას , სადაც მეტობას შევქმნით და გოლის შანსი გაგვიჩნდება მაგას ფრენკი ჭირდება , განა იმიტომ რომ ფრენკი იზამს მაგას ( მიუხედავად იმისა რომ შვრებოდა და შვრება ) არა იმიტომ რომ სწრაფი კონტრშეტევის საფრთხე შემცირდება , დააზღვევს , ბურთს ამოიტანს , მეტობას შექმნის , ხელფეხს გაუხსნის პედრის გიუნდოგანს და ფელიქსს , და საერთოდაც რაფინია ტორესის და 16 წლის იამალის თამაშს , ფრენკისთან ერთად თუ მის გარეშე , ჯობს 3 ცენტრალური მცველით ითამაშოს და კანსელუს უფეო მეტი თავისუფლება მიეცეს და ეგ დადგეს ლატერალად , ნუ ვნახოთ იმედია ახლა არავინ დაგვემტვრევა და სანაკრებოს შემდეგ სრული შემადგენლობით ვნახოთ რა იქნება , უბრალოდ ხავის გაშვებას არ ვემხრობი რადგან გასაგდები ჯერ არაფერი უქნია , ბევრი კარგიც ქნა და თან უკეთესს ვერც მოვიყვანთ.. უბრალოდ ბევრ რამეზე აქვს სამუშაო და ბევრი რამეა შესაცვლელი ...

    მაგას ვიძახი სულ ამ გუნდს საყრდენის გარეშე არ უთამაშია არასდროს როგორც მესის წასვლა დაეტყო გუნდა ისე ბუსიკას არ ყოფნა ეტყობა ცენტრს.პირველი პრობლემა ეგა ამიტომ იგონებს ხან რას ხავი ხან რას. არადა სუბიმენდი მაგრად დაგხვატავდა არარეალური თანხა რომ არ მოეთხოვათ.ფრენკი კი დაბრუნდება მაგრამ ზაფხულში სუფთა საყრდენია საპოვნელი კარგი პასით
    Culé [?]
    #13 13 ნოემბერი 2023 14:09
    2
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: Gaucho24
    სანამ ფრენკი არ დაბრუნდება და ფორმას არ აკრეფს , როგორც ვივარაუდე მისი გამოკლებისთანავე , ასეთი მატჩები გვექნება , რაც შეეხება ლევანდოვსკის ვინმემ ტრაკი უნდა დააყენებინოს და ის ვიდეო ჩაურთოს ერთი ერთზე გასულმა ცარიელ კართან რაფინიას პასი რომ არ მისცა და მიუნხენში დაარტყა თითქმის ცენტრიდან..

    როდის ვიძახდით ჩვენ რომ წინ ბევრი მსგავსი თამაში გველოდება და რატომ აქვს ამ ხალხს ილუზია რომ გუნდი ტიკიტაკათი ულამაზეს სპეკტაკლებს დადებს დღემდე ვერ ამოვხსენი😂😂😂 ესეიგი ლივეს ჩელსის მანჩეს იუვეს კრიზისი კრიზისია და ბარაასი არა ხავია მარტო დამნაშავე თორე ფლიკი რომ იყოს იფრენდნენ😂😂😂😂 ლევანა ძააან ნერვებზე იყო გუშინ და იმედია ამ გოლებით დამშვიდება

    არა გუნდი ნამდვილად ვერ იფრენს ვერავის ხელში , ზუსტად ვიცი ეს , გუარდიც რომ დაბრუნდეს დრო დაჭირდება , ხავის ხელში სტილი დაკარგა გუნდმაო , მაგრამ ხავის კი არა ვალვერდეს ხელში დაკარგა და იქიდან მოყოლებული მხოლოდ ცუდი მოხდა , ხავისაც ბევრი შეცდომა აქვს მაგრამ ბევრი კარგიც ჩანს სხვა ყოფილი მწვრთნელებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ გუნდი კრიზისშია , ამას დაემატა უსაყრდენობა , გიუნდოგანი საყრდენზე მინუს 2 კაცს უდრის რადგან საყრდენზე არ ვარგა და მისი პოზიციაც ცარიელი რჩება , ფერმინი არაა მაგ დონის ცენტრი მარტომ აკონტროლოს რადგან პედრი ჯერ ფორმაში არაა , დღევანდელ ფეხბურთში ცენტრი თუ არ გყავს ვერ იგებ , თუ მესი არ გყავს , უბრალოდ ხავის მე პირადად ყველაზე მთავარ დანაშაულად იმას ვხედავ რომ ფრენკის არ ყოფნაში ისევ ჯიუტად 4 მცველიან ტაქტიკას იყენებს არადა 3 მცველიანი ტაქტიკა უკან სივრცეების ამოვსების საშუალებას მაინც მოგვცემდა , და წინ რაც შეეხება სრული კატასტროფაა , მანდაც კი გვეტყობა ფრენკის არ ყოფნა , ლევანა ფორმისგან ძაან შორსაა , რაფინია და ტორესი მოედანზე რომ არიან მეტოქე მცველეს უხარიათ , იამალი 16 წლისაა ჯერ , 16 წლის , 16 ! და ფელიქსს უწევს უკან ცენტრში დახევა რომ ბურთი მიიღოს და შეტევა დაიწყოს , რაც ხშირად არ გამოსდის , მარტო ფელიქსი ვერც გაამწვავებს , ერთი მეურვე და ერთი დამზღვევი ყოფნის რომ ჩაიკეტოს და 60 წუთზე უკვე დაღლილია , არავინ გვყავს ვინც თავის თავზე აიღებს თამაშს , გაამწვავებს და სივრცეებს გახსნის , როცა ფრენკი დაბრუნდება ბევრი რამე მოგვარდება , მაგრამ აუცილებლად მოსაყვანია ლიდერი , ვარსკვლავი , რომელიც თავის ტკივილს გაუჩენს მეტოქეს , და მოკლავს , აღარც ეშინიათ ან სივრცის დატოვების , ან შეცდომის დაშვების , ან უყურადღებობის , რადგან არავინ არის ისეთი ვინც ამით ისარგებლებს , კრეატივი არავის აქვს და მაგიტო ვუყურებთ ჩაწოდებებს , ცენტრში ბურთის გორაობას , რაც შეეხება კომბინაციურ შეტევას , სადაც მეტობას შევქმნით და გოლის შანსი გაგვიჩნდება მაგას ფრენკი ჭირდება , განა იმიტომ რომ ფრენკი იზამს მაგას ( მიუხედავად იმისა რომ შვრებოდა და შვრება ) არა იმიტომ რომ სწრაფი კონტრშეტევის საფრთხე შემცირდება , დააზღვევს , ბურთს ამოიტანს , მეტობას შექმნის , ხელფეხს გაუხსნის პედრის გიუნდოგანს და ფელიქსს , და საერთოდაც რაფინია ტორესის და 16 წლის იამალის თამაშს , ფრენკისთან ერთად თუ მის გარეშე , ჯობს 3 ცენტრალური მცველით ითამაშოს და კანსელუს უფეო მეტი თავისუფლება მიეცეს და ეგ დადგეს ლატერალად , ნუ ვნახოთ იმედია ახლა არავინ დაგვემტვრევა და სანაკრებოს შემდეგ სრული შემადგენლობით ვნახოთ რა იქნება , უბრალოდ ხავის გაშვებას არ ვემხრობი რადგან გასაგდები ჯერ არაფერი უქნია , ბევრი კარგიც ქნა და თან უკეთესს ვერც მოვიყვანთ.. უბრალოდ ბევრ რამეზე აქვს სამუშაო და ბევრი რამეა შესაცვლელი ...
    Culé [?]
    #12 13 ნოემბერი 2023 13:41
    0
    ციტატა: Gaucho24
    სანამ ფრენკი არ დაბრუნდება და ფორმას არ აკრეფს , როგორც ვივარაუდე მისი გამოკლებისთანავე , ასეთი მატჩები გვექნება , რაც შეეხება ლევანდოვსკის ვინმემ ტრაკი უნდა დააყენებინოს და ის ვიდეო ჩაურთოს ერთი ერთზე გასულმა ცარიელ კართან რაფინიას პასი რომ არ მისცა და მიუნხენში დაარტყა თითქმის ცენტრიდან..

    როდის ვიძახდით ჩვენ რომ წინ ბევრი მსგავსი თამაში გველოდება და რატომ აქვს ამ ხალხს ილუზია რომ გუნდი ტიკიტაკათი ულამაზეს სპეკტაკლებს დადებს დღემდე ვერ ამოვხსენი😂😂😂 ესეიგი ლივეს ჩელსის მანჩეს იუვეს კრიზისი კრიზისია და ბარაასი არა ხავია მარტო დამნაშავე თორე ფლიკი რომ იყოს იფრენდნენ😂😂😂😂 ლევანა ძააან ნერვებზე იყო გუშინ და იმედია ამ გოლებით დამშვიდება
    Culé [?]
    #11 13 ნოემბერი 2023 11:51
    2
    სანამ ფრენკი არ დაბრუნდება და ფორმას არ აკრეფს , როგორც ვივარაუდე მისი გამოკლებისთანავე , ასეთი მატჩები გვექნება , რაც შეეხება ლევანდოვსკის ვინმემ ტრაკი უნდა დააყენებინოს და ის ვიდეო ჩაურთოს ერთი ერთზე გასულმა ცარიელ კართან რაფინიას პასი რომ არ მისცა და მიუნხენში დაარტყა თითქმის ცენტრიდან..
    Culé [?]
    #10 13 ნოემბერი 2023 10:18
    2
    აშკარაა რომ არაა კაი სიტუაცია კლუბში და არეულია შიდა სამზარეულო არ შემიძლია დავიჯერო რომ ამ ბარსას მეტი არ შეუძლია და მაქსიმუმი ისაა რომ როგორმე 3 ქულა გაიტაცონ თამაშის ბოლოს... ის 5:0 5:0 ებიც ესე ჰარიჰარალოზე არიქნება მოგებული მის მერე ძაან აირია მდგომარეობა სადღაც მარხია ძაღლის თავი და გამოჩნდება აგერ სულ მალე თუნდაც პორტოსთან სახლში დიდი ალბათობით ვერ მოუგებს და უფრო დაიძაბება ცხრილი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 13 ნოემბერი 2023 10:17
    0
    ყველაზე ძალიან ის მაფიქრებს, რომ შახტარის შემდეგ ჩავიზე ითქვა: "ჩაპაი დუმატ ბუდეტო" გეხსომებათ ეს გამოთქმა. და ჩავიმ რა მოიფიქრა? არაუხო ცენტრში დააყენა და მთელ დაცვას ბურჯი გამოაცალა? კიდევ კარგი დროზე მოეგო გონს და მაშინვე ანიშნა დააბრუნეთ ყველაფერი თავის ადგილზეო თორემ კუნდე ალბათ მეორე ტაიმამდე ვერ მიაღწევდა მოედანზევე დაეცემოდა იმდენი არბენინა იმ შავმა კაცმა.
    ფანი [?]
    #8 13 ნოემბერი 2023 09:14
    5
    ციტატა: Frenkie de Jong_
    იამალი იმენა ღორია,ლევანდოვსკიმ სწორად გაუჭედა, ნუ ხელი უნდა ჩამოერთვა ბავშვია ჯერ , მარა ზედმეტად თვითდაჯერებულია და ეგეთი ფეხბურთელები რას იგებენ ყველამ კარგად ვიცით.

    ხეკი არა ის უნდა ჩამოერთვა კიდე მადლობა თქვას იქვე რო არ წამოარტყა თავში პირველი შემთხვევა არაა რომ 16 წლის ლაწირაკი ცდილობ თამაშის თავის თავზე აღებას ეგ ამ ეგოთი ვერსად ვერ წავა შორს ახლა დააფასებთ ფატის ხასიათს ტიპი ამის ასკაში ინტერს ტოვებდა ლიგაზე და მაინც ისევ ისეთი წყნარი იყო და ამან რა გააკეთა საამისო რომ ასე იქცევა?😀 ვაღიაროთ რომ ერთი უბრალო უნიტელექტო ფლანგია ცხენი იქნება მომავალში და მეტი არაფერი სანამ კარგი პრესა აქვს ჯობია რომ გამოიყენონ და ვინმე წესიერ და ნამდვილ ტალანტში გაცვალონ მაგალითად ლეაოში
    [?]
    #7 13 ნოემბერი 2023 09:14
    1
    ხავის თუ ტვინი აქ უნდა მიასხას ლევას და ბოდიში მოახდევინოს. გაუარდა თოფივით და აისხა თავზე. გეგონება მე 20 გოლია მისი წელს. ბელინგემს ატანს ბომბარდირობას, 20 პასიდან 3ს იღებს ძლივს და იქიდან მომენტად ერთს აქცევს რა სლე უნდა კიდე აქეთ
    ფანი [?]
    #6 13 ნოემბერი 2023 09:09
    3
    იამალი იმენა ღორია,ლევანდოვსკიმ სწორად გაუჭედა, ნუ ხელი უნდა ჩამოერთვა ბავშვია ჯერ , მარა ზედმეტად თვითდაჯერებულია და ეგეთი ფეხბურთელები რას იგებენ ყველამ კარგად ვიცით.
    წევრი [?]
    #5 13 ნოემბერი 2023 08:30
    2
    ჩავი გასაშვებია,რამდენად კარგი ფეხბურთელი იყო იმდენად ცუდი მწვრთნელი გამოდგა.მის ხელში ბარსამ თავისი სათამაშო სტილი დაკარგა
    წევრი [?]
    #4 13 ნოემბერი 2023 03:57
    1
    ციტატა: marco reus 11
    მოკლედ ეს გუნდი არარი. შემადგენლობა ფინანსური პრობლემები და ასე შემდეგ გასაგებია , მსოფლიო კლასის შემტევების არყოლა . ესენი ორი წამით გადავდოთ და გუნდი არ ვართ. მესამე წელია აქაა ჩავი. რაზე გვეტყობა რო მწვრთნელი გვყავს? აი ალონსო არის მწვრთნელი , არტეტა არის მწვრთნელი და ჩავი ნაღდად არა. ამ გუნდს აქვს იმის რესურსი რო გული არ მერეოდეს თამაშების ყურებისას. რა ასე არაა? თუ არ აქვს და თქვას რო მძ"*"ერი ჭამა როცა მოითხოვა ფერანი რაფინია. გუნდოგანი ერთადერთია ვინც მოედანზე რამე ღირებულს ქმნის. შეცდომების მიუხედავად. ისიც იმის ხარჯზე , რო ძან გამოცდილი და კლასნია , უმწვრთნელოდაც ახერხებს . ეს ახალგაზრდები თავისან რო ყველა კაი ჩანდა ასე ხო ვერ შევცდებოდით ყველაში? პრობლემა სადაცაა იქ უნდა ვეძებოთ , არ მოგვატყუოს შარშანდელმა ლალიგამ , როცა ყველაზე არასტაბილური რეალი იყო ბოლო ათწლეულის. კოპაზე იქაც ისეთი გვიქნეს რო არ გვქონდა ნანახი , რეალთან ბარსას განადგურება. ჩავი არის წასასვლელი და ბარაელონას ფანების ყოყმანი ჩემთვის გაუგებარია.

    ციტატა: Messi 10
    ტვიტერზე რა ამბავია იამალზე და ლევანდოვსკიზე :) ასე რატო უნდა მოექცე მამისტოლი კაცი 16 წლის ბავშვს არ მესმის :) ხავი ტაქტიკას ვერ წერ ვერ წერ ერთმანეთში მაინც მოუგვარე ურთიერთობა... რატო არ არის ლეო, ინიესტა, ბუსი, ჯორდი რომ მიეხედათ იამალისთვის... რამხელა სტრესია ეხლა ეს ბავშვისთვის წარმომიდგენიაა

    ლევანდოვსკის ნერვასტენიკობა კიდე ხო ცალკე თემაა. ტიპი ბურთს ვერ იჩერებს და 18, წლის ბავშვებს აბულინგებს. ფატი კიიყო მისატყიპი ისეთებს შვებოდა , მარა პროფესიონალი 35 წლის კაცისგან ეგეთ ნევროზობას გამართლება არაქ. თანაც იმის ფონზე , რო ბურთს ისე იღებს გეგონება გალესილ კედელს მოხვდა , 3 მეტრზე უვარდება .

    სოსიედადთან და დღეს რო დასრულებულიყო ისე როგორც უნდა დასეულებულიყო და ამოვევსეთ ორივეს მერე გააგდებდნენ ნეტა ჩავის?

    დემბელე მესის სისხლს უშრობდა ყველა გაგებით, მაგრამ არ მახსოვს რამე უხეშად ეთქვას როდესმე საერთოდაც დემბელეს პირველი გოლი ვინ გაატანინა ჩელსისთან? ტიპს უჭირდა ფსიქოლოგიურად და ლეო გვერდში ედგა. მსოფლიოს წინაც დემბელემ მაგაზე ილაპარაკა რომ პატარა ვიყავი და ბურთის დათმობა არ მიყვარდა და სულ მარიგებდა და რაღაცეებს მასწავლიდაო დედას კი არმაგინებდაო.. რა ხელებს პარჭყავ კაცმა რომელმაც ბარსას თავი შეაკლა იმას არ უკადრებია ეგეთები. იამალის ადგილას გადავამტვრევდი რაღაცას თავზე. შენიშვნა შეიძლება მიცე მარა პირველკლასელივით შვილისტოლა ბავშვს ხელი არ ჩამოართვა და გაებუტო რა უბედურებაა? ნახევარი მსოფლიო აგინებს და მიხვდება თავის დანაშაულს.... პირადად ჩემთვის ლევანდოვსკიზე მნიშვნელოვანი ახლა იამალი და მისი განვითარებაა... ზოგადად ლეო რომ ბრძენი კაცია კიდევ უფრო ვრწმუნდები პოლონეთი არგენტინის თამაშზე შეატყო რა ჩვარიც არის :)
    Culé [?]
    #3 13 ნოემბერი 2023 03:43
    2
    მოკლედ ეს გუნდი არარი. შემადგენლობა ფინანსური პრობლემები და ასე შემდეგ გასაგებია , მსოფლიო კლასის შემტევების არყოლა . ესენი ორი წამით გადავდოთ და გუნდი არ ვართ. მესამე წელია აქაა ჩავი. რაზე გვეტყობა რო მწვრთნელი გვყავს? აი ალონსო არის მწვრთნელი , არტეტა არის მწვრთნელი და ჩავი ნაღდად არა. ამ გუნდს აქვს იმის რესურსი რო გული არ მერეოდეს თამაშების ყურებისას. რა ასე არაა? თუ არ აქვს და თქვას რო მძ"*"ერი ჭამა როცა მოითხოვა ფერანი რაფინია. გუნდოგანი ერთადერთია ვინც მოედანზე რამე ღირებულს ქმნის. შეცდომების მიუხედავად. ისიც იმის ხარჯზე , რო ძან გამოცდილი და კლასნია , უმწვრთნელოდაც ახერხებს . ეს ახალგაზრდები თავისან რო ყველა კაი ჩანდა ასე ხო ვერ შევცდებოდით ყველაში? პრობლემა სადაცაა იქ უნდა ვეძებოთ , არ მოგვატყუოს შარშანდელმა ლალიგამ , როცა ყველაზე არასტაბილური რეალი იყო ბოლო ათწლეულის. კოპაზე იქაც ისეთი გვიქნეს რო არ გვქონდა ნანახი , რეალთან ბარსას განადგურება. ჩავი არის წასასვლელი და ბარაელონას ფანების ყოყმანი ჩემთვის გაუგებარია.

    ციტატა: Messi 10
    ტვიტერზე რა ამბავია იამალზე და ლევანდოვსკიზე :) ასე რატო უნდა მოექცე მამისტოლი კაცი 16 წლის ბავშვს არ მესმის :) ხავი ტაქტიკას ვერ წერ ვერ წერ ერთმანეთში მაინც მოუგვარე ურთიერთობა... რატო არ არის ლეო, ინიესტა, ბუსი, ჯორდი რომ მიეხედათ იამალისთვის... რამხელა სტრესია ეხლა ეს ბავშვისთვის წარმომიდგენიაა

    ლევანდოვსკის ნერვასტენიკობა კიდე ხო ცალკე თემაა. ტიპი ბურთს ვერ იჩერებს და 18, წლის ბავშვებს აბულინგებს. ფატი კიიყო მისატყიპი ისეთებს შვებოდა , მარა პროფესიონალი 35 წლის კაცისგან ეგეთ ნევროზობას გამართლება არაქ. თანაც იმის ფონზე , რო ბურთს ისე იღებს გეგონება გალესილ კედელს მოხვდა , 3 მეტრზე უვარდება .

    სოსიედადთან და დღეს რო დასრულებულიყო ისე როგორც უნდა დასეულებულიყო და ამოვევსეთ ორივეს მერე გააგდებდნენ ნეტა ჩავის?
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    წევრი [?]
    #2 13 ნოემბერი 2023 02:45
    3
    ტვიტერზე რა ამბავია იამალზე და ლევანდოვსკიზე :) ასე რატო უნდა მოექცე მამისტოლი კაცი 16 წლის ბავშვს არ მესმის :) ხავი ტაქტიკას ვერ წერ ვერ წერ ერთმანეთში მაინც მოუგვარე ურთიერთობა... რატო არ არის ლეო, ინიესტა, ბუსი, ჯორდი რომ მიეხედათ იამალისთვის... რამხელა სტრესია ეხლა ეს ბავშვისთვის წარმომიდგენიაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ნოემბერი 2023 02:32
    9
    სულზე მოუსწარი ფეოლა ამ საიტს, მგონი კომაშია და გვიმალავენ.
    ზემოთ ნაპოლი ახსენე და ცნობისათვის გარსია გაანთავისუფლეს თანამდედობიდან. ჩავი რომ ყოფილიყო მის ადგილას 2 თვით ადრე გაუშვებდნენ.