მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოთმინება იწურება

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოთმინება იწურება

ასეთი თამაშების მერე ამბობენ რომ გუნდში რაღაც არეულია. შიგნით, შიდა სამზარეულოში. კონფლიქტია, ვიღაცა ურევს. ასე ამბობენ იმიტომ რომ ეგ კონფლიქტები ზუსტად ასე ვლინდება მოედანზე, ყველა თავისთვის თამაშობს, გუნდი კი არ ჩანს. არ ვიცით შიგნით რა ხდება, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩავისა და ფეხბურთელებს შორის მაინცდამაინც დიდი ნდობა აღარ უნდა იყოს დარჩენილი.

უფრო ფეხბურთელებისა ჩავის მიმართ, ვიდრე პირიქით. 

თითქოს არაფერი მოასწავებდა ჯგუფში სიტუაციის არევას, "ბარსა" უდანაკარგოდ მიიწევდა წინ, ახლა კი რა ხდება, "პორტუსთან" ერთად გუნდი პირველ ადგილს იყოფს, მეორეზე კი "შახტარია" და მხოლოდ სამი ქულით ვუსწრებთ. იმავე "პორტუსთან" თამაშია დარჩენილი, ეს იქნება მატჩი პირველი ადგილისთვის. ფეხის დაცდენის შემთხვევაში კი "შახტარი" ეცდება რამეს გამორჩეს. აჰა, ასე აირია ყველაფერი. მაინც დაიძაბა. მაინც სანერვიულო გახდა. 

სათითაოდ ფეხბურთელების შეფასებას ნაკლებად აქვს აზრი, როცა მთელი გუნდი კრიზისშია. ელემენტალურად ბურთის ამოტანის ორგანიზება ვერ შეძლეს, აბა ვინ უნდა გამოვარჩიოთ?! ალბათ შტეგენი, რამდენიმე კარგი ბურთი აიღო, როგორც ყოველთვის. 

კატასტროფაა. 

მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ისმის უმკაცრესი კრიტიკა, რომ ჩავია საჭესთან. ძალიან დიდია მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა. უდიდესი ავტორიტეტია. აბა წარმოიდგინეთ ახლა, მწვრთნელი რომ კუმანი იყოს, ვალვერდე, ან სეტიენი, ბოლო სამ კვირას არავის ვაპატიებდით. ჩავის კიდე ვაკრიტიკებთ, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც იმ ხალხს დავმართებდით. 

ეს უპირატესობა ნელ-ნელა ქრება, თითქოს იწურება მოთმინება. სულ ქართული ამბები მახსენდება "ბარსას" შემხედვარე, ჰოდა, "ბარსაზე" რომ საქართველო გაგახსენდება, ესე იგი, ვერ არის საქმე კარგად. 

თავის დროზე, ქართველმა მწვრთნელმა ძალიან კარგი გუნდი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაზე, ურთულეს ჯგუფში მოხვდა, მაგრამ უმაგრესად ითამაშა, ყველასგან ტაში და პატივისცემა დაიმსახურა, ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მწვრთნელიც კი გახდა იმიტომ, რომ ქართველებმა ტრადიცია არ დავარღვიეთ და ინტერნეტში მაგრად ვიაქტიურეთ გამოკითხვაში, ყველა დავჩაგრეთ. 

მერე, ჩამოვიყვანეთ ეს კაცი ნაკრებში, წარსულში შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა, ყოველთვის მომთხოვნი იყო, დისციპლინირებული, მწვრთნელიც კარგი დადგა, მისი გუნდები სულ უტევდნენ, ალბათ ნაკრებიც დადგება ფეხზეო, იფიქრა ხალხმა და ჩაგვიყენა ავტობუსი. ჩავჯექით მერე იმ ავტობუსში და ვიჯექით ასე გიჟებივით, არც იქით წავიდა, არც აქეთ. 

რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ მოლოდინი ერთი იყო, შედეგი კი სულ სხვა მივიღეთ. ოღონდ, ის კაი კაცი ამბობდა ფეხბურთელები არ მყავსო და მართალი იყო, ჩავი კიდე ამას ვერ იტყვის. ვინ არა გყავს ბიჭო, ლევანდოვსკი გყავს, რომელსაც კაი ხანია უკვე ვერ ვიყენებთ, ის ხალხი გყავს, რომელიც ესპანეთის ნაკრების ბირთვად იქცა და მშვენიერი პორტუგალიელებიც მიიღე. 

მაინც ვერა, არაფერი გამოდის. თუ ვიგებთ მხოლოდ მინიმალურად. წაგებით კი აგერ, "შახტართან" წავაგეთ და წინა მატჩისა არ იყოს, ახლაც ქართველმა გააკეთა საგოლე პასი. მართლა რომ სჯობდნენ ჩვენს განაპირა მცველებს კი ვიტყოდი ვაჰ, დავიმატოთ-მეთქი, მაგრამ ძალიან შორს არის გოჩოლეიშვილი კანსელუსგან და აზაროვი ბალდესგან. 

ეგ არაფერი, შეერგოთ ეგ საგოლე პასები! შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვებიან, ჩავის გაფარჩაკებულ "ბარსელონას" ბურთი თავზე გადავახიეთო. 

ჩავიმ რამე უნდა შეცვალოს, თან ძალიან სწრაფად. კიდევ ერთი ასეთი მატჩი და უკვე "მონჟუიკზე" აფრიალდება თეთრი ხელსახოცები, ჰოდა, ძალიან მწარე სანახავი იქნება, ჩავის გამეტება ამისთვის არ ივარგებს. მომდევნო მატჩი "ალავესთან" არის ჩანიშნული, გუნდი ვალდებულია კარგი ფეხბურთი ითამაშოს და ბევრი გოლი გაიტანოს. თუ რამე სხვა ვნახეთ, ეჭვი მაქვს ათვლა დაიწყება. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #29 11 ნოემბერი 2023 15:55
    1
    Ferran7, roberto de zerbi 🤤
    წევრი [?]
    #28 9 ნოემბერი 2023 23:26
    1
    ბალდესღან აზაროვუს დამცირება არ ღირს, ჩვეუკებრივი ხეპრე ზანგია, მაგისგან ალბას მესამედი არ გამოვა
    გულშემატკივარი [?]
    #27 9 ნოემბერი 2023 14:27
    2
    დიდი პატივისცემა კი არა ამის ი ოჯახის თითოეული წევრი მოვ@ყან ეს უნამუსო ადამიანი გუნდი საჩხერის ჩიხურას დაამსგავსა დიდი ფეხბურთელობა იმას კი არ ნიშნავს გუნდზე მაღლა იდგეს გააჯმევინეთ ამ დედა მოტ@ნულს უკვე მარაზმია ამათი თამაშის და ამ უსინდისოდ სიფათის ყურება

    ოთიკო, ვის და თუნდაც არსენალის მწვრთნელს ართტრეტას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #26 8 ნოემბერი 2023 20:19
    1
    და ის ქართველი მწვრთნელი, ლიგაზე რო გუნდი გაიყვანა ქეცბაიაა? მართალს ამბობდა მის დროს ესეთი შემადგენლობა მართლაც არ გვყოლია დღეს რო გვყავს საქართველოს.
    წევრი [?]
    #25 8 ნოემბერი 2023 20:18
    0
    ციტატა: vereli
    ციტატა: ჯიმი-ბარსა 2006
    ერთი კითხვა მაქვს - დავუშვათ ჩავი წავიდა (ან გაუშვეს), ვინ უნდა მოიყვანონ?

    მეც გკითხავ თუ შეიძლება?
    და ხავი თუ დარჩა მერე???????????

    და ჩავი შეუცვლელია?
    Culé [?]
    #24 8 ნოემბერი 2023 18:38
    0
    ციტატა: ჯიმი-ბარსა 2006
    ერთი კითხვა მაქვს - დავუშვათ ჩავი წავიდა (ან გაუშვეს), ვინ უნდა მოიყვანონ?

    მეც გკითხავ თუ შეიძლება?
    და ხავი თუ დარჩა მერე???????????
    [?]
    #23 8 ნოემბერი 2023 17:34
    4
    ისე ამბობთ ბებერი ლევაო, სლე ბრაზილიელი რაფინიაო, ტორესი 0 იო, კანსელო და ილქაი შეცდომების ბუკეტებიო, თითქოს მე მეყიდოს ეგენი. ლევა რაფინია და ტორესი 150 მლნ ზე მეტი დაუჯდა გაუბედურებულ კრიზისში მყოფ გუნდს, სამივე ხავის არჩევანი იყო, ილქაი კაი, უფასო იყო, მარა მაგ სამში დიდი ფულია დახარჯული, მაგ ფასად ბევრი სხვა ფეხბურთელის ყიდვა იქნებოდა შესაძლებელი ამიტო მაგათი ყოველი ჩასვრა მწვრთნელის სინდისზეა. ჟირუც დაბერდა მარა მაინც იტანს, ბენზემაც იტანდა მაგ ასაკში , იბრაც და ლევაც გაიტანს კიდე სხვაგან თუ წავა. ეს ვერ ათამაშებს გუნდს ფეხბურთს, შეტევაში 0 ია გუნდი, 0 ორგანიხება, 0 კრეატივი. ატლეტიკოს ჩვენზე კრეატიული ხალხი ყავს? შეხედეთ რას თამადობენ, არადა ბოლო 2 წელია 30 მლნ არ გადაუხდიათ არავისში. მსრა მწვრთნელი ყავთ ისეთი გუნდი რო პატივს სცემს. აქ კიდე ეგ არ იგრძნობა. და ყოველი ეგეთი ჩა.მის მერე უფრო და უფრო მკვეთრი ხდება ეგ. სხვა რა გზაა ვაცსლოთ ეს წელიც მარა ვინ რას ელის და რატო არ ვიცი
    ფანი [?]
    #22 8 ნოემბერი 2023 17:28
    1
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: Ferran7
    ციტატა: cruyff9
    მეკიდე ვიტყვი რო არ ყავდ ამ კაცს დაცვის გარდა არავინ წესიერი,,ვინ ლვანდოვსკის ვერ იყენებს თუ ძმა ხარ კაცი ბურთს ვეღარ აჩერებს ისე დაბერდა,,პედრი რო იგროკი გგონიათ ეგ ცალკე პრიკოლია,,ბალდემ ძაან მოუკლო და სწორხაზოვანი გახდა,,იამალი ნული,,კანსელო შეცდომების ბუკეტი,,გიუნდოგანმა თავისი სიტიში მოჭამა,,,რაფინია ყველაზე სლე ბრაზილიელი🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ვინებით თხოვთ ამ კაცს თამაშს??ობიექტურად შეხედეთ და მიხვდებით რო დაცვის,დეიონგის და გავის გარდა ყველა გასაყრელია

    რომეუ ალონსო რაფინია ტორესი ლევანა ფატი აუცილებლად გასაყრელები არიან ვირცი ლეაუ და ალვარესი გვჭირდება თან მაგრად პლიუს საყრდენად კიმიხიც გიუნდოგანი აქ საცხოვრებლად ჩამოვიდა მართლაც აბა თამაშის არაფერი ეტყობა და კი ვიძახით ხავიზე გასაშვებიაო მარა კლოპი გვარდი აქ არმოვა და ფლიკის არ მჯერა მე დიდად რო გაამართლებს სხვა არ ჩანს ისეთი რო მოხოდოს ბარსა

    კლოპის ტრენერობა მოვხან))))ფლიკი რა სახსენებელია საერთოდ)))))მე მჯერა ჩავის და ამაზე უკეთესს ვერც მოვიყვანთ,,არაფერი საგანგაშო არ ხდება ჯერჯერობით,,ვაცადოთ სეზონის ბოლომდე და მერე შევაფასოთ

    საღოლ მეგობარო😁 ჩაგეთვალა თუ ღადაობდი👍

    ციტატა: ჯიმი-ბარსა 2006
    ერთი კითხვა მაქვს - დავუშვათ ჩავი წავიდა (ან გაუშვეს), ვინ უნდა მოიყვანონ?

    ვინმე ვისაც სამწვრთნელო ლიხენზია ექნება და კარიერაში რამე მაინც ექნება მოგებული. არ ატიან ეგეთები დავიჯერო?
    ფანი [?]
    #21 8 ნოემბერი 2023 16:31
    2
    ციტატა: ჯიმი-ბარსა 2006
    ერთი კითხვა მაქვს - დავუშვათ ჩავი წავიდა (ან გაუშვეს), ვინ უნდა მოიყვანონ?

    ნებისმიერი ვინმე😀 ვარიანტების მეტი რა არის😀 მარტო ლა ლიგაში არის 2 არჩევანი
    უგონდოდ არიან კიდე ისეთი მწვრთნელები რომ რავი
    ბარსა ბში კიდე ისეთი მწვრთნელი გვყავს რომ ბევრს ჯობია ტოპ 5ში
    ცალკე შტუტგარდი ლაიპციგი
    ნიცა
    ბრაიტონი ვესტ ჰემი ამათ ისეთი მწვრთნელები ყავთ რომ ზამთარში რომ დაუძახონ ეგრევე გამოიქცევიან მანამდე კი მარკესი იყოს და ვინ იცის შეიძლება ისე ააწყოს გუნდი რომ არც არავინ დაგვჭირდეს
    Culé [?]
    #20 8 ნოემბერი 2023 15:14
    3
    ყველაფერი გასაგებია მაგრამ 7 ფეხბურთელი ძირითადის ტრავმიდან რომ დაბრუნდება როგორ ფიქრობთ გუნდი ფორმაში იქნება 😂😂😂😂 გავიგეთ რომ ხავიმ ვერ გადააწყო გუნდი მაგრამ ფეხბურთელებს არ უყურებთ დავიჯერო ? ბურთის მიღება პასი გახსნაზე ეტყობა როგორ ფორმაშია ფეხბურთელი.რაფინია ლევანდოვსკი ისეთებს აკეთებდნენ სხვა ფეხბურთელები გეგონებბოდა.არ ათამაშოს და ფორმაში როგორ უნდა შევიდნენ მარტო ვარჯიშზე? 😂😂😂 16 იამალისგან რომ ითხოვთ მესობას ეგ ცალკე კომედია😂😂ისე ბარსას ტრადიციული საგაზაფხულო კრიზის ჯობია ამ დროს იყოს სულ ლიგიდან ვარდეებოდით იმ წყეულო საგაზაფხულო კრიზის დროს.ხავიმ თუ ვერ გამოასწორა ისედაც წავა და ასედაც აი მერე კი ილოცეთ ვინ მოვა ტეენ ჰაგივით დასაცინი კაცი თუ მოვიდა მერე გაგახსენდებათ ხავი👌
    წევრი [?]
    #19 8 ნოემბერი 2023 14:57
    1
    ერთი კითხვა მაქვს - დავუშვათ ჩავი წავიდა (ან გაუშვეს), ვინ უნდა მოიყვანონ?
    Culé [?]
    #18 8 ნოემბერი 2023 14:42
    2
    ლევანა რო არაა ფორმაში ეგ ფაქტია მარა ერთი 9 ჯერ შეირბინა გუშინ ლევანდოვსკიმ საჯარიმოში და ცენტრიდან არავინ არ გაუკეთა პასი, მარტო ფლანგებზე გადააქვთ მერე იქიდან ან აწვდიან უაზროდ ან კარგავენ და ასე გრძელდება სულ...კონტრშეტევაზე ესენი ვერ გადადიან სწრაფად, მილანი პესეჟეს ვუყურებდი და წამებში გადადიოდნენ ტიპები კონტრშეტევაზე(ნუ გასაგები რო უკეთესი ფეხბურთელები ყავთ მარა შახტარზე მეტი რესურსი ნამდვილად გვაქ, ორი პასით შეუსრულეს), აშკარად არ იგრძნობა რაიმე ტაქტიკა ერთის გარდა, ფლანგების ხარჯზე დაცვის გაწელვა და მასე უპირატესობის შექმნა, ეგეც ხან გამოდის ხან არა იმიტო რო კლეობა ხალხი გვყავს მანდ.
    Culé [?]
    #17 8 ნოემბერი 2023 14:33
    1
    Griezzy7, ასტონ ვილას ბრაიტონს და ჟირონას არავინ თხოვს ყველა მატჩის და ტიტულის მოგებას, ბევრად რთულია დღევანდელ ბარსაში მუშაობა ვიდრე მაგ გუნდებში და ასტონ ვილას ბარსაზე მეტი ტრანსფერის ფუფუნებაც აქ :დ ჟირონაც ახლა კარგია და მერე ჩაეშვება ისევ უკან, მაქსიმუმ ეს სეზომი გაქაჩონ და ბარსას მწვრთნელი რო ხარ სხვა მოთხოვნებია, უნაი ემერი ისე ათამაშებს ბარსას როგორც ასტონ ვილას? :დ ხავისაც უთამაშია ბევრი კარგი მქტჩი ბარსათი მარა სტაბილურად ჯერ ვერ გაიმართა გუნდი, რაც ფინანსური მდგომარეობის და ამდენი ტრავმიანობის ბრალია, შარშანაც თუ გახსოვთ დე იონგი პედრი დემბელე დაიმტვრნენ მეორე წრეში და აირია გუნდი თორე სუპერ თასზე რეალთან 3-1 რო მოიგეს და ძირითადი იდგა ბურთი არ დაანახეს
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    ახალბედა [?]
    #16 8 ნოემბერი 2023 14:27
    2
    ციტატა: Fc Barca Batumi
    ბარსა საშინელ ფორმაშია, ასე ვერ გავფრინდებით!
    ვფიქრობ, პრობლემა თვითონ ხავის აქვს?! შახტართან წაგებამ შეიძლება გუნდი გამოაფხიზლოს!!
    ჩავი კი არა, პეპიც რომ იყოს ვერაფერს გააკეთებს, თუ შემტევი გამოდემბელებული რაფინია- პანსიონატელი ლევანა და თუ მიხას თოფა ფერანა ეყოლება!!!

    ხავის პრობლემა კიარა პრობლემები აქვს მეგობარო.თან ისეთი პრობლემები,რომლებზეც გამკლავების უნარი არ გააჩნია.იგერ სკალონი მთელი ტურნირის განმავლობაში,ყველა თამაშში ტაქტიკას ცვლიდა თუ გუნდს ჭირდებოდა,ამას კიდე ერთი არააქვს ნორმალური რო გუნდი საჭირო დროს,დროულად და სწორად გადააწყოს.არააქ ამ კაცს მწვრთნელის ბაგაჟი და შეეცი თუ გინდა
    Culé [?]
    #15 8 ნოემბერი 2023 14:26
    1
    და შენ წარმოიდგინე ფეოლა მაინც ფეხბურთელები არ ყავს და რატომ ახლავე აგიხსნით სანამ დაიწყებს ვინმე რა არ ყავს ვინც უნდოდა ყველა უყიდესო. არა ბატონო ვინც უნდოდა ისინი კი არა ვისი ყიდვის შანსიც იყო იმათ შორის ვინც ინდომა ისინი უყიდეს... მგონი დიდი განსხვავებაა ხო? ვინც გინდა და ვინც შეიძლება იყიდო. რამდენიც არ უნდა ვაქოთ პედრი, გავი, ფერმინი რეალურად ორი ნახევარმცველი გვყავს. გიუნდოგანი და დე იონგი. ეს ბიჭები კი უფრო მომავლისთვის უნდა გაიზარდნონ. 3 ან 4 წელი. თავდასხმა გვყაავს? არ გვყავს. ბებერ ლევანას ბევრად უფრო კარგი ნსხევარდაცვა და გარემარბები ჭირდება ისე როგორც ფელიქს. ერთიც და მეორეც იკარგება. რაფინიაზე და ფერანზე არც კი ვისაუბრებ. გაუშვან დროზე სჯობს. ეს იამალი კიდევ ძაან პატარაა ჯერ, ძაან, გაიგეთ ხალხნო. ანუ ნუ გადაუვლით მთლად ხავის რეალურად შეაფასეთ. რეალს შეხედეთ, ვისაც უნდა იმას ყიდულობს და ანჩე გუნდს მაინც ვერ აწყობს
    Culé [?]
    #14 8 ნოემბერი 2023 14:25
    3
    1 თვის წინ არ იყო რა ფორმაშია გუნდიო და ასე და ისეო :დ ტრავმებმა ძაან დააზარალა ბარსა და ბუსკეცის წასვლამ რამაც საყრდენის გარეშე დატოვა გუნდი + დე იონგის ტრავმამ ხერხემალი გამოაცალა გუნდს, როდრის გარეშე სიტიმ წააგო 3 თამაში და ბარსაზე არ იმოქმედოს ამდენმა ტრავმამ სადაა ეგრე, ლიგის ჯგუფში 1ზეა გუნდი და პორტუსთან ფრეც და ანტვერპენთან მოგება საკმარისია 1 ადგილისთვის და ლა ლიგაში მხოლოდ 2 ქულაა სხვაობა, ჯერ ისეთი საგანგაშო არაფერი ხდება, მთავარია ტრავმიანობა მორჩეს და დადგეს ძირითადი გუნდი თორე ეს რაფინია რომეუ ფერან ტორესებით გუარდიოლაც ვერ ითამაშებს იმას რაც უნდა, ყავდა ეგ ფერანი და სკამიდან არ აყენებდა :დ
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    ფანი [?]
    #13 8 ნოემბერი 2023 14:13
    1
    ბარსა საშინელ ფორმაშია, ასე ვერ გავფრინდებით!
    ვფიქრობ, პრობლემა თვითონ ხავის აქვს?! შახტართან წაგებამ შეიძლება გუნდი გამოაფხიზლოს!!
    ჩავი კი არა, პეპიც რომ იყოს ვერაფერს გააკეთებს, თუ შემტევი გამოდემბელებული რაფინია- პანსიონატელი ლევანა და თუ მიხას თოფა ფერანა ეყოლება!!!
    ახალბედა [?]
    #12 8 ნოემბერი 2023 13:55
    0
    პირველ რიგში ლევანდოვსკია გასაშვები,კიარადა გასაგდებია ტიპი..დაღეჭილი სიტუაციის ფორვარდია,რა ქნა უბრალოდ რაც გადმოვიდა?ყველა დიდ თამაშში ჩაისვარა,ამოტენა ალავესები და ცხოვრობს ლამაზად და ტკბილად ბარსელონაში,ძირითადი გარანტირებულიაქ,90 წუთი ირბენს დებილივით და ეგაა რა.ბენზემას ნახევარიც არაა,არც კლასით,არც შესრულებით ,მიღწევებს აღარ ვამბობ უკვე.საათივით აწყობილ ბაიერნში სუაც და ბენზემაც და რავი ნებისმიერი ფორვარდი უფრო მეტს გაიტანდა დაჟე.ტიპს მთელ კარიერაში აი რო თქვა რო დიდი თამაში ჩაატარაო,რეალი რო ამოტენა ეგააქვს და ვსო ამით მთავრდება.დასასმელია სასწრაფოდ სკამზე და დააყენოს ის ბავშვი გუი თუ გიუ რაცაა,ბოლობოლო უფრო მონდომებული იქნება,გაიქცევა სწრაფად მაინც.ეს ერთი ერთზეც დებილია უკვე,დაეწევა მცველი ვერ მიაღწევს მეკარემდე.მარა ხავი რო გეყოლება მწვრთნელად რისი იმედი უნდა გქონდეს,ტიპი ნოლია.სხვა რა უნდა ტიპს ვერ ვხვდები,რო ამბობთ აქ ზოგ ზოგიერთები მეტი რაუნდა ქნასო ამ გუნდითო,რა ცუდი გუნდი გვყავს?არ გვყავს შეილება სიტი ან რეალი მარა ყოველ შემთხვევაში არსენალზე ლივერპულზე და კიდევ ბევრ გრანდზე კაი და ვარსკვლავუტი შემადგენლობა გვყავს მარა აზრი?რა გახდა ერთი კაი მწვრთნელი ვერ ვხვდები უბრალოდ,ან ფლიკზე ეჩალიჩათ ან ტუხელზე ან უბრალოდ ვინმე სხვაზე რაა.არ შევადარებ გვარდიოლას მარა ტიპი არავარსკვლავს ვარსკვლავად აქცევს და ეს შემდგარ ფეხბურთელებს ადებილებს,რამხელა განსხვავებაში ვართ.დროული ზამენა ამან არ იცის,ტაქთიკა ამას არააქ,მოტივატორი ეს არაა და ასე შტერივით სხვაც დადგება და იქნევს ამ ხელებს.გამოვა მერე და იწყებს ტრადიციულად"მომატება გვმართებს,წინ უნდა ვიყუროთ"წინ კიარა კურსები აქვს მწვრთნელის გასავლელი ჯერ.გამოვა ეხლა ალავესს ამოტენის და დაიწყება"აცალეთ ამ კაცს,ამ რესურსით სხვა რას იზამს,თუ 4 გავიტანეთ ხავიბოლლ და რაღაცეები:დდდ.და ბოლოს ჯგუფიდან თუ გავალთ და 1/8 რო გამოგვაგდებენ გვეტყვის ჩვენი ოქროს კაცი რო სწორ გზაზე ვდგავართ და ბარსელონა ვართ!
    ფანი [?]
    #11 8 ნოემბერი 2023 13:52
    0
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: Ferran7
    ციტატა: cruyff9
    მეკიდე ვიტყვი რო არ ყავდ ამ კაცს დაცვის გარდა არავინ წესიერი,,ვინ ლვანდოვსკის ვერ იყენებს თუ ძმა ხარ კაცი ბურთს ვეღარ აჩერებს ისე დაბერდა,,პედრი რო იგროკი გგონიათ ეგ ცალკე პრიკოლია,,ბალდემ ძაან მოუკლო და სწორხაზოვანი გახდა,,იამალი ნული,,კანსელო შეცდომების ბუკეტი,,გიუნდოგანმა თავისი სიტიში მოჭამა,,,რაფინია ყველაზე სლე ბრაზილიელი🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ვინებით თხოვთ ამ კაცს თამაშს??ობიექტურად შეხედეთ და მიხვდებით რო დაცვის,დეიონგის და გავის გარდა ყველა გასაყრელია

    რომეუ ალონსო რაფინია ტორესი ლევანა ფატი აუცილებლად გასაყრელები არიან ვირცი ლეაუ და ალვარესი გვჭირდება თან მაგრად პლიუს საყრდენად კიმიხიც გიუნდოგანი აქ საცხოვრებლად ჩამოვიდა მართლაც აბა თამაშის არაფერი ეტყობა და კი ვიძახით ხავიზე გასაშვებიაო მარა კლოპი გვარდი აქ არმოვა და ფლიკის არ მჯერა მე დიდად რო გაამართლებს სხვა არ ჩანს ისეთი რო მოხოდოს ბარსა

    კლოპის ტრენერობა მოვხან))))ფლიკი რა სახსენებელია საერთოდ)))))მე მჯერა ჩავის და ამაზე უკეთესს ვერც მოვიყვანთ,,არაფერი საგანგაშო არ ხდება ჯერჯერობით,,ვაცადოთ სეზონის ბოლომდე და მერე შევაფასოთ

    რომც მოვიდნენ მაგათმა რა იციან ფმბარსას ფილოსოფოსია კიდე ჩვენი კაცი თუ გახდება ბარსას მწვრთნელი
    Culé [?]
    #10 8 ნოემბერი 2023 13:43