მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ისევ ბოლო წუთის დრამა

არაფერი ამ თამაშიდან არ გამოდის და მოვიდა ეს ბოლოს წინა წუთები, რაც უფრო ცოტა დრო რჩება მით უფრო სწრაფად გარბის ბოლოსკენ. ჩავისაც ვიღაცები გაყავს და შემოჰყავს, მაგრამ დიდად არაფერი იცვლება, ეს "რეალ სოსიედადიც" გააფთრებულია, დასაწყისიდანვე შემოგვიტიეს და უფრო აქტიურობდნენ, მაგრამ აი ამ ბოლოს წინა წუთებზე გავიდა ის პასი, რომელსაც ასე ველოდი, რაფინიამ გაუშვა დაბალი პასი პედრიზე და უკვე მომენტია, ამ პასს თუ გააძვრენ ზონებს შორის ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც გამოვა, პედრის კიდე არ ეშლება ეგეთები, თამაშს მონატრებულია, ტვინი არ აკლია და პასის კულტურა, შეაყოლა ძალიან კარგად თავის ძმაკაცს და ვიფიქრე რომ ვსო, ეგ არის, მოვიგეთ!
გავიმ კიდე ვერ გაიტანა. მეკარემ აჯობა. იდეალური პასი იყო, დარტყმა კიდე ეგეთივე ვერ გამოვიდა. ფორვარდის ინსტიქტი არ ეყო, საყრდენივით დაარტყა. ერთი რამ მენიშნა მაინც ისე, უცნაურად, ემოციური ბიჭია, ვიცით ყველამ, ამ თამაშშიც სულ მუშტები იქნია გაბრაზებულმა, ამ მომენტის გაცუდების მერე კიდე ჩვეულებრივ განაგძო თამაში და მეც ვიფიქრე რომ, ვაჰ, ბიჭო, ესენი კიდე რაღაცას აპირებენ, არადა, სამი წუთი დაამატა ამ არასწორმა.
იქით კუნძულზე გვარდიოლამ მოიგო 6:1, მსაჯმა კიდევ შვიდი წუთი მისცა, კი დააგდე ძირს მეტოქე, მაგრამ ბარემ წიხლიც მიაყოლეო, აქ კიდე გააფთრებული ბრძოლაა, ორივე გუნდი მოსაგებად იწევს და სამი წუთი ძლივს გააგდებინეს ხელიდან.
ჰოდა გავცდით ამ ბოლოს წინას და მოვიდა ბოლო წუთი. ისევ ილქაი, ისევ მისი პასი. ჩავის სტილში. ამიტომ უყვარს განსაკუთრებით, რაღაცებს მის მსგავსად აკეთებს, მარჯვნიდან კიდე არაუხომ ალვესივით შეირბინა და ბრიტანულ სტილში შეაგდო. კი წამოვიყვირე, მაგრამ მალევე ასწიეს ალამი, ვერ იკადრებდა თუ რა?!
ვნახეთ გამეორება და მეორედ წამოვიყვირე, იმიტომ რომ არ იყო ოფსაიდი და ესე იგი მოვიგეთ, ეგ არის! მაგრამ ესპანელი მსაჯებისა რომ ვიცით, მაინც ვნერვიულობ, ეგებ რაღაც დახატონ თავის ამბავში ამ უბედურებმა და მიდი მერე ეჭიდავე, ან იქნებ თვალში აკლია რომელიმეს, მაგათ უმრავლესობას ხომ მხედველობის პრობლემა აქვს.
ჩასტვინა და მესამედ წამოვიყვირე მამალივით, იმანოლი კიდე მიხვდა რომ დამარცხდა. წააგო. გუნდი მაგრად მოამზადა, მაგრამ ჩავის "ბარსას" ასე სჩვევია, ბოლო წუთებზე მიაქვს ხოლმე გამარჯვებები.
კლასის გარეშე, ცუდი ფეხბურთით
კლასიკოს მერე ისე გაუფუჭდათ ხასიათი რომ რაღაც ასეთს ველოდი კიდეც. რთულია ხასიათზე მოსვლა, თითქოს ყველაფერი კარგად გააკეთე, მაგრამ წააგე, ახლა კიდე უნდა ეთამაშო გასვლაზე იმ ხალხს, რომელიც შენზე ათასჯერ მეტად მოტივირებულია.
ვერ დააყენა ჩავიმ მაინცდამაინც კარგი შემადგენლობა და არც ტაქტიკა ვარგოდა, რაღაც მომენტებში კლასიკურ 4-4-2 ზეც გადავიდა, ჰოდა, რა დროს 4-4-2-ია, ყველაზე მარტივად ამოსაკეტი ტაქტიკაა. აჰა, დავუწყე ჭკუის სწავლება.
მაგარი ამბავი კიდევ ის არის, რომ პედრი როგორც იქნა დაგვიბრუნდა, ნელ-ნელა ვივსებით, ფრენკი დე იონგიღა დაგვრჩა. მერე კიდე სულ სხვა გუნდი ვიქნებით. რაღაც მხრივ წაადგა კიდეც გუნდს მათი დასვენება, აგერ ფერმინმა გვაჩვენა რომ მაგარი ბიჭია, რომეუმ გვაჩვენა რომ მისი ნდობა არ შეიძლება. ილქაიმ გვაჩვენა რომ რაღაც მხრივ ლიდერობაც შეუძლია.
გოლი კვლავ არ გაუშვია, შტეგენი ისევ მაგრად იდგა. ინიგო კიდე კარგი მცველია, დასვა სკამზე კრისტენსენი. არ გამოვრიცხავ რომ კუნდეც გადასვას. შეცდომები აქვს ხოლმე, ისეთი.. მოულოდნელი და უხერხული. ამ შეხვედრაშიც ერთი-ერთზე დატოვა მეტოქე, მოსდის ხოლმე ასე, განსაკუთრებით ყურადღებიანი ვერ არის, ჰოდა, ურჩევნია შეცდომებს მოუკლოს თორემ მცველების მეტი რა გვყავს, ერთმანეთზე უკეთესები არიან და აგერ ერთ-ერთი გმირიც გახდა.
ჩვენი ძმა არაუხო პინგვინის ანტიპოდია. იმ ბეჩავს ფრთები აქვს და ვერ დაფრინავს, არაუხოს კიდე არა აქვს, მაგრამ შეფრინდა. გულიანი ვინმეა, გუნდის ძრავია. უკვე მერამდენედ წამოვიღეთ მოგება ბოლო წუთებზე აღარც მახსოვს, ჩავის ეპოქაში მაგრად დაგვიგროვდა, ამიტომაც იყო კლასიკო ასე საწყენი, ჩავიმ ისე წააგო, როგორც თვითონ იგებს ხოლმე.
შემდეგი მატჩი "შახტართან", ჩემპიონთა ლიგაზე. საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]