მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფერმინ ლოპესის მასტერკლასი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფერმინ ლოპესის მასტერკლასი

განახევრებულმა "ბარსამ" "შახტარი" დაამარცხა და ჯგუფში ცხრა ქულით გალიდერდა. ერთი ნაბიჯიც და მერვედფინალში ვართ. როგორც იქნა, იოლ ჯგუფში მოვხვდით და საჭირო თანხას მივიღებთ, ახლა არ მოიძებნება არცერთი კლუბი, რომელსაც ფული "ბარსაზე" მეტად სჭირდება. მერე კი წილისყრის ამბავი იქნება, ვინ შეგვხვდება და როგორი გზა დალაგდება.

ფიქრი კი სულ სხვა მატჩისკენ იყო. შაბათს კლასიკოა. ეგეც თუ განახევრებულებმა ვითამაშეთ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ მოდის ხმები რომ ერთი-ორი კაცი მაინც შეიძლება დაბრუნდესო. ორი კაცი კიდე საქმეა. "შახტართან" ბავშვებით გავედით. ამ ბავშვებიდან ფერმინს განსაკუთრებით მაგარი თამაში ჰქონდა, ძალიან კარგი იყო პირველ ნახევარში და არც მეორეში ყოფილა ცუდი. აუცილებლად დააფიქრებს ჩავის, საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე "მადრიდთან" სათამაშო დრო მისცეს. არც ძირითადი იქნება გამორიცხული, თუ რომეუს სკამზე გადასვამენ, თუ ილქაის საყრდენზე დაწევენ, ფერმინსაც გაეხსნება გზა. თუმცა, ბოლომდე ვიტოვებთ იმედს რომ დე იონგი და პედრი გამოჯანმრთელდებიან, ლევანდოვსკისაც ველით, რა თქმა უნდა. 

თამაში პირველ ტაიმში გაკეთდა, მეორეში გუნდი მოეშვა. მთავარი ამოცანა იყო რომ ტრავმა არავის მიეღო. ჩავიმ ფაქტობრივად აკრძალა ბრძოლაში შესვლა. ამით "შახტარმა" მცირე უპირატესობა მიიღო და შემოგვიტიეს კიდეც. დავალება შესრულდა, დაზიანება არავის მიუღია, ფელიშის დისკომფორტს თუ არ ჩავთვლით, როგორც იწერება საშიში არაფერია, "მადრიდთან" აუცილებლად იქნება. 

ამ ბიჭების შემხედვარე ერთ რამეზე დავფიქრდი, მაინც რამდენს ნიშნავს "ბარსას" ფორმით თამაში, ჯერ ოც წლამდე არ მიუღწევიათ და უკვე ასეთი თავდაჯერებულები არიან, მოედანზე არ გასულან და უკვე იციან რომ მეტოქეზე გაცილებით მაღლა დგანან, ფერმინ ლოპესმა ყველა ეპიზოდში გამოიჩინა თავი, საწყის წუთზე პედრის მსგავსი პაუზა აიღო და მცველი სადღაც დასაკარგავში გაუშვა, ამ დროს მეკარემ აჯობა, მეორედ ისე შეირბინა საჯარიმოში როგორც ჩავი შერბოდა თავის დროზე, ილქაიმაც ისე ჩააგდო როგორც ინიესტამ და გოლიც ამ კომბინაციას მოჰყვა. ტაიმის მიწურულს კი რა ქნა თავადაც ნახავდით, შორიდან დამრტყმელი ბევრი ნამდვილად არ გვყავს, მაინცდამაინც არ უყვართ საჯარიმოს გარედან დარტყმა არც გავის, არც პედრის, არც დე იონგს, აგერ ფერმინმა გაისროლა და ძალიან ლამაზი გოლიც შეაგდო. 

მეორეშიც ლამაზად გაახვია ბადეში, მაგრამ თამაშგარეში ყოფილა. არადა, ლამაზი იყო. მანამდე ფერან ტორესსაც არ ჩაუთვალეს ერთი გოლი, ასევე თამაშგარე მდგომარეობის გამო. 

იამალიც აქტიურობდა, ძალიან ახლოს არის თავის პირველ კლასიკოსთან. რამოსის წინააღმდეგ უკვე ითამაშა, სწორედ ამ მატჩის მერე გავრცელდა ის ცნობილი ფოტო, ვნახეთ პატარა იამალი, წლების წინ რომ ფეხბურთელებს მიაცილებდა მოედნისკენ, ახლა თავად იდგება გვირაბში, მართალია "კამპ ნოუს" ცნობილი გვრგვინვა მოგვაკლდება, მაგრამ ეგ დროც მოვა, სად წავა.. 

ახლა კი პრობლემაზეც ვთქვათ. არაუხო ბურთიან კაცთან ადის და მისი ზონა ცარიელდება, მცველები არ ავსებენ სივრცეს, საყრდენი ზონიდან ფეხბურთელი შემორბის, რომეუ თავიდან მოსდევს, მერე კი ჩერდება, რატომ? არ ვიცი.. შესაძლოა, იფიქრა თამაშგარეში შეირბენსო, ან იფიქრა პასი მაინც არ გავაო, აბა რა იცოდა რომ აზაროვს ასეთი პასები არ ეშლება, არ იცოდა რომ მთელი ბავშვობა გარემარბი იყო და არა მცველი, ამიტომ შეტევაში ყოველთვის უკეთესია, ვიდრე დაცვაში. ჰოდა, გავიდა ეს პასი, ეგ კიდე ისეთი პასია რომელსაც გოლი მოჰყვება ხოლმე. 

ასეთი ჩავარდნა, თუნდაც მოშვებული "ბარსასთვისაც" ზედმეტია. ეს ხომ ბრძოლაში შესვლა არ იყო?! აქ უბრალოდ ტაქტიკურად ჩავარდა გუნდი. რომეუს კი იქამდე უნდა შეევსო სივრცე, სანამ მისი მეტოქე შეირბენდა. გახსოვთ ამ დროს ბუსკეტსი რას შვებოდა? ცენტრალური მცველის ზონაში იწევდა, მაქსიმალურად ავსებდა სივრცეს. თანაც იქამდე, სანამ მოწინააღმდეგეს მისი ათვისების სურვილი გაუჩნდებოდა. თამაშის წაკითხვა და ტაქტიკური განსწავლულობა ქვია ამას. ბუსკეტსს ჰქონდა ეს ყველაფერი, სხვა ღირსებებთან ერთად, რომეუს არ აქვს. 

ასე რომ, მთავარ კითხვასაც მივადექით, ვინ იქნება ჩვენი საყრდენი კლასიკოში? იმ ზონაში სადაც ბელინგემი დაფრინავს.

 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 26 ოქტომბერი 2023 23:29
    0
    რატომ დაუმეგობრდით ასე საყვარლად ძელს ვერ ამოვხსენი. ადრეც მახსოვს ერთი სეზონი სულ ძელს ურტყამდით მესის დროს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 ოქტომბერი 2023 20:47
    0
    რთულ სიტუაციაში ვართ, ფრე მშვენიერი შედეგი იქნებოდა ამ ნახევარგუნდისთვის.
    [?]
    #8 26 ოქტომბერი 2023 16:48
    3
    კლასიკოში ხავი რაღაც ახალს შემოგვთავაზებს, მგონია კანსელოს შეტევაში აუშვებს, არაუხო მარჯვნივ, ინიგო კრისი ცენტრი ბალდე მარცხნივ. ნახ.დაცვაში ილქაი გავი და რომეუ ფერმინიდან ერთი, უფრო რომეუ, არ გარისკავს უსაყრდენოდ თამაშს ხავი და შეჭამენ რომეუს. შეტევა ფელიქსი ტორესი კანსელო
    Culé [?]
    #7 26 ოქტომბერი 2023 13:44
    4
    ასეთი თაობა დიდი ხანია,არ ყოლია ბარსას, ალბათ მესი ფარგასი ბუსკეცი შემდეგ, შეხედეთ გავი ბალდე იამალი ფერმინი გიუც ასტრალგა კაი მეკარეა, ამათ პედრი არაუხო ჟოა დაამატე ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში წელგამართულები ვიქნებით!
    ფანი [?]
    #6 26 ოქტომბერი 2023 13:05
    6
    გუშინ ასე თუ ისე ყველა კარგი იყო, მაგრამ ლოპესი ძაან კაი ბავშვია ტიპს ყველაფერი აქვს ასე პატარაასაკში. იამალი ძაან ცდილობდა გოლის გატანას და ბევრიც აფუჭა მაგრამ ჯობს დაარტყას გააფუჭოს და ისწავლოს ვიდრე თავის თავში ჩიკეტოს და გაუბედავი გახდეს. ყველაზე მეტად ის არის სასიხარულო რომ მალე გუნდის უმეტესი ნაწილი ლა მასიის ბავშვებით იქნება დაკომპლექქსებული. კლასიკოზე სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მაქვს. მაგრამ ამ შემადგენლობით რომ ჩვენ მაგათ გავუქაჩოთ ჩათვალეთ რომ ლა ლიგა ჩვენიაა
    Culé [?]
    #5 26 ოქტომბერი 2023 12:37
    12
    ეხლა მხოლოდ შაბათის კალისიკო რო მადარდებს თორე დალშე ბოლშე მიუხედავად ჩვენი ყბადაღებული კრიტიკისა, მუშტი ვიკრებით, რომელიც პირველი და მეორე გუნდით ზუსტად ერთნაირი მუხტით გამოდის, რადგან ყველას აქვს საკუთარი მნიშვნელოვანი როლი კლუბში. როგორც მახსოვს ასეთი დანაკლისით გვარდიოლა ენრიკე ვერ იგებდა მატჩებს და ვალვერდე ხო საერთოდ მესის ამოსუნთქვის რითმზე იყო დამოკიდებული.. ზედმეტად თვალში საცემია ხოლმე ამათუიმ ფეხბურთელის უკლასობის გამო მოედანზე შექმნილი ქაოტური ამინდები, მაგრამ მიზერული რესურსით რომ ბრძოლას ვსწავლობთ თავდაუზოგავს და განსაკუთრებით მოგებას, ეს არის ყველაზე მეტად დასაფასებელი..
    ფანი [?]
    #4 26 ოქტომბერი 2023 12:24
    3
    ციტატა: Barca1980
    ფერმინის ყველაზე დიდი უპირატესობა რაც არის , არის ის მენტალური მდგრადობა რაც გააჩნია. არ ვიცი რამდენი ხანია ლა მასიას წევრია , თუმცა ფაქტია რომ სახლში თამაშობს , არ ეტყობა ოდნავი აღელვებაც კი , ისე გრძნობს თავს , როგორც თევზი წყალში. ეტყობა , რომ ჭკვიანი ფეხბურთელია , ფაქტიურად გავისა და პედრის ერთად აღებული ჰიბრიდია. თუ ელ-კლასიკოც მაღალ დონეზე ჩაატარა და ემოციურად იქაც გაუმკლავდა საკუთარ თავს , ჩათვალეთ რომ უკვე ძირითადის წევრია და ბევრს მოუწევს საკუთარ თამაშს კიდევ უფრო მოუმატოს. იმედია ტრავმების გარეშე გაივლის ამ წელს და საკვანძო ფეხბურთელი გახდება მომავალში ბარსელონას ისტორიაში . ამისათვის ყველაფერი აქვს და საფეხბურთო იღბალიც არ მიატოვებს იმედია. ეს არის ის უპირატესობა , რაც ბარსელონას გააჩნია , ეს კარგად იცოდა პერესის მონა კვერცხთოლომეუმ და იმიტომაც ანადგურებდა ლა მასიას , რამდენ დებილში გადავიხადეთ მილიონები , ალბათ რამდენი ფერმინი ელოდებოდა თავის შანსს.

    ფერმინი არის მართლა ისეთი ტალანტი რომელიც იშვიათია კი გავი და პედრი სასწაული ბიჭები არიან მარა ორივეს აკლიათ ისეთი რამეები რაც ფერმინს აქვს ამ სეზონში ფერმინი ბელინგემზე უკეთ თამაშობს თან მარტო ის ხო არაა რომ 2 თამაში ჩაატარა კარგად პირიქით ყველა თამაშში სადაც ითამაშა თავი დაგვამახსოვრა ყვეკაფერით კი ააჯარიმოს შოგნიდან ბევრ მომენტს აფუჭებს მარა ეგ დაიხვეწება მე3 დივიზიონის გუნდში იყო შარშან განათხოვრებული დაბრუნდა და ეს მენტალური სიძლიერე რეალთან იმ გოლმა და ასისტმა მოუტანა ფერმინი ერთად არის პედრი,გავი,ბელინგემის საუკეთესოს თვისებების ნაზავი მთავარია რომ ტალანტი არ განიავდე და ფერმინის სიტუაცია კიდე უფრო იმიტოა კაი რომ 20 წლისაა და სხეული უკვე ჩამოყალიბებული აქვს და ის ზედმეტი ტვირთი არ აწევს რაც გავის,პედრის,ფატის და თუნდაც იამალს ეწვათ მხრებზე(იამალმა ეგ უაზრო რეკორდის დამყარება ფეხებზე უნდა დაიკიდოს თუ ისტორიაში ჩაწერა უნდა რაიმე უფრო დასამახსოვრებელით უნდა ჩაეწეროს ის ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი ყველას ავიწყდება 2 სეზონში აი გუშინ ძაან ნერვების მომშლელი იყო ჯერ იყო და ფელიშს 100% მომენტში არ გაუკეთა პასი მერე ფერანს 2ჯერ იგივე 100% მომენტში მერე კიდე გიუს არ გაუკეთა პასი და კარებში შესვლა მოინდომა და კი დაუბლოკა აზაროვმაც მერე ვერც გიუმ გაიტანა და ვერც თვითონ)
    Culé [?]
    #3 26 ოქტომბერი 2023 11:44
    6
    ფერმინის ყველაზე დიდი უპირატესობა რაც არის , არის ის მენტალური მდგრადობა რაც გააჩნია. არ ვიცი რამდენი ხანია ლა მასიას წევრია , თუმცა ფაქტია რომ სახლში თამაშობს , არ ეტყობა ოდნავი აღელვებაც კი , ისე გრძნობს თავს , როგორც თევზი წყალში. ეტყობა , რომ ჭკვიანი ფეხბურთელია , ფაქტიურად გავისა და პედრის ერთად აღებული ჰიბრიდია. თუ ელ-კლასიკოც მაღალ დონეზე ჩაატარა და ემოციურად იქაც გაუმკლავდა საკუთარ თავს , ჩათვალეთ რომ უკვე ძირითადის წევრია და ბევრს მოუწევს საკუთარ თამაშს კიდევ უფრო მოუმატოს. იმედია ტრავმების გარეშე გაივლის ამ წელს და საკვანძო ფეხბურთელი გახდება მომავალში ბარსელონას ისტორიაში . ამისათვის ყველაფერი აქვს და საფეხბურთო იღბალიც არ მიატოვებს იმედია. ეს არის ის უპირატესობა , რაც ბარსელონას გააჩნია , ეს კარგად იცოდა პერესის მონა კვერცხთოლომეუმ და იმიტომაც ანადგურებდა ლა მასიას , რამდენ დებილში გადავიხადეთ მილიონები , ალბათ რამდენი ფერმინი ელოდებოდა თავის შანსს.
    ფანი [?]
    #2 26 ოქტომბერი 2023 11:37
    6
    ფერმინი 2015 წლის რაკეტას მარტო მე მაგონებს?
    Culé [?]
    #1 26 ოქტომბერი 2023 11:28
    17
    კარგია ფერმინი ძალიან , ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ბიჭში ისაა რომ თითქოს მარტივად აკეთებს ყველაფერს და არ ეტყობა ზედმეტი აღელვებები ხოლმე , რაც ნახევარმცველისთვის დიდი ფუფუნებაა , იმედია მოუმატებს და კიდევ განვითარდება , სკამიდანაც მშვენივრად შემოდის და არც დაცვას ერიდება არც დარტყმას , მოკლედ კარგია.. ფრენკის არ ყოფნის დროს ვიცოდი რომ ყველა მატჩი უკვლებლივ ძალიან რთული იქნებოდა , და ეგრეც მიდის ყველაფერი , ამას რომ სხვების ტრავმებიც დაემატა კატასტროფას ველოდი მაგრამ ბილბაოსაც და შახტარსაც მოვუგეთ , ეგეც კარგია.. რაც შეეხება კლასიკოს , ოოო რთულია , ადრე თუ აშკარა ფავორიტებად მივიჩნევდი ბარსას ახლა ორმაგად ფავორიტია რეალი , თუ არ დაბრუნდნენ ფრენკი და ლევანა ძალიან გაგვიჭირდება , მაგრამ წაგებასაც არაუშავას , მაინც ვერ გაგვექცევიან , ვერც ჩვენ და ვერც რთულ პერიოდს , ჩავარდნა აუცილებლად ექნება რეალს , ეს შემადგენლობა რეალის განწირულია გადაწვისთვის ასე მგონია.. რაც შეეხება ფეოლას მიერ აღნიშნულ საყრდენ ზონას , ზუსტად რომ მანდ წავაგებთ ყველაფერს , მეც ეგრე მგონია , მაგრამ ხავის ადგილას 3 მცველს დავაყენებდი მიუხედავად კუნდეს არ ყოფნისა , მარტინესი ცუდად არ დგას .. არაუხო კრისი მარტინესი , ბალდე და კანსელუ , საყრდენის არარსებობის გამო დაცვის ცენტრს დაზღვევა ჭირდება , რომეუ და გიუნდოგანი ვერ აკეთებენ ამას , ამიტომ მაქსიმალურად უნდა ჩაიკეტოს ჩვენს მეოთხედში ზონები , 3 მცველიანი ტაქტიკა კი ცოტა საშუალებას მოგვცემს სივრცეები არ მივცეთ კონტრშეტევისთვის და ისეთი შეცდომები არ დავუშვათ როგორიც შახტართან გოლის დროს.. ცენტრში ფერმინი გიუნდოგანი და გავი დადგებიან რომლებსაც კანსელუ დაეხმარება და არაუხო კანსელუსაც დააზღვევს , რადგან აშკარაა შეტევაში წასვლის დროს დაცვაში შეცდომებს ხშირად უშვებს ჟოაო და ვინის ეგრე ვერ დაიჭერს , არაუხო კი იდეალურად დააზღვევს , თან ვინი არაუხო უფრო ისეთი დუელია საიდანაც გამარჯვებული ჩვენი მხეცი უფრო გამოდის ხოლმე , ბელინგემსაც შეეზღუდება ზონები და კანსელუს ხარჯზე ცენტრში მიღებული უპირატესობით იქნებ ცოტათი ცენტრი მაინც დავიჭიროთ , წინ კი ალბათ ჟოაო ტორესი უნდა იდგნენ და სკამზე იამალი , რომ დაგვჭირდეს გაძლიერება მართლა გიუ თი ხო არ გავძლიერდებით , თან დაღლილ რეალთან იამალი უფრო სასარგებლო იქნება ვიდრე თავიდანვე , ეს წყობა საშუალებას მოგვცემს სივრცეები ჩავკეტოთ , და ჩვენს მომენტს დაველოდოთ რომელიც აუცილებლად გვექნება , ტორესის და ფელიქსის უიღბლობიდან გამომდინარე ამ მომენტის რეალიზება ცოტა რთული იქნება მაგრამ არა შეუძლებელი , პლუს კანსელუს უნივერსალურობის და უკან ჩაკეტილი ზონების ხარჯზე ფერმინსაც მიეცემა საშუალება წინ წავიდეს , რავი ასე მგონია უკეთესი იქნება , ვიდრე 4 მცველით და 3 შემტევით , თუ რა თქმა უნდა , ფრენკი არ დაბრუნდა.. ვნახოთ რას გადაწყვეტს ხავი და როგორ იქნებიან ფეხბურთელები , იმედი ვიქონიოთ დაბრუნდება ერთი ორი მაინც და აქიდან ერთი ფრენკი იქნება და კიდევ ფელიქსი იმედია ითამაშებს , წარმატებები ...