მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოსაწყენი სამი ქულა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოსაწყენი სამი ქულა

როგორც ვივარაუდეთ მძიმე მატჩი გამოვიდა, ჩავიმ მიგვაჩვია ასეთი მატჩების მოგებას. წვალობ, წვალობ და იგებ. არაფრად ვარგიხარ, ხალხს ყურებაც აღარ უნდა, მაგრამ სამი ქულა და ორი მილიონი მოგაქვს. ჯგუფში პირველ ადგილზე ხარ, ყველაზე რთული მეტოქე დამარცხებულია. როგორ თამაშობ მეორეხარისხოვანია, ორწლიანი ჩავარდნის მერე ყველას სურს, რომ მშვიდად გახვიდე პლეიოფში, სხვა ყველაფერი ქარსაც წაუღია. დროებით. 

სამი ეპიზოდი

სამი სცენა, სამი მოგონება. ლამაზით დავიწყებ, ალბათ ხვდებით რომ ამ შეხვედრაში "ბარსა" სილამაზესთან არ გადაკვეთილა. "პორტუს" კი ჰქონდა ლამაზი მომენტები, მაგალითად ტარემის გოლი, რომელიც არ ჩაითვალა. არ ვიცი ვის რა გაგახსენდათ, შესაძლოა, ჩვენი ბრაზილიელები გაგახსენდათ, ან, სუარესი, მე კიდე ედისონ კავანი ამომიხტა გონებაში, "კამპ ნოუზე" საოცარი სილამაზის გოლი გაგვიტანა და არ ჩაითვალა, თამაშგარე მდგომარეობაში იყო, ვინ როგორ გაზომა ეგ აღარ მახსოვს, მაგრამ ხალხს რომ მაგრად დაენანა მაგაზე გამახსენდა. 

ტარემის გოლზე დასანანს ვერ ვიტყვი, თითქოს შტეგენმაც იცოდა "ოფსაიდის" ამბავი და ისე ასწია ხელი.. სხვათა შორის, ეზოს მეკარესავით. 

პეპე გარბის 

მეორე შემტევსაც ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, პეპე ერთი-ერთზე გაიქცა და.. რა გაგახსენდათ? უჰ, როგორ ჰგავდა. 1998 წლის ნახევარფინალი, ბრაზილია - ნიდერლანდები. რივალდოს ერთი-ერთზე გაჰყავს რონალდო, ხარივით ჯანმრთელი, რეაქტიული რონალდო, ორი ნაბიჯი გადადგა და ყველა საგრძნობლად ჩამოიტოვა, ისღა დარჩენია გოლი შეაგდოს, მაგრამ არსაიდან ედგარ დავიდსი გამოფრინდა, ზურგიდან ვარდნაში შეძლო და ბურთს შეეხო, კარის ძელთან ჩაგორდა. 

ეგ იყო, ზუსტად ეგ იყო. დავიდსის როლში კუნდე ვნახეთ. ეს ეპიზოდი გატანილი გოლივით აღნიშნა, სამართლიანადაც გამოვიდა. 

ხელი იყო! 

იყო ხელი? იყო! კანსელუს არათუ მოხვდა ხელზე, არამედ ითამაშა ხელით. ამაზე მინიმუმ მეორე ყვითელი ეკუთვნოდა, მაქსიმუმ პირდაპირ წითელი და წიხლი საზარდულში. თითქოს არც არაფერი იყო გასარკვევი, დავიბენი, ვერ გავიგე რას ამოწმებდნენ, თავიდან მეგონა ხაზზე იყო დავა, იქნებ ჯარიმა იყო და არა პენალტი, ბოლო იმედის დარღვევა იყო თუ არა? თურმე, სულ სხვა რაღაცას უყურებდნენ, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა? ლა ლიგაში ალბათ გაატარებდნენ. 

და იყო ხელი "პორტუს" ფეხბურთელზე? აბა რავიცი, სად მთავრდება მაგათთვის ხელი და სად იწყება მხარი. ბურთი იმ ნაწილსაც შეეხო რასაც მხარს ვეძახი და იმასაც, რასაც ხელს ვეძახი. ახლა იმის გაზომვას ვერ დავიწყებ უფრო დიდი ნაწილი რომელს შეეხო, ხელს თუ მხარს. 

ეს ის შემთხვევაა, როცა პორტუგალიაში მხარი გამოჩნდა, ბარსელონაში კი ხელი. 

ესღა დავრჩით 

ისედაც არავართ კარგად, დე იონგი და პედრი გვაკლია, ჩვენი კრეატიული რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია, შეტევაში 16 წლის ბავშვით ვთამაშობთ და ამ დროს ლევანდოვსკი იღებს ტრავმას, თანაც, პირველივე ტაიმში. როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს, მაინც დიდი ძალაა, მის გარეშე თამაშის მოგება კი აქტივშია შესატანი. ცოტა მახინჯ, მაგრამ მაინც აქტივში. 

ფერან ტორესმა მიიღო შანსი და გამოიყენა. რა თქმა უნდა, ისიც განაწყენებული იქნებოდა, რაფინიას ასევე ტრავმა აქვს და მაინც ბავშვი დააყენეს მის ნაცვლად. გამოვიდა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ჯერჯერობით ვერ იქცა სტაბილურ გამტანად, მაგრამ ამას ვერც ჟოაუზე ვიტყვით, ვერც სხვა ფეხბურთელებზე, უკვე ვერც ლევანდოვსკიზე. 

გიუნდოგანის თამაშიც აღსანიშნავია, დროული და კარგი პასი გააკეთა. 

იამალი აქტიურობდა, რამდენიმე კარგი დრიბლინგი ჰქონდა, ერთი-ორჯერ დაარტყა ჟოაუმაც, მაგრამ პირველი ეფექტის მერე მოკლებული აქვს, თითქოს დაეჭვდა საკუთარ შესაძლებლობებში. აი, ნახევარდაცვამ საშინელი შთაბეჭდილება დატოვა, იმდენად ცუდი რომ რომეუს ნაცვლად სერჟი რობერტო შემოვიდა, კაცი, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია გაგიჩალიჩოს. 

ისევ დაცვა 

ამასობაში დაცვით გუნდად ვიქეცით. მე მახსოვს "ბარსა", რომელსაც ბრწყინვალე შეტევა ჰყავდა და საშინელი დაცვა. მახსოვს "ბარსა", რომელსაც ყველა რგოლში იდეალურად ჰქონდა საქმე, მაგრამ ჯერ არ მახსოვს ისეთი ფორმაციის "ბარსელონა" რომელშიც მცველები შემტევებს აღემატებიან. აღარაფერს ვამბობ მეკარეზე, აბა, რივალდოსთვის რომ ეთქვათ თავის დროზე ასეთი დრო დადგებაო, ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა, დუტრუელის, ჰესპისა და ბონანოს შემხედვარე. 

"გრანადასთან" გასვლაზე ვითამაშებთ რვაში, მერე კი სანაკრებო პაუზაზე ამოვისუნთქებთ, თორემ, ვერ არის საქმე კარგად. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #25 6 ოქტომბერი 2023 17:25
    0
    nika 54,

    მეგობარო სიტისთან რითი გამოჩნდა? მაგ თამაშში სიტის არ ჰყავდა ედერსონი, სილვა, რ.დიაში, ჰალანდი, ვოკერი, დე ბრუინი, როდრი, სტოუნსი და ამდენი ხალხის ნაკლებობის შემთხვევაში ნიუკასლს უთვლი პლიუსად?? ნიუკასლმა წელს ლივერთანაც წააგო და ბრაიტონთანაც. ერთი ვისაც ნორმალურს მოუგო ასტონ ვილაა და ისიც არასტაბილურია. არამგონია ეს ნიუკასლი ამ პორტუზე რამით მეტი იყოს, გრანდობაზე და გამოცდილებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 6 ოქტომბერი 2023 16:05
    0
    ბატონო ერნანდეს!
    შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა.
    მგონი ჩავი ბარსაში კი არა ატლეტიკოში თამაშობდა ჩოლოს მეთაურობით.
    ბარსა არასდროს გამოირჩეოდა ძლიერი დაცვით, შეტევა იყო ბარსას მთავარი კოზირი. გოლებსაც უშვებდა, მაგრამ მეტოქეზე მეტი გოლი გაჰქონდა და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.
    ჩავის ფსიქოლოგი ჭირდება, რომ შიშები გაუქრეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 6 ოქტომბერი 2023 14:10
    1
    ციტატა: marco reus 11
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: marco reus 11
    უსუსტეს ჯგუფში ვართ და აქ რო ვიგებთ თამაშებს , რას ითხოვთ მეტს ა შ ოქეი გავიგე. მერვედფინალში რო ცოტა კაი გუნდი შეგვხვდეს , დალაგებული და ერთი კაი შემსრულებლით მაგალითად ნიუკასლი ან კიდე უფრო ძლიერი ვინმე , მოგვისვრიან ბურთივით და იძახეთ მერე დეიონგი არაა და რას ითხოვთ :D რას ვითხოვთ და მწვრთნელი რო გვყავდეს <3

    პორტოს ნიუკასლი რით ჯობია?ახლოსაც ვერ მივა გამოცდილებით.იღბლით გაგდო ინტერმა შარშან რა ნიუკასლი 😂

    წელს ჩემი აზრით უკეთესი გუნდია ნიუკასსლი და ამდენი ომენტებიდან ისაკი და ალმირონიო უფრო გაიტანენ ვიდრე პორტუს ირანელი თავდამსხმელი

    ნიუკასლი რო უკეთესია ეს სიტისთან თამაშშიც კარგად გამოჩნდა. ერთადერთი წაგება სიტის ამ სეზონში.
    ფანი [?]
    #22 5 ოქტომბერი 2023 16:20
    1
    ციტატა: tato777
    BarcaFan❤💙,

    რას ქვია გამოცდილება არ უნდა ჯგუფურ ეტაპს?? მეოთხედფინალიდან არაა ფილანში გჭირდება გამოცდილება. ზუსტად მაგ გამოცდილების ხარჯზე ჩაგტოვენს შარშანწინ ბაიერნმა და ბენფიკამ, შარშან ბაიერნმა და ინტერმა. შენი აზრით რომელს აკლდა გამოცდილება და რომელი განიცდიდა დიდი თამაშებში მონაწილეობის ნაკლებობას????
    შარშან ფინალში გვარდიოლამ 1:0-ზე თავისი მილიარდიანი გუნდით დაიწია უკან და ბურთი ინტერს დაუთმო და არც არავის გაკვირვებია და მაგ ფინალში ინტერი ცოდო იყო წაგებისთვის. თქვენი ხედვით გვარდიოლა ქვეშაჯვიაა??? 😂
    მოჯლედ რა ამ საიტზე მომხმარებლების უმრავლესობა დღესვე მოაწერდა ხელს და დათანხმდებოდა ბარსას პრეზიდენტობაზე ან ბარსას მწვრთნელობაზე 😂😂😂 ლაპორტა და ხავი თქვენს დე…ბს შევ …. ამ საიტზე რომ არ შემოდიხართ და აქედან აღებული მითითებებით რომ მართავთ გუნდს 😂

    გვარდიოლას რომ შარშნა მთელი წელი ისე ეთამაშა როგორც ის ფინალი კი იქნებოდა მარა ათასში ერთხელ არაფერი შავდება მითუმეტეს როცა ნახევარ ფინალის მერე მატჩში რეაკი მოედნიდან გააქრე და ლაიპციგის კიწასთან გაასწორე პრემიერ ლიგის თებერვკის თვიდან წაუგებლად მოგებაზე არაფერს ვამბობ😀 როცა 3 ტურნირზე ერთდროულად იბრაზვი ეგ მოსულა მარა როცა ისედაც მიწასთან განადგურებული რეპუტაცია გაქვს და აკას კიდე ზევიდან 1-0ზე 11 კაცით დაცვაში ჩადგომას უმატებ რავი შენ თუ განსხვავებას ვერ ხედავ აზრი არ აქვს და შარშან და შარშან წინ ვისზე ნაკლებად გამოცდუკი გუნდი გვაყვდა?😀 ლევანდოვსკი პიკე ბუსკეცი რობერტო შტეგენი ალბა დეიონგი ვინ ყავდა ინტერს ამათზე გამოცდილი?😀 ან ბენფიკას ვინ ყავდა ბუსკეცზე ან თუნდაც შტეგენზე გამოცდილი გუნდში ოტამენდი?😀 თუ ინძაგი იყო 6 ლიგის ფინალში ნამყოფი გუნდი😀 და კი მართონებს(და კი 6 თამაშიანი ჯგუფური ეტაპიც კი მარათონია) სიძლიერით და ძალის სწორი დაზოგვით იგებენ და არა გამოცდილების ხარჯზე
    Culé [?]
    #21 5 ოქტომბერი 2023 15:42
    6
    ციტატა: marco reus 11
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: marco reus 11
    უსუსტეს ჯგუფში ვართ და აქ რო ვიგებთ თამაშებს , რას ითხოვთ მეტს ა შ ოქეი გავიგე. მერვედფინალში რო ცოტა კაი გუნდი შეგვხვდეს , დალაგებული და ერთი კაი შემსრულებლით მაგალითად ნიუკასლი ან კიდე უფრო ძლიერი ვინმე , მოგვისვრიან ბურთივით და იძახეთ მერე დეიონგი არაა და რას ითხოვთ :D რას ვითხოვთ და მწვრთნელი რო გვყავდეს <3

    პორტოს ნიუკასლი რით ჯობია?ახლოსაც ვერ მივა გამოცდილებით.იღბლით გაგდო ინტერმა შარშან რა ნიუკასლი 😂

    წელს ჩემი აზრით უკეთესი გუნდია ნიუკასსლი და ამდენი ომენტებიდან ისაკი და ალმირონიო უფრო გაიტანენ ვიდრე პორტუს ირანელი თავდამსხმელი

    ნიუკასლი , მიუხედავად ჩემი დიდი სიმპატიისა და პატივისცემისა , ჯერ ჯგუფიდან გავიდეს , მერე მეორე პორტუ და ნიუკასლი ალბათ თანაბარი დონის გუნდები არიან დღეს , ალბათ პორტუ უფრო მეტად სტაბილურიც კია.. რაც შეეხება მწვრთნელის ყოლას , მაგალითად ვინ? ხავიზე უკეთესს ამ მომენტში ვერავის მოვიყვანთ და მოდი შევხედოთ მწვრთნელების ბაზარს.
    დავიწყოთ იმით რომ გამორიცხულია გუარდიოლა ან კლოპი ამ გუნდში მოვიდეს , რომელიც კრიზისშია , ვერც მოვიყვანთ და არც მოვლენ.. ჩამოვიდეთ ცოტა დაბალი ეშელონის მწვრთნელებზე : ერიკ ტენ ჰააგი , დე ძერბი , ფლიკი და ა.შ .. ერიკ ტენ ჰააგის ფეხბურთი ძალიან მომწონდა აიაქსში , დიდებულად ართმევდა თავის საქმეს თავს და ულამაზეს ფეხბურთს ათამაშებდა , მაგრამ რა მოხდა როდესაც უფრო დიდ გრანდში გადავიდა და გაჩნდა იმის მოთხოვნა რომ ტიტულები მოეგო , დახარჯული ფულის შედეგი ეჩვენებინა და გაჩნდა უფრო დიდი პასუხისმგებლობა , როდესაც შეეჩეხა ურთულეს მეტოქეებს ? დიდ 6 ეულთან არცერთი გამარჯვება აქვს , ბრაიტონი სადაც იჭერს იქ კლავს , არანაირი ტაქტიკა და მონახაზი , ამაზე ბევრად უარესი დაემართებოდა ბარსაში , რადგან აქ ძლივს შეკოწიწებული ფულის შედეგს ბევრად მკაცრად მოითხოვდნენ და აქ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტიტულები ახლა ვიდრე მანჩესტერში რადგან წითელ ეშმაკებს კრიზისი არ აქვთ. ტენ ჰააგი გამოირიცხა..
    დე ძერბი , პარალელის გავლება შეგვიძლია ტენ ჰააგის აიაქსთან , ლამაზ ფეხბურთს თამაშობს , თავისუფალს და ლაღს , მაგრამ რა მოხდება როდესაც ანალოგიურად დიდ გუნდში წავა და პასუხისმგებლობები გაიზრდება? ჩემი აზრით იგივე , იმის შიში და ფიქრი რომ მატჩები აუცილებლად უნდა მოიგო წნეხის ქვეშ გაქცევს და ეს რთულია , ამ წნეხს ერთეულები უძლებენ , ანალოგიური დაემართება დე ძერბის და ამას ვნახავთ როდესაც დიდ გუნდში გადავა .. ჰანსი ფლიკი , ოოო , ყველაზე ცუდი ვარიანტი , უინტელექტო , უტაქტიკო მწვრთნელი , არანაირი მონახაზი , მხოლოდ იმით მიაღწია წარმატებას რომ ისედაც მომაკვდინებელ ბაიერნს მოტივაციას აძლევდა , ჩემთვის ის როგორც მწვრთნელი კარგი ნამდვილად არ არის , მითუმეტეს ბარსასთვის .. ახლა მივყვეთ სხვებსაც , ტუხელი , კონტე , ინძაგი , ხავიზე დიდი კრიტიკა მოდიოდა რომ დაცვიდან თამაშობს და 4 ნახევარმცველიაო და ეს მწვრთნელები გააჟღერეს რომლების მთავარი ტაქტიკა 5 მცველია , კონტრშეტევაა და ჩაკეტილი უხეში თამაში.. დარჩა ვინმე? ჟირონას მწვრთნელი ხომ არა? თვითონაც რომ ვერ გაუგიათ როგორ არიან იქ სადაც არიან და მალე გაიღვიძებენ და ჩამოვლენ ქვემოთ ისევ.. ახლა ამ ყველაფრის შემდეგ , როდესაც ხავის უწევს ამ ყველანაირი წნეხის გავლა , აუცილებლად უნდა მოიგოს ჯერ მატჩები რომ გუნდმა ამოისუნთქოს და კრიზისიდან ამოვიდეს , რომ შემდეგ გუნდმა თავისუფლება იგრძნოს და ლაღად თამაშიც დაიწყოს . ფეხბურთელებს ძლივს ვყიდულობთ და ისიც დიდ ნაწილს იმათ ვერა ვინც ხავის უნდა , ვერც იმას ვინც ვარსკვლავია , ცოტა ტოპები მოიყვანეს გიუნდო ფელიქსი და კანსელუ და როგორ? გიუნდომ ბარსა აირჩია , ფელიქსს სხვა არავინ ეპატიჟებოდა და კანსელუ გამოაგდეს 2 კლუბიდან , ასე რომ ეს მშვენიერი ტრანსფერებიც გამართლების ხარჯზე გაკეთდა , ძლივს , არავინ იცის დარჩებიან თუ არა , ჯერ ადაპტაციაც არ გაუვლიათ , ასე რომ ამ მომენტში ხავიზე უკეთესი ჩვენთვის არც არავინაა და არც ტრაკია ვინმეს მოყვანის , რომ მოვიდეს ვინმე იმას თავისი მოთხოვნები აქვს ახალი ფეხბურთელები და ეგენი საიდანღა მოგვყავს ? ასე რომ ძლივს აეწყო გუნდი ასე თუ ისე და ახლა ხავის გაშვება არის სრული მარაზმი , კატასტროფა და სისულელე , სულ რომ ტიტული ვერ მოიგოს წელს , მაინც არავინ გაუშვებს , რადგან ჯერ გუნდი უნდა ააწყოს და გუნდს დაამსგავსოს , ჯერ ფუნდამენტი ესხმება და ცოტა ხანში მშენებლობაც დაიწყება , ახლა ამ ძლივს ცოტათი შეთამაშებული გუნდის დაშლა სწორი არ მგონია , ასე რომ უბრალოდ ვუყუროთ და რაც იქნება კარგი მატჩები იმით დავტკბეთ , იმედი გვქონდეს რომ დანარჩენი უღიმღამო თამაშებიც ნელ-ნელა გამოსწორდება და გაიზრდება ლაღი ფეხბურთის პრცენტულობა , თორე ასე პირდაპირ თავქუდმოგლეჯილი შეტევაზე წასვლით და პირდაპირ ლაღი თამაშით , შედეგს ვერ მიიღებს , ახლა კი ბარსასთვის შედეგია აუცილებელი , მითუმეტეს ყველა ფრონტზე ებრძვიან და კარგად ვიცით რომ ასე გაგრძელდება კიდევ , მესი აღარ გვყავს , მის გარეშე თამაშს ვსწავლობთ და ასე თუ ისე გამოგვდის , 4 დამტვრეული ფეხბურთელის , სკამზე 0 შემტევის , 16-17 წლის ბიჭების , უსაყრდენობის , გამოუცდელობის , ფსიქოლოგიური მომენტების , წინა წლების კრახების , ზეწოლის და წნეხის შემდეგ , დრაგაოზე პორტუსთან 1-0ს ცუდ შედეგად ვერ ჩავთვლი , მითუმეტეს რომ პორტუს 100% მომენტი არ ქონია , კუნდეს და არაუხოს გამო , ასე რომ მიუხედავად საშინელი თამაშისა , რომელიც კიდევ ბევრჯერ იქნება , უკმაყოფილო და გაბრაზებული ვერ ვიქნები , ახლა მთავარია მოვიგოთ , რომ შემდეგ ეტაპზე რასაც ძველი ბარსელონა ქვია , ნელ-ნელა გადავიდეთ..
    Culé [?]
    #20 5 ოქტომბერი 2023 14:27
    0
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: marco reus 11
    უსუსტეს ჯგუფში ვართ და აქ რო ვიგებთ თამაშებს , რას ითხოვთ მეტს ა შ ოქეი გავიგე. მერვედფინალში რო ცოტა კაი გუნდი შეგვხვდეს , დალაგებული და ერთი კაი შემსრულებლით მაგალითად ნიუკასლი ან კიდე უფრო ძლიერი ვინმე , მოგვისვრიან ბურთივით და იძახეთ მერე დეიონგი არაა და რას ითხოვთ :D რას ვითხოვთ და მწვრთნელი რო გვყავდეს <3

    პორტოს ნიუკასლი რით ჯობია?ახლოსაც ვერ მივა გამოცდილებით.იღბლით გაგდო ინტერმა შარშან რა ნიუკასლი 😂

    წელს ჩემი აზრით უკეთესი გუნდია ნიუკასსლი და ამდენი ომენტებიდან ისაკი და ალმირონიო უფრო გაიტანენ ვიდრე პორტუს ირანელი თავდამსხმელი
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    Culé [?]
    #19 5 ოქტომბერი 2023 13:27
    1
    BarcaFan❤💙,

    რას ქვია გამოცდილება არ უნდა ჯგუფურ ეტაპს?? მეოთხედფინალიდან არაა ფილანში გჭირდება გამოცდილება. ზუსტად მაგ გამოცდილების ხარჯზე ჩაგტოვენს შარშანწინ ბაიერნმა და ბენფიკამ, შარშან ბაიერნმა და ინტერმა. შენი აზრით რომელს აკლდა გამოცდილება და რომელი განიცდიდა დიდი თამაშებში მონაწილეობის ნაკლებობას????
    შარშან ფინალში გვარდიოლამ 1:0-ზე თავისი მილიარდიანი გუნდით დაიწია უკან და ბურთი ინტერს დაუთმო და არც არავის გაკვირვებია და მაგ ფინალში ინტერი ცოდო იყო წაგებისთვის. თქვენი ხედვით გვარდიოლა ქვეშაჯვიაა??? 😂
    მოჯლედ რა ამ საიტზე მომხმარებლების უმრავლესობა დღესვე მოაწერდა ხელს და დათანხმდებოდა ბარსას პრეზიდენტობაზე ან ბარსას მწვრთნელობაზე 😂😂😂 ლაპორტა და ხავი თქვენს დე…ბს შევ …. ამ საიტზე რომ არ შემოდიხართ და აქედან აღებული მითითებებით რომ მართავთ გუნდს 😂
    ფანი [?]
    #18 5 ოქტომბერი 2023 12:39
    0
    მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი მესმის რომ ასეთი თამაშით დაცვა იწრთობა მაგრამ არ გვეყა შარშან ასეთი თამაშები?😀 რით ვერ გამოიწრთო ეს დედამოხნული დაცვა ნახევარ დცვას და შეტევას აღარ უნდა მივხედოთ? ან როცა არაუხო დგას მაინდამაინც სულ მაშინ რატო აბეტონებს დაცვას ეს ჩავი რამდენჯერაც კრისტენსენი და კუნდე იდგნენ იმდენჯერშემტევი ფეხბურთი ითამაშა გუნდმა

    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: marco reus 11
    უსუსტეს ჯგუფში ვართ და აქ რო ვიგებთ თამაშებს , რას ითხოვთ მეტს ა შ ოქეი გავიგე. მერვედფინალში რო ცოტა კაი გუნდი შეგვხვდეს , დალაგებული და ერთი კაი შემსრულებლით მაგალითად ნიუკასლი ან კიდე უფრო ძლიერი ვინმე , მოგვისვრიან ბურთივით და იძახეთ მერე დეიონგი არაა და რას ითხოვთ :D რას ვითხოვთ და მწვრთნელი რო გვყავდეს <3

    პორტოს ნიუკასლი რით ჯობია?ახლოსაც ვერ მივა გამოცდილებით.იღბლით გაგდო ინტერმა შარშან რა ნიუკასლი 😂

    ჯგუფურ ეტაპზე გამოცდილება არაფერს ნიშნავს გამოცდილება უკვე 1/2 ფინალიდან იწყება ჰა ჰა 1/4 ფინალიდან ჯგუფური ეტაპი და 1/8 ფინალი გუნდმა სიძლიერით უნდა გაიეროს სულ რო ანტვერპი რეალს შეხვდეს თუ სათანადოდ ძლიერი გუნდი იქნება მოუგებს რეალს ვისზე ნაკლები გამოცდილი გუნდი გვაყავდა შარშან და შარშან წინ ერთი ჯგუფური ეტაპიდან რომ მოგვისროლეს მითხარი ერთი
    Culé [?]
    #17 5 ოქტომბერი 2023 12:31
    2
    ციტატა: marco reus 11
    უსუსტეს ჯგუფში ვართ და აქ რო ვიგებთ თამაშებს , რას ითხოვთ მეტს ა შ ოქეი გავიგე. მერვედფინალში რო ცოტა კაი გუნდი შეგვხვდეს , დალაგებული და ერთი კაი შემსრულებლით მაგალითად ნიუკასლი ან კიდე უფრო ძლიერი ვინმე , მოგვისვრიან ბურთივით და იძახეთ მერე დეიონგი არაა და რას ითხოვთ :D რას ვითხოვთ და მწვრთნელი რო გვყავდეს <3

    პორტოს ნიუკასლი რით ჯობია?ახლოსაც ვერ მივა გამოცდილებით.იღბლით გაგდო ინტერმა შარშან რა ნიუკასლი 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 5 ოქტომბერი 2023 12:28
    1
    იმ პსჟ დედას შე....ცი დემბელე რო 10 ნომერი ეყოლება :D :D
    Culé [?]
    #15 5 ოქტომბერი 2023 12:08
    2
    უსუსტეს ჯგუფში ვართ და აქ რო ვიგებთ თამაშებს , რას ითხოვთ მეტს ა შ ოქეი გავიგე. მერვედფინალში რო ცოტა კაი გუნდი შეგვხვდეს , დალაგებული და ერთი კაი შემსრულებლით მაგალითად ნიუკასლი ან კიდე უფრო ძლიერი ვინმე , მოგვისვრიან ბურთივით და იძახეთ მერე დეიონგი არაა და რას ითხოვთ :D რას ვითხოვთ და მწვრთნელი რო გვყავდეს <3
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გულშემატკივარი [?]
    #14 5 ოქტომბერი 2023 12:06
    3
    ანუ ხალხო, ტენ ჰაგი რო მოგწონდატ ბევრს და ჩავის უშვებდით მაგის ნაცვლად, საყრდენი ისურვა კაზემირო მიუყვანეს, ზევიდან ერიკსენი, მაუნტი და ამრაბატი, ჩავის მხოლოდ ორიოლ რომეუ ზუბიმენდის ითხოვდა ტიპი და ეგეც ვერ მიუყვანეს, ზემოდან სანჩო დაუყოლეს თავისი ენტონი ჰოილუნდიანად და მალასიებზე და ვიღაცეებზე აღარ ვლაპარაკობ და გალათასარაიმ გახია შუაზე, და აქ პრეტენზიები გაქვთ დაცვაში ჩადგომაზე და არა სანახაობრიობაზე? ვისგან ელით სანახაობას ? ფერანისგან? ფერმინისგან ? 16 წლის ბავშვი გვყვავს სასტავში, თამაშის დროს კუჭი ეშლება ჯერ ტიპს და სანახაობრიობაო, ხო იყო სანახაობა როცა მარტო პედრი იყო დამტვრეული? დაბრუნდეს ყველა და მერე ელოდეთ სანახაობას, აი ამ გუნდით ვერცერთი მწვრტნელი ვერ დადებდა შედეგს, გვარდიოლას წინა ტურში ბურტი გადაახიეს როდრიგო და დებრუინი რო არ ყავდა.
    Culé [?]
    #13 5 ოქტომბერი 2023 12:03
    2
    80-90იანი წლების სკუადრა აძურათ ვყალიბდებით ერთი ერთში. გაძაღლებული თამაშები, გულშემატკივართა უდიდესი არმია, შიგადაშიგ გასაოცარი გამონათებები და საბოლოოდ ყველასთვის დამაკმაყოფილებელი ტაბლო 0-1 2-1 :)))) თუმცაღა იმდროინდელ ფეხბურთისთვის აუტანელ კატენაჩოსგან განსხვავებით, ჩვენი ფილოსოფია დაფუძნებულია ცალსახა ქაოტზე და რიგ ფეხბურთელთა ინდივიდუალურ თავგანწირვაზე.. დიდებულიც იყო და იდეალურიც ფელიშის გარჯა გუშინ, თითქმის ყველა ბურთი მას ამოჰქონდა დაცვიდან და იწყებდა ყველა შეტევას ნებისმიერი მიმართულებით, მაგრამ ამას გუნდოგანი რომ აკეთებდეს და ამ ბიჭს მეტი სივრცე და ენერგია რჩებოდის მეტოქის ნახევარზე რეაგირებისთვის არ შეიძლება? აბა რისთვის მოიყვანეს ამ დონის და გამოცდილების ფეხბურთელი? მესმის ვერ დაავალო რომეუს ან გავის იგივე, მაგრამ გუნდოგანი ხო სხვა კალიბრია მითუმეტეს დეიონგის არ ყოლის ფონზე, რატომ არის მისი როლი მხოლოდ კუთხურის ჩაწოდება გუნდში? მწვრთნელი რომელიც ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია, გუნდს ათამაშებდეს დაცვიტან პირდაპირ შეტევაში ან პირიქით "შუა რგოლის გარეშე" 30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და პირველად ვნახე, რომ ცენტრის რგოლს ქონდა ბურთის კონტროლის, პირველი პასის, ბოლო პასის, შეტევითი ფაზის თუ თავდაცვითი ფაზის პროცენტი აბსოლიტური 0.
    გულშემატკივარი [?]
    #12 5 ოქტომბერი 2023 11:41
    3
    რაღაცებს ვერ ხვდებით ბევრი აქ მგონი. პორტუ სახლში არის ძალიან კარგი გუნდი, ეს ერთი. მეორე პორტუს ჩვენზე უკეთესი საყრდენი ყავთ. და მესამე 4 ძირითადის კაცი რო გაკლია არაა მარტივი მგონი გამოხვიდე და ითამაშო ხო???
    ფანი [?]
    #11 5 ოქტომბერი 2023 11:35
    1
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: nika 54
    ციტატა: BarcaFan❤💙
    ციტატა: Golden Boy from Holland F.De Jong
    რასითხოვთ ვერგავიგე პედრო არა ფრენკი არა თითქმის მთელი თამაში უფორვარდოთ ვითამაშეთ დრაგაოზე პორტუსთან ჩახვიდე და გაანადგურო? არარის ეგრე წავიდა ის დრო გაიგეთ ყველასთან რო ვსეირნობდით ის საუკუნეში ერთხელ ხდება თან ხო ხედავთ ყველამ ისწავლა თამაში ასერომ ეგეც კარგია რომ ბრძოლა შევძელით და სასურველი შედეგი დავდრთ აი ჩვენ სტადიონზე ეგრე თამაში არეპატიება ნამდვილად

    11 კაცით დაცვაში არ დგომას ვითხოვთ და მეტოქისკარისკენ ერთხელ მაინც გახედვას ატლეტიკო რომ შენზე ლამაზად თამაშობს ტეხავს❤️

    მე ერთი არ მესმის, მატჩის დაწყებისთანავე ყველა ტერ შტეგენს რატო ეძებს? ფელიქსი, იამალი თუ ლევანდოვსკი რო ეძებონ ასე რთულია? რატომ უკანკალებთ მუხლები თამაშის დაწყებისთანავე? შეგრძნებაა რო მოედანზე თავის გასატანჯად გამოდიან და არა გოლების გასატანად.

    "როგორც ვივარაუდეთ მძიმე მატჩი გამოვიდა, ჩავიმ მიგვაჩვია ასეთი მატჩების მოგებას. წვალობ, წვალობ და იგებ. არაფრად ვარგიხარ, ხალხს ყურებაც აღარ უნდა, მაგრამ სამი ქულა და ორი მილიონი მოგაქვს. ჯგუფში პირველ ადგილზე ხარ, ყველაზე რთული მეტოქე დამარცხებულია. როგორ თამაშობ მეორეხარისხოვანია, ორწლიანი ჩავარდნის მერე ყველას სურს, რომ მშვიდად გახვიდე პლეიოფში, სხვა ყველაფერი ქარსაც წაუღია. დროებით." ფრენკის , პედრის , რაფინიას , ლევანდოვსკის გარეშე , ტორესის შემოსვლის შემდეგ 0 შემტევით სკამზე , პორტუსთან დრაგაოზე , დაკომპლექსებული , ორჯერ ჩარჩენილი გუნდით , კრიზისში მყოფი გუნდით რომელიც ახლა შენდება და ახლა გადის ადაპტაციას ჩემპიონთა ლიგაზე... როგორც გუშინ ვთქვი ასეთი მატჩები იქნება კიდევ და კიდევ.. იქნება უარესებიც , წაგებებიც , მაგრამ ეს ფეხბურთია , ფიფა არაა რომ ვინ სად გინდა იქ დააყენო და ისე ითამაშონ როგორც შენ გინდა , ჯოისტიკი არავის უჭირავს , 11 კაცით დაცვაში დგომას კიდევ როდესაც საყრდენი არ გყავს , სკამზე შემტევი , 4 ფეხბურთელი დაგემტვრა და ახალწვეულებიც ბევრი გყავს , პორტუსთან გასვლაზე 1-0 ზე მოულოდნელი სულაც არაა.. ნებისმიერი გრანდის თამაშები ნახე მთელი სეზონი და სულ აწყობილი გუნდიც კი რომელსაც არანაირი პრობლემა აქვს ისიც კი ატარებს ასეთ მატჩებს. ეს არაა კატასტროფა და ფეოლას პირველი სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია , გუნდს ელემენტარული ბურთის ამომტანი არ ყავდა მოედანზე , 16 წლის ბავშვს აკისრია შეტევის გამწვავება და ვითხოვთ გოლებს და ასისტებს , ფსიქოლოგია მინიმუმ განსახილველი მაინც არის და რავი როგორც მინიმუმ ამ ყველაფრის ფონზე კმაყოფილი ვარ შედეგით რომ მოვიგეთ , ცუდად ვითამაშეთ და ამას არავინ უარყოფს მაგრამ ამას აქვს ახსნები.. რაც შეეხება ყოველი ასეთი მატჩის შემდეგ რომ ხავის უშვებთ , აი ახლა გაუშვა ხავი ლაპორტამ , გადაუტრიალდა რაღაცა ტვინში , დაგიჯერათ და ხავი გაუშვა , ვინ მოგყავთ?

    100% ხარ. იშვიათი საღი აზრი ამ საიტზე
    გულშემატკივარი [?]
    #10 5 ოქტომბერი 2023 11:18
    1
    მოსაწყენი 3 ქულა სჯობს, მხიარულ 0-ს😆 ძირითადის 4 ფეხბურთელი გვაკლდა ძლიერ მოწინააღმდეგესთან გასვლით შეხვედრაში, დამატებით თამაშის დროს იამალიც გამოგვაკლდა და ფაქტიურად 20 წუთი 10 კაცით მოგვიწია თამაში. ბარსას 6 ქულა და პირველი ადგილი მირჩევნია, ვიდრე ლამაზი თამაში და 3 ქულით მეორე ადგილზე ყოფნა (გუშინ რომ ეგრე ეთამაშათ).
    Culé [?]
    #9 5 ოქტომბერი 2023 11:07
    4
    ციტატა: nika 54
    ციტატა: BarcaFan❤💙
    ციტატა: Golden Boy from Holland F.De Jong
    რასითხოვთ ვერგავიგე პედრო არა ფრენკი არა თითქმის მთელი თამაში უფორვარდოთ ვითამაშეთ დრაგაოზე პორტუსთან ჩახვიდე და გაანადგურო? არარის ეგრე წავიდა ის დრო გაიგეთ ყველასთან რო ვსეირნობდით ის საუკუნეში ერთხელ ხდება თან ხო ხედავთ ყველამ ისწავლა თამაში ასერომ ეგეც კარგია რომ ბრძოლა შევძელით და სასურველი შედეგი დავდრთ აი ჩვენ სტადიონზე ეგრე თამაში არეპატიება ნამდვილად

    11 კაცით დაცვაში არ დგომას ვითხოვთ და მეტოქისკარისკენ ერთხელ მაინც გახედვას ატლეტიკო რომ შენზე ლამაზად თამაშობს ტეხავს❤️

    მე ერთი არ მესმის, მატჩის დაწყებისთანავე ყველა ტერ შტეგენს რატო ეძებს? ფელიქსი, იამალი თუ ლევანდოვსკი რო ეძებონ ასე რთულია? რატომ უკანკალებთ მუხლები თამაშის დაწყებისთანავე? შეგრძნებაა რო მოედანზე თავის გასატანჯად გამოდიან და არა გოლების გასატანად.

    "როგორც ვივარაუდეთ მძიმე მატჩი გამოვიდა, ჩავიმ მიგვაჩვია ასეთი მატჩების მოგებას. წვალობ, წვალობ და იგებ. არაფრად ვარგიხარ, ხალხს ყურებაც აღარ უნდა, მაგრამ სამი ქულა და ორი მილიონი მოგაქვს. ჯგუფში პირველ ადგილზე ხარ, ყველაზე რთული მეტოქე დამარცხებულია. როგორ თამაშობ მეორეხარისხოვანია, ორწლიანი ჩავარდნის მერე ყველას სურს, რომ მშვიდად გახვიდე პლეიოფში, სხვა ყველაფერი ქარსაც წაუღია. დროებით." ფრენკის , პედრის , რაფინიას , ლევანდოვსკის გარეშე , ტორესის შემოსვლის შემდეგ 0 შემტევით სკამზე , პორტუსთან დრაგაოზე , დაკომპლექსებული , ორჯერ ჩარჩენილი გუნდით , კრიზისში მყოფი გუნდით რომელიც ახლა შენდება და ახლა გადის ადაპტაციას ჩემპიონთა ლიგაზე... როგორც გუშინ ვთქვი ასეთი მატჩები იქნება კიდევ და კიდევ.. იქნება უარესებიც , წაგებებიც , მაგრამ ეს ფეხბურთია , ფიფა არაა რომ ვინ სად გინდა იქ დააყენო და ისე ითამაშონ როგორც შენ გინდა , ჯოისტიკი არავის უჭირავს , 11 კაცით დაცვაში დგომას კიდევ როდესაც საყრდენი არ გყავს , სკამზე შემტევი , 4 ფეხბურთელი დაგემტვრა და ახალწვეულებიც ბევრი გყავს , პორტუსთან გასვლაზე 1-0 ზე მოულოდნელი სულაც არაა.. ნებისმიერი გრანდის თამაშები ნახე მთელი სეზონი და სულ აწყობილი გუნდიც კი რომელსაც არანაირი პრობლემა აქვს ისიც კი ატარებს ასეთ მატჩებს. ეს არაა კატასტროფა და ფეოლას პირველი სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია , გუნდს ელემენტარული ბურთის ამომტანი არ ყავდა მოედანზე , 16 წლის ბავშვს აკისრია შეტევის გამწვავება და ვითხოვთ გოლებს და ასისტებს , ფსიქოლოგია მინიმუმ განსახილველი მაინც არის და რავი როგორც მინიმუმ ამ ყველაფრის ფონზე კმაყოფილი ვარ შედეგით რომ მოვიგეთ , ცუდად ვითამაშეთ და ამას არავინ უარყოფს მაგრამ ამას აქვს ახსნები.. რაც შეეხება ყოველი ასეთი მატჩის შემდეგ რომ ხავის უშვებთ , აი ახლა გაუშვა ხავი ლაპორტამ , გადაუტრიალდა რაღაცა ტვინში , დაგიჯერათ და ხავი გაუშვა , ვინ მოგყავთ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 ოქტომბერი 2023 10:09
    0
    ციტატა: BarcaFan❤💙
    ციტატა: Golden Boy from Holland F.De Jong
    რასითხოვთ ვერგავიგე პედრო არა ფრენკი არა თითქმის მთელი თამაში უფორვარდოთ ვითამაშეთ დრაგაოზე პორტუსთან ჩახვიდე და გაანადგურო? არარის ეგრე წავიდა ის დრო გაიგეთ ყველასთან რო ვსეირნობდით ის საუკუნეში ერთხელ ხდება თან ხო ხედავთ ყველამ ისწავლა თამაში ასერომ ეგეც კარგია რომ ბრძოლა შევძელით და სასურველი შედეგი დავდრთ აი ჩვენ სტადიონზე ეგრე თამაში არეპატიება ნამდვილად

    11 კაცით დაცვაში არ დგომას ვითხოვთ და მეტოქისკარისკენ ერთხელ მაინც გახედვას ატლეტიკო რომ შენზე ლამაზად თამაშობს ტეხავს❤️

    მე ერთი არ მესმის, მატჩის დაწყებისთანავე ყველა ტერ შტეგენს რატო ეძებს? ფელიქსი, იამალი თუ ლევანდოვსკი რო ეძებონ ასე რთულია? რატომ უკანკალებთ მუხლები თამაშის დაწყებისთანავე? შეგრძნებაა რო მოედანზე თავის გასატანჯად გამოდიან და არა გოლების გასატანად.
    ფანი [?]
    #7 5 ოქტომბერი 2023 10:00
    0
    ციტატა: Golden Boy from Holland F.De Jong
    რასითხოვთ ვერგავიგე პედრო არა ფრენკი არა თითქმის მთელი თამაში უფორვარდოთ ვითამაშეთ დრაგაოზე პორტუსთან ჩახვიდე და გაანადგურო? არარის ეგრე წავიდა ის დრო გაიგეთ ყველასთან რო ვსეირნობდით ის საუკუნეში ერთხელ ხდება თან ხო ხედავთ ყველამ ისწავლა თამაში ასერომ ეგეც კარგია რომ ბრძოლა შევძელით და სასურველი შედეგი დავდრთ აი ჩვენ სტადიონზე ეგრე თამაში არეპატიება ნამდვილად

    11 კაცით დაცვაში არ დგომას ვითხოვთ და მეტოქისკარისკენ ერთხელ მაინც გახედვას ატლეტიკო რომ შენზე ლამაზად თამაშობს ტეხავს❤️
    ფანი [?]
    #6 5 ოქტომბერი 2023 09:51