ვათამაშოთ თუ დავიცვათ? - დებატები იამალის გარშემო

ვათამაშოთ თუ დავიცვათ? - დებატები იამალის გარშემო

"ბარსა" პორტუს ესტუმრება. ძალიან დიდი ხანია ამ სტადიონზე არ უთამაშია, სუპერ თასის ფინალში კი შეხვდნენ, მაგრამ ის მატჩი მონაკოში შედგა, ტრადიციულად. იმ მომენტისთვის ტრადიციულად, თორემ მას მერე ეგ ტრადიციაც გააქრეს. 

განსაკუთრებული შემთხვევა იყო "ბარსას" სტუმრობა, რამდენიმე მიზეზის გამო. ამხანაგური მატჩი იყო, "დრაგაუს" სტადიონი გაიხსნა, 2003 წლის ნოემბერში. ევრო 2004 ისთვის პორტუგალიელებმა სტადიონები შეამზადეს და ერთ-ერთი დიდებული სტადიონი სწორედ "დრაგაუ" იყო. 

"პორტუს" ამ დროს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, სეზონის ბოლოს სენსაციურად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ამას მოჰყვება ევრო 2004 პორტუგალიაში, სადაც მასპინძელი ასევე სენსაციურად დამარცხდება საბერძნეთთან. მოკლედ, მახინჯი ფეხბურთისა და სენსაციების ეპოქა იდგა. 

და რით იყო გამორჩეული ეს მატჩი "ბარსასთვის"? სწორედ ამ შეხვედრაში შედგა 16 წლისა და 4 თვის ლიონელ მესის დებიუტი პირველ გუნდში. ჟოზეს თვალწინ გამოჩნდა. ჯერ კიდევ 2003 წელია.. რონალდინიო სადებიუტო სეზონს ატარებს, ედგარ დავიდსი ჯერ არ გადმოსულა, "ბარსა" ჯერ არ გამოფხიზლებულა, რაიკაარდში ეჭვი ეპარებათ, ლაპორტა ჯერ კიდევ ახალბედა პრეზიდენტია, და ამ დროს ლიონელ მესიმ შემოაბიჯა მოედანზე. 

იამალი 

ჩვენი ბრილიანტიც 16 წლის არის. კარგი ნიშნები ჰყავს, კარგად სწავლობს. სეზონის წინ ელოდნენ, რომ ბ გუნდში გააგრძელებდა თამაშს, მაგრამ ჩავი ბოლომდე ენდო და ათ მატჩსაც მოუყარა თავი. ახლა კი შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზეც ძირითადში დაიწყოს, თანაც ყველაზე რთულ მეტოქესთან, რომელიც "ბარსას" ჯგუფში ერგო. "დრაგაუზე" თამაში ლობიოს ჭამა არ გეგონოთ. 

აქვე შეგიძლიათ გადახედოთ სტატისტიკას თუ რომელმა ფეხბურთელმა უფრო ადრეულ ასაკში მიაღწია 10 მატჩიან ნიშნულს. როგორც ხედავთ სიას იამალი ლიდერობს. 

 

ბოლო მატჩებში იამალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "ბარსას" წარმატებაში. შესაძლოა, საუკეთესო მატჩი არ ჰქონოდა, მაგრამ როცა მოედანზეა ყოველთვის ქმნის მომენტებს, შედეგიანობა კი ნელ-ნელა მოვა. "სევილიასთან" მისი აქტიურობა გადამწყვეტი გამოდგა, სწორედ იამალის დამსახურებით მოიგო "ბარსამ", სერხიო რამოსს თავის კარში გაატანინა ერთადერთი გოლი. 

"იამალი ყოველ კვირა ვერ ითამაშებს, ჩვენ მას უნდა გავუფრთხილდეთ, ის მხოლოდ 16 წლის არის, დგება დღეები, როცა მისი ასაკი გადამწყვეტი ფაქტორია გადაწყვეტილების მიღების დროს", - თქვა ჩავიმ მატჩის შემდეგ. 

"ფეხბურთი მხოლოდ ბურთთან ერთად თამაშს არ გულისხმობს, მუდმივი მოძრაობაა საჭირო, დაცვის დახმარება, ზონის გადაკეტვა, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, იამალს ამის გაკეთებას ყოველ კვირა ვერ მოვთხოვთ". 

"ფსიქოლოგიურად პრობლემას ვერ ვხედავ, ძალიან მშვიდი ბიჭია, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე თამაშობს და ყველა ხედავს რომ დიდი ტალანტია", 

 

აქვე შეგიძლიათ შეხედოთ ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტებს. რა თქმა უნდა, ლამინი აქაც ლიდერობს სიას. 

ჩავი თავად ადევნებდა თვალყურს მესის პროგრესს. მიუხედავად იმისა, რომ ლეო 2003 წელს გამოჩნდა, რაიკაარდმა მხოლოდ 2004/05 წლების სეზონში მისცა ოფიციალურ დონეზე დებიუტის საშუალება, 2005/06 წლების სეზონში კი ნელ-ნელა გაუზარდა სათამაშო დრო. მესიმ "ბერნაბეუზე" ძალიან მაგრად ითამაშა, (თუმცა, რონალდინიომ ყველა დაჩრდილა) კარლოსისა და ზიდანის ფლანგზე მოიპოვა პატარა ლეომ უპირატესობა. 

მერე "ჩელსისთან" კარიერის მატჩი ჰქონდა (იმ მომენტისთვის), სანაკრებო პაუზაზე ნაკრებშიც იფრინა, ამდენი ფრენით მაგრად გადაიღალა და სწორედ აქიდან იწყება დიდი ტრავმიანობა. 

"თუ კარგად გახსოვთ მესი ზეწოლას ვერ უძლებდა, 17-18 წლის ასაკში ამისთვის მზად არ იყო, ამიტომ ხშირად იღებდა კუნთის ტრავმებს", - შეგვახსენა ჩავიმ. 

გარემო აბსოლუტურად განსხვავდება, მესის სიმშვიდე ჰქონდა, კლუბში თანავარსკვლავედი ჰყავდა, თანაც უმრავლესობა საუკეთესო ასაკში, ფორმის პიკში გახლდათ, მესიზე ფსიქოლოგიური დაწოლა საერთოდ არ ყოფილა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა რონალდინიოს, ეტო'ოსა და დეკუს ჰქონდათ გადანაწილებული. 

ლეოს შეცდომის უფლებაც ჰქონდა, მაგრამ შეცდომებს როგორც წესი, არ უშვებდა. 

იამალისგან კი გაცილებით მეტს ითხოვენ, რადგან "ბარსას" ნებისმიერ მატჩში დიდი ძალისხმევა სჭირდება მოსაგებად. ის მხოლოდ იმისთვის არ შემოჰყავთ რომ გაიზარდოს, პირველ რიგში, შემოჰყავთ იმისთვის, რომ თამაში მოიგოს. 

შორს რომ არ წავიდეთ პედრისა და ფატის მაგალითის მოყვანაც შეიძლება. პედრიმ ისეთი ზეწოლა მიიღო რომ მას მერე ქრონიკული ტრავმები აწუხებს, ანსუ ფატიმ კი ისეთი სიმძიმის ტრავმები და ოპერაცია გადაიტანა რომ საეჭვოა ოდესმე ისე ათამაშდეს როგორც კარიერის დასაწყისში უწინასწარმეტყველებდნენ. 

"იამალი ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა, მუდმივად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, პასს ყოველთვის საჭირო დროს გასცემს", - ამბობს ჩავი, რომელსაც სჭირდება ასეთი ფეხბურთელი, განსხვავებული დემბელესა და რაფინიასაგან. 

წარსული გვიჩვენებს რომ აუცილებელია ამ ასაკში ფეხბურთელის ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ, იამალი შესუსტებულმა "ბარსამ" მსხვერპლად არ უნდა შესწიროს. გუნდს ძალიან სჭირდება მისი მოედანზე ყოფნა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელი იყოს. 

გამოყენებულია The Athletic-ის მასალები. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 ოქტომბერი 2023 10:43
    0
    "ფსიქოლოგიურად პრობლემას ვერ ვხედავ, ძალიან მშვიდი ბიჭია, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე თამაშობს და ყველა ხედავს რომ დიდი ტალანტია".
    სამწუხაროდ გუშინ ვერ იყო მოწოდების დონეზე, უფრო რაფინია-ტორესის ნაზავს გავდა, ცუდ თამაშებში. ერთი ერთზე თითქმის არ უჯობნია არავისთვის განსხვავებით წინა მატჩებისგან.
    Culé [?]
    #5 4 ოქტომბერი 2023 21:50
    3
    ერთ რამეს ვერ ვხვდებით ვერც ჩვენ ვერც კატალონიაში,,მესი აღარ განმეორდება იყო ერთი და განუმეორებელი,ისევე როგორც პუიოლი ჩავი ინიესტა და ბუსკეტსი ან დანი ალვეში მარა უპირველესყოვლისა ფეხბურთის მესია ლეო მესი!!!შეეშვით ამ შედარებებს,იამალმა უბრალოდ რიგითი ლეგენდარული ფეხბურთელის კვალი რო დატოვოს რაღა გვიჭირს
    წევრი [?]
    #4 4 ოქტომბერი 2023 20:34
    0
    განსხვავება ის არის რო ლეო თავს უფლებას აძლევდა თამამად ეთამაშა. ისეთ ფერიოდში გამოჩნდა მესი როცა გუნდი ვარსკვლავებით იყო სავსე ეს ძაან დაეხმარა. ამ ბარსაში კი არამგონია ვინმესგან რამე ისწავლო თუ შაკუთარი თავი არ გამოავლინე.გავის მაგალითი აშკაეაა როგორ თამამასაც დაიწყო ისე აგრძელებს და უკეთესადაც. რათქმაუნდა არ ღიეს ასეთი ტალანტების გადატვირთვა მაგრამ რაც მეტს ითამაშებენ მით უფრო მალე განვითარდებიან.
    ფანი [?]
    #3 4 ოქტომბერი 2023 20:20
    0
    ეს გვერდიც იკარგება ნელ-ნელა სამწუხაროდ 😕
    ფანი [?]
    #2 4 ოქტომბერი 2023 17:47
    2
    ციტატა: Messi 10
    თუ იამალმა ის ფეხბურთი ითამაშა რასაც უწინასწარმეტყველებენ ჩავის მწვრთნელობის კარიერა მარტო ამად ეღირება... რაც შეეხება ათამაშონ თუ არა თამაშით უნდა ათამაშონნ ოღონდ ნორმის ფარგლებში აქვს პოტენციალი და არის საშიში მოედანზე და ჰაა... უბრალოდ ის მომენტია რომ ძირითადად სულ იმ დროს შემოყავს როცა გუნდს უჭირს და მართლა პასუხისმგებლიბას კიდებენ რომ აი შედი და რამე გამოასწორე... რაც ცოტა ფსიქოლოგიურად საშიში მგონია... ახლა ყველაზე მეტად ჩავის და გარემოცვას აქვს სამუშაო რომ თავში რამე არ გადაუტრიალდეს და რაღაცეები არ აუვარდეს თავში 16 წლის არის და ლოგიკურია ახლა თავისი თავით ტკბებოდეს უბრალოდ ეს ზედმეტებში არ უნდა გადაუვიდეს... და რაც მთავარია არ უნდა შევადაროთ მესის ისევე როგორც თვითონ არ უნდა შეედაროს მესიი იყო მესი იამალი არის იამალი და დაე 15 წლის შემდეგ შეგვედარებინოს რომელი უფრო მაგარი იყოო 😂❤️ წარმატებები ბარსას დღევანდელ მატჩში

    მართალი ხართ 100%..
    გაიხარეთ!!!
    ფანი [?]
    #1 4 ოქტომბერი 2023 15:03
    8
    თუ იამალმა ის ფეხბურთი ითამაშა რასაც უწინასწარმეტყველებენ ჩავის მწვრთნელობის კარიერა მარტო ამად ეღირება... რაც შეეხება ათამაშონ თუ არა თამაშით უნდა ათამაშონნ ოღონდ ნორმის ფარგლებში აქვს პოტენციალი და არის საშიში მოედანზე და ჰაა... უბრალოდ ის მომენტია რომ ძირითადად სულ იმ დროს შემოყავს როცა გუნდს უჭირს და მართლა პასუხისმგებლიბას კიდებენ რომ აი შედი და რამე გამოასწორე... რაც ცოტა ფსიქოლოგიურად საშიში მგონია... ახლა ყველაზე მეტად ჩავის და გარემოცვას აქვს სამუშაო რომ თავში რამე არ გადაუტრიალდეს და რაღაცეები არ აუვარდეს თავში 16 წლის არის და ლოგიკურია ახლა თავისი თავით ტკბებოდეს უბრალოდ ეს ზედმეტებში არ უნდა გადაუვიდეს... და რაც მთავარია არ უნდა შევადაროთ მესის ისევე როგორც თვითონ არ უნდა შეედაროს მესიი იყო მესი იამალი არის იამალი და დაე 15 წლის შემდეგ შეგვედარებინოს რომელი უფრო მაგარი იყოო 😂❤️ წარმატებები ბარსას დღევანდელ მატჩში