ბარსა vs სევილია (ვიდეოანალიზი)
ახალი სეზონის პირველი ვიდეოანალიზიც მზად არის. ხშირად მოგვიწევს, რადგან "ბარსაში" ბევრი რამ შეიცვალა, ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ და ჩავის ცვლილებებისკენ უბიძგეს.
ანალიზის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსამ" "სევილიას" ყველაფერში აჯობა. ცუდი ის არის, რომ მომენტების რეალიზება ვერ შეძლო, ეს მატჩი უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგო. დაცვა საიმედოდ იდგა, შემტევები კი მომენტებს ქმნიდნენ.
ტაქტიკა
"სევილიამ" გამოკვეთილი 4-2-3-1 ით ითამაშა. ჩავის 4-3-3 კი მანევრირებადი იყო, ამ მანევრის მთავარი მოქმედი პირი რაფინია გახლდათ, იქამდე, სანამ მოედანს დატოვებდა. რაფინიას გასვლის შემდეგ უფრო მეტად კლასიკურ 4-3-3 ზე გადაერთო გუნდი.
სანამ რაფინია იყო მოედანზე. მანამდე რვიანისა და ცრუ ცხრიანის ზონაში მოძრაობდა, არ არის მარტივი სწორ დროს გამოერკვე ამ ყველაფერში, რაფინიამ მეტნაკლებად შეძლო და მომენტებიც შექმნა.
"სევილიას" კი ბევრი არაფერი შეუქმნია, ყველაზე კარგი მომენტი რაკიტიჩის დარტყმა იყო, შტეგენის პასის შემდეგ ბურთი დაიკარგა, ისევე. როგორც წინა შეხვედრაში, ოღონდ ამჯერად თავს უფლებას მივცემ და რაფინიას დავადანაშაულებ, საკმარისი მანძილი ჰქონდა იმისათვის, რომ უკეთესი პირველი შეხება ჰქონოდა, ბურთი ცუდად დაამუშავა და მეტოქეს შანსი მისცა. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ბრაზილიელს სჩვევია ასეთი წუნი, ამიტომ მისი ცენტრში დაყენება მაინცდამაინც გონივრული არ იყო.
კონტრშეტევები?
კითხვის ნიშანს ვსვამ იმიტომ, რომ ერთი შეხედვით კონტრშეტევა რეალურად პოზიციური შეტევა გამოდგა, ასეთი სურათი კი იმიტომ მივიღეთ, რომ "სევილია" ძალიან მაღლა ამოწეული დაცვით თამაშობდა, შესაბამისად, პოზიციური შეტევის დროსაც კი ზურგსუკან გაურბოდნენ ჩვენი შემტევები.
ასეთი შეტევა ორჯერ გავიდა მარცხენა ფლანგიდან და ორივეჯერ ვერ ჩაკეტა კუთხე იამალმა. ვისი ბრალი იყო, თავად განსაჯეთ, პასი არ ვარგოდა თუ საჭირო პოზიცია ვერ შეარჩია ჩვენმა ბრილიანტმა.
აი ვიდეოს მესამე ეპიზოდში კი კარგი კონტრშეტევაა, კუთხურიდან ბურთი მოვიგდეთ და ძალიან სწრაფი შეტევა წავიდა, ყველაფერი კარგად გაკეთდა, ბოლოს ისევ რაფინიას პირველი შეხება არ ვარგოდა.
მარჯვნიდან
ნელ-ნელა გადმოვიდეთ მარჯვენა ფლანგზე. ის, რაც კომბინაციის შედეგად ვერ გავიდა, ინდივიდუალურად მოხერხდა. კომბინაციით კი მესამეზე პასი კეთდებოდა, ჩარბენაც დროული იყო და ლევანდოვსკიმაც კარგად წაიკითხა ეს მომენტი, მაგრამ პასმა ვერ ივარგა და მესამეზეც ვერ გადაება, მაგრამ ჩავის დახაზული სამკუთხედი მაინც კარგად გამოჩნდა.
ინდივიდუალურად კი კანსელუმ გაჭრა "სევილიას" დაცვა, დრიბლინგიც კარგი იყო, ბოლო პასიც და შეტევის დასაწყისში დიაგონალიც, ერთადერთი ჟოაუს ბოლო შეხებამ არ ივარგა, ულამაზესი გოლი იქნებოდა.
იამალი
გარდა იმ შეტევებისა, რომელიც ვიდეოში ჩავსვი, მარჯვენა ფლანგიდან განხორციელებული შეტევებისა, იამალმა კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, ყველა ხედავს, რომ ბურთის მიღებისთანავე ქმნის საფრთხეს, მთავარი განსხვავება დემბელესთან აზროვნებაა, იამალი კარგად კითხულობს თამაშს, ეს კი განვითარების მთავარი საწინდარია.
ბოლო, ესე იგი, გოლის მომენტში კი შეგიძლია დააკვირდეთ, როგორ გაიხსნა, ჯერ ბურთს ითხოვს, მერე ცრუმოძრაობას აკეთებს და მისი მეურვე აღარც შეიმჩნია, ისე დაკარგა მოედანზე. რა თქმა უნდა, პასიც მშვენიერი იყო.
სტანდარტები
"ბარსა" გამოიყენებს სტანდარტებს. ვივარაუდებ და ვიტყვი, რომ "პორტუსთან" სტანდარტულს გამოიყენებს, რადგან აშკარად ჩანს, რომ ძალიან ბევრს მუშაობენ. ფაქტი სახეზეა. ამჯერად არ გაგვიმართლა, მაგრამ გოლები მოვა, თანაც აუცილებლად.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]