მატჩისშემდგომი მიმოხილვა: 8 წუთი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: 8 წუთი

ასეთ მოგებაზე ექვს ქულას უნდა იძლეოდნენ.

ეს რვა წუთი უნდა იხატებოდეს და მუზეუმის პატარა კუთხეში იკიდებოდეს. პატარა იმიტომ, რომ დიდი ამბებიც ბევრი ჰქონია ამ კლუბს და ეს მოგება ვერ არის ეგეთი დიდი, მაგრამ გამოსაფენი და გამოსაჩენი რვა წუთი ნამდვილად იყო. 

აბრაკადაბრა! - როგორც ქართული "რვა წუთის" გმირმა შესძახა და მთვარე ჩააქრო. გააოგნა შვილიც და შვილის გოგოც.

ეგრე პირდაღებული იყო ყველა ამ რვა წუთის შემხედვარეც, ოღონდ გაკვირვებისა არ იყო ეგ ღია პირი, ღრიალი ამოდიოდა დაღებული პირიდან. ის სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ყვირიან სპორტის ქომაგები და ალბათ ყველაზე ხშირად ყვირიან ამქვეყნადაც - გოოოოოოოლ! 

რაფამ თავი შეგვახსენა

 ორი ძალიან კარგი თამაშის შემდეგ თითქოს ცივი წყალი გადაგვასხეს, ძველი "ჩელენჯი" გაგვახსენეს, მოდის ხოლმე ეს გამოწვევები ერთ დროს მძვინვარე კლუბებისგან, ხან "მანჩესტერი" გამოგვიწვევს, ხან "მილანი", ჯერ ისინი გადაისხამენ გაყინულ წყალს, მერე ჩვენ... ოღონდ ჩვენ აღარ გვინდა, საკმარისად გავკაჟდით.

მართლა გადაგვასხეს ოღონდ პირველ ტაიმში. რაფა ბენიტესმა ძალიან კარგად მოამზადა გუნდი, დიდი მადლობა ეკუთვნის ჩვენგან, ეს მატჩი დიდი საზრდო იყო ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდისთვის. რაღაცით ჰგავდა პირველ ტურში "ხეტაფესთან" შეხვედრას, რაღაცით კი არ ჰგავდა. უხეშობით ჰგავდა, ბევრი გვირტყეს, დე იონგს და ლევანდოვსკის მაგრად მოხვდათ. "ბარსას" შეტევა უჭირდა. აი ორგანიზებით კი არ ჰგავდა, "ხეტაფესთან" შედარებით ბევრად ორგანიზებულად შემოგვიტიეს, კარგი საცქერი იყო, მაქსიმუმ ორი შეხებით გადმოდიოდნენ ჩვენს ნახევარზე და უსწრაფესი კონტრშეტევები დაგვიხატეს. იაგო ასპასისგან წყენა ადრეც გვახსოვს, ახლა კი ეს ბამბაც გამოჩნდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩამდე ბენიტესი უკეთ მოემზადა მატჩის მიმდინარეობისას კი ჩავიმ მაინც შეძლო და გარდატეხა შეიტანა. 

ბენიტესი დიდი კაცია. მაგის ზეობის ხანა დასრულებულია, მაგრამ უდიდესი გამოცდილება აქვს და თავისი საქმეც კარგად იცის. ასეთ გუნდთან მოგება, თანაც ასეთ ჟანრში, მაგარი ამბავია. 

პირველი ტაიმი

უხერხული შეცდომით დავიწყოთ. მარცხენა ფლანგზე მარკოს ალონსო ვნახეთ, მე არ ვიცოდი არაფერი ბამბას შესახებ, ძმებ ერნანდესებს კი უნდა სცოდნოდათ, კარგი ათლეტური მონაცემების სწრაფი ფეხბურთელია, ალონსოს ერთ ნაბიჯში უკვე სჯობდა. "სელტას" სწრაფ იერიშებს ვერაფერი მოუხერხეს, სისწრაფე მოგვაკლდა, კრისტენსენს განსაკუთრებული შეცდომები არ ჰქონია, კარგად იდგა, ტრადიციულად, მაგრამ ზურგსუკან გადაკიდებულ ბურთზე გაუჭირდა, ისე როგორც მთელ "ბარსელონას", ვერავინ ივარგა ამ მოცემულობაში და შეგვიძლია ვთქვათ რომ იდეალურად გათვლილი შეტევები იყო, ბრავო რაფას! მე ის კრიალოსანიანი კაცი გამახსენდა, "რუბინით" მოგვიგო და როცა ჰკითხეს როგორ მოახერხე ეს ყველაფერიო, თქვა რომ იღბალთან ერთად ვცადეთ დაცვასა და ბუსკეტს შორის სივრცე გამოგვეყენებინა, როგორც წესი, გვარდიოლას "ბარსას" ყველაზე დიდი სივრცე აქ რჩებაო. 

ამ შეხვედრაში კი შტეგენსა და დაცვას შორის იყო ძალიან დიდი სივრცე. "სელტა" სწრაფად ამოვიდა, სწრაფადაც გაიქცა, კარგადაც დაარტყეს, გოლებიც შეყარეს, შტეგენმა კი რამდენჯერმე გვიხსნა, მატჩი გადაარჩინა და MVP-ის ჯილდოც ჩაიხუტა. 

მეორე გარდამტეხი ამბავი ფრენკი დე იონგის ტრავმა იყო. საუკეთესო ფორმაში მყოფი ფრენკი დავკარგეთ, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, როგორც იწერება კოჭის მყესი გაიჭიმა, ამასთან ხუმრობა კი არ შეიძლება, მყესს დიდი დრო მიაქვს ყოველთვის. გადავრჩით რომ არ გაწყდა. 

ამ სეზონში სკამიც გრძელია. გავი შემოვიდა, ჩვეულად, აგრესიულად, ძალიან გვაკლდა დასაწყისში მისი ხასიათი. მალე პედრიც დაბრუნდება, თუმცა, დე იონგის დაკარგვით რომეუს პოტენციური შემცვლელიც დავკარგეთ, რაც ძალიან ცუდი ამბავია. 

საშინელი ტაიმი იყო. ბენიტესის ტაიმი იყო. 

მეორე ნახევარი

დროული ცვლილებებით დაიწყო. აუცილებელი იყო არაუხოს გამოსვლა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორთაბრძოლებში დავიჩაგრეთ, მერე იმიტომ, რომ დაცვაში სისწრაფე გვაკლდა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არაუხოს სისწრაფეც ვერ იყო საკმარისი, ერთხელ გვიხსნა, ერთხელ ვერა. 

"ბარსა" სამ ცენტრალურ მცველზე გადაეწყო - არაუხო, კუნდე, კრისტენსენი. 

ალონსოს ნაცვლად იამალი შემოვიდა. არა რაფინია, არამედ იამალი. ალბათ იმიტომ, რომ იამალი უფრო ხშირად მიდის დრიბლინგზე, რაფინია კი ჩაწოდებას, ან დიაგონალს არჩევს ხოლმე. ამჯერად უფრო მწვავე თამაში იყო საჭირო. ჩაბარდა მარჯვენა ფლანგი ლამინს, მარცხენა ფერან ტორესს, რომელსაც ცუდი მატჩი ჰქონდა. მეორე ტაიმის ყველაზე რეალური მომენტი გაუშვა ხელიდან, საბოლოოდ ისეთი შედეგი დადგა რომ ბევრს მიავიწყდა კიდეც, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში არავინ დაინდობდა. წინა სეზონის ფერანი იყო - კარში ვერ მოარტყა. 

საყრდენ ზონაში კანსელუსა და გავის დუეტი მივიღეთ, გვარდიოლას ხელში კანსელუ მიჩვეული იყო ცენტრში ბურთის გორებას, რამდენჯერმე ცუდი პასი გააკეთა, მაგრამ ბოლოს ისეთი იკისრა, ამ პასებს ვინღა ჩივის?!

მათ წინ ილქაი, შეტევაში კი ჟოაუ და ლევანდოვსკი მოქმედებდნენ. 

ბევრი მაინც არაფერი გამოვიდა, ფერანის მომენტი უკვე ვახსენეთ, კარგი კომბინაციის შედეგად დატოვეს ერთი-ერთზე, მან კი ქარს გაატანა. არადა სწორ სივრცეში სწორად გაიხსნა, სისწრაფეც აკრიფა და.. ააცილა. 

იყო არაუხოს შორიდან გასროლა და სხვა წარუმატებელი მცდელობები, ძირითადად კარში დარტყმის გარეშე რომ სრულდებოდა. 

ჩავიმ მალევე კრისტენსენი გაიყვანა და ბალდე შემოიყვანა. სამი ცენტრალური მცველიდან ერთს შეტევაში ჩართვის უფლება მისცა, ბოლომდე ვაბანკზე წავიდა, მერე კი ანტიგმირივით ფერანიც გაიყვანა და რაფიანია შემოუშვა, ეს ბოლო ცვლილება იყო, სხვა ვეღარაფერს შეცვლიდა. თავშიც შემოირტყა ხელები როცა მეორე გოლი მივიღეთ, თითქოს დასრულდა ყველაფერი, მაგრამ ახალი სისხლი გვაქვს, პორტუგალიური. 

ჟოაუ ამ პასით მიქაელ ლაუდრუპს, რონალდინიოს, გვარდიოლას, მესის და სხვა ლეგენდებს შეუერთდა. კლასიკური "ბარსელონური" გოლით შეამცირეს ანგარიში. ლამაზი იყო, დიდებული! პასიც, შესრულებაც, ჩანაფიქრიც, შემართებაც. ასეთი გოლებიც ამოკრეფილი გვაქვს "ბარსას" ისტორიიდან და კიდევ ერთხელ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ. მერე თავად განსაჯეთ სად დაიკავებს ეს გოლი ადგილს. 

ყველამ იგრძნო რომ მეორე გოლიც მოჰყვებოდა, მთავარი ბარიერი გადაილახა და ყველაფერი გამარტივდა. 

გამთანაბრებელ გოლზე კანსელუს ეკუთვნის ქება-დიდება, ჯერ გახსნის გამო, მერე ძალიან სწრაფი შეფასების გამო, მიხვდა რომ გატარება სჯობდა ბურთის მიღებას, მიხვდა კი არა, იცოდა, რადგან წამში შეაფასა სიტუაცია, ერთი ჩვეულებრივი პასი საგოლე მომენტად აქცია, გადამწყვეტი მოქმედება იყო საჭირო და ისე მოიქცა როგორც უმაღლესი დონის ფეხბურთელები იქცევიან, აქაც ჯერ თავში დაიწერა ეს ამბავი და მერე ფუნჯით მოიხაზა, ლანგრით მიართვა რობერტ ლევანდოვსკის, პოლონელმა კი დუბლი გვაჩუქა. 

რწმენის ხარიხსი ისე გაიზარდა რომ ცოდნად იქცა, არათუ გვწამდა, უკვე ვიცოდით რომ "ბარსა" მოიგებდა. მაგრამ, წერტილს თუ კანსელუ დასვამდა ამას ცოტა თუ წარმოიდგენდა, კარგი ცენტრფორვარდივით ითამაშა, საჯარიმოში შეირბინა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში, ისე თითქოს დენის ბერგკამპი იყოს.. მაგარი ბიჭი მოვიყვანეთ. 

ხარობს ლაპორტა, ხარობს "ბარსა", ხარობს ჩავი, რომელმაც კონტრაქტი გაახანგრძლივა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება პროექტს, რომელიც მორიგ ტრიუმფად უნდა იქცეს. 

მომდევნო მატჩი "მალიორკასთან" გვექნება. დე იონგის გარეშე. მთავარი დაკვირვების ობიექტი რომეუ იქნება, თავს დავდებდი რომ კლასიკოში დე იონგს დახევდნენ საყრდენად, უბრალოდ ვერ გარისკავდნენ სხვაგვარად, ახლა კი რომეუ უნდა მოემზადოს, მატჩიდან მატჩამდე უნდა გაუმჯობესდეს, სხვა გზა არ არის, ასე შორიდან იკითხება რომ ის იქნება მთავარი სუსტი რგოლი. 

რაც შეეხება გარემარბებს, სამნი არიან - ფერანი, რაფინია, იამალი, ციდან ვარსკვლავებს ვერცერთი ვერ სწყვეტს, გამონათებები კი სამივეს აქვს, კონკურენტებად იქცნენ, რადგან ჟოაუ ისეთ ფეხბურთს თამაშობს რომ მისი სკამზე დასმა აღარ გამოვა. 

ვნახოთ.. 

მანამდე კი ვიდეოანალიზს დაელოდეთ, დიდი ხანია მატჩი აღარ გაგვირჩევია, ახალი "ბარსას" დაკვირვება საინტერესო საქმე უნდა იყოს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #24 25 სექტემბერი 2023 18:36
    0
    ციტატა: Rolex
    ციტატა: Messiah
    ჩავისთან ერთად შორს ვერ გავფრინდებით . ასეთ შემადგენლობით გაცილებით მაღალი დონე უნდა აჩვენო სტაბილურად თუ ჩ ლიგაზე რაე სერიოზულს ვისახავთ და არა ბაიერნთან ან სიტისთან ამოტენვას

    შენ კომენტარებს გადავხედე და სერიოზულსდ ფიქრობ რო პედრი ცენტრში გვასუსტებს და 20-25 წუთის კაცია?ან დე იონგიც გასაშვებიაო რო გიწერია არ ღადაოფ ჩემო ძმაო?
    🙃


    ყველაფერი ფარდობითია.. თუ გვინდა რო იგივე დონე ვაჩვენოთ რასაც სიტი დებს, ბაიერნი, რეალი აკეთებდა , ან ჩვენ ვაჩვენებდით მაგისთვის პედრის ეხლანდელი დონე საკმარისი კი არა ახლოსაც არაა ... პლუს საყრდენი არ გვყავს და ეგეთ გუნდებთან სულ დავიჩაგრებით . რავიიციი რამე განსაკუთრებულს თუ ხედავთ ამ გუნდში და მე ვერა იმედია ვცდები მაგრამ ვფიქრობ რომ მაგ მონსტრებთან ამ მწვრთვნელით და ამ შეტევით და ამ ნახევარდაცვით ვერაფერს ვერ ვიზამთ. აგერ მოვა სეზონის ბოლო და ერთად შევაფასებთ ყველაფერს

    თუ გვინდა რო თიერ 2-3 გუნდი ვიყოთ კიბატონო პედრი მშვენივრად გაართმევს თავს მაგ მოთხოვნებს

    ან მეორე ვარიანტია რო უნდა მოუმატოს თან ძალიან... რაც ვფიქრობ შესაძლებელია მისი ნიჭიდან გამომდინარე მაგრამ არ იქნება მარტივი.. ფიზიკურად უნდა გაძლიერდეს და უფრო შედეგიანი გახდეს.
    --------------------

    ForçaBarça
    [?]
    #23 25 სექტემბერი 2023 08:55
    1
    ციტატა: njanka1977
    ჯერ კიდევ 2014 წლიდან ვფიქრობდი, რას უყურებდა ან ელოდებოდა ბარსელონა, როცა კანსელუ ვალენსიაში თამაშობდა... იმ ფორმაციის ვალენსიის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო

    და ამათმა გომეში იყიდეს
    Culé [?]
    #22 25 სექტემბერი 2023 04:47
    2
    ჯერ კიდევ 2014 წლიდან ვფიქრობდი, რას უყურებდა ან ელოდებოდა ბარსელონა, როცა კანსელუ ვალენსიაში თამაშობდა... იმ ფორმაციის ვალენსიის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო
    ფანი [?]
    #21 25 სექტემბერი 2023 00:23
    0
    ციტატა: Clever liar
    ისე მე ამ გუნდოგანის როლსაც ვერ ვხედავ სამწუხაროდ გუნდში

    დაფრინავს თქო ვერ იტყვი კლასი აქ და შევა ფორმაში მოედანზეც უფრო გამოჩნდება მისი როლი.თან თითქოს 3 ნახ მხველში უჭირს თამაში ჩემთვის ფორვარდის უკანაა იდიალური ილქაი საჯარიმოსთან ახლოს.პეპი იყენებდა მაგრად
    Culé [?]
    #20 24 სექტემბერი 2023 21:06
    0
    ციტატა: Clever liar
    ციტატა: Rolex
    მე იმას ვერ ვხვდები გუშინდელი მოგება რატო გახდა ასეთი კრიტიკის მიზეზი🙃გასაგებია ვერ ითამაშა გუნდმა მაგრამ საერთო ჯამში სწორად აღნიშნე მივიღეთ ის რაც გვსურდა მიგვეღო ერთიანობა და მოგების ჟინი.როგორც კი გადააწყო გუნდი ხავიმ თამაშს დაეტყო ეგრევე.ფაქტია გუშინდელის შემდეგ ბევრმა გადაუარა ხავის

    როგორც ჩანს ალონსოს ბალასტმა გადაწონა მთელი სასტარტო ტაქტიკა მაესტროსი და მაგან გამოიწვია ამხელა მრისხანება გულშემატკივარში :))) ისე მე ამ გუნდოგანის როლსაც ვერ ვხედავ სამწუხაროდ გუნდში და იმ რომეუს ფენომენი ხო მანამდეც არ გამეგო და არც ახლა ვიცი რაშია საერთოდ მისი გუნდში ყოფნის საჭიროება ამდენ ნახევარმცველში..

    ცუდი ისაა რომ ფრენკის გამო ისევ რომეუს იმედზე ვართ, ან მეორე ვარიანტია კრისტიანსენი ან არაუხო ამოწიოს საყრდენად, სხვანაირად და იჩაგრება ნახევარდაცვა რომეროს ხელში
    წევრი [?]
    #19 24 სექტემბერი 2023 20:57
    2
    მე პირადად გუშინდელ თამაშს დადებითად ვაფასებ, არა იმიტომ რომ ულამაზესი ფეხბურთი ითამაშა ბარსამ, არამედ იმიტომ რომ გამოავლინა ხასიათი, რაც ჩემპიონობისთვის აუცილებელია, გავიხსენოთ რეალის თამაშები პსჟ-სთან, სიტისთან და ჩელსისთან, ფაქტობრივად წაგებული თამაშები დაატრიალა და გახდა ჩემპიონი, ან ლა ლიგაში ჩემპიონობის სეზონებში რამდენი ქამბექი დაუდია, ასე რომ ბარსას თამაში იყო საჩემპიონო მენტალიტეტის მქონე გუნდის თამაში.
    Culé [?]
    #18 24 სექტემბერი 2023 19:07
    0
    ციტატა: Rolex
    მე იმას ვერ ვხვდები გუშინდელი მოგება რატო გახდა ასეთი კრიტიკის მიზეზი🙃გასაგებია ვერ ითამაშა გუნდმა მაგრამ საერთო ჯამში სწორად აღნიშნე მივიღეთ ის რაც გვსურდა მიგვეღო ერთიანობა და მოგების ჟინი.როგორც კი გადააწყო გუნდი ხავიმ თამაშს დაეტყო ეგრევე.ფაქტია გუშინდელის შემდეგ ბევრმა გადაუარა ხავის

    როგორც ჩანს ალონსოს ბალასტმა გადაწონა მთელი სასტარტო ტაქტიკა მაესტროსი და მაგან გამოიწვია ამხელა მრისხანება გულშემატკივარში :))) ისე მე ამ გუნდოგანის როლსაც ვერ ვხედავ სამწუხაროდ გუნდში და იმ რომეუს ფენომენი ხო მანამდეც არ გამეგო და არც ახლა ვიცი რაშია საერთოდ მისი გუნდში ყოფნის საჭიროება ამდენ ნახევარმცველში..
    Culé [?]
    #17 24 სექტემბერი 2023 18:00
    0
    ვფიქრობ როტაცია იყო საჭირო და იმიტომ დააყენა ეს შემადგენლობა, სელტა არ იყო ისეთი ძლიერი მეტოქე როგორც ბეტისი, მაგრამ ვერ გაქაჩეს ტემპში ალონსომ და რომეომ. ამიტომ მე ვფიქრობ უსახური თამაშები კიდე იქნება, სადაც ერთი ბურთით გავწურავთ. თუნდაც ჟოაოები ვერ ითამაშებენ გადაბმულად. ასე რომ ვნახოთ შემდეგ თამაშებში რა მოხდება, თუ ისევ გააგრძელეს უსახური თამაში, მაშინ უკვე ხავიმ ფსიქოლოგიურადაც უნდა იმუშაოს
    ფანი [?]
    #16 24 სექტემბერი 2023 16:57
    3
    ციტატა: Clever liar
    ცოტა გასახდელში დავაშავეთ, ბევრი მოედანზე, (მთელი 80 წუთი) ალბათ ზედმეტად თვითდაჯერებული გამოვედით და ზედმეტად მერყევი შემადგენლობით თუმცა ბოლოს ზუსტად ის მივიღეთ, რასაც გუნდის ერთიანობა ქმნის და მწვრთნელის საკვანძო დირექტივები. არ ხდება ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით თამაში, განსაკუთრებით ისეთ უხერხულ მეტოქეებთან, რომლებიც გასახდელიდან 200% მობილიზებული გამოდიან შენს გასამწარებლად..

    მე იმას ვერ ვხვდები გუშინდელი მოგება რატო გახდა ასეთი კრიტიკის მიზეზი🙃გასაგებია ვერ ითამაშა გუნდმა მაგრამ საერთო ჯამში სწორად აღნიშნე მივიღეთ ის რაც გვსურდა მიგვეღო ერთიანობა და მოგების ჟინი.როგორც კი გადააწყო გუნდი ხავიმ თამაშს დაეტყო ეგრევე.ფაქტია გუშინდელის შემდეგ ბევრმა გადაუარა ხავის
    Culé [?]
    #15 24 სექტემბერი 2023 16:34
    3
    ცოტა გასახდელში დავაშავეთ, ბევრი მოედანზე, (მთელი 80 წუთი) ალბათ ზედმეტად თვითდაჯერებული გამოვედით და ზედმეტად მერყევი შემადგენლობით თუმცა ბოლოს ზუსტად ის მივიღეთ, რასაც გუნდის ერთიანობა ქმნის და მწვრთნელის საკვანძო დირექტივები. არ ხდება ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით თამაში, განსაკუთრებით ისეთ უხერხულ მეტოქეებთან, რომლებიც გასახდელიდან 200% მობილიზებული გამოდიან შენს გასამწარებლად..
    ფანი [?]
    #14 24 სექტემბერი 2023 16:00
    2
    მიუხედავად იმისა რომ ფეოლა ლამაზი სიტყვებით აღწერს ხოლმე ყველაზე ცუდსაც, და ამას მივესალმები, სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელო იყო. მყარი ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და ბევრჯერ დამხმარებია ეს. აბსოლუტურად მესმის რომ გუნდი ჩამოყალიბების სტადაშია, მესმის, რომ ცუდი მატჩებიც არსებობს. გასაოცარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გუნდი არ კაშკაშებს, შარშან ჩემპიონები გავხდით და წელსაც სტატისტიკა კარგია. მაგრამ!!!! ვერაფრით ვერ გამიგია რატომ ხდება ასე, რომ გუნდი კოლექტიურად კვდება? არ ვიცნობთ სელტას? არ ვიცით რომ კონტრშეტევებზე აქვს აწყობილი? რატომ მისცეს ამდენის საშუალება? რატომ ყველამ ერთად დაასამარა მატჩი? მეორე მხრივ, მეორე გოლის შემდეგ თითქოს ვიღაცამ შემოულაწუნა გუნდს და დაიწყო აქტიური შეტევა, შედეგი - 3 გოლი 8 წუთში. ჩნდება გახარება და იმედი, ხალხი იცვლის აზრს - ნუ ხდება ხოლმე, გუნდმა ჩააგდო მატჩი, მაგრამ გამოფხიზლდა და შესანიშნავი ქამ-ბექი დადო... ყველას გვიხარია და უცბად ხდება რა? სამი გოლი გავიტანეთ, უფრო სწორედ ერთი გოლის უპირატესობა მივიღეთ და..... გუნდი ისევე სწრაფად კვდება, როგორც გამოცოცხლდა.... დარჩენილ დროში ღმერთმა და განგებამ გვიხსნა მესამე გოლისაგან. და ეს ხდება მუდმივად.... ამაზე ლაპარაკობს ჩავიც და მოთამაშეებიც, მაგრამ არაფერი ივცლება.... ერთი გოლის უპირატესობა და თითქოს ელექტროობიდან გამოთიშესო, გუნდი ჩერდება და იწყებს ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს, და არა ქვს მნიშვნლბოა მე-5 წუთზე მივიღეთ უპირატესობა თუ 85-ზე. რა არის ეს? რა ჰქვია ამ ავადმყოფობას? ეხლა არ მითხრათ ორ მატჩში 10 გოლი გაიტანესო.... კი გაიტანეს, როგორ არა, მაგრამ ბეტისთან და ანტვერპენთან მატჩები ვარჯიშს უფრო ჰგავდა და როგორც სელტამ წინააღმდეგობა გაუწია, გუნდი მოკვდა. ტერ-სტეგენი რომ არა ანგარიში უფო დიდი და გამოუსწორებელი იქნებოდა..... მე უკვე დავიღალე ამაზე ლაპარაკით, ჩავი კიდევ არ ცვლის ამ დამკვიდრებულ ტრადიციას. სპეციალურად ვაკვირდები, როცა გუნდი კვდება, ჩავი წყნარად დგას და არანაირ გამხნევების არ შეფუცხუნების ჟესტებს ვერ ვხედავ, როგორც გვარდიოლამ და ტუხელმა იციან, თითქოს გუნდი მისი მითითებით თამაშობს. რა თქმა უნდა გამიხარდა, მოგება, გამიხარდა რომ ცოცხლები არიან, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ.... და მეორე..... რა უნდა ლევანდოვსკის მოედნის ცენტრში? ან საჯარიმო მოედნის დასაწყისში? რას აკეთებს იქ? რას და, ხელს უშლის ნახევარდაცვას და თუ ბურთს ღებულობს, აფუჭებს შეტევას. გუშინ ორჯერ დაიკავა თავისი პოზიცია, ორჯერვე პასი მიიღო და ორჯერვე გოლი გაიტანა.... ხოდა რა უნდა ცენტრში? განა არ იცის სად უნდა იყოს 9-იანი? ხომ ბრწყინვალედ თამაშობდა ბაიერნში? და ისევ პარადოქსი, ფაქტიურად არ ჩანს ხოლმე და მაინც შარშან ლა ლიგის ბომბარდირი გახდა, წელსაც უკვე 5 გოლი შეაგდო... ხოდა მაშინ დასკვნა... ლევანდოვსკიმ უნდა ითამაშოს ცენტრალური თავდამსხმელს თამაში და არავითარ შემთხვევაში ნახევარმცველის ან გამთამაშებლის, არ იცის მაგან ეს თამაში. და ბოლოს, რატომღაც მგონია, რახან გუშინ ღმერთი და განგება ჩვენსკენ იყო, დღესაც არ მიგატოვებს და რეალს ქულებს დააკარგვინებს.....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 24 სექტემბერი 2023 14:37
    1
    8 წუთი კარგი იყო, დანარჩენი საზიზღრობა, კედელს ვურტყი თავი, ისე უსისხლოდ დასეირნობდნენ მოედანზე ნერვები მეშლებოდა. თუმცა ღირდა მატჩის ყურება ამ ქამბექის სანახავად.
    ფანი [?]
    #12 24 სექტემბერი 2023 14:21
    2
    Rolex, არადა სულ არაა ამ დე იონგის მოვალეობა გოლების გატანა და ასისტების ჭრა ყოველ მატჩში სადაც საჭიროა იქ კი კარგ პასსაც აკეთებს და ყველაფერი მარა ყველგან გოლი ასისტი არ წყვეტს ეს არ უნდა გაიგოს ბევრმა თანაც ეს ბიჭი კდბ არაა რომ წინ დააყენო და უთხრა აი მიდი თუარ გაიტან ან ისეთს ასისტს არ გააკეთებ თამაში გაადრჩინო დაგერხაო 😄რაც ავალია იმას ასრულებს 101% ით დაჟე დაცვასაც კი აზღვევს ტიპი დაცვას რომელიც პოზიციას კარგავს ეგრევე ავსებს იმის ადგილს უნაკლოდ და რავი ამას რომ გვერდზე სულ რომ როდრის ან კიმიხის მსგავსი კაცი ეყენოს საერთოდ ისეთ დონეზე ავიდოდა მსოფლიოში ამ მომენტში უკონკურენტოდ იქნებოდა
    ფანი [?]
    #11 24 სექტემბერი 2023 14:05
    3
    ციტატა: cruyff9
    კანსელო ბალდე რო გყავს ფლანგებზე რა ბედნიერებაა😍😍ბალდე შემოვიდა და თამაში გააცოცხლა

    უტვინოა ბალდე მხოოდ გაქცევა იცის წინ და უკან😂ზოგს რამდენ ფერებში ესმის ფეხბურთი.ერთმა პედრი სკამის კაცია დე იონგიც გასაშვებია წესიერი საყრდენის მოყვანის მერეო😃

    ციტატა: Neymar
    როგორც ჩანს ზოგს კიდევ არ მოსწონს და რა უნდა ქნას მაინც და მაინც ამ ბიჭმა ისეთი რომ ყველამ აღიაროს ვერ გავიგე

    ვერ გეტყვიან პასუხს ან თუ გეტყვიან ისეთს რომ თვითონ გონიათ რო სწორი აზრია.ან გოლები უნდა გაიტანოს ან კაცი ვერუნდა გაცდეს ასე ფიქრობენ ალბათ დღეს ფრენკი რო არ მოგწონს ესეიგი ძალიან შორს ხარ ფეხბურთისგან
    Culé [?]
    #10 24 სექტემბერი 2023 13:24
    4
    კანსელო ბალდე რო გყავს ფლანგებზე რა ბედნიერებაა😍😍ბალდე შემოვიდა და თამაში გააცოცხლა
    Culé [?]
    #9 24 სექტემბერი 2023 13:23
    1
    ვერ ვასწავლი ჭკუას ჩავის , თუმცა ბეტისთან რომეუს მაგივრად ფრენკი უნდა დაესვენებინა , ძალიან დიდი დატვირთვა მოდის და არ არის გავისავით ქვა და რკინა , რომ ორთაბრძოლებს მასსავით ტრავმის გარეშე გადაურჩეს. ნუ ვიცოდით რომ როცა იქნებოდა ეგ მოხდებოდა , იმედია ჩავიც ხვდებოდა მაგას და ალტერნატივაზე ფიქრობდა . არ შეიძლება დაჩქარება , ბოლომდე უნდა გაიაროს რეაბილიტაცია და ისე დაბრუნდეს . რაც შეეხება თამაშს , ესეთი თამაშის მოგება , იმედია ჭკუისს სასწავლებელი იქნება , როგორც მწვრთელისათვის ისე ფეხბურთელებისათვის . ჯობია ხშირად არ ვიაროთ ბეწვის ხიდზე , კარგია რომ გუნდს ხასიათი უყალიბდება და ხელებს არ უშვებს ჩამორჩენის მერე . უბედურება ის არის , რომ ვერც ბალდეს და ვერც კანსელოს დასვენების საშუალებას ვერ მისცემს ჩავი , ჩემი მტერი იქნა რობერტოსა და ალვის ხის იმედზე .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 24 სექტემბერი 2023 12:51
    2
    როგორ უნდა მიეღწია ბარსას შედეგისთვის, როცა მოედანზე ზლაზვნით მოძრაობდნენ, ეს რა უბედურება იყო? ფეხბურთელები ბურთს ელოდებოდნენ, კი არ გარბოდნენ ბურთისკენ უბრალოდ ელოდებოდნენ. არადა ზუსტადაც ვეღარავინ რო ვერ იძლევა პასებს? ისეთი შეგრძნება იყოს მატჩის დასაწყისში, რო ბარსას ეჭვიც არ ეპარებოდა მოგებაში. ანუ ორი თამაში გოლები შეყარეს და ეხლა თავისით გავიდოდა ასე სვენებ-სვენებით თამაშით?
    ქამბექიც სწორედ აჩქარებამ გამოიწვია, არ მოუმატებდა გუნდი ტემპს და მესამესაც გაუშვებდა, რით ვერ გაიგეს ამათ რო თამაში პირველივე წუთზე იწყება და მსაჯის სატვენამდე გრძელდება, ყოველგვარი შესვენებების და პერეკურების გარეშე.
    Culé [?]
    #7 24 სექტემბერი 2023 12:39
    8
    მეორე ტაიმი არის მწვრთნელის ეს დაუწერელი კანონია.ძალიან არ უნდა გესმოდეს ფეხბურთი რომ ვერ დაინახო როგორ შეცვალა ხავიმ სცენარი.ხო აი მწვრთნელის გარეშე თავისით გადადგილდებოდნენ ზამენაც თავისით ქნეს 🤣🤣🤣
    ფანი [?]
    #6 24 სექტემბერი 2023 11:00
    1
    გაგვიმართლათქო ვერ ვიტყვი .რადგან რა ბურთებიც მეკარემ აიღო ბევრი მზგავს ბურთს სხვა თამაშებშიც იგერიებს პლიუს ბიჭებმა მოინდომეს თან დეიონგის გარეშე და რა ქამბეგი დასვეს.. გამართლებით არა მაგრამ უფრო დავარქმევდი სელტას კარგ ტამაშს და ჩვენსას მაინც ცუდ თამაშს მიუხედავად იმისა რომ მაგარი ქამბექი დავდეთ. პირველი ტაიმი იყო კოშმარი
    წევრი [?]
    #5 24 სექტემბერი 2023 10:04
    4
    ამ თამაშზე ბევრი რამის თქმა შეიძლება მაგრამ მთავარია გუნდმა ხასიათი გამოავლინა, რაც აშკარად გვაკლდა ბოლო წლებში, რთული თამაშები სულ იყო, გვარდიოლას დროსაც იყო და აწიც იქნება, მთავარია გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი უყალიბდება