ბარსა ნიშნავს ინოვაციას - ხელოვნური ინტელექტი ჩავის ფილოსოფიაში
The Athletic-მა "ბარსას" ანალიტიკურ გუნდს სტატია მიუძღვნა, რომელიც შიდა პროცესებს აცნობს მკითხველს. საუბარია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, Kognia-ს პროგრამა ნელ-ნელა მასშტაბურად ინერგება ფეხბურთში, ამ პროგრამის შექმნა კი "ბარსელონელების" დამსახურებაა. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
“შეგიძლია მაჩვენო ყველა ის აჩქარება, რომელიც დემბელემ გააკეთა მეტოქის დაცვის ხაზის ზურგსუკან“? - ჰკითხა ალემანიმ ლოპეს-ფილიპს, Kognia-ს აღმასრულებელ დირექტორს.
ალემანი და ლოპესი თითქმის ორი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, სწორედ ამ დროს გაეცნო „ბარსას“ ყოფილი სპორტული დირექტორი Kognia-ს პროგრამას, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. შექმნილია მეცნიერული მიდგომით, საფეხბურთო მატჩში მოვლენებისა და ცვლადების გასაანალიზებლად. "ჩვენ რამდენიმე წუთში მივეცით მატეუს ის, რაც მან ჩვენგან მოითხოვა“, - ამბობს ფილიპი, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე დააკმაყოფილა კლუბის წარმომადგენლების მოთხოვნები.
2021 წელს ჩავიმ კლუბის სამწვრთნელო შტაბი მთლიანად შეცვალა, Kognia-სთან კი სამწვრთნელო გუნდი ჯერ კიდევ მისი კატარში ყოფნის დროს თანამშრომლობდა. თამაშის ანალიზი სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით ხდება. ჩავიმ პროგრამა „ბარსაშიც“ დანერგა, მისი ანალიტიკოსები დევიდ პრასტი, ტონი ლობო და სერჟიო გარსია არიან.
„მახსოვს წინა სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაში, მათ გვთხოვეს ბოლო 12 მატჩის ანალიზი წარგვედგინა, იმ პარამეტრებით, რომელიც მოითხოვეს, ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, წესით და რიგით, 300 საათი დაგვეხარჯებოდა, დეტალებზე დაკვირვებას ძალიან დიდი დრო მიაქვს. პროგრამის დახმარებით მხოლოდ ოთხი საათი დავხარჯეთ“, - ამბობს ლოპესი.
ლოპესმა იცის ანალიზს რა დრო სჭირდება, მისი საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჟოან ვილიასთან, ეს არის კაცი, რომელიც მონაწილეობას იღებდა „ბარსას ფილოსოფიის ჩამოყალიბებაში, ჯერ კიდევ მაშინ იყო ლა მასიას კოორდინატორი, როცა იოჰან კრუიფი დაინიშნა კლუბის მთავარ მწვრთნელად.
ვილია სხვადასხვა დროს მწვრთნელადაც მუშაობდა, მათ შორის, ჩავი ერნანდესსაც წვრთნიდა. 2011 წელს კლუბის მეთოდიკის განყოფილების დირექტორად დაინიშნა, პასუხისმგებელი იყო სათამაშო სტილის დანერგვასა და აკადემიის პოდუქტიულ მუშაობაზე. 2018 წელს ბართომეუმ გაათავისუფლა, რადგან მიმართულებაზე ვერ შეთანხმდნენ. ვილა კლუბში 40 წელი მუშაობდა.
„პროფესიულ დონეზე საუკეთესოები ვისთანაც მიმუშავია პეპ გვარდიოლა და ლუის არაგონესი იყვნენ, აკადემიის დონეზე კი ჟოან ვილიას გამოვყოფდი“, - თქვა ჩავი ერნანდესმა 2015 წელს.
ვილია და ლოპეს-ფილიპი ერთმანეთს კატალონიაში შეხვდნენ და მათი საუბრის მთავარი თემა ფეხბურთის მომავალი იყო, როგორ უნდა განვითარდეს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს და როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას.
პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდშიც ისეთი ფეხბურთელები როგორებიც ჩავი ერნანდესი და კარლეს პუიოლი არიან ხშირად მიმართავდნენ ვილიას, ეკითხებოდნენ როგორ უნდა გაეუმჯობესებინათ თამაში. ვილია მათ მატჩებს ლოპეს-ფილიპთან ერთად აანალიზებდა, შემდეგ კი პასუხებს აბრუნებდნენ, რა გამოასწორეს, რაში ჰქონდათ უპირატესობა მეტოქესთან მიმართებით, სად დაუშვეს შეცდომა და როგორ შეიძლებოდა ამის გამოსწორება.
„ამ დროს მივხვდი რამდენი დრო მიჰქონდა მატჩის ანალიზს, ამას ვერაფერი მოვუხერხეთ, ყოველ მესამე დღეს მატჩია, ანალიზისთვის კი ძალიან მცირე დროა, ამიტომ გამიჩნდა იდეა ხელოვნური ინტელექტი გამომეყენებინა და Kognia-ზე მუშაობა დავიწყე“, - ამბობს ფილიპი.
ლოპესი „ბარსელონას“ ინოვაციური ჰაბის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და დამფუძნებელი წევრია. ბიზნეს იდეების გაზიარების შემდეგ ლოპესმა სწავლა კონეკტიკუტის უნივერსიტეტში განაგრძო და მალე ახალი პროგრამის წარდგენის დროც დადგა, რა თქმა უნდა, პირველი ამ პროგრამის შესახებ ჟოან ვილას მოახსენა, შემდეგ კი ჩავი ერნანდესსაც გააცნეს. ჯერ კიდევ 2018 წელია, ჩავი ახალგაზრდა მწვრთნელია, თან ისეთ ადგილზე, სადაც ექსპერიმენტების საშუალებაც ჰქონდა და ახალი ინოვაციების დანერგვაც შეეძლო.
ჩავის იდეა ძალიან მოეწონა და ინვესტორების ძებნა დაიწყო, მათ შორის, ერთ-ერთი ინვესტორი ვიქტორ ფონტი იყო, (კაცი, რომელიც ლაპორტასთან დამარცხდა პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში) გარდა ვიქტორისა ინვესტორთა სიაში არიან ჟოან ვილია და ერნანდესის კარგი მეგობარი - იკერ კასილიასი.
ასე შეიქმნა Kognia.
ჩავის მათი ამბასადორის სტატუსი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მის გარეშე ეს ყველაფერი ვერ შედგებოდა, კლიენტების რიცხვი კი მატულობს. კიდევ ერთი მწვრთნელი, რომელმაც მაშინვე დაიწყო ამ პროგრამის გამოყენება უნაი ემერია, ის იყენებდა პროგრამას ჯერ კიდევ ვილიარეალში, შემდეგ კი ასტონ ვილაში. მისგან გავრცელდა ინგლისში, პრემიერ ლიგასა და ჩემპიონშიპში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებსაც მოედო.
„ის რაც გავაკეთეთ ცოდნის დაგროვების საშუალებას იძლევა, ერთიანი სურათის წარმოსადგენად იდეალური საშიალებაა, რათა გაანალიზებული იქნეს მატჩი, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდური თვალსაზრისით“.
“ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უკვე შესაძლებელია ყველაფერი ძალიან სწრაფად გაკეთდეს. გსურთ იცოდეთ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 380 შეხვედრაში რამდენჯერ დაარღვია დაცვითმა ხაზმა ბალანსი? გეცოდინებათ, ძალიან სწრაფად, წუთებში".
„რა თქმა უნდა, გოლებს ხელოვური ინტელექტი ვერ გაიტანს, თამაშს ხელოვნური ინტელექტი ვერ მოიგებს, ეს უბრალოდ ეხმარება ადამიანს დასკვნების გამოტანაში და შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი თამაშს ვერ იგებს, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი შეაქვს წარმატებაში“, - ამბობს ფილიპი.
ახლა კი შეგვიძლია ვნახოთ როგორ გამოიყენება პროგრამა და რაში იყენებს „ბარსა“. მათ ისაუბრეს ამის შესახებ The Athletic-თან. (რამდენად გულახდილები იყვნენ თავად განსაჯეთ, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელები ყველაფერს ასე გულახდილად არ მოყვებოდნენ.)
1 შეტევის განვითარება - მოკლე პასებით და მაღალი პრესინგი
„ბარსას“ დნმ-იდან გამომდინარე, რომელიც ჩავიმ დააბრუნა კლუბში, უმნიშვნელოვანესია, რომ დაცვვის ხაზში იყვნენ ტექნიკური ფეხბურთელები, რომელთან პირველი პასის, ან, დრიბლინგის საშუალებით შეუძლიათ ბურთის ამოტანა. სურათებში ვნახავთ ორი მატჩის ანალიზს, რომელიც „ბარსამ“ მოსამზადებელ ეტაპზე ჩაატარა, „მადრიდთან“ და „მილანთან“.
ანსუ ფატი ბურთს იღებს ერიკ გარსიასგან, იქვეა ბალდეც, მაგრამ „მილანის“ ფეხბურტელები მაღალ პრესინგს თამაშობენ და ყველა ზონა გადაკეტილი აქვთ მოკლე პასებით ამოსასვლელად, განსაუთრებით ფრენკი დე იონგისა და რომაუს სივრცე.
ამ დროს რაფინია აკეთებს სივრცეში მოძრაობას, რადგან ტომორის მთელი ყურადღება ლევანდოვსკიზეა. ამ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი აღნიშნავს, რაფინიამ უკვე იცის სად და როდის უნდა გაიხსნას. მერე ყველაერი ფეხბურთელების საშემსრულებლო ოსტატობაზეა დამოკიდებული, ამ ფოტოზე კი ჩანს, რომ ოსტატობა საკმარისია, ანსუ ფატიმ ზუსტი პასი გააკეთა და „ბარსამ“ პრესინგისგან თავის დაღწევა შეძლო.
ნახევარდაცვა
გვარდიოლამ ფეხბურთში ცრუ ცხრიანის ცნება შემოიტანა, ჩავიმ კი ცრუ გარემარბი გვაჩუქა. როგორც წესი, ეს ცრუ გარემარბი მარცხენა ფლანგზე იკავებს ადგილს, ხან პედრია ამ როლში, ხან კი გავიც გვინახავს. ცრუ გარემარბს მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრა ევალება, მათ შორის, იმ სივრცეში სადაც საერთოდ არ ელიან. ამ მოძრაობას ქაოსი შეაქვს მეტოქის დაცვაში და მთლიანად თამაშშიც. ჩავისთვის ეს ორგანიზებული ქაოსია, მეტოქისთვის კი ამოუხსნელი ამოცანა.
ახალი ტრანსფერის შემდეგ კიდევ ერთი ფეხბურთელი აღმოჩნა ამ როლში, ილქაი გიუნდოგანს მშვენივრად შეუძლია ამ დავალებას თავი გაართვას. მაგალითად, ფოტოზე ხედავთ „მადრიდთან“ გამართულ შეხვედრას, „რეალის“ დაცვა ორგანიზებულია, თუმცა, ბალდეს დახმარებით ჩავი მეტოქის დაცვას მაქსიმალურად წელავს, მარცხენა ნახევარსფერო კი თავისუფალია, მეტოქის სამი მცველი განაპირა მცველს მეტად დაშორებულია.
აქ იღებს გიუნდოგანი სიგნალს, აკეთებს აჩქარებას მარცხენა ნახევარსფეროში, თუ „მადრიდი“ შემჭიდროვდება ბალდე მიიღებს სივრცეს, თუ გაიშლება გიუნდოგანი იქნება თავისუფალი. რა თქმა უნდა, ამაში ინოვაციური არაფერია, ამას აკეთებდა კრუიფიცა და გვარდიოლაც, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დეტალურად შეიძლება იმის დადგენა როდის და რა შემთხვევაში გაიზრდება იმის შანსი, რომ შეტევა შედეგიანად დასრულდეს. გამომდინარე მეტოქსიდან, კონკრეტული ფეხბურთელებიდან და ტაქტიკიდან.
ანალიზის შედეგად გამოაქვთ დასკვნები და ამ დასკვნების საფუძველზე იგეგმება ყოველი მომდევნო მატჩი. მართლაც თვალში საცემია, რომ ჩავიმ ძალიან ბევრი ისეთი მატჩი მოიგო, სადაც „ბარსას“ საუკეთესო ფეხბურთი არ უჩვენებია, ის ახერხებს და ცუდ მატჩებშიც კი დებს შედეგს, რაც ჩემპიონატის მოსაგებად გადამწყვეტი ფაქტორია.
როგორ იმუშავებს ანალიტიკური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ამას მიმდინარე სეზონში ვიხილავთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]