იამალის მსგავსად - ლეგენდების სადებიუტო გოლები ნაკრებში
გუშინ ლამინ იამალმა საქართველოს ნაკრებთან ითამაშა, მეორე ტაიმის მიწურულს გამოვიდა და ბოლომდე დარჩა მოედანზე. საქართველოს ნაკრებს გადაუარეს, არ დაინდეს, მიწასთან გაასწორეს. მათ შორის, თავისი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში 16 წლის იამალმა, რომელიც ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც სანაკრებო დონეზე გოლი შეაგდო. წინა ორი ქვის ხანაში თამაშობდა და არა მგონია ვინმეს მათი ნამდვილი ასაკი შეემოწმებინა.
ამ სადებიუტო გოლზე კიდე დიდი ხალხის სადებიუტო გოლები გავიხსენე, ზოგი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოლია, ზოგიც დიდებულია, ერთი კი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო სადებიუტო გოლია.
უფრო სანახაობრივი ის არის, რომ უმრავლესობას ჯერ არ აქვს ის ნომერი, რომლითაც სამუდამოდ დავიმახსოვრებთ, ჯერ თავადაც არ უწყიან წინ რა ელით.
- კრუიფი უნგრეთთან
- მარადონა შოტლანდიასთან
- რომარიო ფინეთთან
- რივალდო მექსიკასთან
- რონალდო ისლანდიასთან
- რონალდინიო ვენესუელასთან
- მესი ხორვატიასთან
- ინიესტა ინგლისთან
- სუარესი ბოლივიასთან
- ნეიმარი აშშ-თან
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]