სეზონის პროგნოზები

სეზონის პროგნოზები

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და მოვიდა ტრადიციული პროგნოზების დრო. ახლა უკვე შეგვიძლია, რაღაც დასკვნები გავაკეთოთ და ჩვენი მოლოდინიც ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე წარვმართოთ. 

წინა სეზონის მსგავსად ამჟამინდელი სატრანსფერო ფანჯარაც წარმატებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეკონომიკურ კრიზისში მყოფი "ბარსა" ლაპორტას ხელში გაცილებით მაგარ ტრანსფერებს აკეთებს, ვიდრე მისი წინამორბედები მთელი მოღვაწეობის განმავლობაში. მხოლოდ მესის საკითხი აყენებს ჩრდილს ლაპორტას, მესის კი იმხელა ჩრდილი აქვს, რომ ეს ლაქა ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. 

შევეშვათ ჭრილობებს. 

წინა სეზონმა კი არა, ბოლო 6-7 წელია ვხედავთ, რომ მარჯვენა ფლანგზე სერიოზული პრობლემებია. ვერა და ვერ დაიძლია ეს პრობლემა და აგერ, ის კაცი მოვიდა, ვისაც კარგად ვიცნობთ, არ მოგვიწევს იმაზე მარჩიელობა, რა დონის ფეხბურთელია, ვიცით, რომ უმაღლესი დონის მცველია, მხოლოდ ადაპტირებაა საჭირო და მიმაჩნია, რომ ჟოაუ კანსელუ ამას შეძლებს. ჟორდი ალბას შემდეგ, (ალვესის დაბრუნებას არ ვიღებ მხედველობაში) "ბარსას" ასეთი კარგი განაპირა მცველი არ დაუმატებია. 

ორივე ფლანგზე ძლიერია, ორივე ფეხით კარგად თამაშობს, შეტევაში ძალიან კარგია, დაცვაში კარგად დგას, მოკლედ, იდეალურივით მოჩანს და ვნახოთ, რა გამოვა. არაუხომ და კუნდემ უნდა ამოისუნთქონ, აღარ მოუწევთ ფლანგზე თამაში. 

ამ ტრანსფერით შეიძლება ითქვას, რომ "ბარსას" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს და თუ მეკარესაც მივათვლით, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოც ვუწოდოთ - კანსელუ, არაუხო, კუნდე, ბალდე - ჯერჯერობით ასე იკითხება. კრისტენსენიც ჯანზეა და არც ინიგო მოსულა სკამის სახეხად. 

თუ დააკვირდებით, ლაპორტას მოსვლის შემდეგ გუნდი იცლება გაუგებარი, გუნდთან შეუთავსებელი ფეხბურთელებისგან. ბოლო ასეთი გაუგებრობა მცირე ხნის წინ წავიდა პსჟ-ში. შეუძლებელია, ამან დადებითი შედეგი არ მოიტანოს. 

ჰოდა, გავისროლოთ პირველი პროგნოზი. 

I. ვინ მოიგებს ლა ლიგას?  

წინა სეზონის დაწყებამდე პირველად ვივარაუდე, რომ "ბარსა" მოიგებდა, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ასე მივიჩნიე და მართალიც გამოვდექი. ახლაც ასე მგონია, მიუხედავად იმისა, რომ "მადრიდი" ბელინგემის დამატებით ძალიან გაძლიერდა, არა მგონია, მთელი სეზონი ისეთ დონეზე ჩაატაროს, როგორც დაიწყო. "ბარსა" კი ეტაპობრივად მოუმატებს. ასეთი დაცვით წესით ბევრი ქულა უნდა დავაგროვოთ, შესაძლოა, თამაშის ხარისხი ვერ იყოს ყოველ ჯერზე საუკეთესო, მაგრამ ქულებს მოიტანს. 

მოლოდინი ასეთი მაქვს - ჩემპიონი ისევ "ბარსა". 

II. რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? 

კვლავინდებურად ორი ტიტულის მოლოდინი მაქვს. წინა სეზონში "ბარსამ" ლა ლიგასთან ერთად სუპერ თასიც მოიგო. ახლა მგონია, რომ კოპა დელ რეი უნდა დაგვიბრუნდეს. სუპერ თასიც ერთი ხელის გაწვდენაზე იქნება. მე უფრო სამეფო თასისკენ ვიხრები და ვნახოთ, რა და როგორ მოხდება. 

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამჯერად გაგვიმართლა და მარტივ ჯგუფში მოვხვდით. წინა წლის ჯგუფთან შედარებაც არ არის. ლაპორტა ბედნიერია, ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის ბონუსები შემოვა, "ბარსა" მესის შემდგომ ეპოქაში პირველად გავა ჯგუფიდან. მაქსიმუმი ნახევარფინალი მგონია, დიდი მნიშვნელობა ექნება წილისყრის შედეგებს. ამჯერად ჩვენი გუნდი არ არის "ბაიერნისა" და "სიტის" დონეზე, კიდევ მოიძებნებიან გუნდები, რომლებთან თამაშიც მაგრად გაჭირდება, ჩვენს ახალგაზრდებს ჯერ პლეი ოფში არ უთამაშიათ, ეს კი დიდი ნაკლია, რომელიც ნელ-ნელა უნდა აღმოიფხვრას. 

2 ტიტული - ლა ლიგა, კოპა დელ რეი. 

III. საუკეთესო ტრანსფერი 

ძალიან მინდა, რომ ჟოაუ ფელიში იყოს საუკეთესო, გუნდს ყველაზე მეტად ეს წაადგებოდა, შეტევაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მაგრამ არა მგონია, ასე მოხდეს. ყველაზე სტაბილური ალბათ მაინც გიუნდოგანი იქნება. სარგებელს მისგან უკვე ვხედავთ, წესით კიდევ უფრო უნდა მოუმატოს და ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცეს. 

ჩემი ხმა ილქაის. 

IV. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

წინა წელს თუ ულაპარაკოდ ლევანდოვსკის ვიტყოდი, ახლა ასე მარტივად არ არის საქმე. პოლონელი რეგრესირებს, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში მოუმატებს, მაგრამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობას არა მგონია, შეწვდეს. სამი ძირითადი კანდიდატი მყავს  - შტეგენი, არაუხო და დე იონგი. 

ამჯერად ნიდერლანდელს ვიტყვი, მისი პროგრესის შემხედვარე. წინა სეზონი ძალიან კარგი ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო მეტს ველი. 

V. სეზონის იმედგაცრუება

გაჭირდება ამაზე პასუხი დემბელეს წასვლის შემდეგ. გუნდი იცლება ტროლებისგან. დემბელე წავიდა, ანსუ წავიდა, რობერტოს იმედი ისედაც არ გვაქვს, შესაბამისად, ვერც იმედგაცრუება იარსებებს. 

ახლა მოკლე მონაკვეთში რომ მიწევდეს თქმა, ლევანდოვსკის ვიტყოდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ მოუმატებს. ამიტომ, რთული ხასიათისა და ბავშვთან კონკურენციის გამო, რაფინიას ვიტყვი. კარგი მატჩები მასაც ექნება, მაგრამ ამ კონკურენციაში არა მხოლოდ იამალთან, არამედ ფერანთან და ფელიშთან, მგონია, რომ დაიჩაგრება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ წნეხს ვერ უძლებს, მასსა და ჩავის შორის კონფლიქტი გარდაუვალი მგონია. 

ჩემი ხმა რაფინიას. 

VI. საუკეთესო ვეტერანი 

სადღა არიან?! "ბარსა" ძალიან ახალგაზრდა გუნდია. შტეგენს მე ვეტერანად არ ვთვლი, მეკარეებისთვის დრო სხვანაირად გადის. ამიტომ, მხოლოდ ლევანდოვსკი გვრჩება რეალურ კანდიდატად, ჰოდა, იყოს ლევანა. 

ჩემი ხმა პოლონელს. 

VII. საუკეთესო თინეიჯერი

დღეს რომ ვასახელებდე, იამალს ვიტყოდი. საერთოდ, ძალიან მინდა, ასეც მოხდეს. პედრის, გავის და ბალდეს უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ აბა შეხედეთ, თუ საუკეთესო ტრანსფერი მართლა ილქაი იქნება, თუ საუკეთესო ფეხბურთელი მართლა დე იონგი გახდება, საიდან ექნებათ პედრისა და გავის იმდენი სათამაშო დრო, რომ საუკეთესო თინეიჯერები გახდნენ? 

კონკურენციაც ამას ჰქვია. 

არჩევანი ძალიან რთულია. უარს ვიტყვი რაციონალიზმზე და ემოციებს მივყვები. მაინც იამალს ვიტყვი. უფრო სურვილია, ვიდრე რეალური პოზიცია, მაგრამ იყოს ასე. 

ჩემი ხმა იამალს. 

VIII. საუკეთესო ბომბარდირი 

მიუხედავად ყველაფრისა - ლევანდოვსკი. 

IX. საუკეთესო ასისტენტი

ილქაი გიუნდოგანი. 

X. შემტევების ქრონოლოგიური სტატისტიკა 

ესეც ვთქვათ, ვისგან რამდენ გოლს ველით. დავიწყოთ იმით ვისგანაც ყველაზე მეტს ველით და ჩამოვყვეთ ნელ-ნელა ქვემოთ. 

  • ლევანდოვსკი 
  • ფერან ტორესი - ფელიში 
  • იამალი
  • რაფინია 

საბოლოო სურათი

  • ჩემპიონი - "ბარსა" 
  • რამდენი ტიტული - 2
  • საუკეთესო ტრანსფერი - ილქაი
  • საუკეთესო ფეხბურთელი - დე იონგი 
  • იმედგაცრუება - რაფინია
  • საუკეთესო ვეტერანი - ლევანდოვსკი
  • საუკეთესო თინეიჯერი - იამალი
  • საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი
  • საუკეთესო აისტენტი - ილქაი

დაწერეთ თქვენი პროგნოზები და ვნახოთ, რა იქნება სეზონის ბოლოს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 4 სექტემბერი 2023 20:13
    0
    თუ დააკვირდებით, ლაპორტას მოსვლის შემდეგ გუნდი იცლება გაუგებარი, გუნდთან შეუთავსებელი ფეხბურთელებისგან.მაგრამ უბედურება ის არის, რო სვარკას მაინც ვუყურებთ, და 1 ბურთის გატანის შემდეგ უკვე დაცვაშია გუნდია მთელი შემადგენლობით.
    ფანი [?]
    #23 4 სექტემბერი 2023 16:49
    0
    ჩემპიონი-ბარსა
    ტიტული-3(ლა ლიგა,კოპა,სუპერ კოპა)ჩემპიონთა ლიგა-ნახევარფინალი
    საუკეთესო ტრანსფერი-კანსელუ
    საუკეთესო ფეხბურთელი-დე იონგი
    იმედგაცრუება-რაფინია
    საუკეთესო ვეტერანი-გიუნდოგანი
    საუკეთესო თინეიჯერი-იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი-ლევანდოვსკი
    საუკეთესო ასისტენტი-გიუნდოგანი
    გულშემატკივარი [?]
    #22 3 სექტემბერი 2023 17:32
    0
    ჩემპიონი-ბარსა
    ტიტული-3(ჩ/ლიგის ნახევარფინალი)
    საუკეთესო ტრანსფერი-კანსელუ
    საუკეთესო ფეხბურთელი-დე იონგი
    იმედგაცრუება-რაფინია
    საუკეთესო ვეტერანი-ლევანა
    საუკეთესო თინეიჯერი-იამალი-ფერმინი
    საუკეთესო ბომბარდირი-ლევანა
    საუკეთესო ასისტენტი-გიუნდოგანი.

    ჩემი აზრით რაფინიას ფატი დაემართება,16 წლის ბიჭთან კონკურენციის შეეშინდება და როგორც ფატი კარგავდა ბურთს უაზროდ ეგრე მოუვა,კარში დაიწყებს უაზროდ დარტყმას,პასებს არ გააკეთებს და ასეთ სისულელეებს გააკეთებს.ასევე საუკეთესო თინეიჯერი ფერმინ ლოპეზიც შეიძლება გახდეს ძაან მაგარი ბიჭი ჩანს და ვნახოთ რამოხდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 3 სექტემბერი 2023 13:38
    0
    ციტატა: pavlovichi56
    ტიტული არ იქნება.
    ატლეტიკოც კარგ ფორმაშია.
    მესის ჩრდილი- ლაქა კი არა...ლაპორტა -სუპერ ლიგის ავტორები -ტებასი-+ესპანეთ-დასავლეთის პოლიტიკოსები ყველა ყელამდე ქიქში დარჩებიან.
    მესი- ბარსა ,სუპერ ლიგას და კატალონიის დამოუკიდებლობას შეეწირენ.

    :D :D :D რეალი იგებს ყველაფერს ხომ
    წევრი [?]
    #20 3 სექტემბერი 2023 07:42
    0
    ციტატა: Barca for life
    ჩემპიონი - ბარსა
    რამდენი ტიტული - 3
    საუკეთესო ტრანსფერი - კანსელუ
    საუკეთესო ფეხბურთელი - დე იონგი
    იმედგაცრუება - ლევანა
    საუკეთესო ვეტერანი - გიუნდო
    საუკეთესო თინეიჯერი - იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი - ფერანი
    საუკეთესო ასისტენტი - იამალი

    heart_eyes თქვენს ვარიანტს ვეთანხმები 99%-ით..:დდდ
    ის 1% ტიტულებია, რაღაც არ მგონია რომ ეგრევე შიდა ტრებლი დადონ!
    სეზონის ბოლოს ლევანდოვსკი არაბებში უნდა წავიდეს, ეხლაც უნდა გაეშვათ, მაგრამ სავარაუდოდ ვერ გაუბედეს..ისე, ლაპორტამ მესი გაუშვა და მასთან შედარებით ვინაა ლევანდოვსკი!!!
    წევრი [?]
    #19 3 სექტემბერი 2023 02:24
    0
    ტიტული არ იქნება.
    ატლეტიკოც კარგ ფორმაშია.
    მესის ჩრდილი- ლაქა კი არა...ლაპორტა -სუპერ ლიგის ავტორები -ტებასი-+ესპანეთ-დასავლეთის პოლიტიკოსები ყველა ყელამდე ქიქში დარჩებიან.
    მესი- ბარსა ,სუპერ ლიგას და კატალონიის დამოუკიდებლობას შეეწირენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 3 სექტემბერი 2023 00:52
    0
    ჩემპიონი - "ბარსა"
    რამდენი ტიტული - 2
    საუკეთესო ტრანსფერი - კანსელუ
    საუკეთესო ფეხბურთელი - დე იონგი
    იმედგაცრუება - ინიგო
    საუკეთესო ვეტერანი - ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი - იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი
    საუკეთესო აისტენტი - გიუნდოგანი
    ფანი [?]
    #17 3 სექტემბერი 2023 00:37
    0
    ლა ლიგა - ბარსელონა
    ტიტული - 2
    ტრანსფერი - რომეუ
    საუკეთესო ფეხბურთელი - არაუხო
    იმედგაცრუება - იმედია არავინ
    ვეტერანი - გუნდოგანი
    თინეიჯერი - იამალი
    ბომბარდირი - ლევანა
    ასისტენტი - იამალი
    Culé [?]
    #16 2 სექტემბერი 2023 23:50
    0
    ჩემპიონი - "ბარსა"
    რამდენი ტიტული - 2
    საუკეთესო ტრანსფერი - გიუნდოგანი
    საუკეთესო ფეხბურთელი - დე იონგი
    იმედგაცრუება - ინიგო
    საუკეთესო ვეტერანი - ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი - იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი
    საუკეთესო აისტენტი - რაფინია

    იმედგაცრუებაზე ბევრი ვიფიქრე. წესით ისეთი შემადგენლობა გვყავს, ვისი იმედიც გვაქვს ძალიან პატარა შანსია ვერ ითამაშოს და ვინც დაბალ დონეს დადებს იმის იმედი ისედაც არ გვაქვს.
    Culé [?]
    #15 2 სექტემბერი 2023 23:21
    0
    წინა სეზონის პროგნოზებში კარგად გავთვალე ბევრი რამ და იმედია ახლაც ასე იქნება 😇
    ჩემპიონი - "ბარსა"
    რამდენი ტიტული - 2
    საუკეთესო ტრანსფერი - კანსელუ
    საუკეთესო ფეხბურთელი - დე იონგი
    იმედგაცრუება - ინიგო მარტინესი
    საუკეთესო ვეტერანი - გიუნდოგანი
    საუკეთესო თინეიჯერი - იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი
    საუკეთესო აისტენტი - პედრი


    ტიტულები მეც კოპა და ლალიგა მგონია, თუმცა რეალი მაგრად გვეჭიდავება ამ სეზონში ყველა ტიტულზე. საუკეთესო ტრანსფერი კანსელუ იმიტორო სავარაუდოდ დროს მიიღებს და იოლადაც მოერგება გუნდს, თან თავისუფლება ექნება, შეტევაშიც თამამად წავა და დაცვაშიც ეყოლება დახმარება, ამის ფონზე სავარაუდოდ კარგადაც ითამაშებს. ინიგოს დრო სავარაუდოდ დიდად არ ექნება და გაუჭირდება რირმში აყოლა, ამიტო ვერ აჩვენებს მაღალ დონეს მემფონი, ნუ მაინც შედარებითია ვის რა იმედები აქვს ამ კაცთან დაკავშირებით, თუმცა ვთვლი რომ იმაზე ცუდად ითამაშებს ვიდრე აქამდე ბილბაოში, მხოლოდ დროის უქონლობის გამო. გიუნდოგანი კიარაა ჯერ ბებერი მარა დანარჩენების ფონზე გადის მაინც ვეტერანებში, ლევანა არ იქნება სავარაუდოდ სტაბილური მთელ სეზონში და ხარისხით ალბათ ისევ ილქაი აჯობებს.

    მეორე ბომბარდირი - ფერანი
    მესამე ბომბარდირი - ფელიქსი
    მეოთხე ბომბარდირი - რაფინია
    მეხუთე ბომბარდირი - პედრი

    იამალი მაინც პატარაა და დრო იმდენი აღარ ექნება რაც ამ რამდენიმე თამაშში, თან გოლებზე არაა მაინცდამაინც დაგეშილი, ასისტებს უფრო ეძალება და მაგიტომ მგონია ხუთულზე მეტ გოლს ვერ გაიტანს

    იმედია დაემთხვევა ყველა🤙
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #14 2 სექტემბერი 2023 23:20
    0
    1) ჩემპიონი რა თქმა უნდა ბარსა
    2) 3 ტიტული
    3) საუკეთესო ტრანსფერი ილქაი
    4) საუკეთესო ფეხბურთელი FDJ
    5) იმედგაცრუება რომეუ
    6) საუკეთესო ვეტერანი ილქაი
    7) საუკეთესო თინეიჯერი იამალი
    8) საუკეთესო ბომბარდირი ელ გუახეს 2:0 ვერსია
    9) საუკეთესო ასისტენტი კანსელუ
    გულშემატკივარი [?]
    #13 2 სექტემბერი 2023 22:03
    0
    გუნდმა თუ არ ივარგა, მსაჯებით დაგვჩაგრავენ ...
    აშკარად კარგი დაცვა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ შეტევაშიც საჭიროა მეტი შემოქმედებითი მიდგომა და საგოლე მომენტების გამოყენება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 2 სექტემბერი 2023 21:57
    0
    ჩემპიონი - ბარსა
    რამდენი ტიტული - 4
    საუკეთესო ტრანსფერი - კანსელუ
    საუკეთესო ფეხბურთელი- დეიონგი
    იმედგაცრუება - რაფინია
    ვეტერანი- ლევანდოვსკი
    თინეიჯერი- იამალი
    ბომბარდირი- ლევანდოვსკი
    ასისტენტი - ფელიქსი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #11 2 სექტემბერი 2023 21:17
    4
    მთელი ჩემი ცხოვრება ბარსას ვქომაგობ და რა თქმა უნდა არ მანიჭებს სიამოვნებას ამის თქმა, მაგრამ მინდა ბარსას ყველა ფეხბურთელს, დიდსაც და პატარასაც, მწვრთნელებსაც და საერთოდ ყელას ბარსაში, მაგალითად მოუყვანო რეალ მადრიდის რამდენიმე თვისება: მებრძოლი სული, სიჯიუტე, აგრესია მოედანზე, გამარჯვებისაკენ სწრაფვა და თავდადება მსაჯის საფინალო სასტვენამდე. უკვე მრავალი წელია თაობოდან თაობას გადაეცემა ეს თვისებები და შედეგიც სახეზეა. ამ თვისებების წყალობით რეალმა უამრავი გმარჯვება იზეიმა, თითქმის წაგებულ მატჩებშიც კი. ასე მოხდა დღესაც. რეალი 0:1 აგებდა და როცა 90+5 წუთზე ბელინგემმა გამარჯვების გოლი გაიტანა, სისხლი კინაღამ ჩამექცა ტვინში. რეალი ჩვენი მოწინააღმდეგეა, მაგრამ არ შეიძლება მათი ამ თვისებების არ დანახვა და არ დაფასება. სამწუხაროდ ბარსას ეს აკლია. ეს ყველამ იცის და უკვე დროა ბარსაც გადავიდეს აგრესიულ შეტევაზე და თავდადება გამოიჩინოს ყველა მატჩში. ჩავი ვალდებულია მებრძოლი სული ჩაჰბეროს და გამრჯვებისკენ სწრაფვა ასწვლოს ყველას, გამოცდილსაც და გამოუცდელსაც. მატჩი მთავრდება არბიტრის საფინალო სასტვენის გაგონებისას და არა ერთგოლიანი უპირატეობის მიღწევისას...
    ფანი [?]
    #10 2 სექტემბერი 2023 19:11
    0
    ჩემპიონი - "ბარსა"
    რამდენი ტიტული - 3
    საუკეთესო ტრანსფერი - ფელიში
    საუკეთესო ფეხბურთელი - დე იონგი
    იმედგაცრუება - რაფინია
    საუკეთესო ვეტერანი - ლევანდოვსკის იმედი არ მაქვს ამიტომ გიუნდოგანი
    საუკეთესო თინეიჯერი - იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი - ფერანი/ფელიში
    საუკეთესო აისტენტი - პედრი
    Culé [?]
    #9 2 სექტემბერი 2023 18:33
    1
    მე პირადად უკვე ძაან გადამეწურა ლევანდოვსკის იმედი, ვეღარ ვითმენ როკეს მოსვლამდე, მაგრამ ეგ კიდევ ან გაამართლებს ან არა. ცხოვრებაში არ მეგონა ამას რო ვიტყოდი მარა ამ ეტაპზე ფერანიც კი მირჩევნია მანდ რო იდგეს. ვაღიაროთ რომ ამ მომენტისთვის ლევანდოვსკი სასტარტოში მარტო იმიტოა რო მისი სახელი და გვარი რობერტ ლევანდოვსკია და არა იმიტო რო სათამაშო ფორმით დაიმსახურა
    --------------------
    #infinit8iniesta
    [?]
    #8 2 სექტემბერი 2023 17:54
    1
    მე როგორც ყოველთვის ბოროტულ შედეგებს ვიტყვი 😁 რეალი 2 წელი ჩემპიონი რო ვერ ხდებოდა ტოპ ბარსასთან რა მარაზმი იწყებოდა გვახსოვს. ახლა 1 წლიანზე ჩამოვიდნენ. კონტურები იკვეთება, ხეტაფესთანვე დაგვადეს ნაჯახივით მსაჯებმა, ალმერია რეალი კი მაგარი საეჭვო იგრა იყო. რეალს გოლების გამტანის არ ყოლა მაგრა ზიანს მიაყენებს მარა ჩემპიონობის მეტი შანსი აქვს პერესის მაგიის გამო. 60-40 ზე. თუ ჩესნად იყო ყველაფერი მაშინ 60 ჩვენს სასარგებლოდ.
    ტიტული 1-2. კოპა მეც მგონია აქ მოვა.
    ტოპ ტრანსფერი და სეზონის ფეხბურთელი ტეავმებზეა დამოკიდებული. ფელიში მინდა მეც მარა უტრავმოდ ვერ გაქაჩავს. ამიტო მეც ილქაის ვიტყვი.
    იმედგაცრუება - რაფინია. ზუსტად ამ მიზეზების გამო. მალე დაცხებენ ეგ და ხავი.
    სეზონის მოთამაშე.... იამალი. მორჩა. ყველაზე ნაკლებს ველით და თუ ასე გააგრძელა ყველას ფადაფარავს. მთავარია მძიმე ტრავმებს ვარიდოთ, მაგან დაგვიღუპა არაერთი ტალანტი, რაფინია ალკანტარა, ფატი... მთელი წელი გაქაჩოს და მომავალ სეზონში ტრანსფერმარკეტზე 80 ეღირება და გოლდენ ბოიც გახდება. ლიგას 1/4 ფინალს ვფიქრობ. ჯგუფში პირველზე უნდა გავიდეთ და ლოგიკურად ამით სიტის ავცდებით. დალშე გადაჭრით ვერავისზე გიტყვი ბურთს დაგვსხევს თქო თავზე. ვერც ბაიერნზე, ფსიწოლოგიური თუ არ ჩაგვერთო.
    მოკლედ შტეგო არაუხო კუნდე კრისი ბალდე კანსელო, 5-ვე ნახ.მცველი ლევა იამალი ფელიქსი ეს კამანდა სერიოზული ტრავმების გარეშე თუ შევინარჩუნეთ რთულ მატჩებში, ფლეიოფებში და სეზონის ბოლოს, ვფიქრობ კარგი წელი გამოვა.
    პ.ს. ლაპორტას ამ სეზონში აღარ შევაგინებ თუ იასნა იანვარში დე იონგი არ გაყიდა ან რამე ეგეთი 😁😁
    ფელიქსი ისე მინდოდა რო რავი, ოლ ინი მაქ გაკეთებული მაგის კარგ თამაშზე და იმედი მაქ არ შევცდები. სულ ორი ტრანსფერი არ გამიმართლდა, კოუ ერთი (მეგონა იფრენდა) და პაულინიო მეორე (მეგონა თავს მოგვჭრიდა). კოუ სანამ 14 იყო იფრინა, ფელიქსმაც თუ გაქაჩა იმედია 7 იანს არ აიღებს უკვე რო ვიყიდით 😁😁
    გულშემატკივარი [?]
    #7 2 სექტემბერი 2023 17:37
    0
    ჩემპიონი - ბარსა
    რამდენი ტიტული - 4 (რაც არის ყველაფერზე გავიწევთ)
    საუკეთესო ტრანსფერი - ფელიში
    საუკეთესო ფეხბურთელი - დე იონგი
    იმედგაცრუება - რაფინია
    საუკეთესო ვეტერანი - ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი - იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი (არ გამიკვირდება ფერანი გახდეს თუ ათამაშა ჩავიმ)
    საუკეთესო აისტენტი - ილქაი ან პედრი
    --------------------
    ”Everybody believes in something... Most of all, we should believe in ourselves.” — Novak Djokovic
    ფანი [?]
    #6 2 სექტემბერი 2023 17:01
    2
    გაუჩო, შენს პირს შაქარი მაგრამ მეეჭვება მინოტაა არის თუ მინოტავრი მაგას რომ გაუქაჩოს
    Culé [?]
    #5 2 სექტემბერი 2023 16:51
    1
    ჩემპიონი ბარსა
    ტიტული 4 (ტრიპლეტი რა თქმა უნდა)
    საუკეთესო ტრანსფერი-წელს რაც იყო ყველა
    საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკი
    იმედგაცრუება -იყო და წავიდა მაი ზანგი
    საუკეთესო ვეტერანი ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი ლევანდოვსკი
    საუკეთესო ასისტენტი ჟოაუ ფელიქსი

    წესით ასე უნდა იყოს და თან ლიგაზე თამაში სანამ პლეიოფებში გადავა და უფრო გახურდება იმ დროს უკვე გუნდი შეკრული უნდა იყოს საკმარის დროა რომ ჯიგარი გუნდი დადგეს