მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვარსკვლავის დაბადება

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვარსკვლავის დაბადება

არ მინდა ვინმეს შევადარო. წინა მიმოხილვებისას დაგვიწერია, რომ დასაწყისი ძალიან ბევრს ჰქონია კარგი, ამ ბევრიდან ერთეულები იქცნენ მეგა-ვარსკვლავებად, უმრავლესობა კი დაიკარგა. ვუყურებ ამ ბავშვს და მაქვს გრძნობა, რომ მომავალი ვარსკვლავია, თუმცა, არ დავმალავ, რომ წლების წინ, ანსუ ფატის შემხედვარეც ასეთი გრძნობა მქონდა. ამითიც არის ფეხბურთი საინტერესო, ცხოვრებას წააგავს, არავინ იცის წინ ვის რა ელის. ეს ბრეკეტებიანი ბიჭი კიდე ძალიან მაგარია! ისტორიის წერაც მაგრად დაიწყო, თხუთმეტი წლისამ პირველად ითამაშა, თექვსმეტი წლისა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ტურიდან ტურამდე იგრძნობა, რომ ასე ნელ-ნელა უახლოვდება გატანილ გოლს. ჩავი კი იმაზე მეტად ენდობა, ვიდრე მასზე გამოცდილ ფეხბურთელებს. 

როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა. როგორც მინიმუმ, ეს არ მოგვცემს მოწყენის საშუალებას, და თუ იამალმა მომდევნო ორი წელიც ასეთი ტემპით გააგრძელა გზა, მერე ნახეთ "კამპ ნოუზე" რა დახვედრას მოუწყობენ. 

თრილერი 

მატჩის წინ 2011/12 წლების შეხვედრა გავიხსენეთ, გვარდიოლას ავანტიურა. ეს მატჩი კი უფრო სხვა მატჩებს ჰგავდა, გასვლაზე ამ სტადიონზე ორჯერ დაფიქსირდა 4:4, ერთხელ 2000/01 წლების სეზონში - გვარდიოლას არასდროს დაავიწყდება ეს მატჩი. მეორედ კი 2018/19 წლების სეზონში - გემახსოვრებათ სუარესის გოლი ბოლო წუთებზე. 

ეს შეხვედრაც ასე დრამატულად წარიმართა, ორი "ქამბექი" ვიხილეთ, ერთი მასპინძლების, მეორე კი სტუმრების შესრულებით. მეტოქის მწვრთნელი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მწუხარე სახის რაინდი, კიკე სეტიენი გახლავთ, "ვილიარეალის" დაწინაურებისთანავე ვიფიქრე, რომ "ბარსა" თამაშში დაბრუნდებოდა, უბრალოდ, არ არსებობს, რომ ასეთი მაგარი მატჩი ჩაწერილიყო სეტიენის კარიერაში, ბუნება ამას არ იკადრებდა. 

სერჟი რობერტოს "მასტერკლასი" 

ჩვენი დიდი კაპიტანი! სერჟიმ დაიწყო თამაში და ტერ შტეგენი სამკლავურის გარეშე დატოვეს. ეს სამკლავური პეპ გვარდიოლას ეკეთა ერთ დროს, ეკეთა კარლეს პუიოლს, ლიონელ მესის, ახლა კი სერჟი რობერტომ მოირგო მკლავზე და ასე უნამუსოდ გაუძღვა გუნდს. არა, რაღაც ვერ არის რიგზე. აბა, წარმოიდგინეთ, ქალაქი მიდის ბრძოლაში, მთავარსარდალი კი არც ყველაზე ძლიერია, არც ყველაზე გამოცდილი, არც ყველაზე უნარიანი, არც ხმა აქვს ომახიანი, არც სისწრაფე და არც ჭკუა, მხოლოდ იმიტომ აქციეს მთავარსარდლად რომ მისი მამის მამაც ამ ქალაქში დაიბადა. 

ტრადიცია აქვთ ასეთი, მავნებლური. 

რობერტოს ფლანგიდან მუდმივად იქმნებოდა საფრთხე, მხოლოდ დროის ამბავი იყო გოლის გაშვება. სამი მივიღეთ და სამივეში მეტწილად მისი ბრალეულობაა. ერთხელ პოზიციურად შეცდა და მისი ფლანგიდან გაკეთდა საგოლე პასი, მეორედ წინ ჩარჩა და მისი ფლანგიდან გაგვიტანეს, მესამედ კი სწორედ ის იყვანდა კუთხურის დროს იმ ფეხბურთელს, რომელმაც მისგან გათავისუფლება და კარში დარტყმა შეძლო. 

ბრავო! 

ჩავი შეცდა. ეს ფაქტია. რისი გაკეთება შეეძლო არაუხოს არყოფნაში? ორი ვარიანტი ჰქონდა, შესაძლოა, მეტიც. 

კუნდეს მარჯვენა ფლანგზე დაყენების შემთხვევაში გარსიასა და კრისტენსენის დუეტს მივიღებდით ცენტრში. 

ან, შეეძლო კრისტენსენი - ალონსოს დუეტი დაეყენებინა და ბალდე ითამაშებდა თავის პოზიციაზე. 

ბოლო ვარიანტი დე იონგის მცველად დაყენებაა, რაც არავის მოგვწონს, რადგან ფრენკის შეტევაში მოაქვს დიდი სარგებელი. 

აი, რობერტოს თამაში კიდე მინუს ერთი გოლით დაწყებას წააგავს. სწორედ ამიტომ, დღე-დღეზე ველით ჟოაუ კანსელუს, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და იმედია აღარ მოგვიწევს ბრწყინვალე კაპიტნის ყურება. 

დე იონგის მასტერკლასი 

ნეტავ ორი იყოს! 

თქვენი არ ვიცი, მე კი ვხედავ, რომ რომეუ საშუალო დონის ფეხბურთელია. შესაძლოა, უფრო მაღალი დონისაც, მაგრამ "ბარსას" დონის რომ არ არის ეს მის კარგ თამაშებშიც ჩანს, არათუ ცუდში. მასთან ერთად პოზიციის გაკონტროლება და ბურთის კონტროლი ძალიან ჭირს. მთელი დაწოლა ფრენკი დე იონგზეა. სიღრმიდანაც მას მოაქვს ბურთი და ხანდახან ბოლო პასის გაკეთებასაც ის კისრულობს. 

არადა, ფრენკი რვიანზე ძალიან კარგია. მქონდა იმედი, რომ სეზონის ბოლომდე გაქაჩავდა ამ პოზიციაზე, ახლა კი ვხვდები რომ მხოლოდ დროის ამბავია მისი საყრდენზე დაწევა. ილქაისა და პედრის გათვალისწინებით, თუ კონკურენციაზე მიდგა საქმე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რომეუს გადასვამენ. 

ფრენკიმ კარგი გოლი შეაგდო, ბოლომდე იგრძნო მომენტი, თითქოს ლევანდოვსკისგან პასს ელოდა ქუსლით, პოლონელს შეუძლია ამის გაკეთება და იმიტომაც ელოდა, ისე კი რობერტი ფლანგზე აპირებდა პასის გაცემას, საერთოდ არ უფიქრია მის ზურგსუკან რა ხდებოდა, მიუვიდა ბურთი ფრენკის და ნიდერლანდელმაც შეაგდო. კარგი იყო, მშვენიერი. 

ეს უკვე 2:0 ია, მანამდე ბავშვებმა გახსნეს ანგარიში, იამალმა ზუსტად ჩააწოდა, თითქოს ლევანდოვსკისკენ, იქ კი გავი ახტა და ანგარიში გახსნა. პატარა მამაცი გულია! 

მიუხედავად ამისა, ერთი წამითაც არ იგრძნობოდა, რომ "ბარსა" თამაშს აკონტროლებდა, პირიქით, "ვილიარეალიც" მომენტს მომენტზე ქმნიდა, ტერ შტეგენმა გვიხსნა რამდენჯერმე, ეგეც სულ რობერტოს ფლანგიდან, აბა, როგორია კაპიტანს აკადრო ცოტა აზრზე მოდი, ან დატოვე მოედანიო, ვერ აკადრებ, არ მოსულა, იმ სამკლავურს დიდი ძალა აქვს, დიდი ისტორიისა და ტრადიციის მატარებელია, თავისი მაგია აქვს, გაიკეთებ და სუპერ გმირი ხარ, მაგრამ, რობერტოს მაგანაც ვერ უშველა. ამ საქმისგან სალამური არ გამოვა. 

შეცვლები 

დაიმსახურა ფერან ტორესმა მეტი სათამაშო დრო. მომდევნო შეხვედრაში რომ სამი შემტევი ვიხილოთ საერთოდ არ გამიკვირდება. ფერანი-ლევანდოვსკი-იამალის ტრიოთი. რაფინიაც დაბრუნდება, მაგრამ კარგი იქნება თუ იამალის ექნება ძირითადი მოთამაშის სტატუსი, მისი თავდაჯერებისთვისაც კარგია და რაფინიას ჭკუის სასწავლებლადაც. 

ფერანი რამდენჯერაც შემოვიდა ყოველთვის ძალიან მოტივირებული ჩანდა, ბოლომდე ჩართული თამაშში, ეს აკლდა წინა სეზონში, ახლა კი მგონი ყველაფერი რიგზეა. მომდევნო მატჩებმა უნდა გვანახოს რამდენად მოხდა მასში ეს გარდატეხა. წინა სეზონში ბევრ ხელსაყრელ მომენტს აფუჭებდა, წელს კი მგონია, რომ ასეთ ბურთებს უეჭველად გაიტანს. 

აი, ფატის რაც შეეხება, ნათლად ჩანს, რომ ხასიათის პრობლემა აქვს. თითქოს ამ პატარა ბიჭზე ეჭვიანობს, სულ ცოტა ხნის წინ თავად იყო პუბლიკის საყვარელი ახალგაზრდა, ახლა კი აღარავის ახსოვს, გაღიზიანებას უფრო იწვევს, ჯერ ახლა იწყებს კარიერას და უკვე ჩამოწერილივით არის. მართებდა პასის გაკეთება, ერთი პასი და გოლი გარდაუვალი იქნებოდა, მან კი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. მერე არც ლევანდოვსკი დარჩა ვალში, თუმცა, პოლონელს წინ არავინ ჰყავდა, მხოლოდ მეკარე იდგა და გატანაც მართებდა, მაგრამ ისევ გაფუჭებულივით არის. რაღაცები არ უმუშავებს. 

MVP

ფერანმა ანგარიში გაათანაბრა, კარგი გოლი შეაგდო, მერე კი ისევ იამალის ჯერი დადგა, სულ ცოტა აკლდება გოლამდე, ამ შეხვედრაში ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ჩარჩოს. მეორედ ლევანდოვსკი დახვდა ჩასაფრებული. ესეც კარგი ამბავია, როგორც იქნა შეაგდო, იქნებ გაეხსნას მასაც.. 

16 წლის მარჯვენა გარემარბი დაფრინავს! 

ოჰ, როგორ არ მინდა ვინმეს შევადარო, მაგრამ მოგდის ეს დიდი გვარები თავში და რა გინდა რომ ქნა. 

ჯანი მისურვებია! გოლები კიდე მოვა, თანაც ბევრი მოვა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #18 29 აგვისტო 2023 19:09
    0
    Pedri 8, ბიჭო ბიჭო ბიჭოოო
    Culé [?]
    #17 29 აგვისტო 2023 00:05
    1
    ლევანდოვსკის შარშანდელი სეზონის გამო ვცემ პატივს და არ მინდა რამე ცუდად ვთქვა მაგ კაცზე, ლეგენდაა მსოფლიო ფეხბურთის და უმაგრესი მოთამაშე. თუმცა ან ფორმაში უნდა შევიდეს ან კიდე რავიცი, რაღაც უნდა მოიფიქროს ჩავიმ. ფატი ცდილობს რაღაც ისეთი გააკეთოს რაც გააჩუმებს ყველა ჰეითერს და ფსიქოლოგიურად მოიხოდება, ამიტომ ურტყავს ერთი შეხებით და თვითონ ცდილობს ყველა მომენტში დარტყმას. მაგრამ მგონი იმდენს ვერ ხვდება, რომ ზედმეტებში გადასდის ეგ მცდელობები და მისი ყურება უბრალოდ გამაღიზიანებელია.
    წევრი [?]
    #16 28 აგვისტო 2023 21:49
    0
    იამალი სუპერ ტალანტია...მაგრამ დიდი დატვირთვა დაღუპავს. ჩავი კიდევ დაბალი დონის მწვრთნელია.
    წევრი [?]
    #15 28 აგვისტო 2023 19:12
    1
    == ჩავი-რობერტო-ლევანდოვსკი-ფატი ==
    angry angry angry angry angry
    ყველას ერთად დიდი სიამოვნებით გავყრიდი!
    ჩავის იმიტომ, რომ ავტორიტეტი არ აქვს და დანარჩენ სამს ვერაფერს უბედავს, ვერ აკონტროლებს!!!
    გვარდი მენატრება!!!
    ფანი [?]
    #14 28 აგვისტო 2023 18:06
    1
    იამალი და როკე? ორივე მაგრა გააჯაზებს!!!
    Culé [?]
    #13 28 აგვისტო 2023 13:25
    3
    ფეოლა როგორ მევასება შენი ტექსტების კითხვა❤️❤️❤️
    ვაჟა ხარ ფშაველა
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    წევრი [?]
    #12 28 აგვისტო 2023 13:03
    2
    Pedri 8,
    არ ვიცი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ხავის არ აქვს სამაგისო კვერცხები რო ლევანდოვსკის ნაირი სუპერსტარი სკამზე დასვას. მარა სკამზე დასმითაც არამგონია მოგვარდეს მაგის პრობლემა. უბრალოდ ან ფორმაში არაა, ან ვეღარც ჩადგება რა
    ფანი [?]
    #11 28 აგვისტო 2023 12:51
    2
    ციტატა: Pedri 8
    ვიფიქრე წავიკითხავ ამ მათჩის შემდგომ მიმოხილვას მეთქი მაგრამ ადამიანი რობერტის რომ ,,ჩვენი დიდი კაპიტანი.. რომ უწოდებს იმის მერე არც ღირს ამ სტატიის წაკითხვა

    araujo4, ლევანდოვსკის და ფატის ორივეს უნდა გააjმევინო ხავის დედას რომ შევeცი ორივე სულ ცოტა 5-5მატჩი უნდა დასვა სკამზე ან კიდევ დიდი ფულადი ჯარიმა უნდა დააწესოს იმ საქციელზე რაც მათ ჩაიდინეს. ისე ლევანდოვსკის სკამზე დავსვამდი და ფერნანს მივცემდი შანს ეტყობა გონზე მოვიდა და ლევანდოვსკის უკეთესს ფორმააშია ჯერჯერობით

    ირონიით წერს მეგობარო🙂
    გულშემატკივარი [?]
    #10 28 აგვისტო 2023 12:10
    3
    ვიფიქრე წავიკითხავ ამ მათჩის შემდგომ მიმოხილვას მეთქი მაგრამ ადამიანი რობერტის რომ ,,ჩვენი დიდი კაპიტანი.. რომ უწოდებს იმის მერე არც ღირს ამ სტატიის წაკითხვა

    araujo4, ლევანდოვსკის და ფატის ორივეს უნდა გააjმევინო ხავის დედას რომ შევeცი ორივე სულ ცოტა 5-5მატჩი უნდა დასვა სკამზე ან კიდევ დიდი ფულადი ჯარიმა უნდა დააწესოს იმ საქციელზე რაც მათ ჩაიდინეს. ისე ლევანდოვსკის სკამზე დავსვამდი და ფერნანს მივცემდი შანს ეტყობა გონზე მოვიდა და ლევანდოვსკის უკეთესს ფორმააშია ჯერჯერობით
    Culé [?]
    #9 28 აგვისტო 2023 11:55
    4
    რამდენი შეცდომაც დაუშვა რობერტომ
    იმდენივე კუნდემ ალონსომ
    და კრისტამ დაცვა ჩავარდა გუშინ ბევრჯერ მარტო რობერტოს შეაწმინდო ცოტა ბავშვური ლოგიკაა 😂😂 რაც შეხება ტორეს შეცვლიდან უნდა მწვრთნელს და რატომ აძალებთ რომ დაყენოს გაუგებარია საკამზე უნდა ვიღაცა ვინც გამწვავებს ცოტა ფართედ იაზროვნეთ რა.კბილებით ვიცავდი ფატის მაგრამ გაუშვან ოჯარით ან გაყიდონ არაფერ შუაშია უკვე ტრავმა მაგას აშკარად პრობლემები აქვს რა პასი მიცა გუნდომ და როგორც დარტყა ეგ არის დამოკიდებულება მაგისი.მეორე ტაიმში შეჭამეს და ეს ხავის დამსახურება მაგრამ ამაზე არავინ არ საუბრობს და ეგეც უხერხულია 👌
    გულშემატკივარი [?]
    #8 28 აგვისტო 2023 09:34
    9
    რობერტომ არაბეთიდან შემოთავაზება დაბლოკაო, მაგას ხო არ ეფხანება ცოტა, რა ჩემ ფეხებად მინდა მაგის ერთგულება არ მყავდეს ეგეც ალვეში. როჟას უნივერსალობას ტენიან იმ პონტში რომ ყველა პოზიცოაზე ერთნაირი დაფეხვილია. გადაგვაყოლა 15 წლიან კარიერაში 2 მომენტს. მაგას რო ნამუსი ქონდეს არ უნდა უკაპიტნოს გუნდს.
    --------------------
    •Barca forever•
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 აგვისტო 2023 08:16
    8
    მე არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ დემბელეს შემდეგ ნამდვილი გარემარბი გაგვიჩნდა ჯერ პატარაა, მაგრამ დემბელე უკვე დამავიწყა.
    წევრი [?]
    #6 28 აგვისტო 2023 06:27
    5
    ვიძახი წელს ფერან ტორესი იფრენსთქო და არავინ მიჯერებთ ჯერ სად ხართ მომავალ ბომბარდირია ჩათვალეთ
    წევრი [?]
    #5 28 აგვისტო 2023 06:12
    4
    წეღან ჯეკას ვიდეო შემხვდა და ცრემლები მომდგა ლამის იმენა როგორ მომენატრა ეგეთი დონის მოთამაშე ბარსაში რომ აი სულ არ ევალებოდა რაღაც დრიბლინგი და რამე რადგან ცხრიანი იყო მარა რაღაც საოცრებებს აჩვენებდა მუდამ და არ ვიცი ეს ლევანდოვსკი იმას როგორ უნდა შეადარო მის პრაიმშიც კი დარწმუნებული ვარ ახლანდელი ეს ქრონიკული ტრამვის მქონდე სუარესი მეტს გააკეთებდა ამ ბარსაში ვიდრე ეს ლევანა აკეთებს ამ მომენტში დასაფასებელია ის როგორც და საიდანაც გადმოვიდა აქ მარა მისი დრო წასულია უკვე 101% ით და დროა სკამზე გადაჯდეს უბრალოდ ჩავია ძალიან მშიშარა და ვერ აკონტროლებს აშკარად სიტუაციას და ეგ პონტი იყო ალბათ ნეიზეც რომ შეეშინდა კიდევ უფრო არ ამირიოს სიტუაციაო თორე ამას რომ კაი მდგომარეობა ჰქონდეს გასახდელში იმას არ ვნახავდით მოედანზე რაც გუშინ ფატიმ და ლევანამ აკეთეს უბრალოდ სირცხვილია სხვა თუ არაფერი
    ფანი [?]
    #4 28 აგვისტო 2023 04:44
    4
    მადლობა დემბელეს რომ წავიდა....

    araujo4,
    ციტატა: jo va ni
    მადლობა დემბელეს რომ წავიდა....

    ციტატა: jo va ni
    მადლობა დემბელეს რომ წავიდა....

    ფატის მთავარი ნიჭი არა დრიბლინგი და ფინტი იყო, არამედ გოლების გატანა რაც ღორობაში გადაუვიდა უკვე და თვითონ უნდა შეაგდოს მხოლოდ, ეგ დაღუპავს მის კარიერას ესე თუ გააგრძელა სამწუხაროდ
    წევრი [?]
    #3 28 აგვისტო 2023 03:05
    5
    ფატიზე 100% ხარ. მართლა ეჭვიანობს, თვითონაც არადა ჯერ 20 წლის არის. ფაქტია ყველასთვის ცუდი იქნება მაგის დარჩენა. ან იჯარა ან სამუდამოდ დაემშვიდობოს კლუბს. იჯარის ვარიანტი უფრო მომწონს რო სხვაგან თუ გაიხსნა მერე დაბრუნებული აქაც შებერავს. სიმართლე რო ვთქვა ფატის ყველაზე კარგი თამაშებიც რო მახსოვს, იამალის და მაგის ნიჭში რო შედარება გავაკეთო, იამალი ბევრად ნიჭიერი ჩანს ჩემთვის. ლევანდოვსკის და ფატის ურთიერთობა კიდე ცალკე თემაა. ამ თამაშამდეც ხო იასნი იყო, ერთხელ
    რო ხელი შეუშალა ფატიმ და მერე ლევანდოვსკიმ იდაყვი ჩაარტყა))
    [?]
    #2 28 აგვისტო 2023 02:40
    6
    რომეუზე გეთანხმები, სწრაფი პრესინგის დროს მაგრა იბნევა და კარგავს ბურთს, ნელია, ბუსკეცივით ოღონთ იმას ინტელექტი ქონდა ოხრად და ამას ძაან საშუალო. პროსტა დაცვითია და სუსტ გუნდებთან ფრენკის წინ წასვლის საშუალებას აძლევს, როტაციაში წავა, 3 მილიონად მეტი რა გინდა. ჯანიანია და რაღაცაში გამოიყენებს კაცი. მთავარია ფრენკი იყოს ჯანმრთელად თორე მაგის ტრავმას ნაღდად ვერ გადავიტანთ. იამალი უნდა დავიცვათ ტრავმებისგან მაქსიმალურად და ფრენკი. ფატი კიდე იქნებ გავაიჯაროთ. ხასიათზე რო მოვიდეს ისეთ გუნდში თორე მართლა რა სახე ქონდა იამალის კარგ მომენტებზე
    ფანი [?]
    #1 28 აგვისტო 2023 02:23
    10
    სერხი რობერტოს ამ გუნდში ყოფნა წლების მანძილზე და ახლა უკვე კაპიტნობა, ნათელი გამოხატულებაა იმის თუ სად ვართ და როგორი პროფესიონალიზმით უდგება გუნდის მართვას ხელმძღვანელობა,ხოლო მისი ყოველი წუთი მოედანზე ადასტურებს ხავის სიდებილეს. მადლობა ავტორს სტატიისთვის.