დეკუ - ერთი უცნაური ამბავი

დეკუ - ერთი უცნაური ამბავი

დეკუ "ბარსას" ახალი სპორტული დირექტორია. არ ვიცი ამ პოზიციაზე რას იზამს, მაგრამ ფეხბურთელი ნამდვილად კარგი იყო. წარმოიდგინეთ, ჟოზე მოურინიუს ხელშიც კი ფანტაზისტას როლი ჰქონდა, თავად ჟოზემაც კი ვერ თქვა უარი მის ფლეიმეიქერობაზე. 

დავიდსის წასვლამ დამწყვიტა გული, მაგრამ დეკუს მოსვლამ გადამავიწყა, რეალისტები რომ ვიყოთ, ედგარი კარიერის ბოლო წლებისკენ მიდიოდა, დეკუს კი ყველაფერი წინ ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ნახევარდაცვაში ვინმესთან განსაკუთრებით კარგი დუეტი შექმნა, არ ყოფილა ასე, არც ჩავისთან, არც ინიესტასთან, მით უმეტეს, არც ვან ბომელთან. ალბათ იმიტომ, რომ რვიანის პოზიციაზე დახეული ათიანი იყო, თუ მოედანზე იყო ჩავის გაცილებით უკნიდან უწევდა ხოლმე თამაში. 

მახსოვს ერთი სასაცილო ამბავიც, 2004 წლის ოქტომბერში, "ესპანიოლთან" გასვლით შეხვედრაში დეკუ შეცვალეს და ძალიან გავბრაზდი, მშვენიერი მატჩი ჰქონდა, ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა, ტაშის დასაკვრელად არავის შეუცვლია, "ესპანიოლის" ფანებმა მაგრა უსტვინეს, თან ვიღაც უცნობი ფეხბურთელი გამოვიდა მის ნაცვლად, სახეზეც ვერ ვიცანი, დეკუს ადგილი დაიკავა შემტევი სამეულის უკან, ბურთი ძალიან ახლოს ჰქონდა ფეხში და შორიდანაც კარგად დაარტყა თავისი ცაციათი, მოკლედ გამოჩნდა, რომ უბრალო ვინმე არ იყო, მერე კიდე კომენტატორმა თქვა აი ეს ბიჭი ჯერ 17 წლის არის და თურმე ძალიან დიდი ამბებს ელიან მისგანო. 

ასეთი იყო მესის დებიუტზე ჩემი პირველი რეაქცია - ეს ვინ ჯანდაბაა-მეთქი. 

აბა რას ვიფიქრებდი.. 

დამამახსოვრდა საქართველოს ნაკრებთანაც, უფრო სწორად, ლევან ყენიას სიტყვები დამამახსოვრდა, დეკუმ თვალებით მომატყუაო. ფეხით, ტანის მოძრაობით, გონებით, ყველაფრით მოტყუება გამიგია, მაგრამ თვალები რაღაც ახალი იყო. თურმე გამჭოლი მზერა გაისროლა სადღაც მარცხნივ და პასი გააკეთა სულ სხვა მხარეს. ბრაზილიელებს მოტყუება არ ეშლებათ. 

თავად ვერც წარმოიდგენდა, რომ პირველი კლასის ფეხბურთელი გახდებოდა, აბა ბრაზილიის ნაკრებზე ისე რა ათქმევინებდა უარს?! უბრალოდ, როცა დეკუ ფეხბურთს თამაშობდა ბრაზილიას როგორც მინიმუმ 4 უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა შეეძლო. ვერ დაიჯერა, რომ შანსი ექნებოდა და პორტუგალიელებს დათანხმდა. 

არადა, 2006-ის მუნდიალზე ძირითადშიც მოხვდებოდა, ოღონდ რვიანის პოზიციაზე. 

ყველაზე უცნაური კი რაც ამ კაცის თამაშში შემინიშნავს, რაც ყოველი მისი დანახვისას მახსენდება და რასაც ბოლომდე დღემდე ვერ ვიჯერებ, არის მისი გოლები. არა შორიდან გატანილი ლამაზი გოლები, არა ჯარიმები, არა ის მაკრატელა ისევ და ისევ "ესპანიოლის" კარში, არამედ, "მატყუარა გოლები".  მაგალითად, ტრანსფერმარკეტზე ნახავთ, რომ "ბარსას" შემადგენლობაში 20 გოლი აქვს შეგდებული, არადა, უფრო მეტი აქვს. მაშინ, რატომ წერია 20? იმიტომ, რომ ათამდე გოლი "რიკოშეტით" აქვს გატანილი. რომელი ჩაუთვალეს და რომელი მეტოქის მცველს კაცმა არ იცის. ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დამაჯერებს, რომ ეს შემთხვევით ხდებოდა, და მეც გამიჭირდება იმაში ვინმეს დარწმუნება, რომ ამას შეგნებულად აკეთებდა. 

აბა როგორ? 

მესის 700-ზე მეტი გოლი აქვს შეგდებული. რამდენ "რიკოშეტს" გაიხსენებთ? პროცენტებში რომ გადავიყვანოთ და დეკუს სტატისტიკასთან გავაიგივოთ 300-ზე მეტი უნდა ჰქონდეს "რიკოშეტით" შეგდებული. 

მოკლედ, ძალიან განსხვავებულად უნდა უყურებდე ფეხბურთს, რომ ასეთ რამეში გაყო თავი. ფეხი ჰქონდა ისე როგორც სალივანს კია. ბუცებს არ იკითხავთ? სხვადასხვა ფირმის ბუცები ეცვა. ერთ ფეხზე ერთი, მეორეზე მეორე. ხალხი რას არ აკეთებს პირადი კონტრაქტის დასაცავად, ამან კიდე სხვადასხვა ბუცი ჩაიცვა და მერე წესად აქცია. მიმიქარავს გავის გახსნილი თასმები. 

ერთხელ ფეხი იტკინა, შეიძლება ბუცმა ატკინა, გაიხადა თავისი უმბროს ბუცი და უცბად მოურბენინეს ადიდასის. მერე, როგორც ჩანს მიეჩვია და რამდენჯერმე ვნახეთ კიდე ასე. ოპერატორებს განსაკუთრებით მოსწონდათ ეს ამბავი. 

იქნებ ამ ორი სხვადასხვა ბუცის ბრალია ეს "რიკოშეტები"? ზემოთ ხომ ვახსენე, თვალებით იტყუებოდა-მეთქი? ჰოდა, ესეც რაღაც ეგეთი მაგიაა. რა თქმა უნდა, დახელოვნებული იყო ამ ამბავში. ზოგი პატარა ასხლეტით გავიდა, ზოგი ძალიან იცვლიდა მიმართულებას, ზოგი ისე, ზოგი ასე, მაგრამ კარში ადგილს ყველა პოულობდა. 

სამწუხაროდ, არცერთ ჟურნალისტს არ უკითხავს მისთვის როგორ ახერხებდა ამის გაკეთებას და არც კომენტატორები აღნიშნავდნენ - აი, მორიგი გოლი შეაგდო "რიკოშრტითო". 

რავიცი.. რასაც გავიხსენებ ვიდეოში მოვათავსებ და მერე თავად განსაჯეთ, რას და როგორ აკეთებდა.  


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 17 აგვისტო 2023 19:15
    0
    სულ მიკვირდა რატომ გაუშვეს ასე მოულოდნელად მშვენივრად თამაშობდა, ეს იგივეა როგორც ჩვენ რო ობამა გავუშვით.
    გულშემატკივარი [?]
    #7 17 აგვისტო 2023 17:27
    1
    ციტატა: ფეოლა
    tornike27, მოედანზე გადასარევი იყო.

    მოედნის გარეთ ზუსტად ეგენი ურევდნენ ყველაფერს, მაგიტომ გაუშვა გვარდიოლამ ორივე.

    მაგაში გეთანხმები ბრაზილიელი ყოველთვის ბრაზილიელია,მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია და რონალდინიო საერთოდ სხვა სამყაროდანაა გვარდიოლას ტაქტიკაში ვერასდროს ჩაჯდებოდნენ.
    მწერალი [?]
    #6 17 აგვისტო 2023 14:17
    1
    tornike27, მოედანზე გადასარევი იყო.

    მოედნის გარეთ ზუსტად ეგენი ურევდნენ ყველაფერს, მაგიტომ გაუშვა გვარდიოლამ ორივე.
    გულშემატკივარი [?]
    #5 17 აგვისტო 2023 12:32
    1
    Ronaldom ra cudi saqme gaaketa daendra evropul fexburts bonum baierns saudis arabeti amjobina😢😢😢 yvela iq midis bliad kai ronaldo benzema 36+arian mara kante da sxvebi 27 28 26 wlis biwebi romidian magaze vshterdebiii chven shansi argvaq arabebtan konkurenciis fulis pontshi reals da premierleagues klubebs sheudzliat mara magatac akontrolebs arabebi karocheee ertaderti reali rcheba romelsac sheudzlia winaagmdegoba gauwios baiernmac ki ukan daixia mag momentshi imitoro imxela xelfasebs stavazoben is dedaaargnianebi an fulze rato iyidebian bliad ager mesi ramxela xelfass stavazobdnen tan saudis arabetis elchia tuar vcdebi da arwavidaaa iq ase arsheileba chven marto marketingulad popularuzaciss kutxit tuvajobebt magat tore fulit shansi araa da ai fexburtelebi popularobas da titulebs chempionta ligis saudis arabetis fuls amjobineben reals kiaq fuli mara verc eg ver gauqachavs arabebs es yvelaferi ki neimaris 222 milioniani transferit daiwyo ramac gamoiwvia sarekordo tranferebis siuxve d a bolos ronaldos iq gadasvlam
    Culé [?]
    #4 17 აგვისტო 2023 12:28
    2
    დეკუ არი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი!!!გადაჭარბების გარეშე ვიტყვი რო დეკუ იყო უდიდესი უმაღლესი დონის მოთამაშე!!ძალიან ელეგანტური,ჭკვიანი,ტექნიკური,,ნამდვილი ლეგენდაა❤️❤️რა სიმბოლურია რო მესი ასეთ ფეხზე შეცვალა დღეს კი სპორტულ დიტექტორად დაინიშნა,,ასეთივე ფეხი გქონოდეს და იყოს საწინდარი დიდების შენი მოსვლა ლეგენდავ🥰
    წევრი [?]
    #3 17 აგვისტო 2023 12:07
    2
    დეკუ მიდი რა, გაინძერი და მოიყვანე ალვარესი, იქ სკამზე ალპობენ და აქ მაგრად გამოგვადგება.
    ფანი [?]
    #2 17 აგვისტო 2023 11:02
    5
    ძაან კარგი ფეხბურთელი იყო, ჩემი აზრით დიდი ფეხბურთელი. სიამოვნებით ჩავსვავდი დღევანდელ ბარსაში 28 წლის დეკოს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 17 აგვისტო 2023 11:00
    3
    გეთანხმები ფეოლა დეკუ სოლო მოთამაშე იყო მაგრამ რონალდინიოს თან ჰქონდა კარგი დუეტი.ერთმანეთში ძალიან ელეგანტურ პასებს აკეთებდნენ.შეიძლება თამაშის მიმდინარეობისას ბევრჯერ არ ხდებოდა ეს პასები მაგრამ განსხვავებულად კომბინირებდნენ ერთმანეთში.შენ რას იტყვი ამ დუეტის შესახებ ?