მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

ბოლო მატჩიც ჩავამთავრეთ, სეზონი დასრულდა. კარგია, რომ "სელტასთან" შეხვედრა არაფერს წყვეტდა. ამ სტადიონზე თამაში რთულია, არასდროს არ მიყვარდა აქაორობა. ჯერ კიდევ გუსტავო ლოპესიდან და მოსტოვოიდან მოყოლებული. შეიძლება იმიტომ, რომ რივალდომ ბოლო შეხვედრა "ბარსას" მაისურით სწორედ ამ სტადიონზე ჩაატარა და ტრავმით დაგვემშვიდობა. კოჭლობით, ცალ ფეხზე ასკინკილათი მორბენალმა შეაგდო ბოლო გოლი. 

რაღაც მხრივ, ვალვერდეს სადებიუტო სეზონის ბოლო მატჩიც გამახსენდა. მნიშვნელოვანი რეკორდის დამყარება შეეძლო, ისტორიაში შესვლა შეეძლო და მაინცდამაინც ბოლო შეხვედრა წააგო. ახასიათებდა ამ კაცს ასეთები, ყველაზე მნიშვნელოვან დროს აურევდა ხოლმე. მაშინ მესი არ იყო, არ ითამაშა, ვალვერდეს "ბარსა" მესის გარეშე არც არაფერია, მჭადია ყველის გარეშე. 

გუშინ კიდე ტერ შტეგენმა დაიწყო, მშრალი კარი უნდოდა, მაგრამ გაუშვა და გაიყვანეს კიდეც. "ბარსა" ვერ გახდა რეკორდმენი, ბოლო ტურებში ისე აურიეს რომ ეს შესაძლებლობაც წავიდა ხელიდან. არ არის გასაკვირი. როცა მოტივაცია აღარ გაქვს, მერე რთულია რეკორდებს გაეკიდო. 

ტერ შტეგენი

ზამორას ჯილდო ჩაბარდა. ჩვენც დაგვაფიქრა, კარიერის საუკეთესო სეზონი ხომ არ ჩაატარაო? ალბათ კი. ეს არის სეზონი რომლის მერეც გერმანიის ნაკრების კარი უნდა ანდონ. ასე მიწურულს, უკვე მაგრად დაღვინებულს უნდა უთხრან რომ როგორც იქნა დაიმსახურა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კედელივით იდგა მთელი სეზონი, მეორე იმიტომ, რომ ლეგენდის თანახმად მანუ ნოიერი ჯერ კიდევ თხილამურებით ეშვება მთიდან. 

კაპიტნობაზეც ჩამოვარდა სიტყვა. კარგი კანდიდატია, ლიდერია, სტაბილურია, კრიტიკულ სიტუაციაშიც აქვს გუნდი გამხნევების უნარი, რა თქმა უნდა, მინუსებიც მოიძებნება, მაგრამ ერთ-ერთი კაპიტანი უეჭველად უნდა იყოს. 

ისე კი იშვიათად ირჩევენ ხოლმე მეკარეებს კაპიტნებად, რადგან, თავიანთ უპირატესობას ვერ იყენებენ, მხოლოდ კაპიტანს აქვს უფლება მსაჯს შეეკამათოს, მეკარე კი ამას ვერ აკეთებს, რადგან ყოველ ჯერზე კარიდან ვერ გამოვარდება, რომც გამოვარდეს სანამ საჭირო წერტილამდე მივა ყველაფერი უკვე მომთავრებული იქნება. ეგ ამბავია, სხვა არაფერი. 

გუშინ, ინიაკი პენიამ შეცვალა შტეგენი და.. ლამაზი გოლი გაუშვა. ყოჩაღ პენია! სილამაზის მსახური ხარ! 

ლევანდოვსკი

პოლონელს პიჩიჩი ჩაბარდა. სადებიუტო სეზონშივე გახდა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. აჯობა ბენზემას. სეზონის დასაწყისშივე დაანონსდა მათი დუელი და რობერტმა მოიგო. ორი ბებერი ვარსკვლავი. თავის დროზე მაგარი სანახავი იქნებოდა მათი დაპირისპირება, ახლა კი ცოტა ნაძალადევი გამოვიდა. ძლივს მიატანეს სული სეზონის ბოლომდე. აგერ, ქარიმი ისე დაიღალა წიხლებს იქნევს გამიშვით, აქ აღარ მინდა დარჩენაო. 

დიდი ფეხბურთელია.

იყო დრო, "ბარსელონასაც" ჰქონდა ინტერესი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა "ლიონში" გაიბრწყინა. ყოველთვის მომწონდა, უნიჭიერესი ფეხბურთელია. მგონია, რომ რონალდუსთან ძალიან დაიჩრდილა, მის გარეშე კი როგორც იქნა მიიღო ის პატივი, რომელსაც იმსახურებდა. 

ეგ განსხვავებაც არის კრიშტიანუსა და მესის შორის. მესი სხვებსაც აძლევდა განვითარების საშუალებას, ყველა უკეთესი გახადა, ყველა გამოაჩინა, რონალდუმ კი ყველა შეზღუდა. ამაზე მარტივია პასუხი - მესი თამაშის წარმმართველია, ფლეიმეიქერი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე. კრიშტიანუ კი "მადრიდში" ფინიშერად იქცა, სხვა ყველაფერი უმნიშვნელო გახდა. 

წავიდა ბენზემა და "რეალში" დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ "ბარსაც" ვალდებულია გაძლიერდეს, განახლდეს, ახალი სისხლი გადაისხას. ან ძველი დაიბრუნოს. 

საინტერესო იქნება მესისა და ლევანდოვსკის ერთად ხილვა. ძალიან დაბერებული, ძალა გამოცლილი, მაგრამ საინტერესო. 

ფატიმ შეაგდო - მესის ელოდება

ანსუმ კიდევ გაიტანა. თითქოს გოლებს აგროვებს იმისათვის, რომ სარფიანად გაიყიდოს. ან იქნებ მესის ელოდება, მიაჩნია, რომ მესისთან ერთად ისევ ისე ათამაშდება. ლეომ პსჟ-ი დატოვა. შეთავაზებები მაგიდაზე უდევს, ერთი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სპორტსმენად აქცევს, მეორე კი სახლში დააბრუნებს. ზის და ფიქრობს. 

საქმე ის არის, რომ მესი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენი მომდევნო სეზონშიც უპრობლემოდ გახდება. ჰოდა, დაბრუნდეს ეს ერთი წელი, მაინც არაფერი აკლია. მის კარიერას მხოლოდ დიდი დაბრუნება აკლია. 

გახსოვთ სიტი რა კონტრაქტს სთავაზობდა? აი, ბიუროფაქსის, ბართომეუს და ტროლების ამბების მერე? 2 წელი ჩვენთან და 3 ნიუ-იორკ სიტიშიო. ორი წელიო... ეგონათ რომ მესი ორი სეზონის მეტს ვერ გაქაჩავდა. მაგრად მეუცნაურა და ვიფიქრე, ამათგან არაფერი გამოვა-მეთქი. 

იმის მერე, მესიმ ერთი სეზონი "ბარსაში" გაატარა. პლუს ორი პსჟ-ში, მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო და ახლა დასაბრუნებლად ემზადება. ნაადრევად მოინდომეს მისი დასაკარგავში გაშვება, ჰოდა, მგონი ახლაც ადრეა. ყოველთვის ადრეა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 5 ივნისი 2023 22:56
    0
    დაბადებიდან სიკვდილამდე!
    Culé [?]
    #8 5 ივნისი 2023 19:35
    0
    ციტატა: MESSI 2017
    ცნობისთვის ფატის ლევაანდოვსკის შემდეგ ყველაზე მეტი გატანილი გოლი აქვს ინის მიუხედავად რომ ყველაზე ნაკლებ სათამაშო დროს იღებდა და აქ ზოგიერთი მის გაყიდვაზე ლაპარაკობს ფატი კი არა ჩავია გასაშვები თუ ასე გააგრძელა ფეხბურთელების დაიგნორება
    ციტატა: rivaldo80
    სამარცხვინო სეზონების მერე ეს ლალიგა ყველაზე მაგარია თან როგორი შემადგენლობით.მსგავსი ჩავარდნებით კლუბები 10 წელი უნდებიან მილანი ცოცხალი მაგალითია ხავიმ კი ლალიგა დადო.წარმომიდგენია მსგავსი ვიწრო სკამით როგორი გადაღლილები არიან როგორც ფიზიკურად ისე მორალურად ამიტომაც მოეშვნენ ესე ვინც დადიოდა სპორტზე ის გაიგებს მარტო რას ნიშნავს მოტივაცია.კრიზისშიი ხალხს ტიტულებიც უნდათ და სანახაობაც ცოტა რეალობას ხართ მოწყვეტილი😂😂😂 რეალმა ლიგები სულ ლამაზი ფეხბურთით დადო რაა😂😂😂 შარშან უმეტესობა ოთხეულში შესვლას ვარაუდობდა მახსოვს ბევრი პროფესორული აზრი და ლალიგა დადო ხავიმ 😂👌 რეალს ეკიდა ლალიგაო ამას რომ კაცი დაწერს იმასთან ფეხბურთზე არ უნდა ისაუბრო😂😂😂

    ამ ლა ლიგას ისევ წინა სეზონის ლა ლიგა მირჩევნია როცა ოდნავ შემტევ ფეხბურთს მაინც თამაშობდა გუნდი და ფანების აზრი ერთ ადგილას არ ეკიდათ ამოვიდა ყელში ამდენი 1-0 და უფანტაზიო რაფინიას ჩაწოდებების ყურება

    მართლა არმესმის აქ ზოგიერთი ფანის,
    ბოდიშის მოხდით ხავი გიყვართ თუ ბარსა????????????????????????????????
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 ივნისი 2023 19:34
    0
    გუშინ არაბები ჩასულან პარიზში და ლეოსთან კონტრაქტის დახურვა 48 საათში აპირებენო, ზღაპარი მეგონა 1,2 მილიარდი ანუ 12000 მილიონი, ორ სეზონში. და ვინმე იტყვის ფულისთვის მოდის ბარსაშიო? ისიც გეხსომებათ ინტერვიუში რო თქვა ვინ შემომთავაზა თორემ უფასოდაც ვითამაშებდიო, როცა ბარსადან გაუშვეს.
    ფანი [?]
    #6 5 ივნისი 2023 14:17
    3
    გეგმა მიიღოვოოოოო ხალხოოოოოოოოოოო მოდისსსსს მემგინი მოდისსს
    Culé [?]
    #5 5 ივნისი 2023 14:05
    1
    ვიცი ბევრი დაწერს უარყოფით შეფასებას ამ სეზონზე, ბევრი რამით შეიძლება ვიყოთ უკმაყოფილო და ყველა საჩივარს მეც ვიზიარებ. უბრალოდ ერთ რაღაცას დააკვირდით, 2019 წლის შემდეგ დიდი ტიტული არ მოგვიგია, ერთადერთი კოპადელრეი მოიგეს ისიც წვალებით, თან მესისთან ერთად, მესის წასვლის შემდეგ რა დონეზე დაეშვა გუნდი გვახსოვს და ახლა ბევრად წინ ვართ წინა სეზონთან შედარებით. ვიცი არ სიამოვნებს არავის ასე მოგებული ლალიგა, მეც ძაან მიტყდება ასეთ სტილში მოგება, მაგრამ მოგება შევირგოთ, იმიტორო ამდენხნიანი პაუზა გვქონდა, თითქმის დარწმუნებული ვარ ჩავისაც ძალიან უნდა ისევ გენიალური ტიკი-ტაკას თამაში, დიდი ანგარიშებით მოგება, მაგრამ შეგვიძლია სულ მაგ სტილში თამაში?! ვინ ითამაშებს ამ შემადგენლობიდან სტაბილურად ეგეთ სტილში და მაღალ დონეზე?! ერთეულები! იმათაც დასვენება დაჭირდებათ და ისიც ვთქვათ რო 11 კაცი ყავს რეალურად დღეს ჩავის, სკამიდან როგორც კი უწევს ვინმეს შემოყვანა ეგრევე ირევა ყველაფერი. ჯერ ასეთი შემადგენლობით მოგება დავაფასოთ და მერე ასეთ წნეხში. წვრილმანი შეცდომები რაც ქონდა ჩავის გასაგებია, თუ იმუშავებს მაგ შეცდომებზე დადგება დიდი მწვრთნელი, მაგრამ ზოგად სურათს თუ შევხედავთ მე კარგად ვაფასებ ამ სეზონს მაინც, ჩავის მადლობა, როგორც იქნა ტიტულის გემოც გაასინჯა ამ ბავშვებს. მომავალი სეზონი უკეთესი იქნება თუ გვავდის ტებასი ტრენსფერების გაკეთებას, თორე ისევ ისე მოგვიწევს თამაში და მერე კი ნამდვილად სასაყვედურო იქნება. ყოველ შემთხვევაში უკეთესის იმედს ვიტოვებ, visca barca🟥🟦❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    მწერალი [?]
    #4 5 ივნისი 2023 13:57
    3
    ისე წლები ასხავდა მთელი მადრიდი ბენზემას, მძორზს და რას არ ეძახდნენ, ერთი სეზონის აყვავებამ გახადა ლეგენდა კაცო? 😂😂😂 მაგის ლეგენდობას დავა.ი მე.
    Culé [?]
    #3 5 ივნისი 2023 13:28
    1
    სამარცხვინო სეზონების მერე ეს ლალიგა ყველაზე მაგარია თან როგორი შემადგენლობით.მსგავსი ჩავარდნებით კლუბები 10 წელი უნდებიან მილანი ცოცხალი მაგალითია ხავიმ კი ლალიგა დადო.წარმომიდგენია მსგავსი ვიწრო სკამით როგორი გადაღლილები არიან როგორც ფიზიკურად ისე მორალურად ამიტომაც მოეშვნენ ესე ვინც დადიოდა სპორტზე ის გაიგებს მარტო რას ნიშნავს მოტივაცია.კრიზისშიი ხალხს ტიტულებიც უნდათ და სანახაობაც ცოტა რეალობას ხართ მოწყვეტილი😂😂😂 რეალმა ლიგები სულ ლამაზი ფეხბურთით დადო რაა😂😂😂 შარშან უმეტესობა ოთხეულში შესვლას ვარაუდობდა მახსოვს ბევრი პროფესორული აზრი და ლალიგა დადო ხავიმ 😂👌 რეალს ეკიდა ლალიგაო ამას რომ კაცი დაწერს იმასთან ფეხბურთზე არ უნდა ისაუბრო😂😂😂
    ფანი [?]
    #2 5 ივნისი 2023 12:48
    2
    სეზონი დასრულდა. ლა ლიგა დავდეთ 11 მოთამაშის გარეშე.
    ფერანი-რაფინია-რობერტო-გარსია-ფატი, გინდ ყოფილა და გინდ არა!
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 ივნისი 2023 12:19
    4
    ყოჩაღ ფეოლა,
    ჩვენი ბევრი უთავმოყვარეო ფეხბურთელის გუშინდელი თამაში და საკუთარი მეკარის "დაკიდება" მართლა ჯობია რაღაც პოზიტივით ჩავანაცვლოთ!
    შტეგენი ისე შემეცოდა, იქ რომ ვყოფილიყავი გასახდელში ალბათ ავტომატით შევვარდებოდი:::DDDDD
    smile smile smile