მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჩემპიონობა მეზობლის ეზოში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჩემპიონობა მეზობლის ეზოში

"ბარსა" ჩემპიონია! 

ალეეე ალეეე ალეეეე!!! 

მორბის "ესპანიოლის" ფანი და მოაქვს რაღაც ბლაგვი თავში ჩასარტყმელად, 

ალეეე ალეეე ალეეე! 

ყველამ შეასწრო გასახდელში და შერჩა ეს ბლაგვი.. იმასავით. 

დავიწყოთ ასე, კატალონიური ბალადით. არ დამწყვეტია გული "ესპანიოლის" ფანების ასეთ გაცეცხლებაზე, შეურაცხყოფილად ჩათვალეს თავი, ნეტაი რაულ ტამუდო სად იყო ამ დროს, იმედია მასაც ეწყინა, აი, იმ ამბისთვის, 2007 წლის შოკისთვის, პასუხი ოფიციალურად გაცემულია. როგორც იქნა "ესპანიოლმა" საჩემპიონო ზეიმი იხილა საკუთარ მოედანზე, ოღონდ "ბარსელონასგან". 

მოდი და ნუ გაგეცინება. 

ამიტომაც გარბოდნენ სიცილ-სიცილით, სამწვრთნელო შტაბის წევრი წაიქცა და ყველამ მელოტ თავზე გადაუარა, მაგრამ მაინც სიცილით. კარგი დღე იყო, საჩემპიონო, არ ვიცი რატომ, ლევანტეში გაჩემპიონება გამახსენა, იქ გასახდელში ატყდა ზეიმი, მაგრამ რატომღაც მაინც გამახსენდა, ალბათ იმიტომ, რომ ისიც რაღაც ახალის დასაწყისი იყო. 

გაიხარეს ფეხბურთელებმა, გაიხარეს მწვრთნელებმა, ლაპორტა კი თავშეკავებული იყო. ჩემპიონობა კარგია, მაგრამ წინ უამრავი სირთულეა გადასალახი, მძიმე ზაფხული იქნება და მაგაზე ეფიქრება. პროგრამა მინიმუმი კი შესრულდა. "ბარსა" ესპანეთის ჩემპიონია. პლუს, სუპერ თასიც არ დაგვავიწყდეს. 

რა თქმა უნდა, ყველას მაქსიმუმის შესრულება გვსურდა, მაგრამ მაქსიმუმი დროთა განმავლობაში მოდის, ასე სწრაფად ეგ ამბავი არ ხდება. დასაწყისისთვის ლა ლიგა მშვენიერია. 

არაუხო დადგა გასახდელის გვირაბთან, ისე დადგა როგორც საკუთარ კართან დგას ხოლმე, და მთელი სეზონი ვინც არ გაატარა, აქ პირიქით, ყველა გაუშვა და გაუშვა, თანაც ძალიან სწრაფად, მერე თავადაც გაუჩინარდა. გაეშურა საზეიმოდ. უკვე კაპიტანივით იქცევა, მგონი, ყოველთვის ეგრე იქცეოდა, იმიტომ, რომ კაპიტანი ვერ გახდები, კაპიტნად უნდა დაიბადო. არაუხო კი დაბადებულია იმისათვის, რომ გუნდს წინ გაუძღვეს. 

სეზონის ბოლოს ბუსკეტსი დაგვტოვებს, სამკლავურს კი არ ვიცით ვინ ჩაიბარებს. დიდი ალბათობით წავა ჟორდი ალბაც, მისი შემცვლელი დაფრინავს და 2-3 წელში მისგან გვექნება მოლოდინი, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. სერჟი რობერტო არ ვიცი დარჩება თუ წავა, მაგრამ მის კაპიტნობაზე აბა რა გითხრათ. 

ჯერჯერობით სამი კანდიდატია - არაუხო, ლევანდოვსკი, ტერ შტეგენი. 

და, თუ ის კაცი გუნდს დაუბრუნდა, ყველა სხვა კითხვასთან ერთად, ამ კითხვასაც მოხსნის დღის წესრიგიდან. თუმცა, რავიცი.. ჩააფრინდნენ ეს არაბები და არ აპირებენ გაშვებას. აიღეს და ჩააგდეს პირდაპირ ნავთობში ეს ორმოცს მიტანებული კაცი. 

თამაშზეც ვთქვათ ორი სიტყვა. გამიხარდა, რომ "ბარსამ" იმ შემადგენლობით ითამაშა, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემპიონობაში. კარში სწორი კაცი, დაცვის ხაზი იდეალური, ბუსკეტსის და დე იონგის უზადო ტანდემი, ოქროს ბიჭები ადგილზე არიან, რაფინიამ დემბელეს ადგილი დაიკავა და წინ ლევანდოვსკი. 

მოვიდა ჩემპიონობისთვის და გახდა კიდეც ჩემპიონი. ბევრი ვაკრიტიკეთ, მაგრამ მის გარეშე არაფერიც არ იქნებოდა. ბრეითუეიტისა და ჩვენი ძმაკაცის, ლუკ სქაიუოქერის შემდეგ, ლევანდოვსკი ლიონელ მესიდ მოგეჩვენება ადამიანს. 

პირველი ტაიმი ბალდეს ჩაბარდა. საგოლე პასი მიითვალა და გოლიც გაიტანა. ტაიმის ბოლოს ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, რაფინიამ კი მორიგი საგოლე პასი მიითვალა. 

მეორე ტაიმის დასაწყისში ფრენკი დე იონგმა ჩავის სტილში გადაატარა დაცვას და კუნდემ შეაგდო თავისი გოლი. გადასარევი იყო ყველაფერი, უბრალოდ, ბოლოს ორი გოლი გავუშვით, რაც ძალიან არ მესიამოვნა, არც მე და არც ტერ შტეგენს. 

დაცვა ამაზე უკვე აღარ ფიქრობდა, ყველას ჩემპიონობა უტრიალდებდა თავში და მოვიდა ეგ დროც. 

"ბარსა" ჩემპიონია! 

მეზობლის სტადიონზე. 

ერთი გადარბენაა "კამპ ნოუმდე", ჟორდი ალბა ისე გაიქცა უკვე "კამპ ნოუს" გასახდელიდან დადო ფოტო. 

დარჩა ოთხი ტური, დუბლებისთვის, რეზერვისთვის, იმ ხალხისთვის ვისაც ბევრი არ უთამაშია. თუმცა, წინ არც მსოფლიო ჩემპიონატია, არც ევროპის. ძალების დაზოგვა არავის სჭირდება. ითამაშე რამდენიც გინდა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 მაისი 2023 19:03
    1
    ძალების დაზოგვა არავის სჭირდება. ითამაშე რამდენიც გინდა.
    ეეჰ ფეოლა, ამათ ჩემპიონობა რო გაინაღდეს უკვე მაშინ აღარ უნდოდათ თამაში, ცოტაც დაემატებინა მსაჯს და ეგება აღარც ზეიმი არ დასჭირვებოდათ.
    [?]
    #7 15 მაისი 2023 12:22
    1
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ყველაზე ცუდი ის არის რომ ბუსკეცი აღარ გვეყოლება, წარმოდგენაც არმინდა მის გარეშე ცენტრს რაც დაემართება, უუნარო ხელმძღვანელობა ღირსეულ შემცვლელს მოუყვანს და მაგრად დაგვაკლდება ცენტრში ბუსის ინტელექტი

    დანი ალვეში წავიდა და ბოლოს ისევ თითონ დაბრუნდა 38 წლის ასაკში. მანამდე და არც მერე მსრჯვენა მცველი ვერ გვაღირსეს. რობერტოს წარუმატებელი ექსპერიმენტი, ვიდალი, სემედო, (დუგლასი ტორტზე ალუბალივით), დესტი და ახლა ცენტრალური მცველი დგას მაგ პოზიციაზე. ხავიესტას შეცვლაზე ლაპარაკუც ზედმეტია, თურანი არტური გომეში დენისი პიანიჩი დაგვიანებით და ათასი უბედურება ვიხილეთ ნახევარდაცვაში. რეალს კროოსი მოდრიჩი ყავს და უკვე გაამზადა შემცვლელები: კამავინგა ვალვერდე ჩუამენი და + ბელინგემი. და როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ბუსის შეცვლა. ფული რო თავზე საყრელი გვქონდა მაშინ ვერ შეავსეს ეს პოზიციები და ახლა... ერთადერთი ვერატის წაეჩალიჩნენ და აქეთ ნეიმარი დაკარგეს
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ყველაზე ცუდი ის არის რომ ბუსკეცი აღარ გვეყოლება, წარმოდგენაც არმინდა მის გარეშე ცენტრს რაც დაემართება, უუნარო ხელმძღვანელობა ღირსეულ შემცვლელს მოუყვანს და მაგრად დაგვაკლდება ცენტრში ბუსის ინტელექტი

    დანი ალვეში წავიდა და ბოლოს ისევ თითონ დაბრუნდა 38 წლის ასაკში. მანამდე და არც მერე მსრჯვენა მცველი ვერ გვაღირსეს. რობერტოს წარუმატებელი ექსპერიმენტი, ვიდალი, სემედო, (დუგლასი ტორტზე ალუბალივით), დესტი და ახლა ცენტრალური მცველი დგას მაგ პოზიციაზე. ხავიესტას შეცვლაზე ლაპარაკუც ზედმეტია, თურანი არტური გომეში დენისი პიანიჩი დაგვიანებით და ათასი უბედურება ვიხილეთ ნახევარდაცვაში. რეალს კროოსი მოდრიჩი ყავს და უკვე გაამზადა შემცვლელები: კამავინგა ვალვერდე ჩუამენი და + ბელინგემი. და როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ბუსის შეცვლა. ფული რო თავზე საყრელი გვქონდა მაშინ ვერ შეავსეს ეს პოზიციები და ახლა... ერთადერთი ვერატის წაეჩალიჩნენ და აქეთ ნეიმარი დაკარგეს
    გულშემატკივარი [?]
    #6 15 მაისი 2023 12:02
    2
    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Etyoba laportas agnishvna ar ginaxavs feola tore tavshekavebulio ar ityodi ddd

    რა ეტყობა ამას სერიოზული კაცის
    https://fb.watch/kxE84VHri6/
    🤣
    Culé [?]
    #5 15 მაისი 2023 11:51
    1
    როდის და რომელ საათზე ვაღნიშნავთ ლალიგას ქუჩაში?
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    წევრი [?]
    #4 15 მაისი 2023 11:01
    5
    ჯერ ორი მშრალად მოგებული თამაში აჩუქონ შტეგოს და მერე დარჩენილ თამაშებში თუ უნდათ მხოლოდ 5 კაცით გავიდნენ მინდორზე .::DDD
    Culé [?]
    #3 15 მაისი 2023 09:39
    6
    ყველაზე ცუდი ის არის რომ ბუსკეცი აღარ გვეყოლება, წარმოდგენაც არმინდა მის გარეშე ცენტრს რაც დაემართება, უუნარო ხელმძღვანელობა ღირსეულ შემცვლელს მოუყვანს და მაგრად დაგვაკლდება ცენტრში ბუსის ინტელექტი
    Culé [?]
    #2 15 მაისი 2023 08:09
    13
    ჯერ კიდე არ ვიცით ნამდვილად მაღალ დონეზე დასაბრუნებლად რა დრო დაგვჭირდება, იქნება ეს სამ თვეში თუ წლების შემდეგ. ფაქტია ჩავიმ ისეთი რაღაც გააკეთა რაც ახლა სასიცოცხლოდ იყო საჭირო, საჭირო იყო რო ისევ არ დაგვეკარგა იმედი და მომავალ სეზონსაც შემართებით შევხვედროდით. დარწმუნებული ვარ რო არავინაა კმაყოფილი ბარსას სათამაშო სტილით ამ სეზონში, განა ის რო დაცვაში იდგა უმეტესად გუნდი, უფრო ის რო შეტევაში მეტად არ მიდიოდნენ, უფრო მეტი კრეატიულობა არ იყო როცა გამოგვაკლდა რამდენიმე კაცი შეტევაში, ან თუნდაც მათი ყოფნისას არცერთ შეხვედრაში არ აიწყვიტეს და უხვგოლიან მატჩებს ათასში ერთხელ გვჩუქნიდნენ, მთელი სეზონია ბარსა თამაშობს რეალის მსგავსად, თამაშობს შედეგზე და არა სანახაობაზე! იმიტო თამაშობს რო თასი ჭირდებათ რო ეს პატარა ბიჭები სეზონის ბოლოს არ გაექცეთ და ფანებმა ყველაფრის იმედი არ დაკარგონ, თორემ ნუ დამაჯერებთ ნურცერთი რო ჩავის სურს ეგეთი სტილით თამაში, განა ჩავიმ არ იცის რომელი თამაშის ყურება სურს გულშემატკივარს? მაგრამ ერთი რა გვსურს და მეორეა რა გვჭირდება, ითამაშებს კი ბატონო ახლაც შემტევი სტილით, ისევ გააგორებენ ტიკი-ტაკას მარა მერე? რამდენსაც გაიტან იმაზე მეტს თუ გაუშვებ წააგებ, მარტივი გამოსაცნობია. მოვა დრო და ისევ ისე ვითამაშებთ როგორც გვსურს, ლამაზად და შედეგიანად, ამას უბრალოდ სჭირდება შესაბამისი რესურსის არსებობა გუნდში. ჩავის ერთადერთი საზრუნავი ისაა რომ ეს წიკები მოიცილოს, თავის თავზე უნდა იმუშაოს ისევ ბევრი, მარტო თავის შეცდომებზე კიარა იმ კაცის შეცდომებზე უნდა ისწავლოს აი ლიგის ფინალში გასვლა რომ უნდა ახლა, იმიტორო ძალიან გვანან ეს ორი ერთმანეთს. ვისკა ბარსა!!! მომავალი სეზონი კიდევ უფრო კარგი უნდა გამოვიდეს❤️✊
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #1 15 მაისი 2023 06:42
    8
    Etyoba laportas agnishvna ar ginaxavs feola tore tavshekavebulio ar ityodi ddd