მანჩესტერამდე - პირველი რაუნდის ვიდეოანალიზი

მანჩესტერამდე - პირველი რაუნდის ვიდეოანალიზი

სანამ ლაპორტა მესის ისტორიული დაბრუნების ამბავს აგვარებს და "ბარსა" მეორე რაუნდისთვის ემზადება, მანამდე პირველ შეხვედრას გადავხედოთ. 

პრესინგი

პირველი, რაც აღფრთოვანებას გამოიწვევს, პრესინგის უმაღლესი ხარისხია, რამაც გოლიც მოიტანა "მანჩესტერის" კარში. ფაქტობრივად რამდენიმე წამში იბრუნებს "ბარსა" ბურთს, მას შემდეგ, რაც "მანჩესტერს" შეჰყავს თამაშში. საინტერესოა ტაქტიკაც, - 3-2-3-2 ასე არის განლაგებული "ბარსა" პრესინგის დროს. 

არაუხო-კუნდე-ალონსო

დე იონგი-კესიე

რაფინია-პედრი-ალბა

გავი-ლევანდოვსკი

გავის თამაში ლევანდოვსკის გვერდით მაღალ პრესინგზე ძალიან კარგად ნაფიქრი ამბავია და უმეტესად შედეგიც მოაქვს, ვიდეოშიც მშვენივრად ჩანს ეს ყველაფერი.

რაშფორდი

ვერ ვიტყვი, რომ დაცვაში გუნდმა ცუდად ითამაშა, ან განსაკუთრებული შეცდომები დაუშვა. იყო მცირე შეცდომები, რაც გოლის გასაშვებად საკმარისი გამოდგა, მაგრამ საერთო ჯამში, საგანგაშო არაფერი ყოფილა. 

რაშფორდმა ალონსო სისწრაფეში ძალიან დაჩაგრა. კუნდე კი ინდივიდუალურად ცდებოდა, ეს იყო და ეს. ყველაზე მძიმე სანახავი თამაშგარე მდგომარეობის ხაზის კატასტროფული დარღვევა იყო. საქმე ის არის, რომ თამაშგარეს ყოველთვის ცენტრალური მცველი ქმნის, განაპირა მცველმა ყოველთვის მის ხაზზე უნდა იმოძრაოს, ჩვენ კი ერთ ეპიზოდში ვხედავთ, რომ კუნდე და ალონსო თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებენ ვერგჰოსტს, ალბა და არაუხო კი ცენტრალურ მცველებზე უკან იმყოფებიან, - ეს ძალიან დიდი მინუსია. 

საბოლოოდ, ეს მომენტი გაფუჭდა. "ბარსა" გადარჩა. შტეგენმა გადაგვარჩინა.

გაშვებული გოლები

გოლები ინდივიდუალურ შეცდომებს მოჰყვა. პირველი გოლი რეჟისორებს გამოეპარათ, ეპიზოდი გვიან დაიწყეს, მხოლოდ საგოლე პასიღა ვნახეთ, მაგრამ შეტევა როგორ წამოვიდა, არ გვინახავს. თურმე, ფრენკი შეცდა, ზურგსუკან დატოვა კაცი, სივრცე გაიხსნა და რაშფორდი რომ ალონსოს სისწრაფეში ჩაგრავს, უკვე აღვნიშნეთ. შტეგენი შეცდაო, ითქვა, შტეგენი ამ შემთხვევაში ბოლო იმედი იყო, ჩვენ კი საწყისი ეტაპი გვაინტერესებს, ვიდეოანალიზის აზრიც ეს არის.

ბარსას შეტევები 

შეიქმნა კარგი მომენტები სტანდარტებიდან, მაგრამ ნაკლებად საინტერესოა. მეტოქის შეცდომას უფრო უსვამს ხაზს, პირველი გოლიც ასე გავიდა და კიბატონო, შევავლოთ თვალი ალონსოს მოძრაობას. 

მაგრამ, სხვა მომენტები მაინც გამოსარჩევია, სადაც ორივეჯერ ალბა მონაწილეობს. ჩავის ტაქტიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ მარცხენა ფლანგელი ცარიელ სივრცეში დარჩეს, ბალდეც კარგად აითვისებდა ამ მანძილს, თუმცა, გოლი არცერთ შეტევას არ მოჰყოლია, არც ჩვენ დაწყებულ ძალიან კარგ კომბინაციას და არც ისევ და ისევ, პრესინგით დაწყებულ შეტევას.

მანჩესტერთან გასვლაზე კი მაგრად გაჭირდება, დანაკლისი დიდია, ტაქტიკაც წესით და რიგით, მაგრად უნდა შეიცვალოს, ჰოდა, ვნახოთ რა გამოვა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 22 თებერვალი 2023 23:11
    2
    ერთი ნახევარი ისეთი ნაგავი დააყენა, მეორე ნახევარი იმ ნაგვის წმენდას მიალეწა და თუ თამაში არ უნდოდა ამ ჩემისას, იმ კაჟივით ბიჭებს რაღას ხოცავდა. 1) რაცარუნდა გეკიდოს ევროპალიგა, პრინციპული მატჩია და მოსაგებია, მერე მეორეც ლიგისგან ჩვენ კაი ბლომად შორს ვართ და სადღა უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი აბა :))
    წევრი [?]
    #7 22 თებერვალი 2023 22:08
    0
    ციტატა: bech
    NITA-ELA-1502, მეორე ვარიანტიც შესაძლებელია

    კი ბატონო ტორესი კარგი იყო წინა მატჩი და შეიძლებ ენდოს მაგრამ უფრო პირველს დააყენებს სულ როცა ძირითადიდან ერთი კაცი ვარდება რობერტოა პირველი კანდიდატი შეცვლის ხოლმე და ეხლაც მასე იქნება თორე მე რო მკითხონ ბალდეს დავაყენებდი და 4 3 3 მესამე ვარიანტი რო მიწერია.
    გულშემატკივარი [?]
    #6 22 თებერვალი 2023 22:04
    0
    NITA-ELA-1502, მეორე ვარიანტიც შესაძლებელია
    წევრი [?]
    #5 22 თებერვალი 2023 22:01
    0
    შტეგენი
    კუნდე არაუხო კრისი ბალდე
    კესი ბუსი რობერტო დე იონგი
    რაფინია ლევანდოვსკი

    შტეგენი
    კუნდე არაუხო ჯრისი ბალდე
    კესი ბუსი დე იონგი
    რაფინია ლევანა ფერანი

    შტეგენი
    კუნდე არაუცი კრისი ალბა
    კესი ბუსი დე იონგი
    რაფინია ლევანა ბალდე

    მე ბოლოს დავაყენებდი ხავი პირველს დააყენებს დიდი ალბათობით 🙃
    Culé [?]
    #4 22 თებერვალი 2023 21:13
    3
    ვიდეოანალიზი კი კაია მარა იმედია საკმარისად დააკვირდნენ ბარსას შტაბიდან იუნაიტედს წინა თამაშზე, იქედან კარგა ბლომად ყოფილან ბარსას თამაშის შესასწავლად ჩამოსულები და არამგონია კარგი დღე ელიდეთ ხვალ, თუ სადმე სუსტი წერტილი( რათქმაუნდა აქვთ 😃) აქვს მანიუს უნდა შეისწავლონ და გამოიყენონ, თორე დანაკლისი დიდია. ან ვაფშეტა თუ შეატყობენ რო ბევრი ჭიდაობა მოუწევთ სულ შეეშვან ევროპა ლიგაა ბოლოსდაბოლოს, კიდე რო ვინმე დაკარგონ შემადგენლობიდან ლალიგაშიც დაგვერხევა, 8 ქულა არაა ძააან ბევრი, მითუმეტეს რეალი კაი ფორმაშია და უცებ დაქაჩავენ რომ მისცეს ბარსამ საშუალება😐
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    მწერალი [?]
    #3 22 თებერვალი 2023 19:08
    4
    nika 54,
    ერთ წელსაც მოიცდიან : )
    Culé [?]
    #2 22 თებერვალი 2023 18:05
    7
    რავიცი მგონი მარტო მე მკიდია ეს უეფა.არ მინდა თავი შეაკლან და ლალიგაში პრობლემები გვქონდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 თებერვალი 2023 17:49
    1
    სანამ ლაპორტა მესის ისტორიული დაბრუნების ამბავს აგვარებს და "ბარსა" მეორე რაუნდისთვის ემზადება, მანამდე პირველ შეხვედრას გადავხედოთ.
    სანამ ლაპორტა მესის ისტორიულ დაბრუნებას აგვარებს, მანამდე ნევილის დღევანდელ სიახლეს მოვუსმინოთ "გოალ.ჯე-ზე
    ფილ ნევილი მესის ტრანსფერის შესახებ: "ეს იქნება ყველაზე დიდი ტრანსფერი ამერიკის სპორტის ისტორიაში"
    მაიამის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა MLS-ში ლიონელ მესის ტრანსფერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
    "ვფიქრობ, ეს ტრანსფერი სცილდება მაიამის ინტერს. ვფიქრობ, ეს ეხება მთელ MLS-ს. ეს მნიშვნელოვანია MLS-ისთვის.
    ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი ტრანსფერი იქნება ამერიკული სპორტის ისტორიაში. ",- თქვა ნევილმა.