დანის პირზე მორბენალი - გავის ფენომენი

დანის პირზე მორბენალი - გავის ფენომენი

გამოჩენისთანავე შევარქვით "დანის პირზე მორბენალი", მისი რისკიანი თამაშის გამო. აქამდე არ დაგვიწერია, საიდან მოვიდა ეს ბიჭი ჩვენთან და რა გზა გაიარა, ჰოდა, მოდი ახლა მოვყვეთ, The Athletic-ის მასალაზე დაყრდნობით. 

გავის თასმებზე საუბარი 2021 წელს დაიწყეს, როცა "ბარსა" კიევის "დინამოს" ეთამაშებოდა. 17 წლის ბიჭი, როგორც ყოველთვის, თასმებგახსნილი იდგა მოედანზე, მასთან ნიკო გონსალესმა მიირბინა, გავი კი დოინჯშემორტყმული ელოდა თასმის შეკვრას. 

მოგვიანებით, გონსალესმა ინსტაგრამ სთორიზე დადო ფოტო და პატარა კომენტარიც გააკეთა, - "დროა, თავად ისწავლო შეკვრა". 

თუმცა, ეს გაკვეთილი არ ყოფილა და არც კიევურ სიცივესთან ჰქონია ამ სცენას საერთო. თხრობას მისი პირველი მწვრთნელი, მანუელ ბლანკო გააგრძელებს. 

"გავი ყოველთვის გახსნილი თასმებით თამაშობდა, ჯერ კიდევ ექვსი წლის იყო, როცა ასე დარბოდა, ვერ ვიჯერებ, მაგრამ წარმოიდგინეთ.. არასდროს დაუბიჯებია ფეხი თასმებზე, ვეუბნებოდით, რომ შეეკრა, მაგრამ ყურს არ იბერტყავდა, ისე აგრძელებდა თამაშს, როგორც სურდა, სხვა აკვიატებაც ჰქონდა, გვერდით ენას გადმოყოფდა ხოლმე თამაშის დროს, (სხვათა შორის, ეს ბრაზილიელ რონალდოს და მაიკლ ჯორდანსაც ახასიათებდათ - ავტ.) ასე გვტანჯავდა, ხან გვეგონა, რომ თასმას დაადგამდა ფეხს და ტრავმას მიიღებდა, ხან გვეგონა, რომ ენას მოიკვნეტდა". 

ახლა კი გავი მსოფლიოს უდიდესი ტალანტია, 18 წლის ასაკში უკვე მოასწრო 77 მატჩის ჩატარება "ბარსელონას" შემადგენლობაში და 17 მატჩის ჩატარება ესპანეთის ნაკრებში. ამავე დროს, გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრების მაისური მოურგია. უკვე მოიგო ტიტული "ბარსასთან" ერთად და გახდა ოქროს ბიჭუნა, - საუკეთესო ფეხბურთელი 21 წლამდელთა შორის. 

ამბობენ, რომ ორივე მშობელს ძალიან ჰგავს, მოედნის მიღმა მორიდებული და მორცხვია, ამ ამბავში დედას ამსგავსებენ, ხოლო, მოედანზე მებრძოლი, ხისტი და კონკურენტუნარიანია, რის გამოც მამას ამსგავსებენ. მოედანზე სხვაა, მოედნის მიღმა სხვა, აღმოჩნდა, რომ ორივე მშობლისგან ყველაზე კარგი თვისება გამოჰყვა. 

მოდი, გადავხედოთ ანდალუსიელი ბიჭის ისტორიას, რომელიც დიდი სახელის დასატოვებლად ემზადება საფეხბურთო სამყაროში. 

ანდალუსიელი ბიჭი 

პაბლო პაეს გავირა - იგივე გავი. დაიბადა 2004 წლის 5 აგვისტოს. გვადალკივირის ნაპირებთან, მდინარის, რომელიც ანდალუსიას აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირებად ყოფს, მერე კი ატლანტის ოკეანის უსასრულო სივრცეში ჩაედინება. 

გავი ლოს პალასიოს ვილაფრანკაში გაიზარდა, ეს აგრარული კულტურით გამორჩეული მხარეა, 38,000 მაცხოვრებლით, სულ რაღაც ნახევარი საათია საჭირო სევილიამდე მისაღწევად. 

ირგვლივ დაბალი, თეთრი სახლებია, აივნებზე ყველას ყვავილები აქვს გამოტანილი, ამ ყველაფრის შემხედვარე ხვდები, რომ აქ ცხოვრების სხვა რიტმია, ნელი და ფრთხილი. 

ქალაქის ყველაზე გამოსარჩევი ნაგებობა 30 მეტრის სიმაღლის წყლის კოშკია, რომელიც ორ საფეხბურთო სტადიონს შორის დგას. ამ მოედნებზე გაზრდილ სამ ფეხბურთელს ნამდვილად ვიცნობთ, ერთი ფაბიან რუისია, მეორე ხესუს ნავასი, მესამე კი გავი. 

ადგილობრივი ლეგენდაც სამთა კავშირზე მოგვითხრობს: 

თურმე, დალოცვილი ქართული მიწისა არ იყოს, ლოს პალასიოში ისეთი ნიადაგია, რომ უგემრიელესი პომიდორი იზრდება. გახსოვთ, გრეჩიხა რომ ამბობდა, საქართველოში ისეთი მიწა გვაქვს, ყველაზე გემრიელი პომიდორი მოჰყავთო? არ გემახსოვრებათ. მე მახსოვს. ჰოდა, ვერ მოგართვით. თურმე, ლოს პალასიო ყოფილა ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი და ადგილობრივებს სჯერათ, რომ სამივე ზემოთ ნახსენები ფეხბურთელი ამის ხარჯზე იქცა ვარსკვლავად. 

ხარისხიანი პომიდორი ყოფილა ნიჭისა და ტალანტის გასაღები. 

ჰოდა, მივადექით ლას მარისმას მუნიციპალურ სტადიონს, აქ თამაშობს ლა ლიარა ბალომპი, კლუბი სადაც პატარა გავიმ ფეხი აიდგა. იქვე პატარა ბიჭი ზის და სენდვიჩს მიირთმევს. ალბათ ათი წლისა იქნება, ზუსტად ამდენი ხნის წინ, გავიც ასე იჯდა აქ და სენდვიჩი არ ვიცით, მაგრამ პომიდორს უეჭველად ჭამდა. 

ჭიშკრის მიღმა, მოედანზე ყველა ასაკის ბავშვი ვარჯიშობს, ირევიან ერთმანეთში და ოცნებობენ, რომ რუისის მსგავსად გახდნენ ჩემპიონები 21-წლამდელთა შორის, ხესუს ნავასის მსგავსად იზეიმონ მსოფლიო ჩემპიონობა, ან, გავის მსგავსად იქცნენ ვარსკვლავბიჭუნებად. 

მოედნიდან ხელს გვიქნევს მანუელ ბასკო, გავის პირველი მწვრთნელი, რომელსაც ამ ადგილებში მეტსახელით უფრო იცნობენ, ამ კაცს "ბატალას" ეძახიან. მეტსახელის ფუძე, სიტყვა ბრძოლიდან მოდის. მოკლედ, ქართულად რომ ვთქვათ, მანუელს "მებრძოლას" ეძახიან. 

მებრძოლა იხსენებს 2010 წელს, ოღონდ იმიტომ არა, რომ ნავასი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, იხსენებს იმიტომ, რომ გავიმ შეაბიჯა ფეხი მოედანზე. თავისი ასაკის ბავშვებთან შედარებით პატარა ტანისა იყო. 

"როდესაც გავი მოვიდა, იმ დროისთვის გუნდი უკვე დაკომპლექტებული მყავდა, მაგრამ დაიწყო ვარჯიში და მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა, ექვსი წლის ბავშვისთვის შეუფერებელი დრიბლინგი, გადაწყვეტილებების სისწორე და ბრძოლისუნარიანობა ახასიათებდა", - ამბობს მებრძოლა. 

გუნდში უკვე თამაშობდა ერთი პაბლო, როცა მებრძოლა პაბლოს ეძახდა, ორივე ბავშვი მასთან გარბოდა, ასე გახდა პაბლო გავირა უბრალოდ გავი. უმცროსი იყო, გვიან მისული გუნდში, ამიტომ გავის მოუხდა ამ მსხვერპლის გაღება. 

გამოვკითხეთ პაბლო ოტეროც, გავის კიდევ ერთი მწვრთნელი, მებრძოლას ასისტენტი, - "მოედნის მიღმა ძალიან მორიდებული იყო, მოედანზე შესვლისთანავე მასში მხეცი იღვიძებდა, დაუღალავად დარბოდა, სწრაფადვე გახდა გუნდის ლიდერი". 

"არ ყოფილა სხვებივით ეგოისტი, არ სურდა, რაც შეიძლება მეტი გოლი გაეტანა, ის იყო პირველი, ვინც თავს იცავდა და პირველი, ვინც შეტევაზე გადადიოდა. ტექნიკური თვალსაზრისით კი თავისზე 4-5 წლით უფროს ბავშვებზე მაღლა იდგა. ეს მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო, არც ბრძოლისუნარიანობას უჩიოდა, არც ტექნიკას, თავსაც კარგად იცავდა და შეტევაშიც მშვენივრად თამაშობდა. როგორც ხედავთ, ბევრი არაფერი შეცვლილა". 

"სხვებზე პატარა იყო, მაგრამ ყველაზე მეტს დარბოდა, სხვებზე სუსტი იყო, მაგრამ სხვებზე მეტს იბრძოდა, ბურთს როგორც კი მიიღებდა, ხარისხსაც მაშინვე ვხედავდით, თან ეს სულ რაღაც შვიდი წლის ასაკში". 

გავი 11 წლის იყო, როცა ბარსელონას მიაშურა. მეზობლებს ახსოვთ ქუჩაში ყოველთვის ბურთით ფეხში. მიაჩნიათ, რომ პირველ რიგში, პომიდორი დაეხმარა დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო, შემდგომ კი ოჯახი, რომელიც შრომისმოყვარე და თვითმყოფადი ადამიანებით არის სავსე. მშობლები არასდროს ახდენდნენ გავიზე ზეწოლას, მას ჰქონდა სრული თავისუფლება, რათა ის საქმე ეკეთებინა, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. 

პატარა გავის სამსახურით "ბარსამდე" "ბეტისი" დაინტერესდა. 9 წლისა მიიწვიეს და მწვანედ შემოსეს. თუმცა, დიდხანს არ გაჩერებულა. "ბეტისმა" "ბარსას" 5:0 მოუგო, გავიმ ჰეთ თრიქი შეასრულა და სალამი კატალონიას! ასეთ ბიჭს ხელიდან არავინ გაუშვებდა. სულ რაღაც ორ წელში უკვე "ბარსას" აკადემიაში აღმოჩნდა, იმ აკადემიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონები გაზარდა. 

"სხვადასხვა მწვრთნელები შეშინებულნი იყვნენ, "ბეტისს" მაგარი ბიჭი ჰყავს, მათთან თამაში რთული იქნებაო", - ამბობს პაუ მორალი, კაცი, რომელიც გავის წვრთნიდა ლა მასიაში. 

გავი მშობლებთან ერთად გადავიდა ბარსელონაში, კლუბის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, შემდეგ კი თანაგუნდელებთან გადავიდა ლა მასიაში, მშობლები კი სახლში წავიდნენ. ასე დაიწყო გავიმ დამოუკიდებლად ცხოვრება. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ძლიერი ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ, პირველივე შეხვედრის დროს შევატყვეთ, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელი მოვიდა, - ამბობს მორალი, - გამოირჩეოდნენ ვალე და ხურადო, გავიმ კი სწრაფადვე შეძლო ლიდერად ქცევა". 

"მის თამაშში ცეცხლი ჩანდა, სისწრაფე, ინტენსივობა, საოცარი შემართება აქვს, ამან ყველაზე მეტად გამაკვირვა. კონკურენტუნარიანი მხეცია, ყველა ვარჯიშზე ეტყობა, რომ დღითიდღე იზრდება". 

მორალი ჰყვება, რომ დებიუტიც საოცარი ჰქონდა. ისეთი, როგორიც გავის უნდა ჰქონოდა, ამ შეშლილ შეუჩერებელ ცხოველს. მეტოქე "ესპანიოლი" იყო. დღეს ხშირად ვხედავთ, როგორ მიდის გავი თავით იმ ბურთზე, რომელზეც მეტოქეს ფეხი აქვს მოქნეული. გაუთავებლად, უშიშრად, მუდმივად ასე იქცევა. ჰოდა, ესეც თურმე ბავშვობიდან მოდის, აქაც თურმე დანის პირზე დარბის, გავის ცხვირი გაუტეხეს და კბილიც ჩაუტყდა. საავადმყოფოში გააქანეს, ოპერაცია გაუკეთეს და მთელი კვირა მოედანზე ფეხი არ დაუდგამს. 

მომდევნო მატჩში, დაბრუნებიდან პირველივე შეხვედრაში ისევ გიჟივით წავიდა ბურთზე და გოლიც შეაგდო. მწვრთნელები თვალს ვერ უჯერებდნენ, რომ ერთი წვეთი შიში არ იყო ამ პატარა ბიჭში, აღარც ახსოვდა, რომ ბოლოს ასეთ მომენტში ცხვირი გაიტეხა და კბილი მინდორს დაუტოვა. გაფრინდა და გაიტანა. 

რაო კუმანმა 

კარგი დახასიათების გამო რონალდ კუმანმა გავი შეკრებაზე წაიყვანა და თავისი თვალით ნახა, რომ განსაკუთრებული ვინმე ჰყავდა გუნდში. მერე კი დებიუტმაც არ დააყოვნა, გავი სულ რაღაც 24 დღის წინ შესრულდა 17 წლისა და უკვე "ბარსას" ძირითად გუნდში თამაშობდა. 

სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ ლუის ენრიკემ გავი ნაკრებში გამოიძახა და ასე იქცა პაბლო გავირა ყველაზე ახალგაზრდა ესპანელად, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. დადო მასტერკლასი იტალიის ნაკრებთან! 

გავიდა ერთი წელი და დაიდო კონტრაქტი ძირითად გუნდთან, მართალია, რეგისტრაცია შეფერხდა, მაგრამ გავი უკვე სრულუფლებიანი წევრი იყო. მსოფლიო ჩემპიონატზეც წავიდა და ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა. 

ბოლოს კი ეღირსა და ექვსი ნომერიც მოირგო. ყველაზე დიდი ექვსიანი, რომელსაც "ბარსას" მაისური ოდესმე მოურგია, ახლა მისივე მწვრთნელია, აგულიანებს და აქებს, თუ ვინმე ხედავს მის ტალანტს, ეს პირველ რიგში ჩავი ერნანდესია. 

გადის დრო.. თუმცა, გავი ისევ დანის პირზე დარბის, ისევ რისკის ზღვარზე, ისევ თასმებშეხსნილი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #11 11 თებერვალი 2023 21:21
    0
    ციტატა: ფრედი
    დაგვერხა 😂😂😂 2023 წელს საქართველოში გასამართ 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების შემედგენლობაში ისეთი ვარკვლავები ითამაშებენ როგორებიც არიან: პედრი, გავი, ნიკო გონსალესი, იერემი პინო, ანსუ ფატი, ნიკო უილიამსი და ა.შ. 😁😁😁 ბიჭო გვიხაროდა კარგი თაობა მოსდის საქართველოს და 21 წლამდელთა ნაკრებში იქეთ კვარაცხელია გვეყოლება, აქეთ მამარდაშვილი იქნება, იქეთ ზურიკო დავითაშვილი იქმებოდა, აქეთ მიქაუტაძე კიდევ მიქაუტაძე და იმედი გვქონდა იქნება ამ 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე რამე კარგ შედეგს გამოვკრავდით ხელს და ამ ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებს საერთოდ პედრები, გავები და ეგეთები ჩამოყავს. 😂😂😂 ჩვენს ბედს ####### ჩვენს.

    არამგონია პედრი გავი ათამაშოს ესპანეთმა.
    მსოფლიოს გამო ზაფხულლშI 1-2 კვირით გადაიწია ყველა ტურნირი ანუ 2 კვირით უფრო გვიან მორჩება ,პლიუს ამდენი თამაში გადაიტვირთებიან,სავარაუდოდ წაყივანენ მარა არმგონია ათამაშონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 11 თებერვალი 2023 15:45
    2
    ესეც და პედრიც ნახევარდაცვის უძლიერესი ბურჯები დადგებიან, გინდა ბარსელონაში და გინდა ესპანეთის ნაკრებში.
    ფანი [?]
    #9 11 თებერვალი 2023 07:48
    2
    Jer gagmertebis momxre arc me var mara vgijdebi ukve am bichze da ra vqna,amas shemoevlos chemi tavi,magari imedebi maq chveni oqrosi. Kide ramdeni talantia qveda gundebshi vin motvlis,mivcet unda shansi bavshvebs da movsinjot,es chavardna magito iyo kai,roca gundi xodze gyavs da yvela titulze vechnad iwevi dznelia exsperimentebi ataro da axali bavshvebi mosinjo. Amitom oqros shualedi unda davichirot da nelnela shemovaparot xolme vinme axali,ravicit iqneb ra nichi imaleba da rogor gaqachon...
    ახალბედა [?]
    #8 11 თებერვალი 2023 00:26
    5
    დაგვერხა 😂😂😂 2023 წელს საქართველოში გასამართ 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების შემედგენლობაში ისეთი ვარკვლავები ითამაშებენ როგორებიც არიან: პედრი, გავი, ნიკო გონსალესი, იერემი პინო, ანსუ ფატი, ნიკო უილიამსი და ა.შ. 😁😁😁 ბიჭო გვიხაროდა კარგი თაობა მოსდის საქართველოს და 21 წლამდელთა ნაკრებში იქეთ კვარაცხელია გვეყოლება, აქეთ მამარდაშვილი იქნება, იქეთ ზურიკო დავითაშვილი იქმებოდა, აქეთ მიქაუტაძე კიდევ მიქაუტაძე და იმედი გვქონდა იქნება ამ 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე რამე კარგ შედეგს გამოვკრავდით ხელს და ამ ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებს საერთოდ პედრები, გავები და ეგეთები ჩამოყავს. 😂😂😂 ჩვენს ბედს ####### ჩვენს.
    გულშემატკივარი [?]
    #7 10 თებერვალი 2023 23:41
    5
    heart_eyes heart_eyes ვგიჟდები ამ პატარა კაცზე!
    ფანი [?]
    #6 10 თებერვალი 2023 23:26
    3
    ნეტა ქუთაისშიც რომ ჩამოვიტანოთ ეგეთი პომიდვრები იმოქმედებს😁.... მაგარი ბიჭია გავი, მთავარია შრომა და განვითარება განაგრძოს
    ფანი [?]
    #5 10 თებერვალი 2023 23:05
    1
    როგორც მახსოვს ბარსა ბ- შიც არ უთამაშია ისე გადმოვიდა პირველ გუნდში.დარწმუნებული ვარ ლა მასიაში კიდევ ბევრი ასეთი ბიჭია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 თებერვალი 2023 22:26
    3
    პომიდვრები ვაჭამოთ ჩვენს ბავშვებს,იქნებ მართლა სასახელო ადამიანები დადგნენ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 10 თებერვალი 2023 21:30
    2
    წინასწარ ნუ შევთხზავთ ლეგენდებს ფატია აგერ მაგალითი,,,დრო გამოაჩენს ყველაფერს,,
    გულშემატკივარი [?]
    #2 10 თებერვალი 2023 20:41
    4
    კაროჩე ამ ზაფხულს უეჭველი დესტი უმტიტი ლენგლე ტორესი ფატი ბუსკეცი რობერტო ესენი უნდა გავუშვათ და სახელფასო ჭერიც საკაიფოთ დაიწევს და ფულიც შემოვა რა და შეგვეძლება ვინმე კაი ფეხბურთელების დათრევა დაცვა კარგია ერთადერთი არაუხო უნდა მოვიდეს და ეგაა სიტიდან როდრი გაასწორებდა🤩❤️ბერნანდუც თუ წამოაყოლენ ტებასს ინფაქტი არაცდება რაც კარგია ნეტა მალე მოედღნეს გამზდელი და დავისვენებთ❤️🤗
    Culé [?]
    #1 10 თებერვალი 2023 20:29
    12
    ფეოლას რომ შეფერება ეგეთი სტატიაა❤️ კაი პამიდორი მართლა კაია😉😃
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"