Deja Vu - სამუელ ეტო'ო და ლუის სუარესი

"ბარსა" "რეალ სოსიედადს" შეხვდება, გუშინ რონალდინიოს გადამწყვეტი გოლი გავიხსენეთ, დღეს კი ლუის სუარესის დაბადების დღეა, თან მატჩის დღეს დაემთხვა და მისი გოლის გახსენებაც მოგვიწევს.
ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა სამუელ ეტო'ოს გოლს "პანათინაიკოსის" კარში, ჰოდა, ახლა ერთად შევავლოთ თვალი, კიდევ ერთხელ.
"ბარსას" ისტორიაში საუკეთესო ცხრიანები არიან, რეალურად, იმდენი გაიღეს "ბარსელონასთვის", რომ ფენომენის ერთ სეზონს ვერ შევადარებთ. მხოლოდ ორია განსახილველი და ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ოდნავი უპირატესობით მაინც ლუის სუარესს გამოვარჩევდი.
გოლები კი შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ, საგოლე პასის ავტორი ორივე შემთხვევაში ლიონელ მესია. თითქოს ბევრი არაფერი გაუკეთებია, მთავარი დარტყმაა, მაგრამ ლეოს სიდიადეც ამაშია, მარტივ ამბებსაც გენიალურად აკეთებდა, პასი ორივე შემთხვევაში გააკეთა ისე, რომ ერთი შეხებით დარტყმა ყოფილიყო შესაძლებელი.
ანრისაც ასე გაუგორა და იმანაც შეაგდო, იმავე პოზიციიდან, მაგრამ ის მეკარისგან დაბალ, ახლო კუთხეში შევარდა, ჰოდა, ამ შედარებისთვის არ გამოგვადგება.
ინიესტასაც ისე გაუგორა, რომ ერთი შეხებით დაერტყა, თუმცა, ეგეც სულ სხვა ამბავია.
ამ გოლებს შორის რომელი ჯობია? არჩევანი თქვენთვის მომინდვია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]