რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ

რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ

მართლაც რომ დაწერილი სცენარივით მიდის. ერთი წლის წინ ალექსანდრე კობერიძემ მშვენიერი ფილმი გადაიღო, - "რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ", სიუჟეტი მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მიმდინარეობს და ლიონელ მესის ჩემპიონობით სრულდება, ისმის მუნდიალის უკვდავი ჰანგები, რომელიც მესისთან არც არის კავშირში, სამაგიეროდ, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჰიმნია. წინასწარ დაწერილი ზღაპარია. ზაფხულია იქ, ბავშვებს უხარიათ და წუწაობენ, ახლა კი ზამთარია, არგენტინელი ბავშვები თოვლის ბაბუას მსოფლიო ჩემპიონატის თასს აბარებენ, თოვლის ბაბუა კიდე საპლეიოფო მატჩებში ზედიზედ ხდება საუკეთესო ფეხბურთელი. 

მახსოვს, 19 წლის მესიმ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველს კინაღამ კისერი მოტეხა, ასეთი რამ კარლოსისთვის არავის უკადრებია. დაცვაში სუსტი იყოო ამბობენ, გაგებაში არ არის ფეხბურთის ის ხალხი, ვინც ამას ამბობს. მასზე სტაბილური მცველი მხოლოდ პაოლო მალდინი თუ იქნებოდა. ლეომ ისეთი დამართა, კარიერის დასრულებაზე დააფიქრა, მაშინ ითქვა, ჩვენი რობერტო უკვე დაბერდა, 33 წლის არისო, ჰოდა, გუშინ პირველი ეგ გამახსენდა, 35 წლის მესიმ უკვე 20 წლის ბიჭი დააფიქრა ყველაფრის დასრულებაზე. ისევ მარჯვენა ფლანგიდან წაიღო, არა ისე სწრაფად, როგორც იმ დაუვიწყარ წლებში, აღარც იმდენი შეხებით, როგორც კარიერის დასაწყისში, მაგრამ მაინც გაათრია ბურთი, ფაქტობრივად კარში შეათრია. 

რა თქმა უნდა, მესისთვის საუკეთესო ჩემპიონატია. ეს ამბავი პლეიოფებში იზომება, - ძალიან კარგი იყო ავსტრალიასთან, მერე ნიდერლანდებთან, ახლა ხორვატიასთან. ულაპარაკოდ საუკეთესო. მე თუ მკითხავთ, ჯგუფურ ეტაპზეც ყველა მატჩში საუკეთესო იყო. ზუსტად მაშინ გამოიდო თავი, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ბეწვის ხიდზე დაძრული არგენტინა მშვიდად გაიყვანა ნაპირზე, არასდროს ლეო ისეთი ლიდერი არ ყოფილა, როგორიც ახლა, არასდროს ისე ახლოს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან, როგორც ახლა. 

ხორვატიასთან რევანში აღებულია, თანაც როგორ, რა ტკბილად, ოთხი წლის წინ წაგებული, განადგურებული არგენტინა, იმავე ანგარიშით ამარცხებს ხორვატიას, თანაც ნახევარფინალში! ამაზე დიდი რევანში არ არსებობს. ლუკა ძალიან დიდია, უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ მესი მიუწვდომელია. 

წესით და რიგით, მეორე რევანშის ჯერი უნდა მოვიდეს. არგენტინა საფრანგეთს დაელოდება. მაროკო სადაც აქამდე მოვიდა, ფინალზეც დაფიქრდება და ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ არგენტინა - საფრანგეთი, თითქოს უკვე დაწერილია. ოთხი წლის წინ საფრანგეთი იმაზე კარგი ნაკრები იყო, ვიდრე ახლა. ოთხი წლის წინ არგენტინა იმაზე ბევრად ცუდი ნაკრები იყო, ვიდრე ახლა. ისე ჩანს, რომ ძალები გათანაბრდა. ფინალი წარმოუდგენლად საინტერესო იქნება, ისედაც, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა, მაგრამ არგენტინა - საფრანგეთი, მესი მბაპეს წინააღმდეგ, შესაძლოა 21-ე საუკუნის საუკეთესო ფინალიც კი გამოდგეს. 

კილიან მბაპე

ჩემპიონატის დასაწყისში ვთქვით, რომ შეუძლებელია, პსჟ-ის თავდამსხმელმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერ მოიგოს. სამეულიდან ერთი აუცილებლად მოიგებდა. ნეიმარმა ნაადრევად დატოვა ჩემპიონატი, მესი და მბაპე კი ბოლომდე მიდიან, 5-5 გოლით. მბაპე ნახევარფინალშიც გაიტანს. ასე მგონია. 

კილიანს აქვს პრეტენზია, თავისი თაობის უდიდეს ფეხბურთელად იქცეს, და სანამ დრო აქვს, ჩავლილი თაობის ღმერთებსაც ეჭიდავება. თითქოს მის ზონაშია მესი შეჭრილი. არადა და არ ჩადის სცენიდან, იპარავს კილიან მბაპეს დროს, ესეც პატარა აღარ გეგონოთ, უკვე 23 წლის არის, ძალიან უნდა ოქროს ბურთი, მაგრამ ეს ბებერი კაცი, მისი თანაგუნდელი ვერაფრით გასწია გვერდზე. გეყოს რა კაცო.. შვიდი არ არის საკმარისი? მერვეც უნდა? დაგვიტოვე რამე.. 

ბავშვობაში ერთი ატრაქციონი მომწონდა, ადრე მივდიოდი, სულ წინ ვჯდებოდი ხოლმე, ყველას უნდოდა წინ დაჯდომა და ყოველთვის მე ვჯდებოდი. სანამ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა ყური არ ამახია და ძალით არ ჩამომაგდო, ჰოდა, მესიც სულ წინ ზის ამდენი ხანია და ვინ უნდა წაავლოს ყურებში, არ ვიცი, თითქოს რაბიოს დედას აქვს ეგ უნარი, მაგრამ არა მგონია, მბაპეს გამო დაიხარჯოს.

ჰოდა, მიდი ლეო, იფრინე! 

მბაპემ მოუგო 2018 წელს.

არავის აინტერესებს, ვინ იყო არგენტინის მწვრთნელი, რა მდგომარეობაში იყო გუნდი, კიდევ ვინ თამაშობდა საფრანგეთში. მბაპემ მესის მოუგო. ასე დაამახსოვრდათ 2018 წლის ჯახი. იმ გაიძვერა ბავშვმა ცხენივით ირბინა. ახლაც ცხენივით დარბის, სისწრაფეში ისევ დაჩაგრავს არგენტინელებს, ამიტომ, მგონია, რომ არგენტინა დაცვიდან ითამაშებს, მაქსიმალურად შეზღუდავს მცველებსა და მეკარეს შორის სივრცეს. როგორმე ხომ უნდა გააჩერონ ეს კაცი?! 

მეორე მხრივ, ფრანგებს მესი ეყოლებათ გასაჩერებელი. მესი კიდე ამ ჩემპიონატზე გაჩერებას არ აპირებს. გოლზეა დაგეშილი, არაფრიდან შეუძლია საგოლე პასის გაკეთება, და არავის უნდა მიეკარო საჯარიმოს მისადგომებთან, თორე კარგად იყავი, პენალტივით ურტყამს. შეიძლება უფრო უკეთაც. 

სულ მაწუხებდა ის ამბავი, რომ ლეოს იმ დიდი ხალხის დარი მსოფლიო ჩემპიონატი არ ჰქონდა ჩატარებული. ახლა აღარ მაწუხებს. ახლა უკვე ჩაატარა ასეთი მუნდიალი და ბოლო წერტილია დასასმელი. 2014 წელს, ფინალის წინ, მაინც უკმარისობა მქონდა, თუნდაც მოეგო, ეს ის არ იყო, რასაც ვითხოვდით, ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზეა. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 14 დეკემბერი 2022 16:34
    2
    ხო ვიცინე დღეს რომ მაროკომ დაადოს ამ თქვენ ნაქებ თავში ავარდნილ მბაპეს.....და ასეც იქნება.ფინალი არგენტინა მაროკოა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 დეკემბერი 2022 15:29
    2
    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
    მეც ძალიან მინდა ფეოლა ლეოს გაჩემპიონება, თუნდაც იმიტომ რომ აღარ დარჩეს ვინმეს ეჭვი, თემაზე ვინაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. იმედია აღსრულდება შენი სურვილები, ყველას სურვილები ვისაც ლამაზი ფეხბურთი მოგვწონს, ლეოზე ლამაზ ფეხბურთს კი არავინ არ თამაშობს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 დეკემბერი 2022 14:58
    3
    შესანიშნავი სტატიაა, მადლობა ფეოლას;
    კიდევ, საფრანგეთი ფინალში ჯერ არ გასულა, ამისთვის ბელგიის, ესპანეთის და პორტუგალიის გამომგდებ მაროკოს უნდა გასცდეს
    Culé [?]
    #4 14 დეკემბერი 2022 14:28
    3
    სიგიჟე სტატიაა ძმაო❤️❤️
    Culé [?]
    #3 14 დეკემბერი 2022 12:26
    7
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    როცა მესის ვუყურებ ვხედავ რამხელა სლე და არაკაცია ლაპორტა, სხვა რა უნდა დავინახო, მესი გააგდო და დებილ დემბელეს და ბრმა ტორეს გვაყურებინებს, არადა ლეოს ნაირი აღარავინ დაიბადება ამ საუკუნეში, მბაპე ახლოსაც ვერ მოვა, მარტო გაიგდე გაიქეცი იცის, ლეოს მსგავსად ვერავი კითხულობს თამაშს და ვერავინ გრძნობს, ჩემთვის პელეზეც და მარადონაზეც მაღლა დგას. თუ ფინალი მოიგო მერე ხო საერთოდ მაგითაც დაადუმებს კრიტიკოსებს

    პელეც მპაბეს სტილში თამაშობდა და საერთოდ არ გავდა მესის სტილს მისი თამაᲨი რონალდუსაც შეადარებდა კაცი მაგ მხრივ მარა აი მარადონა სულ სხვა იყო როგორც მესი დაძვრება ისე დაძვრებოდა ეგეც ამიტომ არის მარადონას ძაან აღმერთებენ მარტომ გაათრია ფინალში და დამსახურებულადაც მოიგო ასეა დღეს ლეოს დიდი დამსახურებაა რომ არგენტინა ფინალშია და ფინალიც ისეთი იქნება რომ მესი იფრენს ისე როგორც არასდროს👌👌👌

    ბაზარი არაა მესის და მარადონას მსგავსი სტილი აქვს მაგრამ მარადონას არ ქონდა ის ხედვა და შეგრძნება რაც მესის, წარმოიდგინე ზიდანი ინიესტა ჩავი რომ გაერთიანო შეიძლება მაინც ვერ მიიღო მოედნის ის ხედვა და შეგრძნება რაც მესის აქვს.
    Culé [?]
    #2 14 დეკემბერი 2022 11:01
    3
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    როცა მესის ვუყურებ ვხედავ რამხელა სლე და არაკაცია ლაპორტა, სხვა რა უნდა დავინახო, მესი გააგდო და დებილ დემბელეს და ბრმა ტორეს გვაყურებინებს, არადა ლეოს ნაირი აღარავინ დაიბადება ამ საუკუნეში, მბაპე ახლოსაც ვერ მოვა, მარტო გაიგდე გაიქეცი იცის, ლეოს მსგავსად ვერავი კითხულობს თამაშს და ვერავინ გრძნობს, ჩემთვის პელეზეც და მარადონაზეც მაღლა დგას. თუ ფინალი მოიგო მერე ხო საერთოდ მაგითაც დაადუმებს კრიტიკოსებს

    პელეც მპაბეს სტილში თამაშობდა და საერთოდ არ გავდა მესის სტილს მისი თამაᲨი რონალდუსაც შეადარებდა კაცი მაგ მხრივ მარა აი მარადონა სულ სხვა იყო როგორც მესი დაძვრება ისე დაძვრებოდა ეგეც ამიტომ არის მარადონას ძაან აღმერთებენ მარტომ გაათრია ფინალში და დამსახურებულადაც მოიგო ასეა დღეს ლეოს დიდი დამსახურებაა რომ არგენტინა ფინალშია და ფინალიც ისეთი იქნება რომ მესი იფრენს ისე როგორც არასდროს👌👌👌
    Culé [?]
    #1 14 დეკემბერი 2022 10:18