საუკეთესოები მუნდიალზე - N:4 რივალდო - ბრაზილიის რუხი კარდინალი

საუკეთესოები მუნდიალზე - N:4 რივალდო - ბრაზილიის რუხი კარდინალი

მეოთხემდეც მოვსულვართ, სამართლიანია რივალდოს რომარიოზე წინ დაყენება? რომარიოსგან განსხვავებით რივალდო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი არასდროს გამხდარა, არც საუკეთესო ბომბარდირი, სიის ზევით მყოფი ხალხივით, სამაგიეროდ, რთულად მოიძებნება ფეხბურთელი, რომელსაც ბრაზილიისთვის ამდენი გაუკეთებია.

რომარიოსგან განსხვავებით რივალდომ ორ მუნდიალზე გაიბრწყინა, საერთო ჯამში რვა გოლი აქვს შეგდებული და სამი საგოლე გადაცემა შესრულებული. არ ჰქონია პრეტენზია, ყოფილიყო მთავარი სახე, მაგრამ ხშირად მთავარ საქმეს აკეთებდა.

დაუფასებელია, რა თქმა უნდა, თავადაც სწუხდა ამაზე. ხალხს რომარიო და რონალდო ჩემზე მეტად უყვარდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას გავაკეთებდი მოედანზეო, არგენტინის ნაკრებს სამი გოლი გავუტანე და გულშემატკივარი რონალდინიოს სახელს სკანდირებდაო. სევდიანი ამბავია. მიუხედავად ამისა, ბრაზილიისთვის თავი არასდროს დაუზოგავს.

მიმაჩნია, რომ პელეს შემდეგ საუკეთესო ბრაზილიელია, რომელსაც ნაკრების ათი ნომერი ჩაუცვამს. უფრო ზუსტად, პელეს შემდეგ მოსული ათიანებიდან, რივალდოზე მეტი ნაკრებისთვის ვინმეს გაეკეთებინოს, მე არ მინახავს. რიველინიო ატარებდა ათიანს და იყო დიდებული ფეხბურთელი, ზიკო ატარებდა ათიანს და დღემდე პელეს შემდეგ ყველაზე დიდ ათიანად ის იწოდება, მაგრამ მე რივალდოს ვარჩევ, ალბათ იმიტომ, რომ მისი თამაში ვიხილეთ, თან ჩვენიანია, "ბარსელონელი".

რონალდინიომ ღირსეულად ვერ შეძლო ამ ტრადიციის გაგრძელება, ვერც კაკამ, ნეიმარი კი ვერ ჩანს ისეთი მასშტაბის ფეხბურთელი, როგორც ზემოთ ჩამოთვლილნი არიან, თუნდაც გახდეს ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე.

ცუდიც ბევრი იყო, თუმცა, რივალდომ ყველაზე დიდი დარტყმა საკუთარ თავს მიაყენა. თურქეთთან მატჩში მივიდა კუთხურის ჩასაწოდებლად, ბურთი მოითხოვა, თურქმა კი იმის ნაცვლად, რომ გაეგორებინა მუხლებში გაარტყა, ეს გარტყმული კაცს არ მოკლავდა, მაგრამ შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად.

სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობიაო, ნათქვამია. ეს რივალდოს ერთადერთი და ძალიან დიდი შავი ლაქაა.

დაუფასებელი კაცი იყო-მეთქი, ვამბობ და ეს დაუფასებლობა 1994 წლიდან იღებს სათავეს, მომავალში საუკეთესო დუეტების შემქმნელები კონკურენტებად იქცნენ, ან 22 წლის რივალდო უნდა წასულიყო მუნდიალზე, ან, 17 წლის რონალდო. დროს ვერცერთი ვერ მიიღებდა, მეოთხე არჩევანი თუ იქნებოდა ერთიც და მეორეც, საბოლოოდ, რონალდო წაიყვანეს. წამიც არ უთამაშია, სამაგიეროდ, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

98-ში სულ სხვა ამბავი იყო, რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, პელეს დონეზე თამაშობს, რივალდო "ბარსაში" დაფრინავს, მაყურებლები კი რომარიოს ითხოვენ, 97 წლის კონფედერაციის თასზე ნახეს რო-რო, რონალდო-რომარიოს წარმოუდგენლად მაგარი დუეტი, ამის დავიწყება შეუძლებელია, რივალდო კი ყოველთვის ჩრდილში იყო, ერთადერთი კაცი, რომელმაც ნაკრებში გზა გაუხსნა, მისი ნიჭი და შესაძლებლობები დაინახა, იყო დიდი ათიანი, - ზიკო. ის კურირებდა რივალდოს გამოძახებას, ის იყო რივალდოს მთავარი მხარდამჭერი. თავის მხრივ, ზიკო იყო რივალდოს კერპი, მისგან მხარდაჭერამ კი თავდაჯერება შემატა.

სტატისტიკაზე დიდად არ ასახულა რივალდოს კარგი თამაში, კრიტიკა იზრდებოდა, ხალხი რომარიოზე ტიროდა, რივალდოსი კი არ სჯეროდათ. მერე კი ყველას გააცნო თავი, რივალდო იყო ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მაგრად ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებს ატარებდა. ეს იყო მისი მთავარი უპირატესობა, ისეც მაგარი იყო, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებში იყო მსოფლიოში საუკეთესო.

ბრაზილიას პირველად მეოთხედფინალში გაუჭირდა, დანიის ძალიან კარგ ნაკრებს შეხვდნენ და მარცხდებოდნენ ანგარიშით 2:1, აქ აიღო თავის თავზე ლიდერობა და ორი გოლი შეაგდო, ჯერ რონალდოს პასის შემდეგ გაათანაბრა, ძალიან მაგარი დარტყმით, ძალიან ბრაზილიური დარტყმით, ტერფით დაატრიალა ბურთი და მეკარეს ტანზე გადაავლო, თან რა მეკარეს, - პიტერ შმეიხელზეა საუბარი.

მერე კი 2:2 ზე ბრაზილიელთაგან ტურნირზე საუკეთესო გოლი შეაგდო, დუნგას პასის მერე ცენტრში ერთი გაისწორა და როგორც იცოდა, ისე გაისროლა, შმეიხელი ამჯერადაც უძლური იყო. რივალდომ ბრაზილია ნახევარფინალში გაიყვანა.

იქ კი ტრადიციული დუო შედგა, რივალდოს დიაგონალი რონალდოზე, - ჯერ მაროკოს გაუტანეს ასე, ოთხი წლის მერე თურქეთს, 98 წლის ნახევარფინალში კი ნიდერლანდებს, ეს პასი მაინც ყველას სჯობდა, მოედნის ხედვა, ტექნიკა, ყველაფერი ერთად არის ამ პასში თავმოყრილი.

ფინალი გასაგებ მიზეზთა გამო ყველამ ჩააგდო.

2002 წლის ბრაზილია ცალკე კინოა. დღემდე სჯერათ, რომ არგენტინა უკეთესი ნაკრები იყო, რაც აბსოლუტური სისულელეა. ამ აბსურდულ აზრს ორი არგუმენტი აქვს:

  • არგენტინამ ბრწყინვალედ ჩაატარა შესარჩევი ეტაპი. ბრაზილია ძლივს გავიდა, წვალებ-წვალებით.
  • არგენტინის ნაკრების ლიდერებს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ, ბრაზილიის ლიდერებს ცუდი. (იგულისხმება რივალდო, რომელსაც ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა და რონალდო, რომელიც სულ მცირე ხნის წინ დაუბრუნდა დიდ ფეხბურთს).

ვისაც ჰგონია, რომ ამ მიზეზთა გამო არგენტინა უკეთესი ნაკრები იყო, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არის ტურნირი, სადაც საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გაიარე შესარჩევი ეტაპი, და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სეზონი გქონდა, აქ მთავარია, რა მასშტაბის ფეხბურთელი ხარ, ბრაზილიას კი ამ კუთხით უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, არათუ არგენტინასთან, არამედ ყველასთან.

ბრაზილიის ნაკრებს ჰყავდა სამი ფეხბურთელი, რომელთაც ყველაზე ხშირად ასახელებენ ყველა დროის საუკეთესო სიმბოლურ ნაკრებში, - კაფუ, კარლოსი, რონალდო. როცა ყველა დროის სიმბოლური ნაკრების ყველაზე ხშირად დასახელებული სამი ფეხბურთელი ერთად გყავს გუნდში, - ეს ძალიან დიდი ამბავია.

ამას დავუმატოთ რონალდინიო, (ვთქვათ, რომ არ იყო პიკში) რომელიც აღმავლობის გზაზეა და იწყებს პოტენციალის სრულად გამოვლინებას, და რაც მთავარია, რივალდო. ბრაზილიის რუხი კარდინალი. უმძლავრესი და უმთავრესი იარაღი.

არგენტინას ჩამოთვლილი ფეხბურთელების საპირწონედ მხოლოდ ერთი კაცის დასახელება შეეძლო, ეს არის გაბრიელ ბატისტუტა, მაშინ უკვე ვეტერანი. ჰოდა, იმედი მაქვს ცხოვრებაში არასდროს ამ სისულელეს აღარ მოვისმენ.

არ დაგვავიწყდეს კაკა, სათადარიგოზე მყოფი, რომელიც რონალდინიოს ალტერნატივაც კი არ ყოფილა, რონიმ ინგლისთან მიღებული წითელი ბარათის გამო თურქეთთან ნახევარფინალი გამოტოვა, მაგრამ კაკა ვერ ვიხილეთ, ჯერ არ ენდობოდნენ, მაგრამ თამაში რომ შეეძლო, სწორედ ამის გამო მოხვდა განაცხადში. მოკლედ, ძალიან მაგარი გუნდი იყო.

რივალდომ ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაიტანა და გაჩერდა ნახევარფინალში, გაჩერდა თურქეთთან. საინტერესოა, იქნებ თავისივე თავმა გააჩერა, იგივე მეტოქესთან თამაშის დროს გაახსენდა, რა გააკეთა ჯგუფურ ეტაპზე, მგონია, რომ დათრგუნა ამ ამბავმა, ცუდად იმოქმედა, ვინც უყურა ამ მატჩს, ალბათ დამეთანხმება კიდეც.

მანამდე კი ყველაზე მნიშვნელოვან დროს გაუტანა ინგლისს, რონალდინიოს ჯადოქრობის შემდეგ, და ყველაზე მნიშვნელოვან დროს გაუტანა ბელგიას. ფინალშიც განსაკუთრებული როლი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არავისზე ნაკლები არ ყოფილა, და შესაძლოა საუკეთესოც კი იყო ჩემპიონატზე, მაინც კანი vs რონალდოს დუელად მოინათლა ეს მატჩი, შედეგიც ეგეთი მივიღეთ, რივალდოს როლი კი ძალიან დიდი იყო, გრაფაში არაფერი ჩაეწერა, არადა, ორი საგოლე პასის ამბავია.

მუნდიალის მერე საკლუბო კარიერა აერია, ტრავმებმაც თავისი გააკეთეს და ნელ-ნელა ჩააჩოჩეს. კაკას დრო მოვიდა, სამეული უკვე რონალდინიო-რონალდო-კაკა უნდა ყოფილიყო, საფრანგეთს 2006-ში სწორედ ამ სამეულით უტევდნენ და არ იმუშავა. არ გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან დროს თავის თავზე აიღებდა თამაშს და გუნდს გადაარჩენდა, ამის გაკეთება რივალდოს შეეძლო, დანარჩენებს არა.

ჰოდა, მეოთხეა ჩვენს ათეულში. ასეთ სიაში მეოთხე ადგილი დიდად დაფასებული ამბავი მგონია.

ქვემოთ შეგიძლიათ ბრაზილიის განვლილი გზა იხილოთ 2002 წლის მუნდიალზე, 

მე-10 ადგილი - ხრისტო სტოიჩკოვი

მე-9 ადგილი - გარი ლინეკერი

მე-8 ადგილი - დავიდ ვილია

მე-7 ადგილი - იოჰან კრუიფი

მე-6 ადგილი - ლიონელ მესი

მე-5 ადგილი - რომარიო


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 18 ნოემბერი 2022 09:32
    0
    ❤️❤️❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 17 ნოემბერი 2022 17:26
    0
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: Barca for life
    გამოვიცნო ბოლო სამი?

    3. რონალდო
    2. პელე
    1. მარადონა

    ხავიესტადან რომელიმე აუცილებლად იქნება , 1 ადგილი მარადონასია , რონალდოც უეჭველი იქნება ალბათ მეორეზე და შემდეგი სტატია ალბათ უფრო ინიესტაზე , ესპანელ ჯადოქარზე იქნება

    პელე რა შუაშია, ბარსელონელებზეა საუბარი.
    წევრი [?]
    #8 17 ნოემბერი 2022 08:39
    2
    ამ კაცმა შემაყვარა ბარსა და ამ კაცმა შემაყვარა ბრაზილიის ნაკრები
    გულშემატკივარი [?]
    #7 16 ნოემბერი 2022 22:25
    3
    ვახ, მე მეგონა ზოგადად იყო საუბარი😂
    აზრზე ხართ რა საოცარი ფეხბურთელები გვყავდა ნებისმიერ დროს?
    ნუ მაშინ პელეს ნაცვლად უეჭველი ინიესტა იქნება, ხოლო რონალდოს მაინც არ გამოვთიშავ, რადგან ნუ ალბათ ყველა ვთანხმდებით რომ რანალდომ რაც კაი ითამაშა ყველა ბარსაში იყო და მერე რეალში უკვე რეგრესირდა, ამიტო მაინც ჩვენიანად ვთვლი და დამსახურებულადაც უნდა იყოს სამეულში.
    Culé [?]
    #6 16 ნოემბერი 2022 20:52
    0
    ბოლო სამი,,ინიესტა ჩავი მარადონა
    ფანი [?]
    #5 16 ნოემბერი 2022 19:35
    2
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: Barca for life
    გამოვიცნო ბოლო სამი?

    3. რონალდო
    2. პელე
    1. მარადონა

    ხავიესტადან რომელიმე აუცილებლად იქნება , 1 ადგილი მარადონასია , რონალდოც უეჭველი იქნება ალბათ მეორეზე და შემდეგი სტატია ალბათ უფრო ინიესტაზე , ესპანელ ჯადოქარზე იქნება

    ჩემი აზრით ხავი, ინიესტა და მარადონა. რონალდო უფრო რეალთან ან ინტერთან ასოცირდება, ბარსასთან ნაკლებად და უფრო სამართლიანია ხავიესტაც და მარადონა, მიუხედავად იმისა არც მარადონაც უფრო ნაპოლისაა ვიდრე ჩვენი. ისე მე რონალდინიო, ხავი, ინიესტას ავირჩევდი
    Culé [?]
    #4 16 ნოემბერი 2022 19:09
    2
    ციტატა: Barca for life
    გამოვიცნო ბოლო სამი?

    3. რონალდო
    2. პელე
    1. მარადონა

    ხავიესტადან რომელიმე აუცილებლად იქნება , 1 ადგილი მარადონასია , რონალდოც უეჭველი იქნება ალბათ მეორეზე და შემდეგი სტატია ალბათ უფრო ინიესტაზე , ესპანელ ჯადოქარზე იქნება
    --------------------
    Other clubs : We have money !
    Barcelona : We have Alemani..
    ფანი [?]
    #3 16 ნოემბერი 2022 18:18
    0
    Barca for life,
    რონალდო და მარადონა კი, მაგრამ როგორც მახსოვს მარტო ბარსელონელებზეა საუბარი, ასე რომ პელე გამოირიცხა
    ფანი [?]
    #2 16 ნოემბერი 2022 15:44
    2
    ციტატა: nika 54
    მადლობა ფეოლა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ლაივში მაქვს ნანახი, მაგრამ ამდენი არ მახსოვდა. ერთადერთი რივალდოს კლოუნობა არასდროს წაიშლება მეხსიერებიდან. სხვა მხრივ მშვენიერია ეს მოგონებათა ციკლი მუნდიალის შესახებ. მოუთმენლად ველოდები დარჩენილ სამეულს.

    მართლა კაი იყო ამ ყველაფრის გახსნება, როგორ მევასებოდ რივალდო, ძაან მაგარი ფეხბურთელი იყო და თან მაგარი სიმულიანტიც 😂 მაგრამ მაინც ძაან ტექნიკური იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 ნოემბერი 2022 15:23
    3
    მადლობა ფეოლა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ლაივში მაქვს ნანახი, მაგრამ ამდენი არ მახსოვდა. ერთადერთი რივალდოს კლოუნობა არასდროს წაიშლება მეხსიერებიდან. სხვა მხრივ მშვენიერია ეს მოგონებათა ციკლი მუნდიალის შესახებ. მოუთმენლად ველოდები დარჩენილ სამეულს.