საუკეთესოები მუნდიალზე - იოჰან კრუიფი

საუკეთესოები მუნდიალზე - იოჰან კრუიფი

70-იანი წლები იყო ვიეტნამის ომის, ჰიპების, ვოტერგეიტის, მიუნხენის ტრაგიკული ოლიმპიადის, კუბრიკის ფორთოხლისა და მიხელსის ნიდერლანდების ეპოქა. მიხელსის ნაკრებს მექანიკური ფორთოხალი ეწოდა, მის კაპიტანს კი მფრინავი ნიდერლანდელი. ფაქტობრივად, წინასწარ განისაზღვრა დიდი დილემა კრუიფის წინაშე, მოგეხსენებათ, მფრინავი ნიდერლანდელი ფაუსტური ამბავია, შტორმში მოყოლილი კაპიტანი ღმერთების გასაგონად შესძახებს, თუნდაც განკითხვის დღემდე მომიწიოს ზღვაში ხეტიალი, ამ შტორმზე მაინც ვიძალებ და თავს დავაღწევო. შესძახა ღმერთისთვის და გაიგონა ეშმაკმა, აქედან იწყება ფაუსტური პარადიგმა, გემის კაპიტანი მისი ფიცისამებრ დაიწყევლა და სამუდამოდ მოუწია ზღვაში ხეტიალი, მხოლოდ შვიდ წელიწადში ერთხელ შეეძლო ნაპირზე გასვლა და მისი ხსნა ბორკილებისაგან შეეძლო მხოლოდ ქალს, უფრო ზუსტად, - სიყვარულს.

ეს სახელი ერგო იოჰანს და თავიდანვე ნათელი იყო, რომ მის კარიერაში იქნებოდა დილემა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, 78 წელზე გვაქვს საუბარი. დიდმა იოჰანმა მხოლოდ ერთ მუნდიალზე ითამაშა, თავადაც ბევრი დაკარგა და ფეხბურთმაც, ყველაზე მეტი კი მისმა ქვეყანამ დაკარგა, რადგან, მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ ღირსებიათ, თუ პირველობა იყო, სწორედ კრუიფის ეპოქაში უნდა დაეპყროთ მსოფლიო, მაგრამ ვერ შეძლეს. ვიღაცები არც პატიობენ, ისე გააცილეს იმქვეყნად, რომ ვერ აპატიეს.

70 წლის მუნდიალზე ნიდერლანდების ნაკრები საერთოდ ვერ გავიდა, 74-ს აუცილებლად მივუბრუნდებით, რადგან ჩვენი მთავარი თემაა, 78 კი დიდი იმედგაცრუების წელია, სწორედ ამ დროს ითქვა ყველაზე ხშირად ნათქვამი სიტყვა ამ ქვეყანაში და იმის მერე ყოველ წელს ითქმება, განსაკუთრებით ხშირად მსოფლიო ჩემპიონატებზე, - „კრუიფი რომ ყოფილიყო...“

იოჰანმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო ჩაიდო ჯიბეში, შემდეგ ნაკრებს დაეხმარა, რომ არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატეზე გასულიყო და ნაკრებიდან წავიდა. არც მუნდიალზე უთამაშია და არც მას მერე.  საიდან დაიწყო ყველაფერი? ვახსენეთ 70-იანების დიდი მოვლენები და არ გვიხსენებია მემარცხენე პარტიზანული ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. აქტიურობა რბილი ნათქვამია, 70-იანებში რადიკალური ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა და კაპიტალიზმთან ბრძოლას ბევრი ადამიანი შეეწირა, გასანკუთრებით ხშირი იყო გატაცებები და ახლა ჩამოთვლა რომ დავიწყოთ ვინ გაიტაცეს და გაათავისუფლეს, ვის გადაუხადეს გამოსასყიდი და ვის არა, ძალიან შორს წავალთ, გატაცებულთა შორის კი ფეხბურთელებიც იყვნენ, მაგალითად „ბარსას“ ფორვარდი ქუინი, საბედნიეროდ გათავისუფლებულთა შორის მოხვდა, თუმცა, ეს უკვე 80-იანების დასაწყისი იყო.

წესით და რიგით, იოჰან კრუიფიც გატაცებულთა სიაში უნდა ყოფილიყო, მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, (და რატომ არ უნდა დავუჯეროთ) სახლში შეუვარდნენ და გატაცებაც დაუპირეს.

„უნდა იცოდეთ, რომ აქ გატარებული კარიერის ბოლოს პრობლემები მქონდა, არ ვიცი საქმის კურსში ხართ თუ არა, სახლში შემომივარდნენ, ჩემი ცოლი გაკოჭეს და ბავშვების თვალწინ თავზე იარაღი დამადეს“, - ამბობდა კრუიფი კატალონიის რადიოსთან საუბრისას.

„ბავშვები სკოლაში პოლიციის თანხლებით დადიოდნენ, ოფიცრები ოთხი თვის განმავლობაში ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ და თამაშზეც პოლიციელები მიმაცილებდნენ. ამ ყველაფერმა ძალიან შემცვალა, ცხოვრებაში არის მომენტები, როცა გიწევს დაფიქრება რა უფრო ღირებულია შენთვის, გონივრულად უნდა მოვქცეულიყავი, ამ ყველაფრის მერე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ვითამაშებდი“, - თქვა იოჰანმა ძალიან ძალიან დიდი ხნის მერე, დაახლოებით 30 წელი იყო გასული ამ მოვლენებიდან.

კრუიფი იძულებული გახდა ამაზე ესაუბრა, რადგან კარლოს რეშაკმა თავის წიგნში დაწერა იოჰანის გადაწყვეტილებებზე გავლენა ყოველთვის მის ცოლს ჰქონდაო. კრუიფმა კი ცოლი დაიცვა და როგორც იქნა ყველაფერი მოჰყვა.  

პოლიცია ადასტურებს, რომ კრუიფი მუდმივად იღებდა მუქარის წერილებს, ამის გამო ბარსელონას დატოვება მოუწია. ასე და ამგვარად, იოჰანს ნაკრებში აღარ უთამაშია, დაგვტოვა ყველა ერთადერთი მუნდიალის ამარა.

1974 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი იოჰან კრუიფი გახდა. სრულიად დამსახურებულად, დაფრინავდნენ ბეკენბაუერი, მიულერი, ბრაიტნერი, მაგრამ მოედანზე ფრენა იოჰანის მოგონილია.

ფორმატის მიხედვით ორი ჯგუფური ეტაპი უნდა გაევლოთ გუნდებს, პირველი შედარებით მარტივი, მეორე კი ძალიან რთული, ჰოდა, როგორც ლიდერებს სჩვევიათ, კრუიფმა პირველი ჯგუფური ეტაპი ცალი ფეხით ითამაშა, უბრალოდ იდირიჟორა, მეორეში კი აფრინდა.

პირველი მატჩი ურუგვაისთან ჯონი რეპის დუბლით მოიგეს, მეორე ტურში შვედეთთან 0:0 ითამაშეს, სწორედ აქ შედგა მფრინავი ნიდერლანდელის ლეგენდარული ბრუნი, მარცხენა ფლანგზე იოჰანი დატრიალდა, მცველი კი გარბოდა სადღაც დასაკარგავში, გვიანღა მობრუნდა სახლიდან გასული დიასახლისივით, ჩართულ უთოზე რომ სტანჯავს ფიქრები.

დასკვნით ეტაპზე კი ბულგარეთი 4:0 გაანადგურეს, კრუიფმა ერთი პენალტი აიკიდა, ერთიც საგოლე პასი გააკეთა, ეს იყო მატჩი, სადაც ფორთოხლებმა მსოფლიოს პრესინგის მასტერკლასი აჩვენეს.

შემდეგ ჯგუფში ნიდერლანდები მოხვდა არგენტინასთან, ბრაზილიასა და აღმოსავლეთ გერმანიასთან. ამაზე რთული ჯგუფი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში რთული გასახსენებალია, ალბათ 82 წლის სამ გუნდიანი ჯგუფები თუ შეედრება. მაქამდეც მივალთ.

პირველი მატჩი - ნიდერლანდები VS არგენტინა

ანგარიშს ხსნის იოჰან კრუიფი, თავის სტილში, მისთვის დამახასიათებელი მოძრაობით, იდეალურად ჩამოიღო მაღალი პასი, მეკარეს გასცდა და ცარიელ კარში შეაგდო, - 1:0.

რუდ კროლმა კუთხურიდან გადმოვარდნილ ბურთს დაუნანებლად დასცხო და - 2:0.

იოჰან კრუიფი, მისთვის საყვარელი ფლანგიდან იდეალურ გადაცემას აკეთებს, ჯონი რეპს ნახტომში ლამაზი გოლი გააქვს, - 3:0.

ნიდერლანდელები ცენტრში კედელს ათამაშებენ, ერთი-ერთზე დარჩენილ შემტევს მეკარე სჯობნის, ბურთი მაღალი ტრაექტორიით მიფრინავს მარცხენა ფლანგისკენ, იოჰან კრუიფი დაუშვებლად გზავნის მიტოვებულ კარში, - 4:0.

ეს იყო მატჩი, სადაც ფორთოხლებმა გაიაზრეს, რომ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეეძლოთ, ალბათ, იმასაც მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ მათზე უკეთესი გუნდი ამ ჩემპიონატზე არავინ იყო.

აღმოსავლეთ გერმანია VS ნიდერლანდები

აქაც მშრალად მოიგეს. გოლი არ გაუშვიათ, თავად კი შეყარეს. კრუიფი ხომ მთელი კარიერის მანძილზე ამბობდა, ყველაზე კარგი დაცვა შეტევააო, ჰოდა, როგორ გაუტანდნენ, სულ შეტევაში იყო.

კუთხურიდან ჩაწოდებულს ბრწყინვალე თავური შეაგება, როგორღაც გამოიტანეს კარის ხაზიდან, არადა, ულამაზესი გოლი იქნებოდა, მერე ისევ კრუიფმა დასცხო და ნეესკენსმა გაიტანა, იოჰანს საგოლე პასი ჩაეწერა, - 1:0.

მეორე გოლიც მისი პასით გავიდა, პრესინგით დაახრჩვეს გერმანელები, მათივე ნახევარზე აართვეს ბურთი, კრუიფმა რეზენბრიკს გაუგორა და ამანაც ლამაზად შეაგდო, - 2:0.

ბოლო მატჩი ბრაზილიასთან შედგა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე უხეშ მატჩად არის მიჩნეული, ივანოვმა კი ჩამოარიგა ნიდერლანდები-პორტუგალიის მატჩში წითელ-ყვითლები, მაგრამ ის არაყნახევი რუსის სიგიჟე იყო, ეს კი მართლა უხეში გამოდგა, ორი ყველაზე ტექნიკური ნაკრების შესრულებით წიხლბურთი ვიხილეთ.

პირველი გოლი ისევ „ბარსელონელებმა“ შეაგდეს, კრუიფის პასით ნეესკენსმა გაიტანა, ძალიან ლამაზი გოლი, - 1:0.

ბრაზილიას წერტილი იოჰანმა დაუსვა, ფლანგიდან ჩაწოდებულს ლამაზ ნახტომში შეეგება და გუნდი ფინალში გაიყვანა, - 2:0.

ნიდერლანდებმა ძალიან რთულ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგეს, გაიტანეს რვა და არ გაუშვიათ არცერთი გოლი. საერთო ჯამში კი მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდათ მიღებული ბულგარეთისგან, 4:1 მოგებულ მატჩში, და აღსანიშნია, რომ ისიც ავტოგოლი იყო.

არავინ ისტორიის მანძილზე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასეთი სტატისტიკით არ მისულა, - 5 მოგებული მატჩი, ერთი ფრე, 14 გატანილი, (ღმერთო ჩემო, რა სიმბოლურია) და 1 გაშვებული, (კროლის ავტოგოლი). როგორ მოახერხეს და როგორ წააგეს ფინალი, არ ვიცი. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანია მასპინძელი ქვეყანა იყო, დასავლეთ გერმანია კი მართლაც უძლიერესი ნაკრები, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯგუფურ ეტაპზე აღმოსავლეთ გერმანიამ აჯობა.

ფინალი დაიწყო და პირველივე წუთზე მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა, იოჰანი ბურთს იღებს ცენტრში და ფინალების ისტორიაში ყველაზე ცნობილ, ლეგენდარულ დრიბლინგზე მიდის, საჯარიმოში ფეხს უდებენ, იოჰანი ვარდება, მსაჯი უსტვენს, ნეესკენსს გააქვს, - 1:0.

დასაწყისი ზღაპრულია.

„ფეხბურთს თამაშობს ყველა, მაგრამ იგებენ გერმანელები“, - ლინეკერის სიტყვებია. იმის აღნიშვნა სურდა, რომ გერმანელები მაშინაც იგებენ, როცა მეტოქე უკეთესია.

მთელი დარჩენილი მატჩი კრუიფმა მსაჯთან კამათს მოანდომა. კარიერის მთავარი დუელი წააგო ბეკენბაუერთან. პელეს შემდეგ უდიდესი მსოფლიო თასს ვერ შესწვდა. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი მცდელობა იყო, როგორც მისთვის, ისე მთელი ნიდერლანდებისთვის, მოვიდა 78 წლის მუნდიალი, ფორთოხლები ისევ გავიდნენ ფინალში, და ისევ მასპინძლებთან დამარცხდნენ.

იყო იქ ძელი, აცილება, თამაშის მოკვლის გაშვებული შანსი.. ბევრი რამ იყო, მაგრამ მთავარი იყო მარიო კემპესი.

„კრუიფი რომ ყოფილიყო...“

კი, მეც ეგრე მგონია, იოჰანი, რომ ყოფილიყო, არგენტინისგან არაფერს არ დატოვებდნენ, მაგრამ არ იყო, მფრინავ ნიდერლანდელს ყოველთვის სევდიანი და ტრაგიკული ბედი აქვს.

მე-10 ადგილი - ხრისტო სტოიჩკოვი

მე-9 ადგილი - გარი ლინეკერი

მე-8 ადგილი - დავიდ ვილია


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ახალბედა [?]
    #7 14 ნოემბერი 2022 03:22
    0
    👏✌👍
    გულშემატკივარი [?]
    #6 14 ნოემბერი 2022 00:06
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: cruyff9
    მეზიზღება გერმანია მთელი ჩემი არსებით(((((((((

    ჩემზე ძალიან არა მგონია..
    მთელი ფაშისტი ერი მძულს თავის ქვეყნიანად!
    ოღონდ ერთხელ მაინც მაგათ ბაიერნს გადაუაროს ბარსამ და მიულერს ფეხები და დამცინავი სიფათი მიუმტვრიონ მეტი არაფერი მინდა, იმედი მაქვს ვეღირსები!!!
    "შვაინებს" (ღორებს) ტყუილად არ ეძახის ერების უმრავლესობა!!!!!

    ერთადერთი გუნდია ბაიერნი, რომელსაც მინდა (თუ შეხვდნენ ოდესმე), რომ რეალმა გადაუაროს..
    Culé [?]
    #5 13 ნოემბერი 2022 20:47
    0
    ციტატა: cruyff9
    მეზიზღება გერმანია მთელი ჩემი არსებით(((((((((

    ჩემზე ძალიან არა მგონია..
    მთელი ფაშისტი ერი მძულს თავის ქვეყნიანად!
    ოღონდ ერთხელ მაინც მაგათ ბაიერნს გადაუაროს ბარსამ და მიულერს ფეხები და დამცინავი სიფათი მიუმტვრიონ მეტი არაფერი მინდა, იმედი მაქვს ვეღირსები!!!
    "შვაინებს" (ღორებს) ტყუილად არ ეძახის ერების უმრავლესობა!!!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ნოემბერი 2022 18:33
    1
    90 წუთი ბერტი ფოგსტი ფეხებში ურტყავდა არ გაჩერებულა აწეპებული ჰყავდა! (1974 წლის ფინალი) კაი ხნის შემდეგ თითონაც აღიარა ერთ ერთ ინტერვიუში ჰელმუტ შიონისგან დავალება მქონდა ნებისმიერი ხერხით უნდა გამეჩერებინაო .... " მსაჯთან კამათი "?! სახლში პლაკატი მქონდა რომელიღაც ჩეხური ჟურნალიდან (აღარ მახსოვს) ორივე ფეხიდან სისხლი სდის ერთ ფეხზე განსაკუთრებით მაგრად (გეტრი აქვს ჩაწეული კოჭებამდე) და მსაჯს აჩვენებს ხელებით ამასაც თუ ვერ ხედავო ! ....78-ში ყველა ჰყავდათ კრუიფის გარდა! კარში იონგბლადიდან დაწყებული ძმები კერკჰოფებით , ნეესკენსით და ჯონი რეპით დამთავრებული! ფინალში მთელი თამაში აგებდნენ ბოლოს ერნსტ ჰაპელმა (ჰოლანდიის მწვრთნელი იყო) ჯონი რეპი გაიყვანა და ვიღაცა გაუგებარი ორ მეტრიანი როჟა
    ნანინგა შემოიყვანა რომელმა თავით შეაგდო და გაათანაბრა:) აი სულ ბოლოს
    რაც მოხდა ეგ უკვე 100% იღბლის ამბავი იყო რობი რენსენბრინკს შტანგისთვის რომ არ მოერტყა ფინლს ძირითად დროში იგებდნენ.....ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი აკლდათ 78-ში მწვრთნელი რინუს მიხელსი და კრუიფი
    Culé [?]
    #3 13 ნოემბერი 2022 15:43
    3
    ისე მართლა საცოდაობაა ჰოლანდიას რო მსოფლიო არა აქვს მოგებული, ყოველთვის მაგარი ფეხბურთელები ყავდათ და განსაკუთრებით თავდასხმა, როგორ მახსოვს ევროპა რო მოიგეს, ფინალში სსრკ რო გაარღვიეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ნოემბერი 2022 15:28
    6
    იმ მატჩის ყურების შემდეგ გავხდი ბარსელონას ფანი. სამწუხაროდ მხოლოდ პირველ ტაიმს. მაშინ ჯარში ვიყავი და ტელევიზორთან მსხდარები ისევ პოსტებზე გაგვყარეს. პატარა რადიო მქონდა და მეორე ტაიმს იმით ვუსმინე. მთელი ტაიმი მაიერის გვარი ისმოდა აუღებლებს იღებსო დიქტორი ყვებოდა გერმანელ კიპერზე, და როგორც ფეოლამაც აღნიშნა: „ფეხბურთს თამაშობს ყველა, მაგრამ იგებენ გერმანელები“ კრუიფის ის გარღვევა კი სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში.
    Culé [?]
    #1 13 ნოემბერი 2022 15:05
    6
    მეზიზღება გერმანია მთელი ჩემი არსებით(((((((((