მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გუნდი კაპიტნის გარეშე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გუნდი კაპიტნის გარეშე

ჩაწოდება საჯარიმოში, სერჟი რობერტო ურტყამს თავით, ბურთი მცველისგან ასხლეტით ვარდება ანსუ ფატისთან, რომელიც ვარდნაში ცდილობს გატანას, მაგრამ არ გამოდის, მცირე მანძილით სცდება. ეგ იყო. აქ მორჩა. ეს იყო ერთადერთი შანსი მატჩში, როცა ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო და ასე რომ მომხდარიყო, 2:2 მორჩებოდა, რაც ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც სამართლიანი იქნებოდა, რადგან "ბარსას" ქულაც კი არ დაუმსახურებია. 

რა გვანახა ამ მატჩმა? 

მთავარი რამ გვანახა, ის, რაც ვიცოდით და კლასიკოში დადასტურდა. 

"ინტერთან" მატჩის მერე სერხიო ბუსკეტსს, გუნდის კაპიტანს უთქვამს, ეს მატჩი, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს მომავალ კლასიკოზეო. ეს ლაპორტას არ მოეწონა და მკაცრი სიტყვაც ითქვა მათ შორის, თუმცა, კაპიტნის განწყობას ლაპორტა ვერ შეცვლის. სერხიო დიდი მებრძოლი არასდროს ყოფილა, რამდენადაც აღემატება საყრდენი ნახევარმცველების უმრავლესობას ინტელექტით, იმდენად ჩამორჩება ბრძოლისუნარიანობით. და საერთოდ, ამ კაცში სათამაშო ვნება მკვდარია. 

გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრისა და კაპიტნის განწყობა რომ გადამდებია, აბა რა ბევრი საუბარი უნდა ამას, ჩამოყარა ყურები კაპიტანმა და ჩამოყარა ყურები ყველამ. შესაძლოა, კონკრეტულ მომენტში სჯობდეს დე იონგს, ან, სჯობდა ნიკოს, მაგრამ თუ მომავლის გუნდს ვაშენებთ, უკვე დროა ბუსკეტსი სკამზე გადაჯდეს, ახალი სისხლია საჭირო. ითქვა ნიკოს ზამთარში დააბრუნებენო, ამაზე კარგს ახლა "ბარსა" ვერაფერს იზამს. ბუსკეტსი უბრალოდ დამზღვევი უნდა იყოს, ასე გაცილებით დიდ სარგებელს მოიტანს და იქნებ სეზონის ბოლომდე საკუთარი თავიც იპოვოს ამ როლში. 

ეს ერთი. 

მეორე საკითხი კაპიტანს ეხება, პიკეს, ალბასა და სერხიოს დრო წავიდა, რობერტოს კაპიტნობა კი დაცინვა და თავის აბუჩად აგდებაა. არადა, გუნდს რომ ახალი კაპიტანი სჭირდება ფაქტია. ჰოდა, ვის აქვს კაპიტნის თვისებები? ნამდვილად აქვს გავის, თუმცა, ძალიან ადრეა ჯერ მისთვის, პედრის ზედმეტ პასუხისმგებლობას მოვარიდებდი, რეალური კანდიდატი კი სამი რჩება, - შტეგენი, არაუხო და ლევანდოვსკი. 

ამ სამიდან შტეგენს მცირედი უპირატესობა ექნება, ყველაზე დიდი ხანია, "ბარსას" წევრია, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დარჩენილ ორზე მეტი ტრავმა აქვს მიღებული. უჰ.. გახსენებაც არ მინდა. 

არაუხოც ლიდერია, ლევანდოვსკიც. აქაც იგივე, თუ მომავლისკენ ვიხედებით, მოდი, აქაც გავრისკოთ, ვაქციოთ ეს კვერცხებიანი ტიპი კაპიტნად და მთელი გუნდი სულ სხვა შემართებით გამოვა მოედანზე. 

ინდივიდუალური მარცხი

რაღაცას ველოდით, რაღაცას არა. 

მაგალითად, ველოდით, რომ ვინისიუსი რობერტოს გახევდა. სიმართლე რომ ვთქვა უფრო მეტჯერ ველოდი ამას ნახვას, ვიდრე ვნახეთ. სამაგიეროდ, არ ველოდი, რომ ვალვერდე ასე დაჩაგრავდა ბალდეს, ეს ბიჭი სწრაფი მეგონა, მეგონა კი არა, ნაღდად სწრაფია, ვალვერდესთან კი ნელი გამოჩნდა, დიდი ჰანდიკაპის მიუხედავად პოზიციას თმობდა, უჩვეულო სანახავი იყო, ცოტა შემებრალა კიდეც. 

ტონი კროოსი მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი იყო, რაფინია საერთოდ ცდილობდა თუ არა მასთან მიკარებას, ვერ გავიგე, დე იონგი და ბუსკეტსი კი ჯარიმის გარეშე ვერ ახერხებდნენ მისთვის ბურთის ართმევას. 

მეტს ველოდი ლევანდოვსკისგანაც, კი ბატონო, ვნახეთ, რომ სახეში მაგრად ურტყეს, ერთი სამჯერ კინაღამ კბილები დაულეწეს, ვნახეთ, რომ ყოველთვის კარგად იხსნებოდა მცველებს ზურგს უკან და მხოლოდ ერთხელ მიიღო სწორ დროს ზუსტი პასი, რომელსაც კარგი გარღვევა და მისი წაქცევა მოჰყვა. 

ნუ დავიწყებთ ახლა ამაზე.. ამ სეზონში შევთანხმდეთ რომ "ბარსაზე" პენალტებს არ ვართ. 

მაინც, მეტის ნახვა მსურდა. ის 100%-იანი მომენტიც უნდა გამოეყენებინა, არ აქვს მნიშვნელობა, თამაშგარეში იყო თუ არა, ასეთი მომენტის მერე ფეხბურთელი თვითრწმენას კარგავს. თითქოს ხასიათი გაუფუჭდაო. 

დიდი გაუგებრობა

გარდა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, რაც ზემოთ განვიხილეთ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ჰარმონიულობის საშინელი დეფიციტი, აბსოლუტური გაუგებრობა შემტევ სამეულს შორის. მოსამზადებელ ეტაპზე თითქოს იყო რაღაც ურთიერთგაგება, ახლა კი ყველა თავისთვის უბერავს. 

ამიტომ, არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, ფატის, ფერანსა და ლევანდოვსკის უფრო დიდი საერთო აქვთ სათამაშო თვალსაზრისით, ვიდრე, რაფინიასა და დემბელეს ნებისმიერ ფეხბურთელთან. ეს დასკვნა ხომ მხოლოდ ერთი მატჩის შემდეგ არ გამოგვაქვს, დემბელეს მთელი "ბარსელონური" კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც მისი ქმედების ესმოდა, და ისიც სეზონის წინ "ჩელსიში" გავუშვით. 

ახლაც, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მარჯვნივ უკეთესია. კვლავინდებურად. 

ამიტომ, არაპოპულარული გზის არჩევა იქნებ იყოს გამოსავალი, - მიეცეთ მეტი დრო ფერანსა და ფატის, რათა უკეთეს ფორმაში შევიდნენ, შესაძლოა საწყისი მატჩებისთვის ვერ იყოს ეფექტიანი, სამაგიეროდ გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთეს შედეგს მოიტანს. ალბათ, რავიცი.. 

ფატის გარღვევა როგორი იყო? გადასარევი. 

ჯერ მაინც არ არის ის, რაც ტრავმამდე გვახსოვს, მაგრამ თამაში ყოველთვის ესმის. 

თურმე როგორ გვჭირდებოდა

ვინ იფიქრებდა, "ბარსას" საშინლად აკლია კრეატიულობა, აკლია ბოლო პასი, აკლია მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან არაორდინალური ქმედება, წესით, ამას პედრი უნდა აკეთებდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არასტაბილურია, ყველა მატჩში ვერ გვთავაზობს საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტს. 

დე იონგს უკვე კარგად ვიცნობთ. 

გავი კიდე პიტბულია. ვეძახეთ ახალი ჩავი, ახალი ინიესტა, არადა, ახალი ედგარ დავიდსია, ენაცვალოს ჩემი თავი. 

ყველაზე მეტად კი ბერნარდუ სილვა გვჭირდებოდა. დე იონგს რა ვუთხარი.. წასულიყო "მანჩესტერში", მიეღო სათამაშო დროის მაქსიმუმი და მოვიდოდა ჩვენთან გადასარევი შემქმნელი, გინდ გარემარბად ათამაშე, გინდ შემტევ ნახევარმცველად. ზუსტად იმ წერტილს შეავსებდა, რომელშიც ვაკუუმი გვაქვს. ვერ მოხდა ასე და არა ვართ კარგ დღეში, თუმცა, ჩემპიონობაზე მაინც უნდა გავიწიოთ. ჩავის ბევრად მტკიცე და შეუვალი ქმედება მართებს. იმაზე მეტია შესაცვლელი, ვიდრე სეზონის წინ ვარაუდობდა. 

ჰოდა ასე, 

შეცდომებს ეშველება, მთავარი ხასიათია. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #30 18 ოქტომბერი 2022 14:50
    0
    თურმე როგორ გვჭირდებოდა
    ვინ იფიქრებდა, "ბარსას" საშინლად აკლია კრეატიულობა, აკლია ბოლო პასი

    თუ უყურებთ პსჟ-ს თამაშებს ნახავთ როგორ თამაშობს მესი, და მიხვდებით რაც გვაკლია მოედანზე. მესი მბაპეს თამაშში მინიმუმ 4-5 ისეთ პასს უკეთებს რო მბაპე აქამდე უკვე ჰოლანდის დონეზე იყოს. ის კი უშვებს ტრიბუნებზე სწორედ იმ საუკეთესო პასებს, გუშინწინ როგორც იქნა აღარ დაარტყა კარში და ნეიმარს უპასა იმანაც გაიტანა. არა მბაპე არამედ სწორედ ნეიმარის და მესის დონის კრეატივები გვაკლია და ეს უკვე ფაქტია.
    [?]
    #29 18 ოქტომბერი 2022 14:17
    0
    ინიესტას არასდროს არანაირი კომპლექსი არ ქონია, მესიმ მოუხსნა გვარდიოლამ რონალდინიომ თუ არც ქონდა არაფერი მოსახსნელი ეგ საკითხავია. ტიპი ზე დავდაჯერებული და მშვიდი იყო. მესის არ ყოფნაში და ხშირად მესის მოედანზე ყოფნის დროსაც კი ლიდერი. ვინ ვის მოუხსნა მაგ სასტავში კომპლექსი კიდე საკითხავია. ზუსტად ჩავის და ინის წასვლის მერე ვხედავდით ხოლმე თავჩაღუნულ მესის და ფეხებაკანკალებულ გუნდს. მაგ ლოგიკას რო მივყვეთ მაშინ კროოსი მოდრიჩსაც რონალდომ მოუხსნა კომპლექსები. რავი მე მაგ მოსაზრებას არ ვეთანხმები
    Culé [?]
    #28 17 ოქტომბერი 2022 20:24
    0
    ციტატა: azulgerana
    ციტატა: CuleTillIDie
    ციტატა: azulgerana
    ამის კაპიტნობას მიაგეს შტეგენმა . ბუსკეცის კარიერა ხავის თუ ინიესტასი თავიდან ბოლომდე რონალდინიომ მოუტანა და მერე უკვე მესიმ. თორე ისე დაამთავრებდნენ კარიერას როგორც სერჟი რობერტო ამთავრებს. ეს ყველამ კარგად იცით და ჩაიხედეთ თქვენს გულებში.


    ხო ესპანეთმა ზედიზედ მსოფლიო და ევრო რო დადო მაშინაც მაგათი მთავარი მამოძრავებელი ძალა რონალდინიო და მესი იყო ხო? ან ბოლოჯერ უჩლ რო მოვიგეთ ინიესტაც და ჩავიც გვყავდა გუნდში. რაც წავიდნენ მაგის მერე ხო დავიღალეთ უკვე ამდენი უჩლს მოგებით.

    ასეთი სისულელე კარგა ხანია არ წამიკითხავს :DDDD

    სულელს ნუ მიწოდებ თორე იცი არ აგცდება 9 სართულიანი ... ხოლო რაც შეეხება ესპანეთის თასის მოგებას, რონალდინიოს ხელში აღარ იყო ჩავი ჩასვრილი აი მანამდე კიდე სანამ რონალდინიო მოვიდოდა ჩავის მიღწევები მითხარი თორე არ აგცდება 9 სართულიანი კორიანტელი. ესპანეთის თასი თორე მაშინ პიკე არ იყო რამოსი ალბა არბელოა ტორესი ვილა თუ პედრო და ალვარო მორატა? საუკეთესო გუნდი იყო მაშინ ბარსელონა ყველანაირი კომპლექსი მოხსნილი მესისა თუ რონალდინიოს ხელში, და გუშინდელი შეშინებული ბარსას ფეხბურთელები ნახე?


    სად ნახე შენ პირადად რო გიწოდებ სულელს? 9 სართულიანს იქნება რო გაგიკეთებ უკან წესიერად ილაპარაკე თორე. ლაწირაკი ეს

    რობალდინიომდე ჩავი ახალი დაწინაურებული იყო ლა მასიიდან რა უნდა გაეკეტებინა. ან მორატას ან ალბას რა უნდოდა 2010ის მსოფლიოზე შე ჩოილარო შენა
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #27 17 ოქტომბერი 2022 19:07
    0
    ციტატა: CuleTillIDie
    ციტატა: azulgerana
    ამის კაპიტნობას მიაგეს შტეგენმა . ბუსკეცის კარიერა ხავის თუ ინიესტასი თავიდან ბოლომდე რონალდინიომ მოუტანა და მერე უკვე მესიმ. თორე ისე დაამთავრებდნენ კარიერას როგორც სერჟი რობერტო ამთავრებს. ეს ყველამ კარგად იცით და ჩაიხედეთ თქვენს გულებში.


    ხო ესპანეთმა ზედიზედ მსოფლიო და ევრო რო დადო მაშინაც მაგათი მთავარი მამოძრავებელი ძალა რონალდინიო და მესი იყო ხო? ან ბოლოჯერ უჩლ რო მოვიგეთ ინიესტაც და ჩავიც გვყავდა გუნდში. რაც წავიდნენ მაგის მერე ხო დავიღალეთ უკვე ამდენი უჩლს მოგებით.

    ასეთი სისულელე კარგა ხანია არ წამიკითხავს :DDDD

    სულელს ნუ მიწოდებ თორე იცი არ აგცდება 9 სართულიანი ... ხოლო რაც შეეხება ესპანეთის თასის მოგებას, რონალდინიოს ხელში აღარ იყო ჩავი ჩასვრილი აი მანამდე კიდე სანამ რონალდინიო მოვიდოდა ჩავის მიღწევები მითხარი თორე არ აგცდება 9 სართულიანი კორიანტელი. ესპანეთის თასი თორე მაშინ პიკე არ იყო რამოსი ალბა არბელოა ტორესი ვილა თუ პედრო და ალვარო მორატა? საუკეთესო გუნდი იყო მაშინ ბარსელონა ყველანაირი კომპლექსი მოხსნილი მესისა თუ რონალდინიოს ხელში, და გუშინდელი შეშინებული ბარსას ფეხბურთელები ნახე?
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #26 17 ოქტომბერი 2022 19:04
    0
    კაპიტანი თორე რასამო პუიოლი არ მყავდეს ესეც. ხავის მერე კაპიტანი არ გვყოლია დიდი პატივისცემის მიუხედავა ინიესტასი ეგ კიდე არაუშავრა არც მესი და განსაკუთრებით ეს არ არი ღირსი კაპიტნობისა მითუმეტეს ეხლა თამაშითაც რო ვეღარ უქაჩავს სათანადოთ მაგან ვის რაუნდა მოუწოდოს იმიტოა ჩაჯმულის მენტალიტეყი როა გუნდში დედალი კაპიტნების ხელში
    გულშემატკივარი [?]
    #25 17 ოქტომბერი 2022 17:57
    0
    ტორესის ძირითადობას ჩემი გული ვერ გადაიტანს ანსუსთვის კია დრო. ვერ მივხდი საერთოდ რას ცდილობდა რაფინია.
    --------------------
    •Barca forever•
    წევრი [?]
    #24 17 ოქტომბერი 2022 13:16
    4
    კარგით რა... რატომ გიყვართ წარუმატებლობის ერთეულე ფეხბურთელებზე გადაბრალება, შეიძლება ბუსკეცი არ არის გამორჩეული “კაპიტანი” და მუხტის მიმცემი გუნდისთვის, მაგრამ არაფერი შეიცვლებოდა ტერ შტეგენს თუ ეკეთებიდა კაპიტნის სამკლაური, ბარსას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს ვიდრეს ეს თემაა, გუნდმა დაკარგა მენტალიტეტი, თვითრწმენა რომ გამარჯვება შეუძლიათ რეალთან, ბაიერნთან, ან სხვა ტოპ გრანდებთან, ყველა სეზონის წინ მთლიანად ცვლიან გუნდის შემტევებს, ვერ ჩამოაყალიბეს გამოკვეთილი ბირთვი, 2015 წლის შემდეგ ყველაფერი არასწორად კეთდდებოდა ამ კლუბში, შეიძლებოდა ბევრად უარეს დღეში ყოფილიყო ბარსა ვიდრე დღესაა, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია ვისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ მომავალში, მცირე დეტალებმა ფსიქოლოგიურად ოდნავ გატეხა გუნდი, ბაიერნთან გასვლაზე მეტს იმსახურებდნენ, ინტერთან გასვლაზე გაწირეს, რაც 99% ჯგუფში ჩარჩენა გამოიწვია, არ აქვთ კარგი პერიოდი, მაგრამ ყველაფერი წინაა, ლიგის მოსაგებად ჯერ მაინც არ იყვნენ მზად, ასე რომ ლა ლიგაზე უნდა გადმოერთნონ მთელი მოტივაციით. 🙂 ბარსა-ბაიერნზე რას ფიქრობთ ⁉️
    Culé [?]
    #23 17 ოქტომბერი 2022 12:44
    8
    ციტატა: azulgerana
    ამის კაპიტნობას მიაგეს შტეგენმა . ბუსკეცის კარიერა ხავის თუ ინიესტასი თავიდან ბოლომდე რონალდინიომ მოუტანა და მერე უკვე მესიმ. თორე ისე დაამთავრებდნენ კარიერას როგორც სერჟი რობერტო ამთავრებს. ეს ყველამ კარგად იცით და ჩაიხედეთ თქვენს გულებში.


    ხო ესპანეთმა ზედიზედ მსოფლიო და ევრო რო დადო მაშინაც მაგათი მთავარი მამოძრავებელი ძალა რონალდინიო და მესი იყო ხო? ან ბოლოჯერ უჩლ რო მოვიგეთ ინიესტაც და ჩავიც გვყავდა გუნდში. რაც წავიდნენ მაგის მერე ხო დავიღალეთ უკვე ამდენი უჩლს მოგებით.

    ასეთი სისულელე კარგა ხანია არ წამიკითხავს :DDDD
    --------------------
    #infinit8iniesta
    Culé [?]
    #22 17 ოქტომბერი 2022 12:07
    5
    ზოგი რა შორსაა😂 ხალხს პესი და ფიფა გონიათ ფეხბურთი დაყენე სასტავი და შეუბერე.8-2 და მსგავსი სამარცხინო წაგების მერე თქვენ რა გონიათ რომ კლუბი ორ სამ სეზონში ლიგებს დადებს თუ?? გუნდიდან წავიდა ნ1 ფეხბურთელი რომელზეც მთელი ბარსელონა იყო აწყობილი და მის გარეშე დღემდე ცდილობენ ისწავლონ თამაში.მილიონი მაგალითია გრანდების რომლებიც უარეს დღეში იყვნენ ათწლეულები და ბარსა მაინც ბარსად რჩება ცდილობს დაუძვრეს ამ ცუდი პერიოდს.რეალობას ხართ მოწყვეტილი ბევრი.0-4 ამოვტენეთ შარშან რეალი რომელმაც წამოიხია თქვენი ნაქები ვაი გრანდები.გვარდიოლა აწყობილ გუნდში მოვიდა სადაც ზე ფეხბურთელები იყვნენ და გაუჭირდა თავიდან ხავის გინება ცოტა უხერხულია ჯერ.პროგრეს ვინც ვერ ხედავთ უბრალოდ არ გესმით ფეხბურთი.
    Culé [?]
    #21 17 ოქტომბერი 2022 11:05
    3
    ციტატა: Lashach1
    ხო ეგღა აკლია ამ გუნდს ფერანი ძირითადში და ლევანდოვსკი კაპიტნად! ფსკერი გვაინტერესებს სად არის თუ ეს აზრები საიდან ? 🤷‍♂️
    ძველები წავლენ წელს ეს ყველამ ვიცით, ერთადერთი გამოსავალი არის რომ როგორმე ხავიც გავაყოლოთ და ერთხელ მაინც მოიყვანონ ტოპ დონის მწვრთნელი რომელსაც მაურინიოს თქმის არ იყოს ბურთის სახლში წაღება არ უნდა! კონტრშეტევაზე გაქცეული ბარსელონას ყურება მინდა!
    ყველას მოგვწონს ბურთი რომ გვაქვს მთელი თამაში, მაშინ როდესაც ამ ბურთის ფლობას შედეგი მოყვება და არა ესე გაუგებრად. მართლა არ მეგონა კუმანზე დებილ ტაქტიკოსს თუ კიდე ვნახავდი ბარსელონაში და აგერ მორიგი ლეგენდა უნდათ რო შეგვაზიზღონ თავისი უსახური ფეხბურთის გამო.

    100% - ხავის ტრენერობა არ შეიძლებოდა შეფასებულიყო კარგად ყატარის ლიგით, სადმე სხვაგან ხომ შეიძლებოდა ეცადა თავისი თავი და მერე მოსულიყო ბარსაში, იძახდა ლაპორტა ჯერ ბარსა ბ-ში მოვიდეს და მერე ვნახოტო, ჩემი აზრით ტენჰააგი უნდა მოეყვანათ, ბარსას ყველა ჩავარდნის მერე გარდამავალი ეტაპები ჰოლანდიელ მწრთვნელებზე გადიოდა და თან კარგადაც
    ფანი [?]
    #20 17 ოქტომბერი 2022 10:27
    4
    მაინც ვერაფერს მოვიგებთ წელს, ჯობია კესიე აქციოს ძირითადის ფეხბურთელად და ბუსკეტსი დაალპოს სკამზე, ექნება ჩავარდნები კესიეს მაგრამ შეთამაშდება, ზამენაზე კი გაფუჭდება გასაშვები გახდება.
    ფანი [?]
    #19 17 ოქტომბერი 2022 10:22
    1
    რა გარჩევა - რის შეფასებები !
    ბარსა - მესი შეეწირა ორ ფაქტორს...
    ა) კატალონიის დამოუკიდებლობას.
    ბ) სუპერ ლიგას.
    ბარსა კომაშია და გადარჩენის შანსი ...არ სჩანს.
    ლაპორტა - ჩავი გასაგდებია...გასაგდები.
    გულშემატკივარი [?]
    #18 17 ოქტომბერი 2022 10:15
    4
    ხო ეგღა აკლია ამ გუნდს ფერანი ძირითადში და ლევანდოვსკი კაპიტნად! ფსკერი გვაინტერესებს სად არის თუ ეს აზრები საიდან ? 🤷‍♂️
    ძველები წავლენ წელს ეს ყველამ ვიცით, ერთადერთი გამოსავალი არის რომ როგორმე ხავიც გავაყოლოთ და ერთხელ მაინც მოიყვანონ ტოპ დონის მწვრთნელი რომელსაც მაურინიოს თქმის არ იყოს ბურთის სახლში წაღება არ უნდა! კონტრშეტევაზე გაქცეული ბარსელონას ყურება მინდა!
    ყველას მოგვწონს ბურთი რომ გვაქვს მთელი თამაში, მაშინ როდესაც ამ ბურთის ფლობას შედეგი მოყვება და არა ესე გაუგებრად. მართლა არ მეგონა კუმანზე დებილ ტაქტიკოსს თუ კიდე ვნახავდი ბარსელონაში და აგერ მორიგი ლეგენდა უნდათ რო შეგვაზიზღონ თავისი უსახური ფეხბურთის გამო.
    Culé [?]
    #17 17 ოქტომბერი 2022 10:12
    2
    ციტატა: Barca for life
    Robert lewandovski,
    ალემანი საქმის შემსრულებელია თორე ტრანსფერები ჩავის მოთხოვნით გაკეთდა.
    ამ გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი ალემანია და ხელშეუხებელია ტიპი.
    ასეთი სატრანსფერო პოლიტიკა კი ჩავის უნდა მოეკითხოს.
    კაცი საღაცა ყატარიდან მოვიდა და მწვრთნელობასთან ერთად სპორტული მენეჯერი, დირექტორი და რავიცი ყველაფერი გახდა, მაშინ როცა გამოცდილებაც კი არ ჰქონდა და კიც ვხედავთ რა მოხდა.
    დაჟე მორატა რო არ დაეჟმოტათ ობასაც ვერ მივიღებდით, ლ. დე იონგი კუმანმა იჩალიჩა, ტრაორემ დაყვინა, ტორესმა დაყვინა, რაფინიამ დაყვინა, ალონსომ დაყვინა კრესტენსენიც დიდი ვერაფერი, კესი სკამზე დაალპო, ბელერინი ვაბშე ვინაა, ლევანა დიდ თამაშებში ყვინავს და ერთი კუნდეა უშეცდომო. ანუ ჩავის თაოსნობით გუნდში მოვიდა 10 კაცი, დაიხარჯა 200 მილიონი+ბონუსები, ემუდარა დემბელეს და დატოვა რობერტო, გაიყიდა 25 წლის მეოთხედი შემოსავალი და ბოლოს შეგვრჩა მხოლოდ ერთი კუნდე, არ გვყავს საყრდენი, ფულბექები, წესიერი გარემარბები და წესიერი შემტევი ნახევარმცველი, ხოლო ეს მაშინ როცა ნაპოლი 10 მილიონად აგვარებს უდიდეს პრობლემას - კრეატივს, სახელწოდებით კვარაცხელია.
    ნუ ეგაა ჩავის უბედურება რო არ გამოსდის სკაუტინიგი და უნდა შეეშვას, ფაქტია კუმანი მაგაშიც კი უფრო მაგარი იყო, ბოლო ბოლო პედრი, გავი, ნიკო და არაუხო დაგვიტოვა, ჩავიმ კიდე დღესვე რომ გაიხუროს კარი, კარგს ვერაფერს გაუხსენებ გარდა ჩავიბოლებისა, მარა უშუალოდ თამაშზე გუნდს კარგი არაფერი დატყობია. სტატისტიკით დღეს 50 მატჩი შეუსრულდა და ბოლო 10 მწვრთნელიდან ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, ცენტრალურ თამაშებში ხო საერთოდ სრული ჩაჯმაა, არ ვიცი რა...აღარ მჯერა ამ კაცის, რეალურად ჯერ კიდევ ბაიერნთან ალონსო, ბუსკეცის დაყენებიდან დაწყებული მგონია რომ სხვაგან გადაუხვია და თანდათან გასასვლელისკენ მიემართება.
    ნუ მთლად ყველაფერს ამ ერთ კაცს არ ვაბრალებ რა თქმა უნდა, იყო მსაჯობა, იყო ტრავმიანობა და ა.შ. მარა გუნდს არ ეტყობა რომ მოხოდილია და სწორედ ეგაა მთავარი მინუსი, ელემენტარული ბრძოლაში რომ მარცხდებოდნენ კიდევ გაიგებდი ადამიანურად, მარა ქათმებივით რომ თამაშობენ და სახე რომ ჩამოსტირით ეგაა მწვრთნელის ბრალი.
    ჩავი ჯიუტია, იმის დანახვა არ უნდა რომ რაღაც ვერ მუშაობს თორე სიტუაციის შესაცვლელად ხალხი რომ არ ჰყავდეს კიდე გაუგებდი. რეალურად ვხედავთ ინდივიდუალურ შეცდომებს თუმცა ამათ უკან დგას უფრო დიდი თავსატეხი, იმაზე დიდი ვიდრე არაუხოს დანაკლისია და იმაზეც ვიდრე გუნდში დემბელე-რაფინიების ყოლაა - მენტალური დემორალიზება. ერთი შემორტყმა ჭირდებათ და ცოტა აზრზე მოვლენ, მარა ფაქტია ჩავი ვერ ირტყმევინება გუნდის დანდობა კი ისევ მის წისქვილზე ასხამს წყალს.
    ფიალა აგვევსო ჩავი, ფიალა და შენ რით ვერ აივსე?!

    ტრანსფერებში ცოტა ვერ დაგეთანხმები. ჩავის ძირითადი მოთხოვნა იყო კუნდე, ლევანდოვსკი და ბერნარდო სილვა. დანარჩენები კი არჩევანი გააკეთა იმ ფეხბურთელებში ვინც კლუბმა დაულაგა წინ. ანუ ეს უფასო ფეხბურთელები:კესიე,ბელერინი,კრისტენსენი, ალონსო და რაფინია. რაფინიასთენ ერთად დაუდეს ენტონის და კიდევ რამოდენიმე ვარიანტი თუმცა ფასის გამო შემდეგ ენტონი გამოირიცხა. დანარჩენებში კი რაფინია ჯობდა კიდევ სხვებს. ერთად ერთი ტორესი იყო ზამთარში მისი არჩევანი და ამ შემთხვევაში სიმართლე გითხრათ მეც ვეთანხმები ფეოლას მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს ტორესი ლევანასთან ეგ უფრო კარგად შეძლებს შეთამაშებას ვიდრე რაფინია დემბელე. ლევანდოვსკისგან ზედმეტს ითხოვთ, ეგ სუფთა ცხრიანია და ლუის სუარესობას და განსაკუთრებით მესობას ნუ მოთხოვთ. ფაქტია რომ ლევანამდე ბურთი იშვიათად ან ძალიან ცუდად მიდის. მთავარი პრობლემა ბუსკეტსი, გავი, დე იონგი , პედრი და გავია. შევეშვათ ამ ბუსკეტს დაბერდა და ფაქტია გამოსაცვლელია უკვე. გავი პატარაა ჯერ მზად არ არის, ზამენის კაცია. მსგავსი თამაშებისთვის არც ინტელექტი ყოფნის ჯერ და არც გამოცდილება. მუშა ფეხბურთელებს კიდე ბარსაში კი არა ვერსად ვერ ვიტან. არასდროს ყოლია ბარსას ძირითადში მუშა ფეხბურთელები დიდ გუნდში. თუ ყოლია და დიდად ვერსადროს უხეირია. ნუ ჩამომათვლევინებთ ამ მუშებს. დე იონგი გასაშვებია. მაგარი ბიჭია მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ვერაფრით ვერ მოერგო ბარსას ვერცერთ პოზიციაზე არადა თითქოს ყველაფერი ქონდა ამისთვის. ეს კესიე კიდე ვერ გავიგე საერთოდ რა არის და რაში გვჭირდებოდა. რისი კესიეს ძირითადობაზე ლაპარაკობთ. ეგეც რიგითი მუშაა რომელიც დიდი იტელექტუალური და კრატიული შესაძლებლობებით არ გამოირჩევა. ჰაჰა ზამენაზე გყავდეს. და მთავარი - პედრი. მოდით პირდაპირ გეტყვით რომ პედრიც ძალიან პატარაა ასაკით და გაცილებით მეტს ვითხოვთ მისგან ვიდრე თავის დროზე იგივე ინიესტასგან ვითხოვდით. მის ასაკში ინი სკამზე იჯდა. ვერასროს ვერ გახდება პედრი ინიესტა თუ შესაბამისი პარტნიორები არ ეყოლება. ზუსტად ამიტომ უნდოდა ბერნარდუ ხავის. რეალურად სამი ნახევარმცველი გვინდა. სილვა გვჭირდება ჰაერივით ერთი. მშვენიერი ტრანსფერი იქნება თუ ტილემანსის შეძენას შევძლებთ, უფასოა მომავალ წელს მგონი და მთავარი , საყრდენი. აი აქ გვერხევა. ზუბიმენდმა გაახანგრძლივა და მისი ფასი ალბათ 100 მილიონი იქნება . ვის იმედზე ვრჩებით? ნიკოს დააბრუნებენ და პრობლემა გადაწყდება გგონიათ? ვერანაირად ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ნიკოს საყრდენად ძირითადში. საერთოდ გააართლებს თუ არა ეგეც კი განხილვის თემაა. ნუ რაც დაცვას შეეხება არაუხო კუნდე ბალდეს გარდა ყველა გასაშვებია.
    ფანი [?]
    #16 17 ოქტომბერი 2022 10:02
    0
    მესმის რომ გაბრაზებულები ვართ, მეც ბოღმა მახჩობს, მაგრამ არ ვთვლი სწორად ჩავის, ინიესტას და იმ დროინდელი გუნდის და ფეხბურთელების გაკიცხვას და კრიტიას. ეგ 10-15 წელი არის, რომ კაშკაშებს ბარსას ისტორიაში და თუ მაგასაც ხაზს გადაუსვათ, მაშინ საერთოდ არ მესმს ბარსას კელერობის აზრი. ჩემთვის არავის დაუძალებია და მოუსჯია ბარსას გულშემატკივრობა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი წელია ბარსას ფანი ვარ. მომწონს კლუბის ფილოსოფია და მიმართულება, ის გავლილი წლები მივსებს მეხიერებას და მისწრაფებას. იმ წლების გამი არის, რომ ბარსას დიდი ავტორიტეტი აქვს და ითვლება ტოპ კლუბად, თორემ თუ დღევანდელ ბარსას არ დაუსახავთ უმაღლეს მიზნებს, ყველაფერი დადგება თავისს ადგილზე, რადგანაც დღევანდელი და ბოლო წლების ბარსა არის საშულო ან საშუალზე ცოტა დაბალი კლასის გუნდი. ასეთი გუნდები ბევრია და მათ არავინ საყვედურობს, რეალს რატომ ვერ მოუგეო. მაგრამ ბარსა არის დიდი ტრადიციების კლუბი და ვიღაც ბართომეოები, დემბელეები და ტორესები ბარსას შეურაცოფას ვერ მიაყეებენ, მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას. ნამდვილად არ ვიცი რა იქება შემდგომ, მაგრამ გული მიგრძნობს ამ სეზონშიც არაფერს არ უნდა ველოდოთ. ღმერთმა ქნას რომ მე ვცდებოდე
    წევრი [?]
    #15 17 ოქტომბერი 2022 09:46
    1
    იცით რა შეცდომას ვუშვებთ ბიჭებო სიტყვები ეს ქაჯი მორბენალი, ამას მარტო ჯანი აქვს, გაიგდებს და გაიქცევა, ცხენი და ა.შ და მეორე მხრივ ბარსას დნმ-ი აქვს დაბალია და ტექნიკური წავიდა ის დრო ფეღბურთში და ბარსას დნმ-ი ჩამორჩა თანამედროვე ფეღბურთს გვარდიოლაც კი აღარ თამაშობა ამ ტიკი-ტაკას, ეხლა ჯანიანი და გამქცევი ფეღბურთელი და მაღალი გვინდა ზუსტადაც გერმანელი, ფრანგი და კი ბატონო ის ტექნიკურებიც იყვნენ არაა პრობლემა მაგრამ ჯანიანი და სწრაფი 4-5 ფეღბურთელი მაინც გვჭირდება გუნდში, აი მე ვალვერდეზე ნაღდად არ ვიტყოდი უარს 23 წლის ბიჭია და რასაც ვუყურებ უმაღლესი კლასი აქვს ჯანზეა სწრაფია დარტყმა პასი ჯერარდის და ლაპარდის მოდერნიზებული ვარიანტია აი ეგეთი გვინდა ვინმე ეხლა ჩვენ ცენტრში ვიდრე ხავი, მოდრიში ან დებრუინის სტილის.
    ფანი [?]
    #14 17 ოქტომბერი 2022 09:13
    0
    გთავაზობთ გამომცემლობა მარსას მიერ გამოქვეყნებულ, ორივე გუნდის შეფასებებს სამ ბალუანი სისტემით:. ბარსაში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ანსუ ფატიმ -2,; ჩავი, ტერ სტეგენი, პედრი და კიდევ 8 ფეხბურთელმა მიიღო-1; გარსია, ბუსკტსი, დემბელე, ლევანდოვსკი - 0; რეალის შემადგენლობაში კროსმა, ვალვერდემ და მილიტაომ მიიღეს შეფასება 3; ანჩელოტომ და კიდევ ოთხმა მოთამაშემ მიიღეს შეფასება 2, მათ შორის ბემზემამ, მოდრიჩმა და ვინისიუსმა. დანარჩენმა 6 მოთამაშემ მიიღო შეფასება 1; აი ეს არის სწორი შეფასებები და არა ის რასაც ჩვენ ვკითხულობთ მატჩების შემდეგ 6,4-5,8-7,2-ვინ და რის საფუძველზე თვლის ნეტა ამ მეათედებს? მარსას შეფასება გვაჩვენებს, რომ რეალის მსოლოდ სამი მოთამაშე იყო მაღალ დონეზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა მოსაგებად. მილიტაო მიეწეპა ლევანდოვსკის და მთლიანად გამოთიშა, ბარსამ კიდევ მიატოვა ვალვერდე და მანაც ჯერ ბალლდე ათრია, მერე კიდევ ტერ შტეგენს რომ იტყვიან შეუპომპოლიკა 25 მეტრიდან. კროსმა იბატონა ცენტრში იმიტომ, რომ სხვები მკვდრები იყვნენ. დნარჩანებმა ითამაშეს საშუალო დონეზე, ომიტომ, რომ ბარსას წინააღმდეგ მეტი არც იყო საჭირო. თვით ბარსა კიდევ თამაშის დაწყების წინ უკვე მიცვალებული იყო. შეხედეთ მათ სახეებს მოედანზე გამოსვლის წინ, აგრესია და შემართება კი არა, შიში და დაბნევაა მათ თვლებში, თითქოს ეშაფოტზე გაჰყავთ ჩამოსახჩობად. არც სირცხვილი გააჩნიათ და არც თავმოყვარეობა აქვთ. ყველაფერი უშლის და მოქმედებს მათ ფსიქოლოგიაზე და მუდმივად ჩასვრილები არიან. სახიფათო მომენტი საერთოდ არ შექმნილა. მშვიდად და უბრალიდ, რეალმა ახოხიალა მთელი ბარსა. მეგონა კურტუა არ არის და ეს პატარა ბიჭი შეცდომებს დაუშვებს მეთქი, და არა, ერთხელ ვითომ დაარტყა კარებში რაფინიამ და პირდაპირ ხელებში, მეტი მომენტიც კი არ ყოფილა, ლუნინი არც ერთხლ არც კი გადამხტარა ბურთზე.... საზიზღარი და ამაზრზენია ეს ყველაფერი.... ძალიან არ მინდა ასე იყოს, მაგრამ შეიძლება გუშინ ლა ლიგა წავაგეთ, მეგობრებო.....
    გულშემატკივარი [?]
    #13 17 ოქტომბერი 2022 05:57
    0
    ციტატა: azulgerana
    ამის კაპიტნობას მიაგეს შტეგენმა . ბუსკეცის კარიერა ხავის თუ ინიესტასი თავიდან ბოლომდე რონალდინიომ მოუტანა და მერე უკვე მესიმ. თორე ისე დაამთავრებდნენ კარიერას როგორც სერჟი რობერტო ამთავრებს. ეს ყველამ კარგად იცით და ჩაიხედეთ თქვენს გულებში. გუნდს ეხლა აკლია გამბედაობა ჟილკა, რასაც ვიღაცა უნდა აძლევდეს გუნდს ალბათ სწორედ კაპიტანია ამის მიზეზი, ბუსკეცის ნაკაპიტნებს მიახტა ობამეიანგი. თუ ვინმეს გული დაგწყვიტეთ ცივი წყალი დალიეთ.

    ჩავი ინიესტას გარეშე მესის კარიერას გადახედე და მაგათთან ერთად მერე და მერე მიხვდები ალბათ ჩავიესტას ფასს. მესი მათ გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. ფუნდამენტი გუნდის იყო ჩავი, მესი, ინიესტა და მერე დანარჩენი ყველა სხვა....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 17 ოქტომბერი 2022 04:45
    0
    ამის კაპიტნობას მიაგეს შტეგენმა . ბუსკეცის კარიერა ხავის თუ ინიესტასი თავიდან ბოლომდე რონალდინიომ მოუტანა და მერე უკვე მესიმ. თორე ისე დაამთავრებდნენ კარიერას როგორც სერჟი რობერტო ამთავრებს. ეს ყველამ კარგად იცით და ჩაიხედეთ თქვენს გულებში. გუნდს ეხლა აკლია გამბედაობა ჟილკა, რასაც ვიღაცა უნდა აძლევდეს გუნდს ალბათ სწორედ კაპიტანია ამის მიზეზი, ბუსკეცის ნაკაპიტნებს მიახტა ობამეიანგი. თუ ვინმეს გული დაგწყვიტეთ ცივი წყალი დალიეთ.
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #11 17 ოქტომბერი 2022 03:54
    0
    მამენტ ამ სეზონს რომ გადახედოთ ყველამ კარგად დაინახავთ რომ იმათ ვისაც ასე ძაან ლანძღავთ ისინი დარბიან მოედანზე ყველაზე მეტს: დემბელე + გავი + რაფინია ამ ტრიოზე მეტს არავინ დარბის ბურთზე მარა ფეხბურთში რო მარტო სირბილი არ კმარა რა ვუყოთ smile დემბელე მთვარეულია,მოუვლის გიჟია და მოუვლის ტასო ბებია smile რაფინიას რა აშინებს ვერ ვამუღამებ რო დააკვირდე თითქოს ეშინია ტექნიკის ჩვენება არადა რაც არ უნდა ქლა მკვდარი ბრაზილიელი იყო ტექნიკა დნმ-ში გაქვს neutral_face გავი კიდე მართლა პიდბულია ოღონდ არბენინე .... სანამ მ პენსიონერებს არ გაუშვებენ და იმ ჩავის საყვარელს არ მიაყოლებენ დაცვის კედელი რო ყავს რავიცი გვეშველება რამე?მამენტ არა satisfied ფატის ამბავი დამთავრებული,ეგ 100-ში ერთხელ გამოანათებს თუარა დანარჩენი დამფრთახლივით ირბენს სულ(იმედია ვცდები) მისი ტრავმიანობის გადამკიდე და პედრი ..... ეგ ვაბშე რას ჩალიჩობს ჯერ ვერ ვამუღამებ satisfied მიაყიდონ ეგეც და ვინმე მართლა ფეხბურთელი მიყვანონ ვინც ცენტრს ბურთს გაუთმაშებს და ცენტრში კია კაცი ბურთი არ მისდის თორე ....