ვინ არის პოლ ვან ბუკელი და რას ერჩის ის ბარსას?

ვინ არის პოლ ვან ბუკელი და რას ერჩის ის ბარსას?

ამჟამად "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის ყველაზე საძულველი პიროვნება, ალბათ, პოლ ვან ბუკელია. ნიდერლანდელმა "მსაჯმა" იმდენი მოახერხა, რომ მთელ მსოფლიოში ერთადერთი დამცველი გამოუჩნდა - "რეალ მადრიდის" გულშემატკივარი ჟურნალისტი, რომელიც ამტკიცებს, რომ დუმფრისს მარჯვენა ხელის ნაცვლად თავი აქვს და სწორედ ამ თავში მოხვდა ბურთი და არა ხელში.

"ინტერსა" და "ბარსელონას" შორის გუშინ გამართულ შეხვედრაში მსაჯებმა ორი აშკარა შეცდომა დაუშვეს - არდანიშნული თერთმეტმეტრიანი "ინტერის" კარში და ჩალჰანოღლუსთვის აშკარა წითლის ნაცვლად მხოლოდ ყვითლის მიცემა. პირველ ეპიზოდში პასუხისმგებლობა სრულად ვიდეორეფერიზეა და ამას აცხადებს მთავარი მსაჯი ვინჩიჩიც, ჩალჰანოღლუს შემთხვევაში კი მსაჯები პასუხისმგებლობას ინაწილებენ, მაგრამ საბოლოო დამნაშავე მაინც პოლ ვან ბუკელია, რომელსაც სიტუაციის უკეთ შეფასების მეტი ვალდებულება ჰქონდა.

იყო ერთი საკამათო ეპიზოდიც - პედრის გაუქმებული გოლი. წესების მიხედვით გოლი უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ეპიზოდი საკამათოა.

"ბარსელონას" სასარგებლოდ ვან ბუკელმა ერთადერთი გადაწყვეტილება მიიღო და ისიც უცნაურად. "ბარსას" კარში თერთმეტმეტრიანი იმიტომ არ დაინიშნა, რომ თამაშგარე მდგომარეობა იყო, თუმცა ეპიზოდის სანახავად მთავარ არბიტრს მაინც უხმო. უხმო და უთხრა, შენ შეიძლება თერთმეტმეტრიანი გგონია, მაგრამ თამაშგარეა და ვერ დანიშნავო.

კი მაგრამ, რას ერჩის ვან ბუკელი "ბარსელონას"? სინამდვილეში არც არაფერს, მან უბრალოდ მსაჯობა არ იცის, ან წესები, ან არცერთი.

47 წლის ნიდერლანდელის კარიერაში ყველა უხეშ შეცდომას ნამდვილად ვერ შემოგთავაზებთ, დაიღლებით. რამდენიმეს კი გაგაცნობთ.

2020 წელს "ტვენტესა" და პსვ-ს მატჩში ვან ბუკელი ვიდეორეფერიმ შესაძლო თერთმეტმეტრიანის ეპიზოდის სანახავად დაიბარა. ვან ბუკელმა გამეორება რამდენჯერმე ნახა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. თამაშის შემდეგ კი განაცხადა, შევცდი, არ უნდა დამენიშნაო. ეპიზოდის შეფასების საშუალება რომ მქონოდა შესვენებაზე, მშვიდ გარემოში, ჭიქა ჩაისთან ერთად, არ დავნიშნავდიო (მართლა ასე თქვა).

ნიდერლანდების ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ერთმანეთს "ფეიენორდი" და პსვ ხვდებოდნენ. სტუმარი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა და აუცილებლად მოგება ჭირდებოდა. მოიგებდა კიდეც, დამატებულ წუთებზე მსაჯს მასპინძელთათვის თერთმეტმეტრიანი რომ არ ეჩუქებინა. ამ დროს ვიდეორეფერის ოთახში მჯდომმა ვან ბუკელმა კი, გუშინდლის მსგავსად, პირში წყალი ჩაიგუბა. პსვ-მ ჩემპიონობის შანსები დაკარგა, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ კი აღიარა, რომ მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს. ამ თამაშიდან რამდენიმე დღეში UEFA-მ ვან ბუკელი ევროპა ლიგის ფინალის ვიდეორეფერობით დაასაჩუქრა. უცნაური ორგანიზაციაა.

UEFA-ს ვან ბუკელის ვაიმსაჯობის შესახებ ინფორმაცია მანამდეც ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში, რომელშიც ერთმანეთს იტალია და თურქეთი ხვდებოდნენ, ვიდეორეფერის ოთახში მყოფმა ვან ბუკელმა ისეთი უხეში შეცდომა დაუშვა, რომ UEFA-ს მსაჯების პრეზიდენტმა, რობერტო როზეტიმ ის სამაგალითო შეცდომათა სიაში შეიყვანა და ამ მაგალითზე მსაჯებს სემინარებს უტარებენ. სხვა ენაზე რომ ვთქვათ, მსაჯებს პოლ ვან ბუკელის მაგალითით აჩვენებენ, როგორები არ უნდა იყვნენ.

უეფა არ დანებდა და ნიდერლანდელი იმავე ტურნირის ნახევარფინალში ინგლისსა და დანიას შორის გამართული შეხვედრის ვიდეორეფერიდაც დანიშნა და ისევ შეცდა. მატჩის ბედი დამატებულ ტაიმებში დანიშნულმა საეჭვო თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა. ვან ბუკელი ისევ დუმდა.

პოლ ვან ბუკელის სინდისზეა ასევე ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ბენზემასა და დონარუმას ეპიზოდი, ასევე მიმდინარე გათამაშებაში "ბაიერნსა" და "ბარსელონას" შორის გამართულ მატჩში დემებლეს წაქცევისთვის არდანიშნული აშკარა თერთმეტმეტრიანი და ბოლოს გუშინდელი განუკითხაობა.

სინამდვილეში პოლ ვან ბუკელის ბრალი არაფერია. არ იცის მსაჯობა და რა უნდა ქნას? დამნაშავე უეფაა, სამოყვარულო დონის მსაჯს ასეთ თამაშებს რომ ანდობს. პოლ ვან ბუკელი ის კაცია, ყველა თამაშს ტელევიზორში, მშვიდ გარემოში, ჭიქა ჩაით ხელში უნდა აყურებინო და მერე თუ უნდა, ნუ დანიშნავს თერთმეტმეტრიანებს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 6 ოქტომბერი 2022 13:19
    0
    არ ყოფილა საშველი და ვილოცოთ რო პოლ ვან ბუკელი მოედანზე აღარასდროს ვნახოთ.
    გულშემატკივარი [?]
    #11 6 ოქტომბერი 2022 11:59
    0
    ar daigalet msajze laparakit kai raaa,barsam mistavs mixedos chaijva da caago,urchevnia itamashos da golebi gaitanos,zdiet exla msajs
    [?]
    #10 5 ოქტომბერი 2022 23:18
    2
    ან უბრალოდ პერესის ბიჭია. ეგ რო არა რეალი გამოდის გავარდებოდა 1/8 ფინალში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 5 ოქტომბერი 2022 22:24
    3
    რავი ამნაირი #ლე თუა რატო მსაჯობს ამ დონეზე? შემიშვან ბარემ მე ლიგის ფინალში მამსაჯონ, სირბილით ვირბენ და თუ რამე გამომჩება გადავამოწმებ მაინც😂
    გულშემატკივარი [?]
    #8 5 ოქტომბერი 2022 21:41
    5
    ფიზიკა მოსახოდია და სწორი ტრანსფერებიცაა გასაკეთებელი.
    საყრდენი, მარჯვენა ფულბექი და კიდევ ერთი ცენტრალური მცველი აუცილებლად მოსაყვანია, ხოლო თუ უშუალოდ ტიტულებზე გვაქვს პრეტენზია მაშინ ამათ ერთი სწრაფი გარემარბი უნდა დავამატოთ და შემტევი ნახევარმცველიც.
    დიდი ხანია ჩვენს თამაშში ვერ ვხედავ შემოქმედს, რაც მესი წავიდა აშკარად გამოჩნდა რომ შემქმნელი არ გვყავს და თუნდაც გუშინ, დემბელეს რომ ანდობ რამის შექმნას, ჩაწოდებას და პასების დარიგებას ცოტა ტვინში უნდა გიჭირდეს მარა აშკარაა რო სხვა არავინაა, ერთი პედრია და იმასაც იმხელა გავლენა არ აქვს თამაშზე რომ მესივით იყოს, თუმცა გუშინ საუკეთესო იყო მოედანზე, ბუსკეცს აღარც ეგ შეუძლია, დე იონგი არ იყო, გავიც არასტაბილურია და შედეგიც ლოგიკურია.
    მესი არ გვინდაო და ნახეთ ეგ მესი რეებს აკეთებს 14 თამაშში 9 mvp 7 გოლი და 8 ასისტი აქვს, დაეხიოს ნებისმიერი დემბელე თავისი რაფინიათი და ფატებით, ტორესს არც ვახსენებ, ერთი ისაა მესის თუ უნდა აქეთ გამოხედვა თორე უნდა ვეხვეწოთ ხალხო. სირბილი არც დაჭირდება კილომეტრებიდან აძვრენს ულამაზეს პასებს, სტატისტიკაც დაიდო ყველაზე შემქნელი ფეხბურთელის და ჰოლანდს+მბაპეს იხევს. ხოდა აუცილებლად მოსაყვანია ან თუ ეს არ გამოვიდა მაშინ ბერნარდო გვინდა უეჭველი.
    მოვიშოროთ დე იონგი, ბუსი, პიკე, ალბა, რობერტო, ალონსო, ტორესი, დეპაი და ხელფასებიც გამონთავისუფლდება და დე იონგი-ტორესში ფულსაც გავაკეთებთ.
    ტრანსფერები უნდა დაიდოს და ფიზიკას მიეხედოს, სხვა მეტი საშველი არაა.
    ამბიციები ნუ გექნებათ იმიტო რო კარგად დავინახეთ რომ არაფერი გუნდი არ ვართ მიუხედავად ლევანა-კუნდეს დამატებისა, ამ ხალხს მინიმუმ 5 კაცი თუ არ მიუმატე და გუნდი არ შეკარი ინდივიდუალურობის ხარჯზე რო ვეღარ იგებენ კიც გამოჩნდა დაქცეულ ინტერთან.
    ფანი [?]
    #7 5 ოქტომბერი 2022 20:29
    0
    ეჰჰ ისე პინტუსი რო დაგვათრევია მაგარი იქნებოდა ფეხბურთელებიც ასე
    ხშირად არც დაილეწებოდნენ მაგარი ფიზ მომზადების მასტერ კლასია რასაც ქვია პინტუსი ჩვენ კიარ ვიცით ვინუნდა მივიყვანოთ წესიერი აშაკარად ფიზიკაზე მისახედია გუნდი
    Culé [?]
    #6 5 ოქტომბერი 2022 20:09
    2
    როგორც ჩანს ისევ უეფას აწყობს ეს ინტრიგები და პრესის აჭრელება თორე ასეთ ბაჯაღლოს რატო უნდა ლობირებდე :)) თუმცა ახია მხოლოდ ბარსელონაზე.. გუშინ გადასერავად თქვა სეტანტას კომენტატორმა, რახან მინიმუმ 3-3 კაცი აზით დემბელე ლევანდოვსკს ფეხებზე, რაფინია კი აბსოლიტური ხეიბარია შეტევაში, აუცილებელია ლატერალებმა შეიტანონ გარდამტეხი უპირატესობა შეტავაშიო, მარა რომელმა ნახეთ ჩვენი ბექების ქარიზმატული შეტევები იქნებ მეც დამილინკოთ? და რაარი ხავის ბრალი იმ მატჩში სადაც ნახევარი გუნდი ალეწილი გვყავდაო? არაფერი, უკაცრავად რო მხოლოდ მე ვაჩუკენებდი გვამლოსო შლომბერტოს კონტრაკტებზე და მე დავიტოვე 1 ლევანდოვსკი გოლის გამტანად 3 ფრონტზე :))
    Culé [?]
    #5 5 ოქტომბერი 2022 19:55
    2
    ანუ უეფაა ყველაზე დიდი ტოტალიზატორი აბა სხვა ახსნა არ აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 ოქტომბერი 2022 18:58
    4
    ასე არაა, მსაჯი არაფერ შუაშია და მსგავსები;
    ანსუზე ხელით თამაში იყო და გოლი სამართლიანად გააუქმა;
    რაც შეეხება დუმფრისს, როგორც მახსოვს მაგ ხელით მოგერიებას მოჰყვა გაგრძელება და შემდეგ ბურთი ხვდება ინტერის ფეხბურთელს და ინიშნება კუთხური?!
    თუ სადმე რამე თამაშგარე იყო, კუთხური როგორ დაინიშნა? თამაში გაჩერდებოდა
    რას ნიშნავს შემდეგს:
    იყო 100% პენალტი, განზრახ ხელით თამაშისთვის წითელი და 10 კაციან ინტერს კიდევ 8 წუთი უნდა გაეძლო;
    ესაა სიმართლე
    ფანი [?]
    #3 5 ოქტომბერი 2022 18:57
    2
    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    რატო გაქვთ ამხელა ამბიციები გავიგეთ რომ ბარსა ვართ მაგრამ რთული მატჩებიც გამოდის როცა ვერაფერს აკეთებ. წინა სეზონი გაიხსენე რეალი რომელ მატჩში ჯობდა მეტოქეს :დდ იქ რაგოლი ჩაუთვალეს იქ პენალტი იქ ის არარი ასე დიდი მნიშვნელობა აქ ამყველაფერს. რეალი-პსჟს მსაჯი ყოფილა თურმე ეს ჩვენი ჯიგარი მაგის მერე საერთოდ როგორ გააჩერეს მსაჯად ?
    ფანი [?]
    #2 5 ოქტომბერი 2022 18:40
    3
    დარწმუნებული ვარ 100 პრიცენტით.რიალი რომ ყოფილიყო ბარსას ადგილას.პენალტსაც დადებდა ...წითელსაც მიცემდა.და გოლსაც ჩაუთვლიდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ოქტომბერი 2022 18:26
    5
    არვიცი მგონი ზუსტად მახსოვს ჩეფერინი რო მოდიოდა სანამ აირჩევდნენ და უეფაში ოპოზიაში იყო უეფას შენობაში დოლარებს ყრიდა ანუ კორუმპირებული ორგანო ხართო და თვითონ მგონი იმათზე უარესი გამოდგა პსჟ შეიხის ხელში.
    და სუპერლიგაზეა გამწარებული ჩევნზე იუვეზე და რეალზე, თუმცა რეალს ფეხებს ვერ ჭამს იმიტომ რომ ჩეფერინზე დიდი ავტორიტეტი პერესია ( თუნდაც ჩაწყობების ამბავში )

    არც ის გამიკვირდა უკვე რო კამპ ნოუზე როგორმე ფრე დაასმევინონ ინტერს მსაჯების გადამკიდე რო მერე ყველაფერი თვიტონ ინტერის ხელში იყოს