მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვინ მოგვისაჯა ბუკელი?!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვინ მოგვისაჯა ბუკელი?!

სწორედ ეს არის სიკვდილის ჯგუფი. "ბარსასთვის" და "ინტერისთვის", თორემ, "ბაიერნს თავი ქუდში აქვს. ასეც იყო მოსალოდნელი. რას ნიშნავს, როცა ასეთ ჯგუფში ხვდები? ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს დეტალები წყვეტს, ერთი გოლიც კი გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. არ მინდა, კონსპირაციულ თეორიებს ჩავუღრმავდე, მაგრამ მოდი დავსვათ კითხვა, - რა ამოძრავებდა უეფას, როცა კვლავინდებურად პოლ ვან ბუკელს ნიშნავდა არბიტრად? მოთავსდა პატივცემული VAR-ის კაბინაში და განაგრძო თავის დაბრმავება, ოღონდ ცალმხრივად დაბრმავება. თვალში რომ ვერ იხედებოდეს, არ იქნებოდა ასეთი პრობლემა, ვინმე ღვთისნიერი აღუწერდა მოვლენებს, მაგრამ, ვაი რომ გონებრივ სიბრმავესთან გვაქვს საქმე, ან რაღაც კიდევ უარესთან. 

ძალიან ბევრს ნიშნავდა დემბელეს მომენტი "ბაიერნთან", "ბარსა" კარგად თამაშობდა და დანიშნული თერთმეტმეტრიანი სულ სხვა თამაშს მოიტანდა, თუმცა, არ მოხდა ასე. ის კაცი ხომ ვერ ხედავს?! 

ამ საშინელი შეცდომის მერე, უეფა ადგა და კვლავინდებურად ბუკელი მოგვისაჯა. ახლა წივილ-კივილი დაგვიანებულია. "ბარსას" მაშინვე უნდა გაესაჩივრებინა ეს ამბავი, "ბაიერნთან" დაშვებული შეცდომის მერე აღარ უნდა მიეცათ საშუალება, რომ "ინტერთანაც" ამ კაცს მიეღო საერთოდ რაიმე გადაწყვეტილება. ახლა გვიანია, ადრე უნდა გვემოქმედა. 

არ ვიტყვი, "ბაიერნთან" რა იქნებოდა, რთული სათქმელია, მაგრამ ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ კაცმა ქულა წაგვართვა, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს, რადგან პირდაპირმა კონკურენტმა სამი ჩაიწერა, ჩვენ კი ნულზე დავრჩით. 

სიტუაცია დამძიმდა, კატასტროფას ვუახლოვდებით. ეს აღარ არის სეზონი, რომლის დროსაც ვიტყვით, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და გუნდს შეცდომები ეპატიება. ახლა ყველაფერი სასწორზეა. როგორც ფინანსური, ისე სპორტული თვალსაზრისით, ამ ჯგუფში ჩარჩენა ისეთი დარტყმა იქნება, რომელიც ხანგრძლივ ნოკაუტში გაგვიშვებს. 

ორი საკვანძო მომენტი იყო: 

1. პედრის გოლი, - გაგვიხარდა, კაცი იფიქრებდი, რომ ყველაფერი სამართლიანად წავიდა, თუ ვინმე იმსახურებდა გოლს, პედრი იყო, ერთადერთი ნათელი წერტილი "ბარსადან", მერე კი გოლი გაუქმდა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ხელზე შეხება იყო, ტრაექტორია არ შეცვლილა, სამაგიეროდ, ბურთმა სისწრაფე დაკარგა, ფაქტია, რომ ფატის ხელმა მომენტზე გავლენა იქონია. 

2. დუმფრისმა ხელბურთი ითამაშა. "ბარსას" ფეხბურთელები ერთობლივად ითხოვდნენ გადამოწმებას, მთელი წუთის განმავლობაში, როგორც იქნა, საწადელს მიაღწიეს, გამეორებაზე ყველა გონიერმა არსებამ დაინახა, რომ პენალტი იყო, მაგრამ, ჩვენ დაგვავიწყდა, რომ VAR-ის კაბინაში გონიერი არსება არ ყოფილა. 

არ ვიცი, ამას რა ჰქვია. 

ლა ლიგაში ესპანელ მსაჯებს ვაბრალებთ ხოლმე. მათგან ყველაფერი გვინახავს, მაგრამ, ეს რა არის?! თან ზედიზედ, თან "ბაიერნთან" და "ინტერთან"?! 

აღსანიშნია, რომ მთავარი მსაჯი ხელით თამაშზე მატჩს არ აჩერებდა. არ გააჩერა შეხვედრა, როცა ერიკ გარსიას მოხვდა ხელში, თერთმეტმეტრიანი იყო, მაგრამ არ დაინიშნა, მანამდე თამაშგარე მდგომარეობის გამო. 

არ გააჩერა ფატის შემთხვევაში. 

არ გააჩერა დუმფრისის შემთხვევაში. 

ეს ნიშნავს, რომ მთავარმა არბიტრმა ეს საქმე მთლიანად VAR-ს მიანდო. VAR-მა კი გაგვწირა. 

მატჩზე.. 

თამაშის ხარისხი მაღალი არ ყოფილა. ტემპიც დაბალი იყო და ხარისხიც. მეორე ტაიმში ტემპმა მოიმატა, ხარისხმა არა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გონივრულად მოქმედებდა, პედრი იყო. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლევადოვსკის გარეშე არც არაფერი შეგვიძლია. "ინტერის" დავალებაც ეს იყო, - გაანეიტრალე ლევანდოვსკი და თამაშს მოიგებ. 

დემბელე აქტიურობდა, რაფინია ვერა. არც კი ვიცი, რომელი ჯობია, ის, რომ ცხრაჯერ გაიქცე და ათჯერ დაკარგო ბურთი, თუ ის, რომ საერთოდ ვერ გაიქცე. ეს არჩევანი გვქონდა დემბელესა და რაფინიას შემთხვევაში. "დამბოს" იგივე პრობლემები აქვს, მოუგვარებელი პრობლემები, გადაწყვეტილების მიღებას ძალიან აგვიანებს და როცა იღებს, როგორც წესი, არაზუსტია. 

მოდი, კვარას შევადაროთ. ბევრი ნახავდით მის თამაშს, ალბათ ყველა ნახავდით. მასაც აქვს შეცდომები, ბუნებრივია, მაგრამ ნახეთ, რა სწორად თამაშობს, რა ზუსტ გადაწყვეტილებებს იღებს და რა სწრაფად აკეთებს ამას. აზროვნება არის ის, რაც განვითარების საშუალებას გაძლევს. ფაქტობრივად, მთავარი საწვავია განვითარებისთვის. 

დემბელეს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება ფეხბურთელმა ინატროს, მაგრამ, თავში სიცარიელეა. კვლავ მოგვაწონებს თავს ძლიერი დარტყმით, დრიბლინგით, განსაკუთრებით არაორდინალური ქმედებით მოედანზე, მაგრამ თავის თავს ვერ გადაახტება, ეს ვერცხლისწყალივით ფეხებიც კი ვერ მისცემს იმას, რისი მოცემაც აზროვნებას შეუძლია. 

თუ "ბარსას" მომავალი მასზეა გათვლილი, უნდა ვიცოდეთ, რომ მისგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე შეუძლია. სხვა შემთხვევაში კი სარგებელს მოიტანს, ამ სეზონში ექნება კარგი თამაშები, შესაძლოა, საუკეთესოც ჰქონდეს. 

მომდევნო ვიდეოანალიზს პერსონალურად დემბელეს დავუთმობთ. 

ლევანდოვსკი ჩაყლაპეს. რაფინია საერთოდ არაფერს ჰგავდა. ფატის ხელზე მაინც მოხვდა ბურთი, რაფინია დაკარგული ბავშვივით იყო, ჰოლივუდურ ფილმებში რძის შეფუთვის ფოტოზე როა შემორჩენილი. 

დაიკარგა რაფინია, - მპოვნელს შეუძლია დაიტოვოს. 

გაშვებული გოლის დროს ბუსკეტსმა დააგვიანა. გაიშალა ვარდნაში, და არ აღმოჩნდა საკმარისი. დაგვიბერდა. დიდი ხანია, დაგვიბერდა. დანაკლისი კი ძალიან დიდი იყო, აღვნიშნეთ, რომ შეცვლებზე მთავარი ძალა ნიდერლანდელები არიან, მათ გარეშე თამაში ვერ გავაძლიერეთ. არც დე იონგი გვყავს, არც დეპაი. აგრესიაც დაგვაკლდა, როცა არაუხო და კუნდე არ არიან, აგრესიის ნაკლებობა ყოველთვის შეინიშნება. 

მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, ჯერ კიდევ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ჯერ კიდევ ჩვენ ვართ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები, "ინტერი" ჩამოვა "კამპ ნოუზე", სადაც რამდენიმე ათასიანი ვან ბუკელის დედის ფანკლუბი დახვდება. წინა სეზონისგან განსხვავებით ახლა ყველას ესმის, როგორი დახვედრაა "კამპ ნოუზე" საჭირო. 

მგონია, რომ "ბაიერნი" "ინტერთან" უფრო დაზოგავს ძალებს, ვიდრე "ბარსასთან", რაც დიდი პრობლემაა, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენს ხელშია. 

მიუხედავად ამ კატასტროფისა, მაინც გულწრფელად მჯერა, რომ ყველაფერს მოვატრიალებთ. 

არ ვიცი, რა მაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ ასე ვგრძნობ ამ ამბავს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #30 5 ოქტომბერი 2022 16:57
    0
    ნუ ამ ინტერსაც თუ ვერ ვუგებთ ვიღას უნდა მოვუგოთ. იმედია ჩავი რამე აზრს გამოიტანს ამ თამაშიდან და ბარსელონაში ინტერის დამარცხება თუნდაც 2-0-ით, ჯგუფიდან გაგვიყვანს.
    წევრი [?]
    #29 5 ოქტომბერი 2022 15:23
    0
    Don_Andresito,
    არც ლევაა ჰოლანდი მაღალ ბურთზე?? 😁 ბეევრად უკეთესია თავზე ლევანდოვსკი, შედარებაც არ შეიძლება ამ კონკრეტულ თვისებაში ამ ორის. ძალიან დამაჯერებლად თამაშობენ ლა ლიგაში, წელს თამაში სადაც დაიჩაგრნენ არ ყოფილა, შეიძლებოდა მიუხენშიც მოეგოთ და გუშინაც, არაა ადვილი იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც საკუთარ მოედანზე 10 კაცით თავს იცავს და მთელი ტაიმის განმავლობაში ერთხელაც კი არ ცდილობს კარისკენ დარტყმას. რატო ადარებ სიტის, რომელსაც 5-6 წელია აშენებს პეპი, ყველანაირი ხელშეწყობა აქვს, მაგრამ ლიგას მაინც ვერ იგებს, ჯგუფიდან გავლენ, ინტერი 3 ქულას აიღებს კიდე დარჩენილ 3 ტურში, გამორიცხულია ბაიერნმა საკუთარ მოედანზე თამაში მისცეს, გუნდს 2017 წლის შემდეგ არ წაუგია ჯგუფურ ეტაპზე, 31 შეხვედრიდან 28 მოიგეს, საკუთარ მოედანზე ხო საერთოდ ბოლოს ჯგუფში 10 წლის წინ წააგეს. ასე რომ საკუთარ თავზეა დამოკიდებული ბარსა, მოუგოს ინტერს სახლში და 100% გავა ჯგუფიდან.
    [?]
    #28 5 ოქტომბერი 2022 14:11
    7
    სხვების გადმოსახედიდან ადვილია ლაპარაკი, რა ენაღვლებათ, ჩაეჭიდებიან პოპულარულ აზრს და ატრიალებენ. მშიშარა კაცის ქცევაა ეგ. ყველას აზრი, თუ ვინმეს არ შეურაცხყოფს, მისაღებია, კი ბატონო.
    მე ვფიქრობ რო ჩავი ზედმეტად ცდილობს გვარდიოლას სტილის ათვისებას, საკუთარის შექმნაზე მეტად პეპის მეთოების კოპირებას ცდილობს, არ მჭირდება აქ არავის აზრი იმაზე თუ რა გენიალურია ჩავი და როგორ ესმის ბარსას რაც ესაჭიროება. ჩავიზე აქეთ ჩავუტარებ ბევრს აქ ლექციას. უბრალოდ, ამ ეტაპზე სწავლის პროცესშია. კონკრეტული გეგმის გარეშე გამოვიდით, საერთოდ არ იცოდა რას დაუპირისპირებდა ინტერი, ან იცოდა, უბრალოდ აქეთ რა დაეპირისპირებინა მაგას ვერ მიხვდა. გუნდი რო ჩამოწებებზე გადავიდა, მანდ გამოჩნდა რო ჯერ ჯერობით პრაქტიკულ ამბავში სეტიენის დონეზეა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ამბობდა, გაგვიჭირდება ინტერის 5 მცველთან თამაშიო, 3 კაციჭამია ცენტრალური მცველიდან ორს ხელში ეჭირა ლევანდოვსკი და ტიპმა ჩაწოდებები დააყწებინა. პეპი აწვდის იმიტო რო ცენტრში ჰოლანდი, ხოლო ჩამწოდებლად დე ბრუინი ყავს, თუნდაც სილვა, კანსელო, ფოდენი, უაზროდ არავინ აწვდის. მაგრამ როცა მაიმუნის ინტელექტის დემბელე, ცალფეხა რაფინია და ჭ კლასის რობერტო გყავს, არც ლევაა ჰოლანდი მაღალ ბურთზე, რა ჩაწოდებები? კარში რო უპრაქტიკო მეკარე უდგათ, შორიდან რატო არ ვურტყით? 7 დარტყმა სულ, წაგებულ თამაშში, სეტიენიც არ დააფიქსირებდა მსგავს შედეგს. მეორე რთული მატჩია სადაც ტაქტიკურად ჩაიჩაგრა. ისწავლის კი მაგრამ ახლა იმის დროა რო ფეხბურთელებთან ერთად, მწვრთელს ვზრდიდეთ? გვაქვს კი ამდენი დრო? ჯგუფში ჩარჩენა და მოავალ წელს ხელფასს ვეღარ გადავუხდით ლევას და სხვებს. რა მესის დამატებაზეა ლაპარაკი. მოვუგეთ სოსიედადს ძლივს, ბოლო 15 წუთში, მოვუგეთ სევილიას რომელიც დღს ყველაზე ცუდი გუნდია მსოფლიოში, 10 კაციან ელჩეს, მალიორკას ძლივს და პლზენს. და შევიქმენით წარმოდგენა რო კარგი გუნდი ვართ. რეალურად ახალოსაც არ ვართ კარგ გუნდობასთან. ლა ლიგაში მოგებები არაფერს ნიშნავს იმდენად ჭ კლასის დონეა ლა ლიგა
    გულშემატკივარი [?]
    #27 5 ოქტომბერი 2022 14:04
    0
    ბარსელონას მაშინ ეშველება, როცა ჯერ მესი დაბრუნდება კამო ნოუზე და მერე Boixos nois 😂😂
    ეგენი არიან ტიპები ვისაც ბარსა მართლა უყვართ
    გულშემატკივარი [?]
    #26 5 ოქტომბერი 2022 13:47
    1
    როგორც ვთქვი ისე მოხდა!.. მძიმე მატჩი და დაუნდობელი საფეხბურთო ბიუროკრატია, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყო!.. აბა რისთვის "აქუჩებდი" ამდენ ნაგავ ფეხბურთელებს, თუ შემცველად არ გამოდგება? ... მესის ცოდვა არ გაგახარებთ!!!
    წევრი [?]
    #25 5 ოქტომბერი 2022 13:31
    0
    Barca for life, რას ამბობ ძმა, პირიქით
    ძალიან მაგარი შემადგენლობა ყავთ, პედრი და გავი აღარ არიან იმედის მომცემი ტალანტები, უკვე ჩამოყალიბებულ ძლიერ დუეტს ქმნიან ცენტრში, რომელთაც ყველა მეტოქის წინააღმდეგ შეუძლიათ ტოლსწორად თამაში, 90% დაჯაბნაც კი, მაოფლიოს საუკეთესო ცხრიანი გყავთ, დემბელეც როცა ფორმაშია, აქვს შესაძლებლობა საუკეთესო იყოს მის პოზიციაზე, დაცვის ხაზიც ძალიან კარგია, რაც უფრო დრო გავა, მით მეტად დაინახავს ამას ყველა, არაუხო, კუნდეს აქვთ ყველაფერი, რაც ტოპ მცველს სჭირდება, ძალიან ღრმა შემადგენლობაა, სკამიდან ფატი, ტორესი, კესიე, დეპაი, დე იონგი რომ ერთვება მატჩში ფუფუნებაა, შეიძლება დღეს ყველაფერი ისე არაა ლიგაზე, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ფაქტია რო ბარსა ათი თავით უფრო ძლიერია ვიდრე წინა სეზონებში იყო, თან ეს განვითარება, მზარდია და რაც დრო გავა, უფრო მეტად დამაჯერებელ და ძლიერ ბარსას ვნახავთ
    ფანი [?]
    #24 5 ოქტომბერი 2022 13:22
    1
    შემადგენლობას რეკალიბრაცია უნდა ჩაუტარდეს, ჩემპიონთა ლიგა თუ გვინდა რაფინია , დემბელეს იმედზე არ 7ნდა იყვნენ მაგ დუოს მაჰრეზი და სონი გვყავდეს ბევრად ჯობია. დაუმატე ჟესუსი.
    წევრი [?]
    #23 5 ოქტომბერი 2022 13:19
    4
    ხშირად ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს, როგორც ბაიერნის გულშემატკივარი, აქ ბევრს მოვუწოდებდი პატივი ეცით გერმანულ გრანდს და ეგრე აგდებულად ნუ ილაპარაკებთ წინასწართქო, მაგრამ რასაც ვუყურებ მეტოქეს კი არა, საკუთარ გუნდსაც უსაფუძვლოდ ლანძღავს ძალიან ბევრი ამ გვერდზე, ხავიზე ენა როგორ გიბრუნდებათ, კაცმა სრულად ჩამოშლილი, დემორალიზებული გუნდი ჩაიბარა, სადაც გამარჯვებულის მენტალიტეტი და შეგრძნება რომ ბარსას ფორმას ატარებენ სრულად დაკარგული ქონდათ, ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მცირე დროში ბევრ პრობლემა გადაჭრა, აბსოლიტურად ყველა გუნდს გაუჭირდება ბარსასთან ბრძოლა, ეს ორი მარცხი ლიგაზე არ ნიშნავს იმას რო ცუდი მწვრთნელია, პირიქით მასზზე უკეთესი ვარიანტი ახლა არ არის ხელმისაწვდომი, ხავიზე უკეთ არავის ესმის ბარსას ფილოსოფია და რა სჭირდება გუბდს წინსვლისთვის, მე რო ნაგელსმანს ვაგინებდე ლოგიკურია, უფარჩაკესი მწვრთნელია, მაგრამ ხავის ლანძღვა ტეხავს, ნუ გავიწყდებათ რა დღეში იყო ბარსა წინა წლებში. დარწმუნებული ვარ უძლიერეს გუნდს შექმნის, არაფერია სანერვიულო, მთავარია არიან ახალგაზრდები ვინებიც მომავალში მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელები გახდებიან.
    ფანი [?]
    #22 5 ოქტომბერი 2022 13:12
    1
    ციტატა: ANRIBARCA
    ბარსას ყავს გულშემატკივრები, რომლის გუნდსაც 3-0 აქვს მოგებული და განმეორებითი გამაშის წინ, იმის მაგივრად რო მშვიდად იყვნენ და გუნდსაც გადასცენ ეს სიმშვიდე ,იმაზე წუწუნებენ მეოთხე ვერ გავიტანეთ და ცუდად გვაქ საქმეო :) მერე მართლა წააგებს გუნდი და იძახიან ეს ჩაჯმულები ფეხები უკანკალებთო. ფეხები ფეხბურთელებს კიარა გულშემატკივრებს უკანკალებთ, იქაც და ამ საიტზეც ბევრს, მასა და გულშემატკივარი ქმნის შემართებას, რომელიც 3-0 ზე იმას მისტირის მეოთხე ვერ გავიტანეთ ცუდ დღეში ვართო, რომელი შემართების და მუხტის მიმცემია, ბოდიშით მარა ჩაჯმული გუნდი კიარა გულშემატკივრებია ბარსელონას ძალოან ბევრი და შესაბამისად გუნდიც ეგეთია…. გინდ ეს სიტუაცია აიღე, ვითომ რა ბარსას არ შეუძლია სახლში ბაიერნის და ინტერის დამარცხება? მაგრამ არა გამხნევების და ბრძოლის მაგივრად, სასაცილოდაც არ მიიჩნევს ბევრი რო ბაიერნის დამარცხება შეგვიძლია, თითქოს რამე მიუწვდომელი იყოს ამხელა კლუბისთვის, ისევ ფანობა ქმნით მაგ წარმოდგენას, ფანობა არის კამპნოუზეც მკვდარი და უმუხტო და მერე გუნდი რო წააგებს იმათ ბრალდება ყველაფერი :)

    რა არის იცი, გვარდიოლას ბარსელონას დროს ბარსას 3-0 რომც წაეგო განმეორებითი მატჩისას დარწმუნებული ვიყავი ხოლმე რო ამოვუქაჩავდით, ეხლა თუნდაც ხეტაფეს და ოსასუნას რო ვეთამაშებით და 2-0-ს ვუგებთ, მაშინაც კი დაძაბული ვარ, ბარსა რო გვიყვარს და ვგულშემატკივრობთ მაგიტომაცაა რო ვაკრიტიკებთ, თითქმის 30 წელია ბარსას ვგულშემატკივრობ და რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყვენ და რაც არ უნდა ბანძ გუნდს ეთამაშებოდნენ მე მაინც ბოლომდე ვუყურებ თამაშს და არ გადავრთავ სხვაგან, ბარსას ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია ამ შემადგენლობით, ოღონდ შეაბამისი ტაქტიკური მონახაზით, რომელსაც მე ვერ ვხედავ, გვარდიოლას დროიდან მოყოლებული ტაქტიკაში არაფერი არ შეცვლილა და მაგიტომაცაა რომ ვაკრიტიკებთ, მე მირჩევნია კარგად ვითამაშოთ და წავაგოთ ვიდრე რეალივით ჩემპიონთა ლიგები მოვიგოთ და საზიზღარ ფეხბურთს ვთამაშობდეთ
    Culé [?]
    #21 5 ოქტომბერი 2022 12:53
    0
    ციტატა: Barca for life
    ამ ერთი თამაშით რატო გადაწყვიტეთ ჩავის ბედი, როცა ყველა მწვრთნელს აქვს ჩავარდნა.
    ჩავი ბოლები და რეალის ხმარება კაი იყო?!
    შეიძლება არ ვიმსახურებდით გამარჯვებას მარა ინტერი იმსახურებდა? აი უსაზიზღრესი თამაში იყო მაგრამ არა წასაგები. ხოლო როცა ჩვენი ბედი სასწორზე კიდია და გუნდი მართლა არ იმსახურებს ჯგუფში ჩარჩენას, მაშინ სწორედაც რომ ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა.
    რატო აბუქებთ ბარსას ამჟამინდელ მდგომარეობას?
    ანუ ამბიციურად რომ იძახით ჩვენო ასეთი და ისეთი შემადგენლობა გვყავსო, 2 ქინქილა ვარსკვლავის მეტი გუნდში არ გვიგდია, პლუს 5-6 ტალანტი და დალშე საშუალო-დაბალი დონის ხალხი გვყავს, გუშინ კი საერთოდ 1 ვარსკვლავით, 3 ტალანტითა და 7 საშუალო დონით ვითამაშეთ, საიდანაც ის ვარსკვლავი ვაბშე თამაშიდან გამოთიშეს, იმ ტალანტებიდან მხოლოდ ერთადერთმა ივარგა, ერთიც სკამზე დატოვეს და შესაბამისად თამაშის წარმართვა საშუალო-დაბალ დონეს მიენდო, ხოლო ამას იქეთ 5 ისეთი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული ვინც უეჭველი ძირითადის კაცია და აი რაღას ითხოვთ?
    მაგრამ ამხელა დანაკლისის მიუხედავადაც ინტერზე უკეთ მაინც ვითამაშეთ და მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით, რადგან გუნდი რომელიც ავტობუსს თამაშობს საერთოდ არაფრის ღირსი არაა.
    ორი თამაში წავაგეთ, ორივეში გადამწყვეტი როლი მსაჯმა ითამაშა, აქედან პირველში ტოლი არავის დავუდეთ ხოლო გუშინ საერთოდ თავზე ვეჯექით და ერთადერთი რაც გვაკლია შედეგია. ხოდა რახანია უკვე ვიძახი რო ტაბლო არაა ყველაფერი, 2 წაგებიდან 2ჯერვე ვჯობდით მეტოქეს, შეცდომებიც დავუშვით, უიღბლოებიც გამოვდექით, ცალკე მსაჯმაც დაგვაღალატა, მარა ამის გამო ხელის ჩაქნევა არ ღირს.
    გუნდში ტრავმიანობაა
    არაუხო-კუნდე-დე იონგი-ბელერინი-დეპაი
    უდიდესი ძალის გარეშე დავრჩით
    პლუს უიღბლობაცაა და კიდე ზემოდან გვემატება მსაჯის ფაქტორიც, მარა თან ეს ყველაფერი ხდება იმ გუნდში რომელიც შენების პროცესშია და არაა აწყობილი.
    ფინანსური თვალსაზრისით არაა ჩარჩენა ნორმალური, თან რეალურად არც ვიმსახურებთ, მარა ჩავრჩეთ ჰა, რას შეცვლის, მთავარი პრობლემები რაცაა იმათ მოგვარებას მივაწვეთ და დრო და დრო თამაშებსაც ვუყუროთ, აბა ახლა აქ ჩივილით ვეღარაფერს შევცვლით და ტყუილად ნერვების შლაც უაზროა.

    აქ სულ ასე იქნება მოგების შემთხვევაში ცაში აყვანა და ქება დიდება,ჩავარდნის დროს იმ ქება დიდებიდან აღარაფერი დარჩება,წამოვა კრიტიკის ქარცეცხლში გატარება და თავზე გადავლა, ბოლოსდაბოლოს ეს ადამიანი ლეგენდაა თუ ვიღაც რიგითი გამვლელი მეტი პატივისცემა და მორიდება რომ არ აქვთ,სულ რომ ყველა სეზონზე დადოს ხავიმ ლა ლიგაც და ჩემპიონთა ლიგაც,რეკორდი მოხსნას ერთიც რომ ჩაუვარდეს იმ ერთს არავინ დაივიწყებს და მის დამსახურებას რომ ამდენჯერ მოაგებინოს გუნდს და სულ რომ ყოველ სეზონზე ტიტულები დადოს ეგრევე წყალში ჩაუყრიან თან სულ ერთიდაიგივე კამანდა.
    ფანი [?]
    #20 5 ოქტომბერი 2022 12:37
    3
    კარგი მატჩი ვერ ჩავატარეთ, წაგება უსამართლო იყო! არ გამიკვირდება თუ ბარსა ჯგუფში ჩარჩება, ეს უეფა-ს მიზანია!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 5 ოქტომბერი 2022 12:34
    2
    ბარსას ყავს გულშემატკივრები, რომლის გუნდსაც 3-0 აქვს მოგებული და განმეორებითი გამაშის წინ, იმის მაგივრად რო მშვიდად იყვნენ და გუნდსაც გადასცენ ეს სიმშვიდე ,იმაზე წუწუნებენ მეოთხე ვერ გავიტანეთ და ცუდად გვაქ საქმეო :) მერე მართლა წააგებს გუნდი და იძახიან ეს ჩაჯმულები ფეხები უკანკალებთო. ფეხები ფეხბურთელებს კიარა გულშემატკივრებს უკანკალებთ, იქაც და ამ საიტზეც ბევრს, მასა და გულშემატკივარი ქმნის შემართებას, რომელიც 3-0 ზე იმას მისტირის მეოთხე ვერ გავიტანეთ ცუდ დღეში ვართო, რომელი შემართების და მუხტის მიმცემია, ბოდიშით მარა ჩაჯმული გუნდი კიარა გულშემატკივრებია ბარსელონას ძალოან ბევრი და შესაბამისად გუნდიც ეგეთია…. გინდ ეს სიტუაცია აიღე, ვითომ რა ბარსას არ შეუძლია სახლში ბაიერნის და ინტერის დამარცხება? მაგრამ არა გამხნევების და ბრძოლის მაგივრად, სასაცილოდაც არ მიიჩნევს ბევრი რო ბაიერნის დამარცხება შეგვიძლია, თითქოს რამე მიუწვდომელი იყოს ამხელა კლუბისთვის, ისევ ფანობა ქმნით მაგ წარმოდგენას, ფანობა არის კამპნოუზეც მკვდარი და უმუხტო და მერე გუნდი რო წააგებს იმათ ბრალდება ყველაფერი :)
    გულშემატკივარი [?]
    #18 5 ოქტომბერი 2022 12:20
    2
    ამ ერთი თამაშით რატო გადაწყვიტეთ ჩავის ბედი, როცა ყველა მწვრთნელს აქვს ჩავარდნა.
    ჩავი ბოლები და რეალის ხმარება კაი იყო?!
    შეიძლება არ ვიმსახურებდით გამარჯვებას მარა ინტერი იმსახურებდა? აი უსაზიზღრესი თამაში იყო მაგრამ არა წასაგები. ხოლო როცა ჩვენი ბედი სასწორზე კიდია და გუნდი მართლა არ იმსახურებს ჯგუფში ჩარჩენას, მაშინ სწორედაც რომ ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა.
    რატო აბუქებთ ბარსას ამჟამინდელ მდგომარეობას?
    ანუ ამბიციურად რომ იძახით ჩვენო ასეთი და ისეთი შემადგენლობა გვყავსო, 2 ქინქილა ვარსკვლავის მეტი გუნდში არ გვიგდია, პლუს 5-6 ტალანტი და დალშე საშუალო-დაბალი დონის ხალხი გვყავს, გუშინ კი საერთოდ 1 ვარსკვლავით, 3 ტალანტითა და 7 საშუალო დონით ვითამაშეთ, საიდანაც ის ვარსკვლავი ვაბშე თამაშიდან გამოთიშეს, იმ ტალანტებიდან მხოლოდ ერთადერთმა ივარგა, ერთიც სკამზე დატოვეს და შესაბამისად თამაშის წარმართვა საშუალო-დაბალ დონეს მიენდო, ხოლო ამას იქეთ 5 ისეთი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული ვინც უეჭველი ძირითადის კაცია და აი რაღას ითხოვთ?
    მაგრამ ამხელა დანაკლისის მიუხედავადაც ინტერზე უკეთ მაინც ვითამაშეთ და მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით, რადგან გუნდი რომელიც ავტობუსს თამაშობს საერთოდ არაფრის ღირსი არაა.
    ორი თამაში წავაგეთ, ორივეში გადამწყვეტი როლი მსაჯმა ითამაშა, აქედან პირველში ტოლი არავის დავუდეთ ხოლო გუშინ საერთოდ თავზე ვეჯექით და ერთადერთი რაც გვაკლია შედეგია. ხოდა რახანია უკვე ვიძახი რო ტაბლო არაა ყველაფერი, 2 წაგებიდან 2ჯერვე ვჯობდით მეტოქეს, შეცდომებიც დავუშვით, უიღბლოებიც გამოვდექით, ცალკე მსაჯმაც დაგვაღალატა, მარა ამის გამო ხელის ჩაქნევა არ ღირს.
    გუნდში ტრავმიანობაა
    არაუხო-კუნდე-დე იონგი-ბელერინი-დეპაი
    უდიდესი ძალის გარეშე დავრჩით
    პლუს უიღბლობაცაა და კიდე ზემოდან გვემატება მსაჯის ფაქტორიც, მარა თან ეს ყველაფერი ხდება იმ გუნდში რომელიც შენების პროცესშია და არაა აწყობილი.
    ფინანსური თვალსაზრისით არაა ჩარჩენა ნორმალური, თან რეალურად არც ვიმსახურებთ, მარა ჩავრჩეთ ჰა, რას შეცვლის, მთავარი პრობლემები რაცაა იმათ მოგვარებას მივაწვეთ და დრო და დრო თამაშებსაც ვუყუროთ, აბა ახლა აქ ჩივილით ვეღარაფერს შევცვლით და ტყუილად ნერვების შლაც უაზროა.
    Culé [?]
    #17 5 ოქტომბერი 2022 12:17
    0
    მაგარი მიკვირს ა ხავისკენ თითების შვერა. ვინ უნდა შემოეყვანა ხავის ვინც თამაშს შეცვლიდა ძალიან მაინტერესებს რო მითხრათ. აგერ ფეოლა წერს ლევანდოვსკი გადაყლაპესო. კი ბატონო გადაყლაპეს მაგრამ რატომ გადაყლაპეს ეს არის მთავარი შეკითხვა. მარტივად გეტყვით, იმიტომ რომ მთელი წინა ხაზი, რაფინია, დემბელე,ფატი, გავი, ნათელი წერტილი პედრი და ბუსკეტსი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. როცა არავისი არ გეშინია ერთ კაცს ჯიბეში ჩაისვამს კაცი და ჩაისვეს კიდეც ლევანა. სერიოზულ გუნდებთან კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ ვერც გავი და ვერც პედრი განსხვავებას ვერ ქმნიან ნახევარდაცვაში. პედრის თუ ვინმე სხვა დაუყენებ მაშინ დარწმუნებული ვარ სხვა პედრის ვნახავთ. ეს გავი კიდევ არაა ბატონო მზად ჯერ და მომკალით. მიეცით სხვა გუნდებთან სათამაშო დრო, კი ბატონო მაგრამ ასეთ ტამაშებში ვინმე სხვა , დიდი ნახევარმცველი გვჭირდება. გუშინაც დავწერე და დღეს ვწერ. ლევანა და კუნდეს გარდა სხვა ტრანსფერები ნულია. ტორესი და რაფინია კი არა უნდა გარღვეულიყვნენ და ნეიმარი უნდა დაებრუნებინათ( არც აწი არაა გვიან პსჟ ში შექმნილ სიტუაციას თუ შევხედავთ). დაბერდა ბუსკეტსი და ჩვენ კიდევ ვინ გვყავს არავინ. არ მითხრათ ახლა ნიკოო. როგორც მე ჩინურს ვერ ვისწავლი ისე ნიკო ვერ გახდება სრულყოფილი საყრდენი. ალონსოს და ბელერინს კი არა ჩემი აზრით ვანდერსონს უნდა ვყიდულობდეთ. ახლა რაც შეეხება რაფინიას, მაგის დედა ვატირე შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო და აგერ დღითი დღე ჩნდება რომ კვარაცხელიას ვერც ფატი ჯობს და ვერც რაფინია. ეყიდათ ამ შობელძაღლებს. მოკლედ კიდევ ნახევარი გუნდია გასაშვები ტავისი კესიეთი, ალონსოთი, ტორესით და ასე შემდეგ. რაფინიას და დემბელეს ზამენისთვის დავტოვები. მანდ გამოდგებიან ი ვსიო
    გულშემატკივარი [?]
    #16 5 ოქტომბერი 2022 12:10
    0
    გუნდი ესე მალე არ ყალიბდება ახალი ფეხბურთელები ადაპტაცია შეთამაშება გუნდის აწყობას ერთი წელი სულ ცოტა უნდა თან ამდენი ფეხბურთელის დამატებით მაგრამ ეგ ვიცი შემდეგ წელს თუ ვერ დადო ვერაფერი ეგეც გასაშვებია არა დაშლილი გუნდის აწყობა მარტივი ამბავი
    Culé [?]
    #15 5 ოქტომბერი 2022 12:09
    0
    ციტატა: Moriba
    შეიძლება ხავი ტაკტიკურად ძლიერი იყოს მაგრამ რაც კლოპს გვარდიოლას აქვს ის არააქვს ხავის ეს არის ქარიზმა არ შეუძლია გუნდის დაქოქვა და @ეეეცით თუ გინდათ კიმარა გამიცდილი თუუნდოდა ვერ დააყენა ალბა მიცვალებული ალონსო რო დააგდო ძირითადში ჯერ ჯერობით მიცრუებს ხავი იმედებს აი ინტერთან ფრე თუ გავაგორეთ ჩავრჩით და ეგაა იმიტო ბავარიას ვერ მოვუგებთ ჩვენ და ურთიერთ შეხვედრებში გვაჯობებს ინტერი ასე რომ ინტერთან ქულების დაკარგვის შემთხვევაში სამწუხაროდ ხავის უნდა დავემშვიდობოთ და ტუხელს მივესალმები დიდი სიამოვნებით

    ლაპორტასთან ზარი და აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს აზრებს ყველასას 😀😃

    ციტატა: akaki
    რა გჭირთ ხალხო?რაიყო რავა მთლად გადაუარეთ ხავის?დალეწილი ხერხემლიდან ააწყო გუნდი.მარა ერთი კია.ობამი არ უნდა გაეშვათ.თუ გასაშვები იყო ტორესი უნდა გაეშვათ.ამ წუთას ტორესი არაფერ შვაშია მაგრამ ასეა. მე მაგ მსაჯის და რეფერის ოჯახი მოვხანი.მერე ვინც ესენი დაუნიშნა ბარსას იმისიც ზემოდან

    მაგაზე პასუხი ვიცოდე ნეტა 😃

    akaki,
    ნეტა ვიცოდე რას ერჩიან ამ ხავის,ახლოს რომ ყავდეთ ალბათ გამოიყვანდნენ სადმე მოედანზე და ქვებით ჩაქოლავდნენ,მე მომერიდებოდა მაგალითად ლეგენდა ადამიანის მიმართ ასეთი კომენტარები და თავზე გადავლა, სირცხვილია უბრალოდ,მაგრამ ამათ მოსაწონს ვერაფერს ნახავს ადამიანი ვერასოდეს.ახლა ხავის აწმენდენ ხელს სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს ვიღაცაზე ხომ უნდა იყარონ ჯავრი.ეს ვიღაც კიდევ ხავი აღმოჩნდა და არც კი რცხვენიათ ისე ამბობენ გააგდონო პირდაპირ.
    ფანი [?]
    #14 5 ოქტომბერი 2022 11:57
    3
    რა გჭირთ ხალხო?რაიყო რავა მთლად გადაუარეთ ხავის?დალეწილი ხერხემლიდან ააწყო გუნდი.მარა ერთი კია.ობამი არ უნდა გაეშვათ.თუ გასაშვები იყო ტორესი უნდა გაეშვათ.ამ წუთას ტორესი არაფერ შვაშია მაგრამ ასეა. მე მაგ მსაჯის და რეფერის ოჯახი მოვხანი.მერე ვინც ესენი დაუნიშნა ბარსას იმისიც ზემოდან
    Culé [?]
    #13 5 ოქტომბერი 2022 11:51
    0
    სანამ ტოპ ფეხბურთელების ყიდვაზე არ გადავა გუნდი, როგორც 2006 დან პლუს ლა მასიას ვუნდერკინდები. სულ ესე ფსევდო გრანდი ვიქნებით, სახელიღა დარჩენილი
    გულშემატკივარი [?]
    #12 5 ოქტომბერი 2022 11:50
    0
    ციტატა: RMA888
    მე როგორც რეალის გულშემატკივარი როგორც ადმინს ასევე სხვებს იმას გეტყოდით რომ არ ღირს მსაჯებზე ამდენი ყურადღების გამახვილება როცა გუნდმა რეალურად საზიზღეად ითამაშა, როცა მთელი თამაში გუნდი უფანტაზიოდ აწვდის, დემბელე 180ჯერ კარგავს ბურთს, დაცვა არასწორადაა დაკომპლექტებული და ა.შ მსაჯი ამ შემთხვევაში ბოლო პრობლემაა, მითუმეტეს ბარსა და ინტერს შორის ცა და დედამიწაა სულ სხვა ლეველია ბარსა, ასე რომ ამ მომაკვდავ ინტერს თუნდაც ასეთი ბარსელონა უპრობლემოდ უნდა უგებდეს, მეც ვფიქრობ რომ მანდ პენალტი იყო დასანიშნი თუმცა ყოველ წამს მსაჯებზე რეპლიკები გუნდის რეპუტაციას და გულშემატკივრებისასაც სერიოზულად აზიანებს.

    გეთანხმები პენალი იყო წესით მარა Bევრ თამაშში ხდება Eგრე თან 90 წუთამდე სად Iყო ბარსა მსაჯზე შეტენვა არამგონია რო სწორი იყოს არ უნდა Mიეყვანათ აქამდე საქმე თან ინტერთან რომელიც საშინელ Fორმაშია
    ფანი [?]
    #11 5 ოქტომბერი 2022 11:49
    0
    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    ციტატა: ikamach
    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    ბიჯო სულ მიკვირდა ვინც ამ რაფინიაში ნიჭს ხედავთ სად გამოიხატება მაგის ნიჭი???? საერთოდ რატომ ვიყიდეთ??????? სუფთა დებილი არის ეგ რაფინია მე თუ მკითხავთ. ბაიერნთან წავაგეთ გასვლაზე და ინტერთანაც წავაგეთ გასვლაზე და ჯგუფიდან გასვლა მართლა გაგვიჭირდება უკვე და ბაიერნი ინტერი გავა და ზედიზედ მეორედ ჩავრჩებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. რაფინიას უნიჭო დედას კი ############ცი. 😡😡😡😡😡😡😡😡 რა ნახეს მაგ რაფინიაში მეგ ეგ მაინტერესებს. რაც თავი მახოსვს და რაც ბარსაში არის თითქმის ყველა თამაშში ჩამქრალი არის.

    სიმართლე გითხრა საერთოდ არ მქონდა ნანახი რაფინიას თამაში ბარსაში გადმოსვლამდე, ბრაზილიის ნაკრებში ძაან მომეწონა მაგის თამაში, ტიპი არის მარჯვენა ვინგერი და ათამაშებს მარცხნივ, თან აშკარად ჩანდა რომ მთელ გუნდს ჰქონდა დავალება რო დემბელემდე მიეტანათ ბურთი, მარცხენა მხარე საერთოდ არ იტვირთებოდა. საერთოდ ვერ ვხვდები რად გვინდოდა რაფინია დემბელეს თუ ვიტოვებდით ან დემბელე რაღად გვინდოდა თუ რაფინიას ვიმატებდით. საერთოდ ვითომ ძაან კაი ტრანსფერები გავაკეთეთ, მაგრამ გუნდი ცუდადაა დაკომპლექტებული, რაც ჩემი აზრით ხავის ბრალია და ვერც ნორმალური ტაქტიკა ვერ მოარგო ამ გუნდს. ვნახოთ რა იქნება შემდეგ თამაშებში, მაგრამ ჯერჯერობით ბარსას ისეთი თამაში არ ჰქონია რო თავისუფლად მოეგო.

    დიდად ლიდსში რაიმე განსაკუთრებული არ თამაში უჩევნებია ამას და არც რაიმე სტატისტიკურად ფოლების მხრივ ყოფილა საოცარი. არვიცი ხავის ბრალი არი და ვერ იყენებს, თუ თვითონ რაფინიასი მაგრამ, ფაქტი არის ბარსაში არც გადმოვიდა თითქმის ყველა სულ ჩამაქრალი არის და ჯერჯერობით მაგის მარალი დონის ფეხბურთელობის ნაპერწკალიც ვერ ვიხილეთ ბარსაში. ამ გუნდის მაქსიმუმი ევროპა ლიგა არის. ისევ მორიგი ჩაჯმაა გამოდგა ბატონი ხავის. შესცა და შეულაგა ტიპმა ამ ბუსკეცს, ან ეს კესიე რათ უნდოდა რო მოყავდა თუ საერთოდ არ ათამაშებდა???მოაზროვნე მწვრთნელი ბუსკეტსს უკვე კაი ხნის წინ გააჯმეინებდა მარა ჩვენ მაგის ფუფუნება ვინ მოგვცა. მოკლედ არც არაფერი, ნული ესა ვართ. სუფთა თხელ არის ეს ხავი. გადააყოლა ბუსკეტს და პიკეს და ძველი ტიტულოვანი ბარსას საძმაკაცოს გუნდის მომავალი. კესი რისთვის იყიდა თუ მაინც ბებერ ბუსკეტს ათამაშება???? კესის მთავარი და ყველაზე დიდი პლიუს ზუსტად რაც არის დაუღალავად ცხენივით სირბილი ისე რომ ერთს არ იტყვის დამასვენეთო. მთავბარი პლიუსი ეგ აქვს კესის, ტიპმა შეიძლება ზედიზედ რვა თამაში ითამაშოს და რვავე თამაში 90 წუთი მაგრამ ერთხელაც ვერ შეატყობ დაღლას. სწორედ ეგ არის კესის მთავარი პლიუსი შავი სამუშაოს შესრულება ზედიზედ გადაბმულად რამდენიმე თამაშში დაუღალავად წინ და უკან სირბილი და შავი. ზედიზედ რომ ათი ტამაში ათამაშო და ათივე ოთხმოცდაათი წუთი მაინც არ დაიღლება ტიპი, აი სწორედ ეგ არის კესის მთავარი პლიუსი და ტიპი სატამაშო დრლოს არ აძლევს ეგეთ ფეხბურთელს რომლის მთავარი პლიუსი ზედიზედ რამდენიმე თამაში 90 წუთი დაუღალავდ სირბილი და შავი სამუსაოს შესრულება არის. ეგ დიდი სათამაშო დატვირთვა არის კესის პლიუსი და საერთოდ არ იყენებს ხავი და საერთოდ არ ათამაშებს. ეს მემგონი ბოლოს კიკე სეტიენზე უარესი გამოდგება.

    მართალი ხარ, გუშინ თუნდაც 4 ნახევარმცველით ვცდიდი თამაშს, სერხი რობერტოს მე არ ვთვვლი არც მცველად და არც ნახევარცველად, მაგის მაგივრად ჯობდა კესი გამოეყვანა, მგონია რო უკეთესი იქნებოდა