რა ფენომენია ფრენკი დე იონგი

რა ფენომენია ფრენკი დე იონგი

The Athletic-მა ფრენკი დე იონგს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც გამოჩნდა, რომ მათთან აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს, პირველად ორი წლის წინ დავსვით კითხვა, - "ფრენკი არ თამაშობს თავის პოზიციაზე, მაგრამ.... რა არის მისი პოზიცია?", ორი წლის შემდეგ კი იგივე კითხვას სვამს ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ანალიტიკური სპორტული გამოცემის ჟურნალისტი და ცდილობს, ამ დავიდარაბას ახსნა მოუძებნოს.

ჰოდა, ჩვენც მივყვეთ თანმიმდევრობით.

მაშ ასე, ჯონ მიულერის სტატია, - რა მოვლენაა ფრენკი დე იონგი.

ყველამ იცის, რომ ფრენკი დე იონგი გამორჩეული ტალანტია, თავის თაობაში საუკეთესოს სტატუსი ექნებოდა იმ შემთხვევაში თუ თავის პოზიციაზე ითამაშებდა, მაგრამ, პრობლემაც იმაშია, რომ არავინ იცის, რა არის მისი პოზიცია.

ერიკ ტენ ჰაგმა ფრენკი "აიაქსის" აკადემიიდან დააწინაურა როგორც ცენტრალური მცველი, შემდეგ კი თავისუფალ მოქმედ საყრდენ ნახევარმცველად აქცია. ერნესტო ვალვერდემ თავდაპირველად ბუსკეტსის პოზიციაზე მოსინჯა, მერე კი აღმოაჩინა, რომ უფრო რაკიტიჩის ფუნქციებს ასრულებდა, ვიდრე ბუსკეტსის.  

როდესაც რონალდ კუმანი მოვიდა გუნდში, მან თქვა, რომ დე იონგი საუკეთესოა, როცა ორი საყრდენი ნახევარმცველის პირობებში ერთ-ერთ პოზიციას იკავებს. მცირე ხანში კი ფაქტობრივად მეორე ფორვარდის პოზიციაზე ათამაშა, ხანაც ცენტრალურ მცველად იყენებდა.

მისი ამჟამინდელი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ყველა პოზიციაზე იყენებს, ვნახეთ დაცვაში, ექვსიანზე, რვიანზე, დე იონგი 25 წლის არის და ჯერ კაციშვილმა ვერ გაიგო, რა არის მისი პოზიცია.

ვერ წარიმართა ამ ფეხბურთელის კარიერა ისე, როგორც ელოდნენ, თავის დროზე ახალ კრაიფსა და ბეკენბაუერს ხედავდნენ მასში, ახლა კი გაუგებრობაშია მოყოლილი. ხალხი არ საუბრობს შენზე ასე, თუ ყველასგან განსხვავებული არ ხარ, მაგრამ განსხვავებებსაც თავის განსხვავება აქვს, არის გენიოსის ფაქტორი, ყველასგან გამორჩეულის, მაგალითად ლიონელ მესის, რომლის გამოც მწვრთნელს შეუძლია, ყველაფერი შეცვალოს და ყველაფერი მას მოარგოს, და არის დე იონგის ფენომენი, რომელიც ძალიან განსხვავებულია, ეს კი იმაში ვლინდება, რომ ვერაფერს ერგება და პოტენციალს სრულად ვერ ავლენს.

მოდი, კონკრეტულად განვიხილოთ ეს განსხვავება, მაგალითად - დრო. რა დროს ატარებს დე იონგი ბურთთან.

(აქ ვხედავთ იმის დასტურს, რასაც რამდენიმე წელია, ვწერთ - ფრენკი ზედმეტად დიდხანს იჩერებს ბურთს ფეხში და პასს მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა 100%-ით დარწმუნებულია სიზუსტეში, შესაბამისად, მისი პასი ხიფათის მომტანი იშვიათად არის, ზონებს შორის კი თითქმის საერთოდ არ აკეთებეს პასს. შედარებისთვის, აბსოლუტურად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს ბუსკეტსს, ჩავისა და ინიესტას შორის, ეს ფეხბურთელები იმით გამოირჩეოდნენ, რომ ზონებს შორის უსწრაფესად აკეთებდნენ გადაცემებს და მიუხედავად ამისა, მათი სიზუსტის მაჩვენებელი დე იონგზე ნაკლები არ ყოფილა, ეს კი ძალიან დიდი განსხვავებაა. ავტ.)

ფოტოზე ვხედავთ, რა დროს ატარებენ ფეხბურთელები ბურთთან იქამდე, სანამ მომდევნო ქმედებაზე გადავლენ. კვლევა ჩატარდა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, მოყოლებული 2017-18 წლების სეზონიდან, გამოთვლილია 250 პასის შედეგები, ყველა საყრდენ ნახევარმცველსა და ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის.

შედეგი კი ბევრისმთქმელია, დე იონგი "აიაქსში" ყველაზე დიდ დროს ანდომებდა ერთი ქმედებიდან მეორეზე გადასვლას, მაგალითად, ბურთის მიღებიდან, პასის გაცემამდე. "აიაქსში" ეს მაჩვენებელი საშუალოდ 3.0 წამი იყო, "ბარსელონაში" კი გამომდინარე განსხვავებული სათამაშო სტილიდან, ოდნავ ქვემოთ ჩამოიწია, მეორე საფეხურზე, - საშუალოდ 2.9 წამი. ფოტოზე ვხედავთ, რომ ყველაზე სწრაფად გადაწყვეტილება სისრულეში ჟორჟინიოს მოჰყავს, - 1.8 წამი.

ახლა თავიდან წაიკითხეთ ეს ყველაფერი, გამაგრილებელი სასმელი დალიეთ, რაიმე მიირთვით, მერე დაბრუნდით და ნახავთ, რომ დე იონგი კვლავინდებურად ბურთით იქნება.

ეს გადაჭრით ცუდს, ან კარგს არ ნიშნავს, საქმე იმაშია, მისი გუნდი როგორ თამაშობს, საერთო დინამიკას რამდენად ერგება. "აიაქსში" თუ ეს ძალიან კარგი იყო, "ბარსელონაში" სხვაგვარად არის საქმე. მაგალითად, საშუალოდ 2.9 წამს ანდომებს მომდევნო ქმედებაზე გადასვლას ბერნარდუ სილვა, რომელსაც დე იონგის შემცვლელად მოიაზრებდნენ, იგივე დროა, არაფერი შეცვლილა, მაგრამ "მანჩესტერ სიტიში" ბერნარდუ მეტად პროდუქტიულია და არც მის პოზიციაზე არსებობს თავსატეხი.

ჯოშუა კიმიხი? ერთ-ერთი საუკეთესო მის პოზიციაზე, გვარდიოლას ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი, - 2.8 წამი.

სერხიო ბუსკეტსი? 2.2 - აქ სხვაობა უკვე დიდია. ბუსკეტსი ისე გრძნობს "ბარსას" ტაქტიკაში თავს, როგორც თევზი წყალში, დე იონგი კი ხმელეთზე ფართხალებს, ჰაერი არ ჰყოფნის.

წამზომს არ შეუძლია ხარისხის გაზომვა, მაგრამ სტილზე ნამდვილად შეგიქმნის წარმოდგენას. კუმანის მოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად დე იონგის ათამაშებას ელოდნენ, ნიდერლანდელი კარგად იცნობდა თანამემამულეს და ეროვნულ ნაკრებშიც წვრთნიდა, - "მისი მთავარი ღირსება მოთმინებაა, შემდეგ კი პასი, რომლის მერე ყველა ფიქრობს, ჯანდაბა, მშვენიერი გადაწყვეტილებაა, აი, რა მარტივი შეიძლება იყოს", - ასე ახასიათებდა კუმანი დე იონგს.

ფეხბურთელმა სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან მეტოქეს სურს, რაც შეიძლება სწრაფად წაართვას ბურთი. თუ თქვენ გაქვთ საქმე ფეხბურთელთან, რომელსაც შეყოვნება უყვარს, ამას მხოლოდ სამი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: თამაშობს დაცვაში იმ პოზიციაზე, სადაც ნაკლებად აწუხებენ, თუ მაინცდამაინც მაღალ პრესინგს არ თამაშობს მეტოქე. შეუძლია პრესინგის დაძლევა სივრცის ათვისებით, შეუძლია პრესინგის დაძლევა დრიბლინგით. 

მოდი, პოზიციით დავიწყოთ.

დრო და სივრცე გადამწყვეტია, ამის პოვნა პრესინგის დროს გაცილებით რთულდება, ფრენკი დე იონგი კი იქცევა ისე, როგორც არასდროს მოქცეულა გავი, პედრი ან ბუსკეტსი, ეს ფეხბურთელები თავიანთ სათამაშო ზონას იშვიათად ტოვებენ, დე იონგი კი ბურთის მისაღებად და შეტევის დასაწყებად ხშირად იწევს ცენტრალურ მცველებსა და მარცხენა მცველს შორის, თავის დროზე ეგონათ, რომ ეს ვალვერდეს მიგნება იყო, შემდგომ კი აღმოჩნდა, რომ ეს დე იონგია, ყველა მწვრთნელის ხელში, მხოლოდ ის მოძრაობს ასე.

რა ხდება ამ დროს? დე იონგი იწევს ცენტრალური მცველების ხაზზე, აძლევს მარცხენა მცველს საშუალებას, რაც შეიძლება წინ წავიდეს შეტევაში, თუ მისი მეურვე ბოლომდე გაჰყვა დე იონგს, ცენტრალურ ზონაში თავისუფლდება სივრცე, რაც შეტევის დასაწყებად საუკეთესო ვარიანტია, თუ არავინ გაჰყვა, მაშინ დე იონგი იღებს იმას, რაც სურს, დროს და სივრცეს საუკეთესო ვარიანტის მოსაძებნად.

ფოტოზე ჩანს, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელებს საერთოდ ვერ გაუგიათ, ვინ არის პასუხისმგებელი დე იონგის ამოკეტვაზე, ფრენკის აქვს ბევრი დრო და სივრცე.

სივრცის პოვნა ურთულესი საქმეა, თუმცა, ძლიერი პრესინგის პირობებში სხვა გამოსავლის პოვნა ხდება საჭირო, მაგალითად მეტოქის მოტყუება,  - "მას პრესინგში ვერ მოაქცევთ, ის საჩუქარია", - ამბობდა ერიკ ტენ ჰაგი.

"ბარსას" ნახევარმცველებს განსხვავებული სტილი ჰქონდათ, ბუსკეტსისთვის ბურთი სატყუარაა, ყოველთვის ისეთ მანძილზე აქვს, რომ მეტოქეს ადვილად მოსაპოვებელი ეჩვენება, გრძელი ფეხების ხარჯზე კი სწრაფადვე აქცევს კონტროლ ქვეშ და მეტოქეს პოზიციას აკარგვინებს. ჩავი ერნანდესი ცნობილი იყო თავისი ბრუნით, ისე დასდევდნენ, როგორც ხარები მატადორს, ჩავი კი ბრუნავდა ბურთთან ერთად ისე, სანამ ჩანაფიქრს სისრულეში არ მოიყვანდა.

დე იონგი როგორც წესი, მხოლოდ ერთხელ ცვლის მიმართულებას, აკარგვინებს მეტოქეს წონასწორობას და ცარიელ სივრცეში მიიწევს დრიბლინგით, ეს არ ჰგავს ჩავის ბრუნს, რომელიც ტემპს აბსოლუტურად აკონტროლებს, დე იონგი დრიბლიორია, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ინიესტა, მას სივრცის სწრაფად ათვისება უყვარს, თანაც ბურთთან ერთად, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის მეტად უჩვეულოა.

"ის მოხეტიალე ავანტიურისტია, მუდმივად მოძრაობაშია, როგორც ზვიგენი", - ამბობს ტენ ჰაგი.

ამ ბიჭს ყველაფერი შეუძლია, მაშინ რატომ არ თამაშობს იქ, სადაც ყველაფერი შეუძლია? ამაზე მოკლე პასუხი არის ის, რომ ის, რაც დე იონგისთვის კარგია, არ არის კარგი მისი გუნდისთვის. აქ არის მთავარი შეუთავსებლობა.

მაგალითისთის ავიღოთ ისევ "ნაპოლისთან" მატჩი, სადაც ფრენკიმ საყრდენის პოზიციაზე დაიწყო თამაში. ბურთი ცენტრალურ მცველს აქვს, ჩნდება "მესამეზე პასის" შესაძლებლობა, დე იონგი უნდა დაიძრას პოტენციურ მიმღებზე, ამის ნაცვლად იწევს დაცვაში და ბურთს ართმევს მცველს, იკავებს პოზიციას, სადაც აბსოლუტურად ზედმეტია, იწყებს თავისუფალ სივრცეში დრიბლინგს, ბურთს იჩერებს ოთხი წამით და ვარდება ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც ბოლო პასის გაკეთება აღარ გამოდის.

 

 

 

შეადარეთ ეს ქმედება სერხიო ბუსკეტსის მოქმედებას, რომელიც ფრენკის ნაცვლად გამოვიდა მოედანზე. ის არ ამოკლებს სივრცეს მცველებთან, იკავებს იმ პოზიციას, სადაც ბურთს თავისუფლად მიიღებს, მოტრიალებისთანავე კი ფლანგებსა და შემტევებს ეძლევათ საშუალება, კარგ პოზიციაში გაიხსნან, სერხიოსაც გაცილებით მეტი ვარიანტი აქვს. ამას თამაშის წაკითხვა ჰქვია, ბუსკეტსმა თავიდანვე იცის, რასაც აკეთებს, დე იონგი კი პროცესში ფიქრობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დრიბლინგით მიაქვს ბურთი.

 

 

"ფრენკი სწავლობს უამრავ ტაქტიკურ კონცეფციას, რაც მანამდე არ ესმოდა, - ეს უკვე ჩავი ერნანდესის სიტყვებია, - ის სწავლობს, როგორ იყოს თავისუფალი ნახევარდაცვაში".

"ბარსას" ოთხი სხვადასხვა მწვრთნელი ცდილობდა ფრენკის საყრდენზე გამოყენებას, საბოლოოდ კი ოთხივემ უარი თქვა. (ბოლო მატჩი ფრენკიმ საყრდენზე ჩაატარა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ჩავი მას მუდმივად ამ პოზიციაზე ხედავს, ავტ.)

რა თქვა კუმანმა, როდესაც ორი საყრდენით თამაში გადაწყვიტა, დე იონგს კი შედარებით მარცხნივ მიუჩინა ადგილი? "თავად ფეხბურთელი შეიცვალა", - ექსპერიმენტმა ნახევარი სეზონიც კი ვერ გასტანა.

დე იონგს აქვს უნარები, რომელსაც სწორი მოპყრობის შემთხვევაში საუკეთესოდ აქცევს, მაგრამ თუ გასაღები ვერ მოუძებნეს, მაშინ დიდი ზიანის მომტანია, რადგან ეს არ არის უბრალო ფეხბურთელი, ფრენკის გავლენა მოედანზე ყოველთვის იქნება, ან კარგი, ან ცუდი.

2017-18 წლების სეზონიდან მოყოლებული, დე იონგის "აიაქსსა" და "ბარსელონას" უარესი "მოსალოდნელი გოლის" (Xg) მაჩვენებელი აქვთ, როდესაც მას ამოაქვს ბურთი, ვიდრე მაშინ, როცა ის ამას არ აკეთებს. კიდევ უფრო მძიმდება ვითარება, როცა ის ბურთს კარგავს.

კიდევ ერთი რამ ღირს დასაფიქრებლად.

ეს არის ე.წ On-Off მექანიზმი, რომელიც ზომავს თუ როგორ იცვლება გუნდის თამაში კონკრეტულ სპორტსმენთან ერთად, ან მის გარეშე. როგორც წესი, ამ მექანიზმს კალათბურთსა და ჰოკეიში უფრო იყენებენ, არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც ფეხბურთში ეს კვლევები კარგად არ მუშაობს, თუმცა, შედეგი ბევრ რამეზე დაგაფიქრებს.

მაგალითად, თუ ბოლო ხუთ სეზონს ავიღებთ, აღმოვაჩენთ, რომ არცერთი სეზონი არ ყოფილა, როცა "აიაქსი" და "ბარსა" დე იონგის გარეშე უფრო ცუდად თამაშობდნენ, ვიდრე მასთან ერთად.

ეს ყველაფერი არღვევს იმის რწმენას, რომ არსებობს მოთამაშე, რომელიც სწორი პოზიციის შემთხვევაში სულ სხვაგვარად ათამაშდება, რეალურად, ფრენკის პრობლემა შერჩეული ტაქტიკა, ან, პოზიცია არ არის, ის სრულად ვერ გადრაიქმნება, ის თამაშობს ფეხბურთს, რომელიც არათუ "ბარსელონასთვის", არამედ ძალიან ბევრი ევროპული კლუბისთვის უცხოა.

დრიბლიორი საყრდენი, რომელიც გზა და გზა ფიქრობს, რა იქნება მომდევნო მოქმედება, ეს რაღაც ახალია.

ძალიან დიდხანს შეყოვნებული ბურთი და საკუთარი ზონის მუდმივი მიტოვება. თუ ფრენკის ამის კეთებას აუკრძალავენ, ის საკუთარ თავს დაკარგავს, თუ არ აუკრძალავენ, მაშინ გუნდისთვის სარგებელს ვერ მოიტანს. ყოველ შემთხვევაში იმდენს, რამდენსაც მისგან ელიან.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #27 19 სექტემბერი 2022 16:14
    1
    ციტატა: Ko Ke
    Ფრენკი დე იონგმა თვითონ უნდა ააწყოს ისეთი გუნდი რაც საშუალებას მისცემს ის აკეთოს რაც გამოსდის😂😂

    და 9 ფეხბურთელიც თავისნაირი მოაგროვოს.
    Culé [?]
    #26 19 სექტემბერი 2022 01:18
    1
    ციტატა: Bakero
    კვარამ პირველ ტაიმში ჯერ კიაერს მოუდღნა დამბადებელი ყვითელი აკიდა მერე მილანის საუკეთესო მცველი კალაბრია დასვა ყვითელზე (ორი ხელით ზახვატი გაუკეთა კვარას) და მეორე ტაიმში გამოუყვანეს კვარას დესტი ! და ეგრევე გამოისვა ტრაკში პენალტი გააკეთა კვარამ და პოლიტანომ შეაგდო

    კაი დაიწყნარე ნერვები
    კვარას მეც ვგულშემატკივრობ,მაგრამ დღეს მასეთი გადასარევი ღამეც არ გაუკეთებია
    ჩვეულებრივ ითამაშა რასაც ყველა აკეთებს ყოველ თამაშში ,ჯერ კიდე აქ ბევრი გასაკეთებელი და სამუშაო
    ამიტო ჯერ დაველოდოთ რამოხდება...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #25 19 სექტემბერი 2022 00:07
    2
    რეალის სასტარტო 11-დან 6 ზანგია. მეგონა მოზამბიკის გუნდი იდგა ჩემ წინ. 😲
    Culé [?]
    #24 19 სექტემბერი 2022 00:02
    5
    კვარამ პირველ ტაიმში ჯერ კიაერს მოუდღნა დამბადებელი ყვითელი აკიდა მერე მილანის საუკეთესო მცველი კალაბრია დასვა ყვითელზე (ორი ხელით ზახვატი გაუკეთა კვარას) და მეორე ტაიმში გამოუყვანეს კვარას დესტი ! და ეგრევე გამოისვა ტრაკში პენალტი გააკეთა კვარამ და პოლიტანომ შეაგდო
    Culé [?]
    #23 19 სექტემბერი 2022 00:00
    4
    დესტი მილანშიც დესტია <3
    --------------------
    #infinit8iniesta
    წევრი [?]
    #22 18 სექტემბერი 2022 23:54
    5
    წელს ვატყობ ბოლო ტურამდე იქნება ბრძოლა ბარსა რეალში.აბა ეს ატლეტიკო არაფრის მაქნისია ამ სეზონში ისევე როგორც სევილია.
    Culé [?]
    #21 18 სექტემბერი 2022 23:41
    6
    ამ ატლეტიკოს ყველაფერი მოვ%ან, არაფერში რომ არ ვარგა
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    Culé [?]
    #20 18 სექტემბერი 2022 23:33
    2
    ციტატა: basa7
    მილანი ნაპოლის ვინ აჩვენებს

    სეტანტა სპორტ 1
    Culé [?]
    #19 18 სექტემბერი 2022 22:44
    2
    მილანი ნაპოლის ვინ აჩვენებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 18 სექტემბერი 2022 22:42
    1
    მე ეგრე მგონია რომ ბარსას სტილის საყრდენი არაა, 2 საყრდენიან სქენაში ჩაჯდება მაგრამ არა 4-3-3 ში, წინაზე კი კესიესთან ერთად რომ ითამაშა საკმაოდ კარგი იყო მაგრამ ელჩესთან და კაცნაკლულთან
    Culé [?]
    #17 18 სექტემბერი 2022 22:26
    6
    რაკიტიჩი გვყავდა და არაფრად მოგვწონდა ჩვენი ლეგენდარული ტრიოს ფონზე და ეს ფენომენი რაკეტას გამონაცვალი ნიფხვის, ცალი ტოტის ფასიც არაა ჯერჯერობით და არც მომავალში უჩანს რაიმე განსაკუთრებული..
    ფანი [?]
    #16 18 სექტემბერი 2022 22:23
    1
    Ფრენკი დე იონგმა თვითონ უნდა ააწყოს ისეთი გუნდი რაც საშუალებას მისცემს ის აკეთოს რაც გამოსდის😂😂
    Culé [?]
    #15 18 სექტემბერი 2022 22:22
    1
    ციტატა: rivaldo80
    რაკიტიჩამდე ძალიან ბევრი უკლია.ფრენკი ვერასდროს გახდება საყრდენი ამოდის ძალიან ზევით კარგავს თავის პოზიციას მაშინ უნდა იყოს მეორე საყრდენი რომელიც მის უკან იქნება მუდამ.ბარსას საყრდენი უნდა ფლობდეს ზე პასის კულტურას და რითმის შეგრძნებას სხვათაშორიც რაც პედრის აქვს.ფრენკი უნდა გახდეს სუფთა ნახევარმცველი უნდა იმუშაოს მაგაზე ნაკრებშიც უნდა იცვალოს პოზიცია.მინუსი უჭირს გამუდმებით პრესინგი და ბრძოლაში შესვლა.

    ძალიან ზემოთ კი ა ამოდის, ჯერ ჩადის ძალიან ქვევით და მერე ცდილობს ძალიან ზემოთ ამოსვლას. ამას ვწერ რამდენი ხანია, უფრო ქვემოდან თამაშობს ვიდრე ბუსკკეტსი. როცა იქ დააყენეს სადაც ბუსკეტსი დგას და სრაფად მოქმედება მოთხოვეს დაიკარგა, ძალიან კარგად აქვს აღწერილი ზემოთ მისი მთავარი პრობლემა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 18 სექტემბერი 2022 22:15
    1
    შემდეგ წელს მაღალი დონის მარჯვენა მცველი და მაღალი დონის ვინგერი თუ არ ვიყიდეთ ასევე სერიოზული ჩამშლელი(თუ დე იონგი არ მოვიდა აზრზე, ან ნიკო თუ ვერ განვითარდა) ლიგაზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002
    გულშემატკივარი [?]
    #13 18 სექტემბერი 2022 22:14
    7
    რაკიტიჩის და ფრენკის შედარება არ შეიძლება. რაკეტა ლეგენდაა და რაღაც ისეთი აქვს რაც სხვას არა
    --------------------
    ”Everybody believes in something... Most of all, we should believe in ourselves.” — Novak Djokovic
    Culé [?]
    #12 18 სექტემბერი 2022 21:43
    4
    დეიონგი მგონია რო არაა ბარსას სტილის ნახევარმცველი და შეცდომა იყო მისი ყიდვა ისევე როგორც კოუტინიოსი და გრიზმანის.ეს ზემოთ ხსენებული 3ვე ფეხბურთელი არცერთი არჯდება 4 3 3 ტაქტიკაში. გრიზმანი არის
    ცენტრალური ფორვარდის უკან მოთამაშე თავდამსხმელი ხოლო კოუტინიო არც რვიანია და არც ვინგერი სუფთა ათიანია
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    გულშემატკივარი [?]
    #11 18 სექტემბერი 2022 21:34
    2
    დეიონგი იცით როგორი სტილის საყრდენია წინ უყვარს ამოსვლა და ბურთის ამოტანა ამ დროს კი მას 4-3-3 ტაქტიკაში ის 2 ნახევარმცველი უნდა აზღვევდეს,პედრი და გავი კი ასეთი სტილის ნახ.მცველები არ არიან აიაქსში კარგად იმიტომ თამაშობდა რომ ის ორი ნახ. მცველი აზღვევდა აქ კი დეიონგის კარგი თამაშის გამო პედრის და გავის ის დაავალო რაც მათი საქმე არაა არ გამოვა.ამიტომ სჯობს დეიონგმა ან ბუსივით საყრდენზე დარჩენა ისწავლოს ან ასე არ გამოვა

    ციტატა: barcaforever
    ზოგადად არ ვიყავი ფრენკის გაშვების წინააღმდეგი, მარა რეალურად საკმაოდ დადებითი ფაქტია ასეთი ნახევარმცველის სკამზე ყოფნა. ხანდახან რომ შემოდის გუნდი უკეთესადაც კი გამოიყურება. აქვს თავისი მინუსები, მარა ბევრი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის. ტენ ჰააგი ტყუილად არ იხდიდა ამაში 80 მილიონს, იმედია ბუსკეცს ჩაანაცვლებს მომავალ წელს სრულფასოვნად

    ეგრე ტენჰაგი ბევრ აიაქსელში იხდიდა დიდ ფულს და ბევრი აიაქსელი სურდა,ეგრე კუმანისთვის რომ მიგეცა ნება 5 ფეხბურთელი მოიყვანეო ნებისმიერ ფასში ყველას ჰოლანდიელს მოიყვანდა.ზოგადად მევასება ტენჰაგი მაგრამ არ მომწონს როცა მწვრთნელი ყველა თავის თანამემამულეს ან ყოფილ გუნდელებს ითხოვს .
    გულშემატკივარი [?]
    #10 18 სექტემბერი 2022 21:25
    3
    ზოგადად არ ვიყავი ფრენკის გაშვების წინააღმდეგი, მარა რეალურად საკმაოდ დადებითი ფაქტია ასეთი ნახევარმცველის სკამზე ყოფნა. ხანდახან რომ შემოდის გუნდი უკეთესადაც კი გამოიყურება. აქვს თავისი მინუსები, მარა ბევრი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის. ტენ ჰააგი ტყუილად არ იხდიდა ამაში 80 მილიონს, იმედია ბუსკეცს ჩაანაცვლებს მომავალ წელს სრულფასოვნად
    ფანი [?]
    #9 18 სექტემბერი 2022 21:16
    4
    "როცა ორი საყრდენი ნახევარმცველის პირობებში ერთ-ერთ პოზიციას იკავებს" - აი ეს არის მისი პოზიცია. საქმე იმაშია, რიმ ჰოლანდიელების საყვარელი ტაქტიკა არის 3-5-2. სწორედ ამ ტაქტიკით თამაშობდა ტენ ჰაგი და დე იონგიც კარგი იყო, წინ წსვლის დროს მეორე ნახავარმცველი აზღვევდა. გადმოვიდა ბარსაში, რომელც 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს და დაიბნა. ერთი საყრდენი და თანაც ბუსკეტსი. გაიხსენეთ, როგორც კი კუმანმა შემოიღო ბარსაში 3-5-2 ტაქტიკა, დე იონგი გააქტიურდა და კარგად გამოჩნდა, მაგრამ გუნდი ვერ შეეწყო ამ ტაქტიკას და დასუსტდა. დაცვაში რომ ათმაშებდა, ეს ნაძალადევი ფორმა იყო, შეშები ყავდა დაცვაში. არ ითქმება დე იონგზე, რომ არ ვარგა. კარგია, მაგრამ არასტაბილური. დღეს შეიძლება კარგი იყოს, ხვალ კი შეცდოები დაუშვას. მაგრამ მთავარი მისი პრობლემა ის არის, რომ ბოლომდე ვერ შეეწყო ბარსას სტილს. როგორიც დააპროგრამეს ჰოლანდიაში, ასეთივეა ეხლაც, ვერ გადაეწყო. როგორც გინდა იყოს, დღეს, გუნდის წევრებს შორის ყველაზე შესაფერისი კანდიდატია ბუსკეტსის შესაცვლელად
    გულშემატკივარი [?]
    #8 18 სექტემბერი 2022 21:12
    2
    ზუსტად ეს დავწერე წინაზე. ზოგადად ნახევარმცველზე, გარდა საყრდენისა, ისეთი წარმოდგენა მაქ, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი პასი. დე იონგის თამაში როცა ვნახე გაოგნებული ვიყავი, რადგან ასეთი ნახევარმცველი, რომელიც შეტევაში პროდუქტიულია და თან პასი და დარტყმა არ აქვს, პირველად ვნახე. დე იონგი ძალიან პროდუქტიულია მაშინ, როცა გუნდს მოკლე პასებით ბურთი ვერ ამოაქვს. იმედი მაქვს ჩავი რამეს მოუფიქრებს.
    --------------------
    •Barca forever•