ბაიერნი VS ბარსა (ვიდეოანალიზი)

ბაიერნი VS ბარსა (ვიდეოანალიზი)

ჯგუფური ეტაპის ცენტრალური მატჩი შედგა და "ბარსა" დამარცხდა. ძალიან მაღალი დონის მატჩი ვიხილეთ, სადაც "ბაიერნმა" გამოიყენა მომენტები, "ბარსამ" ვერა, თამაშის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ლევანდოვსკი ასეთ მომენტებს გააფუჭებდა, მატჩი კი ნამდვილად კარგი გამოვიდა. 

ჰოდა, მივყვეთ თანმიმდევრობით. 

პრესინგი

დავიწყოთ "ბარსას" პრესინგით და ურთიერთშეტევებით, დასამალი არავისთვის არის, რომ ჩავის "ბარსელონა" თავდაცვის დროს 4-4-2-ზე ეწყობა და პირველ ხაზზე ლევანდოვსკისთან ერთად გავი თამაშობს პრესინგს, ყოველთვის გავი და არასდროს პედრი. რა თქმა უნდა, აქვს ამას თავის მიზეზი, ართმევაზე და დასწრებაზე ბევრად უკეთესია. გავიმ მშვენიერი პრესინგი გვაჩვენა, აი, გუნდური თვალსაზრისით ხან გამოვიდა ეს საქმე, ხანაც ვერა. "ბაიერნმა" მეტწილად დაძლია "ბარსას" ეშელონები.

იყო შემთხვევები, როცა მოპოვებულ ბურთს მალევე ვკარგავდით, და იყო შემთხვევები, როცა პრესინგის დროს მეტოქეს გრძელი პასის გაკეთების დროს აძლევდნენ, რაც დაუშვებელია.

ზანეს ფაქტორი

მოგვწონს ის, რომ "ბარსა" მეტოქის ნახევარზევე ცდილობს ბურთის მოპოვებას, მაგრამ ასეთ გუნდებთან რისკი ყოველთვის დიდია, "ბაიერნის" მცველებს რამის მოფიქრება არც კი სჭირდებათ, უკვე იციან, რომ მარჯვენა ფლანგზე მოედნის ცენტრის ხაზთან ჩაირბენს ლეროი ზანე, ფეხის მოქნევა და ამ სივრცეში ბურთის გადაგდება ერთია, რაც არ უნდა სწრაფი და აგრესიული პრესინგი ითამაშო, ამ პასის გაკეთებას მაინც ყველა შეძლებს. ზანე კი გარბის, მაგრად გარბის.

ბუსკეტსის ზონა

გამომდინარე იქიდან, რომ მაღლა აწეული დაცვით ვითამაშეთ. წინ იყო ბუსკეტსიც, მისი ზონა კი ცარიელი რჩებოდა, თუმცა, ვიდეოში ნახავთ მომენტებს, სადაც ცენტრალურ მცველებს შორის ავსებს სივრცეს, მიულერს მიჰყვება, მის უკან კი სიცარიელეა, ხან ზაბიცერმა, ხან გორეცკამ, ხანაც მუსიალამ დაარტყა, როგორ გადავრჩით, არ ვიცი, მაგრამ გადავრჩით.

კონტრშეტევები

ორივე გუნდი ძალიან სწრაფად გადადიოდა დაცვიდან შეტევაში, "ბარსა" ხან რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა, ხან თანაბრად უტევდა "ბაიერნის" მცველებს, გადაწყვეტილებებიც სწორი იყო, პასებიც ზუსტი, აი, დამაგვირგვინებელ ფაზაში არაფერი გამოვიდა, არადა, საუკეთესო ფინიშერი გვყავს. 

ასე ვერ გაგრძელდება, თამაშიდან ჩანს, რომ ფეხბურთელები ჯერ კარგად არ იცნობენ ერთმანეთის შესაძლებლობებს, "ბარსა" სწრაფად პროგრესირებადი გუნდია. წინ მხოლოდ კარგი მატჩები გველის.

ძველი ბარსა

რა სჯობს ამის ყურებას, კომბინაციებს ისე ათამაშებენ, რომ მესამეზე პასიც კი აღარ არის საჭირო. მეტწილად გავი აკეთებდა ამ საქმეს, ზუსტი და დროული შერბენების წყალობით მეტოქის მცველების ყურადღებას იქცევდა და თანაგუნდელს ხელსაყრელ პოზიციაში ტოვებდა. ეტო'ო-რონალდინიო-ლარსონის კომბინაცია გამახსენა "სან სიროზე", მაშინ რონიმ ისე ჩაირბინა, ნესტა პირდაღებული დატოვა, მას გაჰყოლოდა თუ ლარსონს, ვერ გაიგო, სამწუხაროდ შვედმა ვერ გამოიყენა, ეს ფრაგმენტი კი ვიდეოში ჩავსვი. "ბარსა" იდენტობას იბრუნებს. 

რაც შეეხება პედრის მომენტს, აქ ვხედავთ დე იონგის ჩვეულ შერბენას საჯარიმოში, მაგრამ ალონსო აიგნორებს, მერე კი პედრი და ლევანდოვსკი რაღაც ისეთს შვრებიან, რასაც რივალდო და კლუივერტი აკეთებდნენ, თუ ამ კომბინაციას ოდესმე გოლად აქცევენ, მერე არქივსაც ამოვყრი.

გოლები

არ დაგიმალავთ და ბევრი ვიცინე. ბუსკეტსი მიდის ალონსოსთან და ყურში რაღაცას ეუბნება, სანამ კიმიხი ჩააწვდის უკვე ხელითაც ანიშნებს რაღაცას, სავარაუდოდ ყურადღებით იყავიო, ეუბნება, აბა უთო დაგრჩა ჩართულიო, ხომ არ ეტყოდა.. 

გადის რამდენიმე წამი და გოლი გადის, ბუსკეტსი კი გაოგნებული უყურებს ალონსოს. ძალიან სასაცილოა. მარკოს მაპატიე. 

მეორე გოლი კი ზანეს მასტერკლასია. ყველა გარემარბი აუტის ხაზისკენ აკეთებს ჩარბენას, ზანემ კი სივრცე დაინახა თუ არა, ცენტრში შეირბინა და მისი გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ამ გოლში ალონსოს ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის, ის ზანეს პერსონალური მეურვე არ ყოფილა, რომ გადევნებოდა, უბრალოდ ცენტრალური ზონა ჩავარდა.

აი, ასეა საქმე. ნამდვილად კარგი მატჩი იყო, "ბაიერნს" არაფერში ჩამოვრჩებოდით, უბრალოდ ლევანდოვსკიმ აღარ უნდა დაგვაღალატოს. "ინტერთან" გამოსწორების შანსი ექნება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 17 სექტემბერი 2022 12:45
    0
    Გინდა ლაივში უყურე გინდა მიმოხილვას მაინც ჩვენ დავიმსახურეთ მოგება...
    მწერალი [?]
    #9 17 სექტემბერი 2022 01:04
    0
    Chico,
    იხსნება ყველგან :/
    გულშემატკივარი [?]
    #8 16 სექტემბერი 2022 23:43
    0
    ნამდვილად კარგი მიმხილვაა, მაგრამ გამაგებინეთ ერთი, ვიდეობი მარტო ჩემთან არ იხსნება თუ სხვებსაც აქვს ეს პრობლემა? თანაც პირველი შემთხვევა არ არის....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 სექტემბერი 2022 15:21
    1
    ციტატა: vato
    ავტორო დიდი მადლობა განხილვისთვის და თითქმის ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ პირველი გოლისას კი ბატონო ალონსომ დაუშვა შეცდომა და კაცი გაექცა, მაგრამ შტეგენმაც დაუშვა შეცდომა, ბურთი მასთან ხალიან ახლოს დაეშვა და დააგვიანა გამოსვლა. სრულიად დარწმუნებილი ვარ ნოიერი მაგ ბურთს არ დაარტყმევინებდა.

    სამაგიეროდ საჯაროდ მოიხადა ბოდიში და დაგვპირდა რო ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებდა.
    Culé [?]
    #6 16 სექტემბერი 2022 12:22
    1
    angry შევიძენ ორ ნაღმს - ერთით ბაიერნის სტადიონი უნდა ავაფეთქო, მეორეთი პუტინის ბოსელი კრემლი!!!
    ფასზე არ შეგევაჭრებით!!!
    angry angry angry grin grin
    ფანი [?]
    #5 16 სექტემბერი 2022 11:55
    0
    უბრალოდ ბურთს არუნდოდა ჩვენი მოწინააღმდეგის კარსი შესვლა smile
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    Culé [?]
    #4 16 სექტემბერი 2022 11:52
    1
    მადლობა ავტორს
    გულშემატკივარი [?]
    #3 16 სექტემბერი 2022 11:34
    1
    ციტატა: vato
    ავტორო დიდი მადლობა განხილვისთვის და თითქმის ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ პირველი გოლისას კი ბატონო ალონსომ დაუშვა შეცდომა და კაცი გაექცა, მაგრამ შტეგენმაც დაუშვა შეცდომა, ბურთი მასთან ხალიან ახლოს დაეშვა და დააგვიანა გამოსვლა. სრულიად დარწმუნებილი ვარ ნოიერი მაგ ბურთს არ დაარტყმევინებდა.

    ნურას უკაცრავად !! რა ცილს წამებთ ბატონო ალონსოს?!!!აბა დაარიფლეეთ მომენტი და გულისყურით უყურეთ როგორ უდგას უკან და მიაცილებს თითქოს ცოლი ქმარს აცილებს 😂😂😂
    მწერალი [?]
    #2 16 სექტემბერი 2022 11:25
    2
    vato,
    მართალია. შეეძლო ბურთზე თამაში.
    ახალბედა [?]
    #1 16 სექტემბერი 2022 11:23
    2
    ავტორო დიდი მადლობა განხილვისთვის და თითქმის ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ პირველი გოლისას კი ბატონო ალონსომ დაუშვა შეცდომა და კაცი გაექცა, მაგრამ შტეგენმაც დაუშვა შეცდომა, ბურთი მასთან ხალიან ახლოს დაეშვა და დააგვიანა გამოსვლა. სრულიად დარწმუნებილი ვარ ნოიერი მაგ ბურთს არ დაარტყმევინებდა.