მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი პირველი - მიუნხენი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი პირველი - მიუნხენი

 საიდან დავიწყოთ? ნარდის ყომარით დავიწყოთ, კაი ჭაჭაც ჰქონიათ იქვე, ცხელ-ცხელი შოთებიც, ყველი ძალზედ გემრიელი, თითქოს მდინარეშიც უნდა ჰქონოდათ ფეხები მიშვებული, მაგრამ ბედის უკუღმართობით VAR-ის კაბინაში აღმოჩდნენ. 

შეცდომას ყველა უშვებს, მთავარი არბიტრისთვის მიპატიებია, მაგრამ ის დამკვირვებელი ხალხი რას აკეთებდა ჩემთვის გაუგებარია. როგორც მინიმუმ მონიტორთან უნდა მიეხმოთ მთავარი დამნაშავე. აქ მხოლოდ ორი გზა შეიძლება იყოს, ან მთავარ არბიტრს ვერ გაუბედეს თქმა, შეგეშალა ძმაო და თავიდან ნახე ეგ ამბავიო, ან ნარდს ყომარობდნენ. 

მე ნარდისკენ ვიხრები. 

დემბელე კიდე ეგდო. გაგორდა კამათელივით. 

დიდად ჭკუის სასწავლი მატჩი გამოდგა. რომ უნდა გაგზარდოს ისეთი. "ბაიერნს“ მადლობა კარგი თამაშისა და კარგი გაკვეთილისთვის, ჩვენ საკუთარ შეცდომებს მივყვეთ და მეორე თავისთვის მოვემზადოთ, ეჭვი მაქვს, "კამპ ნოუზე" უეჭველად მოსაგები გვექნება. 

ძირითადი შემადგენლობა

დავიწყოთ მოულოდნელით, მეც, და აბსოლუტურად ყველა გამოცემა ვარაუდობდა ერიკ გარსიას მოედნის ცენტრში, გამომდინარე იქიდან, რომ კარგ ფორმაშია და აქამდე კრისტენსენზე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩავიმ სხვაგვარად განსაჯა, უფრო მაღალი, აგრესიული და ბრძოლაში გაწაფული კაცი ამჯობინა, რაღაც მხრივ მესმის მისი. „ბაიერნი“ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ჩავიმ ჩათვალა, რომ გარსია დაიჩაგრებოდა.

მეორე სართულზე ორთაბრძოლებში ასე თუ ისე გავთანაბრდით, მაგრამ რა დავკარგეთ? დავკარგეთ კარგი პირველი პასი. არც არაუხოს და არც კრისტენსენს ეს კომპონენტი დახვეწილი არ აქვთ, მხოლოდ გრძელი მაღალი პასია მათ არსენალში და ეგეც ხშირად უზუსტო, ამიტომ ბურთის ამოტანა მაგრად გაჭირდა.

არ ვიცით რა მოხდებოდა გარსიას დაყენების შემთხვევაში, მაგრამ ლოგიკა გასაგებია.

გადავიდეთ იმ პოზიციაზე, რომელსაც ჩვენც და სხვა გამოცემებმაც კითხვის ნიშანი დაუსვეს, - ვინ დაიკავებს მარცხენა ფლანგს? ვარიანტი სამი იყო, რეალურად ორი. ჩავი, რა თქმა უნდა, არ დააყენებდა ფეხბურთელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გაშვებას უპირებდა. ალბა გამოვრიცხეთ. დარჩა ბალდე და მარკოს ალონსო. ერთი მხრივ ახალგაზრდა, სწრაფი მარცხენა მცველი, მეორე მხრივ ბევრად გამოცდილი და ბევრად ათლეტური, ნული ადაპტირებით ახალ კლუბთან. 

აქაც იგივე სურათი გვაქვს, „ბაიერნთან“ უფრო ათლეტური მცველი იყო საჭირო და მიუხედავად იმისა, რომ ალონსო სულ მცირე ხნის გადმოსულია, ადგილი მას ერგო. რაღა დაგიმალოთ და მეც მგონია, რომ ასე სჯობდა, მიუხედავად ყველაფრისა. 

ალონსოს შემთხვევაში პირველი რაც გაგვახსენდება შეცდომაა, რომელსაც გოლი მოჰყვა, მეორე გოლიც მისი ფლანგიდან დაიწყო, თუმცა, ცენტრალური მცველებისა და ნახევარმცველების შეცდომა უფრო იყო, ვიდეოანალიზისას კარგად გამოჩნდება. კუთხურის დროს, ერთმა „ბარსელონელმა“ ალონსო გააფრთხილა ყურადღებით იყავიო და მაინც დაკარგა კონცენტრაცია. ესეც კარგი გასარჩევი იქნება.

შეტევაში ჰქონდა ზუსტი პასები, კარგი ჩაწოდებები, საერთოდ კარგი მარცხენა აქვს, საერთო ჯამში კი იმან იჩინა თავი, რაც თავიდანვე თვალსაჩინო იყო, ჯერ გუნდთან ადაპტირება აკლია. მიუხედავად ამისა, ჩემთვის კითხვა აღარ დარჩა, - ალონსო ძირითადის ფეხბურთელია. 

ვთქვათ კიდევ ერთხელ, სანამ დაცვაზე გვაქვს საუბარი, - კუნდე არ არის მარჯვენა მცველი. ეს მატჩი მას უნდა დაეწყო, ახლა ასე სჯობდა, აი, სეზონის მიმდინარეობისას უნდა გვქონდეს იმედი, რომ ბელერინი გაამართლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჭირდება დიდი წარმატების მიღწევა, კუნდე მხოლოდ ორჯერ თუ ჩაერთო შეტევაში, რაც ძალიან ცოტაა.

პირველი ტაიმი

კარგი იყო. გოლი რომ შეგვეგდო ძალიან კარგიც იქნებოდა. ყველაფერი რიგზე იყო, გარდა დამაგვირგვინებელი ფაზისა. აბა რას ვიფიქრებდით, რომ ლევანდოვსკი სამ რეალურ მომენტს გაუშვებდა ხელიდან?! სამიდან ერთი კი 100%-იანი იყო, კარგი კომბინაციის შედეგად 8-9 მეტრში დარჩა კართან, ისე აიგდო ბურთი როგორც თავად სურდა, საბოლოოდ კი გადააცილა.

დემბელემ დაიწყო ძალიან მაგარი დრიბლინგით და გავიმ გააგრძელა ზუსტი და დროული პასით, ლევანდოვსკიმ კი ააცილა. ბოლო იყოს. უკანასკნელი!

ხდება ხოლმე ასე. როცა შენს წინ ის კაცია, ვინც რვა წლის განმავლობაში შენივე ღირსებას იცავდა.

ეჭვიც არ მეპარება, რომ ამან ითამაშა თავისი როლი, სხვა შემთხვევაში ცხრიანში მოარტყამდა.

მეორედ ნოიერმა აჯობა, მესამედ კი დააგვიანა და მცველმა დაასწრო. არადა, ერთი შეხებითაც შეეძლო დარტყმა. პედრის პასი იდეალური იყო. 

ასეთ მატჩებში რას ნიშნავს მომენტის გამოყენება ამაზე ბევრს აღარ დავწერ. ისედაც ყველაფერი ნათელია. როცა ამდენი მომენტი გამოუყენებელი დარჩა და თერთმეტმეტრიანიც ვერ მივიღეთ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ დავისჯებოდით. საფეხბურთო ლოგიკა ასეთია, და ის ძველისძველი წესიც ეგრე იკითხება.

შანსი ჰქონდა პედრისაც, ჩვეული პაუზით ჩამოიტოვა მეტოქე და ნოიერმა აჯობა, ვერ ვიტყვი, რომ სასწაული ბურთი აიღო, უკეთაც შეიძლებოდა დარტყმა. პედრი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ეს პაუზები, რომელიც მის გონებაში იკითხება საოცარი სანახავია, ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება!

გავი კი ცოფიანი ძაღლივით დარბოდა მთელი ტაიმი, გაუჩერებლად, ყველა ბურთზე პიტბულივით მიდიოდა, ძალიან მშრომელი ბიჭია, ბურთთანაც გადასარევი ურთიერთობა აქვს, საერთოდ არ ვარ მისით უკმაყოფილო, ალბათ შეტევაში კიდევ უფრო მეტი მოეთხოვება, მაგრამ ასეთ მეტოქესთან ღირსეულად ითამაშა.

პირველ ტაიმში კარგი იყო ბუსკეტსიც, ჰქონდა ერთი-ორი მძიმე დაკარგვა, მაგრამ ართმევა უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, ზედიზედ ორჯერ ლეროი ზანე არ გაახარა. აი, მეორე ტაიმში მისი ზონა გახიეს. წლების ამბავია. ვეღარ ასწრებდა. გონებით კი იცოდა სადაც უნდა მდგარიყო, მაგრამ ფეხები დაბერდნენ.

ასე გადავიდეთ ცუდი ნაწილისკენ.

მეორე ტაიმი

ჯერ გარემარბებზე ვთქვათ, აბა, როგორი გარემარბი ხარ თუ მოტყუებაზე და გამწვავებაზე არ წახვედი, მაგრამ, ჩვენები ძალიან ხშირად კარგავენ ბურთს, რაც „ბარსასთვის“ უჩვეულოდ ცუდი ამბავია, განსაკუთრებით ჩავისთვის. ამდენი წუნი არ შეიძლება. შეტევაში არ ხარ გადასული რომ უკვე თავის დაცვა გიწევს. ვინ გაუძლებს ასეთ ტემპს?!

დემბელეს წინა წლებთან შედარებით ბევრად მომატებული აქვს სიზუსტე, თამაშიც უკეთესად ესმის, მაგრამ წუნი მაინც ბევრი აქვს. მხოლოდ ერთ დრიბლინგს მოჰყვა ღირებული მომენტი, რაფინიას კი სახიფათო გარღვევები საერთოდ არ ჰქონია, კარისკენ დარტყმები უკეთესი იყო, თუმცა, ორივე მცირე მანძილით ასცდა. კმაყოფილები ვერ ვიქნებით. 

მათ ნაცვლად შემოსულებმა კიდევ უფრო ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს და ისევ იგივეს ვიტყვი, ფერანსა და ფატის, ამ ეტაპზე დეპაი ჯობია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ უფრო მოტივირებულია, უფრო მეტად უნდა მოგება, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

რეალურად, სადღაც 10 წუთიანი ჩავარდნა იყო, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. მერე კი დიდი ბრძოლაც ვერ ვაჩვენეთ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გორეცკას გამოსვლა, რამაც "ბაიერნს" მეტი აგრესია და სიმძლავრე შესძინა. პირველი ტაიმში ცენტრში თანაბარი ბრძოლა იყო, მეორეში გორეცკამ "ბაიერნს" შესძინა უპირატესობა.

მხოლოდ ერთი ოქროს მომენტი იყო, პედრისა და ლევანდოვსკის ჯინგა, გაბითურებული დაცვა და ხელიდან გაშვებული შანსი. საცოდაობაა რომ ეს გოლი არ გავიდა. პედრის ანგარიშს კიდევ ერთი შედევრი შეემატებოდა. „ბარსას“ ისტორიაში კიდევ ერთი გენიალური კომბინაცია დაიხატებოდა. 

არ გამოვიდა. სწორედ აქ დამთავრდა მატჩი. აქ დაისვა წერტილი.

ფრენკი დე იონგი ვნახეთ ჯერ რვიანზე, მერე საყრდენზე. ფრენკის ვრცელ სტატიას მივუძღვნით, მანამდე კი ვიდეოანალიზი გვექნება, სადაც შეცდომებსაც დეტალურად განვიხილავთ.

წინ „ელჩე“ და „მალიორკაა“, მოვემზადებით ორმატჩიანი ბრძოლისთვის მილანის „ინტერთან“. მეტწილად აქ გადაწყდება ვინ გავა შემდეგ ეტაპზე. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 14 სექტემბერი 2022 14:36
    2
    ციტატა: riva
    არაუშავს ტრაგედია არაა. მთავარია ცუდი თამაში არ გვქონია. უბრალოდ ზოგჯერ არის რომ ბურთი უბრალოდ არ გადის. პლიუს პენალტი...

    მთავარია კლუბი სწორ გზაზეა. პირველ ტაიმში ძალიან დავჩაგრეთ ბაიერნი. ფაქტიურად 2 მომენტი ქონდათ და ორივე გაგვიტანეს. ამ ეტაპზე კლასით აღგვემატებიან ან ცივსისხლიანობით.

    ამ გუნდს პოტენციალი აქვს და მჯერა მისი

    ცოტა მოთმინებაა საჭირო და წინასწარ თავის ქებას გადავეჩვიოთ, გავუკეთეთ გერმანული სარდელი გერმანელებს?
    ახლა რო ვინმე შემოვიდეს ბაიერნის ფანი და გვითხრას თქვენ კი არა ჩვენ გაგიკეთეთო რა უნდა ვუპასუხოთ?
    მეტოქის პატივისცემა ვისწავლოთ და გუნდს უკეთესი თამაშები ვუსურვოთ.
    გულშემატკივარი [?]
    #12 14 სექტემბერი 2022 14:33
    1
    ერთადერთი მინუსი გუშინდელ თამაშში იყო ლევანდოვსკი, უშეცომოდ და იდეალურად ვერავინ თამაშობს, ზუსტად ამიტომ უნდა გაიტანო მეტოქეზე მეტი. მესმის პედრიმ რო ვერ გაიტანა, გამოცდილება კიდე დაუგროვდება და ბარსელონას 10-12 ძალიან მაგარ წელს აჩუქებს, აი ბატონი ლევანდოვსკი კარიერის პიკში ესეთი თამაშებისთვის გადმოიყვანეს ზუსტად და პირველივეში ჩაიჯვა! ყველა თამაშში მწვრთნელი გეგონება იმდენ მითითებებს იძლევა, გუშინ სად იყო? რა მომენტები გააფუჭა?! მინიმუმ ერთი უნდა გაეტანა. მსაჯმა რაც ქნა ეს უკვე ყველანაირ ზღვარს ცდება,რისთვის დაამატეს ეს ვიდეორეფერი თუ მაშინ არ ერთვება როცა საჭიროა.
    მოკლედ სწორ გზაზე ვდგავართ და დალაგდებიან, უბრალოდ ხავიმ ცოტა პროფესორობას მოუკლოს და მკვდრეთით აღმდგარ დემბელეს პოზიციას ნუ უცვლის სანამ ისევ ფეხბურთზე აიცრუა გული. ცუდ დემბელეს მარცხნივ ჯობია ცუდი რაფინია იყოს და ამან მარჯვენა მხარეს იფრინოს.
    გულშემატკივარი [?]
    #11 14 სექტემბერი 2022 12:59
    0
    ბიჭოს რამხელა ტექსტებს ვწერთ ყველა 😂😂
    Culé [?]
    #10 14 სექტემბერი 2022 11:14
    5
    ამდენი დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ ამ გუნდთან ეს წაგება ჯობდა. შეიძლება ახლა იფიქროთ ეს სულელიაო, მაგრამ მართლა ჯობდა. რომ მოგვეგო ეიფორიაში ჩავარდნილი გუნდი უფრო ეიფორიაში ჩავარდებოდა და შეცდომები უკან დარჩებოდა. ჯობია საწყის ეტაპზე ისწავლო ჭკუა, ვიდრე მარტ-აპრილში ძალაგამოცლილი გამოვარდე ლიგიდან. აგერ დაიმახსოვრეთ. კამპ ნოუზე თუ ამ ბავარიას ფორით არ მოუგო ბარსამ. ჩავიც ისწავლის თავის შეცდომებზე. გუშინ მეორე საყრდენიც იყო საჭირო დე იონგის სახით და მე 3-4-3 ს ვათამაშებდი ამ ბაიერნის წინააღმდეგ. აუცილებელი იყო დასაპრესინგებლად დე იონგის დამატება. აუცილებელი! პლუს ამას, ცვილელები დაგვიანდა, გუნდი ვერ გადაეწყო, უიღბლობის მთელი კასკადი. როცა მიუნხენი ამდენ მომენტე ანიავებ უკვე ფსიქოლოგიური მომენტი გიდგება. ჭკუის სასწავლებელი თამაში იყო მერწმუნეთ. იმენა ამ თამაშზე აიგება ბარსას მომავალი წარმატება და ის შეცდომები, რაც ამ თამაშში დავუშვით, აღმოფხვრილი იქნება სამომავლოდ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბარსა კამპ ნოუზე ფორით მოუგებს ამ ბავარიას. აგერ თქვენ და აგერ მე.
    მწერალი [?]
    #9 14 სექტემბერი 2022 10:54
    1
    C.PC5,
    მეორე გოლის დროს ცენტრიდან გაგვხიეს. ზონური დაცვაა და არა პერსონალური, ზანე რო ცენტრში შედის ეგ უკვე ცენტრის პასუხისმგებლობაა.

    მარცხენა მცველს თავიდანვე კითხვის ნიშანი ესვა, ყველა გადაწყვეტილება რისკი იქნებოდა. ამ ეტაპზე ეგრე იყო. მეორე მატჩამდე ალონსოც ადაპტირდება, პირველი მატჩი იყო და ეგრევე ბაიერნთან, მიუნხენში : ) ბალდე ჯერ ადრეა, ეგრე მგონია.
    Culé [?]
    #8 14 სექტემბერი 2022 10:39
    1
    გუშინ რამდენჯერმე ვახსენე ჩავიმ ტაქტიკას უღალატამეთქი და ეს არც უძილობით მომიგონია და არც წაგებით გამოწვეული უიმედობით😂. თავიდანვე შეცდომით დაიწყო გუნდმა თამაში, არც კრისტენსენი და არც ალონსო არ იყო დასაყენებელი ამ თამაშში თავიდანვე. რაც მოვიდა ჩავი და აი შესამჩნევად რომ გამოაკეთა გუნდმა თამაში მაშინ იშიფრებოდა უკვე რომ ჩავის ჩანაფიქრში მთავარი როლი ენიჭებოდა დაცვას, ერთი სწრაფი ვინგერი და სამი დაცვაში დამდგარი მცველი. რა ქნა გუშინ? მარჯვნივ იდგა კუნდე, კი ბატონო უკეთესი არჩევანი ნამდვილად არ გვაქვს ამ ეტაპზე, რობერტო მკვდარია და ბელერინი რა იქნება ჯერ კაცმა არ იცის. არაუხოზე ვინ ამოიღებს ხმას. მაგრამ აი მარცხნივ იყო კატასტროფა ალონსოს დაყენება. გადაავლეთ ხალხო თვალი რაც შემოუტია ბაიერნმა ბარსას რომელი ფლანგიდან მოდიოდა ყველაზე დიდი საფრთხე, ვისი ფლანგიდან გაარღვიეს დაცვა მეორე გოლის დროს? კაი მესმის კაირგი პასი და დარტყმა აქვს ამ ალონსოს, მაგრამ სანეს რომ უნდა დაუდგეს წინა ვის რა ფეხებად ჭირდება მაგის პასი და დარტყმა? შეტევაში რამე განსაკუთრებული გააკეთა? არა! დაცვაში სანე გააჩერა? არა! ვერა! დარბოდა ის გაბუძგული თავის ჭკუაზე, გაიქცეოდა ვერ დაეწეოდა ეს რა თქმა უნდა, დრიბლინგითაც იოლად იცილებდა უმეტესწილად. ამიტო უნდა მდგარიყო ბალდე. ალბას ორი სპრინტის მერე გათიშავდა სანე მაგრამ ბალდე ირბენდა მთელი თამაში წინ და უკან, თან ისე შეტევაში რომ ავიდოდა ბარსა ჩამოსვლას ნაცევარ საათს არ მოანდომებდა. მეორე შეცდომა კრისტენსენი იყო. მეორე ტაიმში როცა ბაიერნმა დაიჭირა ბურთი ბარსა ორ პასს ვერ აბამდა ერთმანეთზე ნორმალურად, შეტევაში ვერ ამოდიოდა. აბა მოისაზრეთ ვის აქვს ბურთის ამოტანის ძაან თსლ ტექნიკა?! გარსია! წნეხში იქნებოდა მაგრამ ბოლო თამაშებში როგორც გამოიყურებოდა იმ თამაშებით თუ ვიმსჯელებთ არ გაუჭირდებოდა არც ეს თამაში ჩემი აზრით. პლიუს ამას ეგ და არაუხო უფრო უგებენ მემგონი ერთმანეთს ამ ეტაპზე ვიდრე კრისტენსენი. ამასაც რომ თავი გავანებოთ შეუთამაშებელი დაცვა იდგა. ალონსო ხომ საერთოდ ბაიერნთან ჩაატარა პირველი მატჩი, აბა იქამდე 10 წუთი თამაში რა მოსაგონია. კრისტენსენსაც რა გამოცდილება აქვს ჯერ ბარსაში? კინდე კი კარგი ბიჭია მარა ეგეც ხო ახალია. ნახევარდაცვა ჩემი აზრით სწორი იყო, უბრალოდ კესი-დეიონგი უკეთესად უნდა გამოიყენოს ჩავიმ. კესი თავიდანვე კარგი იქნებოდა, მაგრამ გავიმ რაც აკეთა გუშინ მაგას ვერვერთი ვერ იზამდა. შეტევაც ოპტიმალური ჩანდა მაგრამ რაფინია დევისის ძუკნა იყო პირველ ტაიმში და მეორეში ჩავიმ დაიგვიანა მაგის შეცვლა, დაწყებისთანავე უნდა შეეშვა ფატი. დანარჩენად კი ითამაშეს კარგად, იღბალი არ იყო მართლა ჩვენს მხარეს და პლიუს როცა იცი ვინ დგას მეტოქის კარში უფრო სხარტად უნდა იფიქრო და ცივი გონებით მიიღო გადაწყვეტილება, ამან უფრო შეგვშალა ჩემი აზრით ხელი. ჩავიმ კიდე რაღაც ფორმულა უნდა მოძებნოს და ერთი ტაიმი აღარ ათამაშოს მარტო გუნდი. პირველში ააცახცახეს ბაიერნი, მეორეში წამოიწვნენ და კი მიიღეს შედეგი, სხვაგანაც ასე იქნება თუ დროზე არ მიხედეს ამ პრობლემას.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    მწერალი [?]
    #7 14 სექტემბერი 2022 10:32
    0
    .Gladiator.,
    კი
    გულშემატკივარი [?]
    #6 14 სექტემბერი 2022 09:09
    1
    რა კარქაა ყოლიფერი დაწერილი მარა აი სიკარგე გარსიამ აამჟავა ქლა ქლა 😂რა გარსია,ჩემო ძმაო რის მისი კარგი ფორმა 😂ერთი ჩვეულებრივი ოლეგერია(სტაჟიანებს გემახსოვრებათ ის ლტოლვილი)ხავი იმას რომ გაანალოზებს საკუთარ თავში რო მარტო არაუხოსთვის კიარა ყველასთვის შეილება გატრაკება მერე მოვიგებთ 😍აბა რას გავს ეს?ბუსკეტსი ბურთს მიიღებს და სანამ იმას დატვინავს რა უნდა უქნას შტეგენი უკვე შპაგატშია გაწელილი იმ.ბირთის აღებაში,დაბერდა დაბერდააააა ანდა პედრი კარქი ბიჭია კარქი მომავალით მარა მოდი რა შვილი გაიაზრე ის რო ბობოლა გუნდთან არ უნდა იკლაუზნიკო...ბიჭი ერთი ტაიმის მერე პასს ვეღარ აკეთბს,თავს დაათრევს ხოლმე ისეთი გადამწვარია...კარქ გზას ვადგავართ პროგრესი არის გუნდში ფაიზაღია მარა რას ვიზამთ აიზბერგმა ტიტანიკი დაგვძირა და ჩვენაც ჯიქურ რომ ვასკდებით ჩვენც ვიძირებით,ერთ დღესაც გვერდს ავუვლით 😂
    ახალბედა [?]
    #5 14 სექტემბერი 2022 09:04
    0
    რა ალონსო იმენა მაგრად არმევასება ეგ კუანა ვაბშე რატო იყიდეს? ჩავიმ თუ ასე გაგრძელა ასეთი უაზრო შემადგელნობის დაყენება მაშინ უნდა გაუშვან და ვინმე სხვა მოიყვანონ ანდა ბაიერნთან რატო მოუნდა მაინც და მაინც ალონსოს გამოყვანა? მგონი გვეღადავება ეს კაცი😐
    გულშემატკივარი [?]
    #4 14 სექტემბერი 2022 08:51
    0
    ტუხელი არი თავისუფალი აგენტი და მოიყვანეთ სანამ დროა თორე ჯგუფიდანაც ვერ გავა ეს ალჟირელი თყ ყაზახელია თყ საიდან მოიყვანეს ტიპმა რეები აკეთა,ალონსო რაფინია დემბელე და კრისტენსენი რო ერთად გეყოლება სასტარტოში ვის რაუნდა უქნა,ბავარია კაიფობდა იმენა კაიფობდა,პლიუს ბოლო წლების ყველაზე სუსტი გუნდია ბავარია ტაქტიკურად,სანამ ნაგელსმანი გააგდეს და ტყხელი მიიყვანეს უნდა დავასწრათ თორე მერე ნახეთ თქვენ მონსტრობა როგორ უნდა,ბავარიაზე სახიფათო გუნდი არავის ეყოლება,ტიპები მონსტრები არიან,ერთი ბურთის დაკარგვა და ნებისმიერს შეუძლია ნახევარი მოედანი ისე გაიაროს რო ვერ დაეწიო
    Culé [?]
    #3 14 სექტემბერი 2022 07:13
    3
    ალონსო რაის ძირითადის კაცია ჯიგარო დაგვცინი?
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    გულშემატკივარი [?]
    #2 14 სექტემბერი 2022 06:09
    9
    ჯერ კიდევ თვეებისწინ იმას ვიძახდით რომ მინიმუმ 2 წელი დაგვჭირდებოდა წუმპიდან ამოსასვლელად და მერე თურმე ლევანა რო დავიმატეთ 2 დღეშივე მოგვინდა, ჰოდა კიც გამოჩნდა ეგ ლევანა როგორი საიმედოცაა და რო მხოლოდ ერთი მოთამაშე თამაშს ვერ მოიგებს.
    მაგრად მკიდია დღევანდელი წაგება და კამპნოუზეც რომ წავაგოთ მაგასაც დავიკიდებ რადგან მხოლოდ ტაბლო არ განსაზღვრავს რეალურ შედეგებს.
    უნიჭიერესი თაობა მოგვდის, რაც დღესაც დამტკიცდა და ასე 5 წელში როცა 23-24 წლისები იქნებიან მერე დაეხიონ ეგ გორეცკები და კიმიხები.
    მომავლის იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს.
    ეს წელი ისევ არაფერს ველი, რადგან მაინც სატესტო წელია, გუნდის შესაკრავი და მოსახოდი დროა და პირდაპირ ამათი გაკერპება ალოგიკურია. ტიტულებს გუნდი იგებს და არა ცალკეული მოთამაშეები ამათ კი ჯერ 2 დღეა რაც ერთმანეთი გაიცნეს, წინ ბევრი სირთულე დახვდებათ და რთულია რომ არ წაბორძიკდნენ, მაგრამ 1-2 წელში როცა საყრდენს და ფულფექებს მოვიყვანთ, საბოლოოდ შევიკვრებით და მერე შეგვეძლება რო ვიღაცების გადახსნებზეც ვილაპარაკოთ.
    დღევანდელი თამაშით მე პირადად კმაყოფილი ვარ, მატჩის წინ უაზროდ დიდი მოლოდინები შევქმენით და ვიღაცებს ეგონათ რო ძველი ბარსას დიდებას იხილავდნენ 2 წამით საიქიოდან ახლადდაბრუნებული გუნდის შესრულებით, ხოდა მიწაზეც დავეშვიით, ცუდად მაინც არ გვითამაშია, ჩავის უაზროდ დაგვიანებული ცვლილებები, უიღბლობა და არ დადებული პენალტი რომ არა შეიძლება საერთოდ გვეთქვა რომ გუნდმა იდეალური თამაში ჩაატარა, მარა რას ვიზამთ, რეალობაში ისე მარტივი არაა გაფრენა როგორც ილუზიებში. თანაც ამ იღბალმაც ვერ დაგვიმიზნა რო ერთხელ სწორ დროს, კაიგვარიანად დაეჯვა.
    ნუ რას ვიზამთ, ჩემთვის პირადად მაინც სასიამოვნოა ბარსას მხარდამხარ ამ გზის გავლა, ჭირსა თუ ლხინში, დაჟე ახლა უფრო ემოციური და საინტერესო გახდა ქომაგობა ვიდრე მაშინ როცა ყველას ვასწორებდით, მინუსი კი აქვს ის რო ბევრი სამარცხვინო რამის გამოვლა მოგვიხდა მარა დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ამ გუნდის გაფენიქსებასაც ვიხილავ და ე მაშინ კიდევ ერთხელ მეი*ყნება სამყარო. მარა ყველაზე მაგარი ის იქნება რო ამ ბრძოლაში გუნდს ბოლომდე გავყევით და ყველა ემოცია 100მაგად მათთან ერთად განვიცადეთ, აი ეგაა გულშემატკივრობა და არა ტაბლო, ურთიერთ ანგარიშები და სტატისტიკები.
    ჩვენი დროც მოვა! ძალიან მაალეეე!
    გულშემატკივარი [?]
    #1 14 სექტემბერი 2022 04:54
    5
    არაუშავს ტრაგედია არაა. მთავარია ცუდი თამაში არ გვქონია. უბრალოდ ზოგჯერ არის რომ ბურთი უბრალოდ არ გადის. პლიუს პენალტი...

    მთავარია კლუბი სწორ გზაზეა. პირველ ტაიმში ძალიან დავჩაგრეთ ბაიერნი. ფაქტიურად 2 მომენტი ქონდათ და ორივე გაგვიტანეს. ამ ეტაპზე კლასით აღგვემატებიან ან ცივსისხლიანობით.

    ამ გუნდს პოტენციალი აქვს და მჯერა მისი