მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სამი ქულა ცალი ფეხით - წინ ბაიერნია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სამი ქულა ცალი ფეხით - წინ ბაიერნია

მეორე ტაიმის მიწურულს თამაში შეწყდა, თავიდან ვერაფერში გავერკვიეთ, მაგრამ ვიცოდით, რომ ტრიბუნაზე ხდებოდა რაღაც, ფეხბურთელების, მწვრთნელების, მსაჯების მზერა ერთი წერტილისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ადამიანი გადარჩენისთვის იბრძოდა, ჯერ ერთი, მერე მეორე. 

არაუხო ღმერთს ელაპარაკა. სავედრებელ ლოცვას ასრულებდა მოედანზე მუხლმოდრეკილი. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, კვლავინდებურად მოვესწარით შუა თამაშის დროს წუთებს, რომელიც ფეხბურთს მნიშვნელობას უკარგავს. ადამიანის სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, იმდენად რომ მოედანზე დაპირისპირებაც აღარ გამოდის, აღარც თამაში გამოდის და აღარც კონცენტრირება. 

უსიამოვნო მომენტი საჭირო ხალხის ჩარევით განიმუხტა, გუნდები თამაშს დაუბრუნდნენ და "ბარსამ" საქმე ბოლომდე მიიყვანა. ასეთი ამბავი იყო ბოლოს, დასაწყისში კი ცოტა მოვიწყინეთ. 

პირველი ტაიმი

დებიუტანტი გვყავდა. ეტყობა, რომ სახლში დაბრუნდა. ისე ითამაშა ახალკაცობისა არაფერი ეტყობოდა, თითქოს წლებია, ჩვენთან თამაშობს, ის სიმშვიდე და თავდაჯერება გვაჩვენა, რომელიც სერჟინიო დესტისთვის ძალიან უცხო იყო, ეცადა, მაგრამ ვერაფრით შეიძინა. ბელერინი მოუმატებს, დროც მიეცემა, უკეთეს მეტოქესთან კიდევ უფრო მეტს დავინახავთ. "ბაიერნთან" კი არა მგონია, ძირითადში აღმოჩნდეს. კუნდემ დაისვენა, სავარაუდოდ სწორედ "ბაიერნისთვის" დაისვენა. დაიკავებს მარჯვენა ფლანგს, ცენტრში კი არაუხოსა და გარსიას დუეტს ვიხილავთ, ლოგიკურად ასე ჩანს. აი, მარცხენა ფლანგს ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი აქვს. ბალდე კარგად გამოიყურება, "კადისთანაც" კარგი იყო, ერთ მომენტში თერთმეტმეტრიანიც აიკიდა, უფრო სწორად, ვერ აიკიდა, მსაჯმა თავი დაიბრმავა, VAR-ის კაბინაშიც ჯოკერს თამაშობდნენ და დაიკარგა ეს მომენტი. არადა, მარტივი ამბავი იყო, შეიჭრა საჯარიმოში, მცველმა დაიჭირა, თან დაიჭირა მაშინ, როცა საჯარიმოს ხაზი გადაკვეთა, ბალდე წაიქცა იდეალურ დროს, მაგრამ სასტვენი არ გაგვიგია. ესპანელი მსაჯები ფორმაში არიან. 

არის ბალდე საკმარისად კარგი იმისათვის, რომ "ბაიერნთან" ძირითადში ვნახოთ? რავიცი.. გამოცდილება ბევრს ნიშნავს, ბალდეს კი აშკარად აკლია. რისკია სამივეს დაყენება, ბალდე გამოუცდელია, ალბა ცუდ ფორმაშია, ალონსო კი ახალი მოსულია. კარგი საფიქრელია, დრო არც თუ ისე ბევრია. 

იყო პირველ ტაიმში მომენტები, საკმარისად იყო, გოლი კი არ გავიდა. აქტიურობდა მემფის დეპაი, ჯერ დე იონგი გაიყვანა კარგ პოზიციაზე, მერე თავად იყო გოლთან ახლოს, მაინც არაფერი გამოვიდა. შანსი მიიღო და ვერ გამოიყენა. "კადისთან" თუ არა, აბა ვიღასთან უნდა გამოიყენო?! 

შანსი მიიღო ფერან ტორესმა და ალბათ ყველაზე ცუდი იყო შეტევის ხაზში, ორი დარტყმით დაგვამახსოვრა თავი, სახიფათო იყო, მაგრამ კარში არცერთი წასულა. მიზანი ისევ გასასწორებელი აქვს. 

აი, რაფინიას არაფერი უჭირდა, ფორმაშია, მარცხენაც მუშაობს, კარგად გაისროლა პირველ ტაიმში, ბურთი ძელს მოხვდა, რაფინია უკვე აღნიშვნას იწყებდა, გარბოდა კიდეც მოედნის კუთხესთან, მაგრამ.. ძელი! 

მომენტებს არაუშავდა, თამაშის ხარისხი ვერ იყო კარგი, პირველ ტაიმში გუნდს სისწრაფე აკლდა, არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური, როგორც წესი, ამ კომპონენტში მომატებას ლევანდოვსკი განაპირობებს, ის არის ფეხბურთელი, რომელიც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, პოზიციას ყოველთვის დროულად ავსებს და პასებიც დროული აქვს. მის გარეშე ბურთი ზედმეტად ნელა და დიდხანს მოძრაობს. 

მეორე ტაიმი

გავის კარგი მატჩი ჰქონდა. ნელ-ნელა შედის ფორმაში, წინა მატჩებში ჩავი აქებდა, ახლა უფრო მეტი ადამიანი შეაქებს, წუნიც ნაკლები აქვს და შედეგიანობასაც ზრდის. სწორ დროს და კარგად გაიხსნა, რაფინიამ კარგი პასით მოძებნა, გავის ძლიერ ჩაწოდებას ფრენკი დე იონგის გოლი მოჰყვა. 

გაიხარა ნიდერლანდელმა. სჭირდებოდა გოლი. გატანილ გოლზე მეტად ვერაფერი შემატებს ფეხბურთელს თავდაჯერებას. გატანილ გოლს საოცარი ენერგია მოაქვს, ფეხბურთის მშვენებაა, ფეხბურთის დედააზრი! არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გაგაქვს, მთავარია, რომ შენი ფეხიდან ბურთი კარის ხაზს გადაკვეთს, შენი გვარი კი სათამაშო უპირატესობას აღადგენს. ამ დროს ხვდები, რომ რაღაც შეგძლებია, იმაზე კარგად, ვიდრე ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ. 

ასე გაიხსნა ანგარიში, მერე ის გიჟები გამოვიდნენ. 

გოლის მნიშვნელობაზე ვწერდი, ბატონი ლევანდოვსკი განკაცებული გოლია. დაბადებულია გასატანად. ჩავი ერნანდესმა მოედანზე გატანილი გოლი შემოუშვა. იშვიათია ასეთი ამბავი, აქამდე მხოლოდ მესისგან გვქონდა ნანახი, დიეგო სიმეონე მთელი მატჩის განმავლობაში ლოცულობდა, მხოლოდ მესის დანახვაზე წყვეტდა ლოცვას, არაფერს აზრი აღარ ჰქონდა, თავისი გუნდის გატანილ გოლსაც აღარ აღნიშნავდა, თუ მესი იწყებდა მოედნის კიდესთან გახურებას. 

დიდი შიშის გამავრცელებელი იყო პატარა ლეო. 

ლევანდოვსკი მხოლოდ ახლა ნერგავს ამ შიშს, ახლა იწყებს, და უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მაგრად იწყებს. 

მერე ის ავბედითი წუთები იყო, ნერვიული, სტრესული წუთები, მატჩი განახლდა, ლევანდოვსკი გაიქცა და ფატის გაატანინა ცარიელ კარში, დე იონგისა არ იყოს, ფატისაც მაგრად სჭირდებოდა გატანა, ჰოდა მიიღო საჩუქრად. რა კარგად დალაგდა ყველაფერი. 

დემბელეც კარგად შემოვიდა. ჯანმრთელია, თამაში უხარია და ყველა მატჩში შედეგიანია. წერტილი დამბომ დასვა, ჯერ მცველები აწვალა და მერე გაისროლა მარჯვენა ფეხით, იფიქრა იფიქრა რომელი ფეხით დავარტყაო და ბოლოს თავის დემონებთან ჭიდილში მარჯვენა ფეხზე ჩამოყალიბდა. 

კარგი გოლი იყო. 

ანგარიშიც კარგია. 

ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა გატანა, იმან გაიტანა. 

რაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის? რა და, "ბაიერნთან" კარგი ჯახი! 

არ არის "ბაიერნი" დაუმარცხებელი. არ არის იდეალურ ფორმაში, და თუ რობერტს სადმე შიში დაუნერგავს, სწორედ გერმანიაში. 

უჰ, რა კარგი რამ გველის წინ.. 

აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე ჩამოყალიბებული ვარ, მხოლოდ მარცხენა მცველის ამბავი მაფიქრებს, შესაძლოა, მე მაფიქრებს, ჩავის კი უკვე გადაწყვეტილი აქვს. 

სამშაბათს ვნახავთ, 23:00 საათზე. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #14 11 სექტემბერი 2022 19:19
    1
    ვიკტორიასთან ხომ დავწერე ლევანა ჰეთრიკს გაიფორმებსთქო და გაიფორმა კიდეც. აი ბაიერთან დუბლი უეჭველია და ეს გველამ დაიმახსოვრეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 11 სექტემბერი 2022 13:57
    2
    რაც შეეხება ლევანდოვსკის; სწორედ მას ჰყავდა ბავარია ტერორში 2010-2013 წლებში, იმ ოქროს სეზონშც კი, ბავარიამ რომ ყველაფერი მოიგო, მაშინაც კი მაგრად დატანჯა;
    უხდებოდა ყვითელი ფორმა, რეალის კარში პოკერს რა დამავიწყებს...
    ლურჯ-ბროწეულისფერიც უხდება, "ც" არა, ეს ფორმა უხდება თუ უხდება
    გულშემატკივარი [?]
    #12 11 სექტემბერი 2022 12:41
    1
    აი სწორედ ის ქედმაღლობა და ზედმეტი "თავდაჯერებულობა" დაღუპავს ბავარიას ამ თამაშში, თავიანთ მინდორზე გაეთხრებათ სამარე. მთავარია ამ მატჩში არ წავაგოთ თორე კამპ ნოუზე დედას ვუტირებთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 11 სექტემბერი 2022 11:50
    14
    არვიცი რა სქემით ითამაშებს ჩავი ბაიერნთან და ვის დააყენებს,მაგრამ ერთი ვიცი,რომ ბაიერნს მაგრად გაუჭირდება.მა თავხედ,ეგოიან ნაცისტებს ჰგონიათ,რომ მარტივად მოგვიგებენ და აი მანდ გაედებათ.რასაც ჰქვია არ უნდა დავინდოთ.ეს ის გუნდი არაა კუანა სეტიენის დროს,რომ იყო და ჩაჯმული დარბოდა.ახალგაზრდები გვყავს ყველას ტიტულები სწყურია,მიდი და შეაშინე არაუხო,კუნდე და უკვე გარსიაც,გავი,პედრი და ლევანდოვსკი,რაფინია,რომელიც სულ ბოლომდე იბრძვის.სულ სლეზე ჰკიდიათ მაგ ბიჭებს გორეცკას კუნთები.აგერ ნახავთ რა სულისკვეთებით გამოვლენ და როგორ გადაიხევენ მაგ ბაიერნს,მე მჯერა მოგების.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 11 სექტემბერი 2022 11:39
    1
    კარგი სტატიაა როგორც ყოველთვის, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, აი რას ნიშნავს მწვრთნელი, ასეთი დალაგებული ბარსა ლუჩოს მერე არ მინახავს, ძაან კარგ და ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს ჩავი გუნდს, ბაიერნთან შეხვედრას რაც შეეხება მე საერთოდ არ მგონია რომ ფლანგის მცველებით ვითამაშებთ, ჩემი აზრით 3-4-3 ტაქტიკით ვითამაშებთ რადგან ცენტრი უნდა მოვუგოთ -----შტეგენი
    ----------არაუხო-გარსია-კუნდე
    ---------გავი-ფრენკი-კესიე-პედრი
    -----რაფინია-ლევანგოლსკი-დემბელე
    ამ ნახევარდაცვით ცენტრს დავიკავებთ და უნდა დაჩაგროს ჩავიმ ნაგრლსმანი, იმას დიდი გუნდის მწვრთნელობა არ შეუძლია ჩავი კი მაგრად ათამაშებს გუნდს, არ ველოდები რომ გავანადგურებთ ბაიერნს გასვლაზე მაგრამ მთავარია ბარსამ კარგი ფეხბურთი ითამაშოს და ქულებით ჩამოვიდეს შინ, ან 1 ან 3 ქულით, მთავარია გამარჯვებულის მენტალიტეტით გავიდეთ მოედანზე და ყველაფერს შევძლებთ
    ფანი [?]
    #9 11 სექტემბერი 2022 11:36
    0
    ტერ შტეგენი - არაუხო, გარსია, კუნდე, ბალდე - ბუსკეტსი, კესი, პედრი - დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.

    ეს სასტავი მინდა ბაიერნთან
    Culé [?]
    #8 11 სექტემბერი 2022 11:21
    4
    ფეოლას ვახლავართ) სააღოლ!
    მიუს და ნოიერს მოკითხვა ლევასგან!
    Не ной миу после игры! 😃😉
    გულშემატკივარი [?]
    #7 11 სექტემბერი 2022 10:55
    9
    ლევანდოვსკი და ფატი მაგრად ჩაბრატდნენ ეტყობათ
    --------------------
    •Barca forever•
    Culé [?]
    #6 11 სექტემბერი 2022 10:44
    3
    ციტატა: Dani alves
    არ ვიცი მე მეჩვენება, თუ სხვა რამეა, მაგრამ ვფიქრობ, ტორეს ჰგონია, კარგი დატყმა აქვს, როცა მარცხნიდან შუაში შემოდის და აუცილებლად უნდა დაარტყას შორეულ კუთხეში მოჭრილი. ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს აკეთებს. ერთხელ გაუვარდა ბილბაოსთან და იმის მერე იგივეს სცდილობს ყოვლთვის. დრიბლინგიც არ ააქვს ნორმალური. შემტევებიდან მემგონი ყველაზე ცუდი დრიბლინგი აქვს და ჩემთვის საერთოდ ბოლო ვარიანტია შტევაში

    არ უნდა თამაშობდეს ეგ კაცი ბარსელონაში. სივრცეებს ქმნის და სწორად მოძრაობს არა **ე კიდე. უბრალოდ გაპრავებაა ეგ მაგის ცუდი თამაშის. ვერასდროს გახდება ეგ ჩემიაზრით ბარსას დონის ფეხბურთელი. თან აშკარად ფსიქოლოგიურადაც სუსტია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 სექტემბერი 2022 10:36
    14
    მე მგონი სწორედ ბალდე უნდა დააყენოს და ასეც იქნება, ახლა ალბას ცრემლების ყურების დრო არ არის. ცოცხალი, ფეხბურთზე მოწყურებული ახალგაზრდა გვინდა და თუ ეხლა არ ვენდეთ მაშინ როდისღა?
    Culé [?]
    #4 11 სექტემბერი 2022 10:34
    10
    ახლა ვხდები რო ლუის ენრიკეს შემდეგ მწვრთნელი ფაქტობრივად არგვყოლია.ბაიერნთან არუნდა გაგვიჭირდეს მითუმეტეს გვყავს უკვე გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები როგორებიც არიან ლევანა არაუხო გავი
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    გულშემატკივარი [?]
    #3 11 სექტემბერი 2022 10:29
    6
    არ ვიცი მე მეჩვენება, თუ სხვა რამეა, მაგრამ ვფიქრობ, ტორეს ჰგონია, კარგი დატყმა აქვს, როცა მარცხნიდან შუაში შემოდის და აუცილებლად უნდა დაარტყას შორეულ კუთხეში მოჭრილი. ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს აკეთებს. ერთხელ გაუვარდა ბილბაოსთან და იმის მერე იგივეს სცდილობს ყოვლთვის. დრიბლინგიც არ ააქვს ნორმალური. შემტევებიდან მემგონი ყველაზე ცუდი დრიბლინგი აქვს და ჩემთვის საერთოდ ბოლო ვარიანტია შტევაში
    --------------------
    •Barca forever•
    Culé [?]
    #2 11 სექტემბერი 2022 10:16
    13
    heart_eyes heart_eyes heart_eyes
    ფეოლა - 555555555
    როგორ მიყვარს თქვენი სტატიების კითხვა, მაგარი ხართ!!!
    პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, მის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს!
    რაც შეეხება ბარსას, აი ყველა თაობა გვყავს - ვიფიქრე და ღვინოს შევადარე: "ახალი დაწურულიც, დამაჭრებულიც, დუღილს რომ იწყებს ისეთებიც, დაღვინებულიც და უკვე ცოტა დაძმარებულიც" - სუფრაზე რომელს მიიტან სტუმარს გააჩნია.
    ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ თაობების ერთმანეთში საოცარ შერწყმას და ურთიერთგაგებას, რაც ჩავიმ გააკეთა მოკლე დროში დაუჯერებელია, "თავისი ბარსა" გააცოცხლა, მოედანზე კი ეს სამუშაო ლევანდოვსკიმ ყოველგვარი დავალების გარეშე საკუთარ თავზე აიღო-მოკლედ მეორე მწვრთნელიც გვყავს, გაოცებული ვარ მისი ბავშვებთან ურთიერთობით.
    მოკლედ ასე ვთქვათ: "დახეიბრებულებს" ისევ ასწავლა სირბილი, "უტვინოს" კი თითოეული უჯრედი ისე აუმუშავა, რომ სხვასთან მიმართებაში გაჩენილი ტერმინი "წაუდემბელებსო", წარსულს ჩაბარდა.
    ჩავიმ ის დრო დაგვიბრუნა ყველას ბარსაში რომ უნდოდა თამაში, ერთიც კიდევ მაესტრო და ამოვისუნთქებთ - მახსოვს, ლიგის კენჭისყრაზე ბარსა ვისაც შეხვდებოდა რა რეაქციები ჰქონდათ გუნდებს, აი ის "ოხვრაც" დაგვიბრუნე და მერე შენც დაისვენებ და ჩვენც!
    -- გუშინდელ ბარსას ბრავო!!! მეორე ტაიმი დასაფასებელია!
    -- ჩავის ბრავო! გენიოსია!
    -- ფეოლას ბრავო!
    P.S. ეს ვარჯიში იყო, წინ ბაიერნია!
    მიულერ - გელით!!!
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 სექტემბერი 2022 09:39
    20
    ლევანამ კარგად იცის ნაგელსმანის ზაიობები, შესაბამისად ჩავის დიდ დახმარებას გაუწევს, თან ვერავინ დამაჯერებს რო ღლაპი ნაგელსმანი მაესტროზე განსწავლული და ტაქტიკის მამა აღმოჩნდეს, ჩანს ბოლო თამაშებში რაც შუძლიათ. სანე, მანე და მუსიალა აკვანშივე უნდა დაატორმუზონ და მორჩენილია ბავარიას ტაქტიკა, სხვას ვერაფერს აკეთებენ რაც ვნახე. ვინც უფრო სწრაფი იქნება ამ ჯახში, ის მოიგებს წესით...

    ადრე დავწერე, თუ არ გჯერა რო მოიგებ, ვერ მოიგებ. მე როგორც ბარსას სტაჟიან გულშემატკივარს, გულის სიღრმეში 7-2 ზეც მჯეროდა რო ერთ ორ გოლს შეაგდებდნენ და ძაან არ გაპაზორდებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ მარტო მჯეროდა და არა ფეხბურთელებს, მაგიტომაც გვაჭამეს. ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, ყოველთვის მჯერა რო ბარსა მოიგებს, მაგიტომაც ვუყურებ თამაშს, აბა ის თუ ვიფიქრე თამაშის დაწყებამდე, გადაგვივლიან რა აზრი აქთქო, ყოველ ბურთის დაკარკვაზე მუხლები უნდა მიკანკალებდეს. ჩემთვის ბარსა ყოველთვის მოსაგებად გადის, შეიძლება ვერ მოიგოს, მარა მოსაგებად გავიდა და არ ჩაიჯვა და თუ სუსტი ფსიქოლოგიის გუნდი ხარ და არ გჯერა მოგების, ფრის კი არა, მოგების, მაშინ უკვე წაგებულ თამაშზე გახვედი...

    P.S. კუმანს რო შევუდე რა, ისეთი ფსიქოლოგიით და განწყობით დაგვიტოვა გუნდი რომ დიდი ხანი დაგვჭირდა და ჯერ ბოლომდე ვერ მოიხოდა კამანდა. Fუცკ კუმან!