სეზონის პროგნოზები

სეზონის პროგნოზები

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კამპანია მივიღეთ, თუმცა, წარმატებულსა და წარუმატებელს მომდევნო სეზონის მიხედვით განვსჯით. ასე სახელებით თუ ვიმსჯელებთ, უმაგრესი ტრანსფერები გამოვიდა. 

"ბარსას" სჭირდებოდა დაცვის ხაზის გაძლიერება და ოთხი მცველი მივიღეთ! ბელერინი, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, - თითოეული პოზიცია გაძლიერდა. 

"ბარსას" სჭირდებოდა აგრესიული ნახევარმცველი, რომელიც მოგებული ბრძოლების პროცენტს გაზრდიდა, ერთ შემთხვევაში კესიე მივიღეთ, მეორე მხრივ პიანიჩი დაბრუნდა, რომელსაც ჩავი სულ სხვაგვარად გამოიყენებს და მესამე მხრივ ფრენკი დე იონგი შენარჩუნებულია. მართალია, ბერნარდუ ვერ დავიმატეთ, მაგრამ ცუდი მოცემულობა ნამდვილად არ არის. 

გვჭირდებოდა გარემარბი და მივიღეთ რაფინია, დასაწყისი მშვენიერი აქვს, გარდა ამისა, მივიღეთ განახლებული დემბელე, დაოჯახებული, დაკაცებული, აზრზე მოსული დემბელე, რომლის პროდუქტიულობაც საოცრად გაზრდილია. რეალურად ის ნაბიჯები გადადგა წინ, რაც სადებიუტო სეზონში უნდა გადაედგა. 

გვინდოდა დიდი ტრანსფერი და მივიღეთ ლევანდოვსკი! 

მშვენიერია. 

წავიდნენ  - რიკი პუჩი, ოსკარ მინგესა, სამუელ უმტიტი, კლემან ლანგლე, მარტინ ბრეითუეიტი, ლუკ დე იონგი, დესტი, ვაგე, ადამა ტრაორე, წავიდა ნიკო გონსალესი იმისათვის, რომ პრაქტიკა მიიღოს და გაძლიერებული დაგვიბრუნდეს, გუშინ კი წავიდა ობამეიანგი, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი დანაკლისია, თუმცა, სხვაგვარად არ გამოდიოდა. ობა იმ ასაკშია, რომ ფლანგზე მისი თამაში დიდი სარგებლის მომტანი ვერ იქნებოდა, ცენტრში კი ლევანდოვსკი გვყავს, ამიტომ, ასე სჯობდა. "ჩელსიში" ბევრად მეტი დრო ექნება. 

გუნდი დაკომპლექტებულია. 

გასაგებია, რატომ სურდათ კიდევ ერთი დიდი ტრანსფერი, "ბარსა" ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა, ლიგის ჯგუფიდან გასვლა კი ფინანსური თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმ ბონუსების გამო, რომელსაც კლუბი მიიღებს, არამედ კომერციული პროექტების გათვალისწინებით, სადაც "ბარსას" იმიჯს გადამწყვეტი როლი ექნება. არ გამოვიდა სიურპრიზი და მეორე დიდი ტრანსფერი, თუმცა, მგონია, რომ ესეც საკმარისია. იმ პირობებში, რაშიც "ბარსა" იმყოფება, ფანტასტიკური სატრანსფერო კამპანია გამოვიდა. 

მაშ ასე, დავიწყოთ ტრადიციული პროგნოზები. წინა სეზონის პროგნოზები სეზონის ბოლოს გამოქვეყნდა და რამდენიმე მომხმარებელმა ფაქტობრივად ყველაფერი გამოიცნო. 

კითხვა პირველი, - ვინ მოიგებს ლა ლიგას? 

პირველად მიწევს პოზიტიური პროგნოზის დაწერა. პირველად ვწერ, რომ "ბარსა" მოიგებს. წინა ორი წლის განმავლობაში "რეალი" და "ატლეტიკო" დამიწერია, ახლა კი სხვა დროა, ახლა "ბარსას" დროა, გუნდი მზად არის ლა ლიგის დასაბრუნებლად. მთავარი კონკურენტი "რეალი" იქნება, "ატლეტიკოც" იტრიალებს მახლობლად, დაძაბულობა სავარაუდოდ ბოლო ტურებამდე შენარჩუნდება, არც "რეალია" ის გუნდი, რომელიც ქულებს არ დაკარგავს და არც "ბარსა". 

მოლოდინი ასეთი მაქვს, ჩემპიონობა უნდა დაბრუნდეს! 

რამდენი ტიტულით დაასრულებს "ბარსა" სეზონს? 

ვივარაუდებ ორს. გარდა ლა ლიგისა, ესპანეთის თასზეც შეგვიძლია წარმატება, სკამი გრძელია, ფეხბურთელების დონეში ეჭვი არ მეპარება, თავიდანვე დიდ გამოცდილებას შეიძენენ, არ ვიცი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რა მოხდება, მაგრამ "ინტერთან" და "ბაიერნთან" თამაში "ბარსას" მაგრად უნდა წაადგეს მთელი დარჩენილი სეზონი. 

კოპა უნდა დაიდოს! 

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მგონია, რომ ჯგუფიდან გავალთ, მინიმუმ მეოთხედფინალის მოლოდინი მაქვს, მაქსიმუმს კი წილისყრა განსაზღვრავს. 

საუკეთესო ტრანსფერი

ბევრს არ დავწერ, - ლევანდოვსკი. 

მოდი დავსვათ კითხვა, - რომელი იქნება მეორე საუკეთესო ტრანსფერი? ასე უფრო მეტი ინტრიგა გვექნება. 

გარდა ლევანდოვსკისა, ფსონს კუნდეზე ჩამოვიდოდი. ვნახოთ. ჩემი ნომერი ორი იქნება კუნდე. 

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი 

აქაც ლევანდოვსკიზე მექნება აქცენტი, უკვე გუნდის ლიდერია. არ დავმალავ, ერთი წლის წინ, როცა ტუხელს ლევანდოვსკის დამატება ათიანის პოზიციაზე სურდა, მაგრად გამეცინა, საერთოდ ვერ გავიგე, რა უნდოდა, ახლა კი მესმის, ჩვენი ცხრიანი ათიანის ფუნქციებსაც ითავსებს, იდეალურად ანაწილებს ბურთს და ყველაზე ინტელექტუალი აღმოსავლეთევროპელია, ვინც ოდესმე მინახავს. 

რაც შეეხება მეორე საუკეთესო ფეხბურთელს, შტეგენს, პედრისა და არაუხოს შორის, მაინც პედრის ვიტყოდი.

სეზონის იმედგაცრუება

ჩემი საყვარელი ნომინაციაა. შეიძლება ყველაფერი შემეშალოს, მაგრამ ეს არ მეშლება. ამ ნომინაციაში უნდა დავასახელოთ ფეხბურთელი, რომლისაც მაგრად გვეიმედება და საბოლოოდ იმედს გაგვიცრუებს. რთულია, თითქოს აღარავინ დარჩა ასეთი, მაგრამ იმედგაცრუება ყველა სეზონს ჰყავს, აბსოლუტურად ყველას, შესაბამისად, მხოლოდ გამოცნობაა საჭირო. ხელი მიკანკალებს, მაინც დავწერ, მგონია, რომ ფრენკი დე იონგი იქნება იმედგაცრუება. 

საუკეთესო ვეტერანი

თუ პიკესა და ალბას მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მაშინ ბუსკეტსი. რთული არჩევანი ნამდვილად არ არის. 

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 

ისევ და ისევ პედრი. ფატისა და გავის დიდი პატივისცემის მიუხედავად. 

საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი

ლევანდოვსკისგან ველი 25+ გოლს ლა ლიგაში. 

საუკეთესო ასისტენტი კი წესით დემბელე უნდა გახდეს. 

საბოლოოდ სურათი 

ვინ მოიგებს ლა ლიგას? - "ბარსა". 

რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? - ორით. (ლა ლიგა, კოპა). 

საუკეთესო ტრანსფერი - 1. ლევანდოვსკი, 2. კუნდე. 

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ლევანდოვსკი. 

სეზონის იმედგაცრუება - ფრენკი. 

საუკეთესო ვეტერანი - ბუსკეტსი. 

საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი. 

საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი. 

საუკეთესო ასისტენტი - დემბელე. 

აი, ეს არის ჩემი პროგნოზები. ჩამოწერეთ თქვენი და სეზონის ბოლოს ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #29 3 სექტემბერი 2022 21:09
    0
    ვინ მოიგებს ლა ლიგას? - "ბარსა".

    რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? - ცოტა რთულია, ოპტიმისტი ვიქნები (2 ან 3)

    საუკეთესო ტრანსფერი - 1. ლევანდოვსკი, 2. კუნდე.

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ლევანდოვსკი.

    სეზონის იმედგაცრუება - ესეც რთულია მაგრამ მე ალონსოს ვიტყვი, მგონია რომ ვერ გაამართლებს იმ მოლოდინებს რაც მასთან მიმართებაში აქვთ

    საუკეთესო ვეტერანი - ბუსკეტსი.

    საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი და ფატი ერთად. პედრი გასაგებია, მაგრამ მგონია რომ მივიწყებული კაცი თავის გამაჩენას შეძლებს და გაახსენებს ყველას თავის თამაშს.

    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი.

    საუკეთესო ასისტენტი - დემბელე.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #28 3 სექტემბერი 2022 11:06
    0
    ლა ლიგა-ბარსა
    ტიტულები-ლა ლიგა,კოპა,სუპერ კოპა
    საუკეთესო ტრანსფერი-1.ლევანდოვსკი,2.რაფინია
    საუკეთესო ფეხბურთელი-ლევანდოვსკი
    იმედგაცრუება-დე იონგი
    საუკეთო ვეტერანი-ბუსკეტსი
    საუკეთესო ახალგაზრდა-პედრი
    საუკეთესო ბომბარდირი-ლევანდოვსკი
    საუკეთესო ასისტენტი-დემბელე
    Culé [?]
    #27 2 სექტემბერი 2022 21:37
    0
    ლალიგა ბარსა,ტიტული 2,საუკეთესო ტრანსფერი პირველი ლევანდოვსკი და მეორე რაფინია,საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკი,იმედგაცრუება ჟორდი ალბა,,ვეტერანი ბუსკეტსი,საუკეთესო ახალგაზრდა ანსუ ფატი,ბომბარდირი ლევანა,ასისტენტი რაფინია!!!
    ახალბედა [?]
    #26 2 სექტემბერი 2022 15:15
    0
    ინ მოიგებს ლა ლიგას? - "ბარსა".

    რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? - 2 (იმედია ტრებლს გამოვკრავთ ხელს)

    საუკეთესო ტრანსფერი - 1. ლევანდოვსკი, 2. კუნდე

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ლევანდოვსკი.

    სეზონის იმედგაცრუება - რაფინია

    საუკეთესო ვეტერანი - ბუსკეტსი.

    საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი.

    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი.

    საუკეთესო ასისტენტი - დემბელე
    გულშემატკივარი [?]
    #25 2 სექტემბერი 2022 15:15
    0
    ლა ლიგა-ბარსელონა
    ტიტულები-ლა ლიგა, კოპა, სუპერ კოპა
    ხოლო იმედგაცრუება-მგონია რო კესი იქნება
    დანარჩენში ვეთანხმები ავტორს
    Culé [?]
    #24 2 სექტემბერი 2022 15:11
    0
    ვინ მოოგებს ლა ლიგას-ბარსა

    რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს-2

    საუკეთესო ტრანსფერი-ლევანდოვსკი

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი-ლევანდოვსკი

    სეზონის იმედგაცრუება-დე იონგი

    საუკეთესო ვეტერანი-ბუსკეცი

    საუკეთესო ახალგაზრდა-პედრი

    საუკეთესო ბომბარდირი-ლევანდოვსკი

    საუკეთესო ასისტენტი-რაფინია
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #23 2 სექტემბერი 2022 14:30
    2
    ინ მოიგებს ლა ლიგას? - "ბარსა".

    რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? - ტრიპლეტი

    საუკეთესო ტრანსფერი - 1. ლევანდოვსკი, 2. დემბელე ხომ თავიდან დამივატეთ ეგრე გამოვიდა?(თუ არა მაშინ რაფინია)

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ლევანდოვსკი.

    სეზონის იმედგაცრუება - არავინ :)

    საუკეთესო ვეტერანი - ბუსკეტსი.

    საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი.

    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი.

    საუკეთესო ასისტენტი - დემბელე

    საუკეთესო ტვინი(მე დავამატებ ესეთ ნომინაციას და აქ მოდით იყოს) -ხავი

    ზედმეტად პოზიტიური პროგნოზი გამომიგივა დაე ასე იყოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 2 სექტემბერი 2022 14:08
    0
    იშვიათად ცდები ფეოლა და იმედია წელსაც გაარტყავ, ორი ტიტული მეორადი ნაწილებით აწყობილი ახლადშექმნილი გუნდისთვის იდეალური იქნება. თუმცა არც "მადა ჭამაში მოდის" ფაქტორს გამოვრიცხავთ.
    წევრი [?]
    #21 2 სექტემბერი 2022 13:56
    0
    Suxa გავის მაგივრად დემბელე უნდა დამეწერა. შემეშალა🤦‍♂️🤦‍♂️
    ფანი [?]
    #20 2 სექტემბერი 2022 13:45
    0
    ვინ მოიგებს ლა ლიგას? - "ბარსა".

    რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? - 2 (ლა ლიგა, კოპა)

    საუკეთესო ტრანსფერი - 1. ლევანდოვსკი, 2. Კუნდე

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ლევანდოვსკი.

    სეზონის იმედგაცრუება - ფერან ტორესი.

    საუკეთესო ვეტერანი - ბუსკეტსი.

    საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი

    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი.

    საუკეთესო ასისტენტი - დემბელე.
    ფანი [?]
    #19 2 სექტემბერი 2022 13:42
    0
    ჩემი აზრით

    ვინ მოიგებს ლა ლიგას? - "ბარსა".

    რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? - ტრებლს დავდებთ ხავიმ თუარ მიქარა რამე😂

    საუკეთესო ტრანსფერი - 1. ლევანდოვსკი, 2. კუნდე.

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ლევანდოვსკი.

    სეზონის იმედგაცრუება - ფერანი იმედი ამის მაინც არუნდა გვქონეს წესით

    საუკეთესო ვეტერანი - ბუსკეტსი.

    საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი.

    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი.

    საუკეთესო ასისტენტი - დემბელე.
    Culé [?]
    #18 2 სექტემბერი 2022 13:23
    0
    ვინ მოიგებს ლა ლიგას? - "ბარსა".

    რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? - სამით. (ლა ლიგა, კოპა, სუპერთასი).

    საუკეთესო ტრანსფერი - 1. ლევანდოვსკი, 2. რაფინია.

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ლევანდოვსკი.

    სეზონის იმედგაცრუება - კესი.

    საუკეთესო ვეტერანი - ბუსკეტსი.

    საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი.

    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი.

    საუკეთესო ასისტენტი - დემბელე.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #17 2 სექტემბერი 2022 13:10
    0
    1. ვინ მოიგებს ლა ლიგას? - ბარსა.
    2. რამდენი ტიტულით დაასრულებს
    სეზონს? - ორით. (ლა ლიგა, კოპა).
    3. საუკეთესო ტრანსფერი -
    ლევანდოვსკი.
    4. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი -
    ლევანდოვსკი.
    5. სეზონის იმედგაცრუება - ფრენკი.
    6. საუკეთესო ვეტერანი - ბუსკეტსი.
    7. საუკეთესო ახალგაზრდა - ფატი, თუ
    აღარ დაიტრავმა და სისტემატურად
    ითამაშა, თუ არადა პედრი.
    8. საუკეთესო ბომბარდირი -
    ლევანდოვსკი.
    9. საუკეთესო ასისტენტი - რაფინია.
    გულშემატკივარი [?]
    #16 2 სექტემბერი 2022 12:58
    0
    ლა ლიგას მოიგებს: ბარსა
    სადაც კუმანის დროს დანგრეული გუნდით გვქონდა შანსი და წინა წელს ისევ კუმანის მიერ ჩაგდებული პირველი წრის გამო ჩამოვრჩით რეალს, ამჯერად წესით ხელს ვეღარაფერი შეგვიშლის.

    ბარსა სეზონს დაასრულებს 2 ტიტულით: (1. ლა ლიგა, 2. ან კოპა ან სუპერკოპა)

    საუკეთესო ტრანსფერი - 1. ლევანდოვსკი, 2. კუნდე 3. რაფინია

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - 1. ლევანა 2. პედრი 3. არაუხო

    სეზონის იმედგაცრუება - 1. ტორესი 2. კესი 3. დემბელე

    საუკეთესო ვეტერანი - შტეგენი

    საუკეთესო ახალგაზრდა - 1. პედრი 2. გავი 3. ფატი

    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი (ულაპარაკოდ)

    საუკეთესო ასისტენტი - 1. დემბელე 2. რაფინია 3. პედრი

    და აქვე დავამატებდი:

    სეზონის აღმოჩენა - 1. ბალდე 2. გარსია
    Culé [?]
    #15 2 სექტემბერი 2022 12:48
    1
    ციტატა: Kote Bogveradze
    ასე მგონია რო ბარსა ლა ლიგას ვერ მოიგებს. მარა 1 ტიტულს მოიგებს. საუკეთესო ტრანსფერი 1. ლევანდოვსკი 2. კუნდე. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკი. იმედგაცრუება გავი. რატომღაც ასე მგონია. საუკეთესო ვეტერანი ბუსკეცი. საუკეთესო ახალგაზრდა პედრი. ბომბარდირი ლევანდოვსკი და ასისტენტი გავი

    კი მაგრამ თუ თქვენ გავის საუკეთესო ასისტენტად მიიჩნევთ, მაშინ რატომღა იქნება ეს ბიჭი სეზონის იმედგაცრუება, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებაა..
    Culé [?]
    #14 2 სექტემბერი 2022 12:36
    0
    რავიცი მე ისევ პესიმისტურად ვარ განწყობილი

    ლა ლიგას მოიგებს: რეალი

    ბარსა სეზონს დაასრულებს 1 ტიტულით: (სუპერთასი იქნება)

    საუკეთესო ტრანსფერი - 1. ლევანდოვსკი, 2. რაფინია

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - პედრი

    სეზონის იმედგაცრუება - გავი და ფერან ტორესი (ოღონდ ამისგან არც ველი არაფერს)

    საუკეთესო ვეტერანი - ვერცერთი ვეღარ ითამაშებს მაღალ დონეზე მაგრამ ბუსკეთსი მაინც საჭიროა

    საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი საუკეთესო მგონია და ახალგაზრდა ბალდე იყოს

    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი.

    საუკეთესო ასისტენტი - დემბელე
    ახალბედა [?]
    #13 2 სექტემბერი 2022 12:03
    0
    ლა ლიგას ბარსა მოიგებს

    სამი ტიტულით დაასრულებს სეზონს (ლა ლიგა,კოპა,სუპერთასი) და ჩ.ლ. ნახევარფინალში გავალთ

    საუკეთესო ტრანსფერი:1.ლევანდოვსკი 2.კუნდე

    საუკეთესო ფეხბურთელი:ლევანდოვსკი

    იმედგაცრუება:კესი ან ფერანი

    საუკეთესო ვეტერანი:შტეგენი

    საუკეთესო ახალგაზრდა:პედრი

    საუკეთესო ბომბარდირი:ლევანდოვსკი

    საუკეთესო ასისტენტი:დემბელე ან პედრი
    ფანი [?]
    #12 2 სექტემბერი 2022 12:01
    0
    ვინ მოიგებს ლა ლიგას? - "ბარსა".

    რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? - სამით. (ლა ლიგა, კოპა,სუპერკოპა).

    საუკეთესო ტრანსფერი - 1. ლევანდოვსკი, 2. კესიე

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ლევანდოვსკი.

    სეზონის იმედგაცრუება - კუნდე (ძალიან დიდი იმედიმაქ რო ვცდები)

    საუკეთესო ვეტერანი - არცერთი

    საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი.

    საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი.

    საუკეთესო ასისტენტი - რაფინია
    Culé [?]
    #11 2 სექტემბერი 2022 11:40
    0
    ვერ დაგეთანხმები 1. ფრენკი დეიონგი ამ სეზონში აუცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და იმედგაცრუება უფრო ფრანკ კესი , 2. ასისტენტი დემბელე პირდაპირ და დარწმუნებით ვერანაირად რაფინიას გაცილებით დიდი შანსი აქვს გააჩნია ვინ რამდენს ითამაშებს და ლევანდოვსკი გარდა გოლებისა ასისტებშიც მაგარ შედეგს დადებს, 3. ბარსას ლიგაზეც ექნება ფრიტენზია :), 4. ბუსკეცის საუკეთესოობა არსად გაიშვას აწი თუნდაც ვეტერანებში ..
    [?]
    #10 2 სექტემბერი 2022 11:10
    0
    ტოტული 1 ალბათ. ჯერ სტაბილურები არ ვართ ამიტომ კოპას თუ შევწვდებით. აი ღმერთმა ნუ ქნას ევროპის ლიგაზე თუ მოვხვდით ორამდე გაიზრდება მარა მგონი გავალთ ჯგუფიდან. მეორე საუკეთესო რაფინია იქნება, იმედგაცრუება ტორესი. დანარჩენში გეთანხმები