მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იუბილარის დუბლი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იუბილარის დუბლი

 კვირიდან კვირამდე ველით, რომ სიტუაცია დალაგდება, ყველა თავის გზაზე დადგება და სრულ სურათს დავინახავთ, მაგრამ ჯერჯერობით დალაგებამდე დიდი დროა, ამიტომ, სეზონის პროგნოზისგანაც თავს ვიკავებ. დე იონგის ამბავი ბოლომდე გარკვეული არ არის, რამდენიმე კვირის წინ თუ მისი წასვლის ალბათობას 80%-ით შევაფასებდით, ახლა სადღაც 50/50-ზეა, დროც მიიღო, ითამაშა და ჩავის კომენტარიდან გამომდინარე არავის უნდა გაუკვირდეს თუ დარჩა. აი, ხელფასს რას უზამს არ ვიცი, მე მგონი, რომ დაკლებას არაფრის დიდებით არ აპირებს.

რატომ ვსაუბრობთ ახლა ამაზე? იმიტომ, რომ ნერვიული ფონი გუნდში ჯერ კიდევ შეიმჩნევა. როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდური თვალსაზრისით. მოუგვარებელია ბუსკეტსის ხელფასის ამბავი, გაურკვეველია ობამეიანგისა და დეპაის ბედი. ასეთ სიტუაციაში მწვრთნელისთვისაც ძალიან რთულია მუშაობა. ეგ კი არა, ბრეითუეიტი და უმტიტიც კი კლუბში არიან, და სანამ „ბარსა“ ზედმეტი წონისგან გათავისუფლებას ცდილობს, მანამდე მსოფლიო პრესა და ვარსკვლავები აკრიტიკებენ ფეხბურთელებზე ზეწოლის გამო. აბა როგორ გინდათ? ვინც წასასვლელია უნდა წავიდეს. ფეხბურთელს, რომელსაც ეუბნებიან, რომ დრო საერთოდ არ ექნება და მაინც დარჩენა სურს, პარაზიტია.

არ იმსახურებს ის ფეხბურთელი პატივისცემას, რომელშიც თამაშის სურვილი მკვდარია.

პრობლემაა კუნდესთან მიმართებითაც, ოფიციალურ მატჩში ჯერ არ გვინახავს, მისი დარეგისტრირება ისევ და ისევ იწელება. ახლა წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა, კაცს თამაში სურს, მწვრთნელს უნდა რომ ათამაშოს, და ვერც ერთი აღწევს მიზანს და ვერც მეორე. მტანჯველი ამბავია. თუმცა, ბოლო ექნება და იმედი მაქვს, რომ სწრაფად მორჩება წვალება. 

ახლა კი მატჩზე

რა ლამაზი დღეაააა, რა ნათელიიი მზეააა...

34 წლისა შესრულდა და მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წამში ანგარიშიც გახსნა! გახსნა და გაეხსნა, ახლა წამოვა და წამოვა, ეს კაცი თავის თავს ნელ-ნელა პოულობს და იმასაც ხვდება, რომ დამატებითი როლი აქვს ახალგაზრდულ „ბარსელონაში“, გამოცდილება აქვს გასაზიარებელი და აზიარებს კიდეც, არ ენანება, აძლევს უხვად მითითებებს პატარა ბიჭებს, რომლებიც თავის მხრივ გადასარევი პასებით ამარაგებენ.

ცვლილებები იყო, იძულებითიც და ნებაყოფლობითიც. ბუსკეტსი მოგეხსენებათ წინა მატჩში გააძევეს, ამიტომ ფრენკი ვნახეთ საყრდენზე და როგორც აქამდე ათასგზის გვინახავს, ვერ გამოდგა წარმატებული. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ აბსოლუტურად სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობენ, ფრენკი არ არის ის საყრდენი, რომელსაც „ბარსა“ ტრადიციულად იყენებს, კაცი, რომელიც იდეალურად გრძნობს პოზიციას და ორ ცენტრალურ მცველს შორის დარჩენილ სივრცეს ავსებს. გახსოვთ როდის დაიწყო „ბარსამ“ ასე თამაში? კრუიფის მეცადინეობის შემდეგ რაიკაარდმა იკადრა. ვინები იკავებდნენ ამ პოზიციას? ფილიპ კოკუ, ალბერტინი, რაფა მარკესი, ედმილსონი, დიახ, სანამ იდეალური კანდიდატი გამოჩნდებოდა მანამდე ცენტრალური მცველებიც ავსებდნენ „ექვსიანის“ ნიშნულს. იყიდეს ტურე და დააწინაურეს ბუსკეტსი, მას მერე ამ პოზიციაზე სერხიო მეფობს.

დე იონგს კი ძალიან უყვარს დრიბლინგი, უყვარს და გამოსდის კიდეც, არადა, ამ პოზიციის დატოვება დიდ აურზაურს იწვევს ხოლმე ტაქტიკაში, ბუსკეტსი არასდროს ტოვებს თავის წერტილს, დე იონგის მხრიდან მოედნის დაფარვის არეალი გაცილებით დიდია. ამიტომ, ყველა მიუჩვეველია ამ პოზიციის დაზღვევას, როგორც წესი, არ არის ხოლმე საჭირო, დე იონგის პირობებში კი საჭიროა და მერე როგორ.

ნებაყოფლობითი ცვლილება შეეხო ალბას, ჩვენი ნაქები ბალდე ვნახეთ საქმეში და არ იყო ცუდი, საგოლე პასიც მიითვალა, მთელი ფლანგი ჩაბარდა და ვერ ვიტყვი, რომ ციდან ვარსკვლავები მოწყვიტა, მაგრამ გვანახა, რომ ჩამოსაწერი და გასაპანღურებელი არ არის, როგორც უპირებდნენ.

ამით ჩავიმ კიდევ ერთხელ დასვა კითხვა ხელმძღვანელობასთან, - მარცხენა თუ მარჯვენა? სად გვჭირდება შევსება? მარცხნოვ ორი ნომინალური მცველია, რომელთაც საშუალო დონეზე თამაში შეუძლიათ, მარჯვნივ კი მხოლოდ ერთი, რომელიც დაცვაში იმდენად სუსტია, რომ ჩავი საერთოდ არ აღიარებს მცველად.

არაუხომ კი ვერ გამოავლინა საჭირო თვისებები, ამიტომ, ტაქტიკური ცვლილება ვიხილეთ, „ბარსამ“ სამი ცენტრით ითამაშა, ფლანგები კი დემბელესა და ბალდეს ჩაბარდათ. ვნახეთ კიდევ ერთი ნებაყოფლობითი ცვლილება, ფერან ტორესი, პირველად დიდი ხნის შემდეგ. რა იყო ეს? შესაძლოა წინა მატჩის გამოძახილი, რაფინიასა და ფატის თამაშით უკმაყოფილება, შესაძლოა, შანსი ფერანისთვის მძიმე კონკურენციაში. არ ვიცი რა იყო ამის მამოძრავებელი, მაგრამ ის ვიცი, რომ ყველა შემტევმა მასზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და ჯერჯერობით საერთოდ არ ჰგავს დეპაიზე, ან, ობამეიანგზე კარგ ფეხბურთელს.

ასე რომ, ამ ყველაფრის შემდეგ, მიუხედავად სწრაფი გოლისა, პირველი ტაიმი ჩავარდა!

რომ არა ტერ შტეგენი, კაცმა არ იცის რა დღეში ჩავვარდებოდით. ტერ შტეგენმა სიმშვიდე და ტკბილი ძილი გვაჩუქა. 

ხელთათმანს შენსას, ქება და ქება! 

გოლების ანალიზს ვიდეოანალიზში იხილავთ, რომელიც ტრადიციულად შუა კვირაში დაიდება.

მანამდე მატჩის ხასიათს მივუყვეთ. რამ შეცვალა თამაში და ცვლილებებმა. დროული იყო, ვერაფერს იტყვი, გამოვიდა რაფინია, გამოვიდა ფატი, გავიდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც უნდა გასულიყვნენ და გოლებიც ვიხილეთ, თან ძალიან ლამაზი გოლები.

ფატი არ არის კარგ ფიზიკურ ფორმაში, პირიქით, ძალიან შორს არის ამისგან, მაგრამ ყოველი მისი ქმედება ძალიან გააზრებულია, აზროვნება ჩანს მის მოქმედებაში, ხან შეასხამს ხორცს, ხან ვერა, მაგრამ აზროვნებს ბიჭი, მყარად უნდა დადგეს და გოლები იქნება. პასი კი სასწაული გამოვიდა, შედევრი! ესეც აზროვნებისა და წარმოსახვის სინთეზი, თვალი ლევანდოვსკის ხედავს, გონება დემბელეს. დემბელე რა დასანახია, მაგრამ, როცა კარგ პოზიციაშია, შეხედავს კაცი.

უპირატესობის მოპოვების შემდეგ გუნდი ოთხ მცველზე გადავიდა, ალბა გამოვიდა და 4-3-3-ით ჩამთავრდა მატჩი.

კარგია მოგება. პირველი სამი ქულა. თუმცა, ჯერ ისევ ქაოსია. პოტენციალი დიდია, ამ გუნდს ჩემპიონობა შეუძლია, ტურნირი თავად აარჩიეთ.

შემდეგი მატჩი ორ დღეში, "მანჩესტერ სიტისთან"!

აი, ეს მარკეტინგული ამბავია. ძველმა „ბარსელონელებმა“ მოაკვარახჭინეს. ჩიკი ბეგირისტაინი, ფერან სორიანო, პეპ გვარდიოლა, - ბრწყინვალე სამეული. მათი წყალობით „სიტი“ ჩამოვა, მერე ვნახოთ ჩვენი მცველები ჰოლანდთან რას და როგორ იზამენ, თუ ითამაშებს, საერთოდ, რავიცი...

კარგი ტესტი იქნება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 23 აგვისტო 2022 11:26
    0
    კარგი სტატიაა როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით არაუხოს პრობლემაა სწორედ მოხსენიებული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 23 აგვისტო 2022 03:06
    0
    როდესაც გასვლას 1:4 იგებ, ძნელია კრიტიკა, თუმცა მაინც ლატრალებს აქვთ მოსამატებელი;
    ბალდე კარგი იყო, 1 წუთი, გაღრვევა და საგოლე პასი 18 წლის ბავშვისგან ურიგო არაა;
    არაუხო ფლანგის კაცი მაინც არაა, უბრალოდ აგებულებას შევხედოთ, დაკუნთული, 1.88 სიმაღლის ათლეტი, კი სწრაფი თავისებურად, მაგრამ ლატერალის სისწრაფე და მოძრაობა-დრიბლინგის უნარი მაინც სხვა თემაა, სისწრაფე მოკლე დისტანციაზე და ფლანგის მანევრები სხვა გაბარიტების მოთამაშეებს უფრო გამოსდით;
    დემბელემ რამდენიმეჯერ გაამწვავა და არ ეგრე იდიოტივით არ იქცეოდა, როგორც მიგვაჩვია ხოლმე;
    აი ფერანს ჰქონდა მორიგი უიღბლო მატჩი და ალაბთ დასჭირდება წარმატებული სერია, დავუშვათ დუბლი და ეგეთი
    აი კოპა დელ რეი რომ დროზე იწყებიოდეს და სუპერთასიც უფრო ადრე იყოს მაშინ ჰო, თუმცა მუნდიალის 1 თვე მაინც ამჭირდოვებს გრაფიკს, ალბათ ლიგის მატჩები მანამდე უნდა მოესწროს;
    ანუ გამოდის, რომ 2 თვესა და 2 კვირაში 18 მატჩია სათამაშო, დაახლოებით 75 დღეში 18 მატჩი, ანუ ყოველ 5 დღეში თამაში
    ამას დამატებული ერთა თასი, სანაკრებო, რასაც 1 კვირიანი პაუზა მოჰყვება და ბიჭები იქ ითამაშებენ, გამოდის, რომ 75 დღეში 20 შეხვედრა, ანუ 3-4 დღეში თამაში, მჭირდო კალენდარია და როტაციის გარეშე წარმატება არ გამოვა;
    თორე თუ ირბინა ალბამ ენაგადმოგდებული ძაღლივით და კიდევ ათრიეს, ეგრე არ გამოვა;
    თუმცა ამ 18 დან 5-6 სერიოზული მატჩის ჩატარებას შეძლებს, 3-4 ისე რა ან შეცვლაზე და დანარჩენი სკამზე
    [?]
    #12 22 აგვისტო 2022 13:20
    1
    დე იონგი არაა წამსვლელი. დარჩება. ამიტო თუ საყრდენზე დადგება გავი კი არა კესისთან უნდა დაიტესტოს. აი ვინ დააზღვევს და ვინ შეუმსუბუქებს საქმეს. გავისთვის ძალიან ადრეა ძირითადი. თითონაც ცოდოა. იყოს როტაციაში. პიანიჩის გამოყენებას არ აპირებს ჩავი, ამაზე უკეთესი შანსი როდის ექნება კიდე. მარა არ აპირებს. ამიტო გაუშვან ჯობია. მე 6 ნახევარმცველად ცოდოა. ეგ და დეპაი რო წავიდნენ იქნებ ობა გადარჩეს.დაჟე მე ტორესსაც მივაიჯარებდი წელს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 22 აგვისტო 2022 12:41
    0
    აი ეს სეზონი იყოს ფერანისთვის ბოლო, თუ ვერ ითამაშა ბოლო და მერე გაუშვან, გუშინ ჯარიმების აკიდების გარდა არაფერი გაუკეთებია, დემბელეც გოლის გარდა 0 იყო, ხოტა ფატი და რაფინია უნდა იყვნენ ძირითადში,ისენი კი ზამენაზე
    ფანი [?]
    #10 22 აგვისტო 2022 12:05
    3
    გავიზეც უნდა ვთქვათ 1-2 სიტყვა კარგათ გამოჩნდა რომ ძირითადიდად ჯერ ძალიან შორსაა ბევრი აქვს დასამტკიცებელი
    წევრი [?]
    #9 22 აგვისტო 2022 10:40
    0
    თავიდან კარგი იყო სოსიადედი მარა დემბელეს გოლის მერა გატყდა.
    გულშემატკივარი [?]
    #8 22 აგვისტო 2022 10:08
    3
    რასაც ვუყურებ დღევანდელ ფეხბურთს, პედრის მსგავსად ელეგანტურად ვერავინ თამაშობს. ტიპი ძაან სხვა სტილია საერთოდ, ყველასგან გამორჩეული, მართლა ბრავო. საერთო ჯამში მოვიგეთ და კარგია, უფრო დავიხვეწებით, თავდაჯერებულობისთვის სოსიედადთან გასვლის მოგება მშვენიერი გზაა. მანქანა (ლევანა) დაიქოქა..
    ფანი [?]
    #7 22 აგვისტო 2022 09:44
    4
    დებელე არის გონებაჩლუნგი
    გეიონგის საყრდენობა მოვხან
    ვინც ტორესი ბარსაში მოათრიას ისიც ზედ დამიყოლებია
    ეს სამი კაცი უეჭველი გასაყიდია ტა ტოპ იგროკებია საჭირო მათ ადგილას
    ფანი [?]
    #6 22 აგვისტო 2022 09:16
    15
    კვარაცხელია ჯობია ფერან ტორესს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 აგვისტო 2022 08:51
    3
    ამ ფერანს მართლა ვერ გავუგე რა.თითქოს არაფერს აკეთებს,მარა მომენტები მაინც ექმნება,საქმე იმაშია,რომ მაზავს მაგ მომენტებს.თუ არ გამოსწორდა გასაჯმეინებელი იქნება,არადა იმედი მქონდა მაგის და ეხლაც მაქვს,რო ათამაშდება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #4 22 აგვისტო 2022 08:47
    3
    Დასკვენბის გამოტანა ადრეა თუმცა მგონია რომ ამ გუნდს კარგი წელი ელის. Ტიტულებით აღსავსე, ლევანა კიდე გაიტანს და პიჩიჩსაც მოიგებს მგონი. Ფერანი კი იმაზე უარესია ვიდრე იყო. Არ ჩანს მოედანზე, მომენტიც არ აქვს, ერთადერთი დასამახსოვრებელი ის იყო რომ ჯარიმები მოიპოვა ერთი ორი
    გულშემატკივარი [?]
    #3 22 აგვისტო 2022 07:15
    2
    ციტატა: ფეოლა
    Prometheus,
    გოლის ეპიზოდში სასტარტო სისწრაფე დააკლდა, საწყისი მანძილი დათმო, ვარდნა უკვე პოზიციური შეცდომის შედეგია, გამოსწორების ბოლო მცდელობა.

    ეგ გოლი დე იონგის ბრალი იყო თავიდან ბოლომდე. რას იტყვით აბა ის ხალხი დე იონგი საყრდენზე კატასტროფაა მეთქი რო ვამბობდი?? არაა რგ ცალსაყრდენიანი სისტის საყრდენი, კატასტროფულზე ცუდია მანდ და ყველა ჯერზე რო დგება მანდ მრკიცდება ეგ ფაქტი უფრო და უფრო.
    მწერალი [?]
    #2 22 აგვისტო 2022 05:36
    0
    Prometheus,
    გოლის ეპიზოდში სასტარტო სისწრაფე დააკლდა, საწყისი მანძილი დათმო, ვარდნა უკვე პოზიციური შეცდომის შედეგია, გამოსწორების ბოლო მცდელობა.
    ფანი [?]
    #1 22 აგვისტო 2022 05:17
    5
    როგორც ყოველთვის კარგი ანალიზი და შეფასებაა , მარა მე ერთსაც დავამატებდი , გარსია იყო ძალიან კარგი მთელი თამაშის განმავლობაში , პასებითაც და ერთი-ერთზე თამაშითაც , ძალიან აგრესიულად და ჯარიმის ზღვარზე თამაშობდა , რაც კარგად წაგვადგა ამ თამაშში , რამდენიმე კარგი ვარდნაც ჰქონდა , გოლის ეპიზოდში ვერანაირად ვერ დავადანაშაულებ , უბრალოდ არ გაუმართლა , თორე იდეალური ვარდნა იყო , თუ ესე გააგრძელა არანაირად არ არის ჩამოსაწერი . კრისტენსენიც კარგი იყო , არაფერი გამორჩეული არ გაუკეთებია და არც დაუშავებია , სტაბილურად იდგა , გოლის მომენტში მოხვდა ცუდად ბურთი ერთი , მაგასაც უიღბლობას მივაწერ