როგორ მუშაობს ლა ლიგის სარეგისტრაციო სისტემა

როგორ მუშაობს ლა ლიგის სარეგისტრაციო სისტემა

დრო გადის, სიახლე ჯერ არ არის, თუნდაც იყოს, თუნდაც ვინმე დაარეგისტრირონ, აუცილებელია უფრო ახლოს გავეცნოთ რეგისტრირების სისტემას, რადგან "ბარსას" ზედიზედ მეორე წელია ეს პრობლემა აქვს. დასარეგისტრირებელთა სიაში არიან ახალწვეულები და ის ფეხბურთელები, რომელთაც კონტრაქტი ამოწურვის შემდეგ განაახლეს, იგულისხმებიან სერჟი რობერტო და დემბელე.  

სანამ იმაზე მსჯელობენ ვინ უნდა დაარეგისტრირონ პირველ რიგში და ვინ უნდა მოიცადოს ერთი, ან რამდენიმე კვირა, მანამდე მოდი გამოვერკვეთ რა არის La Liga Manager-ი. 

La Liga Manager 

ეს არის ფეხბურთელთა რეგისტრაციის სისტემა, რომელიც ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა 2016 წელს წარადგინა, ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის გაადვილების მიზნით. ყოველ ჯერზე, ფეხბურთელის რეგისტრირების, ან, დერეგისტრირების შემთხვევაში, ტრანზაქცია ლა ლიგის საჯარო ვებსაიტის პორტალზე აისახება. 

როგორ მუშაობს, ეს ოხერი 

ტრანსფერის განსახორციელებლად, პირველ რიგში, ლა ლიგის, ფიფასა და უეფას ერთობლივი დოკუმენტაცია უნდა იყოს შევსებული. კლუბის ოფიციალურ წარმომადგენელს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია ფეხბურთელის დარეგისტრირება, ლა ლიგა მენეჯერის აპლიკაციის გამოყენებით. 

დოკუმენტაციაში ასახული უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა დეტალი, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შეივსოს გადახდილი და მიღებული თანხების სექცია, რადგან მცირედი უზუსტობაც კი დაუშვებელია. ეს პროცესი სრულდება, როგორც ერთი ქვეყნის, ისე სხვადასხვა ქვეყნის კლუბებს შორის გაფორმებული კონტრაქტის შემთხვევაში. თუნდაც, ახალგაზრდული გუნდიდან დააწინაურონ ვინმე პირველ გუნდში, დოკუმენტი მაინც იმავე სიზუსტით უნდა შეივსოს. 

ყველა ტრანსფერი უნდა შემოწმდეს ლა ლიგის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, შემდეგ კი გაიცემა თანხმობა. ყველაზე მნიშვნელოვანია ხდება თუ არა ლა ლიგის ფინანსური შეზღუდვების დაკმაყოფილება. შეზღუდვებს ლა ლიგა აწესებს სეზონის დასაწყისში და შესწორებები შეაქვს სეზონის შუა ნაწილში, იმისათვის, რომ კლუბმა არ დახარჯოს იმაზე მეტი, ვიდრე გამოიმუშავებს. 

როგორია ბარსას ლიმიტი? 

წინა სეზონის დასაწყისში "ბარსას" 97 მილიონ ევროიანი ლიმიტი მიენიჭა. სეზონის შუაში კი ლა ლიგამ 144 მილიონიანი გარღვევა დააფიქსირა, რის გამოც "ბარსას" გადასახადების შემცირება კიდევ ერთხელ მოუწია. 

ლა ლიგის რეგისტრაციის წესები მარტივი და საჯაროა, - კლუბები აწვდიან ინფორმაციას ყველა საკონტრაქტო გარიგებაზე, გასავალზე და შემოსავალზე, აბსოლუტურად ყველა გაფორმებულ კონტრაქტზე. 

გაცილებით საინტერესო ნაწილი დაკუმენტაციისა არის ინტერპრეტაციის ნაწილი, რაც სამომავლო შემოსავლის დადგენას გულისხმობს. ეს ეხება "ბარსას" გაყიდულ სატელევიზიო უფლებებს. საქმე ის არის, რომ გაყიდულ ნაწილზე, ლა ლიგას სამომავლო შემოსავლის დასადგენად ზუსტი კრიტერიუმები არ აქვს, ამიტომ, მათსა და კლუბის ფინანსურ დირექტორებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

კლუბს შეუძლია ლა ლიგის მიერ დაწესებული ლიმიტი მოახმაროს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს, მთავარ მწვრთნელს, მის ასისტენტს, ფიზიოთერაპევტს, აკადემიას და ნებისმიერ დარეგისტრირებულ ფეხბურთელს. კლუბს შეუძლია ლიმიტირებული თანხა გადაანაწილოს ტრანსფერებსა და ხელფასებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დანახარჯი ლიმიტს არ გადაცდება. 

რატომ ვერ არეგისტრირებს "ბარსა" ფეხბურთელებს? 

რეგისტრაციის სისტემა პირდაპირ უკავშირდება კლუბის ფინანსებს, "ბარსას" კი არ შეუქმნია საკმარისი ფინანსური სივრცე ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად. ამის მიღწევა შეიძლებოდა ან ფეხბურთელების გაყიდვით, ან ხელფასების მაქსიმალურად შემცირებით, ან ფინანსური ბერკეტების ამოქმედებით. 

"ბარსამ" გაუშვა ფეხბურთელები, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით, და არ მიუღია გაშვებულ ფეხბურთელებში ის თანხა, რომელიც შეძენილის საპირწონე იქნებოდა. ფეხბურთელებმა შეიმცირეს ხელფასები და მოსულებმაც გააფორმეს ისეთი კონტრაქტები, რომელიც კლუბისთვის მისაღებია, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, მმართველობა გადავიდა ფინანსური ბერკეტების ამოქმედებაზე, რომელიც ერთი შეხედვით წარმატებით მიმდინარეობს. 

შედგება თუ არა დებიუტები რაიო ვალეკანოსთან? 

არ ვიცით. თუ "ბარსა" ამოქმედებული ბერკეტების შემდეგ შეძლებს ანგარიშის დაბალანსებას, მაშინ, ერთი, ან რამდენიმე ფეხბურთელის რეგისტრირებას შეძლებს. ჯერჯერობით ვერავინ დაარეგისტრირეს. The Athletic-ს ესმის რომ "ბარსას" თამაშამდე ჯერ კიდევ აქვს დრო, რომელიც მაშინ ამოიწეურება, როცა მატჩის არბიტრს განაცხადის ფურცელს გადასცემენ. 

ასე რომ, თეორიულად, "ბარსას" თამაშამდე ერთი საათით ადრეც შეუძლია პრობლემის მოგვარება. 

ადრე თუ მომხდარა რაიმე მსგავსი? 

ო დიახ! წინა სეზონში "ბარსას" იგივე პრობლემა ჰქონდა რის გამოც ლიონელ მესის დაუქნიეს ხელი და პარიზში მიმავალი გზა დაულოცეს. პიკემ, ბუსკეტსმა და ალბამ ხელფასები საგრძნობლად შეიმცირეს, რათა კლუბს დეპაის, აგუეროსა და ერიკ გარსიას დარეგისტრირება შეძლებოდა. 

ბოლოს უნდა ითქვას, რომ პიკემ ამჟამადაც შეიმცირა ხელფასი. ეგ კი არა, გამიშვით უფასოდ ვითამაშებო. 

ასე რომ, სანამ ეს სტატია იწერება, კლუბის ბუღალტრები და დირექტორები მეოთხე ბერკეტის ამოქმედების შედეგად მიღებული თანხის მეშვეობით ფინანსურ ანგარიშებს აბალანსებენ, ან უკვე დააბალანსეს, რასაც რეგისტრაციაზე მოთხოვნა მოჰყვება, მერე ლა ლიგის წარმომადგენლები გამადიდებელი შუშით გადახედავენ ყველაფერს და თამაშიც დაიწყება. 

არ ვიცით რამდენის დარეგისტრირება მოესწრება, მაგრამ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ხვალ ლევანდოვსკი მოედანზე იქნება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 12 აგვისტო 2022 21:58
    0
    ერთი დე იონგის გაშვებით მოგვარდება ყველაფერი, 80 მილიონი პატარა თანხაა არაა, ყველას დასარეგისტრირებლად გვეყოფა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 აგვისტო 2022 20:41
    0
    თუ დარეგისტრირება თამაში დაწყებამდე შეიძლება, არ ყოფილა კატასტროფა. ფული ხო შევიდა მე-4 ბერკეტით.
    Culé [?]
    #5 12 აგვისტო 2022 20:28
    0
    როგორ და ტებასის ჭკუაზე, განსაკუთრებით ბარსელონას შემთხვევაში.რამდენ ხანს უნდა ეგდოს კიდევ ლა ლიგის პრეზიდენტად?
    გულშემატკივარი [?]
    #4 12 აგვისტო 2022 20:14
    0
    ციტატა: ბართომეუს ბოტი
    ციტატა: akaki
    ეს დედა არღნიანი მარტო ბარსაზაა ეს კანონები?აბა რათ უნდოდათ ეგ ფეხბურთელები რომ იყიდენ.თუკი ვერ დაარეგისტრილებდენ.მარა ბარსას იმენა ამწარებენ.იციან წელს ამ ფეხბურთელებით მაესტრო ლა ლიგასაც დადებს და ყველაფერს მოიგებს.ამის ჟიმჟიმი უფრო აქვთ

    მასონების თემაა ძმა, ეგენი ჩალიჩობენ

    Ddd barcelonelobas gvartmeven dd
    გულშემატკივარი [?]
    #3 12 აგვისტო 2022 19:52
    1
    ციტატა: akaki
    ეს დედა არღნიანი მარტო ბარსაზაა ეს კანონები?აბა რათ უნდოდათ ეგ ფეხბურთელები რომ იყიდენ.თუკი ვერ დაარეგისტრილებდენ.მარა ბარსას იმენა ამწარებენ.იციან წელს ამ ფეხბურთელებით მაესტრო ლა ლიგასაც დადებს და ყველაფერს მოიგებს.ამის ჟიმჟიმი უფრო აქვთ

    მასონების თემაა ძმა, ეგენი ჩალიჩობენ
    [?]
    #2 12 აგვისტო 2022 19:50
    2
    ლაპორტამ თოკი იყიდოს ჯობია, თუ ვინმე მაინც გაგვექცა. თოკი და ტაბურეტკა. თუ კიდე მიიღეს 100 მილიონი, 3 კაცი მაინც დაარეგისტრირონ, ლევა დემბელე და რაფინია. დანარჩენები მოიცდიან, ეგ ტრიო ძირითადის შემტევ ტრიოდ განიხილება. კესი და მცველები მოიცდიან, გვყავს ნახევარდაცვაც და პიკე არაუხო გარსია დაცვის ცენტრში. მაგ ტრიოს მერე კესი უნდა დაარეგისტრირონ, მანამდე იქნებ დე იონგი გაიყიდოს იქნებ. და ბოლოს დაცვის ცენტრი, ჯერ გვყავს 3 კაცი, კუნდეც ტრავმას მოიშუშებს ბოლომდე. ისე აქამდეც უნდა ეფიქრათ ამაზე. აი რეალი რო იყოს მსგავს დღეში ჯერ ხო გამორიცხულია, მერე უეჭველი მეცოდინებოდა რო მოაგვარებდა პერესი, მარა ამათმა რო ხვალ გამოაცხადონ ყველა ტრანსფერი ანულირებულიაო არ გამიკვირდება. აქაც ალემანი ხო არ იზამს რამეს, თორე ეგ ისეთია კი იპოვიდა გამოსავალს.
    ფანი [?]
    #1 12 აგვისტო 2022 19:30
    1
    ეს დედა არღნიანი მარტო ბარსაზაა ეს კანონები?აბა რათ უნდოდათ ეგ ფეხბურთელები რომ იყიდენ.თუკი ვერ დაარეგისტრილებდენ.მარა ბარსას იმენა ამწარებენ.იციან წელს ამ ფეხბურთელებით მაესტრო ლა ლიგასაც დადებს და ყველაფერს მოიგებს.ამის ჟიმჟიმი უფრო აქვთ