გვარდიოლა: მინდა, რომ ბერნარდუ დარჩეს, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება

გვარდიოლა: მინდა, რომ ბერნარდუ დარჩეს, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება

 ბერნარდუს მიმართ ინტერესი დასამალი არავისთვის არის. თავად პორტუგალიელეს „სიტიდან“ წასვლა წინა წელსაც სურდა, როგორც ჩანს, რაღაცები არ აკმაყოფილებს, „ბარსას“ ისტორიისა და კულტურის გავლნეაზე კი ბევრჯერ დაგვიწერია, გარდა კარგი პროექტისა, სწორედ ამან ითამაშა უდიდესი როლი ტრანსფერებში, ფეხბურთელები ოცნებობდნენ „კამპ ნოუზე“, ამ ფორმაზე, ამ ქალაქზე, ამ გუნდზე.

ბერნარდუც ასეთია. როგორც ჩვენ, ისე ისიც, დე იონგის ტრანსფერს ელოდება. ნიდერლანდელთან ხან „ჩელსი“ მოდის, აქაოდა, იმდენი ფეხბურთელი დაგვახიეთ, ახლა ჩვენ დაგვითმეთ ვინმე და არა „მანჩესტერსო“, ხანაც ტენ ჰაგს ეწყება პანიკური შეტევები და ხმამაღლა ითხოვს ხოლმე ძველი შეგირდის დაბრუნებას.

დე იონგს კი დარჩენა სურს, აქ იწყება მთელი დრამა.

სანამ ეს ამბები ტრიალებს, მანამდე პეპ გვარდიოლამაც ისაუბრა ბერნარდუზე, პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და პეპმაც გულახდილად ისაუბრა, თანაც „ბარსას“ ფანია, იმას ხომ არ ეტყვის ბერნარდუს, მანდ როგორ მიდიხარო.

„მინდა, რომ ხალხი აქ ბედნიერი იყოს, მოხარული ვიქნები თუ ბერნარდუ კარიერას ჩვენთან გააგრძელებს, მაგრამ არ ვიცი მომავალში რა იქნება“

„ვიცი, რომ ოფიციალური შეთავაზება არ შემოსულა, არც ახლა, არც წინა წელს, ბერნარდუ კარგად ვარჯიშობს და შემდეგი თამაშისთვის ემზადება“, - თქვა პეპმა.

„არ ვამბობ, რომ ის მიდის, ჩემი პასუხი იგივეა, რაც წინა წელს იყო, ყოველ კვირა მეკითხებით, პასუხი კი ანალოგიურია, მე საუკეთესო მსურს ფეხბურთელებისთვის, რა თქმა უნდა, მსურს, რომ დარჩეს, 100%-ით“.

გვარდიოლას „სიტისთან“ კონტრაქტზეც ჰკითხეს, მან თქვა, რომ ამ კითხვისთვის შეუსაბამო დროა, შუა სეზონში, ან მიწურულს კიდევ შეიძლება პასუხის გაცემა, მაგრამ არა ახლა. თუ სურვილი აქვთ კიდევ დავრჩები, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყო ამ გადაწყვეტილებაშიო.

„სიტი“ უკვე ისედაც არის კლუბი, სადაც პეპი ყველაზე დიდხანს გაჩერდა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 აგვისტო 2022 18:49
    1
    დაგვხატავდა ბერნარდო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #7 5 აგვისტო 2022 17:40
    2
    ბერნანდუს ბავშვობის ოცნება ბარსაში თამაშიაო, მარა ფრენკის ოცნებაც რომ ასეა?
    სამყაროში ბავშვის დაახლოებით 90-95%-ია, რომელიც ბარსაში თამაშზე არ ოცნებობდეს!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 აგვისტო 2022 17:06
    1
    დაცვითებში გვყავს ბუსი, კესი, ნიკო, პიანიჩი, დე იონგი, ცენტრალური გვყავს გავი,პედრი, ტორე, ახლა რომელი უფრო პრიორიტეტულია ცალსახაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 აგვისტო 2022 16:36
    0
    გვარდიოლამ არ იცის ლაპორტამ არ იცის, აბა ვინ იცის რომერომ?
    Culé [?]
    #4 5 აგვისტო 2022 15:57
    2
    ციტატა: Bakero
    ჩვენი ნახევარდაცვა : ბუსი, კესი , დე იონგი , პიანიჩი , ნიკო რომელია აქედან შემტევი ნახევარმცველი რეალურად ? smile პასუხი : არცერთი ! 5 კაციდან არცერთი არ არის შემტევი ნახევარმცველი ....პედრი , გავი .....ჰოდა ბერნარდო გვჭირდება თანაც ულაპარაკოდ !


    გეთანხმები. ფრენკიზე მეტად გვჭირდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 აგვისტო 2022 14:39
    1
    ჩვენი ნახევარდაცვა : ბუსი, კესი , დე იონგი , პიანიჩი , ნიკო რომელია აქედან შემტევი ნახევარმცველი რეალურად ? smile პასუხი : არცერთი ! 5 კაციდან არცერთი არ არის შემტევი ნახევარმცველი ....პედრი , გავი .....ჰოდა ბერნარდო გვჭირდება თანაც ულაპარაკოდ !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 აგვისტო 2022 13:02
    0
    ეს მართლა გჭირდება თორე ტორესი გარსიას პიარს გაუკეთებდი გასასაღებლად ოხ პეპ პეპ
    მწერალი [?]
    #1 5 აგვისტო 2022 12:46
    2
    Griezzy7,
    თან დე იონგს ტოვებ და თან ბერნარდუ მოგყავს? ნამეტანია : ) არ გამოვა.