მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Sweet Dreams

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Sweet Dreams

არსებობს ასეთი მესოპოტამიური გამოთქმა, - დემბელე რომ მოედანზე გადის, ღმერთები მონეტას აგდებენო. ეგრეა! კაციშვილმა არ იცის, როგორ ითამაშებს და რას გააკეთებს. დემბელე არის ფეხბურთელი, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ასეთი არაორდინალური ფეხბურთელი ადრეც გვყოლია, მაგრამ ბრაზილიელის არაორდინალურობა მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილებოდა, დემბელეს კი გაცილებით დიდი დიაპაზონი აქვს, უფსკრულიდან ზეცის კარამდე აზიდული. ჰოდა, როცა სათამაშოდ გადის და ამ წარმოუდგენლად დიდ დიაპაზონში საკუთარი თამაშის ძიებას იწყებს, ღმერთები მონეტას აგდებენ იმის გამოსაცნობად, რა ჯანდაბას გააკეთებს მოედანზე. 

მარტო ჩავის გამომეტყველება რად ღირდა.. გინდა ერთ და გინდა მეორე შემთხვევაში. თითქოს დაჭყეტილი თვალებით გვეუბნებოდა, - რა ვუყო ახლა ამას, როგორ გინდა, არ ათამაშო? როგორ გინდა, სკამზე დასვა? მერე რაფინია? ჩემს ბედს.. 

კარგი თავის ტკივილია. 

ალბათ, ჩავიმაც ვერ გაიგო, დამბომ რაები აკეთა. აი, კუადრადომ ნაღდად ვერაფერი გაიგო, მეორე გოლის დროს სანამ იმაში გამოერკვა, ბურთი სად წავიდა და დემბელე საით გარბოდა, უკვე მთელი სტადიონი გოლს აღნიშნავდა, ხალხმა აღნიშნა ღრიალით, დემბელემ კი აღნიშნა ცოტათი უჩვეულოდ, ერთიც და მეორეც, ტკბილი ძილის იმიტაცია შემოგვთავაზა, - დაგაძინეთ ყველა თქვენი მაკარონჩიკი ფორმა დავხიეო! ალბათ ამას ნიშნავდა, რავიცი. 

ბებერ ქალბატონებს, როგორც წესი, გზაზე გადასვლაში ეხმარებიან. დემბელემ კიდე თავში წამოარტყა. 

ფერარივით იყო მთელი პირველი ტაიმი. გოლების მერე კესიე გაიყვანა თითქმის პირისპირ, დარტყმაც არ იყო ცუდი, მაგრამ მეკარემ ივარგა. ბოლო ორი მატჩია, კესიე აშკარა გასატანს ვერ იტანს, არ არის ეს მისი ძლიერი მხარე, მაგრამ მაინც კარზე დაგეშილი ჩანს, ამ კაცისგან გოლებსაც უნდა ველოდოთ. 

ჩავიმ დაიწყო დაცვითი შემადგენლობით, აქცენტი მთლიანად კონტრშეტევებზე გააკეთა, გარდა ოთხი მცველისა ნახევარდაცვაში ვიხილეთ - ბუსკეტსი, ნიკო და კესიე. მაქსიმალურად ჩამშლელი ხალხი, მათ წინ კი "დორტმუნდელი" ტრიო მოქმედებდა, - ობა, ლევანა და დამბო. მიუხედავად იმ ორის ასაკისა, სისწრაფე არცერთს არ უჭირს. ასეთი იყო პირველი ტაიმის გეგმა, არ იყო ცუდი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ არცერთი გოლი კონტრშეტევაზე არ გასულა, უფრო პოზიციური შეტევა იყო, მეტოქის ყველა მცველი თავის ადგილზე იდგა და დემბელემ მაინც გაარღვია.

პირველი ცვლილება მალევე ვიხილეთ, სერჟი რობერო გავიდა, დესტი გამოვიდა და გოლიც მივიღეთ. დაუშვა ის შეცდომა, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში უშვებდა, მეტოქის შეტევის დროს ზედმეტად ცენტრისკენ შეიწია და როცა მის დატოვებულ ზონაში გაკეთდა პასი, გადმოსვლა ვეღარ მოასწრო, შესაბამისად, გაკეთდა ბოლო პასი და გოლიც მივიღეთ. 

დესტისა და რობერტოს შემხედვარე ხან არაუხოზე მეფიქრება, რომელიც მარჯვნივაც მშვენივრად თამაშობს, ხანაც ასპილიკუეტას უნივერსალიზმისკენ გამექცევა გონება. მოკლედ, ამათი ნდობა არ შეიძლება. აგერ, მერამდენე წელია, მარჯვენა მცველი კვლავ პრობლემაა.

მეორე გოლი მივიღეთ მეორე ტაიმში, ყველაფერი დე იონგის შეცდომით დაიწყო, რომელიც ისევ დაცვის ცენტრში ვნახეთ, ჯიუტად, ყველა მატჩი დაცვაში დაიწყო. წასვლისკენ უბიძგებენ, მაგრამ გულს არ იტეხს და სადაც აყენებენ, იქ თამაშობს, თუმცა, შეცდომა დაუშვა და გოლი მივიღეთ. ამჯერად დესტმა დროულად სცადა დაზღვევა, მაგრამ ერთი-ერთზე ვერაფერი გააწყო, მაინც დაასწრეს, მაინც აჯობეს და 2:2. 

სადღაც მე-60 წუთიდან "ბარსას" დაცვითი სტილის ნახევარმცველები გავიდნენ და შემტევები გამოვიდნენ, ამის მერე დაიწყო სრული დომინაცია, რომელიც გოლში ვერ გადავსახეთ, არადა, შანსი ბევრი იყო, ლამაზი მომენტიც ბევრი იყო. რაფინიამ კვლავ შეგვახსენა, რომ გადასარევი მარცხენა აქვს. ერთხელ მეკარემ აუღო, მეორედ კი ჯარიმა დააბზრიალა ლამაზად, მაგრამ ხარიხას მოხვდა, სადღაც ცხრიანის გადაკვეთასთან, გადმოვარდნილ ბურთთან ფატი გაჩნდა, შორეული ცხრიანისკენ გაუშვა და ისევ ძელისა და ხარიხის გადაკვეთას მოხვდა ბურთი, "სტოპიატი" ითამაშეს და გოლი ვერ შეაგდეს. 

განსაკუთრებით აქტიური იყო გავი, სწორად წარმართავდა შეტევებს და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, რამდენიმე კარგი დრიბლინგიც გვანახა. ჰქონდა შანსი მემფის დეპაის და კარგი მატჩი ჩაატარა პიანიჩმაც. ჩავის ყოველთვის მოსწონდა პიანიჩი, ძირითადს არ გააკარებს, მაგრამ მეოთხე-მეხუთე ვარიანტად ეყოლება სკამზე, თუ დე იონგი დარჩა, მაშინ კიდევ უფრო ღმრა სათადარიგოზე იქნება. 

ჯერჯერობით სრულ სურათს ვერ ვხედავთ. გუნდი ჩამოყალიბებული არ არის, ზუსტად ვიცით, რომ ვიღაცები მოვლენ, ვიღაცები წავლენ, მოლოდინის რეჟიმში ვართ, დალაგებით კი მერე დალაგდება, როცა წამსვლელ-მომსვლელებს გავარკვევთ. ფეხბურთელებსაც ზუსტად ეცოდინებათ, ვისთან მოუწევთ კონკურენცია. 

აი, დემბელე და რაფინია რომ დიდ ომს ატეხენ ძირითადში მოსახვედრად, ეს გარდაუვალია. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #23 27 ივლისი 2022 21:47
    0
    ციტატა: nika 54
    ისე რავიცი დემბელესთვის მარჯვენა მარცხენა ერთი სი-ია და საითაც დააყენებს იქით ითამაშებს. ისე არ გაგვიჭირდეს სხვადასხვა ფლანგზე. და იქნება ერთადაც ითამაშონ

    მაშინ ეძინა და ძილბურანში გვეუბნებოდა მარჯენა და მარცხენა ჩემთვის სულერთიაო, გაღვიძების მერე აშკარაა მისი ფლანგი

    ეს დესტი და გარსია არა რაა, ისე ბარსა ატლეტიკისთვის კი წავა! ნაღდად მაგათი ბრალია. ან ამ ფრენკს რა მიარბენინებდა ნახევარ დაცვის ზონაში, არადა რაც ბარსაშია მის პოზიციაზე არც ყოფილა, ბიჭო იქნება კაი დარჩეს, ათამაშეთ 2-3 თამაში! გაყიდვა ეგრევე ვიცით!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 27 ივლისი 2022 17:12
    2
    ისე რავიცი დემბელესთვის მარჯვენა მარცხენა ერთი სი-ია და საითაც დააყენებს იქით ითამაშებს. ისე არ გაგვიჭირდეს სხვადასხვა ფლანგზე. და იქნება ერთადაც ითამაშონ
    Culé [?]
    #21 27 ივლისი 2022 15:18
    0
    ციტატა: ფეოლა
    Barca1980,
    შუაში რო იყო შეწეული ეგ წერია ზუსტად, დისტანცია იმდენი უნდა დატოვო, რომ კაცზე გადასვლას ყოველთვის ასწრებდე პასის მერე, 10 წლის ბავშვებს ასწავლიან მაგას. დესტის ბრალია აბა ვისი ბრალია?! პოზიციურადაც შეცდა და ჩაწოდებაც ვერ ჩაჭრა. მეტოქეს ეგ დავალება აქვს რომ ფლანგიდან ჩააწოდოს, სხვა კი არაფერი ევალება : )) ამან კიდე ხელი უნდა შეუშალოს, ხელის შეშლა კი არა იმხელა სივრცე მისცა ლანგრით მიართვა გოლი.

    მეტად უცნაური კომენტარია, ღმერთმანი..
    უცნაური ის არის , რომ დესტს შეაწმინდეთ ხელი , რომ დაგეწერათ დაცვის ხაზი ჩავარდავო , აი ეგ უფრო ობიექტური და სწორი შეფასება იქნებოდა , იმ სივრცეს რაც ცენტრალური დაცვის გამო გაჩნდა დესტი კი არა , ვერცერთი მცველი ვერ შეავსებდა . ჩავარდა იმიტომ , რომ მარცხენა ზონაში ათამაშა ერთად დესტი და კრისტენსენი , მაგრამ კაცი მაინც გარსიას გაექცაა . გარსია , კრისტენსენის წყვილიი ძალიან დიდი რისკია .
    Culé [?]
    #20 27 ივლისი 2022 14:52
    1
    დიდი ამბები გველოდება, კონკურენცია ყველას სხვა ლეველზე აყენებს....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #19 27 ივლისი 2022 14:31
    0
    პაბლო ტორე დამევასა შეცვლაზე და საერთოდ ბუსნელი რო გავიდა და ნიკო, გამოცოცხლდა ნახევარდაცვა. ფატი არ მომწონს, ვაბშე ვერ ამწვავებს, სანამ ფორმაში არ ჩადგება ტორესი არ წამოაყენებს სკამიდან ასე მგონია.
    Culé [?]
    #18 27 ივლისი 2022 14:22
    4
    არ ვიცი დესტს ძალიან სუსტ მეტოქესთან თუ ათამაშებ ისე ძალიან ცუდია რავიცი ვერ გაიხსნა ეგ ბიჭი ვერანაირად ვერც წინ ვერც უკან.
    ფანი [?]
    #17 27 ივლისი 2022 14:03
    4
    ნამდვილად ბრავო დემბელე! აუ რას ნიშნავს სერიოზული კონკურენცია. ასე გასგრძელებს თუ სხვაგვარად, მომავალში ვნახავთ. დესტი გასაშვებია გუნდიდან. რობერტო მარჯვენა ფლანგზე არ ვარგა. არ არის დე იონგის ადგილი დაცვაში. დროზე მოვიდეს კუნდე და გარსია სკამზე. ისევ დაცვამ გაუშვა ოი გოლი, საპოვნელია დაცვის ოპტიმალური შემადგენლობა. და აუცილებლად უნდა ვთქვა ტერ შტეგენის უსუსურ თამაშზე. დამავიწყდა როდის ვნახე მისი სეივები. ყველა მისი მოძრაობა უშედეოა და ყვლა მატჩში მისი არასწორი თამაიც ნათელია. უკვე ზამთარში ახალი ძლიერი მეკარე გვინდა,რომ კონკურენცია გაიზაროს, როგორც დონარუმას და ნავასის შემთხვევაში ვხედავთ. ადგილი სასტარტოში გარანტრებული აქვს და სულ მოდუნდა
    გულშემატკივარი [?]
    #16 27 ივლისი 2022 13:59
    1
    მოკლედ ლაპორტა არ მიყვარს მარა ფინანსური ბერკეტების გააქტიურება ძაან კაია გულშემატკივრებისთვის. მომავალში ფინანსურ ზარალს კი ნახავს გუნდი 25%ის დათმობით მარა ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს. კუნდეც მოვა და ვინიცის, იქნებ ლიგის მოსაგებადაც გავიწიოთ და ისე ლალიგა მინიმუმ უნდა დაიდოს.
    Culé [?]
    #15 27 ივლისი 2022 13:40
    6
    კარგი თამაში იყო, მომეწონა. მაგრამ ასე რო ჯაბნი მეტოქეს თამაშით უეჭველი უნდა მოუგო. კი, ამხანაგური იყო მაგრამ მაინც სასიამოვნო იქნებოდა.
    დემბელე ამ სეზონში იტყვის თავისას. რა უცნაურია, მოსვლის დღიდან ვაგინებ, ამის დამახვაზე კინაღამ გული მერეოდა და ახლა ბოლო დროს გადავიფიქრე 🤠 რაფინია რაც მოვიდა კარგია, გუშინ ცოტა დაკარგული იყო მაგრამ ორი კარგი დარტყმა ჰქონდა, დასანანია ჯარიმა რო არ შევიდა კარში, ძაან ლამაზი გოლი იქნებოდა. ნუ მოკლედ მარჯვენა ფლანგზე ძაან დიდ კონკურენციას უნდა ველოდოთ წელს.
    ტერ შტეგენის შემცვლელის ძებნა უნდა დაიწყონ მომავალ წელს. დე იონგის ადგილი არაა გუნდში, ჯობს წავიდეს, ჩვენც მოვისვენებთ და ისიც
    --------------------
    #infinit8iniesta
    მწერალი [?]
    #14 27 ივლისი 2022 13:33
    2
    Barca1980,
    შუაში რო იყო შეწეული ეგ წერია ზუსტად, დისტანცია იმდენი უნდა დატოვო, რომ კაცზე გადასვლას ყოველთვის ასწრებდე პასის მერე, 10 წლის ბავშვებს ასწავლიან მაგას. დესტის ბრალია აბა ვისი ბრალია?! პოზიციურადაც შეცდა და ჩაწოდებაც ვერ ჩაჭრა. მეტოქეს ეგ დავალება აქვს რომ ფლანგიდან ჩააწოდოს, სხვა კი არაფერი ევალება : )) ამან კიდე ხელი უნდა შეუშალოს, ხელის შეშლა კი არა იმხელა სივრცე მისცა ლანგრით მიართვა გოლი.

    მეტად უცნაური კომენტარია, ღმერთმანი..
    Culé [?]
    #13 27 ივლისი 2022 13:32
    1
    აქ ახლა რამდენიც არ უნდა ატრაკოთ, მიუხედავად იმისა რომ ორივე გოლის დროს ჩაიხლართა და ბურთი წინ გაექცა თუ რა უნდოდა მაგას მართლა ვერავინ გავიგებთ, ფაქტი ერთია რომ რაც კარში დარტყმას შეეხება ორივეჯერ იდეალურად დაარტყა. ეშმაკი მოუდგა დემბელეს მაგრამ ფაქტია.
    გულშემატკივარი [?]
    #12 27 ივლისი 2022 12:57
    1
    რაფინია ძაან დამევასა , მაგრამ ნეიმარის აჩრდილია ჯერ-ჯერობით.
    Culé [?]
    #11 27 ივლისი 2022 12:41
    9
    ბენზემამ არაამქვეყნიური გოლი გაიტანაო ისე წერდენ მეთქი რაღაც მართლა სასწაული მოხდათქო ჩვეულებრივი გათამაშება და აჭრა კუთხეში მაგას დემბელეს ორივე გოლი სჯობდა , მითუმეტეს ნორმალური მეკარე აუღებდა უპრობლემოდ ვიღაც ბავშვს გაუტანა აი რაფინიას გოლი კურტუას კარში ბევრად ეფექტური და მაგარი იყო
    Culé [?]
    #10 27 ივლისი 2022 12:32
    6
    არ მიყურებია თამაშისათვის და ამიტომ სანამ განხილვას ვუყურებდი , მეგონა გოლები მართლა დე იონგისა და დესტის გამო გავიდა . ცოტა ობიექტურად უნდა წეროთ , პირველი გოლის დროს დაცვა იყო აწეული ზემოთ და დესტი იძულებული იყო შიგნით შეეწია , რადგან კრისტენსენი და გარსია ვერ ასწრებდნენ . ეგ გოლი თავიდან ბოლომდე ცენტრის ჩავარდნის ბრალია , რამდენსაც ჩააწოდებს ვინმე იმდენი გოლი უნდა გაუშვათ ? რაც შეეხება მეორე გოლს , ერთი-ერთზე გადიოდა ფორვარდი და ბურთი ჩაჭრა დე იონგმა , ალბა რას შეჰყურებდაა საინტერესოა , ორ მეტრში ბურთი როგორ ააცალეს და გაიტანეს გოლიი . ალბამ ჯერ-ჯერობით რაც ითამაშა , არაფრით ბალდეზე მეტი არ გაუკეთებია და ჯობია მაგ ბავშვს მეტი სათამაშო დრო მისცენ . კრისტენსენის პლიუსი სწრაფი თამაში არასოდეს ყოფილა , დინამიურ ფეხბურთში იკარგება , სტატიკური ფეხბურთელია , მაგიტომაც ათრია რეალმა . ამიტომ თუ კუნდე ვერ მოვიდა , პიკე-არაუხო ხელშეუხებელი წყვილია .
    Culé [?]
    #9 27 ივლისი 2022 12:14
    8
    ნახევარფინალში ლივერპულთან გაეტანა 1 მეტრიდან, თორე ამხანაგურში გატანილი გოლი რა ჩემ ფეხებად გვინდა
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    Culé [?]
    #8 27 ივლისი 2022 11:55
    4
    იმბეცილია, მარა თავის მიჯღვარკულ ამოუცნობი ფინტებით იმდენად დიდი თავსატეხია მეტოქე მცველებისთვის, რომ აშკარაა ნებისმიერ მატში გინდა არ გინდა უდიდეს ყურადღებას საჭირორბს, რაც ერთიორად გაუხსნის ლევანას ხელფეხს ცენტრში და იმედია ზუსტად ამას გამოიყენებს იდეალურად ჩავი თორე თუ ამას უეჭველად გოლი და მატჩის გადარჩენა დაავალე მაშინ მოგჭამა ჭირი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 ივლისი 2022 11:54
    1
    რაფინიასაც და დემბელესაც თავიანთი პლიუსები და მინუსები აქვთ. რო შეკრა ერთი სრულფოყილი ვინგერი გამოგვივა, მარა სამწუხაროდ მაგას ვერ შევძლებთ. unamused
    Culé [?]
    #6 27 ივლისი 2022 11:12
    8
    ეგ ჟესტი ორჯერ რომ გააკეთა იმას ნიშნავს რომ 22-ე ტურამდე ისევ დავიძინებო და არავინ გამაღვიძოთო. არსებობს შუამდინარული გამოთქმა: არასოდეს ააგდო მონეტა, თორემ დემბელეს მოხვდება გოგრაში და სამი თვით მიათიშავს-ო. ავტორს👏👏👏
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 ივლისი 2022 10:57
    3
    აი 100%, არასტაბილურია დემბელე, ან სასწაულს აჯეთებს ან სასწაულ სისულელეს, ამიყომაც მარტო დემბელეს ვერ ენდობი მაგრამ ეგეთი კაცი გუნდში საჭიროა
    Culé [?]
    #4 27 ივლისი 2022 10:50
    1
    დემბელე გააღმერთეს ვსიო, არადა ჩვეულებრივი იმბეცილის ტიპიური მოძრაობები და კუადრადოს უსუსურობა თორე ისევ დაკარგავდა ორივეჯერ ისე წერია თითქოს დემბელეს წლებია არ ვხედავდეთ რაცაა მეთქი მონეტას აგდებენ რაღაც სასწაულები ხდება მესი რონალდინიო დაბრუნდათქო.