ბერკეტები, რისკი და ფული, ბევრი ფული

ბერკეტები, რისკი და ფული, ბევრი ფული

ესპანურ მედიაში "ბარსას" ამოქმედებული ბერკეტების შესახებ ხშირად ხუმრობენ. უკვე პოპულარულია "FC ბერკეტის" წოდებაც. ლაპორტა იმუქრებოდა ფინანსურ ბერკეტებს ავამუშავებ და მერე ნახეთ, რა ამბებს დავატრიალებო და ფაქტია, ატრიალებს.

თუ ორი წლის წინ ყველაზე პოპულარული სიტყვა ბიუროფაქსი იყო (მესის დამსახურებით) ახლა ფინანსურ ბერკეტს გუგლავენ და ცდილობენ, გაიგონ რა იმალება ამ ჯადოსნური სიტყვების მიღმა. ფაქტობრივად, ოქროს თევზია ლაპორტასთვის.

"ბერკეტების ამოქმედების შემდეგ რეანიმაციიდან გამოვალთ და ჩვეულებრივ პალატაში გადავინაცვლებთ, სადაც მკურნალობის პროცესი გაგრძელდება და ფეხზე დასადგომად მოვემზადებით", - თქვა ჟოან ლაპორტამ.

მოდი, გავერკვიოთ, რას ამბობს ეს კაცი.

რა მოხდა ჩვენს თვალწინ?

"ბარსელონა" დათანხმდა, სამომავლო სატელევიზიო უფლებების 15%-იანი წილის მიყიდვას ამერიკული კომპანიისათვის, ეს იყო მეორე ფინანსური ბერკეტი. პირველი ზაფხულის დასაწყისში გააქტიურდა, როცა ამავე უფლებების 10%-იანი წილი მიჰყიდეს იმავე კომპანიას. Sixth Street სამომავლო სატელევიზიო უფლებების 25%-იან წილს ფლობს, რაც ძალიან მსუყე ლუკმაა.

"ბარსამ" მეორე გარიგებიდან 315 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო სრული გარიგების სანაცვლოდ 522 მილიონ ევროს მოუყარა თავი. მეექვსე ქუჩელებს კი 25%-იანი წილი 25 წლის განმავლობაში ექნებათ დაბევებული.

"მოხარული ვარ, რომ გარიგება შედგა, ამან ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ჩვენ გავაგრძელებთ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებას, ამერიკულ კომპანიასთან რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, ყველაფერი კარგად დასრულდა, პარტნიორობა შედგა და მრავალი წელი გაგრძელდება", - თქვა ლაპორტამ.

მიდიან თუ ვერ მიდიან?

ბერკეტები ახალი ტრანსფერების განხორციელებისათვის და ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად იქნა გააქტიურებული. დამატებითი ფინანსების გარეშე "ბარსა" მათ დარეგისტრირებას ვერ შეძლებდა. ლა ლიგა თითოეული კლუბისთვის აწესებს სახელფასო ზღვარს, რომელიც განისაზღვრება წინა ხუთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებით.

ნეტუს, უმტიტის, მინგესას, პუჩსა და ბრეითუეიტს სთხოვეს, ახალი კლუბები მოეძებნათ, ისინი აშშ-ში არ წასულან და კლუბს იმედი აქვს, რომ ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლდება, მათ შორის, რამდენიმეში სოლიდური თანხის მიღებაც შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ წამსვლელთა სიაშია ფრენკი დე იონგი, ის გუნდთან ერთად იმყოფება, რადგან განსაკუთრებული შემთხვევაა. შესაძლოა, "ბარსას" მისი გაყიდვა უფრო აწყობდეს, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, ფრენკის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. ლაპორტამ თქვა რომ მასთან ყველაფერი დეტალურად არის გასარკვევი, ჰოდა, დაველოდოთ, გაარკვევენ და ყველაფერი მერე გადაწყდება.

ანალოგიურ მდგომარეობაშია მემფის დეპაი, რეალურად, ამ ფეხბურთელების გაყიდვით დიდი ფინანსური არეალი უნდა გამოთავისუფლდეს, გარდა დე იონგის ხელფასისა, მისი საბაზრო ღირებულებაც ძალიან მაღალია.

მანამდე კი "ბარსა" გაძლიერებას განაგრძობს, როგორც ჩანს, ჯერ მომსვლელთა ვინაობას არკვევს, წამსვლელებს კი მხოლოდ ამის შემდეგ მიხედავს. კუნდე და ასპილიკუეტა, - ასეთია შემდეგი გაჩერება.

მესამე ბერკეტი

თქვენ წარმოიდგინეთ, "ბარსას" მესამე ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედებაც შეუძლია, რომელიც BLM-ის 49%-იანი წილის გასხვისებას გულისხმობს, BLM მოიცავს კლუბის სავაჭრო განყოფილებას, Barca Studios, აუდიოვიზუალურ კონტენტს, მეტავერსისა და NFT-ების გამოყენების უფლებას.

"ბარსას" არ სურს, მესამე ბერკეტის ამოქმედება, თუმცა, ვაიდა რამე ცუდად წავიდა, ამ აზრთან მიბრუნება ყოველთვის შეიძლება.

მერე რა იქნება, მერე?

"ბარსა" ამ სეზონში აგროვებს დიდ შემოსავალს, მაგრამ სამომავლოდ კარგავს დიდი შემოსავლის წყაროებს. სატელევიზიო უფლებების 25%-იანი წილის გაყიდვამ, შესაძლოა სამომავლოდ საშემოსავლო ბალანსი საერთოდ დაარღვიოს. ესპანეთში ვარაუდობენ, რომ "ბარსას" მომდევნო წლებში 40 მილიონიანი გარღვევა ექნება, ეს არ არის თანხა, რომელიც ვინმეს დაღუპავს, და ისიც სათქმელია, რომ რაც ესპანელებმა ივარაუდეს, არაფერი გამართლდა.

"ფეხბურთი არავის ელოდება", - თქვა ჟოანმა. მისი გეგმა გასაგებია, ახალი შემოსავლის წყაროები მაშინვე გამოჩნდება, როცა კლუბი წარმატებას დაიბრუნებს, ეს რისკია, აზარტული თამაშია, ეს კრუიფის გზაა, "ფული მოედანზე უნდა ჩანდეს, და არა ბანკში", - თქვა ზეციურმა ნიდერლანდელმა, გარისკე, გარისკე, გარისკე! ფეხბურთი რისკიანი ბიზნესია, ამ სეზონში, რასაც ახლა ვუყურებთ, ლაპორტა აბსოლუტურ რისკზე წავიდა, ეს უდიდესი ნდობაა ჩავი ერნანდესის მიმართ, სეზონის ბოლოს ვნახავთ, რისკი გამართლდება თუ არა, მთავარი მიზანი ლა ლიგის ტიტულის დაბრუნება იქნება.

მერე კი ახალი ინვესტიციის ჯერი მოვა, ლიონელ მესის კონტრაქტი ამოეწურება, დაბალ ხელფასს დათანხმდება და მთელი თავისი დიდებულებით დაბრუნდება, - ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც ჩავი და ლაპორტა კვებავენ, რაღა დაგიმალოთ და რეალისტურად მოჩანს. ლეოს როლი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, თავადაც მშვენივრად ხვდება ყველაფერს, თუ ლაპორტასგან წყენას დაივიწყებს, დაუვიწყარ გამოსათხოვარ სეზონსაც ვიხილავთ, მაგრამ, ეგ მერე... ჯერ რა დროსია.. ჯერ უნდა გავცოცხლდეთ!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 26 ივლისი 2022 17:05
    0
    ციტატა: ფეოლა
    Bakero,
    არა, მანდ საერთო ბალანსზეა საუბარი, სატელევიზიო შემოსავლები 100 ლიმონს ცდება როგორც წესი.

    მადლობა ! მე გაცილებით მეტი მგონია ბარსას სატელევიზიო შემოსავლები :) .... საერთო ბალანსი მითუმეტეს :)...OK მადლობა
    მწერალი [?]
    #11 26 ივლისი 2022 15:41
    1
    Bakero,
    არა, მანდ საერთო ბალანსზეა საუბარი, სატელევიზიო შემოსავლები 100 ლიმონს ცდება როგორც წესი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 26 ივლისი 2022 15:04
    1
    ციტატა: nika gela9fcb
    ერთი 5 წელიო არაფრის იმედი არუნდა გვქონდესო მეორე მილანი გახდებაო ბარსა,მასეთი ხალხი სადარი ეხლა ?რაის მილანი რა 5 წელი კაცმა რეები აკეთა რა ჩაატარა

    ნუ როცა ამას ამბობდნენ გუნდს მწყემსები აბალახებდნენ და კი ვნახეთ რაც გააკეთეს. დღეს ჩავის მოსვლით სულ სხვა სიტუაციაა.
    Culé [?]
    #9 26 ივლისი 2022 13:11
    0
    " სატელევიზიო უფლებების 25%-იანი წილის გაყიდვამ, შესაძლოა სამომავლოდ საშემოსავლო ბალანსი საერთოდ დაარღვიოს. ესპანეთში ვარაუდობენ, რომ "ბარსას" მომდევნო წლებში 40 მილიონიანი გარღვევა ექნება, " ფეოლა ბარსელონას
    სატელევიზიო ტრანსლაციებიდან წლიურად შემოსავალი რამდენი იყო ხომ არ იცი ? იმიტომ ვკითხულობ რომ 25 % თუ მართლა 40 მილიონად აისახებოდა შემოსავლებში (რაც სასაცილო ციფრია ბარსელონასთვის და არა რეალური მგონია 25 % გაცილებით მეტი იქნება ალბათ) მაშინ ცამდე მართალი ყოფილა ლაპორტა რომ გაყიდა ! სატელევზიო უფლებების 25%
    Culé [?]
    #8 26 ივლისი 2022 12:55
    2
    ერთი 5 წელიო არაფრის იმედი არუნდა გვქონდესო მეორე მილანი გახდებაო ბარსა,მასეთი ხალხი სადარი ეხლა ?რაის მილანი რა 5 წელი კაცმა რეები აკეთა რა ჩაატარა
    Culé [?]
    #7 26 ივლისი 2022 12:36
    0
    ციტატა: ფეოლა
    Griezzy7,
    მეოთხედფინალი პროგრამა მინუმიმია. მერე წილისყრას გააჩნია.

    ♛BaRcElOnA♛,
    მე მგონი, რომ საუკეთესო დაცვის დუეტი იქნება არაუხო-კუნდე. ამათზე მხეცებს ახლა ვერ ვიხსენებ, ბალანსი იქნება მანდ გადამწყვეტი.

    დონ ალემანზე შენს სტატიას აგვისტოს ბოლოს ველოდოთ , თუ კუნდეს გაოფიციალურების შემდეგ? 🤭😂

    --------------------
    Other clubs : We have money !
    Barcelona : We have Alemani..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 ივლისი 2022 11:31
    5
    რისკი დიდია მაგრამ ჩემი აზრით ჩავიმ ლა ლიგა და კპა მინიმუმ უნდა დადოს და ჩემპიონთა ლიგაზეც თავი არ შეირცხვინოს როგორც მინიმუმ, მოკლედ მაქ რა ამ გუნდის იმედი
    გულშემატკივარი [?]
    #5 26 ივლისი 2022 11:11
    6
    ერთის მხრივ ვაბანკზეა ლაპორტა. ლევანდოვსკის ყიდვაც სპორტულზრ მეტად მარკეტინგულია. კლუბე მეგა ტრანსფერი და მეგა ვარსკვლავი სჭირდებოდა მეტი ფულის მოსაზიდად. თორე გოლებს ობაც კარგად იტანდა და ფატისაც უპირებდნენ 9 ნომერზე თამაშს. და სპორტულ კუთხეზე მეტ ეფექტს ლევანა მარკეტინგში მოგვცემს.
    ფანი [?]
    #4 26 ივლისი 2022 11:08
    2
    იმედია ბარსასტუდიოს მაინც არ გაყიდის, ასე შეიძლება უარეს სიტუაციაში ჩავარდეს კლუბი, მითუმეტეს ბებერი ლევანდოვსკი იყიდეს და 2 წელში ისევ ფორვარდი ექნებათა საჩალიჩო, ისევე როგორც მარჯვენა და მარცხენა მცველები, გამოდის რომ ტრანსფერების ნახევარი მხოლოდ 1 სეზონზეა გათვლილი, აი წელს რომ ტუტულები ვერ მოვიგოთ დაესხა კლუბს, ამხელა ვალი დაიდო და თუ ეს შესაძლებელი იყო უნდა მოეყვანათ ნუნიესი ან ჰოლანდი და არა 1 სეზონიანი ლევანა, ამ შემთხვევაში რისკი გამართლებულიც იქნებოდა და დაზღვეულიც, კარგია რომ კუნდე მოყავთ არაუხო კრისტენსენთან ერთად მოაგვარებს დაცვის ცენტრის პრობლემას
    მწერალი [?]
    #3 26 ივლისი 2022 10:59
    2
    Griezzy7,
    მეოთხედფინალი პროგრამა მინუმიმია. მერე წილისყრას გააჩნია.

    ♛BaRcElOnA♛,
    მე მგონი, რომ საუკეთესო დაცვის დუეტი იქნება არაუხო-კუნდე. ამათზე მხეცებს ახლა ვერ ვიხსენებ, ბალანსი იქნება მანდ გადამწყვეტი.
    [?]
    #2 26 ივლისი 2022 10:55
    5
    ჯერ შეთამაშდეს გუნდი, ახლები ადაპტირდნენ. ჩავის სტილს მორგება და მისი ბოლომდე გაგება ადვილი კი არაა. და მერე გამოჩნდება რისი უნარი ექნება გუნდს და რის მოსაგებად გაიწევს
    Culé [?]
    #1 26 ივლისი 2022 10:49
    5
    კუნდეს ტრანსფერი მალევე უნდა დახურონ და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის დუეტი გვეყოლება.უბრალოდ პიკეს რაღატო აჩერებენ და უხდიან ამხელა ხელფასს ვერ ვხვდები.