მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი გაიხსნა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი გაიხსნა

ლევანდოვსკი ოფიციალურად ჩვენიანია, ჯერ არ თამაშობს, თუმცა, ამხანაგური კლასიკოსთვის ვინ იცის.. იქნებ ითამაშოს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, კარგად მოეხსენება, რომ "რეალსა" და "ბარსას" შორის ამხანაგობა არ მოსულა. "ინტერ მაიამი" მოგეხსენებათ დევიდ ბექემის კლუბია, დიდი ხანია თავს დასტრიალებს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, მესი არ ვიცი, მაგრამ რონალდუ ისეთ დღეშია, შესაძლოა მალე დაადგეს ამ გზას, მანამდე კი იგუანი ჰყავთ მთავარ ვარსკვლავად. მსუქანი იგუაინი. ხიფათი ვერ შექმნა, რაღაცას ფაფხურობდა.

ბექემისა და ნევილის შვილებმაც მიიღეს მატჩში მონაწილეობა. თქვენი ფეხბურთელობა არ გაიშვას, და ჰა, სანამ ამხანაგური მატჩებია ნახეთ რა არის დიდი ფეხბურთიო. 

"ბარსამ" ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა და ორივეში სამი უპასუხო გოლი გაიტანა. რაც სანახავი იყო ყველაფერი ვნახეთ, ლამაზი გოლები, ფინტები, კარგი კომბინაციები და ერთი შედევრიც. სანამ ამ საოცარ გოლს შეაგდებდა, მემფის დეპაიმ მცირე ხნით ადრე სცადა შედევრის შექმნა, რონალდინიოს სტილში ერთი შეხებით მოიცილა მცველი, მაგრამ დარტყმა ვეღარ მოასწრო, არადა, ძალიან ლამაზი იყო, მეორე შემთხვევაში კი ყველაფერი გამოვიდა, ამჯერად რომარიოს სტილში გააკეთა ყველაფერი, ეს რომარიოს მოძრაობაა, საჯარიმოს მეფის! გააქრო მცველი მოედნიდან და ზუსტი დარტყმით შეაგდო. 

უყურებ ამ შედევრს და ცოტა გულიც გწყდება რომ ეს კაცი უნდა წავიდეს გუნდიდან. იმაზეც დაგაფიქრებს, იქნებ ობამეიანგს და ფერან ტორესსაც კი სჯობდეს, მაგრამ იმათ ისეთი კონტრაქტები აქვთ ქვას გატეხავს, დეპაი კი არ არის ასე. თანაც, ჩავის მოთხოვნით არ მოუყვანიათ, კუმანის კადრია. 

ასეთი თამაშის შემხედვარე, წასვლა არ უნდა გაუჭირდეს. რა სჭირს დეპაის ვინმეს დასაწუნი?! ერთი მაგარი შანსი კი ქარს გაატანა გავის პასის შემდეგ, მაგრამ კლასი ყველაფერზე ეტყობა. 

საგოლე პასიც მიითვალა, კუთხურიდან დაბალი გაუშვა და გავიმაც ლამაზად შეაგდო. ეს სულ მეორე ტაიმი იყო. ბოლოს დემბელემაც შეაგდო კარგი დრიბლინგის შემდეგ. მარცხენათი შეაგდო, მარჯვენათიც ჰქონდა შანსი, ბალანსი შენარჩუნებული აქვს. ორივე ფეხით ისე ურტყამს კაციშვილს ვერ გაუგია ძლიერი რომელია. 

პირველ ტაიმშიც იყო ლამაზი მომენტები. როგორც წესი, ფატი ალამაზებდა შეხვედრას ლამაზი მოძრაობებით, ერთი-ორჯერ გადასარევად მოტეხა მცველი, გოლიც ძალიან ლამაზი გამოვიდა, კლასიკური მესამეზე პასით, ობა ცენტრში ამოიწია, მის ადგილზე ფატიმ შეირბინა, რაფინიასგან ზუსტი პასი მიიღო და ლამაზი დარტყმით შეაგდო.  ყველაფერი ერთი შეხებით, თავის დროზე გვარდიოლა იყენებდა ამ კომბინაციას, ახლა ჩავის ხელში ხდება. 

გარდა ამ საგოლე პასისა, რაფინიამ პირველი გოლი ობამეიანგს გაატანინა, მერე კი თავადაც შეაგდო ზუსტი და გამოზომილი დარტყმით. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია უკვე დაწყებულია. დემბელე და რაფინია ჯერჯერობით თანაბრად მიდიან, ფატი კი დაწინაურდა, რადგან ფერანი ტრავმის გამო უქმობს. შესაძლოა, ამიტომაც სურს ჩავის დეპაის დარჩენა, ეზალზულის იმედზე ხომ არ იქნები კაცი.. მაგრამ, ამდენი არც ადგილია და არც ფინანსები. არც დეპაის უნდა სურდეს სკამზე ჯდომა. 

პირველი ტაიმი ითამაშეს რაფინიამ, კესიემ და კრისტენსენმა. რაფინიაზე უკვე ვთქვით, საგოლე პასებით და გოლით გამოირჩა. კრისტენსენს ბევრი საქმე არ ჰქონია, მსუქან იგუაინს დასდევდა, აი, კესიეზე კი შეგვექმნა გარკვეული წარმოდგენა, ზუსტად იმ ფეხბურთს თამაშობს, რასაც თავის დროზე კეიტა თამაშობდა. თუ ისეთივე კარიერა ექნება "ბარსაში" კარგის მეტი არაფერი გვექნება სათქმელი. 

მეორე ტაიმში ვიხილეთ ფრენკი დე იონგი. დაცვის ცენტრში მოქმედებდა, შეტევაში ხშირად ერთვებოდა. ცოტა უხასიათო ჩანდა, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ არაფერია გარკვეული. ფაქტობრივად წიხლით აგდებენ, მაგრამ არ მიდის. 

კარგი შემადგენლობაა. კარგი გუნდია. კარგი სეზონი გველის წინ. მანამდე კი კვლავ ველით ტრანსფერებს, როგორც იწერება, რიგში კუნდე და ასპილიკუეტა არიან. 

შემდეგი მატჩი კი კლასიკოა! 

წესით ლევანდოვსკის დებიუტიც უნდა შედგეს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 20 ივლისი 2022 16:56
    0
    ისე პსჟ-მ გვარდიოლას ნეიმარი შესთავაზა სილვას სანაცვლოდ და სასტიკი უარიც მიიღო. ასე რომ პეპი ასე მარტივად არ შეელევა ბერნარდოს.
    ფანი [?]
    #11 20 ივლისი 2022 14:32
    0
    კარგად რომ დავფიქრდეთ დე იონგი გასაშვებია და არაა საჭირო ბერნარდო სილვა.. უკვე გვყავს ხალხი
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    Culé [?]
    #10 20 ივლისი 2022 14:09
    1
    კესი იყო ნამდვილი ლიდერი ჯერ სად ხართ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 20 ივლისი 2022 11:58
    8
    აი ახლა რომ დავფიქრდე არ გვინდა ბერნანდო, ისედაც ბევრი ნახევარმცველი გვყავს და სათამაშო დრო არ უნდა მოაკლდეთ ამათ, კესი ბუსკეცის პოზიციაზე არ მოუყვანით აშკარად და მითუმეტეს , ნიკო ძაან კარგი ბიჭია და ბუსკეცის პოზიციაზე ფრენკიზე მეტად მაგას ვხედავ, აგერ კიდე ვნახოთ და იმედია მაგრად ითამაშებს, კლასიკოს რაც შეეხება კი ამხანაგურია მაგრამ ასე ვითამაშოთ და გადავუვლით რეალს
    ფანი [?]
    #8 20 ივლისი 2022 11:44
    8
    კუნდე და ასპილიკუეტა და უკვე დიდი კონკურენცია იქნება გუნდში
    ფანი [?]
    #7 20 ივლისი 2022 11:20
    6
    აი ვიძახდი მანამდედაც ვინც კი კითხულობდა ჩემკომენტარებს ნიკო არის პირდაპირ ბუსის შემცვლელი❤️❤️❤️💙💙ძაან კლასნია ეგ ბიჭი და არსად არაა გასაშვები დე იონგი <<ცენზურის დარღვევა>> ბერნანდო კუნდე დაიდოს და ტრებლე ჩვეულებრივად უნდა მოვიგოთ მთავარია არავინ დაშავდეს 💙❤️და რაც შეეხება დეპაის მე დავტოვებდი და დემბელეს არ გავუხანგრძლივებდი პრინციპში იქეთ ფალნგზე ფატი ტორესი დეპაის კონკურეციაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 ივლისი 2022 11:19
    5
    ნამდვილად ღირდა ამ თამაშისთვის ღამის ტეხვა. არც მინანია. ეტყობა მეტოქე მართლა ჭ კლასის გუნდია, კარში ერთხელ მაინც დაერტყათ მეკარეების ფორმა მაინტერესებდა ვერ ვნახე. ვინაიდან რეპორტაჟს ხმა არ ქონდა ბეკხემიც და ნევილიც ჩემი აზრით ჩავთვალე ნაცნობი მამების შვილებად . იგუაინიც ცდილობდა რაღაცას მაგრამ ოფსაიტებს ვერ გაექცა. გოლები კი ყველა კარგი გამოვიდა, დეპაის გოლი კი საწაული იყო. ეხლა რეალთან თამაში იქნება ძალიან საინტერესო, იმედია ლევანდოვსკის ვნახავთ საქმეში და თუ რეალსაც მოვუგეთ მართლა დავიჯერებ რო გუნდი სწორი გზით მიდის აღორძინებისკენ.
    გულშემატკივარი [?]
    #5 20 ივლისი 2022 10:29
    6
    დებილი დეიონგის გამო ნიკოს და სხვა ნახევარმცველებს დრო არ უნდა შეუმცირდეს ნიკო ძააან მაგრად იდგა ბუსის პოზიციაზე და უნდა დარჩეს ეგ იჯარით მისი წასვლა არ შეიძლება აი დეიონგი კი უნდა გააგდო გუნდიდან არაფრია გამკეთებელია
    ფანი [?]
    #4 20 ივლისი 2022 10:08
    6
    ოლოტი გაცილებით ძლიერი გუნდია ვიდრე ინტერ მაიამი. ძალიან იოლი მატჩი იყო ბარსასთვის, მაგრამ სასიამოვნოა რომ მსუბუქად და ლამაზად ითამაშეს. 7-1 პირველ ორ მატჩში, ცუდი შედეგი არ არის, თუმცა პირველი მატჩიც ასე უნდა მოეგოთ. ნამდვილად კარგი გუნდია, ეხლა კიდევ დაემატებათ პროფესიონალი გოლეადორი და მწვრთნელი...😂 და ყველაფერი კარგად იქნება. მართალია, კლასიკო ამხანაგური არ არსებობს და უნდა მოვიგოთ, რომ რეალმა აღარ თქვას, რომ 0-4 შემთხვევითი იყო......
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ივლისი 2022 09:40
    8
    დემბელე არის ფაფხურა და მაგის მოძრაობებზე გული მერევა.რაფინიას პასიც უვარგა,დარტყმაც,დისციპლინაც და ტვინიც.კარგი საყურებელია,როცა კაცმა იცის,რას აკეთებს.58+10 მილიონად ნაყიდი კაცი ზამენაზე არ იჯდება.დემბელემ მოიმარჯვოს საწმენდი საშუალებები.კესი არის ძალიან კარგი რაა,ფრენკის შეუძლოა აუდოს აქედან.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    მწერალი [?]
    #2 20 ივლისი 2022 08:40
    0
    gio.mm,
    არ უჭირს, უბრალოდ რამდენჯერმე ჩათვალა, რომ იმაზე სწრაფი იყო, ვიდრე რეალურად არის. ტრავმების მერე ხდება ხოლმე ეგრე.
    Culé [?]
    #1 20 ივლისი 2022 08:31
    0
    ფატის სირბილი უჭირს თუ მე მეჩვენება?