მესის მესამე სანაკრებო ტიტული (ფეოლას ვერსიით)

მესის მესამე სანაკრებო ტიტული (ფეოლას ვერსიით)

გვერდს ნუ ავუვლით, თვალს ნუ დავხუჭავთ. 

არგენტინამ იტალია 3:0 დაამარცხა, ლიონელ მესიმ მესამე სანაკრებო ტიტული მოიგო. პირდაპირ ეთერში ითქვა, რომ ეს მისი მეორე სანაკრებო ტიტული იყო, რეალურად, მესამეა, რადგან ლიონელ მესის ოლიმპიადაც მოგებული აქვს. მართალია ოლიმპიადაზე თასი არ გადაეცემა და მხოლოდ მედლებს არიგებენ, მაგრამ ოქრო-ოქროა. სხვაგვარად, ან ფინალს რა აზრი ექნებოდა, ან გამარჯვებას? 

ასე რომ, მხოლოდ მუნდიალი დარჩა. მესიმ მუნდიალის გარდა, ყველა სანაკრებო ტიტული მოიგო, რისი მოგებაც შეეძლო.

კორონასა და შეცვლილი კალენდრის გამო კაცმა არ იცის რა ბედი ეწევა კონფედერაციის თასს, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ტარდებოდა, ერთგვარი რეპეტიცია იყო მსოფლიო ჩემპიონატის, მასპინძელი ქვეყანა ტესტს გადიოდა მთავარი ტურნირისთვის. მაგალითად, 2005 წელს, გერმანიაში ჩატარებული კონფედერაციის თასის ფინალში სტადიონის სახურავი დაზიანდა, წყალმა გამოჟონა და ზედ კუთხურის ალამთან პატარა ტბა დააყენა, დიდი სირცხვილი იყო ეს გერმანელებისთვის, ერთი წლის შემდეგ კი იდეალურად შეხვდნენ მუნდიალს. აბა, ორგანიზება მაგათ არ უჭირთ და შეცდომების გამოსწორება. 

მოკლედ დიდად საჭირო ტურნირი იყო, ჭკვიანური და გონივრული, მაგრამ ახლა აღარ გამვა. პანდემიამ ყველაფერი აურია, თან მასპინძელი ქვეყანაც ისეთი უხერხულია რომ ამის ორგანიზება ძალიან გაჭირდებოდა. ამიტომ, კაცმა არ იცის ნოემბერში რა დაგვხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე.

ცუდია რომ ასე მოხდა. ლეოს შანსი ექნებოდა კიდევ ერთი სანაკრებო ტიტული მოეგო. 

მაშ ასე, რა სურათი გვაქვს? რონალდუს ორი სანაკრებო ტიტული აქვს, ევროპის ჩემპიონატისა და ერთა თასის სახით. 

ლეოს სამი აქვს, ოლიმპიადა, კოპა ამერიკა და კონმებოლოს თასი, ე.წ ფინალისიმა. 

რამდენად სამართლიანია ასე თასების თვლა თავად განსაჯეთ, უბრალოდ ფაქტი უნდა აღინიშნოს, რომ მესის სამი სანაკრებო ტიტული აქვს. მცირე ხნის წინ ნულზე იყო, მხოლოდ ოლიმპიადის ოქროს არავინ არაფრად აგდებდა, აგერ, ჩვენები დღემდე არაფრად აგდებენ. რადგან გონივრული არგუმენტი ჯერ ვერ მოვისმინე რატომ არ ითვლება ასეთი რანგის ტურნირის ოქრო ტიტულად, თავს უფლებას მივცემ და განსხვავებულ აზრზე დავრჩები. 

ახლა მეფის შესაფერისი სტატისტიკა აქვს. 

ინდივიდუალურად რა ვთქვათ? ოლიმპიადაზე საუკეთესო იყო, კოპაზე საუკეთესო იყო, ფინალისიმაზე საუკეთესო იყო და წაგებულ მუნდიალზეც საუკეთესო იყო. 

მეტი რაღა ქნას? 

მუნდიალი კარგი იქნება. გადასარევი. ღირსეული წერტილი. მესის შემთხვევაში წერტილის დასმა ალბათ ყველას ენანება, მაგრამ, თუ მუნდიალი მოიგო, მერე შეუძლია მშვიდად ადგეს და წავიდეს. 

მომილოცავს ბარსელონელებო! 

თასზე რა ვთქვათ? ლამაზია, მე მომეწონა. კარგი ნამუშევარია. 

ამ ერთმატჩიან ტურნირს ახლა სერიოზულად არავინ შეხედავს, მაგრამ, დროთა განმავლობაში რა მნიშვნელობას შეიძენს არავინ იცის. კარგი ტრადიციაა, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიხილავ კოპასა და ევროპის ჩემპიონების საფინალო დაპირისპირებას, დიდი მადლობა დიეგო მარადონას, რომ ეს ლამაზი ტრადიცია აღადგინა. მისმა უკვდავმა სახელმა კიდევ ერთი საჩუქარი დაგვიტოვა. 

ის რომ აღდგენიდან პირველად ლიონელ მესიმ დაისაკუთრა თასი, ნიშნავს იმას, რომ ამ ტურნირს უკვე საკმარისი პრესტიჟი აქვს, მომავალ თაობებში ბევრი ეცდება, რომ მათი გვარი, მესის გვერდით დაიწეროს. 

ასე იქმნება ისტორია. 

აქვე გამოთქვით თქვენი მოსაზრება, უნდა ითვლებოდეს თუ არა ოლიმპიური ჩემპიონობა სანაკრებო ტიტულად?

ჩემგან ერთი კი! ოლიმპიადას. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #13 2 ივნისი 2022 13:40
    3
    რა თამაში ჩაატარა მაგარი ხარ ლეო
    ფანი [?]
    #12 2 ივნისი 2022 11:44
    1
    ციტატა: ფეოლა
    riva,
    მართალი ხარ.
    მაგრამ, მე ვუთვლი 😃

    ეგრე მეც :დ
    მწერალი [?]
    #11 2 ივნისი 2022 11:09
    0
    riva,
    მართალი ხარ.
    მაგრამ, მე ვუთვლი 😃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 2 ივნისი 2022 10:44
    0
    იმედია ფინალისიმა სისტემატური გახდება;
    და კიდევ რატომ გაუქმდა კონფედერაციის თასი? სიამოვნებით ვყუყრებდი ხოლმე;
    2017 წელს რომ გერმანელებმა "ლენინგრადი" როგორც იქნა აიღეს, ესეც კარგი სანახავი იყო, მიუხედვად ჩემი ბუნდესნაკრებისადმი ანტიპათიისა barca-6
    ფანი [?]
    #9 2 ივნისი 2022 09:50
    4
    ეს პაჭაპუჭა თასები ლეომ მუნდიალით უნდა დააგვირგვინოს, ყველაფერი აქვს უკვე ამისთვის, ჯანმრთელობა და იღბალი მესის, იმსახურებს ყველაფერს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 2 ივნისი 2022 07:06
    4
    იმდენი ხანია ტიპის ასეთი თამაში არ მინახავს,რომ აი რავიცი მაგრად ვისიამოვნე.მთელი მსოფლიო ამის ყურება,რომ მომიწევს არაფერი ჯობია მაგას.არგენტინა კი საოცარი გუნდია,უნდა აწიოს მსოფლიო თასი მეფემ და საბოლოოდ აღიარებს ყველა ფეხბურთის ღმერთად.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 2 ივნისი 2022 04:24
    5
    ჯერ მესის შესახებ: თითქმის ერთი წელი გავიდა რაც მესიმ ბარსელონა დატოვა, ან პირიქთ, ბარსელონამ დატოვა მესი, მაგრამ რაოდენ მნიშვნელოვანია როცა მის წარმატებას ჩვენ იგივე სიამაყით ვღებულობთ, თითქოს მესი ბარსელონას ფეხბურთელი იყოს ამჟამად.
    აქსიომა: მესი ჩვენია და მუდამ ჩვენი დარჩება სადაც არ უნდა იყოს!
    რაც შეეხება ოლიმპიურ ტიტულს: არ ჭირდება ახსნა იმას თუ რაოდენ დიდი და საამაყოა ოლიმპიური მედალი ნებისმიერ სხვა სპორტულ სახეობებში. ჩამოთვლას არ დავიწყებ იმ ოლიმპიელების გვარებისა, ქართველიბის თუ უცხოელების ვისაც ოლიმპიური ოქროს მედლები აქვთ მოპოვებული. ეჭვის შეტანაც კი შეუძლეებეელია იმაში, თუ რამდენად რთულია გამარჯვება ოლიმპიადაზე. ფეხბურთი ერთ-ერთი უძველესი სპორტის სახეობაა და ყველა ქვეყანა ცდილობს ძლიეერი გუნდებით წარსდგეს ოლიმპიურ თამაშებზე. რომ არა თავდაუზოგავი შრომა და ვარჯიში, შეუძლებელია რაიმეს მოგეება ოლიმპიურ თამაშებზეც კი. მხოლოდ ფეხბურთის უცოდინარმა შეიძლება არ მიიჩნიოს ეს წარმატება მნიშვნელოვნად. ამიტომ, ყოველთვის დასაფასებელი და აღსანიშმავია ოლიმპიური ტიტული ფეხბურთში.
    რათქმაუნდა კი ოლიმპიურ ოქროს.
    ფანი [?]
    #6 2 ივნისი 2022 03:51
    0
    სანაკრებოდ სავარაუდოდ იმიტომ არ ითვლება ოლიმპიადა რომ ეროვნული ნაკრები არ არის. 23 წლამდელებს პლიუს მგონი 3 ვზროსლი
    წევრი [?]
    #5 2 ივნისი 2022 02:17
    6
    შეიძლებ კაცობრიობა ვერ მოესწროს მსგავს.
    ამ კაცს ვინცარუნდა შეადარო იმათი საუკეთეაო მხარეები რო შეაერთო მიიღებ მესის.პასი მოედნის ხედვა გოლის ალღო სილამაზესთან ერთად გამოჩენის დღიდან დღემდე არასდროს არავის უჩვენებია კაცობრიობისთვის.
    პირადი თუ გუნდური ტიტულები ვაფშე ცალკე თემაა.იმედია მსოფლიოს მოიგებს არა იმიტომ რო დიდებისთვის აკლია უბრალოდ შეავსოს დღიური.
    🙃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 ივნისი 2022 01:52
    5
    ჯიგარი ხარ ფეოლა. მესი ყოველთვის იქნება ბარსას ნაწილი და ეს მოგებაც ისე გამეხარდა თითქოს ბარსას მოეგოს. ან კულეს მესის წაემატება როგორ არ უნდა გაგიხარდეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 2 ივნისი 2022 01:29
    4
    ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო.. მენანება ეპოქა დასასრულისკენ რომ მიდის.
    Culé [?]
    #2 2 ივნისი 2022 01:28
    0
    გეთანხმები სრულიად
    ფანი [?]
    #1 2 ივნისი 2022 01:16
    2
    ბრავო ❤️
    --------------------
    More than a Club / MÉS QUE UN CLUB /
    მეტი ვიდრე კლუბი