ლა ლიგა დასრულდა - გადალაგება იწყება

ლა ლიგა დასრულდა - გადალაგება იწყება

ლა ლიგა დასრულდა, სეზონი არა. ერთი ამხანაგური და ეგეც დასრულდება. ველოდით მიქელთაძეს "ბარსასთან", მაგრამ სანაკრებო შეკრებაზე ადრე წამოვიდა და ნაკლები ინტერესით დაგვტოვა, თუმცა, დასაფასებელი ამბავია. "ბარსამ" ბოლო ტურში ძალდატანებით ითამაშა, ჩანს, რომ ყველა გადალაგების მოლოდინშია, უკვე მესამე სეზონია დიდ ცვლილებებს ველით, ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჯერ მსგავსი არაფერი გვინახავს, თუ ვნახეთ მხოლოდ უარყოფითი კონტექსტის, მესის წასვლა ნამდვილად იყო დიდი ცვლილება. დადებითს რაც შეეხება, ზამთარში ვნახეთ კარგი ამბები, რის ხარჯზეც მეორე ადგილზე აღზევდა კლუბი, თუმცა, მეტია საჭირო. 

ლუკ სქაივოქერი ფანებს დაემშვიდობა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. იმაზე მეტი მისცა კლუბს, ვიდრე ველოდით. მოვიდა კუმანის ახირებით და მიდის როგორც ცაზე მონავარდე ნიდერლანდელი. გოლები გვემახსოვრება. 

წამსვლელი ბევრი იქნება. ცვლილებაში სწორედ ამას ვგულისხმობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდნენ კლუბიდან ის ფეხბურთელები, რომელთაც სარგებელი არ მოაქვთ. ლანგლე-უმტიტიდან დაწყებული, ბრეითუეიტი-პუჩით დამთავრებული. ზოგზე, შესაძლოა გულიც დაწყდეს ვინმეს, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. ბევრი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც ტვირთი უფროა, ვიდრე დამხმარე. ერთი ასეთი უკვე წავიდა, კოუტინიო აღარ არის ჩვენიანი, მის "ბარსელონურ" კარიერას შეგვიძლია წვალება ვუწოდოთ, არსად ისე უხალისოდ არ ყოფილა, როგორც "ბარსაში", სხვაგან არაუშავდა, არც "ბაიერნში" ყოფილა ისეთი ცუდი, როგორც ჩვენთან, არც "ასტონ ვილაში", პირიქით, ინგლისში ისევ დაემსგავსა თავის თავს, კინაღამ პრემიერლიგაც მოაგებინა ყოფილ კლუბს, "ბარსაში" კი ჩაიკარგა, მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, მისგან ლეგენდების შეცვლას ითხოვდნენ, ეს რომ მოახერხო თავად უნდა გახდე ლეგენდა, კოუმ კიდე ეს ვერ შეძლო, დღემდე ვთვლი, რომ ჰქონდა ამის პოტენციალი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. 

თავიდან პოზიციას დავაბრალეთ, არადა, "ინტერში" გარემარბად გამოჩნდა, უკვე ეტყობოდა, რომ ვარსკვლავად იქცეოდა, ძალიან კარგი დრიბლინგით და დარტყმით დაგვამახსოვრა თავი, "ლივერპულში" ბოლომდე გაიხსნა, ცენტრში თამაშობდა, თუმცა, ბოლო სეზონს თუ გავიხსენებთ ვნახავთ, რომ კლოპის ხელში ძალიან ხშირად იწევდა ფლანგისკენ, ეს მისთვის პრობლემა არ ყოფილა, "მანჩესტერთან" ის დაუვიწყარი გოლიც ფლანგიდან გარღვევას მოჰყვა. "ბარსაში" კი არაფერი გამოვიდა. ვალვერდესაც დავაბრალეთ, არადა, "ბარსაში" საკმარისად შეიცვალნენ მწვრთნელები, რომელიმესთან თავი რომ გამოეჩინა, პოზიციას დავაბრალეთ, არადა, ყველგან მოსინჯეს, იმისათვის, რომ სადმე კარგად წარმოეჩინა თავი, მესის დავაბრალეთ, თავის უდიდესი ავტორიტეტით და გავლენით, მოედანზე და მის მიღმა, წავიდა მესი და მაინც არაფერი გამოვიდა. მგონი უნდა მოვრჩეთ ხელის გაშვერას და უბრალოდ ვთვქათ, რომ არ აღმოჩნდა "ბარსა" კოუტინიოს კლუბი. 

სადაც კოუ ვახსენეთ, იქ დემბელეს ხსენებაც მოგვიწევს. ეს სეზონი მის "ბარსელონურ" კარიერაში საუკეთესო გამოდგა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტრავმებს მოერია, ნელ-ნელა ფორმაში შევიდა და თავი კარგად წარმოაჩინა, რისი გაკეთებაც გარემარბს ევალება ყველაფერი გააკეთა. საგოლე პასები ჩამოარიგა, თუმცა, იმაზე დიდი ზარალი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე კოუტინიო იყო ჩვენთვის, რადგან მისი უფასოდ წასვლის შანსი ძალიან მაღალია. მცირე ხნის წინ პსჟ-ი ახსენეს, დი მარია მიდის, ნეიმარს დიდი ალბათობით გააპანღურებენ, მბაპე იმას მიიყვანს ვინც გაუხარდება და როგორც ჩანს, დემბელეს ხილვა მაგრად გაახარებს, მესის კი ალბათ გული გაუსკდება. 

არაბული ეპოქა უკვე დაწყებულია. მილიარდერებმა "ბარსას" და "რეალს" აჯობეს. მბაპე და ჰოლანდი წაგვგლიჯეს. ამაზე ცალკე დაიწერება. უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სეზონი ახალი რეალობით სრულდება, რეალობით სადაც "ბარსა" და "რეალი" ფეხბურთელებში ყველაზე გავლენიანი კლუბები აღარ არიან. ფულმა ბრენდები შეჭამა, ბრენდის მიღმა კი ისტორიაა, მთელი საფეხბურთო კულტურა, ახალ ვარსკვლავებს ეს არ აინტერესებთ. დასანანი ამბავია. 

ველით რობერტ ლევანდოვსკის. სეზონის განმავლობაში ვჩიოდით, რომ გამტანი ფორვარდი გვჭირდებოდა, ჰოდა, მოდის. ორი სეზონით მაგრად უნდა წაგვეხმაროს, სურვილი ასეთია, მერე ვნახოთ, რაც მეტს გაქაჩავს მით უკეთესი. ახლა ასეთი დრო გვიდგას, ჰოლანდს ვერ შევწვდით და ბებერი ლომისკენ წავიღეთ ხელი. კლასი არ იკარგება, თუმცა, სისწრაფე იკარგება. ამას ვერ გავექცევით. 

ერთ-ერთი მთავარი კითხვა ფრენკი დე იონგს უკავშირდება. დარჩება თუ წავა? ზაფხულის მთავარი ინტრიგა ჩვენთვის ეს უნდა იყოს. ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ სატრანსფერო ფანჯრის წინ დიდი ტრანსფერი არ გვაქვს მიზანში ამოღებული, ლევანდოვსკის ასეთად არ ვთვლი, რადგან მრავალ წელზე ვერ იქნება გათვლილი, არადა, ასეთი მოლოდინი მქონდა, ერთი მაგრად უნდა გაგვესროლა, მბაპესა და ჰოლანდის ამბების მერე თავშიც არავინ მომდის, ვინ შეიძლება, რომ "ბარსამ" წაიმატოს, ვინმე ისეთი, ტიტულებზე რომ დაგვგეშოს. ჯერ არავინ ჩანს, იქნებ მერე გამოჩნდეს.. 

მალე სრულ სეზონსაც შევაფასებთ, ტრადიციულად საინტერესო იქნება. ვნახავთ რა გამართლდა ჩვენი მოლოდინიდან და რა - არა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 23 მაისი 2022 23:29
    0
    ციტატა: nika 54
    ისე გუშინ მეტოქის რიგებში პაკო ალკასერი გამოჩნდა და გული დამწყდა. ფერან ტორესი რო გვყავს გუნდში ეს იმაზე ნაკლები ბომბარდირი იყო? ამდენს მაზავდა რასაც ეს 55 მილიონიანი ტორესი?

    იმედია ჩავი ერთი-ორს შემოულაწუნებს რომ გონზე მოიყვანოს, თუ არადა ბანწიკები გაამზადონ, რომ შეფუთონ და ვინმეს ახალი წელი მიულოცონ ზამთრის ტრანსფერებზე..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 მაისი 2022 19:06
    1
    ისე გუშინ მეტოქის რიგებში პაკო ალკასერი გამოჩნდა და გული დამწყდა. ფერან ტორესი რო გვყავს გუნდში ეს იმაზე ნაკლები ბომბარდირი იყო? ამდენს მაზავდა რასაც ეს 55 მილიონიანი ტორესი?
    გულშემატკივარი [?]
    #6 23 მაისი 2022 17:08
    1
    ციტატა: Pirat❤️💙
    ჰალანდზე ჩალიჩს ვლაჰოვიჩზე ჩალიჩი სჯობდა თან 75 მილიონად ვიყიდდით😔

    იუვენტუსის აკადემიაა ფიორენტინა და
    არ გამოგვატანდნენ
    ყოველი შემთხვევისთვის 75ად არა
    Culé [?]
    #5 23 მაისი 2022 15:05
    4
    სავარაუდოდ ლაპორტა სივისისთან გააფორმებს ხელშეკრულებას , ბარსა ტვ და ა.შ უფლებებსაც გაყიდის და გუნდს ამოასუნთქებს , სპონსორებიდან შემოსული თანხების დიდი ნაწილი ვალებში წავა , დანარჩენით კი სახელფასო ლიმიტი გაიზრდება და ტრანსფერებს მოხმარდება , კრისტენსენს და კესის დაარეგისტრირებენ , ლევანას იყიდიან და ალბათ ფლანგის მცველებს , გასაყრელებსაც გაყრიან დიდ ნაწილს მაინც და ვფიქრობ საკმაოდ კარგი სატრანსფერო ფანჯარა იქნება თავისი ჭორებით , ნერვების მოშლებით , ჩაშლილი ტრანსფერებით , ეს რათ გვინდოდა ვინ მოგვითრიეებით და გზა დამილოცნიებით , იქნებ გუნდი დალაგდეს და დაკომპლექტდეს , ვნახოთ , ცხელი იქნება ეს ზაფხული ასე მგონია
    Culé [?]
    #4 23 მაისი 2022 14:54
    1
    ციტატა: ფეოლა
    .Gladiator.,
    თსლ გოლი მარცხენათი. ორად ითვლება.

    ეგ მართლა ლამაზი იყო მაგრამ მეტი არც უქნია რამე
    მწერალი [?]
    #3 23 მაისი 2022 14:18
    2
    .Gladiator.,
    თსლ გოლი მარცხენათი. ორად ითვლება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 მაისი 2022 14:13
    2
    რაო დემბელემ გოლები შეყარაო? სად შეყარა მეც მითხარით 😃
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    ფანი [?]
    #1 23 მაისი 2022 13:41
    2
    ჰალანდზე ჩალიჩს ვლაჰოვიჩზე ჩალიჩი სჯობდა თან 75 მილიონად ვიყიდდით😔