მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფატი დაბრუნდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფატი დაბრუნდა

"რეალი" ოფიციალურად გაჩემპიონდა, "ბრსას" ფეხის დაცდენების შემდეგ ისედაც ყველაფერი ნათელი იყო, ამიტომ დიდი წუხილი ამ ამბავს არ გამოუწვევია, "რეალთან" დაპირისპირება ზაფხულში გაგრძელდება სატრანსფერო ფანჯარაზე და შემდეგ ახალი სეზონიც იმედიანად დაიწყება. 

წინ ოთხი ტურია, ჯერ არაფერი დასრულებულა, ოთხიდან ორი მატჩი რთულ მეტოქესთან გველის, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბეტისი" ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად, ბოლოს კი "ვილიარეალსაც გავეჯიბრებით, რომელსაც, შესაძლოა მოტივაცია აღარც კი ჰქონდეს, მაგრამ უნაი ემერი არასდროს იტყვის "ბარსას" გამწარებაზე უარს, მოგეხსენებათ, რომ წარსულში მოუშუშებელი ჭრილობა მივაყენეთ. 

მთავარი ამბავი ანსუ ფატის დაბრუნება იყო, ქომაგებს, რომ მისი ეიმედებათ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ანსუს წამოდგომისთანავე შეაგებეს ოვაციები, შეუძლებელია ეს ფეხბურთელის თვითდაჯერებაზე არ აისახოს. კიდევ ერთხელ გამახსენდა "აინტრახტთან" მატჩი, იქ რომ თავი არ შეგვერცხვინა ანსუ ნახევარფინალისთვის მზად იქნებოდა და სულ სხვა ემოციით შევხვდებოდით მის დაბრუნებას. 

დეპაი-დემბელეს ნაცვლად 

შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ გვინახავს, მხოლოდ დეპაი ვიხილეთ დემბელეს ნაცვლად, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა. რატომღაც რომ არ ჰქონოდა. 

ისე ჩანს, რომ "ბარსა" დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, თავად დემბელე რას აპირებს ალბათ ღმერთმაც არ იცის. არ არის მარტივი საქმე, დემბელეს ნდობა, რომ არ შეიძლება ვიცით, მაგრამ მიმდინარე სეზონს მშვენივრად ატარებს. რაც მთავარია, ტრავმები აღარ აწუხებს. თუმცა, რას მივიღებთ მას შემდეგ, რაც დემბელეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ და სასურველ ანაზღაურებას მიიღებს? შემაწუხებელი კითხვაა, მაგრამ აუცილებლად დასასმელი. საბოლოოდ დაჭკვიანდა თუ კონტრაქტის ამბავია? 

ნებისმიერ შემთხვევაში დამბოს დატოვება რისკი იქნება. ლაპორტას კი რისკი ყოველთვის უყვარდა. 

მიიღო სათამაშო დრო მემფის დეპაიმ და გაამართლა. უცნაური სეზონი გამოუვიდა, კუმანთან გუნდის უპირობო ლიდერი იყო, ჩავისთან შემცვლელია. კუმანთან საუკეთესო ბომბარდირი იყო, ახლაც ასეა, ობა წამოეწია, მაგრამ დეპაიმ ისევ შეძლო გატანა, სხვათა შორის, ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო, ალბას პასიც გამოსარჩევია. ობამ კი თავის მომენტები ისევ გაუშვა ხელიდან. 

პირველ წრეში გამოჩნდა, რომ ფატი დეპაიზე გამტანი ფეხბურთელია. გაცილებით მეტ მომენტს ქმნიდა და რეალიზების მხრივაც მშვენიერი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ტრავმებმა გატანჯა და დღემდე დეპაი გახლავთ კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. სეზონის წინ ვივარაუდე, რომ 17 გოლს შეაგდებდა ლა ლიგაში, ახლა ალბათ აღარ გამოუვა, მაგრამ კუმანის დარჩენის შემთხვევაში აბსოლუტურად მიღწევადი ამბავი იქნებოდა. 

პროგნოზებს მერე მივუბრუნდებით, ოთხი ტურის შემდეგ. 

კვლავინდებურად გამოიჩინა თავი სერხიო ბუსკეტსმა, ისევ კარგი გოლი შეაგდო, ამჯერად მარცხენა ფეხით, ამ კაცს თუ გააქვს, როგორც წესი, ძალიან ლამაზი გოლი გამოდის. იშვიათი და ლამაზი, როგორც საყრდენ ნახევარმცველებს სჩვევიათ ხოლმე. სანამ მოედანზეა პატარებს შეუძლიათ ისწავლონ, გავისთვის, პედრისთვის, ბუსკეტსთან ერთად ბურთის გორება შეუფასებელი საჩუქარია. სწავლობენ კიდეც, ვხედავთ, რომ კვირიდან კვირამდე ვითარდებიან, პედრი კი გადაჯდა ფატის ადგილზე, მაგრამ ამ სეზონში რომ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, ფაქტია. 

აი, შემტევების საქმე ცუდად არის და ცვლილებებს უნდა ველოდოთ თუ არა, ეგეც რთული სათქმელია. ერთი ის ვიცით, რომ ადამა ტრაორე წავა. პირველი თვის შემდეგ საერთოდ დაიკარგა. არ ვიცი სად წავა, მაგრამ "ბარსაში" აღარ გააჩერებენ. ფერანი ტრადიციულად ფლანგავს მომენტებს და მაინცდამაინც დიდი პროგრესი არ ეტყობა, თუმცა, მისი წასვლა არ განიხილება. დემბელეზე ვთქვით, რომ მისი დატოვება სურთ, ფატიზე საუბარი ზედმეტია, დეპაი კი წამსვლელთა სიაშია, ობა პირიქით, დარჩება, თუმცა, სკამზე გადაინაცვლებს დიდი ალბათობით. 

ჰოლანდი, ლევანდოვსკი, ლუკაკუ, - ასეთია ფორვარდების სია. პირველ ორს სიამოვნებით ვიხილავდი "ბარსაში", მესამეზე რა გითხრათ, რამდენადაც ძლიერია ფიზიკურად, იმდენად აკლია კლასი, მთლად ადამა ტრაორე არ არის, სამაგიეროდ, იმხელა ეგო აქვს ვერასდროს ლიგას ვერ მოიგებს. ასეთი ეგოისტები ლიგას ვერ იგებენ, ყოველთვის აფუჭებენ გუნდში სიტუაციას, ჩვენ კი არ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს აურევს. 

ეს შეტევის ამბავია, დაცვაში კი ბევრად დიდი თავის ტკივილი გვაქვს. სამი მცველია საყიდელი. ორი ფლანგი, ერთი ცენტრი. თუმცა, ამაზე საწერად და სალაპარაკოდ მთელი ზაფხული გვექნება წინ, მანამდე კი ჩვენს კარში მიღებული ბურთები უნდა დავითვალოთ, ვისაც არ ეზარება ყველას გააქვს. 

ამასობაში, მინომ დატოვა ამქვეყნიური სამყარო, ნაადრევად გამოვემშვიდობეთ, მაინც წავიდა.. მის კლიენტებზე კი ბრძოლა უკვე გაჩაღებულია. თითოეული მათგანი გაცილებით მარტივად ხელში ჩასაგდები იქნება. ჰლანდიც, დე ლიხტიც, პოგბაც და ა.შ. რატომღაც მგონია, რომ რაიოლას კლიენტებიდან რომელიმეს აუცილებლად ავიყვანთ. 

დაველოდოთ. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 2 მაისი 2022 14:53
    0
    ერთხელ მაინც მოვესწრო დემბელეს და ფატის ერთად თამაშს რა იქნება. ორი წელია ამას ვოცნებობ
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 მაისი 2022 12:35
    5
    დემბელეს დატოვება რო უნდა ჩავის ესაა დიდი უბედურება, თუ გათვლა იმაზეა რო გაუფორმონ და მერე გაყიდონ ჯანდაბას, მაგრამ ვაი რომ ჩავის მართლა მოსწონს. ასეთ ნიჭიერ კაცს ასეთი დებილი რატომ უნდა მოსწონდეს ვერ ვხვდები. ხო ხედავთ რო მთვარეულივით დარბის და თუ დადის საერთოდ უბედურებაა. ამდენი უტვინოს და მაზილას ფონზე უკვე ბუსკეტმა დაიწყო გოლების გატანა, დაიღალა საცოდავი ამ ვითომ ფორვარდების ყურებით არა და რა ქნას, დაცვას მიეხმაროს თუ თავდასხმას აღარ იცის საცოდავმა, ამ დროს ცენტრშიც აუარება საქმეებია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 2 მაისი 2022 10:00
    0
    ვის ავიყვანთ აბა? ჰალანდს ვერანაირადო უკვე თქვეს, მაზრაუის ბავარია შეუთანხმდა და დანარჩენს კონტრაქტი ავქთ თავიაანთ გუნდთან
    Culé [?]
    #4 2 მაისი 2022 09:31
    1
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ციტატა: C.PC5
    დემბელეს საქმე მართლა ბუნდოვანია, კი ბატონო ეს სეზონი კარგი გამოუდის, ყოველი შემთხვევისთვის რაც გადმოვიდა ამაზე კაი არ ქონია მემგონი, ფიზიკურადაც და სათამაშო თვალსაზრისითაც დასტაბილურდა, მაგრამ ის ძველი დემბელეც გვახსენებს ხოლმე თავს, ხოდა ეს უნდა გაარკვიონ კარგად, მოტივაციის ამბავია რომ ჭკუას მოუხმო თუ მართლა დაჭკვიანდა. ფატი თუ გამოჯანმრთელდა საბოლოოდ მომდევნო სეზონში ბევრ პრობლემას გადაჭრის. პედრიმ მართალია სეზონი ნაადრევად დაამთავრა მაგრამ შარშანდელ სეზონს ბევრად ჯობდა ეს, უფრო პროდუქტიული იყო და უკეთესად წარმოაჩენდა რაც შეუძლია რეალურად. ფაქტია გაიზარდა, გათამამდა, კიდევ ისწავლა რაღაც-რაღაცები, მაგრამ მთავარი ფაქტორი ჩემი აზრით ჩავია, ნახევრად გახსნილი საჩუქრის ყუთი ბოლომდე გახსნა მაესტრომ.

    დემბელე დაჭკვიანებული ნამდვილად არ არის, უბრალოდ ჩავის ფორმაციაში კარგად იყენებს თავის მონაცემებს მაგრამ მაინც ძაან ბევრ უაზრობებს აკეთებს, ასისტების უმრავლესობაც ჩაწოდებებით აქვს უბრალოდ, მაგრამ ათიდან ოთხჯერ შეტევას მაინც აფუჭებს მინიმუმ,თან ძაან უაზროდ, დანარჩენში კი გეთანხმები

    მეც მაგ აზრზე ვარ, დემბელესი არც ადრე მჯეროდა და არც ახლა, უბრალოდ ამ სეზონში რაც ჩავი მოვიდა ყველაზე კარგად ეგ გამოჩნდა და ვერ დავუკარგავთ. ჩავი თუ იყენებს მომავალშიც ეს კაცი იქნება მწვრთნელის სკამზე და შეიძლება კიდევაც დაიტოვოს 😕
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #3 2 მაისი 2022 09:28
    5
    ფატი დიდი ძალა იქნება იქით სეზონში, დეპაიმ დღესაც აჩვენა, რომ ბევრ ბარსას შემტევს ჯობია და დასატოვებელია😀 ასევე აშკარად გავი მონდომებით თამაშობს, თუმცა ძაან ბევრ ყვითელს იკიდებს. ტერ შტეგენის თვალის გაყოლება>>> კურტუა😐 მართლა ამაზრზენია უკვე ეს😀 თუ ვინმე წესივრად დაარტყავს თვალს აყოლებს. პიკე და არაუხო ძალიან ძლიერი დაცვის წყვილია, მაგრამ პიკე აშკარად ასაკშია, ტრავმებს მოუმატა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 მაისი 2022 08:50
    1
    ციტატა: C.PC5
    დემბელეს საქმე მართლა ბუნდოვანია, კი ბატონო ეს სეზონი კარგი გამოუდის, ყოველი შემთხვევისთვის რაც გადმოვიდა ამაზე კაი არ ქონია მემგონი, ფიზიკურადაც და სათამაშო თვალსაზრისითაც დასტაბილურდა, მაგრამ ის ძველი დემბელეც გვახსენებს ხოლმე თავს, ხოდა ეს უნდა გაარკვიონ კარგად, მოტივაციის ამბავია რომ ჭკუას მოუხმო თუ მართლა დაჭკვიანდა. ფატი თუ გამოჯანმრთელდა საბოლოოდ მომდევნო სეზონში ბევრ პრობლემას გადაჭრის. პედრიმ მართალია სეზონი ნაადრევად დაამთავრა მაგრამ შარშანდელ სეზონს ბევრად ჯობდა ეს, უფრო პროდუქტიული იყო და უკეთესად წარმოაჩენდა რაც შეუძლია რეალურად. ფაქტია გაიზარდა, გათამამდა, კიდევ ისწავლა რაღაც-რაღაცები, მაგრამ მთავარი ფაქტორი ჩემი აზრით ჩავია, ნახევრად გახსნილი საჩუქრის ყუთი ბოლომდე გახსნა მაესტრომ.

    დემბელე დაჭკვიანებული ნამდვილად არ არის, უბრალოდ ჩავის ფორმაციაში კარგად იყენებს თავის მონაცემებს მაგრამ მაინც ძაან ბევრ უაზრობებს აკეთებს, ასისტების უმრავლესობაც ჩაწოდებებით აქვს უბრალოდ, მაგრამ ათიდან ოთხჯერ შეტევას მაინც აფუჭებს მინიმუმ,თან ძაან უაზროდ, დანარჩენში კი გეთანხმები
    Culé [?]
    #1 2 მაისი 2022 05:08
    3